Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 9

Previous

ფიქრი ნასესხები პირველი ეპისტოლედან წმ. მოციქულისა პავლესი ტიმოთეს მიმართ, რომელიც ეხება უპირატესად მონაზვნურ ცხოვრებას

სიტყვა ღვთისა არის ანდერძი მიმღებს სიტყვისა ღვთისა მას მოაქვს ხსნა და ნეტარება (I, 5).

სიყვარული იშვება სისუფთავისაგან გულისა, უმანკო სინდისისაგან და არათვალთმაქცი რწმენისაგან (I, 5).

დაამუშავე ეს სათნოებანი, შენარჩუნებით ყურადღებიანობისა შენი თავისადმი და მდუმარებისა, რათა მიაღწიო სიყვარულს, რომელიცაა – თავი და ერთობლიობა ქრისტიანული სრულყოფილებისა.

სისუფთავე გულისა ირღვევა მიღებით ცოდვილი გულისთქმებისა, განსაკუთრებით სიძვისა; უმანკოება სინდისისა – თვითნებური ცოდვებით; რწმენა სუსტდება სასოებით საკუთარ გონებაზე, არაგულწრფელობით და თავმოყვარეობით.

ვინც მოისურვებს იმსჯელოს ჭეშმარიტების შესახებ გარეშე განათლებისა ზემოდან, იგი მხოლოდ იჭრება ფუჭ საუბრებრებში და კამათებში, გადაუხვევს გზიდან, მიმყვანიდან სიყვარულში (I, 6-7

უდროო, გადამეტებულისაგან ცოდნაზე, პატივმოყვარე მსჯელობიდან ჭეშმარიტების შესახებ იშვა ერესები, ცდომილობები და ღვთის გმობა.

მუდმივობა მართლმადიდებლურ აღსარებაში დოგმატებისა რწმენისა იკვებება და ინახება საქმეებით რწმენისა და უმანკოებით სინდისისა.

არ ნახელმძღვანელები რწმენით საკუთარ საქციელებში და დამრღვევი უმანკოებისა სინდისისა თვითნებური გადახრით ცოდვებში, ვერ შეძლებენ შეინარჩუნონ თავიანთი ცოდნა დოგმატებისა სათანადო სისუფთავეში და სისწორეში: ეს ცოდნა, როგორც ცოდნა ღმერთის შესახებ, მოითხოვს აუცილებელ სისუფთავეს გონებისას, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ კეთილზნიანთათვის და მთელმცნობელთათვის (I, 19).

ერთია ღმერთი და ერთი შუამავალი შორის ღვთისა და ადამიანთა – ღმერთკაცი, იესო ქრისტე (II, 5). ვერავინ შეძლებს შეუდგეს და მიუახლოვდეს ღმერთს გარეშე ამ შუამავლისა. უარმყოფელი შუამავლისა, უარყოფს ღმერთსაც. „ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა. რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ ( 1ინ. 2:23 ; ინ. 3:36 ).

სულიერი გონება მდგომარეობს შეცნობაში ჭეშმარიტებისა რწმენით. პირველად შეიძინება შემეცნება რწმენისა რწმენა, შეთვისებული ქრისტიანისადმი, ცვლის მის გონებას გამოცხადებით მისდამი ჭეშმარიტებისა, რომელიცაა – ქრისტე.

მიმღწევნი მამაკაცური ასაკისა ქრისტეში, იღებენ განუწყვეტელ ლოცვას, რომელსაც აღასრულებენ საიდუმლოდ სულიერ კუნჭულში ყოველ ადგილას და ყოველ დროს. ქრისტიანი მაშინ იღებს უწყვეტ ლოცვას, როდესაც ნება მისი და დამოკიდებული ნებაზე საქმიანობა შთანთქმული იქნება შეგნებით, სურვილითა და აღსრულებით ნებისა ღვთისა. ამით მკვიდრდება გულში ცოცხალი რწმენა, სახარებისეული სიმარტივე, მშვიდობა ღვთისა, უცხო ყოველგვარი აღშფოთებისა.

ასეთი გონიერი ჩვილი გამუდმებით ხედავს თავის უძლურებას, გამუდმებით სწამს, გამუდმებით შია და სწყურია საღვთო სიმართლე, და ამიტომაც – განუწყვეტლივ ლოცულობს ( 1ტიმ. 2:8 ).

სათნოებანი, განსაკუთრებით საჭირო განმხოლოვებულისათვის არის: მშვიდი მორჩილება ღვთისადმი, განწყობა მდუმარებისადმი. განშორება საუბრისაგან, თვით სასარგებლოსაგანაც, მაგრამ დამშორებელისაგან საუბრისაგან ღმერთთან და დამრღვევისაგან მდუმარებისა გულისმიერისა. განსაკუთრებით დასაწყისში საკუთარი ღვაწლისა განმხოლოვებული შემძლებელია გატაცებით შთაბეჭდილებებით გარეგანით. საგულდაგულო მყოფობა კელიაში, განშორება შეხვედრისაგან ნაცნობებთან და ყველა სახის გართობისაგან ეწინააღმდეგება ამ უძლურებას (II, 11, 12).

ახალაღკვეცილ მონაზონს არ უნდა დაევალოს თანამდებობები, მნიშვნელობის მქონე მონასტერში, იმიტომ რომ იგი მოხერხებულად შეიძლება გაამპარტავნდეს და დაექვემდებაროს სხვა ხრიკებს ეშმაკისას ( 1ტიმ. 3:6-7 ).

საიდუმლოებრივი ცოდნა და შეგრძნება რწმენისა იცვება სისუფთავით სინდისისა.

ეკლესია ღვთისა ცოცხალისა არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა ამიტომ ღმერთი იწოდება აქ ცოცხლად, რომელიც მოქმედებს. მოქმედებს იგი ყველა მორწმუნეში საიდუმლოებებით, ხოლო რჩეულებში აღმატებულით საიდუმლოებებზე, მრავალსახოვანი აშკარა მადლისმიერი ნიჭებით. ამით დასტურდება სიმტკიცე და ურყეობა ჭეშმარიტებაში აღმოსავლეთის ეკლესიაში. საპირისპიროდ ამისა, ეკლესიები უცხო სარწმუნოებისანი, თუმც კი იმკობენ თავს სახელით ეკლესიებისა ქრისტესი, თუმც აღიარებენ ღმერთს, მაგრამ არ მოქმედს, თითქოს მკვდარს ( მკვდართათვის ცოცხალიც – მკვდარია!), რითაც ამჟღავნებენ, რომ ისინი შეირყნენ, ვერ გაძლეს ჭეშმარიტებაში.

დიდი საიდუმლოება ღვთისმოსავობისა (III, 16)! ღმერთი გამოჩნდა ხორცითა; დაამტკიცა, რომ იგი ღმერთია სულით, ესე იგი, სწავლებით თავისით, რომელიცაა – სული და სიცოცხლე; საქმეებით თავისით, აღსრულებულებით თითით ღვთისათი; ბოძებით სულისა წმინდისა ადამიანებისადმი. შემოსილი სხეულით. იგი გახდა ხილული არა მხოლოდ ადამიანთათვის, არამედ ანგელოზებისთვისაც, რომელთათვის ღვთაებრიობით იგი – უხილავია 64 . წარმართებმა, დაღუპულებმა უცოდინრობისაგან ღვთისა, მოისმინეს ქადაგება მხსნელისა. იღებს სწავლებას ღმერთზე არა სიბრძნე მიწიერი, არა ამაღლებული გონება, არა ფართო სწავლულება, არა მდიდარი, მაღალი და დიდებული ამა სოფლისა, არამედ მდაბალი წინდი გულისა, ერთგულისა. მორწმუნენი ღმერთში შედიან შეთვისებაში მისდამი და, აზიდულნი მადლით ყველაზე ზემოთ დროებითზე, იღებენ საიდუმლოებრივ, გამოცდილებით ცოდნას, რომ იგი ამაღლდა ზეცაში და აჰყავს იქ თავისთან ჭეშმარიტი-მორწმუნენი მასში.

არ გამამტკიცებელნი და არ აღმზრდელნი რწმენისა მოსმენისაგან საქმეებით რწმენისა, მოხერხებულად ცდუნდებიან სწავლებით სიცრუისა, პირმოთნედ მიმღებელისა გარეგნობისა ჭეშმარიტებისა ( 1ტიმ. IV, 1 ).

ხორციელი ღვაწლნი „მცირედ სასარგებლონია“ (IV, 8), ესე იგი, მათ შეუძლიათ მხოლოდ მოათვინიერონ ვნებები, ხოლო არ აღმოფხვრან ისინი. ღვთისმოსავობა კი, რომელიც მდგომარეობს უხილავ ვარჯიშში გონებისა და გულისა მართლმადიდებლური რწმენისას, „ ყველაფრით სასარგებლოა“, მის ამარა მხოლოდ შეძლებს ადამიანი შეიგრძნოს სიცოცხლეს მარადიულს, გემებულს წმინდათაგან აქ ნაწილობრივ, როგორც წინდობისას, სრულად გაშლილში განშორებისას სულისა სხეულთან. სიცოცხლე მარადიული მდგომარეობს მრავალფეროვან მოქმედებაში მადლისა სულში, რომელიც შეიგრძნება საზომისამებრ განწმენდისა ვნებებისაგან. სიტყვა ეს, როგორც ნათქვამი სულიერი გამოცდილებიდან, უტყუარია; იგი ღირსია იყოს მიღებული (IV, 9) როგორც საწყისი, რომლისგანაც ქრისტიანი შეძლებს ამოსვლას გამოუთქმელი სიკეთეებისაკენ, დადებით აღსვლისა გულში თავისაში.

რწმენასა და ყურადღებას მიჰყავს შეცნობამდე ჯვრისა ქრისტესი, რისგანაც სულგრძელი მოთმინება მწუხარებათა, შობილი და ნაკვები სასოებით ღმერთზე ცოცხალზე, ესე იგი მოქმედზე მადლისმიერი ნუგეშით გულში მომთმენისა ქრისტეში (IV, 10).

როდესაც მადლისმიერი ნუგეში მოქმედებს საიდუმლოებრივ შეცნობაში ქრისტესი და მისი ხედვისა, მაშინ ქრისტიანი არ განიკითხავს არც იუდეველს, არც წარმართს, არც აშკარა ურჯულოს 65 ; არამედ აღიგზნება ყველასადმი ჩუმი, უმანკო სიყვარულით. იგი ჭვრეტს სუფთა გონებით თავისით, რომ დროიდან მოსვლისა ქრისტესი, ღირსებას, ღირებულებას, ქებას და ხსნას ადამიანისას წარმოადგენს ქრისტე, ხოლო არა ბუნებრივი სათნოებები ადამიანურნი. მას განუწყვეტლივ სურს იყოს ჯვარცმული, იმიტომ რომ სმენა მისი გაიღო, და იგი ისმენს ხმას ქრისტესას ღვთისა თავისისა, მის მიმართ მოსაუბრისა: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“ ( მთ. 10:38-39 ). თასს მწუხარებათას იგი მიიჩნევს თასად ხსნისა, მოწმობად რჩეულებისა, ნიჭად ღვთისად. მას არ შეუძლია ჰქონდეს სიძულვილი მტრებისაც, იმიტომ რომ მომყენებელნი მისდამი მწუხარებებისა თვალებში მისსა – არ არიან ვინმე სხვანი, თუ არა იარაღნი განგებულებისა ღვთისა 66 ; იგი ჰპატიებს მათ, მოყვანით მიზეზად გამართლებისა უცოდინრობისა მათისა; იგი ლოცავს მათ, როგორც იარაღს კეთილისმყოფელი მისდამი ღვთისა. „შემიძლია განა, – ამბობს იგი თავისთვის, – შემიძლია კი განვიკითხო ისინი, ვინც ახლა, წინაშე ჩემსა არიან, ვარდებიან აშკარა უკანონობაში, როდესაც ქრისტემ უკვე გამოისყიდა ყველა ცოდვა მათი, წარსული, ახლანდელი და მომავალი, როდესაც მათ ქრისტეში უკვე აქვთ გამართლება და ხსნა, რომელთაც სხვაგვარად მოაკლდნენ არ შეუძლიათ, თუ არა უარყოფით ქრისტესი საბოლოოდ?“ 67 .

არ უნდა მიჰგვარო მოყვასს არავითარი საცდური საკუთარი ყოფაქცევით (IV, 12). ამიტომაც შეინარჩუნე სულითა და სხეულით მოწიწება. იყავი მორიდებული და უბრალო სიტყვებში და სხეულის მოძრაობებში; სახლის შენი სიცოცხლისას იყავი თავშეკავებული, მთელცნობიერი არა კადნიერი; სულით იყავი მშვიდი ყველასადმი მოყვარული, მართალი, ბრძენი, არაფრით დაუშვა საკუთარი თავისთვის მზაკვრობა და თვალთმაქცობა; ნაცვლად მათი იქონიე რწმენა, რომელიც გასწავლის შენ, რომ სამყარო და ბედისწერანი ყოველი ადამიანისა იმართება განგებულებით ღვთისათი, ხოლო არა ხრიკებით გონებისა ადამიანურით, და რომ ამ მიზეზით უნდა დავიცვათ მშვიდი ქრისტიანული სიმართლე საქმეებში, სიტყვებში და ფიქრებში.

„სანამ არ მოვალ შენთან, – ეუბნება მადლი ღვთი მართალს ღვთისას, – და, ჩასახლებული შენში, არ ჩავანაცვლებ ჩემით ყოველგვარ დარიგებას გარედან, დაკავდი ყურადღებით კითხვით, ლოცვით, დაიმოძღვრე სწავლებით წარმატებულთა. არ დაუშვა შენთვის დაუდევრობა და ყურადღებით იმყოფებოდე ყურადღებაში. მაშინ თანდათანობითი წარმატება შენი იქნება თვალნათლივი; შენ მოიხვეჭ ხსნას და იქნები გამოსადეგი მოყვასისათვის სიტყვით დამრიგებლურით და მხსნელით“ (IV, 14-16

ვინც ჭეშმარიტად შეიგრძნო სიღარიბე ბუნებისა ადამისა, ვინც შეიცნო, რომ იგი იმყოფება მწარე დაცემულობაში და დაღუპვაში: იგი, რა თქმა უნდა, ამასთან გაიგო და დარწმუნდა, რომ ადამიანისათვის ხსნისათვის აუცილებელია ეზიაროს ქრისტეს. ასეთი შემეცნება არის ნიშანი ჭეშმარიტი ქვრივისა. მას ნება ერთვება შეაბიჯოს განმხოლოვებაში, რათა იმყოფებოდეს ლოცვებში და ვედრებებში დღე და ღამე, რათა საგრძნობლად წარმოისახოს მასში ქრისტე (VI, 5).

როგორც მესაჭე უყურებს ვარსკვლავებს და მის მიმართ მიმართავს სვლას გემისას, ასე განმხოლოვებულმაც უნდა გამუდმებით უყუროს ღმერთს, იგი დაინახოს თვალებით რწმენისა და იმედით, რათა შენარჩუნდეს მუდმივობაში და მოთმინებაში. ზღვაზე განმხოლოვებისაზე წინ უძღვის არაჩვეულებრივ სიჩუმეს არაჩვეულებრივი გრიგალები.

განმხოლოვებული, გატაცებული გემოთმოყვარეობით, მიცემული ზედმეტ ძილს და განაზებულობას, ანდა საერთოდ ავხორცობასა და თავისმოყვარეობას, ამტკიცებს ამით, რომ იგი მკვდარია სულით, თუმც კიდეც ცოცხალია სხეულით (IV, 6). ქრისტე, ჭეშმარიტი სიცოცხლე, მკვიდრობს მხოლოდ ჯვარცმულებში.

ასაკი ქვრივისა, შემძლებელისა განმხოლოვებისათვის, განისაზღვრება სამოცი წლით (V, 9), რითაც აღინიშნება სულიერ მიმართებაში საშუალო საზომი წარმატებისა, გამოხატული სახარებაში რიცხვებით: ოცდაათი, სამოცი და ასი. ამ საშუალო საზომზე იმყოფებიან ისინი, რომლებიც თუმც კიდეც სულიერნი არიან, მაგრამ მიიღეს ლოცვითი ძალა გამარჯვებისათვის ბრძოლების დროს, რომლებითაც გაიღო საიდუმლოება ჯვრისა, რომლებიც გრძნობენ მწუხრებების დროს, მოყენებულებისა გარედან, მადლისმიერ მოქმედებას სულებში თავიანთში, მომსახურეს ერთდროულად ნათლად და ნუგეშადაც გულისათვის.

განმხოლოვებულს, უწინ შებიჯებამდე განმხოლოვებაში უნდა ჰქონდეს მოწმობა კეთილი საქმეებისაგან. განიხილე თავი, შენ, მსურველო შებიჯებისა ნავსაყუდელში, ანდა, უფრო სრორედ რომ ვთქვათ, ზღვაში განმხოლოვებისა! შეუდექი კი შენ ყოველგვარ საქმეს კეთილს არა ბუნების მიხედვით ძველი ადამისა, არამედ შესაბამისად თვისებებისა ახლისა? (V, 10). სხვაგვარად: მიიღე კი შენ შენს თავზე სიმდაბლე და სიმშვიდე, იგემე კი შენ, რომ ეს უღელი კეთილია და ტვირთი მსუბუქი? სხვაგვარად: შეისწავლე კი მცნებები სახარებისეულნი? გონება შენი და გული გახდნენ კი მათი დაფები, ხოლო ქცევა შენი მათი გამოხატულება და შედეგი? არ ეძიებ კი შენ სიმართლეს გარეთ ჯვრისა? თუკი ეძიებ, მაშინ შენ არ ხარ შემძლებელი, არ ხარ მზად განმხოლოვებისათვის, რომელშიც შებიჯება არ განკითხვით თავისა და მყოფობით განკითხვაში მოყვასთა სალმობიერია.

ახალგაზრდები სულიერი ასაკით მოღვაწენი, თუმც კი ისინი იყვნენ კიდეც მოხუცნი ასაკით, თუმც კი ისინი ისწრაფოდნენ ამა სოფლიდან, და ამიტომ იმსახურებდნენ სახელს ქვრივთა, არ უნდა დაიშვნენ განმხოლოვებამდე (V, 11). ისინი, უკმარისობის გამო სულიერი გონებისა, ვერ შეძლებენ იყონ მუდმივნი აზრში, რომ ხსნისათვის მარტოოდენ აუცილებელია მხოლოდ ქრისტე; ისინი ვერ მოითმენენ თავიანთ მოკვდინებულობას, მოინდომებენ გააცოცხლონ თავიანთი „მე“ კეთილ საქმეებში, კუთვნილში მშვინვიერი ადამიანისადმი, რითიც ჩამოიგდებენ თავიდან უღელს ქრისტესას და შევლენ ბუნებაში ძველი ადამისა. უმჯობესია მათთვის ივარჯიშონ ქმედით სათნოებებში უმჯობესია მათთვის, თავის არიდებით ყველაფერი ქვებუნებრივისაგან, დარჩნენ ბუნებაში თავიანთში, ვიდრე ისწრაფონ ნაადრებად და არასწორად ზებუნებრივისაკენ.

არ ეკრძალებატ მათაც სწრაფვა განახლებისათვის თავისა უფალში; მაგრამ აღეთქვებათ სწრაფვა სწორი: დაე ისინი ეცადნონ გამოასწორონ თავიანთი ზნე ზნის მიხედვით ქრისტესი, გამოხატულით სახარებაში. განკურნებისას ზნეთა თანდათან იკურნება გონებაც. იგი, მიღებისაც კურნებისა, ესე იგი, გახდომისას სუფთა, ნათლად ხედავს ჭეშმარიტებას, სცნობს მას და აღიარებს. შემდგომად ამისა, თუკი ჭეშმარიტებისთვის ხელსაყრელია, მხოლოდ მისი კეთილგანწყობილებით და არჩევანით, მოწაფე აიყვანება მთაზე და ხდება მხედველი ფერისცვალებისა. თუკი არაა ასე: მაშინ დარჩი მთის ქვეშ, დაკავდი გაძევებით ეშმაკისა ყრმისაგან. ეშმაკი განიდევნება რწმენით, ლოცვით და მარხვით. სახელად მარხვისა უნდა გაგებულ იყოს არა მხოლოდ თავშეკავება უზომობისაგან საკვებში, არამედ თავშეკავება ყველა ცოდვილი წამოწყებისაგან. ჩაკვირვებული თავის მდგომარეობაში და მდგომარეობაში მთელი მოდგმისა ადამიანურისა, დაავადებულისა ცოდვით, დამორჩილებულისა სულებისადმი წყვდიადისა, შეძლებს გაიგოს საიდუმლო პასუხი, მიცემული მხსნელისადმი მამისაგან ეშმაკეულისა დროზე, რომლიდანაც დაიწყო ავადმყოფობა ძისა „ჰრქუა: სიყრმითგან“ ( მკ. 9:21 ).

მცდელობა ნაადრევ განმხოლოვებაზე იზიდავს თავისთან გარდაუვალ დამღუპველ შედეგებს. კადნიერი, თვითდაჯერებული, დაბნელებული და შეკრული უცოდინრობით მოღვაწე ვერ ჰპოვებს საკვებს სულისათვის თავისა განმხოლოვებაში, ხოლო ამისგან აუცილებლად ჩავარდება სევდაში, რომელიც განმხოლოვებულებში მოქმედებს განსაკუთრებული ძალით და ზიანით, მიცემით მათი გატაცებისადმი სხვადასხვაგვარი მზაკვრული გულისთქმებისადმი და ოცნებებისადმი. საკვები განმხოლოვებულთათვის არის მადლისმიერი განმანათლებლური ნუგეში გამოცხადებით საიდუმლოსი ჯვრისა ქრისტესი. იგი – ნიჭია ზემოდან, ხოლო არა ცოდნა, დამახასიათებელი საკუთრივ ბუნებისადმი ადამიანურისა. სამშვინველისეულით სულიერის ჩანაცვლება შეუძლებელია. თუკი კიდევაც ვინმე ძალას იხმევს ჩაანაცვლოს, იგი აითვისებს თავის თავში სიცრუეს ნაცვლად ჭეშმარიტებისა, თვალთმაქცი სახით ჭეშმარიტებისა. ნაყოფი სიცრუისა – მოშლოლობაა, ისე როგორც ნაყოფიც სევდისა. მაგრამ მოშლილობა სიცრუისაგან განსხვავდება მოშლილობისაგან, შობილისაგან სევდით. პირველი მჟღავნდება თვითცდუნებულობაში, მაღალ საკუთარ თავზე აზრში, კვეხნით მოჩვენებითი სათნოებებით საკუთარით და ნიჭებით, სიძულვილში და განკითხვაში მოყვასთა, სრულდება სიამაყით, ხიბლით, გაშმაგებით გონებისა, ზოგჯერ ჩავარდნით ხორციელ ვნებებში, ხოლო ზოგჯერ თვითმკვლელობით, ყველაზე ხშირად ეშმაკეულობით და გონების დაზიანებით, რომლებიც ჩვეულებრივ იწოდება შეშლილობად. მეორე გამოვლინდება უსაქმურობაში, სიზარმაცეში მიტოვებაში საკუთარი კელიისა, მიდრეკილებაში გართობისადმი საუბრებით, ხშირი გამოსვლებით, მოგზაურობებით, მიმართვით მიწიერი სიბრძნისადმი და სწავლულობისადმი გაცოცხლებით ფშვინვიერი გონებისა თვისებისამებრ ძველი ადამისა, უკუიგდება რწმენა, იფარება განგებულება ღვთისა თვალთაგან გონებისა: ადამიანი, თითქოს როგორც მარადიული დედამიწაზე მიისწრაფის მთლიანად მხოლოდ მიწიერისადმი და თანდათანობით ემხობა მდგომარეობაში ქვებუნებრივში, ვნებიანში, ხორციელში, რომელიც არის, მიმართებაში ჭეშმარიტ ცხოვრებასთან – ქრისტესთან, სიკვდილი სულისა (V, 12-13

ვინც ჩავარდა მოშლილობაში იმ და სხვა სახისაში, განსაკუთრებით პირველში, ის უმეტეს წილად ხდება სრულად ვერ შემძლებელი ცხოვრებისადმი მოღვაწეობრივისა. თუმცა, სიმდაბლე კურნავს ასეთ სნეულებებსაც კი, რომლებიც თავის თავად არაა კურნებადნი, თქვა იოანე კიბისაღმწერელმა 68 .

მსურველი იყოს სუფთა აღმსრულებელი მცნებებისა ქრისტესი უნდა უკიდურესად თავს იცავდეს თვალღებებისაგან (V, 21). როდესაც გული დაავადებულია თვალღებით, იგი ვერ შეძლებს აღასრულოს სუფთა და წმინდა ნება ქრისტესი შესაფერისი სიწმინდით და სისუფთავით. აღსრულებით ნებისა საკუთარისა ნაცვლად ნებისა ქრისტესი და გაჯიუტებული ვაჩვენოთ რომ ვასრულებთ ნებას ქრისტესას, ვვარდებით ფარისევლობაში. ხშირად გამოჩენით, ხოლო შესაძლოა კიდეც ფიქრით, რომ აღვასრულებთ ნებას ქრისტესას არსით აღვასრულებთ ნებას ეშმაკისას.

ისინი, რომლებიც ცდილობენ შეიცნონ ქრისტეს სწავლება არა მისთვის თავად, არამედ მიზნით გარეშესი, მიწიერისა, მიზნით შეძენისა ანგარებისა ანდა პატივისა, ვერასოდეს შეძლებენ მიიღონ ჭეშმარიტი სულიერი გონება, იმიტომ რომ იგი არის ნიჭი ღვთისა, ჩუქებული მდაბლებისადმი საზომისამებრ რწმენისა მათისა, განწმენდისა ვნებათაგან და თვითუარყოფისა (VI, 4-5

თუკი დაინახავ, რომ მწოდებელნი თავისა მასწავლებლებად და მგონებელნი იცნობდნენ ქრისტეს, მიეცემიან კამათებს, შურს, ავსიტყვაობას, ეჭვნეულობას, სიძულვილს და სხვა ვნებებს, მაშინ იცოდე, რომ მათ აქვთ მხოლოდ მკვდარი ცოდნა სმენისაგან, ხოლო გონება და გული მათი წყვდიადშია და სენში, როგორც არ განკურნებულნი და არ განწმენდილნი კეთებით მცნებებისა სახარებისეულთა (VI, 4). წინააღმდეგ მათსა გრგვინავს გამონათქვამი უფლისა: „არა გიცნი თქუენ“! ( მთ. 25:12, 7:23 ). ამას ამბობს თავის თავზე ჭეშმარიტება – ქრისტე იმათ, რომლებიც ფიქრობენ უწყოდენ იგი არა საქმეთაგან რწმენისა, არამედ ერთადერთი მხოლოდ სმენისაგან. ვინც შეიცნო, რომ მოდგმა ადამიანური იმყოფება დაცემულობაში, რომ დედამიწა არის ადგილი ჩვენი განდევნისა, ჩვენი საპყრობილე, სადაც ყოფნით მოკლე დროისა, ჩვენ გამოვდივართ მისაღებად ანდა მარადიული ნეტარებისა, ანდა მარადიული ტანჯვისა, მან, რა თქმა უნდა, შეიცნო ისიც, რომ ერთადერთი საუნჯე ადამიანისა დედამიწაზე – ქრისტეა, მხსნელი დაღუპულთა. მაშასადამე, ერთადერთი და შეუფასებელი შენაძენი ადამიანისა დედამიწაზე – შეცნობაა ქრისტესი და შეთვისება ქრისტესადმი. მსურველი მოიხვეჭოს ეს განძი ისურვებს კი შეძენას და სიამოვნებას დროებითს? საპირისპიროდ – იგი გაექცევა მათ, შეშინებული, რომ მათ არ გაართონ იგი. იგი იქნება კმაყოფილი არა მხოლოდ აუცილებელით, არამედ სიღარიბითაც. ხოლო სულიერი – უმდიდრესია მდიდრებზე! (VI, 6).

ძმებო, ჩვენ შევაბიჯეთ შიშვლებმა სამყაროში ამაში; გამოსვლით მისგან, დავტოვებთ მასში სხეულსაც ჩვენსას. რატომღა ვეძიოთ შენაძენები ხორციელნი? რატომ ვეძიოთ ის, რაც უნდა დავტოვოთ უსათუოდ? არ დავკარგოთ ძვირფასი დრო ხრწნისათვის, რათა არ დავკარგოთ ერთადერთი ჩვენი განძი – ქრისტე. მისდამი მივმართოთ გონებაცა ად გულიც; ქონით საკვებისა და ტანსაცმლისა, ვიქნებით ამით კმაყოფილნი; არ დავუშვათ საკუთარი თავისადმი ზედმეტობები და ახირებები, რათა მათ, ცოტ-ცოტათი მიზიდვით თავისთან ჩვენი სიყვარულისა, არ წაგვართვან ჩვენ ქრისტე (VI, 7-8

მსურველნი გამდიდრდნენ ვარდებიან თავდასხმებში და ბადეებში, რომელთაც უმზადებთ მათ თავად მათი მისწრაფება გამდიდრებისადმი. პირველ ნაყოფად ამ მისწრაფებისა არის მრავალი საზრუნავები და მზრუნველობა, მომაშორებელი გონებისა და გულისა ღვთისაგან. სული, ცოტათი, ცივად, დაუდევრად დაკავებული ღვთით, იღებს უხეშობას და ვარდება უგრძნობობაში; შიში ღვთისა მასში წარიხოცება; უკან იხევს მისგან ხსოვნა სიკვდილზე, გონება ბნელდება და წყვეტს ხედავდეს განგებულებას ღვთისას, რისგანაც იკარგება რწმენა; იმედი, იმის ნაცვლად, რომ განმტკიცდეს ღმერთში, უბრუნდება კერპს, მოყვანით კვარცხლბეკზე მისა სიყვარულისაც. მაშინ ადამიანი კვდება სათნოებისათვის, მიეცემა სიცრუეს, მზაკვრობას, ულმობლობას, ერთი სიტყვით, ყველა მანკიერებას, და ვარდება სრულ დაღუპვაში, გამხდარი ჭურჭლად ეშმაკისა. „ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ“, როგორც შემნახველი თავის თავში მიზეზისა და საბაბისა ყველა ცოდვებისადმი (VI, 9-10

და ისინი, რომლებიც არა სრულად დაღუპა ვერცხლისმოყვარეობამ, იმიტომ რომ ისინი არა სრულად მიეცნენ მას, ხოლო მხოლოდ ეძიებდნენ ზომიერ გამდიდრებას, განიცადეს ბევრი გასაჭირი. მათ შემოიხლართეს თავნი მძიმე საზრუნავებით, ჩაცვივდნენ სხვადასხვაგვარ მწუხარებებში, იძულებულნი იყვნენ ხშირად დაერღვიათ უმანკოება სინდისისა, განიცადეს დიდი ზიანი სულიერ წარმატებაში და ხედავდნენ თავიანთ თავში მნიშვნელოვან გადახრას რწმენისაგან და სულიერი გონებისაგან. ქრისტიანისათვის სიგლახაკე სახარებისეული უსანატრელესია ყველა განძზე მსოფლიოსი, როგორც ხელმძღვანელი რწმენაში და მის ნაყოფებში. მოღვაწე ქრისტესი მით თავისუფალია ამა სოფლისაგან, მით უფრო უსაფრთხოდაა, ხოლო რამდენადაც დაუკავშირდა ამა სოფელს იმდენად უკვე დამარცხდა.

ცრუდ მქონე მეცნიერება (VI, 20) არის სახე აზრთა და მსჯელობებისა, შეთვისებულებისა გონებისადმი დაცემისას ადამიანისა. როგორც შედეგს დაცემისას, მას აქვს თვისება თვითცდუნებულობისა, როგორც შედეგი სიცრუისა და მოტყუებისა, იგი არ იღებს ჭეშმარიტებას – ქრისტესას როგორც მაღლად შემფასებელი ყველაფრისა მიწიერისა, მათ შორის როცა დედამიწა არის ადგილი განდევნისა დაცემულთა, იგი საწინააღმდეგოა რწმენისა და შობილი მის მიერ სულიერი გონებისა, მჭვრეტელი ყველაფრისადმი მიწიერისა თვალით მოგზაურისა. საგანი ცრუდ მქონე მეცნიერებისა – ერთჟამიერია და ხრწნადი. როდესაც საგანი მისი ხდება მარადიული და სულიერი, მაშინ მსჯელობა მისი სრულად უსაფუძვლოა და მცდარი. იგი მოკლებულია განათლებას ზემოდან, განმმარტებელისა საგნებისა სულიერთა; საკუთარი მისი ძალებისათვის, გამოცხადების გარეშე, ეს საგნები არაა ხელმისაწვდომნი; გარეშე მასში ნათელი არის ნათელი ბნელი სულებისა სიცრუისა. ყველა ცნობა მიეწოდება მას გრძნობებით ხორციელებით, რომლებიც დაზიანებულნი არიან დაცემით. როდესაც უხილავნი გრძნობადი თვალებით ხდება მისთვის მისაწვდომი როგორიღაც საშუალებით, მაგალითად მაგნეტიზმით, მაშინ ამით იგი ამრავლებს მხოლოდ თავის ცდომილებებს, განამტკიცებს თავის დაბნელებას და თვითცდუნებულობას, როგორც მყოფი არეში სიცრუისა, როგორც მომხვეჭელი ერთადერთი უკუღმართი შემეცნებებისა. მიმდევარნი მისნი იმყოფებიან განუწყვეტელ უთანხმოებაში ერთმანეთ შორის, ეწინააღმდეგებიან ერთი მეორეს და თავიანთ თავს. იგი არ მოითხოვს ადამიანისაგან ზნეკეთილობას, საწინააღმდეგოდ – აძლევს თავისუფლებას შეცოდებისათვის. იგი თვლის თავს მმართველად სამყაროსი, რატომაც უარყოფს განგებულებას ღვთისას, თუკი არა ყოველთვის სიტყვებით, მაშინ ყოველთვის თავად საქმით. იგი შეიცავს თავის თავში საწყისს უღმერთობისას, რომელიც შეადგენს მთელ არსს ყოველი ცდომილებისას, გაშლილისას მასში მეტად ანდა ნაკლებად. საბოლოოდ, იგი არის უარყოფითი სიმდიდრე დაცემული სულებისა და იმ ადამიანთა, რომლებიც იმყოფებიან ურთიერთობაში დაცემულ სულებთან.

მივატოვოთ სიბრძნე სოფლისა ამის, მივატოვოთ მოიმედეობა მასზე და მივადგეთ რწმენით და სიმდაბლით საღვთო სიბრძნეს და ძალას, წმინდა ჭეშმარიტებას – ქრისტეს, რომელიც მოვიდა სამყაროში, „რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“ ( ინ. 3:17 ). იგი ნათელია, რომელსაც ბნელი ვერ მოიცავს და ვერ მიიღებს ( ინ. 1:5 ). იგია მხოლოდ შემძლებელი იგი მიიღოს, ვინც შეიყვარა სიმართლე. „ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი. რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს. ესე არს სასჯელი რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ“ ( ინ. 3:18-20 , 1ტიმ. 6:11, 16 ). ამინ.

Next