Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 8

Previous

ხატების შესახებ და მსგავსებისა ღვთისა ადამიანში

„ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ.“ ( დაბ. 1:26 ), – საიდუმლოებრივად ითათბირა თავის თავში და თავის თავთან ღმერთმა-სამებამ წინაშე შექმნისა ადამიანისა.

ადამიანი – ხატია და მსგავსება ღვთისა. ღმერთი, მიუვალი დიდებულებაში თავისაში, ღმერთი, აღმატებული ყოველგვარ ხატებაზე, გამოისახა ადამიანში, გამოისახა ნათლად და დიდებით. ასე გამოისახება მზე მდაბალ წვეთში წყლისა. არსება ადამიანისა, უზენაესი მისი ძალა, რომლითაც იგი განსხვავდება ყველა მიწიერ ცხოველზე, რომლითაც იგი თანაბარია ანგელოზებისა, სული მისი, არის ხატება არსებისა ღვთისა; თვისება სულისა ადამიანისა წარმოადგენს მდგომარეობაში უმანკოებისაში თავისაში მსგავსებას თვისებათა ღვთისა, რომელიც, მოხაზვით ყოვლისშემძლე მარჯვენით თავისი მსგავსებისა ადამიანზე, იმყოფება ყველაზე მაღლა ყოველგვარი მსგავსებისა და შედარებისა.

როგორიღა ჩინებული, აღსავსე მრაველფეროვანი ღირსებისაა მრავალფეროვანი სილამაზისა, არსება – ადამიანი?!

მისთვის შექმნილია შემოქმედის მიერ მთელი ხილული ბუნება, მთლიანად იგი დანიშნულია სამსახუროდ მისი, მთლად იგი – მისი საოცარი მოწყობილობაა.

როდესაც შემოქმედს ამოჰყავდა ყოფიერებაში არარსებობისაგან ყველა სხვა ქმნილებას, კმაყოფილდებოდა იმით, რომ წარმოთქვამდა თავის ყოვლისშემძლე ბრძანებას. როდესაც კი მოისურვა აღესრულებინა საქმე სამყაროს შექმნისა შექმნით უმოხდენილესი, უსრულყოფილესი ქმნილებისა, იგი დაასწრებს შექმნას თათბირით.

უზარმაზარი ნივთიერება მის თვალუწვდენელ და აურაცხელ სხვადასხვაგვარობაში, შექმნილი უწინ ადამიანისა, იყო – ვიტყვით მტკიცებით, იმიტომ რომ ვიტყვით სამართლიანად – ქმნილება მოსამზადებელი.

ასე მიწიერი მეფე აწყობს და ამკობს დიდებულ დარბაზს იმისათვის, რათა მასში დადგას თავისი გამოსახულება.

მეფე მეფეთა და ღმერთი ღმერთთა ამზადებს მთელ ხილულ ბუნებას მთელი მისი მორთულობით, მთელი ხილული ჩვენ მიერ გასაოცარი საუცხოობით. შემდეგ ამ სასახლეში აყენებს, როგორც საბოლოო მიზეზს ყველაფრისას, თავის ხატებას.

დასასრულს სამყაროს შექმნისა, უწინარეს შექმნისა ადამიანისა, ღმერთი ათვალიერებს შექმნილს მის მიერ და ჰპოვებს მას დამაკმაყოფილებლად: „იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ“ ( დაბ. 1:25 ).

შექმნის შემდეგ ადამიანისა, კვლავ ღმერთი სინჯავს მთელ შექმნილს მის მიერ და უკვე ჰპოვებს ქმნილებას თავისას შნოიანს, სრულს, სრულყოფილს: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,“ ( დაბ. 1:31 ).

ადამიანო! გაიგე შენი ღირსება.

შეხედე მდელოს და ყანას, ფართო მდინარეებს, უსაზღვრო ზღვებს, მაღალ მთებს, მდიდრულ ხეებს, ყველა მხეცებს და საქონელს მიწიერს, ყველა მხეცს და თევზს, მოგზაურთ სივრცეებში წყალთა, შეხედე ვარსკვლავებს, მთვარეს, მზეს, ზეცას: ეს ყველაფერი – შენთვისაა, ყველაფერი დაწესებულია შენთვის სამსახურად.

გარდა ხილული ჩვენ მიერ მსოფლიოსი არის კიდევ სამყარო უხილავი ხორციელი თვალებით, შეუდარებლად აღმატებული ხილულზე. და უხილავი სამყაროც – ადამიანისთვისაა.

როგორ უფალმა პატივი სცა ხატებას თავისას! როგორი წინასწარ დაუსახა მას მაღალი დანიშნულება! ხილული სამყარო – მხოლოდ წინაშესამზადებელი კარიბჭეა სავანისა, შეუდარებლად უსაუცხოოესისა და უვცელესისადმი. აქ, როგორც კარიბჭეში, ხატება ღვთისა უნდა შეიმკოს საბოლოო ნაკვთებით და საღებავებით, რათა მიიღოს უსრულყოფილესი მსგავსება თავის უყოვლადწმინდეს, ყოვლადუსრულყოფილეს დედანთან, რათა სილამაზეში და სიტურფეში ამ მსგავსებისა შევიდეს იმ სასახლეში, რომელშიც დედანი იმყოფება მიუწვდომლად, თითქოს შეზღუდვით თავისი შეუზღუდავობისა გამოსაცხადებლად თავისა თავისი საყვარელი, გონიერი ქმნილებებისადმი.

ხატება სამება-ღმერთისა – სამება-ადამიანია.

სამი პირია სამება-ადამიანში – სამი ძალა მისი სულისა, რომლებითაც მჟღავნდება არსებობა სულისა. აზრები ჩვენნი და სულიერი შეგრძნებები ამჟღავნებენ არსებობას გონებისას, რომელიც, გამომჟღავნებისას მთელი სიცხადით, ამასთან იმყოფება სრულად უხილავი და მიუწვდომელი.

საღვთო წერილში და წერილებში წმინდა მამათა ზოგჯერ საერთოდ სამშვინველი იწოდება სულად, ზოგჯერ იწოდება სულად ცალკეული ძალა სამშვინველისა. მამები უწოდებენ ამ ძალას სულისას სიტყვიერებას ანდა ძალას სიტყვიერებისას. ისინი ყოფენ მას სამ კერძო ძალებად: გონება, აზრი ანდა სიტყვა და სული, გონებად ისინი უწოდებენ თავად წყაროს, თავად საწყისს აზრებისაც, და სულიერი შეგრძნებებისაც. სულად, კერძო მნიშვნელობით, იწოდება შემძლებლობა სულიერი შეგრძნებებისა. ხშირად მამათა წერილებში სიტყვიერი ძალა ანდა სული იწოდებიან გონებად, ხშირად იწოდებიან გონებებად შექმნილი სულები, მთელი იღებს სახელს მთავარი თავისი ნაწილისაგან.

თავად არსება სულისა ჩვენისა – ხატია ღვთისა. და დაცემისასაც ცოდვაში, სული რჩება ხატად! და ჩაგდებული ალში ჯოჯოხეთისა, სული ცოდვილისა, თავად ალში ჯოჯოხეთისა იმყოფება ხატად ღვთისად! ასე ასწავლიან წმინდა მამები 62 .

გალობს წმინდა ეკლესია თავის საგალობლებში „ხატი ვარ გამოუთქმელი შენი დიდებისა, თუკი კიდეც წყლულებს ვატარებ შეცოდებათა“ 63 .

გონება ჩვენი – ხატია მამისა: სიტყვა ჩვენი (წარმოუთქმელ სიტყვას ჩვენ ჩვეულებრივ ვუწოდებთ აზრად) – ხატია ძისა; სული – ხატია წმინდისა სულისა.

როგორც სამება-ღმერთში სამი პირი შეურწყმელად და განუყოფლად შეადგენენ ერთ საღვთო არსებას, ისე სამება-ადამიანში სამი პირი შეადგენს ერთ არსებას, არ შერევით ერთმანეთში, არ შერწყმით ერთ პირში, არ გაყოფით სამ არსებად.

გონებამ ჩვენმა შვა და არ წყვეტს შობას აზრისა, აზრი შობილი, არ წყვეტს კვლავ შობას და ამასთან იმყოფება შობილი, დაფარული გონებაში.

გონება გარეშე აზრისა არსებობას ვერ შეძლებს, და აზრი – გარეშე გონებისა. საწყისი ერთისა აუცილებლად არის კიდეც საწყისი მეორისა: არსებობა გონებისა არის აუცილებლად არსებობაც აზრისა.

ზუსტად ასევე სული ჩვენი გამოდის გონებიდან და შეეწევა აზრს. ამიტომაც ყოველგვარ აზრს აქვს თავისი სული, ყოველგვარ სახეს აზრთას აქვს თავისი ცალკეული სული, ყოველგვარ წიგნს აქვს თავისი საკუთარი სული.

არ შეუძლია აზრს იყოს გარეშე სულისა, არსებობა ერთისა აუცილებლად თანხლებულია არსებობით მეორისა. არსებობაში მისი და მეორისა ცხადდება არსებობა გონებისა.

რა არის – სული ადამიანისა? – ერთობლიობა გულისმიერი გრძნობებისა, კუთვნილი სულისადმი სიტყვიერისა და უკვდავისა, უცხოთა სულებისადმი პირუტყვთა და მხეცთა.

გული ადამიანისა განსხვავდება გულისაგან ცხოველთა სულით თავისით. გულებს ცხოველებისას აქვთ შეგრძნებები დამოკიდებულნი სისხლზე და ნერვებზე, არ აქვთ შეგრძნებები სულიერი – ამ ნაკვთისა საღვთო ხატისა, გამონაკლისი კუთვნილებისა ადამიანისა.

ზნეობრივი ძალა ადამიანისა – სულია მისი.

ჩვენი გონება, სიტყვა და სული, ერთდროულობით თავისი საწყისისა და თავისი ურთიერთდამოკიდებულებებით წარმოადგენენ ხატებას მამისა, ძისა და წმიდისა სულისა, თანამარადიულთა, თანაუსაწყისოებისა, თანასწორთა, ერთბუნებიანთა.

„რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, – გვაუწყა ძემ, – მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს“ ( ინ.14:9-10 ). იგივე შესაძლოა ითქვას გონებაზე ადამიანურზე და აზრზე მისაზე: გონება, უხილავი თავის თავად, ცხადდება აზრში, გაცნობილი აზრთან, გაეცნო გონებას, წარმომშობს ამ აზრისას.

უფალმა დაარქვა სულს წმინდას „ძალი მაღლით“ ( ლკ. 24:49 ), „სული ჭეშმარიტებისა“ ( ინ. 14:17 ); ჭეშმარიტება – ძეა. თვისება ძალისას აქვს სულსაც ადამიანისას; იგი არის სულიც აზრთა ადამიანთა, ჭეშმარიტია კი ისინი ანდა მცდარნი. იგი მჟღავნდება საიდუმლო მოძრაობებშიც გულისა, და სახეშიც აზრთა, და ყველა ქმედებებში ადამიანისა. სულით ადამიანისა მჟღავნდება გონებაც მისი, და სახეც აზრთა; სულს ყოველი საქციელისა ამჟღავნებს აზრი, ხელმძღვანელი ადამიანისა საქციელისას.

გულმოწყალე უფალმა შეამკო თავისი ხატი მსგავსებითაც თავისით. ხატება ღვთისა – თავად არსებაა სულისა, მსგავსება – სულიერი თვისება.

იყო ახლადშექმნილი ხატი ღვთისა – ადამიანი, მსგავსი ღვთისა, უსასრულო, ბრძენი, კეთილი, სუფთა, უხრწნელი, წმინდა, უცხო ყოველგვარი ცოდვილი ვნებისა, ყოველგვარი ცოდვილი ფიქრისა და შეგრძნებისა.

გაწაფული მხაგვარი ჯერ გამოსახავს ფორმას, ნაკვთებს იმ სახისას, რომლისგანაც იხატავს პორტრეტს. გამოსახვით სიზუსტით ამ ნაკვთებისა, იგი აძლევს სახეს, თავად ტანსაცმელს ფერსა და საღებავებს დედნისას, ამით სრულყოფს მსგავსებას. ღმერთმა, შექმნით თავისი ხატისა, შეამკო იგი თავისი მსგავსებით: დამახასიათებელია ხატისთვის ღვთისა ჰქონდეს ყველაფრით მსგავსება ღმერთთან. სხვაგვარად ხატი იქნებოდა არასაკმარისი, უღირსი ღვთისა, არ აღასრულებდა თავის დანიშნულებას, არ შეესაბამებოდა მას.

ვაი! ვაი! იტირე ზეცავ! იტირე მზევ, იტირეთ, ყველა მნათობნო, იტირე, მიწავ, იტირეთ, ყველა ქმნილებავ ზეციურნო და მიწიერნო! იტირე, მთელო ბუნებავ! იტირეთ წმინდა ანგელოზებო! იგოდეთ მწარედ, უნუგეშოდ! შეიმოსეთ, როგორც ტანსაცმელში, ღრმა სევდაში! – აღესრულა უბედურება, უბედურება, სავსებით ღირსი იწოდებოდეს უბედურებად: ხატი ღვთისა დაეცა.

პატივისცემული თვითმპყრობელობით ღვთისაგან, როგორც ერთით კაშკაშათაგან, ცოცხალ ფერთა ღვთის მსგავსებისა, ცდუნებული ანგელოზის მიერ უკვე დაცემულისა, იგი შეუერთდა აზრსა და სულს ბნელს მამისა სიცრუისა და ყოველგვარი ბოროტებისა. ეს შეერთება განახორციელა ქმედებით: განცალკევებით ნებისაგან ღვთისა. ამით განაგდო თავისგან სული ღვთისა, გაამრუდა საღვთო მსგავსება, გახადა თვით ხატი გარყვნილი.

ცოცხლად და ზუსტად გამოხატა ეკლესიასტემ უბედურება დაცემისა: „და გარდაქცეული იგი, – თქვა მან, – ვერ ჴელ-ეწიფების შემკობად, და დაკლებულსა მას ვერ უძლავს აღრაცხვად“ ( ეკლ. 1:15 ).

მოშლა ხატებისა და მსგავსებისა მოსახერხებელია ყოვლისათვის დაინახოს თავისში. სილამაზე მსგავსებისა, შემდგარი ერთობლიობაში ყველა სათნოებათა, წაბილწულია ბნელი და მყრალი ვნებებით. ნაკვთები ხატისა მოკლებულია თავის სისწორეს, თავის ურთიერთთანხმობას: აზრი და სული იბრძვიან ერთმანეთში, გამოდიან მორჩილებიდან გონებისა, მხედრდებიან საწინააღმდეგოდ მისა. თავად იგი – განუწყვეტელ გაცბუნებაშია, დაბნელებაში საშინელში, დამფარავში მისგან ღმერთისა და გზისა ღმერთისკენ, წმინდისა, შეუმცდარისა.

საშინელი ტანჯვით თანიხლება მოშლა ხატისა და მსგავსებისა ღვთისა. თუკი ადამიანი ყურადღებით, განმარტოვებაში, განმავლობაში მნიშვნელოვანი დროისა, გამუდმებით უყურებს თავს, მაშინ იგი დარწმუნდება, რომ ეს ტანჯვა მოქმედებს უწყვეტად – იღება და იხურება, მიხედვით იმისა, მეტად ანდა ნაკლებად ახშობს მას გართობა.

ადამიანო! შენი გართობა, შენი გასართობი – მამხილებელია მცხოვრებისა შიგნით შენსა ტანჯვისა. შენ ეძიებ ჩაახშო იგი ხშირი ხმაურიანი გართობით და განუწყვეტლივი გასართობით. უბედურო! ძლივს წილად გხვდება შენ წუთი სიფხიზლისა, რომ შენ კვლავ რწმუნდები, რომ ტანჯვა, რომელსაც შენ ცდილობ გაანადგურო გართობით, ცხოვრობს შენში. გართობა ემსახურება მას საკვებად, საშუალებად განმტკიცებისა: დასვენებით საბურველქვეშ გართობისა, ტანჯვა იღვიძებს ახალი ძალიებით. იგია – მოწმობა, მცხოვრებისა თავად ადამიანში, მოწმე მისდამი მისი დაცემულობის შესახებ.

ბეჭდით, მოწმობით დაცემულობისა აღბეჭდილია სხეული ადამიანისა. თვით დაბადებიდან თავისი იგი მტრობაშია, ბრძოლაში ყველაფერ გარემომცველ და თავად მცხოვრებთან შიგნით მისი სულისა. იბრძვიან წინააღმდეგ მისსა ყველა სტიქიები; საბოლოოდ, მოქანცული შინაგანი და გარეგანი ბრძოლებით, დამარცხებული სნეულებებით, ჩაგრული სიბერით, იგი ეცემა ცელზე სიკვდილისა, თუმც კიდეც შექმნილია უკვდავად, იფანტება მტვრად.

და კვლავ ცხადდება დიდებულება ხატისა ღვთისა! იგი ცხადდება თავად დაცემულობაში მიისა, ხერხში, რომლითაც ადამიანი ამოყვანილია დაცემულობისაგან.

ღმერთმა, ერთ-ერთი პირთაგანით თავისით, მიიღო თავის თავზე ხატება თავისი: განკაცდა; თავისი თავით ამოიყვანა იგი დაცემულობისაგან, აღადგინა უწინდელ დიდებაში, აიყვანა დიდებაში შეუდარებლად უფრო მაღალში, ვიდრე იმაში, რომელიც იყო მისთვის შეთვისებული შექმნისას.

მოწყალებაში თავისაში სამართლიანია უფალი. გამოსყიდვისას მან განადიდა ხატი თავისი მეტად, ვიდრე შექმნისას: ადამიანმა არა თავად თავისი თავისთვის გამოიგონა დაცემა, როგორც გამოიგონა იგი დაცემულმა ანგელოზმა, – მიზიდულია დაცემულობისაკენ შურით, მოტყუებულია ბოროტებით, შეფარულით ნიღბით სიკეთისა.

ყველა პირი სამება-ღვთისა მონაწილეობს საქმეში განკაცებისა, ყოველი თვისებაში პირისა თავისისა. მამა იმყოფება დამბადებლად და მშობლად, ძე იშვება, მოქმედებს სული წმინდა.

და აქ კვლავ ჩანს, როგორი ზუსტი ხატია – ადამიანი ღვთისა. იღებს ადამიანობას ძე; მისი მეშვეობით მთელი სამება-ღმერთი შედის ურთიერთობაში ადამიანთან. აზრი ჩვენი, რათა გადაეცეს ადამიანებს, იმოსება ბგერებში: არამატერიალური – ერთდება ნივთიერთან; მეშვეობით მისი შედის ურთიერთობაში სული, ცხადდება გონება.

განკაცდა ძე – ღვთის სიტყვა, ღვთის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებით გამოსწორებულია, განწმენდილი ჩვენი აზრი, ჩვენი სული გახდა შემძლებელი ურთიერთობისათვის წმინდა სულთან. წმინდით სულით გაცოცხლებულია მოკვდინებული სიკვდილით მარადიულით სული ჩვენი. როდესაც გონებამ შეაბიჯა შეცნობაში და ხედვაში მამისა.

სამება-ადამიანი იკურნება სამება-ღვთისაგან; სიტყვით იკურნება აზრი, გადადის არიდან სიცრუისა, არიდან თვითცდუნებულობისა, არეში ჭეშმარიტებისა, სულით წმიდით ცოცხლდება სული, გადადის შეგრძნებიდან ხორციელთა და სამშვინველისეულთა შეგრძნებებში სულიერებში; გონებას ეცხადება მამა – და გონება ხდება გონება ღვთისა. „გონებაჲ ქრისტესი ფუაქუს“ ( 1კორ. 2:16 ), – ამბობს მოციქული.

მოსვლამდე წმინდისა სულისა, ადამიანი, როგორც მკვდარი სულით, ითხოვდა: „უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“ ( ინ. 14:8 ). მიღების შემდეგ სულისა ნაშვილებულობისა, შეგრძნებით ძეობისა საკუთარისა, გაცოცხლებით სულით ღვთისათვის და ხსნისათვის, მოქმედებისაგან წმინდისა სულისა, იგი ეპყრობა მამას, როგორც ნაცნობს, როგორც მამას: „აბბა მამაო“ ( რომ. 8:15-16 )!

ემბაზში ნათლობისა აღდგება დაცემული ხატი, ადამიანი იშვება ცხოვრებაში მარადიულში წყლითა და სულით. აქედან სული, დაშორებული ადამიანისგან დაცემისას მისი, იწყებს დასწრებას მასთან მისი მიწიერი ცხოვრების დროს, განკურნებით სინანულით დაზიანებულობისა, მოყენებული ადამიანისადმი ცოდვით შემდგომად ნათლობისა, და ასეთნაირად გახდით მისდამი შესაძლებლად ხსნისა, მეშვეობით სინანულისა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

სილამაზე მსგავსებისა აღდგება სულით, როგორც ხატებაც ნათლობისას. იგი ვითარდება, სრულიყოფა აღსრულებით სახარებისეული მცნებებისა.

ნიმუში ამ სილამაზისა, სისავსე ამ სილამაზისა – ღმერთკაცია, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

„მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა“ ( 1კორ. 11:1 ), – აცხადებს მოციქული, მოწოდებით ერთგულთა აღდგენისათვის და გაუმჯობესებისათვის საკუთარ თავში საღვთო მსგავსებისა, ჩვენებით უწმინდეს მაგალითზე სრულყოფილებისა ახალ ადამიანთა, ხელახლა შექმნილთა, განახლებულთა გამოსყიდვით „შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე“ ( რომ. 13:14 ).

ღმერთი-სამება, გამოსყიდვისას ხატისა თავისისა – ადამიანისა, მისცა ისეთი შესაძლებლობა წარსამატებლად გასაუმჯობესებლად მსგავსებისა, რომ მსგავსება იქცევა შეერთებით ხატებისა დედანთან, საწყალი ქმნილებისა სრულყოფილ შემოქმედთან მისა.

საოცარია, შესანიშნავი ხატი ღვთისა, ის ხატი, რომლისგანაც ანათებს, მოქმედებს ღმერთი! ჩრდილი პეტრე მოციქულისა კურნავდა! ტყუილის მთქმელი წინაშე მისსა დაეცა მოულოდნელად მკვდრად, როგორც ტყუილის მთქმელი წინაშე ღვთისა! ტილონი და თავის სახვევნი მოციქულისა პავლესი აღასრულებდნენ ნიშნებს! ძვლებმა ელისესი წინასწარმეტყველისა აღადგინეს მკვდარი, რომლის სხეულიც გაუფრთხილებლობამ დამმარხველთა დაუშვა შეხებოდა დიდი ხნის განსვენებულ კუბოში ძვლებს სულშემოსილისას!

უახლოესი მსგავსება, შეერთება მიიღება და მიღებისას, ნარჩუნდება ყოფნით სახარებისეულ მცნებებში. დაადგერით თქუენ ჩემ თანა, – ამცნებს მხსნელი მოწაფეებს თავისას, – და მე თქუენ თანა; მე ვარ ვენაჴი, და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, ( ინ. 15:4-5 ).

უახლოესი შეერთება მოიტანება, როდესაც სუფთა სინდისით, განწმენდილით მოცილებით ყოველგვარი ცოდვისაგან, ზუსტი აღსრულებით სახარებისეული მცნებებისა, ქრისტიანი ეზიარება უწმინდეს სხეულს ქრისტესას და უწმინდეს მის სისხლს, ხოლო ამასთან შეერთებულს მასთან ღვთაებას მისსას. „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა – თქვა მხსნელმა, – და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა.“ ( ინ. 6:56 ).

გონიერი ხატიო ღვთისავ! გაარჩიე: როგორი დიდებისათვის, როგორი სრულყოფილებისადმი, როგორ დიდებულებისადმი ხარ შენ მოწოდებული, განკუთვნილი ღვთისაგან!

მიუწვდომელი სიბრძნემ შემოქმედისამ მოგანიჭა შენ გაგეკეთებინა შენი თავისგან ის, რასაც მოისურვებ გააკეთო.

გონიერი ხატო ღვთისავ! ნუთუ შენ არ მოისურვებ დარჩე ღირსეულ ხატად ღვთისად, მოისურვებ დაიმახინჯო შენი თავი, გაანადგურო მსგავსება, იქცევი ხატად ეშმაკისა, დახვალ ღირსებამდე უსიტყვოთა?

არა ამაოდ გადმოღვარა ღმერთმა თავისი სიკეთენი, არა ამაოდ აღასრულა საოცარი სამყაროს შექმნა, არა ფუჭად პატივი სცა წინასწარი თათბირით შექმნას თავისი ხატისა, არა ანგარიშმიუცემლად თავისი თავისადმი გამოისყიდა იგი, როდესაც იგი დაეცა! ყველა ნიჭში თავისაში იგი მოითხოვს ანგარიშს. იგი განსჯის, როგორ იყო გამოყენებული მისი გულუხვობანი, როგორ შეფასდა მისი განკაცება, როგორ შეფასდა სისხლი მისი, დაღვრილი ჩვენთვის ჩვენი გამოსყიდვისას.

ვაი, ვაი ქმნილებებს, არაფრად ჩამგდებთ წყალობებისა ღვთისა, შემოქმედისა-გამომსყიდველისა!

ცეცხლი მარადიული, უფსკრული ცეცხლოვანი, დანთებული დიდი ხანია, დაუშრეტელი, გამზადებული ეშმაკისთვის და ანგელოზთათვის მისისა, ელის ხატებს ღვთისას, დამახინჯებულებს, გამხდართ გარყვნილებად. იქ ისინი დაიწვებიან მარადიულად, არ დამწვარნი მარადიულად!

ძმებო! სანამ ჩვენ ვმოგზაურობთ დედამიწაზე, სანამ ჩვენ კარიბჭეში ვართ მარადისობისა – ამ ხილულ სამყაროში – შევეცადოთ მოვიყვანოთ სისწორეში ნაკვთები ხატებისა ღვთისა, აღბეჭდილისა ღვთისაგან სულებზე ჩვენსაზე, მივცეთ იერს და ფერებს მსგავსება სილამაზე, სიცოცხლე, სინორჩე, და ღმერთი, გამოცდისას საშინელისას, გვცნობს ჩვენ შემძლებლებად შესვლისადმი მის მარადიულ, ნეტარ სასახლეში, მის მარადიულ დღეში, მის მარადიულ დღესასწაულზე და ზეიმზე.

გავმხნევდეთ, მცირედმორწმუნეებო! ვიღვაწოთ, ზარმაცნო! მსგავსადვნებიანი ჩვენი ადამიანი, პირველად დაბნელებაში თავისაში მდევნელი ეკლესიისა ღვთისა, მყოფი მოწინააღმდეგე, მტერი ღვთისა, იმდენად გამოასწორა თავის თავში, მოქცევისას თავისისა, ღვთის მიერ ქმნილი საღვთო ხატება, იმდენად სრულყო მსგავსება, რომ კადნიერად აცხადებს საკუთარ თავზე: ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე.!“ ( გალ 2:20 ).

არავინ დაე არ დაეჭვდეს ჭეშმარიტებაში ამ ხმისა! ეს ხმა იყო იმდენად აღსავსე ყოვლადწმინდა ჭეშმარიტებით, იმდენად შეეწეოდა მას სული წმინდა, რომ ხმაზე პავლესი მკვდრეთით აღდგებოდნენ მკვდრები, დემონები გამოდიოდნენ ტანჯულებიდან მათ მიერ ხალხისგან, დუმდებოდა ეშმაკეული მკითხაობები, მტრები ნათლისა ღვთისა კარგავდნენ ნათელს თვალთა, წარმართებმა უარყვეს თავიანთი კერპნი, შეიმეცნეს ქრისტე – ჭეშმარიტი ღმერთი, და თაყვანი სცეს მას. ამინ.

Next