Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 15

Previous

სიტყვა სწავლებაზე ანდა ხსოვნაზე ღვთისაზე

სახელად სწავლებისა , ანდა ხსოვნისა ღვთისა , წმინდა მამები გულისხმობენ როგორი-ღაც მოკლე ლოცვას ანდა თვით როგორი-ღაც მოკლე სულიერ აზრს, რომელიც მათ დაისწავლეს და რომელსაც ისინი ცდილობდნენ შეეთვისებინათ გონებისათვის და ხსოვნისათვის ნაცვლად ყოველგვარი აზრისა.

შესაძლებელია კი ჩანაცვლება ერთი სულიერი, მოკლე აზრით ღმერთზე ყველა სხვა აზრისა? – შესაძლებელია. წმინდა მოციქული პავლე ამბობს: არარაი სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ და ესეცა ჯუარ-ცუმული.“ ( 1კორ. 2:2 ). აზრი ამაო, მიწიერი, გამუდმებით დამაკავებელი ადამიანისა, წარმოშობს მასში გაღარიბებას გონებისას, ეწინააღმდეგება შეძენას სასარგებლო და საჭირო შემეცნებებისა: საწინააღმდეგოდ ამისა აზრი ღმერთზე, შეთვისებული ქრისტიანის მიერ, ამდიდრებს მას სულიერი გონებით. მომხვეჭველს თავის თავში ქრისტესი განუწყვეტელი ხსოვნით მასზე მიენდობა საღვთო საიდუმლოებები, უცნობნი ხორციელი და ფშვინვიერი ადამიანის მიერ, უცნობი მეცნიერთა მიერ მიწიერთა, მიუვალნი მათ მიერ: „ რომელსა შინა“ ( ქრისტეში) „არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი“ ( კოლ. 2:3 ). ხდება მფლობელი ამ განძისა მომხვეჭი თავის თავშI უფლისა იესო ქრისტესი.

სწავლება , ანდა ხსოვნა ღვთისა არის დადგენილება საღვთო. იგი მცნებად მოცემულია თავად განკაცებული ღვთის სიტყვის მიერ, დადასტურებულია წმინდა სულის მიერ დესპანთა მიერ სიტყვისა (მოციქულთაგან). „იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ,“ ( ლკ. 21:36 ), – უანდერძა როდესღაც უფალმა წარდგომილ მოწაფეებს მისსას. გვიანდერძებს იგი ამას ჩვენც, ახლა წარდგომილებს მისდამი და მავედრებლებს მისა, დაე გვაღირსოს ჩვენ აღვასრულოთ ნება მისი და ვიყოთ მისი მოწაფეები, ქრისტიანები არა მხოლოდ სახელად, არამედ კიდეც ცხოვრებით. თქვა უფალმა მოყვანილი აქ სიტყვები, ჩვენებით იმ ზნეობრივ და ნივთიერ უბედურებებზე, რომლებითაც იქნება გარშემოცული მიწიერი მოგზაურობა ყოველი მოწაფისა მისი, იმ ტანჯვებზე და შიშებზე, რომლებიც წინ უძღვის სიკვდილს ყოველი ჩვენგანისას, თან ახლავს მას, მოჰყვება მას, იმ საცდურებზე და სიმწარეებზე, რომლებიც ეწევა სამყაროს უწინარეს მოსვლისა ანტიქრისტესი და მისი მბრძანებლობის დროს, საბოლოოდ, შერყევაზე და გარდაქმნაზე სამყაროსი მეორე დიდებული და საშინელი მოსვლის დროს ქრისტესი. „იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა“ სიხარულში მხსნელისა; „დადგომად“ ამ სიხარულში შემდგომად სამსჯავროსი კერძოსიც, დადგომილში ყოველი ადამიანისათვის კვალად გაყრისა სულისა მისისა სხეულისაგან, და სამსჯავროზეც საყოველთაოზე, რომელზეც ყენდებიან რჩეულნი მარჯვნივ მოსამართლისა, ხოლო უარყოფილნი მარცხნივ ( მთ. 25:33 ). „განიფრთხვეთ ლოცვად“, – ამბობს წმინდა მოციქული პეტრე, გამეორებით მორწმუნეთათვის მცნებისა უფლისა. „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა. რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა,“ ( 1პეტ 4:7, 5:8–9 ). გამეორებითა და დადასტურებით ამ ყოვლადწმინდა, გადამრჩენელი მცნებისა, წმინდა მოციქული პავლე ამბობს: „მოუკლებლად ილოცევდით“ ( 1თეს. 5:17 ). „ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ“ ( ფილ. 4:6 ). „ ლოცვასა განეკრძალენით“ (იმყოფებოდეთ), „იღჳძებდით მას შინა მადლობით“ ( კოლ. 4:2 ). „მნებავს უკუე, ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აღპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა;“ ( 1ტიმ. 2:8 ). „რომელი შეეყოს უფალსა“ განუწყვეტელი ლოცვით, „ერთ სულ არს “ ( 1კორ. 6:17 ). მიწებებულს უფლისადმი და შეერთებულს უფალთან განუწყვეტელი ლოცვით, უფალი იხსნის დამონებულებისაგან და მსახურებისაგან ცოდვისადმი და ეშმაკისა: „ხოლო ღმერთმან – გვაუწყებს ჩვენ მხსნელი, – არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე“ ( ლკ. 18:7-8 ). ნიშანი მონაზვნური სრულყოფილებისა – განუწყვეტელი ლოცვაა. მიმღწევმა ამისამ, – ამბობს წმინდა ისააკ ასური , – მიაღწია სიმაღლეს ყველა სათნოებებისას და გახდა საცხოვრებელი წმინდისა სულისა“ 134 . ვარჯიში განუწყვეტელ ლოცვაში, სწავლება თავისადმი მისი აუცილებელია ყოველი მონაზვნისათვის, მსურველისა მიაღწიოს ქრისტიანულ სრულყოფილებას. ვარჯიში განუწყვეტელ ლოცვაში და სწავლება თავისთვის მისი არის მოვალეობა ყოველი მონაზვნისა, დადებული მასზე მცნებით ღვთისა და სამონაზვნო აღთქმებით 135 .

ცხადია, რომ წმინდა მოციქულები, მიმღებნი პირადად უფლისაგან მცნებისა განუწყვეტელი ლოცვის შესახებ, გადამცემნი მისი მორწმუნეთათვის, თავად იყვნენ დაკავებულნი განუწყვეტლად ლოცვით. მიღებამდე წმინდისა სულისა, ისინი იმყოფებოდნენ ერთ სახლში, დაკავებულნი იყვნენ ლოცვით და ვედრებით ( საქ. 1:14 ). სახელად ლოცვისა აქ იგულისხმება ის ლოცვისმეტყველება, რომლებსაც ისინი აღასრულებდნენ ერთად, ხოლო სახელად ვედრებისა მუდმივ ლოცვით მიმართულებას მათი სულისას, განუწყვეტელ ლოცვას. როდესაც გარდამოვიდა მოციქულებზე წმინდა სული, მაშინ, გამხდელმა მათი ტაძრად ღვთისად, გახადა ამასთან ტაძრად გამუდმებული ლოცვისა, როგორც ამბობს წერილი: „სახლი ჩემი სახლ ლოცვის იწოდოს“ ( ეს. 56:7 ). „სული, როდესაც ჩასახლდება ვინმეში ადამიანთაგან, მაშინ ის ადამიანი არ ანებებს თავს ლოცვას: რადგან თავად სული განუწყვეტლივ ლოცულობს“ 136 . მოციქულებს ჰქონდათ მხოლოდ ორი სულიერი ღვაწლი: ლოცვა და ქადაგება სიტყვისა ღვთისა: ლოცვიდან ისინი გადადიოდნენ უწყებაში ადამიანებისათვის სიტყვისა ღვთისა, ქადაგებიდან სიტყვისა ისინი ბრუნდებოდნენ ლოცვასთან. ისინი იმყოფებოდნენ განუწყვეტელ სულიერ საუბარში: ხან საუბრობდნენ ლოცვით ღმერთთან, ხან საუბრობდნენ პირისაგან ღვთისა ადამიანებთან. იმ და სხვა საუბარში მოქმედებდა ერთი და იგივე წმინდა სული ( საქ. 6:2, 4 ). ჩვენ რას ვსწავლობთ მაგალითიდან წმინდა მოციქულთა? იმას, რომ კვალად მორჩილებისა, მორჩილებისა ქმედითისა სიტყვისადმი ღვთისა, საჭიროა შემოკრება მთელი საქმიანობისა საკუთარისა განუწყვეტელ ლოცვაში, იმიტომ რომ განუწყვეტელ ლოცვას მოჰყავს ქრისტიანი მდგომარეობაში, შემძლებელში მიღებისა წმინდისა სულისა. უფალმა, დამკისრებელმა მოციქულებზე სხვადასხვა მსახურებებისა, როდესაც გახადა ისინი შემძლებელნი მიღებისა წმინდისა სულისა, მაშინ უბრძანა მათ ყოფნა „ ქალაქსა შინა იერუსალჱმსა,“, ქალაქში მშვიდობისა და განმხოლოვებისა, გარეთ ყოველგვარ მსახურებაზე: „დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, – უთხრა მან მათ, – ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით“ ( ლკ. 24:49 ).

წერილებიდან ღირს მონაზონთა ჩანს, რომ ხსოვნა ღვთისა, ანდა სწავლება იყო საზოგადო გამოყენებაში მონაზვნებისა პირველი ეკლესიისა ქრისტესი. ღირსი ანტონი დიდი გვიანდერძებს განუწყვეტელ ხსოვნას სახელისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „არ მიანდო დავიწყებას, – ამბობს იგი, – სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, არამედ განუწყვეტლივ მოაქციე იგი გონებაში შენსა, შეინახე გულში, განადიდე ენით, თქმით: „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე“. ასევე: „უფალო იესო ქრისტე დამეხმარე მე“. ასევე: „გადიდებ შენ, უფალო ჩემო, იესო ქრისტე“ 137 .

დაკავებული იყვნენ განუწყვეტელი ლოცვით არა მხოლოდ განმხოლოვებულნი და განდეგილნი, არამედ საერთოდ მცხოვრებნი მონაზვნები. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს მონაზვნებზე მონახულებული მის მიერ ალექსანდრიის საერთო საცხოვრებლისა, რომ ისინი „კიდევაც თავად ტრაპეზზე არ წყვეტენ გონიერ ღვაწლს, არამედ დათქმული და შემოღებული ჩვეულებაში ნიშნით და ხელის მოძრაობით, ნეტარნი, ახსენებენ ერთი მეორეს ლოცვის შესახებ, აღსრულებულზე სულში. და აკეთებენ ისინი ამას არა მხოლოდ ტრაპეზზე, არამედ კიდეც ყოველგვარ შეხვედრაზე, ყოველგვარ შეკრებაზე“ 138 . ღირსმა ისააკმა, განმხოლოვებულმა ეგვიპტის სკიტისამ, გაანდო ღირს კასიანე რომაელს, რომ მისთვის განუწყვეტელი ლოცვის მაგივრობას სწევს მეორე სტრიქონი 69 ფსალმუნისა: „ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ: უფალო შეწევნად ჩემდა ისწრაფე“ 139 . ღირსმა დოროთემ, მონაზონმა საერთო საცხოვრებლის მონასტრისა აბბა სერიდისა პალესტინაში, დაარიგა მოწაფე თავისი ღირს დოსითეოსს, ნათქვამია ცხოვრებაში დოსითეოსისა, განუწყვეტლივ ევარჯიშა ხსოვნაში ღვთისა , მცნებად მისცა მას განუწყვეტლად წარმოეთქვა: „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე“ და „ძეო ღვთისაო დამეხმარე მე“ 140 . ღირსი დოსითეოსი ლოცულობდა მონაცვლეობით ხან პირველი, ხან მეორე სიტყვებით დასწავლული მისდამი ლოცვისა. იგი გადაცემული იყო მისთვის ასეთი სახით მიზეზით ახალბედობისა გონებისა მისი, რათა გონება არ დანაღვლიანებულიყო ერთფეროვნებით ლოცვისა. როდესაც ნეტარი დოსითეოსი მძიმედ დასნეულდა და მიუახლოვდა აღსასრულს, მაშინ წმინდა მოძღვარი მისი ახსენებდა მას განუწყვეტელ ლოცვას: „დოსითეოს! იზრუნე ლოცვაზე: უყურე არ დაკარგო იგი“. როდესაც სნეულება დოსითეოსისა კიდევ მეტად გაძლიერდა, კვლავ წმინდა დოროთე ამბობს: „რაო, დოსითეოს? როგორაა ლოცვა? მყოფობს კი?“ აქედან ჩანს ის მაღალი წარმოდგენა, რომელიც ჰქონდათ სწავლებაზე ძველ წმინდა მონაზვნებს. ღირსი იოანიკი დიდი განუწყვეტლივ იმეორებდა გონებაში ლოცვას: „სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე მფარველ ჩემდა სული წმინდა, სამებაო წმინდაო, დიდება შენდა“ 141 . მოწაფე იოანიკი დიდისა, ღირსი ევსტრათე, რომელსაც წმინდა მწერალმა ცხოვრებისა მისი უწოდა ღვთაებრივი, მოიხვეჭა უწყვეტი ლოცვა: „იგი ყოველთვის „უფალო შეგვიწყალე“ თავის თავში ამბობდა“, – ამბობს მწერალი ცხოვრებისა მისი 142 . რომელიღაც მამა რაითის უდაბნოსი მუდმივად იჯდა კელიაში, დაკავებული იყო წნვით თოკებისა, თანაც ამბობდა გოდებით, ქნევით თავისა: „რა იქნება?“ წარმოთქმისას ამ სიტყვებისა და რამდენადმე დადუმებული, კვლავ იმეორებდა: „რა იქნება?“ ასეთ სწავლებაში მან გაატარა ყველა დღე ცხოვრებისა თავისი, განუწყვეტლივ ჩიოდა რა იმაზე, რა მოჰყვებოდა გასვლას მისსას სხეულიდან 143 . წმინდა ისააკ ასური იხსენებს რომელიღაც მამის შესახებ, რომელიც განმავლობაში ორმოცი წლისა ლოცულობდა ერთი შემდეგი ლოცვით: „მე, როგორც ადამიანმა, შეგცოდე; შენ, როგორც ღმერთმა, მაპატიე მე“. სხვა მამები ისმენდნენ, რომ იგი დაისწავლება ამ ტაეპით მწუხარებით: იგი ტიროდა, გაუჩუმებლად, და ყველა ლოცვისმეტყველებას ცვლიდა მისთვის ეს ერთი ლოცვა დღე და ღამე 144 . უმეტესობა მონაზონთა ყოველთვის იყენებდა დასწავლისათვის ლოცვას იესოსას: „უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი“. ზოგჯერ, საჭიროების მიხედვით, ისინი ყოფდნენ მას ახალბედებისათვის ორ ნაწილად და ამბობდნენ განმავლობაში რამოდენიმე საათისა: „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე ცოდვილი“, შემდეგ განმავლობაში სხვა შუალედისა დროისა: „ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი“. თუმც, არაა საჭირო ხშირად გამოცვლა სიტყვებისა ლოცვისა: იმიტომ რომ ხეები, ხშირად გადასარგავნი, არ იდგამენ ფესვს, როგორც შეამჩნევს წმინდა გრიგოლ სინელი 145 . არჩევა ლოცვისა იესოსი დასწავლისათვის საკმაოდ საფუძვლიანია იმიტომ, რომ სახელი უფლისა იესო ქრისტესი შეიცავს თავის თავში განსაკუთრებულ საღვთო ძალას, ისე კიდევაც იმიტომ, რომ ვარჯიშისას ლოცვით იესოსით ხსოვნა სიკვდილზე, წამებაზე სულების მიერ ჰაერისა; გამონათქვამზე ღვთის მიერ საბოლოო განსაზღვრებისა, მარადიულ სატანჯველებზე იწყებს მოსვლას თავის დროს თვის თავად, და იმდენად ცოცხლად, რომ მოჰყავს მოღვაწე უხვ განუწყვეტელ ცრემლებამდე მწარე ქვითინამდე საკუთარ თავზე, როგორც მკვდარზე, უკვე დაკრძალულზე და აყროლებულზე, მომლოდინეზე გაცოცხლებისა ყოვლადძლიერი ღვთის სიტყვის მიერ ( ინ. 11:29, 43-44 ).

სარგებელი დასწავლისგან, ანდა ხსოვნისაგან ღვთისა ურიცხვია: იგი აღმატებულია სიტყვებზე, აღმატებულია ჩაწვდომისა. და ისინი, რომლებმაც შეიგრძნეს იგი, არ არიან შემძლებელნი სრულად განმარტონ იგი. განუწყვეტელი ლოცვა, როგორც მცნება ღვთისა და ნიჭი ღვთისა, აუხსნელია ადამიანური გონებით და სიტყვით. მოკლე ლოცვა კრებს გონებას, რომელიც, თუკი არ იქნება მიბმული დასწავლას, თქვა რომელიღაცამ მამათაგან, მაშინ ვერ შეძლებს შეწყვიტოს გაფანტულობა და ხეტიალი ყველგან 146 . მოკლე ლოცვა მოღვაწეს შეიძლება ჰქონდეს ყოველ ადგილას, ყველა დროს, ყოველგვარი საქმიანობისას, განსაკუთრებით სხეულისა. თვით დასწრებისას საეკლესიო ღვთისმსახურებაში, სასარგებლოა დაკავდე მისით, არა მხოლოდ არასაკმარისად გარკვევით კითხვისას, არამედ კიდევაც კითცხვისას გარკვეულისას. იგი ხელს უწყობს შესმენას საკითხავისას, განსაკუთრებით როდესაც დაინერგება სულში, ხდება როგორც ბუნებრივი ადამიანისათვის. დასწავლა საერთოდ, განსაკუთრებით იესოს ლოცვა, წარმოადგენს საუკეთესო იარაღს წინააღმდეგ ცოდვილი გულისთქმებისა. შემდეგი გამონათქვამი წმინდისა იოანე კიბისაღმწერელისა გამეორებულია ბევრი წმინდა მწერლების მიერ: „იესოს სახელით დაამარცხე მებრძოლი მოწინააღმდეგე: რადგან არც ზეცაში, არც დედამიწაზე ვერ იპოვი იარაღს, მეტად მტკიცეს“ 147 . განუწყვეტელი ლოცვისაგან მოღვაწე მოდის სიგლახაკეში სულიერში: დასწავლით განუწყვეტლივ ითხოვოს ღვთის შეწევნა, იგი თანდათან კარგავს მოიმედეობას საკუთარ თავზე; თუკი გააკეთებს რამეს წარმატებით, ხედავს ამაში არა თავის წარმატებას, არამედ წყალობას ღვთისას, რომელზეც იგი განუწყვეტლივ ევედრება ღმერთს. განუწყვეტელი ლოცვა ხელმძღვანელობს მოხვეჭაში რწმენისა: იმიტომ რომ განუწყვეტლივ მლოცველი იწყებს თანდათან შეგრძნებას თანდასწრებისა ღვთისა. ეს შეგრძნება ცოტ ცოტათი შესაძლოა გაიზარდოს და გაძლიერდეს იქამდე, რომ თვალი გონებისა უფრო ცხადად დაინახავს ღმერთს განგებულებაში მისსა, ვიდრე რამდენადაც ხედავს გრძნობითი თვალი ნივთიერ საგნებს ამა სოფლისას; გული შეიგრძნობს თანდასწრებას ღვთისას. დამნახავი ასეთნაირად ღვთისა და შემგრძნები მისი თანდასწრებისა, ვერ შეძლებს არ ირწმუნოს მასში ცოცხალი რწმენით, გამოცხადებულით საქმეებით. განუწყვეტელი ლოცვა ანადგურებს მზაკვრობას იმედით ღვთისა, შეჰყავს წმინდა უბრალოებაში, გადაჩვევით გონებისა სხვადასხვაგვარი გულისთქმებისგან, შედგენისაგან ზრახვებისა მიმართებაში საკუთარი თავისა და მოყვასთა, ყოველთვის შენახვით მისი სიმწირეში და სიმდაბლეში აზრებისა, შემადგენელთა მისი დასწავლისა. განუწყვეტლივ მლოცველი თანდათან კარგავს ჩვევას მეოცნებეობისადმი, გაფანტულობისადმი, ამაო მზრუნველობისადმი და მრავალმზრუნველობისადმი, კარგავს მით მეტად, რაც მეტად წმინდა და მდაბალი დასწავლა ჩაღრმავდება მის სულში, და ფეხს მოიკიდებს მასში. საბოლოოდ, იგი შესაძლებელია მოვიდეს მდგომარეობაში ჩვილობისა, ნამცნებში სახარების მიერ, გახდეს სულელი ქრისტესთვის, ესე იგი, დაკარგოს ცრუდ მქონე მეცნიერება ამა სოფლისა და მიიღოს ღვთისაგან გონება სულიერი. განუწყვეტელი ლოცვით ნადგურდება ცნობისმოყვარეობა, ეჭვიანობა, სათუოობა. ამის გამო ყველა ხალხი იწყებს მოჩვენებას კეთილებად; ხოლო ასეთი გულისმიერი წინდისაგან ხალხისადმი იშვება მათდამი სიყვარული. განუწყვეტლივ მლოცველი იმყოფება განუწყვეტლივ უფალში, შეიცნობს უფალს როგორც უფალს, იხვეჭს შიშს უფლისას, შიშით შედის სიწმინდეში, სისუფთავით საღვთო სიყვარულში. სიყვარული ღვთისა აღავსებს ტაძარს თავისას ნიჭებით სულისა.

ამბობს ღირსი აბბა ესაია განდეგილი დასწავლაში: „კეთილგონიერი მდიდარი მალავს შიგნით სახლისა საგანძურს თავისას: განძი, გამოტანილი გარეთ, ექვემდებარება მტაცებლობას ქურდებისას და თავდაისხმება ძლიერთაგან ამა სოფლისა: ასე მონაზონიც მდაბალბრძენი და სათნო მალავს თავის სათნოებებს, როგორც მდიდარი საუნჯეს, არ აღასრულებს სურვილებს დაცემული ბუნებისას. იგი ყვედრის თავს ყოველ საათს და ვარჯიშობს საიდუმლო დასწავლაში, ნათქვამის მიხედვით წერილისა: „განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა, და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი“ ( ფს. 38:4 ). როგორ ცეცხლზე საუბრობს აქ წერილი? ღმერთზე: „ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს“ ( ებრ. 12:29 ). ცეცხლით დნება ცვილი და შრება შლამი ბილწი უწმინდურობებისა: ასე კიდეც საიდუმლო დასწავლით შრება ბილწი გულისთქმები, და ნადგურდება სულისგან ვნებები, ნათლდება გონება, ნათელი ხდება და ფაქიზდება აზრი, იღვრება სიხარული გულში. საიდუმლო დასწავლა წყლავს ეშმაკებს, ყრის ბოროტ გულისთქმებს: მისით ცოცხლდება შინაგანი ადამიანი. შეიარაღებულს საიდუმლო დასწავლით ამტკიცებს ღმერთი; ანგელოზები გადასცემენ მას ძალას; ადამიანები ადიდებენ მას. საიდუმლო დასწავლა და კითხვა ხდის სულს სახლად, ყველა მხრიდან დაკეტილად და ჩაკეტილად, სვეტად უძრავად, თავშესაფრად ჩუმად და უშფოთველად. იგი იხსნის სულს, იცავს რა მას მერყეობისაგან. ძალიან შეცბუნდებიან ხოლმე და დუმან ეშმაკნი, როდესაც მონაზონი იიარაღებს თავს საიდუმლო დასწავლით, რომელიც მდგომარეობს ლოცვაში იესოსაში: „უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე“, – კითხვა განმარტოვებაში შეეწევა ვარჯიშს დასწავლაში. საიდუმლო დასწავლა არის სარკე გონებისათვის, ლამპარი სინდისისათვის. საიდუმლო დასწავლა აშრობს სიძვას, ათვინიერებს მძვინვარებას, განაგდებს მრისხანებას, აშორებს სევდას, აქრობს მოურიდებლობას, ანადგურებს გულგატეხილობას. საიდუმლო დასწავლა განანათლებს გონებას, განაგდებს სიზარმაცეს. საიდუმლო დასწავლისაგან იშვება ლმობიერება, სახლდება შენში შიში ღვთისა: მას მოაქვს ცრემლები. საიდუმლო დასწავლით მოეგვრება მონაზონს მდაბალსიბრძნეობა დაუზარელი, მღვიძარება კეთილშემუსრვილი, ლოცვა შეუცბუნებელი. საიდუმლო დასწავლა არის საუნჯე ლოცვითი: იგი განაგდებს გულისთქმებს, წყლავს ეშმაკებს, ასუფთავებს სხეულს. საიდუმლო დასწავლა ასწავლის მრავალმთმენობას, თავშეკავებას; ზიარს თავისას აუწყებს გეენიის შესახებ. საიდუმლო დასწავლა ინახავს გონებას მეოცნებეობის გარეშე, და მოაქვს მისთვის ფიქრი სიკვდილის შესახებ. საიდუმლო დასწავლა აღვსებულია ყველა კეთილი საქმით, შემკულია ყოველგვარი სათნოებით, ყოველგვარი ბილწი საქმისადმი უთანაზიაროა და უცხო“ 148 .

წმინდა ისააკ ასური : „ვისი დასწავლაც განუწყვეტლივ ღმერთშია, იგი განაგდებს თავისგან ეშმაკებს და აღმოფხვრის თესლს ბოროტებისას მათსას. მხიარულობს გული გამოცხადებებში მათისა, ვინც განუწყვეტლივ ყურადღებითაა სულისადმი თავისი. მიმმართველი მხედველობისა გონებისა თავისი თავის თავში, ჭვრეტს თავის თავში განთიადს სულისას. ამრეზით შემხედავი ყოველგვარი გაფანტულობისადმი მიდებ მოდებისადმი, გაბნეულობისადმი), ჭვრეტს მეუფეს შინაგან საუნჯეში გულისა თჳსისა... ზეცა შენს შიგნითაა, თუკი იქნები სუფთა, თით შენშიც დაინახავ ანგელოზებს ნათლით მათით, და მათთან ერთად მეუფეს მათსას, და მათს შიგნითაც... საგანძური მდაბალბრძენისა შიგნითაა მისა, და იგი – უფალია... ვნებები განიდევნება და აღმოიფხვრება განუწყვეტელი დასწავლით ღვთის შესახებ: იგი – მახვილია, მომკვლელი მათი. მსურველი დაინახოს უფალი თავის შიგნით, ცდილობს განწმინდოს თავისი გული განუწყვეტელი ხსოვნით ღვთისა: ასეთნაირად ნათლობით თვალთა გონებისა ყოველ საათს განჭვრეტს უფალს. რაც გადახდება თევზს, ამოყვანილს წყლიდან, ის გადახდება გონებასაც, გამოსულს ხსოვნისაგან ღვთისა, და მოხეტიალეს მოგონებებში ამა სოფლისა... საშიშია ეშმაკებისთვის, საყვარელი ღვთისათვის და ანგელოზებისათვის მისა ის, ვინც ღამითა და დღისით ცხელი გულმოდგინებით ეძიებს ღმერთს გულში თავისაში და ამოძირკვავს მისგან აღმოცენებულ მანქანებებს მტრისას 149 . გარეშე განუწყვეტელი ლოცვისა შეუძლებელია მიახლოება ღმერთთან“ 150 .

ღირსი ისააკ რომაელი: „ლოცვა ამ პატარა სტრიქონით (ზემოთნახსენები მეორე სტრიქონით 69 ფსალმუნისა) უნდა იყოს განუწყვეტელი, რათა საცდურმა ჩვენ არ დაგვამხოს, რათა კეთილდღეობაში შევინახოთ თავნი განდიდებისაგან. დასწავლა ამ მცირე სტრიქონში, ვამბობ, დაე ტრიალებდეს მკერდში შენსაში განუწყვეტლად. არ შეწყვიტე გამეორება მისი, როგორ საქმეშიც კი არ უნდა იყო, ანდა მორჩილებაში, ანდა თუკი შენ იმყოფები მოგზაურობაში. დაესწავლე მასში მისვლისას ძილადაც, და მოხმარებისასაც საკვებისა, და დაკმაყოფილებისას უმდაბლესი საჭიროებებისა სხეულისა. ასეთი ვარჯიში გულისა გახდება შენთვის მხსნელ კანონად, რომელიც არა მხოლოდ შეგინარჩუნებს შენ დაუზიანებლად ყოველგვარი თავდასხმისას დემონებისა, არამედ განწმენდითაც ყველა ხორციელი ვნებებისგან, აგიყვანს უხილავ და ზეციერ ხილვებამდე, აგიყვანს გამოუთქმელ საკმაოდ ცოტასთვის გამოცდილებითად ნაცნობ, სიმაღლეზე ლოცვისა. ეს მცირე სტრიქონი განგაშორებს შენგან ძილს, სანამ შენ, ჩამოყალიბებული ამ გამოუთქმელით სიტყვებით ვარჯიშით, არ დაისწავლი დაკავდე მისით ძილის დროსაც. იგი, როდესაც მოგიხდება შენ გამოიღვიძო, პირველი მოვა შენთან ფიქრად; იგი, როდესაც გაიღვიძებ, გააფრთხილებს ყველა სხვა ზრახვას; იგი, როდესაც ადგები სარეცლიდან შეინისა, დაგაკავებს შენ, სანამ არ დაიწყებ მუხლდრეკებს; იგი გაგიძღვება შენ ყოველგვარი შრომისაკენ და საქმისაკენ; იგი ყოველ დროს შენ გამოგყვება. მასში დაესწავლე მცნების მიხედვით კანონმდებელისა (ე.ი მოსე კანონმდებელისა ისრაელისა), ჯდომისას სახლში და სვლისას გზაზე, დაწოლილი დასაძინებლად და ამდგარი ძილისაგან; დაწერე იგი ზღურბლებზე და კარებზე ბაგეთა შენთა: დაწერე იგი კედლებზე სახლისა შენისა და შინაგან საგანძურებში მკერდისა შენისა, ისე, რომ იგი, როდესაც შენ დაწოლილი ხარ, იყოს მზად შენთვის ფსალმუნად, როდესაც კი ადგები და შეუდგები აღსრულებას ყველაფრის აუცილებლის ცხოვრებისათვის, მოხერხებულად აღსასრულებლად განუწყვეტელი ლოცვისაც“ 151 .

წმინდა იოანე ოქროპირი : „ძმებო! გევედრებით თქვენ: არ დაუშვათ თქვენთვის როდესმე შეწყვიტოთ აღსრულება კანონისა ამ ლოცვისა, ანდა უგულებელყოთ იგი... მონაზონი იღებს კი საკვებს ანდა სასმელს, ზის კი, ანდა მსახურებს, მოგზაურობს კი, ანდა რამე სხვას აკეთებს, უნდა განუწყვეტლად ღაღადებდეს: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო შემიწყალე მე!“ რათა სახელმა უფლისა იესოსამ, თუმც სიღრმეში გულისა, დაამდაბლოს გველი, მფლობელი გულის საძოვრებისა, იხსნას და გააცოცხლოს სული. განუწყვეტლივ იყავი სახელში უფლისა იესოსაში, დაე შთანთქას გულმა უფალი და უფალმა გული, და დაე იყვნენ ეს ორნი – ერთი“ 152 .

ძმა შეეკითხა ღირს ფილიმონს: „რას ნიშნავს, მამაო, იდუმალი დასწავლა?“ ბერმა უპასუხა: „წადი, იფხიზლე გულში შენსაში და თქვი აზრში შენსაში ფხიზლად, შიშით და კანკალით: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ 153 .

რის გამო განუწყვეტელი ლოცვა ანდა განუწყვეტელი ხსოვნა ღვთისა წოდებულია დასწავლად? – იმის გამო, რომ მოღვაწეებმა, საქმიანობაზე რომელთაც გარდამოვიდა ცვარი საღვთო მადლისა, მოიპოვეს განმეორებულ მათ მიერ მოკლე ლოცვაში სულიერი, უღრმესი, აღმოუვსებელი აზრი, მუდმივად მიმზიდველი და გამაღრმავებელი მათი ყურადღებისა თავიანთი სულიერი სიახლით. და ხდებოდა მათთვის მოკლე სტრიქონი უვრცელეს მეცნიერებად, მეცნიერებად მეცნიერებათაგანად, ხოლო დაკავებულობა მისით ზუსტი მნიშვნელობით დასწავლად.

ასეთნია დარიგებები წმინდა მამათა: ასეთი იყო მათი საქმიანობა. არა მხოლოდ ყველა საქმე და სიტყვა, – ყველა ზრახვა მათი იყო მიძღვნილი ღვთისადმი. აი მიზეზი სიუხვისა მათს ნიჭებში სულისა. საწინააღმდეგოდ ამისა, ჩვენ დაუდევრები ვართ საქმეებში ჩვენსაში; ვიქცევით არა ისე, როგორც გვავალებს მცნებები ღვთისა, არამედ როგორც მოგვიხდება, პირველი სწრაფვის მიხედვით გრძნობათა, პირველი წარმოდგენილი აზრის მიხედვით. სიტყვებზე დაუდევარნი ვართ კიდევ მეტად, ვიდრე საქმეებზე, ხოლო ფიქრებს არ ვაქცევთ რაიმენაირ ყურადღებას; ისინი დაბნეული გვაქვს ჩვენ ყველგან, ისინი ყველა მიძღვნილია ჩვენ მიერ მსხვერპლად ამაოებისადმი. გონება ჩვენი, საწინააღმდეგოდ მდგომარეობისა გონებისა, შემოზღუდულისა დასწავლით 154 , მსგავსია ოთხკარიბჭიანი შენობისა, რომლისაც ყველა კარები ღიაა, რომელთანაც არაა რაიმენაირი მცველი, სადაც შეუძლია შევიდეს, და საიდანაც შეიძლება გამოვიდეს ყოველგვარი მსურველი, შეტანით და გამოტანით ყველაფრისა, რაც მოესურვება. ძმანო! შევწყვიტოთ ასეთი ცხოვრება უყურადღებო და უნაყოფო. მივბაძოთ საქმიანობას წმინდა მამებისას, ხოო სხვათა შორის საქმიანობებს, და ხსოვნას ღვთისას, რომელშიც ისინი განუწყვეტლივ ინახავდნენ გონებას თავიანთს. ყმაწვილო! ამას გულმოდგინებით თესლისა სათნოებათა, დაესწავლე მოთმინებით და იძულებით თავისა ყველა ღვთისთვის სასურველ ვარჯიშში და ღვაწლებში, დაესწავლე ხსოვნასაც ღვთისას, მოამწყვდიე გონება შენი წმინდა დასწავლაში. თუკი დაინახავ, რომ იგი ნანუწყვეტლივ სხლტება გარეგან და ამაო ზრახვებში: არ მოხვიდე გულგატეხილობაში. გააგრძელე მუდმივობით ღვაწლი: „შეეცადე დაბრუნდე, – ამბობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი , – ანდა უფრო სწორად მოათავსო აზრი სიტყვებში ლოცვისა. თუკი იგი სიჩვილობის გამო ამოვარდება ხოლმე ( მოქცევისგან სიტყვებშI ლოცვისა), – კვლავ შეიყვანე იგი ( მათში). დამახასიათებელია მისთვის დაუდგრომლობა (მარადმოძრავობა); მაგრამ შეუძლია მისცეს მას დგომობა იმან, ვინც ყველაფერს ალაგებს. თუკი მუდმივად დარჩები ამ ღვაწლში, მაშინ მოდის დამდები ზღვრისა ზღვისადმი გონებისა შენისა შეში და ეტყვის მას ლოცვაში შენსაში: „ აქამომდე მოხჳდე და არა გარდაჰჴდე“ ( იობ. 38:11 ) 155 . დასწავლა გარეგნულად ჩანს საქმიანობად უცნაურად, მშრალად, მოსაწყენად, მაგრამ არსით არის საქმიანობა მრავალნაყოფიერი, უძვირფასესი ეკლესიური გარდამოცემა, დადგენილება ღვთისა, საგანძური სულიერი, საკუთრება მოციქულთა და წმინდა მამათა, მიმღებთა და გადმომცემთა მისი ჩვენდამი ბრძანებით წმინდისა სულისა. შენ არ შეგიძლია წარმოიდგინო ის სიმდიდრენი, რომელთა მემკვიდრეც გახდები თავის დროზე, მოხვეჭით ჩვევისა განუწყვეტლივ გახსოვდეს ღმერთი. გონებასა და გულზე ახალბედასი „არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“ ( 1კორ. 2:9 ) არა მხოლოდ მომავალ საუკუნეში, არამედ კიდეც ამ ცხოვრებაში ( მკ. 10:30 ), რომელშიც ისინი წინაგემულობენ ნეტარებას მომავალი საუკუნისას. „შეემზადე, – თქვა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა , – განუწყვეტელი ლოცვით, აღსრულებულით საიდუმლოდ სულში შენსაში, ლოცვითი წარდგომისადმი, და მალე წარემატები“ 156 . თავის დროზე დასწავლა მოიცავს მთელს არსებას შენსას, შენ გახდები მისგან როგორც აღტაცებული, როგორც მიკუთვნებული ამა სოფლისადმი და ამასთან არ მიკუთვნებული, უცხო მისდამი: კუთვნილი სხეულით, არ კუთვნილი გონებით და გულით. დამთვრალს გრძნობითი ღვინით არ ახსოვს თავისი თავი, ივიწყებს დარდს, ივიწყებს თავის ღირსებას, თავის კეთილშობილებასა და ქონებას: და დამთვრალი საღვთო დასწავლით ხდება ცივი, უგრძნობი მიწიერი ავხორცობებისადმი, მიწიერი დიდებისადმი, ყველა მიწიერი სარგებელისა და უპირატესობებისადმი. აზრი მისი მუდმივად ქრისტესთანაა, რომელიც დასწავლით მოქმედებს როგორც საღვთო კეთილსურნელებით: „რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად“ ( 2კორ. 2:6 ). დასწავლა აკვდინებს ადამიანში თანაგრძნობას ამა სოფლისადმი და ვნებებისადმი, აცოცხლებს მასში თანაგრძნობას ღვთისადმი, ყოველგვარი სულიერისადმი და წმინდისადმი, ნეტარი მარადისობისადმი. „რაი ძეს ჩემი ცათა შინა?“ – ღაღადებს დამთვრალი დასწავლით. არაფერი. – „და შენგან რა ვინებე ქუეყანასა ზედა?“ მხოლოდ ის, რათა მე განუწყვეტლივ მივწებებულიყავი შენ ლოცვით განმხოლოვებულით. სხვათათვის სანუკვარია სიმდიდრე, სხვათათვის დიდება, მაგრამ ჩემთვის სანუკვარია „მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს და დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი, “ ( ფს. 72:25, 28 ) 157 .

სიტყვები დასწავლისა თავდაპირველად საჭიროა წარმოითქვას ენით, საკმაოდ ჩუმი ხმით, აუჩქარებლად, ყოველგვარი ყურადღებით, ჩაკეტვით, ზემოთმოყვანილი რჩევის მიხედვით წმინდისა იოანე კიბისაღმწერელისა , გონებისა სიტყვებში დასწავლისა. ცოტ ცოტათი ლოცვა ბაგისმიერი გადავა გონიერში, ხოლო შემდეგ გულისმიერშიც. მაგრამ ამ გადასვლისთვის საჭიროა ბევრი წლები. არაა საჭირო ძიება მისი ნაადრებად; დაე იგი აღესრულება თავის თავად, ანდა უფრო სწორად, დაე მოგვანიჭებს მას ღმერთი ნაცნობზე მისდამი დროს, მიხედვით სულიერი ასაკისა და გარემოებათა მოღვაწისა. მდაბალი მოღვაწე კმაყოფილდება იმით, რომ ეღირსება ხსოვნას ღვთისას. და ამას უკვე თვლის იგი დიდ წყალობად შემოქმედისა ღატაკი და უძლური ქმნილებისათვის – ადამიანისა. იგი თვლის თავის თავს უღირსად მადლისა, არ ეძიებს გახსნას თავის თავში მოქმედებისა მისი, შეცნობით სწავლებისაგან წმინდა მამათა, რომ ასეთ ძიებას აქვს საწყისად თავისად პატივმოყვარეობა, რომლისგანაც – ხიბლია და დაცემა, რომ ეს ძიება თავის თავად უკვე არის ცდუნება, იმიტომ რომ გაძლიერებული ძიებისას მიღება მადლისა დამოკიდებულია მხოლოდ ღმერთზე 158 . მას სწყურია გახსნას თავის თავში თავისი ცოდვილობა, და მოიხვეჭოს შემძლებლობა მგლოვარებისა მასზე. იგი ანდობს თავს ნებას ყოვლადკეთილი და ყოვლადმოწყალე ღვთისა, მცოდნესი, ვისთვისაა სასარგებლო მიანიჭოს მადლი, და ვისთვისაა მარგებელი შეაკავოს მოსვლა მისი. ბევრი, მიღებისას მადლისა მოვიდნენ დაუდევრობაში, ქედმაღლობასა და თავდაჯერებულობაში; მიცემული მათთვის მადლი გამოდგა, მიზეზით მათი უგუნურებისა, მხოლოდ მეტი განკითხვისათვის მათი. ნეტარია წინდი გულისა მონაზონში, რომლის მიხედვითაც იგი, ვარჯიშისას როგორიც არ უნდა იყოს ღვაწლში, ვარჯიშობს სრულად უანგაროდ, შია და სწყურია მხოლოდ აღასრულოს ნება ღვთისა, ხოლო თავის თავს აძლევს მთელი რწმენითა და უბრალოებით, უკუგდებით თავისი შეგნებისა, ძალაუფლებას, ნებას, მმართველობას გულმოწყალე უფლისა ღვთისა ჩვენისა, მსურველს ყველა ადამიანის ხსნისა და გონებასა ჭეშმარიტსა მოსვლა. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

Next