Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 7

Previous

ხედვა ცოდვისა საკუთარისა

მოვა ის საშინელი დრო, დადგება ის საშინელი საათი, რომელშიც ყველა ცოდვა ჩემი წარუდგება გაშიშვლებული წინაშე ღმერთისა-მსაჯულისა, წინაშე ანგელოზებისა მისი, წინაშე მთელი კაცობრიობისა. წინაგანცდით მდგომარეობისა სულისა ჩემისა ამ მრისხანე საათს, ვივსები შიშის ზარით. გავლენის ქვეშ ცოცხალისა და ძლიერისა წინაგანცდისა, თრთოლით ვისწრაფი ჩავიძირო გასინჯვაში თავისა, ვჩქარობ დავიჯერო წინგში სინდისისა ჩემისა აღნიშნულნი შეცოდებანი ჩემნი საქმით, სიტყვით, აზრით.

დიდი ხნით წაუკითხავნი, უძრავი კარადებში წიგნებისა იჟღინთება მტვრით, ილევა ჩრჩილის მიერ. ამღები ასეთი წიგნისა ხვდება დიდ სიძნელეს კითხვისას მისი. ასეთია ჩემი სინდისი. დიდი ხნით არ გადასინჯული. იგი ძნელად შესაძლებელი იყო გაღებულიყო. გაღებით მისი, მე ვერ ვპოვებ მოლოდინებულ დაკმაყოფილებას. მხოლოდ მსხვილი ცოდვები ჩანს საკმაოდ ნათლად; წვრილი წერილები, რომლებიც უამრავია, თითქმის წარიხოცა – და არაა გარჩევადი ახლა, რა იყო გამოსახული მისით.

ღმერთი მხოლოდ ღმერთს შეუძლია ფერწასულ წერილებს დაუბრუნოს სიკაშკაშე და იხსნას ადამიანი სინდისისგან ცბიერისა ( ებრ. 10:22 ). ერთადერთი ღმერთს შეუძლია ჩუქება ადამიანისათვის ხედვისა ცოდვათა მისთა და ხედვა ცოდვისა მისისა – მისი დაცემისა, რომელშიც ფესვი, თესლი, ჩანასახი, ერთობლიობაა ყველა ადამიანური შეცოდებებისა.

მოწოდებით დასახმარებლად წყალობისა და ძალისა ღვთისა, მოწოდებით მათისა დასახმარებლად უთბილესი ლოცვით, შეერთებულთან კეთილგონიერ მარხვასთან, შეერთებულთან მგლოვარებასთან და ქვითინთან გულისა, კვლავ ვაღებ წიგნს სინდისისას, კვლავ ჩავცქერი რაოდენობას და ხარისხს ცოდვათა ჩემთა, ჩავცქერი, რამ წარმოშვა ჩემთვის ჩადენილნი ჩემი შეცოდებანი?

ვხედავ: „უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა, და ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა. განმიმრავლდეს მე უფროს თმათა თავისა ჩემისათა“ ( ფს. 37:5, 39:13 ). როგორია შედეგი ასეთი ცოდვილობისა? „მეწინეს მე უსჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; გულმან ჩემმან დამიტევა მე“ ( ფს. 39:13 ). შედეგი ცოდვილი ცხოვრებისა არის სიბრმავე გონებისა, გასასტიკება, უგრძნობლობა გულისა. გონება ფესვგადგმული ცოდვილისა ვერ ხედავს ვერც სიკეთეს ვერც ბოროტებას; გული მისი კარგავს შემძლებლობას სულიერი შეგრძნებებისადმი. თუკი, მიტოვებით ცოდვილი ცხოვრებისა, ეს ადამიანი მიმართავს ღვთისმოსავ ღვაწლებს, მაშინ გული მისი, როგორც უცხო, არ თანაუგრძნობს მის სწრაფვას ღვთისაკენ.

როდესაც მოქმედებისას საღვთო მადლისა გაეცხადება მოღვაწეს მრავალი შეცოდებანი მისი, მაშინ შეუძლებელია, რომ იგი არ მოვიდეს უკიდურეს გაცბუნებაში, არ ჩაიძიროს ღრმა სევდაში. „გული ჩემი შეძრწუნდა“ ასეთი სანახაობისაგან, დამიტევა მე ძალმან ჩემმან, და ნათელი თუალთა ჩემთა, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა. აღვსებული შეურაცხყოფით“, ესე იგი, მოღვაწეობა ჩემი აღივსო შებრკოლებებით ჩვევისაგან ცოდვისადმი, მიმზიდველისადმი ძალდატანებით ახალ შეცოდებებთან; „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა“, ესე იგი, ცოდვილი ვნებები მოძველდნენ და საშინლად დამაზიანეს მე მიზეზით ჩემი უყურადღებო ცხოვრებისა; „არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა“, ესე იგი, არაა კურნება, მეშვეობით მხოლოდ საკუთარი ჩემი ძალისხმევით, მთელი არსებისათვის ჩემისა, დამარცხებულისა და დაავადებულისა ცოდვით ( ფს. 37:6, 8, 11 ).

შეგნებით ცოდვათა ჩემთა, სინანულით მათში, აღსარებით მათით, დანანებით მათზე ვამხობ ყველა აურაცხელს მათს სიმრავლეს მორევში გულმოწყალებისა ღვთისა. რათა მომავალში გავფრთხილდე ცოდვისაგან, დავაცქერდები, განმარტოვებული საკუთარ თავში, როგორ მოქმედებს წინააღმდეგ ჩემსა ცოდვა, როგორ იგი მომადგება მე, რას მეუბნება მე. მომადგება იგი მე, როგორც ქურდი: დაფარულია სახე მისი; „ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროს ზეთისა“ ( ფს. 54:22 ); მეუბნება იგი მე სიცრუეს, მთავაზობს უკანონობას შხამია ბაგეებში მისსა; ენა მისი – მომაკვდინებელი ნესტარია.

„დატკბი! – ჩუმად და მლიქვნელურად ჩურჩულებს იგი. – რატომაა აკრძალული შენთვის სიამოვნება? ისიამოვნე! როგორია მასში ცოდვა?“ – და გთავაზობს ბოროტმოქმედი, დარღვევას მცნებისას ყოვლადწმინდა უფლისას.

არ იყო საჭირო მიქცევა რაიმენაირი ყურადღებისა სიტყვებისადმი მისა: ვიცი მე, რომ იგი ქურდია და მკვლელი. მაგრამ როგორიღაც გაუგებარი უძლურება, უძლურება ნებისა, მძლევს მე! ყურს ვუგდებ სიტყვებს ცოდვისას, ვუყურებ ნაყოფს აკრძალულს. ამაოდ სინდისი მახსენებს მე, რომ გემება ამ ნაყოფისა – ამასთან გემებაცაა სიკვდილისა.

თუკი არაა ნაყოფი აკრძალული წინაშე თვალთა ჩემთა უეცრად იხატება ეს ნაყოფი ჩემს წარმოსახვაში, იხატება ფერწერით, თითქოს ხელით მომხიბვლელობისა.

მიიზიდება გრძნობები გულისა სურათისადმი მაცდუნებელისა, მსგავსისა მეძავისა. გარეგნობა მისი – დამატყვევებელია, სუნთქავს მისგან საცდური; შემკულია იგი ძვირფას, ბრწყინვალე ჭურჭელში; საგულდაგულოდ დაფარულია მისი მომაკვდინებელი ქმედება. ეძიებს ცოდვა მსხვერპლს გულიდან, როდესაც არ შეუძლია მოუტანოს ეს მსხვერპლი სხეულს, უქონლობის გამო თავად საგნისა.

მოქმედებს ჩემში ცოდვა აზრით ცოდვილით, მოქმედებს შეგრძნებით ცოდვილით, შეგრძნებით გულისა და შეგრძნებით სხეულისა; მოქმედებს ხორციელი გრძნობების მეშვეობით, მოქმედებს წარმოსახვის მეშვეობით.

როგორ დასკვნამდე მივყავარ მე ასეთ შეხედულებას საკუთარ თავზე? დასკვნამდე, რომ ჩემში, მთელ არსებაში ჩემსა, ცხოვრობს დაზიანება ცოდვიანი, რომელიც თანაუგრძნობს და ხელს უმართავს ცოდვას, თავდასხმულს ჩემზე გარედან. მე მსგავსი ვარ ტუსაღისა, შებორკილისა მძიმე ჯაჭვებით: ყოველი, ვისთვისაც მხოლოდ ეს იქნება დაშვებული, იჭერს ტუსაღს, მიათრევს მას სადაც სურს, იმიტომ რომ ტუსაღს, შებოჭილს ბორკილებით, არ აქვს შესაძლებლობა გასწიოს წინააღმდეგობა.

შეაღწია ოდესღაც ცოდვამ მაღალ სამოთხეში. იქ შესთავაზა მან წინაპრებს ჩემსას გემება ნაყოფისა აკრძალულისა. იქ მან აცდუნა, იქ ცდუნებულები განგმირა მარადიული სიკვდილით. და მე, შთამომავალს მათსას, განუწყვეტლივ მიმეორებს იმავე შეთავაზებას; მეც, შთამომავალი მათი, განუწყვეტლივ ცდილობს მაცდუნოს და დამღუპოს.

ადამი და ევა დაუყოვნებლივ შეცოდებიდან იყვნენ გაძევებულნი სამოთხიდან და გადმოყრილნი ქვეყნად სიმწარეთა ( დაბ. 3:23-24 ): მე დავიბადე ამ ქვეყნად მგლოვარებისა და უბედურებისა! მაგრამ ეს არ მამართლებს მე: აქ მოტანილი მაქ მე სამოთხე გამომსყიდველისაგან, ჩანერგული გულში ჩემსაში. მე გავაგდე ცოდვით სამოთხე გულიდან ჩემისა. ახლა იქ – შერევაა სიკეთისა ბოროტებასთან, იქ – მძვინვარე ბრძოლაა სიკეთისა ბოროტებასთან, იქ – დაჯახებაა აურაცხელი ვნებებისა, იქ ტანჯვაა, წინაგემოს ხილვა მარადიული ტანჯვისა ჯოჯოხეთურისა.

ჩემს თავში ვხედავ მტკიცებას, რომ მე ძე ვარ ადამისა: ვინარჩუნებ მის მიდრეკილებას ბოროტებისაკენ; ვეთანხმები წინადადებებს ცდუნებებისას, თუმც კიდეც ვიცი დანამდვილებით, რომ შემომეთავაზება მე სიცრუე, მემზადება მკვლელობა.

ამაოდ მე დავიწყე დადანაშაულება პირველმშობელთა გადმოცემული ჩემთვის მათ მიერ ცოდვისათვის: მე გათავისუფლებული ვარ ტყვეობიდან ცოდვილისა გამომსყიდველისაგან და უკვე ვვარდები ცოდვებში არა ძალადობისაგან, არამედ თვითნებურებში.

პირველმშობლებმა აღასრულეს სამოთხეში ერთხელ დანაშაული ერთი მცნებისა ღვთისა, ხოლო მე, მყოფი წიაღში ეკლესიისა ქრისტესი, გამუდმებით ვარღვევ ყველა საღვთო მცნებას ქრისტესას, ღვთისა და მხსნელისა ჩემისა.

ხან ღელავს სული ჩემი მრისხანებით და ავმეხსიერებით! წარმოდგენაში ჩემსაში ელვარებს ხანჯალი თავ ზემოთ მტრისა და გული თვრება დაკმაყოფილებული შურისძიებით, აღსრულებულით ოცნებით. ხან წარმომიდგება მე დაბნეული გროვები ოქროსნი! კვალად მათი იხატება საუცხოო პალატები, ბაღები, ყველა საგნები ფუფუნებისა, ავხორცობისა, სიამაყისა, რომლებიც მოიტანება ოქროთი, და რომლისთვისაც ცოდვისმოყვარე ადამიანი თაყვანს სცემს ამ კერპს – საშუალებას განხორციელებისა ყველა ხორციელი სურვილისა. ხან ვიხიბლები პატივებით და ძალაუფლებით! მივიზიდები, დაკავებული ვარ ოცნებებით მართვაზე ხალხისა და ქვეყნებისა, მიწოდებაზე მათდამი შენაძენებისა ხრწნადებისა, ხოლო ჩემი თავისათვის ხრწნადი დიდებისა. ხან, თითქოს აშკარად, მელის მე მაგიდები ორთქლმოდებული და კეთილსურნელოვანი საკვებებით! სასაცილოდ და ამასთან საბრალოდ ვტკბები მე წარმოდგენილი წინაშე ჩემსა ცდუნებებით. ხან უეცრად ვხედავ ჩემს თავს მართლად, ანდა უფრო სწორად, გული ჩემი პირფერობს, ძლიერდება მიითვისოს თავისთვის მართლობა, აამოს საკუთარ თავს, ზრუნავს ქებაზე ადამიანურზე, თითქოს მიიზიდოს იგი თავისთან!

ვნებები ედავებიან ჩემს თავს ერთი მეორესთან, უწყვეტად გადასცემს ერთი მეორეს, ღელდებიან, შფოთან. და ვერ ვხედავ საკუთარ სამწუხარო მდგომარეობას! გონებაზე ჩემზე შეუღწეველი ფარდაა წყვდიადისა; გულზე დევს მძიმე ქვა უგრძნობლობისა.

გონს მოვა კი გონება ჩემი, ისურვებს კი გაემართოს სიკეთისაკენ? ეწინააღმდეგება მას გული, დაჩვეული სიამოვნებებისადმი ცოდვილებისა, ეწინააღმდეგება მას სხეული ჩემი, მომხვეჭველი სურვილებისა პირუტყვულისა. დაიკარგა თვით ჩემში წარმოდგენა, რომ სხეული ჩემი, როგორც შექმნილი მარადისობისათვის, შემძლებელია სურვილებისადმი და მოძრაობებისადმი საღვთოებისადმი, რომ მისწრაფებები პირუტყვულნი – მისი სენია, შეტანილი მასში დაცემით.

სხვადასხვაგვარი ნაწილები შემადგენელნი არსებისა ჩემისა – გონება, გული და სხეული – გაპობილია, განცალკევებულნი, მოქმედებენ სხვადასხვა ხმაში, ეწინააღმდეგება ერთი მეორეს; მაშინ მხოლოდ მოქმედებენ წუთიერ, ღვთისსაწინააღმდეგო თანხმობაში, როდესაც ემსახურებიან ცოდვას.

ასეთია ჩემი მდგომარეობა! იგი – სიკვდილია სულისა სიცოცხლისას სხეულისა. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ საკუთარი მდგომარეობით! კმაყოფილი ვარ არა მიზეზით სიმდაბლისა – მიზეზით სიბრმავისა ჩემისა, მიზეზით გასასტიკებისა ჩემისა. ვერ გრძნობს სული თავის მოკვდინებას, როგორც ვერ გრძნობს მას სხეულიც, განშორებული სულისაგან სიკვდილის მეშვეობით.

თუკი მე ვიგრძნობდი მოკვდინებას ჩემსას, დავრჩებოდი განუწყვეტელ სინანულში! თუკი მე ვიგრძნობდი ჩემს მოკვდინებას, ვიზრუნებდი აღდგომაზე!

მე სრულად დაკავებული ვარ საზრუნავებით ამა სოფლისა, მცირედ ვზრუნავ ჩემს სულიერ უბედურებაზე! სასტიკად განვიკითხავ უმცირეს შეცოდებებს მოყვასთა ჩემთა; თავად ავსებული ვარ ცოდვით, დაბრმავებული მისით, ქცეული სვეტად მარილისა მსგავსად ცოლისა ლოტისა, არ ვარ შემძლებელი არც ერთი მოძრაობისადმი სულიერისა.

არ დამიმკვიდრებია მე სინანული, იმიტომ რომ კიდევ ვერ ვხედავ ცოდვას ჩემსას. მე ვერ ვხედავ ცოდვას ჩემსას, იმიტომ რომ კიდევ ვემსახურები ცოდვას. ვერ შეძლებს დაინახოს ცოდვა თავისი დამტკბარმა ცოდვით, ნება დამრთველი თავისი თავისათვის გემებისა მისი – თუმც კი მხოლოდ ფიქრებით და თანაგრძნობით გულისა.

იგი მხოლოდ შეძლებს დაინახოს ცოდვა თავისი, ვინც გადამწყვეტი ნება-მყოფელობით უარი თქვა ყოველგვარ მეგობრობაზე ცოდვასთან, ვინც დადგა ფხიზელ საგუშაგოზე ბჭეებში სახლისა თავისი გაშიშვლებული მახვილით – სიტყვით ღვთისათი, ვინც იგერიებს, მოჭრის ამ მახვილით ცოდვას, როგორი სახითაც იგი არ მიუახლოვდებოდეს მას.

ვინც აღასრულებს დიდ საქმეს – გამართავს მტრობას ცოდვასთან, ძალდატანებით მოწყვეტით მისგან გონებისა, გულისა და სხეულისა, მას სჩუქნის ღმერთი დიდებულ ნიჭს: ხედვას ცოდვისა თავისისა .

ნეტარია სული, დამნახავი ჩაბუდებულისა მასში ცოდვისა! ნეტარია სული, დამნახავი თავისში დაცემულობისა პირველმშობელთა, სიძველისა ძველი ადამისა! ასეთი ხედვა ცოდვისა საკუთარისა არის ხედვა სულიერი, ხედვა გონებისა, განკურნებულისა სიბრმავისაგან საღვთო მადლით.

მარხვით და მუხლმოყრებით ასწავლის წმინდა აღმოსავლეთის ეკლესია გამოთხოვას ღვთისაგან ხედვისა ცოდვისა საკუთარისა.

ნეტარია სული, განუწყვეტლად დამოძღვრილი კანონში ღვთისაში! მასში შეუძლია მას დაინახოს ხატი და სილამაზე ახლისა ადამიანისა, მის მიხედვით თვალი მიადევნოს და გამოასწოროს თავისი ნაკლოვანებები.

ნეტარია სული, მყიდველი სოფლისა სინანულისა მოკვდინებით თავისა მიმართებაში წამოწყებათა ცოდვილთა! ამ სოფლად იპოვის იგი ფასდაუდებელ განძს ხსნისას.

თუკი შენ მოიხვეჭე სოფელი სინანულისა, მიეცი ჩვილურ მგლოვარებას წინაშე ღვთისა. არ ითხოვო, თუკი შეძლებ არ ითხოვო რაიმე ღვთისაგან; მიეცი თვითუარყოფით მის ნებას.

გაიგე, შეიგრძენი, რომ შენ ქმნილება ხარ, ხოლო ღმერთი შემოქმედი. თავი მიეცი ანგარიშმიუცემლად ნებას შემოქმედისას, მიართვი მას ერთი ჩვილური მგლოვარება, მიართვი მას მდუმარე გული, მზადმყოფი შეუდგეს მის ნებას და აღიბეჭდოს მისი ნებით.

თუკი სიყრმით შენით ვერ შეძლებ ჩაიძირო ლოცვით მდუმარებაში და მგლოვარებაში წინაშე ღვთისა, წარმოთქვი წინაშე მისსა მდაბალი ლოცვა, ლოცვა მიტევებაზე ცოდვათა და კურნებაზე ცოდვილი ვნებებისაგან, ამ საშინელი ზნეობრივი სენებისა, შემდგართა თვითნებურად განმეორებადი განმავლობაში მნიშვნელოვანი დროისა, შეცოდებათა.

ნეტარია სული, რომელმაც შეიგნო თავი სრულად უღირსად ღვთისა, რომელმაც განიკითხა თავი, როგორც წყეულმა და ცოდვილმა! იგი – გზაზეა ხსნისა; მასში არაა თვითცდუნება.

საწინააღმდეგოდ ამისა, ვინც თვლის თავს მზადმყოფად მისაღებად მადლისა, ვინც თვლის თავს ღირსად ღვთისა, ელის და ითხოვს მიდ საიდუმლო მოსვლას, ამბობს, რომ იგი მზადაა მიიღოს მოისმინოს და დაინახოს უფალი, იგი იტყუებს თავს, იგი აამებს თავს: მან მიაღწია მაღალ ფრიალოს სიამაყისას, რომლიდანაც დაცემაა ბნელ უფსკრულში დაღუპვისა 56 . იქ ვარდება ყველა გაამპარტავნებული ღმერთზე, გამბედავნი უსირცხვოდ მიიჩნიონ თავნი ღირსებად ღვთისა და ამ თვითწარმოდგენიდან და თვითცდუნებულობიდან ესაუბრონ ღმერთს: „იტყოდენ, უფალო, რამეთუ ესმის მონასა შენსა“ ( 1მეფ. 3:9 ).

გაიგონა მომწოდებელს მისას უფალს ახალგაზრდა წინასწარმეტყველმა სამუელმა და, არ ცნობით თავისა ღირსად საუბრისა უფალთან, წარუდგა თავის მოხუცებულ მოძღვარს, გამოთხოვით მისგან დარიგებისა თავისი ყოფაქცევისა. გაიგონა სამუელმა მეორეჯერ იგივე მომწოდებელი ხმა და კვლავ წარუდგა მოძღვარს. მოძღვარი მიხვდა, რომ ხმა მომწოდებლისა იყო ხმა ღვთისა: უბრძანა ყმაწვილს, როდესაც იგი გაიგონებს მსგავს მოწოდებას, ეპასუხა მოლაპარაკისათვის: „იტყოდენ, უფალო, რამეთუ ესმის მონასა შენსა“.

იმავეს ბედავს ილაპარაკოს ავხორცმა და ქედმაღალმა მეოცნებემ, არავის მიერ მოწოდებულმა, აღტაცებულმა პატივმოყვარეული აზრით, შემთხზავი თავისში ხმებისა და ნუგეშებისა, მათით მაამებელი ქედმაღალი თავისი გულისათვის, მათით მომატყუებელი თავისი თავისა და მიმნდობი თავისი მიმდევრებისა 57 .

ძეო აღმოსავლეთის ეკლესიისო, ერთიანისა წმინდისა, და ჭეშმარიტისა! უჩინარ ღვაწლში შენსაში იხელმძღვანელე დარიგებებით წმინდა მამათა შენი ეკლესიისა: ყოველგვარი ხედვისაგან, ყოველგვარი ხმისგან გარეთ და შიგნით შენსა, უწინ სანამ განახლდები აშკარა მოქმედებით წმინდისა სულისა, ისინი გვავალებენ ავიცილოთ, როგორც აშკარა საბაბი თვითცდუნებულობა 58 .

დაიცავი გონება უხილველად, განაგდე ყველა მიახლოებული მისდამი ოცნებები და აზრები, რომლებითაც დაცემულობამ ჩაანაცვლა ჭეშმარიტება. შემოსილი სინანულში, წარუდექი შიშით და მოკრძალებით დიდებულ ღმერთს, შემძლებელს განწმინდოს ცოდვები შენნი და განგაახლოს შენ თავისი ყოვლადწმინდა სულით. მოსული სული დაგმოძღვრავს შენ „ ჭეშმარიტებასა ყოველსა“ ( ინ. 16:13 ).

გრძნობა მგლოვარებისა და სინანულისა – ერთადერთია საჭიროებისათვის სულისა, მიახლებულისა უფლისადმი განზრახვით მიიღოს მისგან პატიება ცოდვათა თავისთა. ესაა – კეთილი ნაწილი! თუკი შენ გამოირჩიე იგი, მაშინ დაე არ წაგერთვას იგი შენ! არ გაცვალო ეს განძი ფუჭ, ცრუ, ძალმომრეობით, მოჩვენებითმადლისმიერ გრძნობებზე, არ დაიღუპო თავი პირფერობით შენი თავისადმი.

„თუკი რომელიღაც მამათაგან, – ამბობს ღირსი ისააკ ასური , – დაწერეს იმაზე, რა არის სისუფთავე სულისა, რა არის ჯანმრთელობა მისი, რაა უვნებობა, რაა ხედვა, მაშინ დაწერეს არა იმისათვის, რათა ჩვენ გვეძია ისინი ნაადრევად და მოლოდინით. ნათქვამია წერილით: „არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით“ ( ლკ. 17:20 ). ისინი, რომლებშიც ცხოვრობს მოლოდინი, მოიხვეჭეს სიამაყე და დაცემა... ძიება მოლოდინით მაღალი ღვთის ნიჭებისა უარყოფილია ეკლესიის მიერ ღვთისა. ეს – არაა ნიშანი სიყვარულისა ღვთისადმი, ესაა – სენი სულისა“ 59 .

ყველა წმინდანი აღიარებდნენ თავს უღირსებად ღვთისა: ამით მათ გამოაჩინეს თავიანთი ღირსება, მდგომარე სიმდაბლეში 60 .

ყველა თვითცდუნებულნი თვლიდნენ თავს ღირსებად ღვთისა: ამით გამოაჩინეს მომცველი მათი სულისა სიამაყე და ეშმაკეული ხიბლი. სხვებმა მათ შორის მიიღეს ეშმაკი, წარდგომილნი მათდამი სახით ანგელოზთა, და გაჰყვნენ მათ; სხვებს გამოეცხადათ ეშმაკები თავისი საკუთარი გარეგნობით და წარმოუდგნენ დამარცხებულებად მათი ლოცვით, რითიც შეიყვანეს ისინი ქედმაღლობაში; სხვანი აღძრავდნენ თავიანთ წარმოდგენას, ახურებდნენ სისხლს, წარმოშობდნენ თავისში მოძრაობას ნერვულს, იღებდნენ ამას მადლისმიერ სიამოვნებად და ჩაცვივდნენ თვითცდუნებულებაში, სრულ დაბნელებაში, მიირიცხნენ სულით თავისით სულებს უარყოფილებს.

თუკი გაქვს საჭიროება ისაუბრო საკუთარ თავთან – მოუტანე თავს არა მლიქვნელობა, არამედ თავის ყვედრება. მწარე წამალი სასარგებლოა ჩვენთვის ჩვენს მდგომარეობაში დაცემულობისა. პირფერებმა თავიანთი თავებისადმი უკვე მიიღეს აქ დედამიწაზე სასყიდელი თავისი – თავიანთი თვითცდუნებულობა, ქება და სიყვარული მტრული ღვთისადმი ამა სოფლისა: არაფერი ელით მარადისობაში გარდა განკითხვისა.

„ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“ ( ფს. 50:5 ), – ამბობს თავის თავზე წმინდა დავითი: ცოდვა მისი იყო საგანი განუწყვეტელი მისი განხილვისა. „უსჯულოებაჲ ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათჳს.“ ( ფს. 37:19 ).

წმინდა დავითი დაკავებული იყო თავის გასამართლებით, დაკავებული იყო მხილებით ცოდვისა თავისი, როდესაც ცოდვა უკვე იყო პატიებული და ნიჭი წმინდისა სულისა უკვე იყო დაბრუნებული მისთვის. ეს ცოტაა: მან ამხილა ცოდვა თავისი, აღიარა იგი გასაგონად სამყაროსი ( ფს. 50 ).

წმინდა მამები აღმოსავლეთის ეკლესიისა, განსაკუთრებით მეუდაბნოენი, როდესაც აღწევდნენ სიმაღლეს სულიერი ვარჯიშისას, მაშინ ყველა ეს ვარჯიშები ერწყმოდა მათში ერთ სინანულში. სინანული მოიცავდა მთელ სიცოცხლეს მათსას, მთელ საქმიანობას მათსას: იგი იყო შედეგი ხედვისა ცოდვისა თავისი.

რომელიღაც დიდ მამას შეეკითხნენ, რაში უნდა მდგომარეობდეს საქმიანობა განმარტოვებული მონაზვნისა? მან უპასუხა: „მოკვდინებული სული შენი წინამდებარებს შენი მზერებისათვის, და შენ კი კითხულობ, როგორი საჭიროა იყოს შენი საქმიანობა?“ 61 მგლოვარება – არსებითი საქმიანობაა ჭეშმარიტი მოღვაწისა ქრისტესი; მგლოვარება – საქმიანობაა მისი შებიჯების დროიდან ღვაწლში და აღსრულებამდე ღვაწლისა.

ხედვა ცოდვისა საკუთარისა და შობილი მისგან სინანული არის საქმიანობა, არ მქონე დასასრულისა დედამიწაზე: ხედვით ცოდვისა აღიძვრება სინანული; სინანულით მოიტანება განწმენდა; თანდათანობით განწმენდილი თვალი გონებისა იწყებს დანახვას ისეთი ნაკლოვანებებისა და დაზიანებულობისა მთელ არსებაში ადამიანურში, რომელთაც იგი უწინ, დაბნელებაში თავისაში, საერთოდ ვერ შენიშნავდა.

უფალო! გვაჩუქე ჩვენ ვჭვრეტდეთ შეცოდებებს ჩვენსას, რათა გონება ჩვენი, მიზიდული სავსებით ყურადღებისადმი საკუთარი შეცოდებებისადმი ჩვენი, წყვეტდეს ხედვას შეცოდებებისა მოყვასთა და ასეთნაირად დაინახოს ყველა მოყვასი კეთილად. აჩუქე გულს ჩვენსას მიატოვოს დამღუპველი საზრუნავი ნაკლზე მოყვასისა, ყველა საზრუნავი თავისი შეაერთოს ერთ საზრუნავში მოხვეჭაში ნამცნები და განმზადებული ჩვენთვის შენ მიერ სისუფთავისა და სიწმინდისა. გვაჩუქე ჩვენ, შემბილწველებს სულიერი შესამოსლებისა, კვლავ გავათეთროთ ისინი: ისინი უკვე იყვნენ განბანილნი წყლებით მონათვლისა, საჭიროებენ ახლა, შებილწვის შემდეგ, განბანას ცრემლებით წყლებით. მოგვანიჭე ჩვენ დავინახოთ, ნათელში მადლისა შენისა, მცხოვრები ჩვენში მრავალფეროვანი სენნი, გამანადგურებელნი გულში სულიერი მოძრაობებისა, შემყვანი მასში მოძრაობებისა სისხლისმიერებისა და ხორციელთა, მტრულნი სასუფევლისადმი ღვთისა. მოგვანიჭე ჩვენ დიდი ნიჭი სინანულისა, წინმძღოლი და შობილი დიდი ნიჭით ხედვით ცოდვათა საკუთართა. დაგვიცავი ჩვენ ამ დიდი ნიჭით უფსკრულებიდან თვითცდუნებულობისა, რომელიც იღება სულში შეუმჩნეველი და გაუგებარი ცოდვილობისა მისი, იშვება მოქმედებებისაგან შეუმჩნეველთა და გაუგებართა მის მიერ ავხორცობისა და პატივმოყვარეობისა. დაგვიცავი ჩვენ ამ დიდი ნიჭით გზაზე ჩვენსა შენკენ და მოგვანიჭე ჩვენ მოგაღწიოთ შენ, მომწოდებელს გამოტყდომილ ცოდვილებს და უარმყოფელს მიმჩნეველთა თავისა მართლებად, დაე გადიდოთ მარადიულად მარადიულ ნეტარებაში შენ, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, გამომსყიდველი დატყვევებულთა, მხსნელი დაღუპულთა. ამინ.

Next