Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 14

Previous

სიტყვა ლოცვის შესახებ ბაგისმიერისა და ხმოვანისა

არავინ მსურველთაგან წარემატოს ლოცვაში დაე ნუ გაბედავს ადვილად იფიქროს და განსაჯოს ლოცვის შესახებ, წარმოთქმულისა ბაგეებით და ხმით ყურადღებისას გონებისა, როგორც საქმიანობაზე ნაკლებმნიშვნელოვანზე, არ დამმსახურებლისა პატივისცემისა. თუკი წმინდა მამები ამბობენ უნაყოფო ბაგისმიერ და ხმოვან ლოცვაზე, არ შეერთებულზე ყურადღებასთან, მაშინ აქედან არ უნდა დავასკვნათ, რომ ისინი უკუაგდებდნენ ანდა ამცირებდნენ თავად ბაგისმიერ ლოცვას. არა! ისინი მხოლოდ მოითხოვენ მის დროს ყურადღებას. ყურადღებიანი ბაგისმიერი და ხმოვანი ლოცვა არის საწყისი და მიზეზი გონიერისა. ყურადღებიანი ბაგისმიერი და ხმოვანი ლოცვა არის ამასთან ლოცვაც გონიერი. შევისწავლოთ პირველად ვილოცოთ ყურადღებით ბაგისმიერი და ხმოვანი ლოცვით, მაშინ მოსახერხებლად ვისწავლით ვილოცოთ მხოლოდ გონებით განმხოლოვებაში შინაგან საუნჯეში.

ბაგისმიერი და ხმოვანი ლოცვა ნაჩვენებია ჩვენდამი საღვთო წერილით, მაგალითი მისიც, და ხმოვანი გალობისაც მოგვცა თავად მხსნელმა, მოგვცეს წმინდა მოციქულებმა მემკვიდრეობით უფლისგან. და გალობაჲ წართქუეს დასასრულს საიდუმლო სერობისა, მოგვითხრობს წმინდა მახარებელი მათე უფალზე და მის მოციქულბზე, „განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.“ ( მთ. 26:30 ). უფალი ლოცულობდა გასაგონად ყველასი წინაშე აღდგომისა ოთხი დღის მკვდარი ლაზარესი ( ინ. 11:41-42 ). დამწყვდეულნი საპყრობილეში წმინდა მოციქული პავლე და მისი თანამგზავრი შილა შუაღამის საათს ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს: სხვა ტუსაღები ყურს უგდებდნენ მათ. მოულოდნელად ხმაზე მათი ფსალმუნთგალობისა „ძრვაჲ იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნთქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს“ ( საქ. 16:26 ). ლოცვა წმინდა ანასი, დედისა წინასწარმეტყველისა სამუელისა, მოყვანილი ხშირად წმინდა მამების მიერ ნიმუშად ლოცვისა, არ იყო მხოლოდ გონიერი, „იგი, – ამბობს წერილი, – ეტყოდა გულსა თჳსსა, ბაგენი მისნი იძრვოდეს ოდენ, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა“ ( 1სამ. 1:13 ). ეს ლოცვა თუმც არ იყო ხმოვანი, მაგრამ იყო რა გულისმიერი, იყო ამასთან ბაგისმიერიც. წმინდა მოციქულმა პავლემ უწოდა ბაგისმიერ ლოცვას ნაყოფი ბაგეთა , გვიანდერძებს მივუძღვნათ „მსხუერპლი ქებისა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთა, და აღსარებასა სახელისა მისისასა. ( ებრ. 13:15 ), ბრძანებს „ეტყოდეთ თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, ხმოვან და ბაგისმიერ ლოცვასთან ერთად და საგალობელთან „უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ ( ეფ. 5:19 ). იგი კიცხავს უყურადღებობას ბაგისმიერ და ხმოვან ლოცვაში. უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ“ (უცნობი, გაუგებარი) „ჴმაჲ გამოსცეს,“, – ამბობს იგი, – „ვინ-მე განემზადოს ბრძოლად? ეგრეთცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა- გამოცხადებულად სიტყუაჲ“ ე. ი. გაუცნობიერებელი „იგი გამოსცეთ ვითარ საცნაურ იქწეს თქუმული იგი? რამეთუ იყვნეთ, ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი“ ( 1კორ. 14:8-9 ). თუმც მოციქულმა კიდეც თქვა ეს სიტყვა საკუთრივ მლოცველებზე და გამომცხადებლებზე შთაგონებისა წმინდისა სულისა უცხო ენებზე, მაგრამ წმინდა მამები სამართლიანად იყენებენ მათ მლოცველებზეც ყურადღების გარეშე. ყურადღების გარეშე მლოცველი, და ამიტომაც არ ყურადმღებელი წარმოთქმული მის მიერ სიტყვებისადმი, რაა სხვა თავისთვის თუ არა უცხოელი?

დაყრდნობით ამაზე, ღირსი ნილოს სორელი ამბობს, რომ მლოცველი ხმით და ბაგეებით ყურადღების გარეშე, ლოცულობს ჰაერზე, ხოლო არა ღვთისათვის 122 . „უცნაურია შენი სურვილი, რათა ღმერთმა შენ მოგისმინოს, როდესაც შენ საკუთარ თავს არ უსმენ!“ – ამბობს წმინდა დიმიტრი როსტოველი , სესხებით სიტყვებისა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელისაგან 123 . ხოლო ეს ზუსტად ხდება მლოცველებთან ბაგეებით და ხმით, გარეშე ყურადღებისა; ისინი იქამდე არ უსმენენ თავის თავს, იქამდე დაუშვებენ თავიანთთვის გართობას, რომ შორს შორდებიან აზრებით ლოცვისაგან გარეშე საგნებზე, რომ ხშირად უწევთ მათ მოულოდნელად გაჩერება, დავიწყებით, რას კითხულობდნენ, ანდა ისინი იწყებენ ნაცვლად სიტყვებისა წაკითხულისა ლოცვისა ლაპარაკს სიტყვებისა სხვა ლოცვებისას, თუმც გაშლილი წიგნი მათ თვალწინაა. როგორც წმინდა მამებმა არ გაკიცხონ ასეთი უყურადღებო ლოცვა, დაზიანებული, განადგურებული გაფანტულობით! „ყურადღება, – ამბობს წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი , – უნდა იყოს იმდენად მიბმული და განუყოფელი ლოცვასთან, რამდენადაც მიბმულია სხეული სულთან, რომლებიც არ შეიძლება იყოს განშორებულნი არ შეიძლება იყოს ერთი მეორის გარეშე. ყურადღება უნდა წინ უსწრებდეს და დარაჯობდეს მტრებს, როგორც რომელიღაც გუშაგი, იგი პირველი დაე მოღვაწეობდეს ცოდვის წინააღმდეგ, დაე შეეწინააღმდეგოს მზაკვარ გულისთქმებს, მოსულთ გულთან, ყურადღებას კი დაე მოჰყვეს ლოცვა, დაუყოვნებლივ გამანადგურებელი და მომაკვდინებელი ყველა მზაკვარი გულისთქმისა, რომლებთანაც ყურადღებამ პირველად დაიწყო ბრძოლა; რადგან იგი მარტო ვერ შეძლებს მათს მოკვდინებას. ამ ბრძოლაზე, წარმოშობილზე ყურადღებით და ლოცვით, დამოკიდებულია სიცოცხლე და სიკვდილი სულისა. თუკი ვიცავთ ლოცვას მეშვეობით ყურადღებისა სუფთისა, მაშინ წარვემატებით. თუკი არ ვცდილობთ დავიცვათ იგი სუფთად, არამედ ვტოვებთ გაუფრთხილებლად, მაშინ მას წაბილწავენ მზაკვარი გულისთქმები – ჩვენ ვხდებით უხმარნი, ვაკლდებით წარმატებას“.

ბაგისმიერ, ხმოვან ლოცვას, როგორც კიდეც ყოველგვარ სხვას, საჭიროა აუცილებლად თან ახლდეს ყურადღება. ყურადღებისას სარგებელი ბაგისმიერი ლოცვისა აურაცხელია. მისგან უნდა დაიწყოს მოღვაწემ მას პირველად ასწავლის წმინდა ეკლესია თავის შვილებს. „ფესვი სამონაზვნო ცხოვრებისა – ფსალმუნთგალობაა“, – თქვა წმინდა ისააკ ასურმა 124 . “ „ეკლესიამ , – ამბობს წმინდა პეტრე დამასკელი , – კეთილი და სასურველი მიზნით მიიღო გალობანი და სხვადასხვა ტროპარები მიზეზით უძლურებისა გონებისა ჩვენისა, რათა ჩვენ, უგუნურნი, მიზიდულნი სიტკბოებით ფსალმუნთგალობისა, თითქოს კიდეც საწინააღმდეგოდ ნებისა, გვეგალობა ღმერთისადმი. ისინი, რომლებსაც შეუძლიათ გაიგონ და გაარჩიონ წარმოთქმული მათ მიერ სიტყვები, მოდიან ლმობიერებაში, და, ასეთნაირად, როგორც კიბეზე, ჩვენ ავდივართ აზრებამდე კეთილებამდე. საზომისაებრ იმისა, რამდენად წარვემატებით დაჩვეულობაში საღვთო აზრებისა, ცხადდება ჩვენში საღვთო სურვილი და მიგვზიდავს მისაღწევად იმისა, რათა გულისხმა ვყოთ თაყვანისცემა მამისადმი სულითა და ჭეშმარიტებით, მცნებისამებრ უფლისა“ 125 . ბაგენი და ენა, ხშირად მოვარჯიშე ლოცვაში და კითხვაში სიტყვისა ღვთისა, იხვეჭს განწმენდას, ხდება უუნარო ამაოდმეტყველებისადმი, სიცილისადმი, წარმოთქმისადმი სიტყვებისა სახუმაროებისა, სამარცხვინოებისა და დალპობილებისა. გსურს წარემატო გონიერ და გულისმიერ ლოცვაში? ისწავლე ყურადღება ბაგისმიერსა და ხმოვანში: ყურადღებიანი ბაგისმიერი ლოცვა თავის თავად გადადის გონიერში და გულისმიერში. გსურს ისწავლო გაგდება მალე და ძალით გულისთქმებისა, დათესილისა საერთო მტრის მიერ კაცობრიობისა? გააგდე ისინი, როდესაც შენ მარტო ხარ კელიაში, ხმოვანი ყურადღებიანი ლოცვით, წარმოთქმით სიტყვებისა მისი აუჩქარებლად, ლმობიერებით. ხმაურდება ჰაერი ყურადღებიანი, ბაგისმიერი და ხმოვანი ლოცვით – და მოიცავს თრთოლა თავადებს ჰაერისებს, მოუძლურდება კუნთები მათი, იხრწნება და ირღვევა ბადეები მათი! ხმიანდება ჰაერი ყურადღებიანი ბაგისმიერი და ხმოვანი ლოცვით – და ახლოვდებიან წმინდა ანგელოზები მლოცველებთან და მგალობლებთან, დგებიან მათს დასში, მონაწილეობენ მათს სულიერ საგალობლებში, როგორც ეღირსნენ ამას აქ ზოგიერთი მაამებელი ღვთისა, და სხვათა შორის ჩვენი თანამედროვე, ნეტარი ბერი სერაფიმე საროველი . ბევრი დიდი მამა მთელი ცხოვრება თავისი ვარჯიშობდა ბაგისმიერი და ხმოვანი ლოცვით, და ამასთან უხვად ჰქონდათ ნიჭები სულისა. მიზეზი ასეთი წარმატებისა მათი იყო ის, რომ მათ ხმასთან და ბაგეებთან ჰქონდათ შეერთებული გონება, გული, მთელი სული და მთელი სხეული; ისინი წარმოთქვამდნენ ლოცვას მთელი სულით, მთელი ძალით თავიანთით, მთელი არსებით თავიანთით, მთელი ადამიანიდან. ასე, ღირსი სვიმონ მესვეტე გადაკითხულობდა განმავლობაში ღამისა მთელ ფსალმუნს 126 . წმინდა ისააკ ასური იხსენებს რომელიღაც ნეტარი ბერის შესახებ, დაკავებულზე ლოცვითი კითხვით ფსალმუნებისა, რომლისთვისაც დაიშვებოდა შეეგრძნო კითხვა მხოლოდ განმავლობაში ერთი დიდებისა, რის შემდეგაც საღვთო ნუგეში მოიცავდა მას ისეთი ძალით, რომ იგი იმყოფებოდა მთელი დღეების განმავლობაში საღვთო სიგიჟეში, არ გრძნობდა დროსაც, არც თავის თავს 127 . ღირსი სერგი რადონეჟელი კითხვის დროს დაუჯდომლისა იყო მონახულებული ღვთისმშობლის მიერ თანხლებით მოციქულთა პეტრესი და იოანესი 128 . ყვებიან ღირს ილარიონ სუზდალსკზე: როდესაც იგი კითხულობდა ეკლესიაში დაუჯდომელს, სიტყვები გამოიფრენდნენ ხოლმე ბაგეებიდან მისი, როგორც თითქოს ცეცხლოვანნი, გაუგებარი ძალით და მოქმედებით დამსწრეებზე 129 . ბაგისმიერი ლოცვა წმინდათა იყო გასულიერებული ყურადღებით და საღვთო მადლით, შემაერთებლით გაყოფილი ცოდვის მიერ ძალებისა ადამიანისა ერთად: ამის გამო მას ჰქონდა ისეთი ზებუნებრივი ძალა და წარმოშობდა ასეთ საოცარ შთაბეჭდილებას მსმენელებზე. წმინდანები უგალობდნენ ღმერთს „აღსარებითა გულისათა“ 130 ; ისინი გალობდნენ და აღუარებდნენ ღმერთს „შეურყევლად“ 131 , ესე იგი გაფანტულობის გარეშე, ისინი უგალობდნენ ღმერთს „გონიერად“ ( ფს. 46:8 ).

საჭიროა შემჩნევა, რომ ღირსი მონაზონნი პირველი დროებისა და ყველა, მსურველნი წარმატებულიყვნენ ლოცვაში, სულაც არ იყვნენ დაკავებული ანდა საკმაოდ მცირედად იყვნენ დაკავებული საკუთრივ გალობით, ხოლო სახელად ფსალმუნთგალობისა, რომელზეც ნახსენებია ცხოვრებებში და წერილებში მათსა, საჭიროა გაიგოს უკიდურესად აუჩქარებელი, გაბმული კითხვა ფსალმუნთა და სხვა ლოცვათა. გაბმული კითხვა აუცილებელია შესანარჩუნებლად მკაცრი ყურადღებისა და თავიდან აცილებისათვის გაფანტულობისა. გაბმულობის მიხედვით და მსგავსებისა გალობასთან ასეთი კითხვა წოდებულია ფსალმუნთგალობად. იგი აღესრულებოდა ზეპირად, მონაზვნებს იმ დროისას ჰქონდათ წესად შეესწავლათ ფსალმუნი ზეპირად: კითხვა ფსალმუნთა ზეპირად განსაკუთრებით ხელს უწყობს ყურადღებას. ასეთი კითხვა – უკვე არაა კითხვა, რადგან აღესრულება არა წიგნით, – ხოლო სრული მნიშვნელობით ფსალმუნთგალობა შესაძლოა იყოს აღსრულებული ბნელ კელიაში, დახუჭული თვალებით, რაც ყველაფერს იცავს გაფანტულობისაგან, მათ შორის, როცა ნათელი კელია, აუცილებელი კითხვისათვის წიგნისა და თავად ყურება წიგნისა ფანტავს და წყვეტს გონებას გულიდან გარეგანისაკენ. გალობენ, – ამბობს წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი , – ესე იგი ლოცულობს ბაგეები“ 132 . „ხოლო სრულადაც არ მგალობელი, – ამბობს ღირსი გრიგოლ სინელი , – ასევე კარგს აკეთებენ, უკეთუ არიან წარმატებაში: ისინი არ საჭიროებენ თქმას ფსალმუნებისას, არამედ მდუმარებას და განუწყვეტელი ლოცვისას“ 133 . საკუთრივ კითხვას მამები უწოდებენ კითხვას წმინდა წერილისას და წერილებისას წმინდა მამებისა, ხოლო ლოცვას ისინი უწოდებენ უპირატესად ლოცვას იესოსას, ასევე ლოცვას მეზვერისას და სხვა ძალიან მოკლე ლოცვებს, უხვად ჩამნაცვლებლებს ფსალმუნთგალობისა, რაც ახალბედებისათვის მიუწვდომელია, და არ შეიძლება იყოს მათ მიერ ახსნილი დამაკმაყოფილებლობით, როგორც აღმატებული სულიერი გონებისა და განმარტებადი მხოლოდ ნეტარი გამოცდილებით.

ძმებო! ვიყოთ ყურადღებიანნი ბაგისმიერ და ხმოვან ლოცვებში ჩვენსაში, წარმოთქმულებში ჩვენ მიერ ეკლესიურ მსახურებებზე და განმარტოებულობაში კელიურში. არ გავხადოთ ჩვენი შრომები და ცხოვრება მონასტერში უნაყოფო ჩვენი უყურადღებობით და დაუდევრობით საქმეში ღვთისა. დამღუპველია დაუდევრობა ლოცვაში! „წყეულ იყავნ“, – ამბობს წერილი, – „მოქმედი საქმისა უფლისასა უდებებით“ ( იერ. 48:10 ). აშკარაა მოქმედება ამ ფიცისა: სრული უნაყოფობა და წარუმატებლობა, მიუხედავად მრავალწლიანი მყოფობისა მონაზვნობაში. დავდოთ საფუძვლად ლოცვითი ღვაწლისა, მთავარი და არსებითისა შორის სამონაზვნო ღვაწლთა, რომლისთვისაცაა ყველა სხვა ღვაწლნი, ყურადღებიანი, ბაგისმიერი და ხმოვანი ლოცვა, როგორისთვისაც გულმოწყალე უფალი სჩუქნის თავის დროზე მუდმივ, მომთმენ, მდაბალ მოღვაწეს ლოცვას გონიერს, გულისმიერს, მადლისმიერს. ამინ.

Next