სიტყვა ეკლესიურ ლოცვაზე
გარეშე ყოველგვარი ეჭვისა უაღმატებულესი ღირსებით თავისით ყველა შენობაზე მიწიერზე არის ტაძარი , ანდა სახლი ღვთისა, ეკლესია , ეს სიტყვები იგივე მნიშვნელობისანია 115 . თუმცა ღმერთი იმყოფება ყველგან, მაგრამ ეკლესიაში დასწრება მისი მჟღავნდება განსაკუთრებული სახით, ყველაზე საგრძნობით და ყველაზე უსასარგებლოსი ადამიანისათვის. მაშინ მხოლოდ გამოცხადება ღვთისა მეტად სასარგებლოა და მეტად საგრძნობი ადამიანისათვის, როდესაც ადამიანი თავად ხდება ტაძარი ღვთისა, გამხდარი სავანე წმინდისა სულისა, მსგავსად მოციქულთა და სხვა უდიდესი წმინდანებისა. მაგრამ ასეთ მდგომარეობას აღწევენ საკმაოდ იშვიათნი ქრისტიანთაგან. და ამიტომ დატოვებით სხვა დრომდე საუბრისა ხელთუქმნელი, ღვთისნაშენი, სიტყვიერი ტაძრის შესახებ ღვთისა – ადამიანის შესახებ – და და ღვთისმსახურებაზე, რომელიც მასში საჭიროა გაიმართოს, ვისაუბროთ ახლა ნივთიერ ღვთის ტაძარზე, შექმნილზე ხელებით ადამიანურებით, ლოცვისმეტყველებებზე გამართულზე მასში, მოვალეობაზე ქრისტიანისა გულმოდგინედ მოინახულოს ტაძარი ღვთისა, სარგებელზე ასეთი მონახულებისა.
საღვთო ტაძარი არის მიწიერი ზეცა: „ ტაძარში დიდებისაში შენსაში უფალო მდგარნი, ზეცაში ვდგავართ გვგონია“, – გალობს წმინდა ეკლესია 116 . ტაძარი არის ადგილი ურთიერთობისა ღვთისა ადამიანთან: მასში აღესრულება ყველა ქრისტიანული საიდუმლოება. საღვთო ლიტურგია და ხელდასხმა არ შეიძლება იყოს აღსრულებული არსად, თუ არა მხოლოდ ტაძარში. და სხვა საიდუმლოებები ასევე უნდა იყოს აღსრულებული ტაძარში: უკიდურესი საჭიროებით დაიშვება აღსრულება მათი, განსაკუთრებით აღსარებისა და ზეთის კურთხევისა, სახლებში. დღე ღამურად ტაძარი ღვთისა ხმაურდება ქება-დიდებით ღვთისა; სიტყვებისათვის ამა სოფლისა მასში არაა ადგილი. ყველაფერი ტაძარში ღვთისაში წმინდაა: და თავად კედლები, და ამბიონი, და ჰაერი. მუდმივად იცავს მას ანგელოზი ღვთისა: ანგელოზები ღვთისა და წმინდანები მოზეიმე ეკლესიისანი გამოდიან მასში. დასწრება ასეთ საღვთო შენობაში წარმოადგენს უდიდეს ბედნიერებას მიწიერი მოგზაურისათვის. წმინდა წინასწარმეტყველი დავითი, თუმცა იყო მეფე, თუმცა ჰქონდა ფართო და საუცხოო პალატები, თუმცა ფლობდა ყველა საშუალებას მიწიერი სიამოვნებისას და გართობისას, მაგრამ, თითქოს გარჩევით ყველაფრისა და შეფასებით ყველაფრისა სათანადოდ, თქვა: „ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი“ ( ფს. 26:4 ). ეს წარმოთქვა ბაგეებით დავითისა წმინდა სულმა. ვინც მიწიერი ცხოვრების დროს შეძლებისდაგვარად ხშირად მოინახულებს ტაძარს ღვთისას, თითქოს იცხოვრებს მასში, იგი განშორებული სხეულთან, საკმაოდ მოხერხებულად გადავა მარადიული ზეიმისათვის ზეციურ, ხელთუქმნელ ტაძარში, რომლის ამგებიც – ღმერთია. ტაძარში ჩვენ თანაც ვლოცულობთ, და ვიმოძღვრებით, და ვიწმინდებით ცოდვათაგან, და ვუერთდებით ღმერთს.
მაგალითი მონახულებისა ტაძრისა ღვთისა გვაჩვენა ჩვენ მხსნელმა ( ინ. 7:14 ), გვაჩვენეს წმინდა მოციქულებმაც ( საქ. 3:1 ). ქრისტიანები ყველა დროისანი სცნობდნენ გულმოდგინე მონახულებას ტაძრისას ღვთისას თავიანთ გადაუდებელ მოვალეობად. წმინდა დიმიტრი როსტოველი ადარებს მონახულებას ტაძრისას, ყველა აღვლენილი მასში ლოცვისმეტყველების დროს სამეფო ხარკს, რომელიც ყოველმა ყოველდღიურად უნდა გადაიხადოს 117 . თუკი დასწრება ყოველ ღვთისმსახურებაზე, აღსრულებულზე ტაძარში, ჩაითვლება წმინდა მოძღვრის მიერ აუცილებელ მოვალეობად ყოველი ღვთისმოსავი ქრისტიანისათვის, მით მეტად ასეთი დასწრება არის საღვთო მოვალეობა მონაზვნისა. ხარკისგან თავისუფლდებიან გლახაკები სიღარიბის გამო თავიანთისა: და მუდმივი სიარულისგან ეკლესიაში დაითხოვებიან სნეულნი, შეკავებულნი სენით კელიაში თავიანთში. ხარკისაგან თავისუფალნი არიან დიდებულნი მეფისა და მუდმივი სიარულისაგან ეკლესიაში თავისუფალნი არიან წარმატებული მონაზონნი, მოვარჯიშეები გონიერ ღვაწლებში და მომხვეჭველნი მათგან უხვი ნაყოფისა, ჯეროვანისა იყოს დაფარული ხალხისგან. ხარკისგან თავისუფალნი არიან მეომარნი და ყველა, მყოფნი სამეფო და სახემწიფო სამსახურში: მუდმივი სიარულისგან ეკლესიაში თავისუფალნი არიან მონაზონნი, დაკავებულნი ღვთისმსახურების დროს მორჩილებებით. გაფრთხილდი, რათა საბაბით მორჩილებისა ანდა კელიის საქმიანობისა გონიერი ღვაწლით, ანდა თვით მოჩვენებითი უძლურებისა, არ იმოქმედოს საიდუმლოდ და გამართლებით ხრიკმა ეშმაკისამ, რომელსაც სძულს ლოცვა, როგორც დედა სათნოებათა და როგორც მახვილი, შემმუსვრელი მზაკვარი სულებისა, რომელიც იყენებს ყველა ძალისხმევას და ყველა საშუალებას მიმცემი ამ საშუალებებისადმი ყოველნაირი კეთილსახიერებისა, რათა განაყენოს ადამიანი ლოცვისაგან, განაიარაღოს, განიარაღებული დაღუპოს ანდა მოწყლას 118 .
ეკლესიის ლოცვისსიტყვიერებად ჩაითვლება შვიდი, მაგრამ ისინი ერთდება სამ განყოფილებად: 1) მწუხრი; 2) სერობა; 3) შუაღამის ჟამი; 3) ცისკარი პირველ საათთან ერთად; 3) მესამე საათი: 6) მეექვსე საათი და 7) მეცხრე საათი. მწუხრი , რომლისგანაც იწყება მსახურება ყოველი დღე-ღამისა, აღესრულება სერობასთან და მეცხრე საათთან , მეცხრე საათი იკითხება მწუხრის წინ. ცისკარი აღესრულება პირველ საათთან ერთად და შუაღამის ჟამთან ; შუაღამიანი იკითხება ცისკრამდე, პირველი საათი შემდგომად ცისრისა. მესამე და მეექვსე საათები იკითხება ერთად გამომხატველებთან , რომლებიც იკითხება შემდგომად საათებისა. როდესაც ცისკარი ერთდება მწუხრთან ანდა დიდ სერობასთან, მაშIნ ლოცვისმეტყველება იწოდება ღამისთევად. იგი აღესრულება უწინ დიდი დღესასწაულებისა, საპატიოდ დღესასწაულთა. მოქმედება ღამისთევისა მოღვაწეზე მდგომარეობს იმაში, რომ გამტარებელი ლოცვაში მნიშვნელოვანი ნაწილისა ღამისა სათანადო მოკრძალებით და ყურადღებით, გრძნობს შემდეგ დღეს განსაკუთრებულ სიმსუბუქეს, სინორჩეს, სისუფთავეს გონებისას, შემძლებლობას ღვთისმოაზროვნეობისადმი ამიტომაც თქვა წმინდა ისააკ ასურმა : „სიტკბო, ჩუქებული მოღვაწეებისათვის განმავლობაში დღისა, გამოედინება ნათლიდან ღამის ლოცვათა (ღამის საქმიანობიდან) გონებაზე სუფთაზე“ 119 . საღვთო ლიტურგია არ მიირიცხება შვიდ ლოცვისმეტყველებებთან, იგი გარეთაა რიცხვისაგან მათი, როგორც განსაკუთრებული, უსაღვთოესი ლოცვისმეტყველება, რომლითაც გაწყობილია უსისხლო საღვთო მსხვერპლშეწირვა 120 .
მხსნელ სახეს მონახულებისას ტაძრისა ღვთისას ჩვენ ვხედავთ წარმოდგენილ ჩვენდამი სახარების მიერ მონახულებაში ტაძრისა მეზვერის მიერ ( ლკ. 18:10 ). მეზვერე დადგა სიღრმეში ტაძრისა, არ თვლიდა თავისთვის დასაშვებად აღპყრობისა თვალთა ზეცისაკენ, არამედ ირტყამდა მკერდში, სიტყვებით: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას“. მეზვერე გამოვიდა ეკლესიიდან, მიმზიდველი თავისთან სიკეთისა ღვთისა. და შენ, მისული ეკლესიაში , თუკი არ გაქვს რაიმე მორჩილება მასში, დადექი უკან, მოკრძალებულ კუთხეში ანდა სვეტთან, რათა შენ თავად არ გაერთო და რათა შენი მოწიწება არ იყოს გამოდგმული შესარცხვენად სხვებისაგან; მიაპყარი თვალი გონებისა გულს, ხოლო ხორციელი თვალი მიწას და ილოცე ღვთისადმი შემუსვრილებით სულისა, არ ცნობით შენს თავზე რაიმე ღირსებისა, რაიმე სათნოებისა, ცნობით თავისა დამნაშავედ ურიცხვ სიმრავლეში შეცოდებათა, ნაცნობთა შენ მიერ და უცნობთა. ჩვენ ძალიან ბევრს ვცოდავთ უცოდინრობითაც, და მიზეზით ჩვენი შეზღუდულობისა, და მიზეზით დაზიანებისა ბუნებისა ჩვენისა ცოდვით. საღვთო წერილი ამბობს: „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ ( ფს. 50:19 ). და შენ, თუკი ილოცებ შეგნებით ცოდვილობისა და სიგლახაკისა შენისა, მაშინ ღმერთი შეისმენს „ ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა“, და ლოცვითი „ღაღადებაჲ ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა“ ( ფს. 17:7 ). იგი ჩაღვრის შენში თავის მდიდარ წყალობას. თუკი შენ გაქვს როგორიღაც მოვალეობა ტაძარში, მაშIნ აღასრულე იგი უდიდესი მოწიწებითა და სიფრთხილით, როგორც მსახურმა ღვთისა, და არა ადამიანებისა.
ნახსენებ მეზვერესთან ერთად, მოგვითხრობს სახარება შევიდა ეკლესიაში ლოცვისათვის ფარისეველი. როგორც პირი მნიშვნელობით, ფარისეველი დადგა გამოსაჩენ ადგილას, ალბათ მას ჰქონდა აზრი – იგი ჩვეულია ყველა ფარისევლისათვის – დაერიგებინა დამსწრე ერი თავისი კეთილშესაფერისი დგომით და ლოცვით. პატივმოყვარეობას იგი თვლიდა უხიფათოდ თავისთვის, როგორც წარმატებული სათნოებაში, ხოლო რამდენადმე თვალთმაქცობას საპატიოდ სახეებში საერთო სარგებლისა. რაში მდგომარეობდა ლოცვა ფარისევლისა? მან, პირველად, განადიდა ღმერთი. დასაწყისი კარგია. მაგრამ კვალად ამისა შეუდგა ჩამოთვლას არა წყალობათა ღვთისა, არამედ თავისი დამსახურებებისა და ქველობებისა, ასე რომ ასეთი ჩამონათვალისთვის საჭირო იყო დასაწყისიც ყოფილიყო სხვაგვარი. ფარისეველი უფრო სწორად დაიწყებდა, თუკი დაიწყებდა პირდაპირ განდიდებიდან თავისა, ხოლო არა ღვთისა. ღმერთი განდიდებულია მხოლოდ პრო ფორმით, რაღაც დაფარვით სიამაყისა. ეს სიამაყე გამომჟღავნდა განკითხვაში და დამცირებაში მოყვასისა, რომლის სინდისიც უცნობი იყო ფარისევლისათვის. რომლის შეგნებამაც ცოდვებში მიიზიდა წყალობა ღვთისა. ფარისეველი, პირმოთნედ განმადიდებელი ღვთისა, ამბობდა: „არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ, და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა, და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“ ( ლკ. 18:11-12 ). აქ თვალსაჩინოა: არაღიარება საკუთარი ცოდვილობისა, აღიარება საკუთარი ღირსებისა, გამოსული მათგან სიამაყე, გამოხატული განკითხვით და დამცირებით მოყვასისა. ლოცვა ფარისევლისა არ იქნა მიღებული უფლის მიერ, რომელმაც დასასრულს ამ იგავურ მონათხრობში თქვა: „ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“ ( ლკ. 18:14 ). აქედან ჩანს, რომ ყოველი, მსურველი, რათა ლოცვა მისი იყოს მიღებული ღვთის მიერ, უნდა მიართვას იგი შეგნებისგან თავისი ცოდვილობისა და უკიდურესი არასაკმარისობით მიმართებაში სათნოებისა, უნდა მიუძღვნას იგი, უკუგდებით შეგნებისა საკუთარი ღირსებისა, ზუსტად უმნიშვნელოსი წინაშე გარშემოუცველი ღირსებისა ღვთისა; უნდა მიიძღვნას იგი გულიდან, დამდაბლებულისა წინაშე ყველა მოყვასისა, გულიდან, შემყვარებლისა ყველა მოყვასისა, გულიდან, მიმტევებლისა მოყვასისადმი ყველა შეურაცხყოფისა და წყენისა. „ხოლო მე – ამბობს ლოცვით ღვთისადმი წინასწარმეტყველი, – მრავლითა მოწყალებითა შენითა, შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“ ( ფს. 5:8 ).
დიდი წყალობაა ღვთისა ადამიანისადმი – დაფუძნება საზოგადოებრივი ლოცვისმეტყველებათა წმინდა ღვთის ტაძარში. ეს ლოცვისმეტყველებანი დადგენილია მოციქულების მიერ, მათი წმინდა მოწაფეების მიერ და წმინდა მამების მიერ პირველი საუკუნეების ქრისტიანობისა გამოცხადებით ზემოდან 121 . ამ ლოცვისმეტყველებებში ყოველი ქრისტიანი შეძლებს მიიღოს მონაწილეობა, და უწიგნური ითვისებს თავის თავში შემეცნებას, მჭევრმეტყველებას, პოეზიას სულიერს, წმინდა ენამჭევრობას მწიგნობრებისაც ქრისტიანობისა. ამ ლოცვისმეტყველებებისას მსურველი შეძლებს საკმაოდ მოხერხებულად დასწავლას გონიერი ლოცვისას: რაოდენობას ლოცვისას მიჰყავს ხარისხთან, თქვეს მამებმა, და ამიტომ ხანგრძლივი მონასტრული ლოცვისმეტყველებანი ძალიან ხელს უმართავს მოღვაწეს გადავიდეს ბაგისმიერი ლოცვიდან გონიერში და გულისმიერში. ეკლესიური ლოცვისმეტყველებები შეიცავენ თავის თავში ვრცელ ქრისტიანულ დოგმატურ და ზნეობრივ ღვთისმეტყველებას: დამსწრე მოუკლებლად ეკლესიისა და გულდასმით ყურადმღებელი მისი საკითხავებისა და საგალობლებისა შეძლებს მკფიოდ შეისწავლოს ყველაფერი საჭირო მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის სარბიელზე რწმენისა.
ნეტარია მონაზონი, ყოველთვის მცხოვრები ახლოს ტაძრისა ღვთისა! იგი ცხოვრობს ახლოს ზეცისა, ახლოს სამოთხისა, ახლოს მხსნელისა. არ უკუვაგდოთ ხსნა, რომელიც გულმოწყალებით ღვთისა მოცემულია ჩვენდამი, ასე ვთქვათ, ხელებში. განსაკუთრებით ახალბედა მონაზონმა უნდა მოუკლებლად მოინახულოს ეკლესია . წლებში სიბერისა და ღონემიხდილობისა, როდესაც წლებიც და სნეულება მოამწყვდევენ მონაზონს თითქმის გამოუსვლელად კელიაში, იგი გამოიკვებება იმ სულიერი მარაგით, რომელიც შეაგროვა დროიდან ახალგაზრდობისა და სიმტკიცისა თავისისა, შეფარებული სახლში ღვთისა. სულიერ მარაგს ვუწოდებ გონიერ და გულისმიერ ლოცვას. გულმოწყალე უფალმა დაე გვაღირსოს ჩვემ გამოვიყენოთ როგორც საჭიროა ჩვენი მონასტერი, და გამგზავრებამდე მიწიერი ცხოვრებიდან გადავსახლდეთ გონებით და გულით ზეცაში. იქ შეიძლება აგვიტაცოს ჩვენ ლოცვამ, როდესაც დაჩრდილავს მას საღვთო მადლი, და ლოცვა ადამიანში გახდება უკვე არა ლოცვად ადამიანისა, არამედ ლოცვად წმინდისა სულისა, შუამდგომელისა ადამიანზე „სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა“ ( რომ. 8:26 ). ამინ.
Next