Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 10

Previous

არსებით საქმიანობაზე მონაზვნისა

არსებითი საქმიანობა მონაზვნისა – ლოცვაა, როგორც ის საქმიანობა, რომელიც აერთებს ადამიანს ღმერთთან. ყველა სხვა საქმიანობები წარმოადგენენ ანდა მოსამზადებელ, ანდა ხელის შემწყობ საშუალებებს ლოცვისადმი, ანდა მიეცემა იმათ, ვისაც ზნეობრივი უძლურებით ანდა დანაკლისით გონებრივი უნარებით, არ შეუძლიათ დაკავდნენ სავსებით ლოცვით. ამბობს ღირსი მარკოზ მოღვაწე : „ვერ შემძლებნი მოითმინონ ლოცვაში, კარგია იმყოფებოდნენ მსახურებაში (დაკავებული იყვნენ შრომებით და ხელსაქმით მორჩილებაში), რათა არ წაერთვათ ისიც და მეორეც; მაგრამ ისინი, რომლებსაც შეუძლიათ, უმჯობესია არ იყვნენ დაუდევარნი უმჯობესზე“ 69 .

ღირსი მარკოზი, ახსნით სიტყვებისა უფლისა: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“ ( ინ. 6:27 ) ასწავლის, რომ მნიშვნელობა მათი მდგომარეობს იმაში, რომ ლოცვით ვეძიოთ სასუფეველი ზეციერი , რომელიც შიგნითაა ჩვენში ( ლკ. 17:21 ), როგორც თქვა უფალმა, აღმთქმელმა მძებნელებისათვის ზეციერი სმეფოსი მიაწოდოს ყველა ხორციელი მოთხოვნილებები თავისი საღვთო განგებულებით ( მთ. 6:33 ).

ახსნით სიტყვებისა წმინდისა მოციქულისა პავლესი: „ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა, რაჲთა გამოიცადოთ თქუენ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ, კეთილი, სათნოჲ და სრული“ ( რომ. 12:2 ), ღირსი მარკოზი ამბობს: „მოციქული გვმოძღვრავს ჩვენ აღსრულებისადმი სრულყოფილი ნებისა ღვთისა, სურვილით რათა ჩვენ სრულადაც არ ვიყოთ თვით განსჯილნი. ცოდნით რომ ლოცვა შეეწევა აღსრულებას ყველა მცნებისას, იგი არ წყვეტს მრავალგზის და მრავალფეროვნად გვამცნოს მის შესახებ და თქვას: „ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა, და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა“ ( ეფ. 6:18 ). აქედან ვიცით, რომ ლოცვა განსხვავდება ლოცვისაგან; ზოგიერთი – განუბნეველი აზრით ლოცულობს ღვთისადმი, და ზოგი – წარმდგარი ლოცვაზე სხეულით, ხოლო აზრით გაბნეულია. კვლავ: ზოგიერთი – ლოცულობს ცნობილ დროებში და შეუდგება ლოცვას დასასრულს ერული საუბრებისა და საქმიანობებისა, და ზოგნი – უპირატესობას ანიჭებენ და წინ აყენებენ ლოცვას, რამდენადაც საჭიროა, ერულ საზრუნავებზე დარიგებისამებრ იგივე მოციქულისა: უფალი ახლოსაა: ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ“ ( ფილ. 4:5-6 ). მსგავსს ამისას ამბობს ნეტარი მოციქული პეტრე: „განიფრთხვეთ მღჳძარე იყვენით ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს“ ( 1პეტ. 5:8, 5:7 ). პირველად თავად უფალიც, იცის რა, რომ ყველაფერი ლოცვით განემტკიცება, ამბობს: „ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ: ხოლო ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ ( მთ. 6:31, 33 ). შესაძლოა ამით უფალი მოგვიწოდებს ჩვენ მეტი რწმენისადმი: რადგან ვინც, უკუმგდები ზრუნვისა დროებითზე და არ მომთმენი სიღარიბისა, არ ირწმუნებს ღვთისას, შედეგად ამ, შედარებითი მარადიული სიკეთეებისა? სწორედ ამის ახსნისას, უფალი ამბობდა: სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს“ ( ლკ 16:10 ). მაგრამ ამ ვითარებაშიც მან შეგვიწყნარა ჩვენ კაცთმოყვარედ, ცოდნით, რომ გარდაუვალია ყოველდღიური საზრუნავები სხეულის შესახებ, არ მოკვეთა ყოველდღიური საზრუნავები; მაგრამ, დაშვებით საზრუნავებისა ახლანდელ დღეზე, ბრძანა არ გვეზრუნა ხვალინდელზე. ბრძანა მან ეს საკმაოდ საკადრისად, მოკაზმულად და კაცთმოყვარედ: იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანებისათვის, შემოსილთათვის სხეულში, არაფრით დაკავებული იყვნენ იმაზე, რაც მიეკუთვნება სიცოცხლეს სხეულისას. ბევრის შემოკლება მცირედში, მეშვეობით ლოცვისა და თავშეკავებისა, შესაძლებელია, მაგრამ სრულად არაფრად მიიჩნიო ყველაფერი, რომელიც ეხება სხეულს, შეუძლებელია. და ამიტომ მსურველი, წერილის მიხედვით, „ მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესა მიაღწიონ“ ( ეფ. 4:13 ), არ უნდა არჩიოს ლოცვას სხვადასხვა მსახურებები ანდა გარეშე საჭიროებისა, როგორც მოხდება, აიღოს ისინი თავის თავზე, არც, საბაბით ლოცვისა, უარყოს ისინი, როდესაც ისინი შეხვდებიან საჭიროებების მიხედვით და ჭვრეტით ღვთისათი, მაგრამ გასინკოს, განასხვავოს და ემსახუროს ჭვრეტას ღვთისას გარეშე გამოცდისა. სხვაგვარად მბრძნობელმა კიდეც არ იცის, რომ ერთი მცნება შესაძლოა იყოს აღმატებული და მთავარი მეორეზე, როგორც ამას ხედავს წერილიდან და არ სურს „წარემართოს ყოველთა მიმართ მცნებათა“ ( ფს. 118:128 ), მჭვრეტელურად შემხვედრთა მისდამი, როგორც ამას გვამცნებს წინასწარმეტყველი. საჭირო და მჭვრეტელურად შემხვედრი ჩვენდამი – გარდაუვალია ხოლო უდროო საქმიანობები საჭიროა უკუიგდოს, უპირატესობა მიენიჭოს მათდამი ლოცვას, განსაკუთრებით კი იმ საქმიანობებს, რომლებიც გვაგდებენ ჩვენ ბევრ ხარჯებში და შეგროვებაში ზედმეტი ქონებისა. რამდენადაც ვინმე შეზღუდავს მათ და უკუაგდებს საგნებს მათსას, იმდენად შეაკავებს აზრს დაცემისაგან, რამდენადაც შეაკავებს აზრს, იმდენად ხელს მისცემს სუფთა ლოცვას და დაამტკიცებს რწმენას ქრისტეში. თუკი ვინმე, მიზეზით მცირედმორწმუნეობისა ანდა სხვა როგორიღაც უძლურებისა, ვერ შეძლებს ასე მოიქცეს, მან, უკიდურეს შემთხვევაში, დაე სცნობს ჭეშმარიტებას და იღვაწოს ძალის შესაბამისად, დადანაშაულებით თავისი ჩვილობისა. უმჯობესია დაექვემდებარო პასუხისმგებლობას სიღარიბისათვის, ვიდრე ხიბლისათვის და განდიდებისათვის: ამას დაე დაგიდასტურებს შენ იგავი უფლისა, წარმომდგენისა პირველ მდგომარეობაში მეზვერისა, ხოლო მეორეში ფარისევლისა ( ლკ. 18 ). შევეცადოთ ჩამოვიცილოთ ჩვენგან ყოველგვარი ერული საზრუნავი იმედით და ლოცვით. თუკი ვერ შევძლებთ აღვასრულოთ ეს როგორც საჭიროა, მაშინ მივართვათ ღმერთს აღსარება დაკნინებებში; ვარჯიში კი ლოცვაში არ დავუშვებთ ჩვენს თავს გამოტოვოს. უმჯობესია დავექვემდებაროთ საყვედურს კერძო ხელიდან გაშვებებისათვის ვიდრე სრული მიტოვებისაგან. ყველაფერში ნათქვამში ჩვენ მიერ ლოცვაზე და გარდაუვალ მსახურებაზე ბევრი ჩვენ გვესაჭიროება შეგნება ღვთისაგან განსჯისათვის, რათა ვიცოდეთ, როდის და როგორი საქმიანობა ჩვენ უნდა ვამჯობინოთ ლოცვას: იმიტომ რომ ყოველი, ვარჯიშისას საყვარელ მისდამი საქმიანობაში, ფიქრობს აღასრულებს სათანადო მსახურებას, არ იცის რა რომ მსახურება საჭიროა განიხილოს დამოკიდებულებით სათნოყოფისა ღვთისათვის, და არა დამოკიდებულებით სათნოყოფისა საკუთარი თავისადმი. მით უფრო საძნელოა აქ მხჯელობა, რომ ეს საჭიროც და გარდაუვალნი მცნებებიც არა ყოველთვის ერთნაირნია მიმართებაში აღსრულებასთან, მაგრამ ერთი მეორეს, თავის დროზე, საჭიროა იყოს უპირატესობა მინიჭებული არა ყოველგვარი მსახურება აღესრულება ყოველთვის არამედ თავის დროზე, ხოლო მსახურება ლოცვისა დაკანონებულია ჩვენთვის განუწყვეტელი, იმიტომაც კიდეც ვალდებულნი ვართ ჩვენ ვამჯობინოთ იგი საქმიანობებს, რომლებისაც არაა აუცილებელი საჭიროება. ყველა მოციქულმა ასწავლიდნენ რა ამ განსხვავებას ხალხს, მსურველნი მოეზიდათ ისინი მსახურებისათვის, თქვა: „არა სათნო არს ჩუენდა, დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტუვისასა განვეკრძალნეთ. და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა“ ( საქ. 6:2-5 ).

„დავიწყოთ საქმე: წარმატებით თანდათანობით, ვცნობთ, რომ არა მხოლოდ იმედი ღმერთზე, არამედ კიდეც შეტყობინებული რწმენა, და არათვალთმაქცი სიყვარული, და არაავმეხსიერება, და ძმათმოყვარეობა, და თავშეკავება, და მოთმინება, და სიღრმე შეგნებისა, და ხსნა განსაცდელისაგან, და ნიჭები ბოძებებისა, და აღსარება გულისმიერი, და გულმოდგინე ცრემლები, მიეცემა მორწმუნეებს ლოცვით. არა მხოლოდ ეს, არამედ გადახდენილი მწუხარებების მოთმენა, და სუფთა სიყვარული მოყვასისადმი, და შეცნობა სულიერი კანონისა, და მოპოვება სიმართლისა ღვთისა, და შთაგონება წმინდისა სულისა, და გაცემა სულიერი საუნჯისა – ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც აღუთქვა ღმერთმა მიეცა მორწმუნეთათვის ამ და მომავალ საუკუნეში. შეუძლებელია სულისათვის აღადგინოს თავის თავში ხატება სხვაგვარად, თუ არა მხოლოდ ღვთის მადლით და რწმენით ადამიანისა, როდესაც იგი იმყოფება გონებით განუბნეველ ლოცვაში და დიდ მდაბალსიბრძნეობაში 70 .

მსგავსად ღირსი მარკოზისა მსჯელობს ღირსი მაკარი დიდიც : „თავი ყოველგვარი კეთილი გულმოდგინებისა და თავი კეთილი საქმეებისა არის მუდმივი ლოცვაში მყოფობა, რომლის მეშვეობითაც სხვა სათნოებებსაც ვიხვეჭთ, შეწევნით გაწვდილი ხელით იმისი თავად, რომელიც კიდეც გვეძახის ჩვენ ამისთვის. რადგან ურთიერთობა საიდუმლოებრივი ძალით, და შეერთება აზრთა, განმზრახველთა მიეცეს სიწმინდეს, რომელიც ღმერთის მიმართაა, და მიწებება თავად სულისა, ცხელი სიყვარულით უფლისადმი მეშვეობით ამისა კი, გამოუთქმელად ლოცვაში მიწოდებული არის ღირსეულთათვის. ამბობს: „მოეც სიხარული გულსა ჩემსა“ ( ფს. 4:8 ). და თავად უფალი იტყვის: „სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს“ ( ლკ. 17:21 ) 71 .

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი უწოდებს ლოცვას დედას ყველა სათნოებისას 72 .

ღირსი სვიმონი, ახალი ღვთისმეტყველი ამბობს ყურადღებიან ლოცვაზე: „წმინდა მამებმა ჩვენებმა, გაგონებისას სიტყვებისა უფლისა წმინდა სახარებიდან, რომ „ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი გმობანი.“, და რომ „ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა“ ( მთ. 15:19-20 ); კვლავ მოსმენისას სხვა ადგილას სახარებისა, რომ უფალი მცნებად გვიდებს ჩვენ „განწმინდე შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა“ ( მთ. 23:26 ), მიატოვეს ყოველგვარი სხვა საქმე და იღვაწეს მთელი ძალით ამ საქმიანობაში, ესე იგი დაცვაში გულისა, იცოდნენ რა დანამდვილებით, რომ ამ საქმიანობასთან ერთად ისინი მოერხებულად შეიძენენ ყველა სხვა სათნოებასაც, რომ გარეშე ამ საქმიანობისა შეუძლებელია არც მოხვეჭა, არც დარჩეს არც ერთი სათნოება. ზოგიერთმა მამათაგან უწოდა ამ საქმიანობას გულისმიერი განმხოლოვება , სხვებმა უწოდეს ყურადღება , სხვებმა – სიფხიზლე და შეპასუხება, სხვებმა – წამება გულისთქმებისა და დაცვა გონებისა : იმიტომ რომ ყველა იყო დაკავებული მისით და მეშვეობით მისი ეღირსნენ საღვთო ნიჭებს. მასზე საუბრობს ეკლესიასტე: „იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; იარე გზაზე გულისა შენისა უბიწოდ და სუფთად, და დააშორე გული შენი ზრახვებისაგან“ ( ეკლ. 11:9 ); მასზე ამბობს მეიგავეც: „თუკი აღდგება შენზე სული მფლობელისა“ (შეთავაზებისა ეშმაკისა), „ადგილი შენი არ მიატოვო“ ( ეკლ. 10:4 ), ესე იგი, არ დაუშვა იგი შევიდეს ადგილში შენსაში, სახელად ადგილისა გულისხმობს გულს; მასზე ამბობს უფალიც ჩვენი საღვთო სახარებაში: „ნუცა განსცხრებით“ ( ლკ. 12:29 ), ესე იგი, არ გაფლანგოთ გონება თქვენი იქითა და აქეთ; კვლავ სხვა ადგილას ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა,“ ( მთ. 5:3 ), ესე იგი, ნეტარნი არიან ისინი, რომლებსაც არ მოუხვეჭავთ გულში თავიანთში არც ერთი აზრი ამა სოფლისა, არამედ გლახაკთ – არ აქვთ არავითარი ერული გულისთქმა. და ყველა საღვთო მამამ ჩვენმა ბევრი დაწერა ამაზე. ვისაც სურს წაიკითხოს მათი წერილები, იგი დაინახავს, რა დაწერა მოღვაწე მარკოზმა, რა თქვა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა , და ღირსმა ისიქიმ, და სინელმა ფილოთეოსმა, და აბბა ესაიამ , და დიდმა ბარსანუფიმ, და ბევრმა სხვამ. მოკლედ რომ ვთქვათ: ვინც არ ზრუნავს დაცვისათვის გონებისა თავისი, მას არ შეუძლია იყოს სუფთა გულით, იგი არ ეღირსება ხედვიდეს ღმერთი. ვინც არ აქცევს ყურადღებას, იგი ვერ შეძლებს იყოს გლახაკი სულით, ვერ შეძლებს იგლოვოს და იქვითინოს, არც იყოს მშვიდი და მდაბალი, არც შიოდეს და სწყუროდეს სიმართლე, არც იყოს მოწყალე და მშვიდობისმყოფელი, არც დევნილი სიმართლისათვის. საერთოდ ვიტყვი: შეუძლებელია მოხვეჭა რაიმენაირი სხვა სათნოებისა სხვაგვარად, თუ არა მხოლოდ ყურადღებით. და ამიტომ შენთვის საჭიროა იზრუნო მასზე მეტად, ვიდრე რაიმე სხვაზე, რათა სინამდვილეში მოიხვეჭო ის, რაზეც გეუბნები შენ“. შემდეგ გვთავაზობს ღირსი განუწყვეტლივ აღვასრულოთ ლოცვა იესოსი შეერთებით გონებისა გულთან, ამასთან მოღვაწეს შეუძლია მუდმივად იმყოფებოდეს სიფხიზლეში და განაგდოს სახელით იესოსით ყოველგვარი ცოდვილი გულისთქმა, საიდანაც იგი არ უნდა წარმოიშვას, განაგდოს იგი, უწინ ვიდრე იგი შემოვა და გამოისახება. მეშვეობით ამ საქმიანობისა მოიხვეჭება გამოცდილებითი და არსებითი შეცნობა დაცემული სულებისა; შეცნობით მათისა, ჩვენ ვიხვეჭთ მათდამი სიძულვილს და ავმეხსიერებას, შევდივართ განუწყვეტელ ბრძოლაში მათთან, აღვმართავთ წინააღმდეგ მათსა ბუნებრივ მოშურნეობას, ვდევნით მათ, ვამარცხებთ, ვანადგურებთ 73 .

ნეტარი 74 ნიკიფორე განსაზღვრავს ყურადღებას ასე: „ზოგმა წმინდანთაგანმა უწოდა ყურადღებას დაცვა გონებისა , სხვებმა დაცვა გულისა , სხვამ სიფხიზლე , სხვამ აზრობრივი განმხოლოვება , სხვამ სხვაგვარად. ყველაფრით ამით გამოისახება ერთი და იგივე, როგორც თუ ვინმე იტყოდა „პური“, ანდა იტყოდა „ნაჭერი“ და ნატეხი: ასე გაიგე ამის შესახებ. რა არის ყურადღება და როგორია მისი თვისებები ეს შეისწავლე საგულდაგულოდ. ყურადღება არის სუფთა სინანულის შემეცნება, ყურადღება არის მოწოდება სულისა, სიძულვილი ამა სოფლისადმი, აღსვლა ღმერთამდე; ყურადღება არის უკუგდება ცოდვისა და აღქმა სათნოებათა; ყურადღება არის უეჭველი უწყება პატიებისა ცოდვათა; ყურადღება არის საწყისი გონებით ჭვრეტისა, უფრო სწორად გი – მიზეზი გონებით ჭვრეტისა: რადგან ღმერთი, მეშვეობით მისი, ჩამოდის და ეცხადება მას. ყურადღება არის შეუშფოთებლობა გონებისა, ანდა უფრო სწორად სიმყარე მისი, მინიჭებული სულისადმი წყალობით ღვთისათი; ყურადღება არის დამხობა გულისთქმათა, ხსოვნა ღვთის ტაძართა, განძთშემნახავი მოთმინებისა შემხვედრი თავდასხმებისა; ყურადღება – მიზეზი რწმენისა, იმედისა, სიყვარულისა“ 75 . ნეტარი ნიკიფორე, მსგავსად ღირსისა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველისა და სხვა წმინდა მამებისა, გვთავაზობს საშუალებად ყურადღებისათვის განუწყვეტელ ვარჯიშს ლოცვით იესოსით, შეერთებისას გონებისა გულთან. მოწვევით ყველა მონაზონთა, მნებებელთა მოიხვეჭონ ჭეშმარიტი წარმატება, ღვაწლზე ყურადღებისა და შეერთებულზე მასთან განუწყვეტელ ლოცვაზე, ნიკიფორე ამბობს: „თვენ, მსურველნო ეღირსოთ საუცხოო, საღვთო ნათლის გამოცხადებას მხსნელისას ჩვენისას იესო ქრისტესას, თქვენ, მსურველნო მიიღოთ საგრძნობლად ზეციური ცეცხლი გულში, თქვენ რომლებიც ცდილობთ მიიღოთ არსებითი შერიგება ღმერთთან, თქვენ, რომლებმაც მიატოვეთ ყველაფერი ამქვეყნიური მოსაპოვებლად და მოსახვეჭად განძისა, დაფარულისა სოფლად გულთა თქვენთა, თქვენ, რომლებსაც გსურთ, რათა ლამპრები სულიერნი ამიერიდან აენთონ ნათლად და ამიტომ უარი თქვით ყველაფერ დროებითზე, თქვენ რომლებსაც გსურთ გონიერად და გამოცდილებითად შეიცნოთ და მიიღოთ სასუფეველი ცათა, მყოფი შიგნით თქვენში! მოდით, და გაუწყებთ თქვენ მეცნიერებას და ხელოვნებას მარადიული, ზეციერი ცხოვრებისა შემყვანს მოქმედისა თავისი, უშრომლად და ოფლის გარეშე, თავშესაფარში უვნებობისა, არ მოშიშარში არც დაცემისა, არც ცდუნებისა ეშმაკთაგან, მაშინ მხოლოდ მოვარდნილნი, როდესაც ჩვენ, მიზეზით ურჩობისა, ვიმყოფებით გარეთ ამ ცხოვრებისა, სადღაც შორ ქვეყნად, მსგავსად ძველი ადამისა, რომელმაც, არად ჩაგდებით მცნებისა ღვთისა, შესვლით მეგობრობაში გველთან და მიჩნევით მისი სარწმუნოდ, დანაყრდა ნაყოფით ხიბლისა გაძღომამდე, და დაემხო გაჭირვებულად სიღრმეში სიკვდილისა, წყვდიადში და ხრწნაში საკუთარი თავისა და ყველა თავისი შთამომავლისა. შეუძლებელია ჩვენთვის მივიღოთ შერიგება და შეერთება ღმერთთან, თუკი ჩვენ, ჯერ ერთი არ დავბრუნდებით შეძლებისდაგვარად ჩვენს თავთან, თუკი არ შევალთ ჩვენს თავებში, დიდებულია – მოწყვეტა თავისა ურთიერთობისაგან ამა სოფელთან და ამაო საზრუნავებისაგან და შეუნელებლად დაცვა მყოფი შიგნით ჩვენში ზეციერი სამეფოსი. ამ მიზეზით მონაზვნური ცხოვრება წოდებულია მეცნიერებად მეცნიერებათა შორის დ ხელოვნებად ხელოვნებათა შორის: ამ ღირს ცხოვრებას მოაქვს არა როგორიღაც ხრწნადი საგნები, რათა მათში ჩვენ დავმარხოთ გონება ჩვენი, განყენებით მისი უკეთესისაგან, არამედ აღგვითქვამს საშინელ და გამოუთქმელ სიკეთეები, რომელნიც თვალს არ უხილავს, რომლებზეც ყურს არ სმენია, რომლებიც საერთოდაც უცნობია გულისათვის ( 1კორ. 2:9 ). და ამიტომ „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, “ ( ეფ. 6:12 ). თუკი ახლანდელი საუკუნე – წყვდიადია, მაშინ გავიქცეთ მისგან, გავიქცეთ, ფიქრით, რომ ჩვენ არ გვაქვს რაიმე საერთო მტერთან ღვთისა. მსურველი იყოს მეგობარი მისი, ხდება მტერი ღვთისა ( იაკ. 4:4 ), ხოლო გამხდარს მტრად ღვთისად ვინ შეძლებს დაეხმაროს? და ამიტომ მივბაძოთ მამებს ჩვენსას და, მსგავსად მათსა, დავკავდეთ ძიებით მყოფისა შიგნით გულთა ჩვენთა განძისა, და მპოვნელებმა, დავიჭიროთ იგი ძლიერად, დამუშავებით მისი და დაცვით: ასეთია ჩვენი დანიშნულება თვით დასაბამიდან“ 76 .

ღირსი ნილოს სორელი ურჩევს მსურველთ ივარჯიშონ გულისმიერ გამგხოლოვებაში – უარვყოთ ყველა საერთო აზრი და ჩავანაცვლოთ ისინი მოხმობით სახელისა უფლისა იესოსი, ესე იგი ლოცვით იესოსით. „საჭიროა, – ამბობს ღირსი ნილოსი, – იძულება დადუმდე აზრით და მოჩვენებული მემარჯვენე გულისთქმებით, განუწყვეტლივ უყურო სიღრმეში გულისაში და თქვა: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე“ 77 . ასე სანუკვარია ეს საქმიანობა, ისე იგი ფართოა, აღსავსე სიუხვით სულიერით, რომ წმინდა მოციქული პავლე ამჯობინებდა მყოფობას მასში გონებისა ყველა სხვა ზრახვას და ფიქრს: „არარაჲ სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, – ამბობს იგი, – გარნა ქრისტე იესუ, და ესეცა ჯუარ-ცუმული“ ( 1კორ. 2:2 ).

ნეტარი ბერი სერაფიმე საროველი ამბობს: „ჭეშმარიტად გადამწყვეტებმა ემსახურონ უფალს ღმერთს, უნდა ივარჯიშონ ხსოვნაში ღვთისაში და განუწყვეტელ ლოცვაში იესო ქრისტესადმი, თქმით გონებით: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი 78 . მადლისმიერ ნიჭებს იღებენ მხოლოდ ისინი, რომლებსაც აქვთ შინაგანი საქმიანობა და ფხიზლობენ სულებზე თავიანთზე“ 79 .

ღირსი მარკოზ მოღვაწე , უწოდებს რა მე4 სიტყვაში თავისი თხზულებისა ლოცვისადმი უმთავრესი საქმიანობისადმი მონაზვნისა, ჯეროვნისა მოიცვას მთელი კერძო მისი საქმიანობები, მთელი ცხოვრება მისი, პირველ სიტყვაში უწოდებს მთავარ და ერთადერთ საქმიანობას მონაზვნისას სინანულს , ხოლო მცნებას სინანულის შესახებ მთავარ მცნებას, მომცველს ყველა სხვა მცნებებისას. წინააღმდეგობა წარმოჩინდება აქ მხოლოდ ზედაპირული შეხედულებით. ეს ნიშნავს, რომ საქმიანობა სინანულისა საჭიროა იყოს შეერთებული საქმიანობასთან ლოცვისა ერთ საქმიანობად. უფალმა შეაერთა ისინი: ადამიანმა დაე ნუ განაშოროს. „ღმერთმან, – ამბობს ძე ღვთისა, – არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე,“ ( ლკ, 18:7 ). აქ ნაჩვენებია საქმიანობაზე რჩეულთა, მათს უწყვეტ ლოცვაზე: იგი წოდებულია გოდებად, ესე იგი გამოხატულებად მგლოვარებისა და სინანულისა. „სინანული, – ამბობს ღირსი მარკოზი, – როგორც მე მიმაჩნია, არ შეიზღუდება არც დროით, არც როგორიღაც საქმეებით: იგი აღესრულება აღსრულებით მცნებებისა ქრისტესი, თანაზომიერად ამ აღსრულებისა. მცნებები ზოგნი, მეტად ზოგადნი, მოიცავენ თავის თავში ბევრ კერძოებს და ბევრ ნაწილებს ბიწიერებისას მოკვეთენ ერთბაშად. მაგალითად, წერილში ნათქვამია: „ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც: და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი“ ( ლკ. 6:30 ), და: „რომელი გთხოვდეს შენ, მიეც“ ( მთ. 5:42 ): ეს – მცნებები კერძონია. ზოგადი კი მოთავსებულია მათში – „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“ ( მთ. 19:21 ), და „აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე“ ( მკ. 10:21 ), გაგებით ჯვარში მოთმინება შემხვედრი ჩვენდამი მწუხარებებისა. გამცემმა ყველაფრისა გლახაკთათვის, და ამღებმა ჯვრისა თავისისა, აღასრულა ერთბაშად ყველა ზემოთნახსენები მცნებები. კვლავ: „მნებავს უკუე – ამბობს წერილი, – ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა, აღპყრობად წმიდად ჴელთა“ ( 1ტიმ. 2:8 ), საერთო კი: „შევედ საუნჯესა შენსა და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად;“ ( მთ. 6:6 ), და კიდევ: „მოუკლებლად ილოცევდით.“ ( 1თეს. 5:17 ). შესულმა საუნჯეში თავისაში და განუწყვეტლივ მლოხველმა ამაში მოათავსა მიძღვნა ლოცვათა ყოველ ადგილზე. კვლავ ნათქვამია: არა იმრუშო, არა ისიძვო, არ მოკლა,“, და ამის მსგავსნი, ზოგადია კი ამისა: „გულის სიტყუათა დავარღუევთ, და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, ( 2კორ. 10:4-5 ). დამარღვეველმა გულის-სიტყუათა დაუყენა ზღუდე ყველა ზემოთნახსენებ სახეს ცოდვისას. ამ მიზეზით ღვთისმოყვარულნი და ცნობილად სანდონი აიძულებენ თავს საერთო მცნებებისადმი და არ ტოვებენ აღსრულებას კერძოთა, როდესაც იგი გარემოებებით მოითხოვება. ყველაფრისაგან ამისა მე ვასკვნი, რომ საქმე სინანულისა აღესრულება მეშვეობით შემდეგი სამი სათნოებათა: განწმენდისა გულისთქმათა, განუწყვეტელი ლოცვისაგან და მოთმინებისაგან შემხვედრი მწუხარებებისაგან. ეს სამი სათნოება უნდა იყოს აღსრულებული არა მხოლოდ გარეგნული სახით, არამედ კიდეც გონიერი საქმიანობით, რათა გამყარებულნი მათში ხდებოდნენ უვნებონი. ხოლო როგორც გარეშე ამ სამი სათნოებისა არაა შესაძლებელი აღესრულოს საქმე სინანულისა, ისე მე ვფიქრობ, რომ სინანული შეეფერება ყოველთვის და ყველას, მსურველთ მიიღონ ხსნა, ცოდვილებსაც და მართლებსაც, იმიტომ რომ არაა ხარისხი სრულყოფილებისა, რომელშიც არ იქნებოდა საჭირო საქმიანობა დასახელებულ სამ სათნოებაში. მეშვეობით მათსა შეიძინება დამწყებთაგან შესვლა ღვთისმოსაობაში, შუათანათაგან – წარმატება, სრულყოფილთაგან – დამტკიცება და მყოფობა სრულყოფილებაში“. როგორც ღირსი მარკოზი მის მე4 სიტყვაში, როგორც სხვა ზემოთმოყვანილნი მამანი მოწმობენ, რომ მოთმინება ყველა შემხვედრ მწუხარებათა და წარმატებითი მოგერიება გულისთქმათა მოიცემა ლოცვით; ისინი უწოდებენ ლოცვას წყაროს სინანულისას. იგი – დედაცაა სინანულისა და ასულიც მისი. ნათქვამი წმინდა იოანე კიბისაღმწერლის მიერ ლოცვის შესახებ და ხსოვნაზე სიკვდილისა შესაძლოა, მთელი სამართლიანობით, ითქვას ლოცვასა და სინანულზე: „ვაქებ ორ არსებას ერთ ჰიპოსტასში ( ერთ პიროვნებაში)“ 80 . საქმიანობა სინანულისა და ლოცვისა – ერთია, მაგრამ იგი ითავსებს თავის თავში ორ სხვადასხვა სახეს სათნოებისას.

მოგერიება ცოდვილი გულისთქმებისა და შეგრძნებებისა აღესრულება მეშვეობით ლოცვისა: იგი არის საქმიანობა, შეერთებული ლოცვასთან, განუყრელი ლოცვისაგან, მუდმივად მსაჭიროები შემწეობისა და მოქმედებისა ლოცვისა. ღირსი ნილოს სორელი , დაყრდნობით ღირს გრიგოლ სინელზე , ამბობს: „ნეტარმა გრიგოლ სინელმა, უტყუარად მცოდნემ, რომ ჩვენთვის ვნებიანებისთვის შეუძლებელია დავამარცხოთ მზაკვარი გულისთქმები, თქვა შემდეგი: ვერავის ახალბედათაგანს არ შეუძლია შეაკავოს გონება და გააგდოს გულისთქმები, თუკი ღმერთი არ შეაკავებს გონებას და არ გააგდებს გულისთქმებს. შეკავება გონებისა და გაგდება გულისთქმებისა დამახასიათებელია ძლიერთათვის, მაგრამ ისინიც განაგდებენ მათ არა თავისით: ისინი იღწვიან ბრძოლაში წინააღმდეგ მათსა, მყოლნი თავიანთთან – ღვთისა, შემოსილნი მადლით და ყოვლადსაჭურველით მისით. შენ კი, თუკი დაინახავ სიბინძურეს მზაკვარი სულებისას, ესე იგი გაბატონებულ გულისთქმებს გონებაში შენსაში, არ შეძრწუნდე, არ გაოცდე; თუკი გამოცხადდება კეთილი მიხვედრებიც სხვადასხვა საგნებზე, არ ყურად იღო ისინი, მაგრამ შეკავებით სუნთქვისა შეძლებისდაგვარად და გონების შაკეტვით გულში, ნაცვლად იარაღისა მოუხმე უფალს იესოს ხშირად და ბეჯითად. ისინი გაიქცევიან, უხილავად დამწვრები საღვთო სახელით. როდესაც კი გულისთქმები დაიწყებენ ძალიან შეჭირვებას, მაშინ, ადექი, ილოცე მათზე, ხოლო შემდეგ კვლავ დაუბრუნდი სიმტკიცით უწინდელ საქმეს“ 81 , ესე იგი, ლოცვას სახელით უფლისა იესოსი. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი სიტყვაში ლოცვის შესახებ ამბობს: „მოსული ძაღლი – ცოდვილი გულისთქმა – განაგდე ამ იარაღით – იარაღით ლოცვისა, და რამდენჯერაც მან არ უნდა აღმართოს ხელი თავდასასხმელად, არ გამოიჩინო მისდამი მოდუნება“ 82 . სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი : „სატანამ დაქვემდებარებულ მისდამი სულებთან ერთად შეიძინა უფლება იმ დროიდან, როდესაც მეშვეობით ურჩობისა მიაყენა ადამიანს გაძევება სამოთხიდან და განკვეთა ღვთისაგან, უხილავად შეარყიოს ღამითაც, და დღისითაც სიტყვიერება ყოველი ადამიანისა, ერთისა ბევრად, მეორისა ცოტათი, ერთისა მეტად, მეორისა ნაკლებად, და არა სხვაგვარად შესაძლებელია თავის დაცვა გონების მიერ, თუ არა განუწყვეტელი ხსოვნით ღვთისა. როდესაც ძალით ჯვრისა აღიბეჭდება გულში ხსოვნა ღვთისა, მაშინ იგი განამტკიცებს ურყეობაში სიტყვიერებას. ამისკენ მიჰყავს აზრობრივ ღვაწლს, რომლითაც დავალდებულდა სამოღვაწეოდ ყოველი ქრისტიანი სარბიელზე რწმენისა ქრისტესი; თუკი იგი ამას ვერ მიაღწევს, მაშინ ამაოა მისი ღვაწლი. აზრობრივი ღვაწლისათვის წარმოადგენს შემყვანს ყველა და მრავალსხუაობრივი ღვაწლნი ყველასი, დამთმენისა ტანჯვისა ღვთისათვის, მიზნით მოსადრეკად თავისთან გულმოწყალებისა ღვთისა და შუამავლობით გამოთხოვნა მისგან დაბრუნებისა უწინდელი ღირსებისა, რათა აღიბეჭდოს გონებაში ქრისტე“ 83 .

მუდმივი მყოფობა ლოცვაში, თუმც კიდეც შეადგენს არსებით საქმიანობას მონაზვნისას, მაგრამ იგი საჭიროებს შესამზადებელ დასწავლას, როგორც ჩანს ზემოთმოყვანილ სიტყვაში ნეტარი ნიკიფორესი, რომელიც, ხსენებით ღირსი საბას შესახებ, ამბობს, რომ ეს ბელადი მრავალრიცხოვანი საზოგადოებისა მონაზონთა, როდესაც მიიჩნევდა, რომ მონაზონმა საფუძვლიანად შეისწავლა წესები სამონაზვნო ცხოვრებისა, გახდა შემძლებელი ბრძოლისა მოწინააღმდეგე გულისთქმებთან და დაცვისა თავისი გონებისა, მაშინ ანდობდა ასეთ მონაზონს განმხოლოვებულიყო კელიაში. წინაშესამზადებელი სწავლება განუწყვეტელი ლოცვისათვის აღესრულება მეშვეობით მორჩილებისა და ვარჯიშისა სამონასტრო შრომებში, როგორც თქვა ღირსმა ფილიმონმა: „ღმერთს სურს, რათა ჩვენ ვაჩვენებდეთ ჩვენს გულმოდგინებას მისდამი პირველად შრომებში, შემდეგ სიყვარულში და განუწყვეტელ ლოცვაში“ 84 . არაფერი ისე არ უმართავს ხელს ლოცვას, როგორც მორჩილება, მომაკვდინებელი ჩვენი ამა სოფლისადმი და თავად საკუთარი თავისთვის. „დიდი სიკეთე ლოცვისა გამომდინარეობს მორჩილებიდან“, – თქვა ღირსმა სვიმონ ახალმა ღვთისმეტყველმა 85 . მყოფნი მორჩილებაში და დაკავებულნი სამონაზვნო შრომით არაფრით უნდა ჩათვალონ თავი თავისუფლად ვარჯიშისაგან ლოცვით: გარეშე ამისა თავად შრომები და თვით მორჩილება იქნება უნაყოფონი, ესეც ცოტაა, მოიტანენ მავნე ნაყოფს პატივმოყვარეობისა და სხვა ცოდვებს, აუცილებლად გამოცხადებულს იმ სულში, რომელშიც აღმოჩნდება სალმობიერი სიცარიელე, რომელშიც არ ცხოვრობს ძალა და კეთილსურნელება ლოცვისა. დაკავებულობისას სამონასტრო შრომებით და ხელსაქმით, ილოცე ხშირად, თუკი ვერ შეძლებ ჯერ კიდევ ილოცო განუწყვეტლივ; დაბრუნდი ლოცვასთან, როდესაც გაიხსენებ მასზე: ლოცვა თანდათანობით გადაიქცევა ჩვევად, და კერძო ლოცვა შეუმჩნევლად გადავა განუწყვეტელში. „მოღვაწენი მორჩილებისა, – ამბობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი , – სხვადასხვა სახით იყენებენ ფეხებს: ერთი მათგანი მოძრაობს მსახურებისათვის, სხვა უძრავია ლოცვაზე“ 86 . სიტყვით „ფეხები“ იგულისხმება მთელი მოღვაწეობა. „ვხედავდი მე გაბრწყინებულთ მორჩილებაში და არ დაუდევრებს შეძლებისდაგვარად გონიერი ხსოვნისადმი ღვთისა, – ამბობს იგივე წმინდანი, – როგორც ისინი, დადგომისას ლოცვაზე, დაუყოვნებლივ ეუფლებოდნენ გონებას თავიანთს და ღვრიდნენ ნაკადებად ცრემლებს: ისინი იყვნენ წინასწარ შემზადებული ღირსი მორჩილებით“ 87 . აქედან ჩანს, რომ ძველი მოღვაწენი სამონაზვნო შრომებში არ რთავდნენ ნებას თავს ამაო გართობისა, მაგრამ, დაკავებით ხელებისა საქმით, აკავებდნენ გონებას ლოცვით. ამ მიზეზით, როდესაც ისინი მოდიოდნენ ეკლესიაში ანდა იწყებდნენ კელიაში შესრულებას თავისი ლოცვის კანონისა, დაუყოვნებლივ გონება მათი და გული მიიმართებოდნენ ღვთისაკენ, გარეშე ყოველგვარი დაბრკოლებისა. საწინააღმდეგოდ ამისა, ვინც შრომებისას და ხელსაქმისას ნებას რთავს თავს ამაო აზრებისას და საუბრისას, იგი, დადგომისას ლოცვაზე, ვერაფრით შეძლებს თავი გაართვას გონებას თავისს, განუწყვეტლივ ამოვარდნილს მისი ძალაუფლებიდან, განუწყვეტლივ მიბრუნებული იმ საგნებისადმი, რომლებიც იზიდავდნენ მას თავიანთთან დრომდე ლოცვისა.

„შვილო, – ამბობს წერილი, – ახალგაზრდობიდან შენი აირჩიე სასჯელი, და თვით ჭაღარებამდე მოიპოვებ სიბრძნეს. როგორც მყვირალი და მთესველი, მიადექი მას და ელოდე კეთილ ნაყოფებს მიისას. საქმიანობაში მისსა მცირედ გაირჯები, და მალე სჭამ ნაყოფებს მიისას“ ( ზირ. 6:18-20 ). არ დავკარგოთ ძვირფასი, აუნაზღაურებელი დრო, არ დავღუპოთ იგი, მიცემით გაფანტულობას, ფუჭ ლაპარაკს და სხვა ამაო საქმიანობებს: თვით შებიჯებიდან ჩვენისა მონასტერში, გავეცნოთ საგულდაგულოდ სამონასტრო ცხოვრებას და ახალგაზრდობაში დავამუშავებთ სულიერ ყანას ჭეშმარიტი ღვაწლით, რათა სიბერეში და გადასახლებისას მარადისობაში გავიხაროთ სიუხვით მადლისმიერი ნიჭებისა, გირაოებისა ხსნისა, გირაოებისა ნეტარებისა ზეცაში. ამინ.

Next