სული ლოცვისა ახლბედასი
შესავალი
აქ წარმოდგენილია სწავლება ხარისხზე ლოცვისა, ჩვეულისა ახალბედასადმი იაროს უფლისადმი გზით სინანულისა. მთავარი აზრები გადმოცემულია ყოველი ცალკე იმ მიზნით, რათა ისინი შესაძლებელნი იყვნენ წაიკითხნონ დიდი ყურადღებით და შეკავდნენ მეხსიერებაში მეტი მოხერხებულობით. კითხვას მათსას, კვებით გონებისა ჭეშმარიტებით, ხოლო გული სიმდაბლით, შეუძლია მოუტანოს სულს სათანადო მიმართულება მის ლოცვით ღვაწლში და იმსახუროს მისდამი შესამზადებელ საქმიანობად.
ლოცვა არის აყვანა თხოვნათა ჩვენთა ღმერთთან. საფუძველი ლოცვისა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი არის – არსება დაცემული. იგი ისწრაფის მიღებისაკენ იმ ნეტარებისა, რომელიც ჰქონდა, მაგრამ დაკარგა, და ამიტომ – ლოცულობს.
თავშესაფარი ლოცვისა – დიდ გულმოწყალებაშია ღვთისა მოდგმისადმი ადამიანისა. ძემ ღვთისამ ხსნისათვის ჩვენისა მიართვა თავი მამას თავისას განსამოწყალებელ, შემრიგებელ მსხვერპლად: ამ საფუძველზე, მსურველმა დაკავდე ლოცვით, უკუაგდე ეჭვი და ორპირობა ( იაკ. 1:6-8 ). არ უთხრა საკუთარ თავს: „მე ცოდვილი ვარ, ნუთუ ღმერთი მისმენს მე?“ თუკი შენ ცოდვილი ხარ, მაშინ სწორედ შენთვისაა მიმართული მანუგეშებელი სიტყვები მხსნელისა: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა “ ( მთ. 9:13 ).
მოსამზადებლად ლოცვისადმი მსახურებენ: დაუნაყრებელი მუცელი, მოკვეთა საზრუნავებისა ხმლით რწმენისა, მიტევება გულწრფელობისაგან გულისა ყველა წყენათა, მადლიერება ღვთისადმი ყველა მწუხარე შემთხვევისადმი ცხოვრებისა, მოცილება თავიდან გაფანტულობისა და მეოცნებეობისა, მოწიწებული შიში, რომელიც ასე დამახასიათებელია ჰქონდეს ქმნილებას, როდესაც იგი დაიშვება საუბრისათვის შემოქმედთან თავისთან გამოუთქმელი სიკეთის გამო მხსნელისა შემოქმედისადმი.
პირველი სიტყვები მხსნელისა დაცემული კაცობრიობისადმი იყო: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ ( მთ. 4:17 ). ამიტომაც, სანამ არ შეხვალ ამ სამეფოში, აკაკუნებ კარზე მისაზე სინანულითა და ლოცვით.
ჭეშმარიტი ლოცვა არის ხმა ჭეშმარიტი სინანულისა. როდესაც ლოცვა არაა გასულიერებული სინანულით, მაშინ იგი არ აღასრულებს თავის დანიშნულებას, მაშინ არ სწყალობს მას ღმერთი. იგი არ შეურაცხყოფს „სულს შემუსრვილს, გულს შემუსრვილს და დამდაბლებულს“ ( ფს. 50:19 ).
მხსნელი სოფლისა უწოდებს ნეტარებს გლახაკებს სულით, ესე იგი, მქონეთ საკუთარ თავზე ძალიან მდაბალი წარმოდგენისას, მიმჩნევებს თავთა არსებებად დაცემულთა, მყოფებად აქ, დედამიწაზე, გაძევებულობაში, გარეთ ჭეშმარიტი თავისი მამულისა, რომელიცაა – ზეცა. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, მლოცველნი ღრმა შეგნებით სიგლახაკისა თავიანთი, „რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ ( მთ. 5:3 ). „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“ ლოცვებში თავიანთში შეგრძნებისაგან სიგლახაკისა თავიანთისა, „რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნნენ“ ( მთ. 5:4 ) მადლისმიერი ნუგეშით წმინდისა სულისა, რომელიც მდგომარეობს ქრისტეს მშვიდობაში და სიყვარულში ქრისტეში ყველა მოყვასისადმი. როდესაც არავინ მოყვასთაგან, და უბოროტესი მტერიც კი, არაა გამორიცხული ჩახუტებისაგან სიყვარულისა მლოცველისა, მაშინ მლოცველი არის შერიგებული ყველა უმძიმეს გარემოებებთან მიწიერი ცხოვრებისა.
უფალი, გვასწავლის რა ჩვენ ლოცვას, ამსგავსებს მლოცველ სულს ქვრივს, ნაწყენს მეტოქისაგან, ჩამჯდარს განუშორებლად მსაჯულთან პირუთნებელთან და მიუკერძოებელთან ( ლკ. 18:1-8 ). არ განეშორო განწყობილებით სულისა ლოცვისას ამ მსგავსებისაგან. ლოცვა შენი დაე იყოს, ასე ვთქვათ, მუდმივი ჩივილი მოძალადე შენზე ცოდვაზე. ჩაღრმავდი შენს თავში, გამოააშკარავე თავი ყურადღებიანი ლოცვით: დაინახავ, რომ შენ ზუსტად ქვრივობ მიმართებაში ქრისტესთან მიზეზით მცხოვრებისა შენში ცოდვისა, შენდამი მტრულისა, წარმომშობისა შენში შინაგანი ბრძოლისა და ტანჯვისა, გამხდელისა შენი უცხოდ ღვთისადმი.
„მთელი დღე“, ამბობს საკუთარ თავზე დავითი, მთელი დღე მიწიერი ცხოვრებისა, „მწუხარე ვიდოდე“, ვატარებდი ნეტარ მწუხარებაში ცოდვებზე და ნაკლულევენებებზე საკუთარზე; „რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნება ჴორცთა ჩემთა“ ( ფს. 37:7-8 ). თეძოებად წოდებულია სვლა გზაზე მიწიერი ცხოვრებისა; ხორცად – ზნეობრივი მდგომარეობა ადამიანისა. ყველა ნაბიჯი ყველა ადამიანისა ამ გზაზე აღსავსეა შებრკოლებებით; მათი ზნეობრივი მდგომარეობა არ შეიძლება იყოს ნამკურნალები რაიმე საკუთარი საშუალებებით და ძალისხმევით. განსაკურნებლად ჩვენი აუცილებელია მადლი ღვთისა, განმკურნავი მხოლოდ იმათი, რომლებიც მიიჩნევენ თავს ავადმყოფებად. ჭეშმარიტი ცნობა თავისა ავადმყოფად დასტურდება საგულდაგულო და მუდმივი მყოფობით სინანულში. „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით“ ( ფს. 2:11 ), – ამბობს წინასწარმეტყველი, ხოლო სხვა წინასწარმეტყველი ამბობს პირისაგან ღვთისა: „ ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა, და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა“ ( ეს. 66:2 ). უფალმა „მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ყო ვედრებაჲ მისი“ ( ფს. 101:18 ). იგია – „მიმცემელი ცხორებისა“, ესე იგი ხსნისა, „შემუსრვილთა გულითა“ ( ეს. 57:15 ).
თუნდაც ვინმე იდგეს თვით სიმაღლეზე სათნოებათა, მაგრამ თუკი იგი ლოცულობს არა როგორც ცოდვილი: ლოცვა მისი უკუიგდება ღვთისაგან 88 .
„ იმ დღეს, რომელშიც მე არ ვგლოვობ საკუთარ თავზე, – თქვა რომელიღაც ნეტარმა მოქმედმა ჭეშმარიტი ლოცვისა, – ვთვლი თავს მყოფად თვითცდუნებულობაში“ 89 . „თუმც კი ჩვენ გავდიოდეთ ბევრ აღმატებულ ღვაწლებს, – თქვა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა , – მაგრამ ისინი არაა ჭეშმარიტნი და უნაყოფონია, თუკი მათთან ერთად არ გვაქვს მტკივნეული გრძნობა სინანულისა“ 90 .
ნაღველი აზრისა ცოდვებზე არის პატიოსანი ნიჭი ღვთისა, მატარებელი მისი მკერდზე თავისაზე სათანადო დაცვითა და მოწიწებით, ატარებს სიწმინდეს. იგი ცვლის ყველა ხორციელ ღვაწლებს, ნაკლებობისას ძალათა აღსრულებისათვის მათი 91 . საწინააღმდეგოდ ამისა, ძლიერი სხეულისაგან მოითხოვება ლოცვისას შრომა, მის გარეშე გული არ შეიმუსრება, ლოცვა იქნება უძლური და არაჭეშმარიტი 92 .
გრძნობა სინანულისა იცავს მლოცველ ადამიანს ყველა ხრიკისაგან ეშმაკისა: გარბის ეშმაკი მოღვაწეებისგან, გამომცემთაგან საკუთარი თავისგან კეთილსურნელებისა სიმდაბლისა, რომელიც იშვება გულში მონანიესი 93 . მიართვი უფალს ლოცვებში შენსაში ჩვილური ტიტინი, უბრალო ჩვილებრივი აზრი – არა მჭევრმეტყველება, არა გონება. „უკუეთუ არა მოიქცეთ“ – როგორც წარმართობისაგან და მაჰმადიანობისაგან, თქვენი სირთულისაგან და ორპირობისა – „და იქმნნეთ“, გვითხრა ჩვენ უფალმა, „ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ ( მთ. 18:3 ) 94 .
ჩვილი გამოხატავს მგლოვარებით ყველა თავის სურვილს: და შენი ლოცვა დაე ყოველთვის თანიხლებოდეს მგლოვარებით. არა მხოლოდ სიტყვებისას ლოცვისა, არამედ ლოცვითი მდუმარებისასაც დაე გამოიხატოს მგლოვარებით შენი სურვილი სინანულისა და შერიგებისა ღმერთთან, შენი უკიდურესი საჭიროება მოწყალებისა ღვთისა.
ღირსება ლოცვისა მდგომარეობს მარტოოდენ ხარისხში, ხოლო არა რაოდენობაში: მაშინაა საქები რაოდენობა, როდესაც მას მიჰყავს ხარისხთან. ხარისხს ყოველთვის მიჰყავს რაოდენობასთან; რაოდენობას მიჰყავს ხარისხთან, როდესაც მლოცველი ლოცულობს საგულდაგულოდ 95 .
ხარისხი ჭეშმარიტი ლოცვისა მდგომარეობს იმაში, როდესაც გონება ლოცვის დროს იმყოფება ყურადღებაში, ხოლო გული თანაუგრძნობს გონებას.
მოათავსე გონება წარმოთქმულ სიტყვებში ლოცვისა და შეინარჩუნებ მას ყურადღებაში 96 . გქონდეს თვალები ბაგეებზე, ანდა დახურული 97 : ამით ხელს შეუწყობ შეერთებას გონებისას გულთან. წარმოთქვი სიტყვები უკიდურესი აუჩქარებლობით და უფრო მოხერხებულად მოაქცევ გონებას სიტყვებში ლოცვისა: არც ერთი სიტყვა შენი ლოცვისა არ იქნება წარმოთქმული, არ გასულიერებული ყურადღებით.
გონება, მოთავსებული სიტყვებში ლოცვისა, იზიდავს გულს თანაგრძნობაში თავისისა. ეს თანაგრძნობა გულისა გონებისადმი გამოიხატება ლმობიერებით, რომელიც არის ღვთისმოსავი გრძნობა, შემაერთებელი თავისში სევდისა და ჩუმი, მშვიდი ნუგეშისა 98 . აუცილებელი კუთვნილებებებია ლოცვისა, – ლოდინი 99 . როდესაც გრძნობ სიმშრალეს, გასასტიკებას, არ მიატოვო ლოცვა: ლოდინისათვის შენისა და ღვაწლისა წინააღმდეგ გულისმიერი უგრძნობელობისა ჩამოვა შენთან წყალობა ღვთისა, შემდგარი ლმობიერებაში. ლმობიერება – ნიჭია ღვთისა, გარდამოვლენილი მყოფებსა და დამთმენებზე ლოცვებში ( რომ. 12:12 , კოლ. 4:2 ), მუდმივად აღზრდილი მათში, ხელმძღვანელი მათი სულიერი სრულყოფილებისათვის.
გონება, წარდგომილი ყურადღებიანი ლოცვით წინაშე უხილავი ღვთისა, უნდა იყოს თავადაც უხილავი, როგორც ხატი უხილავი ღვთაებისა: ესე იგი, გონებამ არ უნდა წარმოიდგინოს არც თავის თავში, არც თავისი თავისაგან, არც წინაშე თავისსა არავითარი შესახედაობა, უნდა იყოს სრულად უხილველი სხვაგვარად: გონება უნდა იყოს სავსებით უცხო ოცნებისგან, რამდენადაც არ ჩანდეს ეს ოცნება უმანკო და წმინდა 100 .
ლოცვის დროს არ ეძიო აღტაცებები, არ მოიყვანო მოქმედებაში შენი ნერვები, არ გაიხურო სისხლი. პირიქით – შეინახე გული ღრმა სიმშვიდეში, რომელშიც იგი მოდის გრძნობით სინანულისა: ნივთიერი ცეცხლი, ცეცხლი ბუნებისა დაცემულისა, უარიყოფა ღვთისგან. გული შენი საჭიროებს განწმენდას მგლოვარებით სინანულისა და ლოცვით სინანულისა; როდესაც კი იგი განიწმინდება, მაშინ თავად ღმერთი გამოგზავნის მასში თავის ყოვლადწმინდა სულიერ ცეცხლს 101 . ყურადღებას ლოცვისას მოჰყავს ნერვები და სისხლი სიმშვიდეში, ხელს უწყობს გულს ჩაიძიროს სინანულში და იმყოფებოდეს მასში. არ არღვევს სიჩუმეს გულისმიერს საღვთო ცეცხლიც, თუკი იგი ჩამოვა გულისმიერ ოთახში, მაშინ მასში შეგროვდებიან მოწაფენი ქრისტესნი – გულისთქმები და გრძნობები, ნასესხებნი სახარებიდან. ეს ცეცხლი არ წვავს, არ ახურებს გულს, საწინააღმდეგოდ ამისა, რწყავს, აგრილებს მას, არიგებს ადამიანს ყველა ადამიანთან და ყველა გარემოებასთან, იზიდავს გულს გამოუთქმელ სიყვარულში ღვთისა და მოყვასისადმი 102 .
გაფანტულობა ქურდავს ლოცვას. მლოცველი გაფანტულობით გრძნობს თავის თავში ანგარიშმიუცემელ სიცარიელესა და სიმშრალეს. მუდმივად მლოცველი გაფანტულობით კარგავს ყველა ნაყოფს სულიერებს, ჩვეულებრივ შობილს ყურადღებიანი ლოცვისაგან, ითვისებს თავის თავში მდგომარეობას სიმშრალისა და სიცარიელისა, ამ მდგომარეობიდან იშვება სიცივე ღვთისადმი, სევდა, დაბნელება გონებისა, დასუსტება რწმენისა, და მათგან მკვდრობა მიმართებაში მარადიულ, სულიერ ცხოვრებასთან. ყველაფერი ეს ერთად აღებული, წარმოადგენს აშკარა ნიშანს, რომ ასეთი ლოცვა არ მიიღება ღვთისგან. მეოცნებეობა ლოცვაში უფრო მავნეა გაფანტულობაზე. გაფანტულობა ხდის ლოცვას უნაყოფოს, ხოლო მეოცნებეობა წარმოადგენს მიზეზს ნაყოფებისა ყალბთა: თვითცდუნებულობისა და, ეგრეთ წოდებული წმინდა მამების მიერ, ეშმაკეული ხიბლისა. გამოსახვა საგნებისა ხილული სამყაროსი და შეთცზულისა მეოცნებეობით გამოსახულებისა სამყაროსი უხილავისა, აღბეჭდილი და შეყოვნებული გონებაში, ხდის მას თითქოს ნივთიერად, გადაჰყავს საღვთო ქვეყნიდან სულისა და ჭეშმარიტებისა ქვეყნად ნივთიერებისა და სიცრუისა. ამ ქვეყნად გული იწყებს თანაუგრძნოს გონებას არა სულიერი გრძნობით სინანულისა და სიმდაბლისა, არამედ გრძნობით ხორციელით, გრძნობით სისხლისმიერით და ნერვულით, უდროო და უწესრიგო გრძნობით სიამოვნებისა, ამდენად არადამახასიათებელით ცოდვილთათვის, გრძნობით არასწორით და მცდარით მოჩვენებითი სიყვარულისა ღვთისადმი. დანაშაულებრივი და საძაგელი სიყვარუ წარმოიდგინება გამოუცდელთაგან სულიერ გამოცდილებებში წმინდად, ხოლო სინამდვილეში იგი – მხოლოდ უწესრიგო შეგრძნებაა განუწმენდავი ვნებათაგან გულისა, დამტკბარისა პატივმოყვარეობისაგან და ავხორცობისაგან, მოყვანილთაგან მოქმედებაში მეოცნებეობით. ასეთი მდგომარეობა არის მდგომარეობა თვითცდუნებულობისა. თუკი ადამიანი დაიჟინებს მას, მაშინ გამოცხადებული მისდამი ხატებანი იღებენ არაჩვეულებრივ სიცხოველეს და მიმზიდველობას. გული გამოცხადებისას მათისა იწყებს განხურებას და დატკბობას უკანონოდ, ანდა, განსაზღვრებისამებრ საღვთო წერილისა, მრუშობას ( ფს. 72:27 ). გონება სცნობს ასეთ მდგომარეობას მადლისმიერად, საღვთოდ: მაშინ – ახლოსაა გადასვლა აშკარა ხიბლში ეშმაკეულში, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს თვითმპყრობელობას, ხდება სათამაშო და დასაცინი მზაკვარი სულისა. მეოცნებეური ლოცვიდან, მიმყვანისაგან ადამიანისა ამ მდგომარეობამდე, რისხვით პირს იბრუნებს ღმერთი. და აღესრულება მლოცველებზე ასეთი ლოცვით განაჩენი წერილისა: „ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას.“ ( ფს. 108:7 ) 103 .
უკუაგდე კეთილნი, ერთი შეხედვით, ფიქრები და ნათელი, ერთი შეხედვით, შეგნებები, მოსულნი შენთან ლოცვის დროს, განმაყენებელნი შენნი ლოცვისაგან 104 . ისინი გამოდიან არედან ცრუდ მქონე მეცნიერებისა, სხდებიან, როგორც მხედარნი ცხენებზე, პატივმოყვარეობაზე. დახურულნია პირქუში სახეები მათი, რათა გონებამ მლოცველისამ ვერ შეძლოს იცნოს მათში მტრები თავიანთი. მაგრამ იმიტომ სწორედ, რომ ისინი მტრულნი არიან ლოცვისა, განაყენებენ მისგან გონებას, მიჰყავთ იგი ტყვეობაში და მძიმე დამონებაში, აშიშვლებენ და აცარიელებენ სულს, იმიტომ სწორედ შეიცნობიან, რომ ისინი – მტრები არიან და არედან სოფლისმპყრობელისა. სულიერი გონება, გონება ღვთისა, შეეწევა ლოცვას, შემოკრებს ადამიანს თავის თავში, ძირავს მას ყურადღებაში და ლმობიერებაში, ჰგვრის გონებას მოკრძალებულ მდუმარებას, შიშსა და განცვიფრებას, შობილს შეგრძნებისგან თანამყოფობისა და დიდებულებისა ღვთისა. ეს შეგრძნება თავის დროზე შესაძლოა ძალიან გაძლიერდეს და გახადოს ლოცვა მლოცველისათვის საშინელ სამსჯავროდ ღვთისა 105 .
ყურადღებიანი ლოცვა, უცხო გაფანტულობისა და მეოცნებეობისა, არის ხედვა უხილავი ღვთისა, მიმზიდველისა თავისთან ხედვისა გონებისა და სურვილისა გულისა. მაშინ გონება ხედავს უხილველად, და სრულად იკმაყოფილებს თავს უხილველობით, აღმატებულისა ყოველგვარ ხილვაზე. მიზეზი ამ ნეტარი უხილველობისა არის უსასრულო სიფაქიზე და მიუწვდომელობა საგნისა, რომლისადმიც მიმართულია მხედველობა. უხილავი მზე სიმართლისა – ღმერთი გამოსცემს სხივებსაც უხილავებსაც, მაგრამ შეცნობილებს აშკარა შეგრძნებით სულისა: ისინი აღავსებენ გულს საოცარი სიწყნარით, რწმენით, სიმამაცით, სიმშვიდით, გულმოწყალებით, სიყვარულით მოყვასისადმი და ღვთისადმი. ამ მოქმედებების მიხედვით, ხილვადით შინაგან გულისმიერ საუნჯეში, ადამიანი სცნობს უეჭველად, რომ ლოცვა მისი მიღებულია ღვთისაგან, იწყებს ირწმუნოს ცოცხალი რწმენით და მყარად იმედოვნებდეს მოყვარულზე და საყვარელზე. აი საწყისი გაცოცხლებისა სულისა ღვთისათვის და ნეტარი მარადისობისთვის 106 . ნაყოფები ჭეშმარიტი ლოცვისები არის: წმინდა მშვიდობა სულისა, შეერთებული ჩუმ, მდუმარე სიხარულთან, უცხოსთან მეოცნებეობისა, თვითწარმოდგენისა და განხურებული აღტყინებებისა და მოძრაობებისა, სიყვარული მოყვასისადმი, არ გამრჩევი სიყვარულისათვის კეთილებისა ბოროტებისგან, ღირსებისა უღირსებისგან, არამედ შუამდგომელი ყველაზე წინაშე ღვთისა, როგორც საკუთარ თავზე, როგორც თავის საკუთარ ასოებზე. ასეთი სიყვარულისაგან მოყვასისადმი ამობრწყინდება უსუფთავესი სიყვარული ღვთისადმი.
ეს ნაყოფები – ნიჭია ღვთისა. ისინი მიიზიდება სულში მისაში ყურადღებითა და სიმდაბლით, ინახება მისი ერთგულებით ღვთისადმი.
სული მაშინ იმყოფება ერთგულებაში ღვთისადმი, როდესაც განეშორება ყოველგვარ სიტყვას, საქმესა და ფიქრს ცოდვილს, როდესაც დაუყოვნებლივ ნანობს იმ შეცოდებებს, რომლებშიც გაიტაცება უძლურების გამო თავისი.
იმას, რომ გვსურს მოვიხვეჭოთ ნიჭი ლოცვისა, ვამტკიცებთ მოთმინებით დაჯდომით ლოცვით კარებთან ლოცვისა. მოთმინებისათვის და მუდმივობისა ვიღებთ ნიჭს ლოცვისას. „უფალი, – ამბობს წერილი, – მოანიჭის თხოვა მლოცველთა“ ( 1სამ. 2:9 ) მოთმინედ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევისას.
ახალბედებისათვის სასარგებლოა მოკლე და ხშირი ლოცვები, ვიდრე ხანგრძლივნი, დაშორებულნი ერთი მეორესაგან მნიშვნელოვანი დროით 107 .
ლოცვა არის უმაღლესი ვარჯიში გონებისათვის.
ლოცვა არის თავი, წყარო, დედა ყველა სათნოებათა 108 .
იყავი ბრძენი ლოცვაში შენსაში. არ ითხოვო მასში რაიმე ხრწნადი და ამაო, ხსოვნით მცნებისა მხსნელისა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი“, ესე იგი ყველა საჭიროება დროებითი ცხოვრებისათვის, „შეგეძინოს თქუენ“ ( მთ. 6:33 ) 109 .
განმზრახველმა გააკეთო რამე, ანდა მსურველმა რამესი, ასევე სამძიმო გარემოებაში ცხოვრებისა, წარადგინე აზრი შენი ლოცვაში წინაშე ღვთისა: ითხოვე ის, რასაც თვლი შენთვის საჭიროდ და სასარგებლოდ; მაგრამ აღსრულება და არაღსრულება შენი თხოვნისა მიანდე ნებას ღვთისას რწმენაში და სასოებაში ყოვლისშემძლეობისადმი, სიბრძნისადმი და სიკეთისადმი ნებისა ღვთისა. ეს საუკეთესო სახე ვედრებისა გვიბოძა ჩვენ იმან, ვინც ლოცულობდა ბაღში გეთსიმანიისა, „ თანა-წარსლვად“ განსაზღვრული მისდამი „სასუმელი ესე. ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი“, – დაასრულა მან ლოცვა თავისი მამისადმი: „არამედ ნებაჲ შენი იყავნ“ ( ლკ. 22:42 ).
მიართვი ღმერთს მდაბალი ლოცვა აღსრულებულ შენ მიერ სათნოებებში და ღვთისმოსავ ღვაწლებში: განწმინდე, სრულყავი ისინი ლოცვით და სინანულით. თქვი მათზე ლოცვაში შენსაში ის, რასაც ამბობდა ყოველდღიურ ლოცვაში თავისაში მართალი იობი შვილების შესახებ თავისი: „ნუსადა ძეთა ჩემთა გონებასა მათსა ბოროტი მოიჴადეს უფლისათჳს“ ( იობ. 1:5 ). მზაკვარია სიბოროტე: შეუმჩნევლად ერევა სათნოებას, ბილწავს, შხამავს მას.
უარყავი ყველაფერი, რათა დაიმკვიდრო ლოცვა და, ამაღლებული მიწიდან ჯვარზე თვითუარყოფისა, გადაეცი ღმერთს სული, სამშვინველი და სხეული შენი, ხოლო მისგან მიიღე წმინდა ლოცვა, რომელიც სწავლების მიხედვით მოციქულისა და მსოფლიო ეკლესიისა, არის მოქმედება ადამიანში წმინდა სულისა, როდესაც სული ჩასახლდება ადამიანში ( რომ. 8:26 ) 110 . „ვინც მიაღწია (განუწყვეტელ ლოცვას), მან მიაღწია კიდეს სათნოებათას, და გახდა საცხოვრებელი წმინდისა სულისა“, – თქვა წმ. ისააკმა.
დასკვნა
ვინც დაუდევარია ვარჯიშში ყურადღებიანი, განზავებულში სინანულით ლოცვაში, იგი უცხოა წარმატებისა სულიერისა, უცხოა ნაყოფებისა სულიერთა, იმყოფება წყვდიადში მრავალფეროვანი თვითცდუნებისა. სიმდაბლე არის ის ერთადერთი საკურთხეველი, რომელზეც დაშვებულია ადამიანისათვის მიართვას ლოცვითი მსხვერპლები ღმერთს, – ერთადერთი სამსხვერპლო, რომლისგანაც ლოცვითი მსხვერპლები მიიღება ღვთისაგან 111 ; ლოცვა არის დედა ყველა ჭეშმარიტი, საღვთო სათნოებებისა. შეუძლებელია, შეუძლებელი რაიმე სულიერი წარმატება იმისათვის, ვინც უარყო სიმდაბლე, ვინც არ იზრუნა შეებიჯებინა საღვთო კავშირში ლოცვასთან. ვარჯიში ლოცვით არის ანდერძი მოციქულისა: „მოუკლებლად ილოცევდით“, – გვეუბნება ჩვენ მოციქული ( 1თეს. 5:17 ). ვარჯიში ლოცვით არის მცნება თავად უფლისა, მცნება, შეერთებული აღთქმასთან: „ითხოვდით, – გვიწვევს ჩვენ უფალი, გვავალებს ჩვენ უფალი, – და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ ( მთ. 7:7 ). „არა ჰრულეს, არცა დაიძინოს“ ( ფს. 120:4 ) ლოცვა, სანამ არ აჩვენებს საყვარელს მისსას და მუდმივად მოვარჯიშეს მასში სასახლეს სიამოვნებისა მარადიულისა, სანამ არ შეიყვანს მას ზეცაში. იქ იგი ფერს იცვლის განუწყვეტელ ხსხვერპლად ქებისა. ამ ქებას განუწყვეტლივ მიართმევს, წარმოთქვამენ დაუდუმებლად რჩეულნი ღვთისანი განუწყვეტელი შეგრძნებისაგან ნეტარებისა მარადისობაში, აღმოცენებულში აქ, დედამიწაზე და დროში, თესლიდან სინანულისა, დათესილთა ყურადღებიანი და გულმოდგინე ლოცვით. ამინ.
Next