Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 12

Previous

სიტყვა კელიურ ლოცვით კანონზე

„შევედ საუნჯესა შენსა, და დაჰჴაშ კარი შენი, და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.“ ( მთ. 6:6 ). აი დადგენილება თავად უფლისაგან განმარტოებულ კელიის ლოცვაზე.

უფალი, მცნებად მომცემი განმარტოვებული ლოცვისა, ძალიან ხშირად თავად, თავისი მიწიერი მოგზაურობის დროს, როგორც მოგვითხრობს სახარება, იმყოფებოდა მასში. მას არ ჰქონდა სად მიედრიკა თავი, და ამიტომ ხშირად ცვლიდა მისთვის განმხოლოვებულ ჩუმ კელიას განმხოლოვებული მწვერვალები მთათა და ჩრდილიანი ბაღები.

გასვლამდე თავისი ტანჯვებზე, რომლებითაც ჯეროვანი იყო ნაყიდი ყოფილიყო ხსნა მოდგმისა ადამიანთა, უფალი ლოცულობდა ქალაქგარე, განმარტოვებულ ბაღში გეთსიმანიისა. ლოცვის დროს ღმერთკაცი დრეკდა მუხლებს, გაძლიერებული ლოცვითი ღვაწლისაგან უხვი ოფლი სისხლიან წვეთებად გორავდა სახიდან მისა მიწაზე. გეთსიმანიის ბაღი შედგებოდა საუკუნეების ზეთისხილის ხეებისგან. და დღისით, ნათელში სხივებისა მზისა, იწვა მასზე ხშირი ჩრდილი, ხოლო მაშინ სუფევდა მასზე ბნელი ღამე პალესტინისა. არავინ არ იზიარებდა უფალთან მის ლოცვას: მოშორებით მისსა იყვნენ მძინარე მოწაფეები, ირგვლივ – მძინარე ბუნება. აქ ჩირაღდნებით და შეიარაღებული ბრბოთი მოვიდა გამცემი: გამცემმა იცოდა საყვარელი ადგილი და დრო ლოცვისა იესოსი.

სიბნელე ღამისა ფარავს საგნებს ცნობისმოყვარე მზერათაგან, სიჩუმე განმხოლოვებისა არ ართობს სმენას მდუმარებაში და ღამით შესაძლოა ლოცვა უფრო ყურადღებიანად. უფალმა აირჩია ლოცვისათვის თავისი უპირატესად განმარტოება და ღამე, აირჩია ისინი იმისთვის, რათა ჩვენ არა მხოლოდ დავმორჩილდეთ მის მცნებას ლოცვის შესახებ, არამედ კიდეც მივყვეთ მის მაგალითს. უფალს, მისთვის თავად, სჭირდებოდა კი ლოცვა? მყოფი, როგორც ადამიანი, ჩვენთან დედამიწაზე იგი ამასთან, როგორც ღმერთი, განუყრელად იყო მამასთან და სულთან, ჰქონდა მასთან ერთი საღვთო ნება და საღვთო ძალაუფლება.

„შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი, და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად“. დაე ლოცვის შესახებ შენისა არ იცოდეს არავითარმა მარცხენამ შენმა! არც მეგობარმა შენმა, არც ნათესავმა, არც თავად პატივმოყვარეობამ, თანამცხოვრებმა გულში შენსაში და წამქეზებელმა გამოთქვა ვინმეს მიმართ ლოცვით ღვაწლზე შენსაზე, მიანიშნო მასზე.

დახურე კარები კელიისა შენისა ხალხისგან, მოსულთაგან ამაოდმეტყველებისათვის, მოტაცებისათვის შენგან ლოცვისა; დახურე კარები გონებისა გარეშე აზრებისაგან, რომლებიც წარმოგიდგებიან რათა განგაყენონ შენ ლოცვისაგან; დახურე კარები გულისა შეგრძნებებისაგან ცოდვილთა, რომლებიც ხელს აღმართავენ შეგაცბუნონ და შეგბილწონ შენ, და ილოცე.

არ გაბედო მიართვა ღმერთს მრავალსიტყვიანი და მჭევრმეტყველური ლოცვები, შენ მიერ შეთხზულნი, როგორც კი ისინი არ გეჩვენებოდეს შენ ძლიერნი და მგრძნობიარენი: ისინი – ქმნილებაა დაცემული გონებისა და, არიან რა მსხვერპლი შებილწული, ვერ შეძლებენ იყვნენ მიღებულნი სულიერ სამსხვერპლოზე ღვთისაზე. ხოლო შენ, ტკბობით მოხდენილი გამოხატულებებით შეთხზული შენ მიერ ლოცვებისა და ცნობით დახვეწილი მოქმედებისა პატივმოყვარეობისა და ავხორცობისა ნუგეშად სინდისისა და თვით მადლისა, გაიტაცები შორს ლოცვისაგან. შენ გაიტაცები შორს ლოცვისაგან თვით იმ დროს, როდესაც შენ წარმოგედგინება, რომ შენ ლოცულობ უხვად და უკვე მიაღწიე რაღაც ხარისხს ღვთისთვის სათნოყოფისა.

სული, დამწყები გზისა ღვთისა, ჩაძირულია ღრმა უცოდინრობაში ყოველგვარი საღვთოსი და სულიერისა, თუმც იგი ყოფილიყოს მდიდარი სიბრძნით ამა სოფლისა. მიზეზით ამ უცოდინრობისა მან არ იცის როგორ და რამდენი სათანადოა მისთვის ილოცოს. შეწევნისათვის ჩვილი სულისათვის, წმინდა ეკლესიამ დაადგინა ლოცვითი კანონები. ლოცვითი კანონი არის კრებული რამოდენიმე ლოცვისა, შეთხზულთა ღმრთივშთაგონებული წმინდა მამებისაგან, მორგებული ცნობილ გარემოებასა და დროს. მიზანი კანონისა არის – მიწოდება სულისათვის არმყოფნი მისდამი რაოდენობისა ლოცვითი აზრებისა და გრძნობათა, ამასთან აზრებისა და გრძნობებისა სწორთა, წმინდათა, ზუსტად ღვთისთვის სათნოთა. ასეთი აზრებითა და გრძნობებით აღვსებულნია მადლისმიერი ლოცვები წმინდა მამათა.

ლოცვითი ვარჯიშისათვის დილით არის განსაკუთრებული ნაკრები ლოცვათა, წოდებული დილის ლოცვებად , ანდა დილის კანონად ; ღამის ლოცვისათვის უწინარეს გასვლისა ძილისათვის – სხვა ნაკრები ლოცვათა, წოდებულნი ლოცვებად ძილად მისვლისა , ანდა საღამოს კანონად . განსაკუთრებული ნაკრები ლოცვათა იკითხება მომმზადებელთა მიერ ზიარებისათვის წმინდა ქრისტეს საიდუმლოთა, და იწოდება კანონად წმინდა ზიარებისათვის . მიმძღვნელნი უხვი ნაწილისა თავიანთი დროისა ღვთისმოსავი ვარჯიშისადმი გადაიკითხავენ დაახლოებით 3 საათს შუადღისას განსაკუთრებულ ნაკრებს ლოცვათას, წოდებულს ყოველდღიურ ანდა სამონაზვნო კანონად. სხვანი გადაიკითხავენ ყოველდღიურად რამოდენიმე კატიზმს, რამოდენიმე თავს ახალი აღთქმიდან, ასრულებენ რამოდენიმე მუხლდრეკას: ყველაფერი ეს იწოდება კანონად.

კანონი ! როგორი ზუსტი სახელწოდებაა, ნასესხები თავად მოქმედებიდან, წარმოშობილისა ადამიანზე ლოცვებით, წოდებულებით კანონად! ლოცვითი კანონი წარმართავს სწორად და წმინდად სულს, ასწავლის მას თაყვანი სცეს ღმერთს სულით და ჭეშმარიტებით ( ინ. 4:23 ), მათ შორის როცა სულს, მიცემულს საკუთარ თავს, არ შეეძლო ევლო სწორად გზით ლოცვისა. მიზეზით თავისი დაზიანებისა და დაბნელებისა ცოდვით, იგი გადაცდებოდა განუწყვეტლივ გვერდზე, ხშირად უფსკრულებში: ხან გაფანტულობაში, ხან მეოცნებეობაში, ხან სხვადასხვა ცარიელ და მომატყუებელ აჩრდილებში მაღალი ლოცვითი მდგომარეობებისა, შეთხზულთა მისი პატივმოყვარეობითა და თავმოყვარეობით.

ლოცვითი კანონები აკავებენ მლოცველს მხსნელ განწყობილებაში სიმდაბლისა და სინანულისა, სწავლებით მისდამი უწყვეტი თვითუარყოფისა, კვებით მისი ლმობიერებით, გამტკიცებით იმედით ყოვლადკეთილი და ყოვლადმოწყალე ღვთისა, გამხიარულებით მშვიდობით ქრისტესით, სიყვარულით ღვთისადმი და მოყვასისადმი.

როგორი ამაღლებულია და ღრმანი ლოცვანი წმინდა ზიარებისადმი! როგორ ჩინებულად ამზადებენ ისინი შედგომილთ წმინდა ქრისტეს საიდუმლოთა! ისინი ალაგებენ და ამკობენ სახლს სულისას საოცარი ფიქრებით და შეგრძნებებით, ამდენად სათნოებით ღვთისადმი. დიდებულად გამოხატულია და ახსნილი ამ ლოცვებში უდიდესი საიდუმლოთა შორის ქრისტიანულთა; საწინააღმდეგოდ ამ სიმაღლისა, ცოცხლად და ზუსტად ჩამოთვლილია ნაკლულოვანებები ადამიანისა, ნაჩვენებია მისი უძლურება და უღირსება. ამ ლოცვათაგან ბრწყინავს, როგორც მზე ზეციდან, მიუწვდომელი სიკეთე ღვთისა, მიზეზით რომლისაც მისთვის კეთილსასურველია მჭიდროდ შეერთდეს ადამიანთან, მიუხედავად უმნიშვნელობისა ადამიანისა.

დილის ლოცვები ასევე სუნთქავენ მხნეობით, სინორჩით დილისა: დამნახავი ნათლისა გრძნობადი მზისა და ნათლისა მიწიერი დღისა სწავლობს ისურვოს ხედვა უმაღლესისა, სულიერი ნათლისა და დღისა უსასრულოსი, წარმოშობილისა მზით სიმართლისა – ქრისტეთი.

მოკლე დამშვიდება ძილით ღამით – სახეა ხანგრძლივი ძილისა წყვდიადში სამარისა. და გვახსენებს ჩვენ ლოცვები ძილად მისვლისა გადასახლებას ჩვენსას მარადისობაში, მიმოიხილავენ მთელ ჩვენს საქმიანობას განმავლობაში დღისა, გვასწავლიან მირთმევას ღვთისათვის აღსარებისა ჩადენილი შეცოდებებისა და სინანულს მათში.

ლოცვითი კითხვა დაუჯდომლისა უტკბესი იესოსი, გარდა საკუთარი თავისი ღირსებისა, წარმოადგენს ჩინებულ მომზადებას ვარჯიშისათვის ლოცვით იესოსით, რომელიც იკითხება ასე: „უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ეს ლოცვა შეადგენს თითქმის ერთადერთ ვარჯიშს წარმატებულ მოღვაწეთა, მიმღწევთა უბრალოებისა და სიწმინდისა, რომელთათვისაც ყოველგვარი მრავალმოაზროვნეობა და მრავალსიტყვაობა წარმოადგენს დამამძიმებელ გართობას. დაუჯდომელი აჩვენებს, როგორი აზრებით შესაძლოა იყოს თანხლებული ლოცვა იესოსი, წარმოდგენილი დამწყებთათვის უკიდურესად მშრალად. იგი, მთელ განმავლობაში თავისაში, გამოხატავს მხოლოდ თხოვნას ცოდვილისას შეწყალებისათვის უფალი იესო ქრისტეს მიერ; მაგრამ ამ თხოვნისადმი მიცემულია სხვადასხვაგვარი ფორმები, შესაბამისად ჩვილობისა გონებისა ახალბედასი. როგორც ჩვილებს აძლევენ საჭმელს, წინასწარ დარბილებულს.

დაუჯდომელში ღვთისმშობლისადმი შექებულია განკაცება ღვთისა-სიტყვისა და სიდიადე ღვთისმშობლისა, რომელსაც შობისათვის მის მიერ განკაცებული ღვთისა ნეტარად რაცხენ „ყოველნი ნათესავნი“ ( ლკ. 1:48 ). თითქოს ფართო სურათში ურიცხვი საკვირველი ნაკვთებით, საღებავებით, ელფერებით გამოსახულია დაუჯდომელში დიადი საიდუმლო განკაცებისა ღმერთ-სიტყვისა. მარჯვე განათებით ნათდება ყოველგვარი სურათი, და არაჩვეულებრივი სინათლით მადლისა გაშუქებულია დაუჯდომელი ღვთისმშობლისა. ეს ნათელი მოქმედებს ორმაგად: მისით ნათლდება გონება, მისგან გული ივსება სიხარულით და უწყებით. მიუწვდომელი მიიღება, როგორც სრულად ჩაწვდომილი, საოცარი მოქმედების შედეგად, წარმოშობილისა გონებასა და გულზე.

ბევრი მოკრძალებული ქრისტიანი, განსაკუთრებით მონაზონნი, აღასრულებენ ძალიან ხანგრძლივ მწუხრის კანონს, სარგებლობით სიწყნარით და წყვდიადით ღამისა. ლოცვებს ძილად მისვლისას ისინი ურთავენ კითხვას კატიზმებისას, კითხვას სახარებისას, სამოციქულოსას, კითხვას დაუჯდომლებისას და მუხლდრეკებს ლოცვით იესოსით. იმ საათებს, რომლებშიც ბრმა მსოფლიო მიეცემა შლეგ და ხმაურიან გასართობებს, მონანი ქრისტესნი გლოვობენ მდუმარებაში თავიანთი კელიებისა, გადმოღვრით გულმოდგინე ლოცვებისა წინაშე უფლისა. გამტარებელნი ღამისა მღვიძარებაში უგუნურში, ძენი ამა სოფლისა ხვდებიან დამდეგ დღეს დაბნელებაში და სევდაში სულისა; მხიარულებაში და სიმხნევეში სულისა, შეგნებაში და შეგრძნებაში არაჩვეულებრივ უნარში ღვთისმოაზროვნეობისადმი და ყველა კეთილი საქმისადმი, ხვდებიან მონანი ღვთისანი იმ დღეს, რომლის წინა ღამეც მათ გაატარეს ლოცვით ღვაწლში.

უფალი ვარდებოდა მუხლებზე ლოცვის დროს თავისი: და შენც არ უნდა უგულებელყო მუხლდრეკები, თუკი გაქვს საკმარისი ძალები აღსასრულებლად მათი. მუხლდრეკებით მიწამდე, განმარტებისამებრ მამათა, გამოიხატება ჩვენი დაცემა, ხოლო აღდგომით მიწიდან – ჩვენი გამოსყიდვა 112 . უწინარეს დაწყებისა მწუხრის კანონისა განსაკუთრებით სასარგებლოა შესრულება შეძლებისდაგვარი რიცხვისა მუხლდრეკებისა: მათგან სხეული რამდენადმე დაიღლება და გათბება, ხოლო გულს გადაედება გრძნობა ღვთისმოსავი სევდისა; ამითა და მეორეთი მომზადდება კითხვა კანონისა გულმოდგინესი და ყურადღებიანისა.

შესრულებისას კანონისა და მუხლდრეკათა არაფრითაა საჭირო სიჩქარე; საჭიროა შესრულება კანონისაც და მუხლდრეკებისაც შეძლებისდაგვარი აუჩქარებლობით და ყურადღებით. უმჯობესია ნაკლებად წაკითხვა ლოცვებისა და ნაკლებად შესრულება მუხლდრეკებისა, მაგრამ ყურადღებით, ვიდრე ბევრი ყურადღების გარეშე.

აირჩიე შენთვის კანონი, შესაბამისი ძალებისა. ნათქვამი უფლის მიერ შაბათზე, რომ იგი ადამიანისთვისაა, და არა ადამიანი მისთვის ( მკ. 2:27 ), შესაძლებელია და საჭირო მიესედაგოს ყველა ღვაწლს ღვთისმოსავებს, და მათ შორის ლოცვით კანონსაც. ლოცვითი კანონი ადამიანისთვისაა, და არა ადამიანი კანონისათვის: მან უნდა ხელი შეუწყოს ადამიანს მიღწევისადმი სულიერი წარმატებისა, და არ იყოს ტვირთი ძნიად სატვირთავი, შემმუსრავი ხორციელი ძალებისა და შემაცბუნებელი სულისა. მით მეტად მან არ უნდა წარმოადგინოს საბაბი ამაყი და დამღუპველი თვითწარმოდგენისათვის, დამღუპველი განკითხვისათვის და დამცირებისათვის მოყვასისა.

კეთილგონივრულად არჩეული ლოცვითი კანონი, შესაბამისად ძალებისა და სახისა ცხოვრებისა, წარმოადგენს დიდ შემწეობას მოღვაწისათვის ხსნისათვის თავისი. აღსრულება მისი დადგენილ საათებს გადაიქცევა ჩვევად, აუცილებელ ბუნებრივ მოთხოვნილებად. მომხვეჭელი ამ ნეტარი ჩვევისა, როგორც კი უახლოვდება ჩვეულებრივ ადგილს აღსრულებისა კანონებისა, რომ სული მისი უკვე ივსება ლოცვითი განწყობილებით: მან ვერ მოასწრო ჯერ კიდევ წარმოეთქვა არც ერთი სიტყვა წაკითხული მის მიერ ლოცვათა, და უკვე გულიდან იღვრება ლმობიერება, და გონება ჩაღრმავდა სრულად შინაგან საუნჯეში.

„ვამჯობინებ, – თქვა რომელიღაც დიდმა მამამ 113 , – არა ხანგრძლივი კანონი, მაგრამ მუდმივად აღსრულებული, ხანგრძლივს, მაგრამ მალე მიტოვებულს“. ხოლო როგორი ხვედრი აქვთ ყოველთვის ლოცვით კანონებს, არათანაშეზომილებს ძალებისა: პირველ დაბერვისას სითბოსი მოღვაწე აღასრულებს მათ რაღაც დროს, რა თქმა უნდა, მიქცევით მეტად ყურადღებისა რაოდენობისადმი, ვიდრე ხარისხისადმი; შემდეგ დაქანცულობა, წარმოშობილი ღვაწლით, აღმატებულით ძალებზე, თანდათან აიძულებს მას შეამოკლოს და შეამოკლოს კანონი.

და ხშირად მოღვაწენი, უგუნურად დამდგენნი თავიანთთვის დამამძიმებელი კანონისა, გადადიან ფრიადძნელი კანონიდან პირდაპირ მიტოვებაში ყოველგვარი კანონისა. მიტოვებისას კანონისა, და თვით მხოლოდ შემოკლებისას მისი, აუცილებლად მოიცავს მოღვაწეს შეცბუნება. შეცბუნებისაგან იგი იწყებს გრძნობას სულიერი მოშლისა. მოშლისაგან იშვება სევდა, გაძლიერებული, იგი წარმოშობს დასუსტებასა და გაშმაგებას, ხოლო მოქმედებისაგან მათი უგუნური მოღვაწე მიეცემა უქმ, გაფანტულ ცხოვრებას, გულგრილად ვარდება თვით უხეშ შეცოდებებში.

არჩევით საკუთარი თავისთვის თანაზომიერი ძალებისა და სულიერი მოთხოვნილებებისა ლოცვითი კანონისა, შეეცადე საგულდაგულოდ და მოუკლებლად აღასრულო იგი: ეს საჭიროა ცაცვისათვის ზნეობრივი ძალებისა სულისა შენისა, როგორც საჭიროა დაცვისათვის ხორციელი ძალებისა ყოველდღიური ცნობილ საათებში საკმარისი მოხმარება ჯანმრთელი საკვებისა.

„არა მიტოვებისათვის ფსალმუნებისა გაგვასამართლებს ჩვენ ღმერთი დღეს სამსჯავროსი თავისი, – ამბობს წმინდა ისააკ ასური , – არა მიტოვებისათვის ლოცვისა, არამედ მომდევნო მიტოვებისა მათისა შემოსვლისათვის ჩვენში ეშმაკთა. ეშმაკები, როდესაც იპოვიან ადგილს, შემოვლენ და ჩაკეტავენ კარებს თვალთა ჩვენთა: მაშინ აღასრულებენ ჩვენ მიერ, მათი იარაღების მიერ, ძალდატანებით და უწმინდურად, ულმობელი შურისძიებით, ყველაფერს აკრძალულს ღვთისაგან. და მიზეზით მიტოვებისა მცირისა (კანონისა), რომლისთვისაც ეღირსებიან მფარველობას ქრისტესას, ჩვენ ვხდებით ხელქვეითნი (ეშმაკთა), როგორც დაწერილია რომელიღაც ბრძენის მიერ: „არ დამმამორჩილებელი ნებისა თავისი ღვთისადმი, დაემორჩილება მეტოქეს თავისას.“. ეს (კანონები), მოჩვენებული შენთვის მცირეებად, ხდებიან შენთვის კედლებად წინააღმდეგ მცდელთა დაგვატყვეონ ჩვენ. აღსრულება ამ (კანონთა) შიგნით კელიისა ბრძნულად დადგენილია დამაფუძნებელთა მიერ საეკლესიო წესდებისა, გამოცხადების მიხედვით ზემოდან, დაცვისათვის სიცოცხლისა ჩვენისა“ 114 .

დიდი მამები, მყოფნი უხვი მოქმედებისაგან მადლისა ღვთისა განუწყვეტელ ლოცვაში, არ ტოვებდნენ კანონებსაც თავიანთს, რომლებისაც დაეჩვიენ ისინი აღსრულებას ცნობილ საათებს დღეღამისა. ბევრ დასტურს ამისას ვხედავთ ცხოვრებებში მათსა: ანტონი დიდი , აღსრულებისას კანონისა მეცხრე საათისა – ეკლესიური მეცხრე საათი შეესაბამება მესამე საათს ნაშუადღევისა – ეღირსა საღვთო გამოცხადებას; როდესაც ღირსი სერგი რადონეჟელი დაკავებული იყო ლოცვით კითხვით დაუჯდომლისა ღვთისმშობლისა, გამოეცხადა მას ყოვლადწმინდა ქალწული თანხლებით მოციქულთა პეტრესი და იოანესი.

უსაყვარლესო ძმაო! დაუმორჩილე შენი თავისუფლება კანონს: იგი, ჩამორთმევით შენთვის თავისუფლებისა დამღუპველისა, შეგბოჭავს შენ მხოლოდ იმისთვის, რათა მოგანიჭოს შენ თავისუფლება სულიერი, თავისუფლება ქრისტეში. ჯაჭვები თავიდან მოგეჩვენება მძიმენი; შემდეგ გახდება ძვირფასი შეკრულის მიერ მისით. ყველა წმინდამ ღვთისამ მიიღო თავის თავზე და ატარებდა კეთილ უღელს ლოცვითი კანონისას: მიბაძვით მათისა შენც მიჰყევი ამ შემთხვევაში უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, რომელიც, განკაცებული და ჩვენებით ჩვენთვის თავისი თავით სახისა ქცევისა, მოქმედებდა ისე, როგორც მოქმედებდა მამა მისი ( ინ. 5:19 ), ამბობდა იმას, რაც მცნებად მისცა მას მამამ ( ინ. 12:49 ), ჰქონდა მიზნად აღსრულება ყველაფრით ნებისა მამისა ( ინ. 5:30 ). ნება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა – ერთია. მიმართებაში ადამიანებთან იგი მდგომარეობს ხსნაში ადამიანებისა. ყოვლადწმინდა სამებავ, ღმერთო ჩვენო! დიდება შენდა. ამინ.

Next