ბედისწერანი ღვთისანი
არ არსებობს ბრმა შემთხვევითობა! ღმერთი მართავს სამყაროს, და ყველაფერი, მომხდარი ზეცაში და ცისქვეშეთში, აღესრულება მსჯავრით ბრძენი და ყოვლისშემძლე ღვთისა, მიუწვდომელისა სიბრძნეში და ყოვლისშემძლეობაში თავისაში, მიუწვდომელში მართვაში თავისაში.
ღმერთი მართავს სამყაროს: გონიერი ქმნილებები მისი დაე დაემორჩილონ მას, და მსახურნი მისნი დაე ჭვრეტენ მოკრძალებით, დაე ადიდებენ განცვიფრებაში და გაცბუნებაში აღმატებულს გონებაზე მათსა, დიდებულ მმართველობას მისსას!
ღმერთი მართავს სამყაროს. ბრმა ცოდვილნი ვერ ხედავენ ამ მმართველობას. მათ შეთხზეს უცხო გონებისა შემთხვევა: უქონლობა სისწორისა შეხედულებაში თავისაში, ჩლუნგობაში თავისი შეხედულებისა, შეხედულებას დაბნელებულს, შეხედულებას დამახინჯებულს ისინი ვერ იგნებენ; ისინი მიაწერენ მმართველობას ღვთისას უქონლობას სისწორისას და აზრისა; ისინი გმობენ მმართველობას ღვთისას, და ქმედებას ბრძნულს მიიჩნევენ და უწოდებენ მოქმედებად უგუნურად.
„უფალია ღმერთი ჩვენი: მთელ დედამიწაზეა ბედისწერები მისი“, – ( ფს. 104:7 ) ქადაგებს სამეფო წინასწარმეტყველი. „ბედისწერები უფლისანი ჭეშმარიტია, გამართლებულნი ერთად“ ( ფს. 18:10 ). მათში არაა არაფერი უსამართლო! მათში არაა არაფერი უგუნური! მართლდება ისინი შედეგებით თავისით, თავისი სულიერი ნაყოფებით; მართლდება ისინი სრულყოფილებით ყოვლადსრულყოფილი წყაროსი თავისი.
„აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა! უგალობდ ღმერთსა შენსა სიონ! რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა, ( ფს. 147:1, 2 ). შემძლებელია შეაქოს ღმერთი შექებით ღვთისთვის სათნოთი მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ; მხოლოდ ჭეშმარიტნი ძენი მისნი, სანდონი წიაღისა მისი – მისი დოგმატური და ზნეობრივი გადმოცემისა – შემძლებელნი არიან დაიმკვიდრონ კურთხევა. „რომელი, უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითვათა მისთა ისრაჱლსა.“ ( ფს. 147:8 . დაბ. 32:28 ) 33 , უცხადებს სწავლებას მხსნელისას ყველა წევრს მართლმადიდებელი ეკლესიისა; მაგრამ საიდუმლო სახარებისეული სიმართლისა და საიდუმლოებას ბედისწერათა თავისთა უცხადებს, რამდენადაც იგი შესაძლოა იყოს ჩაწვდენილი, მხოლოდ რჩეულთა მიერ ღირსებულთა დაინახოს სუფთა გონებით ღმერთი განგებაში და მართვაში მისაში. „არა უყო“ ღმერთმა „ესრეთ ყოველსა ნათესავსა, და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ“ ( ფს. 147,9 ).
ხედვა ბედისწერათა ღვთისათა – ხედვაა სულიერი. აღიყვანება საღვთო მადლით, თავის დროზე, ამ ხედვამდე გონება ქრისტიანისა, მოღვაწე სწორად 34 . სულიერი ხედვით გონებისა თანაუგრძნობს გული სულიერ, წმინდა შეგრძნებებს, რომლებითაც იგი რწყულდება, როგორც სასმლით ტკბილით და სურნელოვნით, ჩამღვრელი მასში საკვებისაც, და სიმამაცისა, და სიხარულისა. ვუკვირდები ბედისწერებს შენსას, უფალო ჩემო: „ბედისწერები შენნი – უფსკრულია მრავალი“ ( ფს. 35:7 ). სიღრმისას მათსას ვერ შეძლებს გამოკვლევას ვერც გონება ადამიანისა, ვერც გონება ანგელოზისა, მსგავსად იმისა, როგორც გრძნობითი თვალი ჩვენი ვერ შეძლებს თვალი მიადევნოს კამარას ზეცისას, დამალულს გამჭვირვალე უსაზღვრო სილურჯეში მისსა.
სწორი და ზუსტი აღსრულება ნებისა ღვთისა არაა შესაძლებელი გარეშე შემეცნებისა ბედისწერათა ღვთისათა. რა არის – მცნებები ღვთისანი? ესაა – ნება ღვთისა, გამოცხადებული ღვთისგან ადამიანებისათვის ხელმძღვანელობისათვის ქმედებებში, დამოკიდებულში ნებაზე მათსა. რა არის – ბედისწერანი ღვთისანი? ესაა – ქმედება ანდა დაშვება ნებისა ღვთისა, რომელზეც ნებას ადამიანისას არ აქვს არავითარი გავლენა. აშკარაა, რომ, მთლიანი აღსრულებისათვის ნებისა ღვთისა ადამიანის მიერ, აუცილებელია ადამიანისათვის დადგეს სწორ დამოკიდებულებაში მცნებებისადმიც ღვთისა, და ბედისწერებისადმიც ღვთისა. „რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი – ამბობს ჭეშმარიტი მსახური ღვთისა, – რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან“ ( ფს. 17:22-23 ). „სამართალნი შენნი მასწავენ მე“ ( ფს. 118:108 ). „აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. ( ფს. 118:7 ).
„განარისხა ცოდვილმან უფალი“ – თვითნებური მსახური დემონებისა – „არა არს ღმერთი წინაშე მისსა, ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამს, მიღებულ არიან სამართალნი შენნი“, უფალო ჩვენო, „ პირისაგან მისისა“ ( ფს. 9:25-26 ). უგულებელყოფა მცნებებისა ღვთისა აუცილებლობით უერთდება უარყოფას მართვისა ღვთისა სამყაროსი და განგებულებისა ღვთისა სამყაროზე: არად ჩაგდება მცნებებისა ღვთისა გამომდინარეობს ამ უარყოფიდან, როგორც ბუნებრივი შედეგი. მმართველად სამყაროსი, საწყის მიზეზად ყველაფრისა, აღსრულებულისა საზოგადოებაში ადამიანურში და ყოველ ადამიანზე კერძოდ, ნებაყოფლობითი, განზრახ ცოდვილი მიიჩნევს ანდა ადამიანის გონებას ანდა ბრმა, უგუნურ შემთხვევას. ხდება ეს ცოდვილი, თავად სახის მიხედვით აზრთა, განწყობის მიხედვით სულისა, მიმართებაში, მტრული უფლისადმი, მტრული წმინდა სახარებისადმი მისი; თელავს უშიშრად ეს ცოდვილი ყველა მცნებებს ღვთისას, იკმაყოფილებს უშიშრად ყველა ბიწიერ სურვილს თავისას.
ვისთვისაც არაა ღმერთი განგებაში ღვთისაში, იმისთვის არაა ღმერთი მცნებებშიც ღვთისაში. ვინც დაინახა ღმერთი მართვაში მისაში სამყაროსი, ვინც იკრძალვა წინაშე ამ მართვისა, ვინც იკრძალვა წინაშე ბედისწერებისა ღვთისა , იგი მხოლოდ შეძლებს „განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი, “ ( ფს. 118:120 ): ჯვარცმა ნებისა და ზრახვისა ცოდვილისა და ნივთიერთმოყვარეობისა ჯვარზე სახარებისეული მცნებებისა. რათა დაინახო ღმერთი განგებულებაში მისაში, საჭიროა სისუფთავე გონებისა, გულისა და სხეულისა. მოსახვეჭად სისუფთავისა საჭიროა ცხოვრება მცნებების მიხედვით სახარებისა. ხედვისაგან ბედისწეერათა ღვთისათა იშვება გაძლიერებულ სიუხვეში დედა ამ ხედვისა – ცხოვრება ღვთისმოსავი.
მართავს ღმერთი სამყაროს; მართავს იგი ცხოვრებასაც ყოველი ადამიანისა ყველა წვრილმანში მისაში. ასეთი მართვა, შემავალი თვით წვრილმან, უმნიშვნელო, ერთი შეხედვით, პირობაში არსებობისა ქმნილებებისა, შეესაბამება უსასრულო სრულყოფილებას თვისებებისა ღვთისა. კანონი ასეთი მართვისა წაიკითხება ბუნებაში, იკითხება საზოგადოებრივ და კერძო ცხოვრებაში ადამიანთა, იკითხება საღვთო წერილში. „ანუ არა ორი სირი, – თქვა მხსნელმა, – ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა“. „ხოლო თქუენნი მუდმივნო და ერთგულნო მსახურნო ღვთისანო, „თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან“ ( მთ. 10:29-30 ). მწამს ყოვლადწმინდა სიტყვებისა! არ შემიძლია არ ვირწმუნო ისინი: ისინი გამოხატავენ სიზუსტით სრულყოფილებას ღვთისა ჩემისა. „ პირით შენით“, უფალო ჩემო, „განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ“ ( ფს. 16:2 )! სრულად გეკუთვნი შენ! სიცოცხლევ ჩემო და სიკვდილი იმყოფება ყოველწუთიერად ხელებში შენსა! ყველა საქმეში ჩემსა, ყველა გარემოებებში ჩემსაში შენ მონაწილეობ: მეხმარები მე სათნოყოფაში შენდამი: დიდად მითმენ მე საქმიანობებში ჩემსა თვითნებურებში, ცოდვილებში, უგუნურებში. გამუდმებით მიმმართავს მე გზაზე შენსა მარჯვენა შენი! გარეშე დახმარებისა ამ მარჯვენისა, დიდი ხანია გზა ამერეოდა მე გამოუვლად, დავიღუპებოდი სამუდამოდ. შენ, ერთადერთი ხარ შემძლებელი განსაჯო ადამიანი, განმსჯი მე, და წყვეტ ხვედრს ჩემსას სამუდამოდ მართალი მსჯავრით შენით, გამოუთქმელი წყალობით შენით. მე – შენი ვარ უწინაც ყოფისა ჩემისა, და ყოფაში ჩემსაში, და მიღმაც მიწიერი ყოფიერებისა ანდა მოგზაურობისა ჩემისა!
ბედისწერანი ღვთისანი – ყველაფერი, მომხდარი სამყაროში. ყველაფერი მომხდარი ხდება შედეგად მსჯავრისა და განსაზღვრებისა ღვთისა. საიდუმლოდ ღვთისაგან და დამოუკიდებლად მისგან არ აღესრულება და არ შესაძლებელია აღესრულოს არაფერი. ერთი აღესრულება ნებისამებრ ღვთისა; მეორე აღესრულება დაშვების მიხედვით ღვთისა; ყველაფერი მომხდარი ხდება მსჯავრით და განგებულებით ღვთისათი. ამ მიზეზით ბედისწერანი ღვთისანი ხშირად იწოდებიან წერილში მსჯავრად ღვთისად. მსჯავრი ღვთისა ყოველთვის სამართლიანია; „მართალ ხარ შენ, უფალო, – ამბობს წინასწარმეტყველი – და წრფელ არიან განკითხვანი შენნი“ ( ფს. 118:137 ).
მოქმედებით ნებისა ღვთისა შექმნილია სამყარონი ხილული და უხილავი; შექმნილია და გამოსყიდული ადამიანი, აღსრულებულია და აღესრულება ყველა მოვლენა, საზოგადოებრივნი და კერძონი, რომლებისგანაც ანათებს, როგორც მზე ზეციდან, ღვთის სიკეთე, ღვთის ყოვლისშემძლეობა ღვთის სიბრძნე. დაშვებით ღვთისა, თვითნებობით ქმნილებათა, გამოჩნდა ბოროტება მთელი შედეგებით მისით: დაშვებით ღვთისათი, საკუთარი სურვილით, დაეცნენ ანგელოზები, დაეცა ადამიანი არ მიიღეს ღმერთი და განუდგნენ ღმერთს ადამიანები, გამოსყიდულნი განკაცებულისა ღვთისაგან; დაშვებით ღვთისა, ბოროტი ნებით ანგელოზებისა უარყოფილთა და დაცემული ადამიანებისა, გაიხრწნა დედამიწა დანაშაულებით და უღირსებით ამ ანგელოზთა და ამ ადამიანთა. დაშვებით და მსჯავრით ღვთისათი სჯის და დასჯიან სამყაროს სხვადასხვა მწუხარებები და უბედურებები, საზოგადოებრივნი და კერძონი; დაშვებით და მსჯავრით ღვთისათი ეწევათ განდგომილთ ღვთისაგან, მტრებს ღვთისებს მარადიული ტანჯვა ცეცხლოვან, ბნელ უფსკრულში ჯოჯოხეთისა, რომლისთვისაც მათ შეამზადეს თავები თვითნებურად. შეხედა მოციქულმა გონებით სუფთათი, გონებით, განათებულით სხივებით წმინდა ჭეშმარიტებისა, შეხედა მიუღწეველ სიმაღლეებს ბედისწერებისა ღვთისა, და, წმინდა თავზარში ხედვისაგან ამ ბედისწერებისა წამოიძახა: „ჵ, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი, და გამოუკვლეველნი არიან გზანი მისნი. რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრაზხველ ეყო მას?“ ( რომ. 11:33-34 ).
წამოიძახა ეს მოციქულმა, საუბრისას საშინელ დანაშაულზე, თვითნებურ უარყოფაზე იუდეველთა მიერ გამომსყიდველისა, უარყოფის შესახებ გამომსყიდველის მიერ, რომელიც დაგვირგვინდა ბოროტმოქმედებით შემზარავით: მკვლელობით გამომსყიდველისა. საუბრით დანაშაულზე ადამიანთაზე, სრულად დამოკიდებულზე თავისუფალ ნებაზე მათსა, მოციქული გამოხატავს ასე, როგორც თითქოს დანაშაული აღსრულებული იყო ღვთისგან. „შეაყენა ღმერთმან ყოველნივე“ იუდეველნი „ ურჩებასა,“ ( რომ. 11:32 ). „მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ, 35 , თუალნი, რაჲთა არა ჰხედვიდენ, და ყურნი რაჲთა არა ესმოდის“ ( რომ. 11:8 ). დაშვება ღვთისა წოდებულია ქმედებად ღვთისად. შეუზღუდავმა ძალით და ძალაუფლებით თითქოს შეზღუდა თავისი თავი, არ შეუცვლია ნება მყოფელობა ადამიანური, არ გაუჩერებია ქმედებები ადამიანურნი, შესულთა შეუპოვარ წინააღმდეგობაში, გასასტიკებულ წინააღმდეგობაში ნებისა და მოქმედებისა ღვთისა. ნება მყოფელობა ქმნილებათა, ყველა ძალისხმევა მათი ვერ შეძლებდა შეწინააღმდეგებოდა ყოვლისშემძლე მარჯვენას შემოქმედისას. ეს არ გაკეთდა. ესაა – ბედისწერანი ღვთსანი. ჩაწვდომა მათი შეუძლებელია, როგორც აღმატებული გონება გონიერი ქმნილებებისა. გამოკვლევა იმისა, რაც არ შეიძლება იყოს ჩაწვდენილი – შრომაა ამაო, უცხო აზრისა. გამოკვლევა ბედისწერათა ღვთისათა იკრძალება ღვთისაგან, როგორც წამოწყება, ჩაგონებული ბრმა ამპარტავნებით, როგორც წამოწყება, ჩაგონებული მცდარი შეხედულებით საგნის შესახებ, როგორც წამოწყება, მიმყვანი გარდაუვალ გზააბნეულობამდე, ღვთის გმობამდე, სულის დაღუპვამდე. საჭიროა, მაგალითის მიხედვით მოციქულისა ხედვა და ჭვრეტა ბედისწერათა ღვთისა თვალით რწმენისა, თვალით სულიერი გონებისა, და არ დაშვებით საკუთარი თავისადმი უნაყოფო მსჯელობისადმი საწყისების მიხედვით ადამიანურისა, ჩაძირვა მოკრძალებულად წმინდა გაცბუნებაში, საღვთო სულიერ წყვდიადში, რომელიც ერთად საოცარი ნათელიცაა, რომლითაც დაფარულია ღმერთი გონებრივი მზერებისაგან ადამიანურებისგანაც და ანგელოზებრივისგანაც ( ფს. 17:12 ).
ბოროტებას არ აქვს არსი, – თქვეს მამებმა, – მაგრამ ცხადდება ჩვენი დაუდევრობისაგან სათნოებებისადმი, და ქრება ჩვენი გულმოდგინებისაგან სათნოებისადმი“ 36 . ბოროტება, რომელიც არის ნაკლულევანება სიკეთისა, შესაძლოა შეესაბამებოდეს მხოლოდ შეზღუდულ გონიერ ქმნილებებს, რომლებშიც სიკეთე შეზღუდულია. ნაკლულევანება არ შეეფერება უსასრულოს, არაა მისადგომი მისდამი. ღმერთი – უსასრულოა, და სიკეთე მისი – უსასრულოა. უსასრულო თვისების მიხედვით თავისი არ მცირდება ყოველგვარი რიცხობრივი გამოკვლევებით მისგან და არ იზრდება ყველა ასეთი დამატებისას მისდამი. არც ბოროტებას, არც სიკეთეს ქმნილებისას არ აქვს და არ შეუძლია ჰქონდეს არავითარი გავლენა არც ღმერთზე, არც ქმედებებზე მისაზე. ბედისწერანი ღვთისანი დგანან სიმაღლეზე მიუწვდომელზე და ხელშეუხებელზე; ისინი დგანან სიმაღლეზე, არ დამოკიდებულზე ქმედებებზე დემონებისაც, და ადამიანებისაც. ქმედება ღვთისა იმყოფება თავის საკუთარ თვისებად და მნიშვნელობად, მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს ქმედება ადამიანურიცა და დემონურიც, შეერთებული გარეგნულად ერთ ქმედებაში ქმედებასთან ღვთისასთან.
საოცარ ნიმუშს ასეთი ქმედებისას წამრმოადგენს დიდებული მოვლენა: ტანჯვა და სიკვდილი ღმერთკაცისა. ერთი მხრივ, ამ ტანჯვებს და ამ სიკვდილს კეთილინება დამორჩილებოდა განკაცებული ღმერთი ყოვლადწმინდა ნებით თავისით: მეორე მხრივ, მღვდელმთავრები იუდეისანი, ტარებული ასევე თავიანთი საკუთარი ნება მყოფელობით, დაუქვემდებარეს განკაცებული ღმერთი დამამცირებელ უპატიობას, წამებას სასტიკს და სიკვდილს სამარცხვინოს. ბოროტმოქმედებაში ადამიანებისაში მონაწილეობდნენ დემონები, როგორც საწყისნი ბოროტმოქმედებისანი ( ინ. 13:2-27 ). აქ ქმედება ღვთისა იყო შეერთებული, გარეგნულად, ერთ ქმედებაში ქმედებასთან ადამიანურთან და დემონურთან; მაგრამ, არსით, განსხვავდებოდა ქმედება ქმედებისაგან ყოვლადსრულყოფილი განსხვავებით. „ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ – უთხრა იუდეველებს მოციქულმა პეტრემ, – ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, ხოლო ღმერთმან რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინასწარმეტყუელთა თჳსთაჲთა ვნებაჲ ქრისტესი, აღასრულა ესრეთ“ ( საქ. 3, 14–15, 18 ). ეს აზრივე გამოხატეს კიდეც ყველა მოციქულმა ლოცვაში, რომელიც მათ წარმოთქვეს უწყებისას გამოცხადებული დევნისა ეკლესიაზე იერუსალიმში. მათ თქვეს ლოცვაში თავიანთში: „უფალო, ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, რომელი მამისა ჩუენისა დავით, მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს. რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა ზედა იესუს, რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტოელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაჱლისა საქმედ, რაოდენი ჴელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაჲსწარ განაჩინა ყოფად“ ( საქ. 4:24-28 ).
ბედისწერანი და ქმედებები ღვთისანი მიდიან გზით თავისით; ქმედება ადამიანური და დემონურნი მიდიან ასევე გზით თავისით. დანაშაული და ბოროტმოქმედება არ წყვეტს იყოს დანაშაულები და ბოროტმოქმედებანი მიმართებაში მოღვაწეებთან თავისთან, თუმც კი აღმასრულებელი ბოროტებისა განზრახვით ბოროტით ამასთან იყოს მხოლოდ იარაღნი ნებისა ღვთისა. უკანასკნელი არის შედეგი შეუზღუდავი სიბრძნისა ღვთისა, შეუზღუდავი ძლევამოსილებისა ღვთისა, მიზეზით რომელთაც ქმნილებები, მოქმედებით თავისუფალი ნება მყოფელობით თავიანთით, ამასთან იმყოფებიან გამოუვლად ხელისუფლებაში შემოქმედისა, ვერ იგებენ რა ამას, აღასრულებენ ნებას შემოქმედისას, ვერ ხედავენ რა ამას.
ბედისწერანი ღვთისანი იმყოფებიან და მოქმედებენ გულში მოვლენისა, აღსრულებულისა ადამიანების მიერ და დემონებისა, როგორც უფაქიზესი სული შორის ნივთიერებისა, დამოუკიდებლად ნივთიერებისა, არ მორიდებით ნივთიერების მიმართ, მოქმედებით ნივთიერებაზე და დაქვემდებარებით ქმედებას ნივთიერებისას. ბედისწერანი ღვთისა – ყოვლისშემძლე მოქმედებაა სამყაროში ყოვლადსრულყოფილი ღვთისა, ერთისა, ზუსტი მნიშვნელობით, სულისა, აღმავსებელისა სამყაროსი და ყველაფრისა, რაც ზღვარს მიღმაა სამყაროსი, არ მოცულისა სამყაროს მიერ არ მოიცავს ღმერთს სამყარო ნივთიერი, დაქვემდებარებული ჩვენს გრძნობებს; არ მოიცავს ღმერთს სამყაროც სულებისა, არ დაქვემდებარებული ჩვენს გრძნობებს. შეესაბამება ღმერთს ქმედებები მისნი, ბედისწერანი მისნი: და ისინი არაა მოცვადნი. დაე დუმდნენ მოწიწებით წინაშე მისსა ადამიანებიც და ანგელოზები მიმართებაში ღმერთთან სულები – იგივე ნივთიერება: განსხვავდება ისინი ღვთისგან არსითაც და თვისებებითაც, განსხვავდება განსხვავებით უზომოთი, განსხვავდება იმდენად, რამდენადაც განსხვავდება უხეში ნივთიერებაც 37 . ასეთია კანონი დამოკიდებულებისათვის უსასრულოსი ყველაფრისადმი შეზღუდულისა და საბოლოოსი. როგორც კი არ უნდა განსხვავდებოდნენ შორის ერთმანეთსა საგნები შეზღუდულნი, როგორც კი არ უნდა იზრდებოდნენ ანდა მცირდებოდნენ, განსხვავება მათი უსასრულოსთან არ იცვლება და არ შეუძლია შეიცვალოს არასოდეს: ყოველთვის იგი ტოლია, იმიტომ რომ ყოველთვის უსასრულოა.
„ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთუნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცთური.“ ( მთ. 18:7 ). ეს ნათქვამია მხსნელის მიერ სოფლისა, უფლისაგან ჩვენისა იესო ქრისტესაგან. ეს ნათქვამია მოვლენებზე, რომლებიც აღესრულება წინაშე თვალთა ჩვენთა და საჭიროა კიდევ აღესრულოს, რომლებშიც ყოვლადწმინდა ბედისწერანი ღვთისანი ერწყმის ერთად დანაშაულებრივ და დამღუპველ შედეგებს ცოდვიანი, ვნებისმოყვარული, მტრული ღვთისადმი ნება მყოფელობისა ადამიანურისა.
„უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი“: ამ სიტყვებით ცხადდება წინასწარგანსაზღვრულობა ღვთისა, ცხადდება ბედისწერანი ღვთისანი, მიუწვდომელნი ადამიანისაგან და მიუწვდომელნი ჩაწვდომისათვის მისი. „ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური.“: ამით ეცხადება რისხვა ღვთისა მსახურთ, მქადაგებელთ მფარველთ ცოდვისა, მთესველთა და გამავრცელებლებს ცოდვისა საზოგადოებაში ადამიანურში, მტრებს და მდევნელთ ჭეშმარიტისა ღვთისშემეცნებისა და ღვთისმსახურებისა. განწყობილება და საქმიანობა მათი უკვე გასამართლებულია ღვთისგან; უკვე გამოთქმულია მქუხარე მუქარები წინააღმდეგ ამ განწყობილებისა და ამ საქმიანობისა; უკვე მომზადებულია მისაგებლად მათი მარადიული ჯოჯოხეთი მისი საპყრობილეებით, მისი საშინელი წამებებით და სატანჯველებით. მაგრამ საქმიანობა და განწყობა ადამიანთა, მტრულნი და წინააღმდეგობრივნი ღვთისადმი, დაშვებულია ღვთისგან. ასეთნია ბედისწერანი ღვთისანი. ბოროტებას, აღსრულებულს ქმნილებების მიერ არ შეუძლია დაარღვიოს ღმერთში – სიკეთეში ყოვლადსრულყოფილში – დაურღვეველი, ხელშეუვალი მყოფობა უცვლელ თვისებებში და ღირსებაში მისაში, არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს უსაზღვრო სიბრძნისა ღვთისას აღსრულება ყოვლადწმინდა, ყოვლისშემძლე ნებისა მისი.
რაა ასეთი – წინასწარგანსაზღვრულობა ღვთისა? ესაა – სახე გამოხატულებისა, გამოყენებული საღვთო წერილით, რომლითაც გამოიხატება სიდიადე ღვთისა, აღმატებული ყოველგვარ გამოხატულებაზე. წარმოდგენა წინასწარგანსაზღვრულობაზე ბევრად მსგავსია წარმოდგენისა ბედისწერებზე: წარმოდგენა წარმოდგენას ერწყმის ხშირად. ავხსნათ, შეძლებისდაგვარად ჩვენი, წინასწარგანსაზღვრულობა ღვთისა, არსებობაზე რომლისაც მოწმობს საღვთო წერილი ( რომ. 9 ), არასწორი გაგებით რომლისაც გაიტაცება ბევრი დამღუპველ უფსკრულში ცდომილებისა.
ღმერთი არ ექვემდებარება დროს 38 : დრო არ არსებობს ღმერთისათვის. სიტყვით „დრო“ გამოიხატება წარმოდგენა, შემდგარი გონიერ ქმნილებებში შთაბეჭდილებისაგან, წარმოშობილისაგან მათში ცვლილებებით მოვლენებისა ბუნებაში. როგორც განისაზღვრება დრო მეცნიერებით. „და იქმნა მწუხრი, და იქმნა განთიად, დღე ერთი.“ ( დაბ. 1:5 ). ასე წარმოდგება წერილით წარმოშობა წარმოდგენებისა დროზე, სრულად თანახმა დასკვნისა დადებითისა მეცნიერებისათვის 39 . აშკარაა, რომ შთაბეჭდილება გარედან ვერ შეძლებენ იმოქმედონ ღმერთზე, სხვაგვარად იგი არ იქნებოდა სრულყოფილი და დაექვემდებარებოდა დართვასა და დაკლებას, რაც არაა თვისობრივი უსასრულოსადმი. საერთოდ არაა დრო ღვთისათვის: არაა მისთვის მომავალი დროც. მოსახდენი წარუდგება უკვე აღსრულებულად პირს ღვთისას, და საიქიო ხვედრი ყოველი ადამიანისა, ჯეროვანი გამოედინოს, როგორც ბუნებრივი შედეგი, მისიერი, თავისუფალი საქმიანობისაგან მისი, ნაცნობია უკვე ღვთისადმი, უკვე გადაწყვეტილია ღვთისაგან. „რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა“ ( ფს. 138:16 ), ყოვლადსრულყოფილო ღმერთო! აღიარა ეს შთაგონებულმა წინასწარმეტყველმა აღიაროს ეს უნდა, ლოგიკური აუცილებლობით, ყოველმა ადამიანმა.
„მე წინასწარგანსაზღვრული ვარ შევეწინააღმდეგო წინასწარგანსაზღვრულობას, შევცვალო ანდა გავანადგურო წინასწარგანსაზღვრება ღვთისა არ მაქვს არავითარი შესაძლებლობა. რატომ ვაიძულო თავი უწყალოდ-მკაცრი ქრისტიანული სათნოებისადმი? რატომ დავუქვემდებარო თავი აღურაცხელ მოკლებებს, და ვიცხოვრო გამუდმებით უარი ვთქვა სიცოცხლეზე? ვიცხოვრებ როგორც მომინდება და მომწონს! ვიჩქარებ იმისადმი, რისდამიც მიტყუებს მე ოცნება ჩემი, დახატვით წინაშე მზერათა ჩემთა მომხიბვლელი სურათებისა! ვინუგეშებ გაძღომამდე ყველა სიამოვნებებით, თუმც კი ცოდვილებით! ფუფუნებით გაფანტულია ისინი სამყაროში, და აუტანელი ცნობისმოყვარეობა მიზიდავს ვიგემო და გავიგო ისინი გამოცდილებითად! თუკი წინასწარგანსაზღვრული მაქვს მე გადავრჩე, მაშინ, მიუხედავად მთელი ბიწიერებისა ჩემისა, ღმერთი მიხსნის მე. თუკი განსაზღვრული მაქვს მე დავიღუპო, მაშინ დავიღუპები, მიუხედავად ყველა ძალისხმევისა ჩემისა მოსახვეჭად ხსნისა.“. გამოითქმება ასეთი მსჯელობა არცოდნისაგან საიდუმლოებათა ქრისტიანობისა! გამოითქმება იგი ცრუდ მქონე მეცნიერებით და ხორცის ზრახვით. წარმოითქმება მასში საშინელი, ვერ გაგებული მისით ღვთის გმობა! უბადრუკი, სრულად მცდარი მსჯელობა მიიჩნევა და მიიღება ბევრისაგან უცილობელ ჭეშმარიტებად: მასზე შენდება ცხოვრება თვითნებური, ცხოვრება უკანონო და გარყვნილი. მიწიერ ბიწიერ ცხოვრებაზე შენდება ცხოვრება მარადიულად-სალმობიერი, ცხოვრება მარადიულად-საუბედურო, ქვეყნად საიქიოში.
მცდარი, სულისდამღუპველი მსჯელობა წინასწარგანსაზღვრებაზე და ბედისწერაზე წარმოიშვა შერევისგან მოქმედებათა, დამახასიათებელისა მხოლოდ ღვთისათვის, ქმედებებთან ადამიანურთან. ერთი ცდომილება მიათრევს აუცილებლად მეორე ცდომილებისაკენ; მიათრევს იგი ბევრ შეცოდებამდე, თუკი გაკეთებულია აზრში საწყისში, ამოსავალში. ადამიანი, შერევით თავისი ქმედებისა ქმედებასთან ღვთისა, უკვე ბუნებრივად დაუმორჩილა ორივე ქმედება ერთ კანონს, ერთ სამსჯავროს, სამსჯავროს თავისი გონებისა. აქედან გაიღო მისთვის თვალუწვდენელი სარბიელი ცდომილებებისა. დამყენებელი თავისა მოსამართლედ ქმედებებისა ღვთისა, მან აუცილებლობით მიაწერა ღმერთს იგივე დამოკიდებულება სიკეთესთან და ბოროტებასთან, რომელიც აქვს მისდამი ადამიანს. თვისებები ღვთისა მიიჩნია მან იგივეობრივად თვისებებთან ადამიანურებთან; აზროვნება ღვთისა დაუქვემდებარა მან კანონებს აზროვნებისა ადამიანურისა: მან დაადგინა კიდევაც რაღაც განსხვავება, მაგრამ განსხვავება არა უსასრულო, არამედ როგორიღაც თავისი, გაურკვეველი, უცხო სისწორისა და აზრისა
დაუსაბამო საწყისიდან თავისი ღმერთი კმაყოფილდებოდა და კმაყოფილდება თავისი ერთიანი სიტყვით. სიტყვა ღვთისა არის ამასთან აზრიც მისი: პირველითგან იყო სიტყუაჲ ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ ( ინ. 1:1-2 ). ასეთია თვისება უსაზღვრო გონებისა. უსაზღვრო სრულყოფილების მიხედვით თავისი, ღმერთს აქვს ერთი და ერთადერთი ფიქრი, მიუხედავად იმისა, რომ აზრი ეს გამოიხატება მიდამოში გონიერი ქმნილებებისა ურიცხვი სიმრავლით აზრთა. განვაშოროთ ჩვენგან უსასრულო მანძილზე არსიც ღვთისაც, და თვისებანიც მისი, და ქმედებანიც მისი: მაშინ მსჯელობა ჩვენი ბედისწერებზე და წინასწარგანსაზღვრებებზე მიიღებს საჭირო საფუძვლიანობას. წინასწარგანსაზღვრულობა ხვედრისა ადამიანისა სრულად შეეფერება ღმერთს შეუზღუდავი სრულყოფილებით გონებისა ღვთისა, დამოუკიდებლობით ღვთისა დროზე. წინასწარგანსაზღვრულობა, მჩვენებელი ადამიანისადმი სიდიადისა ღვთისა, და მყოფი საიდუმლოდ, ცნობილად მხოლოდ ღვთისადმი, არაფრით არ ავიწროვებს თავისუფალ საქმიანობას ადამიანურს მთელ სარბიელზე მიწიერი ცხოვრებისა, არ აქვს რაიმენაირი გავლენა ამ საქმიანობაზე, არავითარი თანაფარდობა მასთან. არ მქონე რაიმენაირი გავლენისა საქმიანობაზე ადამიანისა, წინასწარგანსაზღვრებას ღვთისას არ აქვს და არ შეუძლია ჰქონდეს რაიმენაირი გავლენა შედეგებზე ამ საქმიანობისა, ხსნაზე და დაღუპვაზე ადამიანისაზე. ხელმძღვანელებად ქცევისა ჩვენისა მიცემულია ერთი მხრივ გონება და თავისუფალი ნება მყოფელობა, მეორეთი – განცხადებული სწავლება ღვთისა. განცხადებული სწავლება ღვთისა იუწყება უდამაკმაყოფილებლესი წვრილმანობით ნებას ღვთისას საშუალებად ხსნისა, იუწყება კეთილნებებობას ღვთისას, რათა გადარჩეს ყველა ადამიანი, იუწყება ტანჯვას მარადიულს გათელვისათვის ნებისა ღვთისა. აქედან აშკარა შედეგია: ხსნა და დაღუპვა ადამიანისა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ნებაზე მისაზე, ხოლო არა უცნობზე მისთვის განსაზღვრებაზე ღვთისაზე.
რის გამო ერთი იშვება სიმდიდრეში და ცნობილობაში, მეორე სიღარიბეში, წიაღში ხალხისა, არად ჩაგდებულნი და ჩაგრულნი, განწირულნი მთელი ცხოვრების ხორციელი ჯაფისათვის ოფლში სახისა, მოკლებულნი საშუალებებს განვითარებისთვის გონებრივისა? რის გამო ზოგი კვდება დაჩაჩანაგებულ მოხუცად, სხვა სინორჩეში ახალგაზრდული ანდა მამაკაცური ასაკისა, სხვა ბავშვად და თვით მცირეწლოვან ჩვილად? რის გამო ერთი სარგებლობს მუდმივად ჯანმრთელობით და კეთილდღეობით, სხვა იტანჯება ავადმყოფობებში, გადაეცემა მწუხარებებით მწუხარებებს, უბედურებებით უბედურებებს, როგორც თითქოს ხელიდან ხელს? ამ და ამით მსგავსმა შეკითხვებმა დააკავა ერთხელ დიდი მეუდაბნოე ეგვიპტისა, ანტონი, და ამაოდ ეძიებდა გადაწყვეტას მათსას მეუდაბნოე საკუთარ გონებაში, დაფარულით საღვთო მადლით, შემძლებელით ჩაღრმავებულიყო გასინჯვაში საიდუმლოთა ღვთისა. როდესაც წმინდა ბერი დაიღალა ფიქრით უნაყოფოთი, მიედევნა მას ზეციდან ხმა: „ანტონი! ეს – ბედისწერანია ღვთისანი. გამოკვლევა მათი სულის საზიანოა. შენს თავს მიხედე“ 40 .
„შენს თავს მიხედე“, ო ადამიანო! შეაბიჯე შრომაში და გამოკვლევაში არსებითად საჭიროსი შენთვის, აუცილებლებისა. განსაზღვრე სიზუსტით შენი თავი, შენი დამოკიდებულება ღმერთთან და ყველა ნაწილთან უზარმაზარი სამყაროსი, შენთვის ცნობილისა. განსაზღვრე, რაა მოცემული გასაგებად შენთვის, რა მინდობილია ერთადერთ ჭვრეტას შენსას, და რა არის დაფარული შენგან. განსაზღვრე ხარისხი და საზღვრები შენი შესაძლებლობისა აზროვნებისა და გაგებისა. ამ შემძლებლობას როგორც შემძლებლობას არსებისას შეზღუდულისას, ბუნებრივად აქვს თავისი ხარისხიც და თავისი ზღვარიც. წარმოდგენებს ადამიანურებს, მათს ცნობილ სახეში, მეცნიერება უწოდებს სრულებს და სრულყოფილებს, მაგრამ ისინი ყოველთვის რჩებიან შედარებითნი ადამიანურ შემძლებლობასთან აზროვნებისა და გაგებისა: ისინი სრულყოფილნი არიან იმდენად, რამდენადაც სრულყოფილია ადამიანი. მიაღწიე მნიშვნელოვან შემეცნებას, რომ სრულყოფილი გაგება რაიმესი არათვისობრივია და შეუძლებელი გონებისათვის შეზღუდულისა. სრულყოფილი გაგება ეკუთვნის მხოლოდ გონებას სრულყოფილს. გარეშე ამ შემეცნებისა, შემეცნებისა მარადიულისა და წმინდისა, სისწორე მდგომარეობისა და სისწორე საქმიანობისა მუდმივად იქნება უცხონი თავად გენიოსისათვის. მდგომარეობა და საქმიანობა იგულისხმება აქ სულიერნი, რომლებშიც ყოველი ჩვენგანი ვალდებულია განვითარდეს განვითარებით, დანიშნულით და მიწერილით გონიერი ქმნილებისთვის მხსნელის მიერ მისი. არაა ნათქვამი აქ იმ ვადიან მდგომარეობაზე და იმ ვადიან საქმიანობაზე, რომლებშიც ვდგებით უმოკლეს ვადაში დროს მიწიერი მოგზაურობისა ჩვენისა, როგორც წევრები ადამიანური საზოგადოებისა.
მეჩვენება: რაა უფრო ახლოს ჩემთან ჩემს თავზე? რაა ჩემთვის უფრო ნაცნობი ჩემზე? მე გამუდმებით ჩემ თავთან ვარ; ბუნებრივი აუცილებლობით მე უნდა გამუდმებით ყურადღება მივაქციო საკუთარ თავს; ვაქცევ ყურადღებას სხვა საგნებს, რამდენადაც საჭიროა ეს ჩემთვის. სიყვარული ჩემი თავისადმი დადგენილია ჩემთვის კანონით ღვთისათი საზომის მიხედვით სიყვარულისა მოყვასისადმი. და სწორედ მე ხელის მომკიდე გავიგო შორეული სიღრმეებში მიწისა და ზღვისა, სიღრმეებში ცისქვეშეთისა და კამარის მიღმა ზეცისა, მოვდივარ სიძნელეში, სრულ გაცბუნებაში, არ ვიცი, რა ვუპასუხო მე, როდესაც გავიგებ შეკითხვას: ვინ ვარ მე, და რა ვარ? ვინ ვარ – მე? არსება კი? მაგრამ მე დაქვემდებარებული ვარ არაჩვეულებრივ ცვლილებებს დღიდან ჩასახვისა ჩემისა და დღემდე სიკვდილისა. არსება, სრული გაგებით, არ უნდა დაექვემდებაროს ცვალებადობებს; მან უნდა გამოამჟღავნოს მუდმივად ერთნაირი, ყოველთვის თანაბარი თავისი თავისთვის ძალა სიცოცხლისა. არაა ჩემში მოწმობა სიცოცხლისა, რომელიც სრულად მოთავსდებოდა ჩემში თავად; მე ვექვემდებარები სრულ გამოლევას სასიცოცხლო ძალებისა სხეულში ჩემსაში: მე ვკვდები. არა მხოლოდ ხრწნადი სხეული ჩემი დაქვემდებარებულია სიკვდილს, არამედ თავად სულს ჩემსას არ აქვს თავის თავში პირობა სიცოცხლისა დაურღვეველისა: მასწავლის მე ამას წმინდა გარდამოცემა ეკლესიისა მართლმადიდებლურისა. სულს, მსგავსად ანგელოზებსაც, ნაჩუქარი აქვთ უკვდავება ღვთისაგან: იგი არაა მათი საკუთრება, არაა მათი ბუნებრივი კუთვნილება 41 . სხეული, შესანარჩუნებლად სიცოცხლისა თავისი, საჭიროებს კვებას ჰაერით და წარმონაშობებით მიწისათი; სული, რათა შეინარჩუნოს და შეინახოს თავის თავში უკვდავება თავისი, საჭიროებს საიდუმლოებრივ ქმედებას თავის თავზე საღვთო მარჯვენისა. ვინ ვარ – მე? მოვლენა? მაგრამ მე ვგრძნობ არსებობას ჩემსას. ბევრი წელი ფიქრობდა ვიღაც პასუხზე დამაკმაყოფილებელზე შემოთავაზებულ შეკითხვაზე, ფიქრობდა, ჩაღრმავებით თავისგანჭვრეტაში ნათელში ლამპრისა – სულისა ღვთისა. მრავალწლიანი ფიქრით იგი მოყვანილია შემდეგ შეფარდებით განსაზღვრებამდე ადამიანისა: „ადამიანი – ანარეკლია არსებისა, და სესხულობს ამ არსებიდან ხასიათს არსებისა“ 42 . ღმერთი, ერთიანი ( გამ. 3:1 ), აირეკლება ცხოვრებაში ადამიანისა. როგორც გამოხატავს თავს მზე სუფთა წვიმის წვეთში. წვიმის წვეთში ჩვენ ვხედავთ მზეს: მაგრამ ის, რასაც ვხედავთ მასში, არაა მზე. მზე – იქაა, სიმაღლეზე მიუწვდომელზე.
რა არის – სული ჩემი? რა არის – სხეული ჩემი? რა არის – გონება ჩემი? რა არის – გრძნობები გულისა? რა არის – გრძნობები სხეულისა? რა არის – ძალები სულისა და სხეულისა? რა არის – სიცოცხლე? შეკითხვებია გადაუწყვეტელნი, შეკითხვებია გადაუწყვეტადნი! განმავლობაში ათასწლიანი მოდგმისა ადამიანურისა ვუდგებოდი განხილვას ამ შეკითხვებისას, ძალას ვიხმევდი გადამეწყვიტა ისინი და უკან ვიხევდი მათგან, დარწმუნებული მათს გადაუწყვეტელობაში. რა შეიძლება იყოს უფრო ნაცნობი ჩვენთვის ჩვენს სხეულზე? აქვს რა გრძნობა, იგი ექვემდებარება მოქმედებას ყველა ამ გრძნობისას: შემეცნება სხეულის შესახებ საჭიროა იყოს ძალიან დამაკმაყოფილებელი, როგორც შეძენილი გონებითაც და გრძნობითაც იგი – ზუსტად ასეთია მიმართებაში შემეცნებებთან სულის შესახებ, მისი თვისებების შესახებ და ძალებზე, საგნებზე, არ დაქვემდებარებულებზე გრძნობებს სხეულისას 43 ; ამასთან იგი – შემეცნებაა, უკიდურესად არასაკმარისი მიმართებაში პირობებისა, რომლებშიც შემეცნება შეიძლება იყოს მიჩნეული სრულად და სრულყოფილად.
რათა შევიცნოთ მნიშვნელობა როგორიც იგი არ უნდა იყოს ნივთიერებისა, მეცნიერება ვალდებულია დაშალოს იგი შემადგენელ, გაუხრწნელ ნაწილებად, შემდეგ შემადგენელი ნაწილებიდან აღადგინოს დანაწევრებული ნივთიერება. მიღებულს ამ წესით შემეცნებას ნივთიერებაზე მეცნიერება იღებს უტყუარად: ვარაუდები 44 , სანამ ისინი არაა დადასტურებულნი დადებითად, არ დაიშვება შემადგენლობაში შემეცნებისა, საუნჯეში მეცნიერებისა, თუმც ნება ადამიანური აცხადებს მათს შესახებ ბაგითაც და ბეჭდურადაც, როგორც ჭეშმარიტებებზე, დაცინვით უვიცობისა და გულუბრყვილობისა კაცობრიობისა. რათა გაიხრწნას დამაკმაყოფილებლად ადამიანური სხეული, აუცილებელია აღესრულოს ეს მაშინ, როდესაც სხეული კიდევ ცოცხალია. არაა შესაძლებლობა განისაზღვროს მნიშვნელობა სიცოცხლისა სხვაგვარად, თუ არა დაჭერით მისი და დათვალიერებით მარტო და თავის თავად. სიზუსტე გახრწნისა უნდა იყოს დამტკიცებული შედგენით შემადგენელი ნაწილებისგან ცოცხალი სხეულისა. ეს – შეუძლებელია. ჩვენ ვხრწნით მხოლოდ გვამებს 45 , არ ვიცით რა რას ტოვებს სიცოცხლე დატოვებულ მის მიერ სხეულში და რა მიაქვს თავისთან. გაკვეთით გვამებისა, ჩვენ ვეცნობით მოწყობას მანქანისა, დაფარულისა შიგნით სხეულისა, მაგრამ მანქანისა, უკვე ვერ შემძლებელისა მოძრაობისადმი და მოქმედებისადმი, მანქანისა, უკვე მოკლებულისა თავისი არსებითი მნიშვნელობისა. და რა ვიცით ჩვენ ჩვენს სხეულზე? არაფერი, შორს განშორებული შემეცნებისაგან სრულისა და სრულყოფილისა.
მოვუწყობთ დაკითხვას გონებას ჩვენსას, ამ მთავარ იარაღს შესაძენად შემეცნებებისა, რათა მან მოგვცეს არსებითი განსაზღვრება თავისი თავისა რა არის – იგი? ძალა სულისა? მაგრამ ამით გამოითქმება მხოლოდ წარმოდგენა, გამოცხადებული ჩვენში შთაბეჭდილებისაგან, წარმოშობილნი ქმედებებით გონებისა, არ განისაზღვრება არსი გონებისა. ზუსტად იგივე უნდა ჩვენ ვთქვათ სულზე ადამიანურზე, ესე იგი, იმ ამაღლებულ გულისმიერ გრძნობებზე, რომლებიც არ აქვთ ცხოველებს, გრძნობებზე, რომლებითაც გული ადამიანისა განსხვავდება გულისაგან ცხოველთა და რომლებიც შეადგენენ მოხდენილ სიჭარბეს გრძნობათას გულში ადამიანურში წინაშე გულებისა ცხოველთა. სული – ძალაა სამშვინველისა. როგორი სახით შეერთებულნი არიან ძალები სულისანი თავად სულთან? სახე შეერთებისა მიუწვდომელია, ისე როგორც მიუწვდომელია სახე შეერთებისა სხეულისა მის გრძნობებთან, მხედველობასთან, სმენასთან და სხვა სხვადასხვაგვარ შეხებასთან. გრძნობები სხეულისა ტოვებენ სხეულს იმ დროს, როდესაც ტოვებს მას სიცოცხლე, გაიქროლებს მისგან წასული სულით. მაშასადამე, ხორციელი გრძნობები ეკუთვნიან საკუთრივ სულს, და როდესაც იგი იმყოფება სხეულში, ხდებიან როგორც გრძნობებად სხეულისა. აქედან გამომდინარეობს აუცილებელი ბუნებრივი შედეგი: შემძლებლობა სულისა იგრძნოს იგივე, რასაც გრძნობს სხეული; მსგავსება სულისა სხეულთან, არაა ის სრულყოფილი წინააღმდეგობა, რომელიც ნაჩქარევადაა მიწერილი რომელიღაცებისგან სულისათვის და ქმნილი სულებისათვის, რომელიც აქამდე მიეწერება მათ უვიცობით 46 . არსებობს შორის ქმნილებათა თანდათანობა და წარმოშობილი თანდათანობიდან განსხვავება, როგორც შორის რიცხვთა. განსხვავება შესაძლოა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი; მაგრამ იგი არ ანადგურებს არც ნათესაობას, არც თანდათანობას. ამ თანდათანობაში იგი უფრო უხეშია მიმართებაში ჩვენთან, სხვა უფრო თხელია; მაგრამ ყველაფერი შექმნილი, შეზღუდული, არსებული სივრცეში და დროში, ვერ შეძლებს იყოს უცხო ნივთიერობისაგან, ამ განუყრელი კუთვნილებისა ყველაფერი შეზღუდულისა. უნივთოა – მხოლოდ ღმერთი: იგი განსხვავდება გადამწყვეტი განსხვავებით ყველა ქმნილებაზე; იგი საწინააღმდეგოა მათი ბუნებითად და თვისებებით ისე, როგორც საწინააღმდეგოა უსასრულო რიცხვებისათვის, ვყელასათვის გამონაკლისის გარეშე. აი რა ვიცით ჩვენს სულზე, გონებაზე, გულზე! და რა ვიცით ჩვენ? რაღაც , ძალიან შეზღუდული რაღაც .
ვინ იცის ყველაფერი ეს მთელი დამაკმაყოფილებლობით? მხოლოდ ღმერთმა! იგი, თვისებით უსასრულოა, აქვს ყველაფერზე სრულყოფილი წარმოდგენა, უცხო ყოველგვარ ნაკლზე, და დაამტკიცა მან ასეთი წარმოდგენა დასტურით სრულყოფილით: შექმნით არაფრისგან აურაცხელი სამყაროებისა, ხილულთა ჩვენთვის და უხილავთა, ნაცნობთა და უცნობთა. თვისობრივია უსასრულოსათვის გააცოცხლოს არარსებული არსებობაში, რისაც არ არიან შემძლებელნი შექმნან არავითარი რიცხვები, როგორც კი არ უნდა იყვნენ ისინი დიდები. დასტური უსაზღვრობისა გონებისა, მმართველისა სამყაროსი, აგრძელებს ჩინებულად გამოიხატოს არსებობით ყველა არსებულისა 47 . უმცირესი რაოდენობა ნიშნებისა შემოქმედებისა და არსებობისა, და ისიც რამოდენიმე ხარისხში, ჩაწვდენილია ადამიანებისაგან. ჩაწვდენილია მათ მიერ ისიც, რაც მთელ ბუნებას მოიცავს აღმატებული ადამიანური შეგნებისა კანონმდებლობა. თუკი საჭიროა გონება გაგებისათვის ნაწილაკთა კანონთა, მით უფრო აუცილებელია იგი შედგენისათვის მათი.
ადამიანო! „თავს მიხედე“, თავი განიხილე! ნათელი, შეძლებისდაგვარად შენი, გაგებისაგან შენთვის უფრო აშკარად და უფრო სწორად უყურებ ყველაფერს, რაც ექვემდებარება შენს მზერებს გარეთ შენსა. ასეთნაირად, როგორი საბაბით შევაბიჯე მე არსებობაში და გამოვცხადდი სარბიელზე მიწიერი ცხოვრებისა? გამოვცხადდი მე ამ სარბიელზე უნებლიედ და შეუცნობლად; მიზეზები შებიჯებისა ყოფიერებაში არარსებობიდან არ ვიცი. მოვიაზრებ, გამოვეძიებ მიზეზს და არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ უნდა აუცილებლობით ჩავთვალო იგი განსაზღვრებაში შეუზღუდავში, უცნობში, მიუწვდომელ ნებაში, რომელსაც დაქვემდებარებული ვარ მე უპირობოდ. გამოვცხადდი მე უნარებით სულისა და სხეულისა, როგორც კუთვნილებებით: ისინი მოცემული მაქვს მე – არ არიან არჩეულნი ჩემ მიერ. გამოვცხადდი მე სხვადასხვაგვარი უძლურებებით, როგორც აღბეჭდილი უკვე სატანჯველით; გამოვცხადდი წამებულად და განწირულად ტანჯვისათვის. დავდექი მე გარემოებებში და ვითარებაში, როგორებიც ვიპოვე, ანდა როგორებიც მომზადებულნია ჩემთვის – არ ვიცი. გზაზე მიწიერი მოგზაურობისა ძალიან იშვიათად შემიძლია მოვიქცე ნება მყოფელობით ჩემით, აღვასრულო ჩემი სურვილი: თითქმის ყოველთვის, მივიზიდები იძულებით როგორიღაც უხილავი, ყოვლისშემძლე ხელით, როგორიღაც ნაკადით, რომლისაც არ შემიძლია გავუწიო არავითარი წინააღმდეგობა. თითქმის მუდმივად მხვდება მე ერთი მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი. წავიყვანები მიწიერი ცხოვრებისაგან უმეტესად მოულოდნელად, გარეშე ყოველგვარი თანხმობისა ჩემისა ამაზე, გარეშე ყოველგვარი ყურადღებისა მიწიერ საჭიროებებზე ჩემსაზე, საჭიროებებზე გარემომცველზე ჩემი, რომელთათვის მე, მსჯელობით ჩემით და მათი, აუცილებელი ვარ. წავიყვანები დედამიწიდან სამუდამოდ, არ ცოდნით, სად წავალ! წავიყვანები მრისხანე მარტოობაში! ქვეყნად უცნობში, რომელშიც შევაბიჯებ სიკვდილით, შემხვდება მე ერთადერთი ახალი, ერთადერთი არნახული არასდროს. რათა შევაბიჯო უცნობ ქვეყანაში, მე უნდა მივატოვო დედამიწაზე ყველაფერი მიწიერი, უნდა გადავაგდო ჩემგან თავად სხეული. იქიდან, უცნობი ქვეყნიდან, არ შემიძლია მივაწიო დედამიწას არავითარი ცნობა საკუთარ თავზე: იმიტომ რომ არაა შესაძლებლობა გაგონებისა ცნობისა იქიდან ვინც იგი არ უნდა იყოს, შემოსილისა გარსით მიწიერისა, უხეში ნივთიერებისა. ცხოვრება ჩემი ამ ხილულ სოფლად არის განუწყვეტელი ბრძოლა სიკვდილთან; ასეთია იგი აკვნიდან ჩემისა და საფლავამდე ჩემი. შემიძლია მოვკვდე ყოველდღიურად და ყოველსაათს, მაგრამ დღე და საათი სიკვდილისა – არ ვიცი. ცნობილია ჩემთვის, რომ მოვკვდები; ამაში არაა და არ შეიძლება იყოს არც უმცირესი ეჭვი, მაგრამ ვცხოვრობ თითქოს უკვდავი: იმიტომ რომ ვგრძნობ თავს უკვდავად. წინასწარგანცდა სიკვდილისა წართმეულია ჩემგან, და მე არაფრით არ დავიჯერებდი რომ ადამიანისათვის შესაძლებელია მოკვდეს, თუკი არ ვიხილავდი ყველა ადამიანზე, რომ სიკვდილი არის გარდაუვალი ხვედრი ყოველი ადამიანისა. ზუსტად გამოიხატება სახარების მიერ უძლურება ძალაუფლებისა ჩვენისა ჩვენზე. „რამდენსაც შენ არ უნდა აკეთებდე ძალისხმევას, – ეუბნება სახარება ადამიანს, – ვერ შეძლებ დაამატო ასაკს შენსას ერთი მტკაველი ( მთ. 6:27 ), და თეთრი თმა შენი გახადო შავი“ ( მთ. 5:36 ).
„რატომ ხდება ეს ასე? შეუძლებელია არ აღიარო, რომ ბევრი ნათქვამიდან აქ ნათქვამია ხელშესახები სამართლიანობით. წამებულ მდგომარეობას კაცობრიობისას დედამიწაზე, მდგომარეობას მომლოდინეს მზერათა ყველასი, უნდა ჰქონდეს თავისი მიზეზი. მაგრამ როგორ შეძლებს იყოს დამნაშავე შთამომავლობა შეცოდებაში წინაპრისა, განშორებულისა შთამომავლობისაგან და უკვე უცხო შთამომავლობისა? შთამომავლობა ისჯება: ეს – აშკარაა. რატომ ისჯება იგი უდანაშაულო? რატომ ატარებს იგი საშინელ მარადიულ სატანჯველს? სატანჯველი გადადის თაობიდან თაობაზე, აწვება მძიმედ ყოველ თაობას, შლის პირისაგან მიწისა ყოველ თაობას, დაქვემდებარებით უწინ ყოველი თაობისა აურაცხელი ტანჯვისადმი. ყოველი თაობა ცხადდება პირზე მიწისა გაუცნობიერებლად, უნებლიედ, ძალმომრეობითად. ყოველი ადამიანი შეაბიჯებს მიწიერ ცხოვრებაში გარეშე უნარისა თვითნებურად იმოქმედოს უნარებით, რომლებიც ჩვილში საჭიროა უფრო სწორედ შედარდეს თესლებს, ვიდრე აღმონაცენებს. როგორი მონაწილეობაა შთამომავლობისა ცოდვაში წინაპრისა, მონაწილეობა, ღირსი ისეთი სატანჯველებისა, როდესაც არ იყო და არაა თავად შესაძლებლობა შთამომავლობისათვის მიეღო მონაწილეობა ცოდვაში არა ფაქიზი გულისმიერი თანხმობით, არც უმცირესი გადახრით გონებისა? სადაა აქ მართლმსაჯულება ღვთისა? სადაა სიკეთე? ვხედავ ერთადერთ საპირისპიროს მისი“. ასე გოდებს უძლური ადამიანი, დაბრმავებული ცოდვილი, ნივთიერი ცხოვრებით თავისით. ასე გოდებს იგი და მოუწოდებს წინაშე თავისსა დასაკითხად ბედისწერებს ღვთისას.
ასე გოდებს უცოდინრობა ღვთისა! ასე გოდებს სიამაყე ადამიანური! ასე გოდებს უცოდინრობა ადამიანის მიერ თავად საკუთარი თავისა! ასე გოდებს ცრუ წარმოდგენა საკუთარ თავზე და მთელ მდგომარეობაზე თავისაზე! ასე გოდებენ ისინი – და ვერავინ ისმენს გოდებას. მეშვეობით ასეთი შეძახილებით ადამიანები, ვერ იგებენ რა ამას, ამჟღავნებენ მხოლოდ მომცველ მათს ავადმყოფობას თვითწარმოდგენისა და თვითცდუნებულობისა: მეშვეობით ასეთი შეძახილთა ისინი ამხელენ მცხოვრებს მათში აღიარებას თავიანთ თავში უნარს და სურვილს იყვნენ განმკარგველნი სამყაროსნი, მსაჯულნი და მოძღვარნი ღვთისანი მის მართვაში სამყაროსი, და არავინ არ აძლევს მათ მაღალ ღრუბელსმიღმიერ ტახტს, რომლებზეც უწინ აღშფოთებული ადამიანები ისურვეს დაესვათ აღშფოთებულ ანგელოზებს. უგუნური წამოწყება ფლავს, როგორც ბნელ უფსკრულში, უგუნურებაში თავისაში, წვალებით მსხვერპლისა, მიცემულებისა წინდაუხედავად გატაცებულთა ამ წამოწყებით, წამებით მათი ტანჯვებით უნაყოფოებით ჯაჭვებით გაუწყვეტელით. ამბები მიდის თავისი რიგით, სახლთმშენებლობაში სამყაროსი არ ხდება არავითარი ცვლილებები, ბედისწერანი ღვთისანი იმყოფებიან დაურღვეველნი. არარაობა და თვითცდუნებულობა ადამიანთა დასტურდება მისით დადებითად და ურღვევად მკაცრი გამოცდილებით.
უზუსტესი მათემატიკური აწონ დაწონვა უხსნის ადამიანს მთელი განსაზღვრულობით უსასრულო განსხვავებას მისას ღვთისაგან არსითაც და თვისებებითაც, თუმც გამოსახატავად იმისა და მეორისა იხმარება ერთი და იგივე სიტყვები მიზეზით სიღარიბისა ენისა ადამიანურისა. უსასრულო იმართება სრულად სხვა კანონებით ვიდრე ყველა, რაც მხოლოდ შესაძლოა იყოს გამოხატული რიცხვით მეთოდით დადებითი მეცნიერებისა, რომელზეც შენდება ყველა სხვა მეცნიერება, როგორც შენდება ძვლებზე მთელი შემადგენლობა ადამიანისა. ამ აქსიომისაგან გამომდინარეობს სხვა აქსიომა: ქმედებები უსასრულოსი ბუნებრივად მიუწვდომელია გაგებისთვის ყველასი, როგორიც ისინი არ იყვნენ გონიერი ქმნილებანი, დაქვემდებარებული გამოსახვას რიცხვით. რიცხვი, რამდენადაც არ უნდა იზრდებოდეს იგი, იმყოფება რიცხვად და განსხვავდება უსასრულოსაგან უსასრულო სხვაობით, რომლითაც ერთიანად განსხვავდება უსასრულოსაგან ყველა რიცხვი. სწრაფვა ჩაწვდომისადმი მიუწვდომელისა ჩაწვდომისადმი არის არა რამე სხვა, თუ არა შედეგი ცრუ ცოდნისა, შემდგარისა მცდარი წარმოდგენისაგან. სწრაფვა ეს არ შეიძლება არ მოქმედებდეს შესაბამისად შენი საწყისისა: მან უნდა წაიყვანოს ძალიან დამღუპველ შედეგებამდე თვისების მიხედვით ყველა ქმედებისა, გამომავალისა სიცრუისაგან. საიდან განცხადდა ეს სწრაფვა? აშკარაა: ამაყი, მცდარი აზრისაგან საკუთარ თავზე, რომელიც იტაცებს ადამიანს მისცეს თავის თავს სხვა მნიშვნელობა, ვიდრე რომელიც მისთვის მიცემულია უშველებელ სამყაროს შექმნაში.
განვიხილავ თავს! და აი სანახაობა, წარმოსახული წინაშე ჩემსა გასინჯვისას საკუთარი თავისა! აი როგორა ვარ აღწერილი მე უცილობლად, აღწერილი ვარ ნაკვთებით უტყუარებით, საღებავებით ცოცხალით, აღწერილი ვარ თავად გამოცდილებებით, თავად მოვლენებით ჩემი სიცოცხლიდან! როგორი დასკვნა უნდა მე გამოვიტანო საკუთარ თავზე ამ მხატვრობიდან? დასკვნა, რომ მე სულაც არ ვარ თავისთავადი და არა დამოუკიდებელი არსება, რომ მე მოკლებული ვარ თავად საფუძვლიან, თვით სასიცოცხლო ცოდნებს საკუთარ თავზე. დადგება საჭიროება დადგება აუცილებლობა, რათა სხვამ ამიხსნას მე ჩემი თავი დამაკმაყოფილებლად, რათა გამომიცხადოს მე ჩემი დანიშნულება, რათა მაჩვენოს მე საქმიანობა სწორი, და ამით დამიცვას მე საქმიანობისაგან გარეშე აზრისა და გარეშე მიზნისა.
ეს დაბეჯითებითი საჭიროება, ეს აუცილებლობა სცნო თავად ღმერთმა. სცნო მან იგი და აჩუქა ადამიანებს გულახდილი სწავლება, რომელსაც ავყავართ ჩვენ შემეცნებამდე, ხელმიუწვდომელთა საკუთარი ჩაწვდომისა ჩვენისა. ღვთივგამოცხადებულ სწავლებაში ღმერთმა განუცხადა თავი ადამიანს, რამდენადაც შეზღუდული ადამიანი შეძლებს იყოს ახსნილი და განცხადებული შეუზღუდავი და აუხსნელი ღმერთი. ღვთივგამოცხადებულ სწავლებაში განუცხადა ღმერთმა ადამიანს მნიშვნელობა და დანიშნულება ადამიანისა, მისი დამოკიდებულება ღმერთთან და სამყაროებთან, ხილულებთან და უხილავებთან. განუცხადა ღმერთმა ადამიანს შემეცნება ადამიანზე, რამდენადაც ეს შემეცნება ხელმისაწვდომია გონებისათვის ადამიანისა. სრულ და სრულყოფილ შემეცნებას ადამიანისას, როგორც ყოველგვარი სხვა ქმნილებისას, აქვს ერთი, შემძლებელი სრული და სრულყოფილი შემეცნებისადმი ყველაფრისა: ყოვლადსრულყოფილი ღმერთი.
საღვთო განცხადებული სწავლება, შედარებული შემეცნებებთან, მინიჭებულთან ადამიანისადმი ზუსტი გასინჯვით თავისა, დასტურდება ამ შემეცნებებით და ადასტურებს მათ. შემეცნებები, დადასტურებული ერთი მეორეთი, წარუდგებიან წინაშე კაცობრიობისა ბრწყინვალე ნათელში უცილობელი ჭეშმარიტებისა.
საღვთო განცხადებული სწავლება მაუწყებს მე, გამოცდილებები ცხოვრებისა მიდასტურებენ მე, რომ მე – ქმნილება ვარ ღვთისა. მე – ქმნილება ვარ ღვთისა ჩემისა! მე – მონა ვარ ღვთისა ჩემისა, მონა, სრულად დამორჩილებული ძალაუფლებას ღვთისას, მოცულს, შენახულს ძალაუფლებით მისით, ძალაუფლებით შეუზღუდავით, თვითმპყრობელით ზუსტი მნიშვნელობით სიტყვისა. ძალაუფლება არ აღესრულება არც ვინმეზე, ძალაუფლება არ იძლევა ვარაუდების შესახებ და ქმედებებისა თავისი არავისთვის არავითარ ანგარიშს: არავინ, არც ადამიანთაგან, არც ანგელოზთაგან არაა შემძლებელი არც გასცეს რჩევა, არც მოისმინოს, არც გაიგოს ანგარიში. „პირველითგან იყო ღმრთისა თანა სიტყვა მისი“ ( ინ. 1:2 ).
მე მონა ვარ ღვთისა ჩემისა, მიუხედავად იმისა, რომ მე მოცემული მაქვს თავისუფალი ნება და გონება მართვისათვის ნებისა. ნება ჩემი თავისუფალია თითქმის მხოლოდ ერთადერთ არჩევაში სიკეთისა და ბოროტებისა: სხვა მიმართებებში იგი შემოსაზღვრულია ყველა მხრიდან. შემიძლია მოსურვება! მაგრამ სურვილი ჩემი, შემხვედრი მოპირდაპირე ნებასთან სხვა ადამიანებისა, საპირისპირო მიმართულებასთან გადაულახავ გარემოებათა რჩება უმეტეს წილად აღუსრულებელი. შემიძლია ვისურვო ბევრი, მაგრამ საკუთარი უძლურება ჩემი ხდის უნაყოფოს მრავალ სიმრავლეს სურვილებისას ჩემისას.
როდესაც სურვილი დარჩება აღუსრულებელი, განსაკუთრებით როდესაც სურვილი წარმოიდგინება კეთილგონიერადაც, და სასარგებლოდ, და საჭიროდ – მაშინ გული იგმირება მწუხარებით. შესაბამისად მნიშვნელობისა სურვილისა, მწუხარება შესაძლოა გაძლიერდეს, ხშირად გადავიდეს სევდაში და თვით სასოწარკვეთაშიც. რა ამშვიდებს უწყალო დროებში სულიერი გასაჭირისა, როდესაც ყოველგვარი დახმარება ადამიანური ანდა უძლურია ანდა შეუძლებელი> ამშვიდებს ერთი შეგნება თავისა მონად და ქმნილებად ღვთისად; ერთი ამ შეგნებას აქვს ისეთი ძალა. როგორც კი იტყვის ადამიანი ლოცვისას ღმერთის მიმართ მთელი გულიდან თავისი: დაე აღესრულოს ჩემზე, უფალო ჩემო, ნება შენი , ისევე ჩუმდება აღელვება გულისმიერი. სიტყვებისაგან ამათისა, წარმოთქმულისა წრფელად, თვით მძიმე მწუხარებანიც კარგავს დაუფლებულობას ადამიანზე.
რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ადამიანი აღიარებით თავისა მონად და ქმნილებად ღვთისად, მიცემული მთლიანად ნებისადმი ღვთისა, დაუყოვნებლივ შედის მთელი არსებით თავისით არეში წმინდისა ჭეშმარიტებისა. ჭეშმარიტებას მოაქვს სწორი განწყობილება სულისათვის, სიცოცხლისათვის. ასული არეში ჭეშმარიტებისა, დამორჩილებული ჭეშმარიტებისადმი, იღებს ზნეობრივ და სულიერ თავისუფლებას, იღებს ზნეობრივ და სულიერ ბედნიერებას. ეს თავისუფლება და ეს ბედნიერება არაა დამოკიდებული ადამიანებზე და გარემოებებზე.
„უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, – უთხრა მხსნელმა იუდეველებს, – ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ. ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდგისაჲ უკუეთუ ძემან“ ღვთისამ, რომელიც არის თავად-ჭეშმარიტება, „განგათავისუფლნეს ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.“ ( ინ. 8:31-34, 36 ). მსახურება ცოდვისადმი, სიცრუისადმი, ამაოებისადმი არის სრული მნიშვნელობით მონობა, თუმც კი იგი წარმოიდგინებოდეს გარეგნულად ბრწყინვალე თავისუფლებად. მონობა ეს – მონობაა მარადიული. მხოლოდ ისაა სრულად და ჭეშმარიტად თავისუფალი, ვინც – ჭეშმარიტი მონაა ღვთისა თავისი.
მეტად ღრმად ვიძირები განხილვაში თავისა, და ახალი სანახაობა იხსნება წინაშე ჩემსა. ვხედავ გადამწყვეტ დარღვეულობას ჩემი საკუთარი ნებისას, ქედმოუხრელობას მისსას გონებისადმი, ხოლო გონებაში ვხედავ დაკარგვას შესაძლებლობისა ვხელმძღვანელობდე ნებას სწორად, დაკარგვას შესაძლებლობისა ვიმოქმედო სწორად. გაფანტული ცხოვრებისას ცოტათი შეიმჩნევა ეს მდგომარეობა, მაგრამ განმარტოვებაში, როდესაც განმარტოვება განათებულია ნათლით სახარებისა, მდგომარეობა მოშლილობისა ძალათა სულიერთა ცხადდება ფართო, ბნელ, საშინელ სურათში. და წარმოადგენს იგი მოწმობას წინაშე ჩემსა, რომ მე – არსება ვარ დაცემული. მე – მონა ვარ ღვთისა ჩემისა, მაგრამ მონა, განმარისხებელი ღვთისა, მონა უარყოფილი, მონა დასჯილი ხელით ღვთისა. ასეთად მიცხადებს ჩემს თავს მე საღვთო გამოცხადებაც.
ჩემი მდგომარეობა არის მდგომარეობა, საერთო ყველა ადამიანისათვის. კაცობრიობა – ჯგუფია არსებათა, ტანჯულთა სხვადასხვაგვარ გასაჭირში, დასჯილთა. არაა შესაძლებელი იყოს სხვაგვარად! საბუთებით ამისა მე ვარ შემოფარგლული გარედანაც და შიგნიდანაც ჩემისა. თუკი მე არ ვიქნებოდი გაძევებული დედამიწაზე, მსგავსად ყველა ძმისა ჩემისა, ადამიანთა, თუკი მიწიერი სიცოცხლე ჩემი არ იქნებოდა სასჯელი, მაშინ რატომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამაში ვიყო სარბიელი განუწყვეტელი შრომისა, განუწყვეტელი დაჯახებისა, გაუმაძღარი მისწრაფებისა, არასოდეს და არაფრით დაკმაყოფილებულისა? რატომ მიწიერი ცხოვრება იყოს გზა მხოლოდ ტანჯვისა, ზოგჯერ მოქმედისა უფრო ძლიერად ზოგჯერ უფრო სუსტად, ზოგჯერ შეგრძნებითი, ზოგჯერ დახშობილი აღტაცებით მიწიერი საზრუნავებით და სიამოვნებებით? რატომ იარსებოს სნეულებებმა და ყველა სხვა უბედურებამ, კერძომ და საზოგადოებრივმა? რატომ იყოს საზოგადოებაში ადამიანურში ჩხუბი, წყენები, მკვლელობები? რატომ იყოს ყველა სხვადასხვაგვარი ბოროტება, ფხიზლად მებრძოლი წინააღმდეგ სიკეთისა, მჩაგვრელი და მდევნელი სიკეთისა, თითქმის ყოველთვის მოზეიმესი სიკეთეზე? რატომაა ყოველი ადამიანი შიგნით თავისსა მოწამლული ვნებებით, იტანჯება მისით შეუდარებლად მეტად, ვიდრე მწუხარებებით გარედან? რატომ უნდა იყოს სიკვდილი, შემსანსლავი უწყალოდ ყველასი? რაა ასეთი მოვლენა – თაობებისა, ცვალებადი ერთი მეორეთი, წარმოშობილი არარსებობიდან, შემბიჯებელი სიცოცხლეში ხანმოკლე ვადით, კვლავ ჩაძირული სამუდამოდ უცნობობაში?
რაა ასეთი მოვლენა – საქმიანობა ყოველი თაობისა დედამიწაზე, როგორც მარადიულისა მასზე? რაა ასეთი მოვლენა – ეს მოღვაწეობა, მუდმივად წინააღმდეგი თავისი თავისა, გამუდმებით აგებადი ძალისხმევით, აგებადი ნაკადებზე სისხლისა ადამიანურისა, როგორც ცემენტზე, მუდმივად გამანადგურებელი თავისი სამუშაოსი ისეთივე ძალისხმევით, როგორითაც სისხლი დაღვარა?.. მიწიერი – ჭირ-ვარამი განდევნისა, ჭირ-ვარამია განუწყვეტელი არეულობისა და შფოთისა, ჭირ-ვარამი ვადიანი ტანჯული მყოფობისა არსებათა, დამკარგავთა თავისი პირველყოფილი ღირსებისა და საცხოვრებლისა, დამკარგავთა ჯანმრთელი აზრისა. ურიცხვი სახის ტანჯვით იტანჯებიან ადამიანები ამ ჭირ-ვარამში ბნელში და ღრმაში! იტანჯებიან ისინი უღელქვეშ სიღატაკისა და სიუხვეში სიმდიდრისა, იტანჯებიან უბადრუკ ქოხებშიც და საუცხოო სამეფო დარბაზებშიც, იტანჯებიან უბედურებისაგან გარედან და იმ საშინელი მოშლისაგან, რომლითაც დამარცხებულია ბუნება ყოველი ადამიანისა შიგნით მისა, რომლითაც დამარცხებულია სულიც და სხეულიც მისი, რომლითაც შერყვნილია, დაბრმავებული გონება მისი.
ასე ვმკითხაობ ჩემს თავზე! ასეთი უდავო, ხელშესახები დასკვნებისადმი მივყავარ მე გამოცდილებებს ჩემი ცხოვრებისას და ყველაფერს აღსრულებულს და აღსრულებადს ყველა ადამიანზე. ასეთად გამომსახავს მე საღვთო გამოცხადება, გამომსახავს დიდი განსაზღვრულობით, გაღებით ჩემთვის ბჭისა მხარეში შემეცნებისა ნიჭის მიხედვით ღვთისა ჩემისა, ბჭეები დაკეტილნი, რომლებამდეც მე შემეძლო მხოლოდ მიმეღწია, წინაშე რომელთაც შემეძლო მხოლოდ დავმდგარიყავი მოქმედებით საკუთარი მსჯელობისა ჩემისა. მოითხრობა საღვთო გამოცხადებით, რომ პირველი ადამიანი შექმნილია ღვთისაგან არაფრისგან, შექმნილია სილამაზეში სულიერი სიტურფისა, შექმნილია უკვდავად, უცხოდ ბოროტებისა. უწყება ეს არ შეიძლება არ იყოს სამართლიანი: ვგრძნობ თავს უკვდავად, და ბოროტება – უცხოა ჩემთვის; მძულს იგი, ვიტანჯები მისით, ვიხიბლები მისით, როგორც მლიქვნელით და როგორც ტირანით. შექმნილი დედამიწაზე პირველი ადამიანი აყვანილია განყოფილებაში ზეცისა, წოდებული სამოთხედ. აქ, შორის დაურღვეველი არაფრით ნეტარებისა, მან მოწამლა თავი თვითნებურად გემებით ბოროტებისა, თავის თავში და თავისით მან მოწამლა და დაღუპა ყველა შთამომავალი თავისი. ადამი – ასე იწოდებოდა ეს ადამიანი – დამარცხებულია სიკვდილით, ესე იგი ცოდვით, სამუდამოდ მომშლელით ბუნებისა ადამიანისა, გამხდელისა მისი ვერშემძლებელად ნეტარებისადმი. მომკვდარი ამ სიკვდილით, მაგრამ არ წართმეული ყოფიერებისა, ამასთან სიკვდილი მით უფრო საშინელია, რაც შეგრძნებულია, იგი ჩაგდებულია დედამიწაზე ბორკილებში: უხეშ, ავადმყოფურ სხეულში, გადაქცეულში ასეთად სხეულისაგან უვნებოსი, წმინდისა, სულიერისა. დედამიწა დაწყევლილია დანაშაულისათვის ადამიანისა: იგი, დაკარგვით თავისი პირველყოფილი მდგომარეობისა ( დაბ. 2:5-6 ), გადაიქცა მდგომარეობაში, როგორიც საჭიროა ჰქონდეს სავანეს გაძევებულებისას ზეციდან გათელვისათვის ზეცაში მცნებისა ღვთისა. მტრულ განწყობილებას ჩვენდამი მთელი ხილული ბუნებისას ვხვდებით ყოველ ნაბიჯზე! ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით მის საყვედურს, მის გაკიცხვას, მის უთანხმოებას ჩვენს ქცევაზე! წინაშე ადამიანისა, უკუმგდებისა მორჩილებისა ღვთისადმი, უარყო მორჩილება ქმნილებამ უსულომ და სულიერმა! იგი იყო მორჩილი ადამიანისადმი, სანამ იგი იმყოფებოდა მორჩილი ღვთისადმი! ახლა იგი ემორჩილება ადამიანს ძალდატანებით, ჯიუტობს, ხშირად არღვევს მორჩილებას ხშირად მუსრავს თავის მბრძანებელს, ულმობლად და მოულოდნელად აღშფოთებული წინააღმდეგ მისსა. კანონი გამრავლებისა ადამიანის მოდგმისა, დადგენილისა შემოქმედის მიერ კვალად შექმნისა, არაა გაუქმებული; არამედ მან დაიწყო მოქმედება გავლენის ქვეშ დაცემულობისა; იგი შეიცვალა, გაირყვნა. მშობლები დაექვემდებარნენ მტრულ დამოკიდებულებას ერთმანეთ შორის, მიუხედავად ხორციელი კავშირისა თავისი ( დაბ. 3:16 ); ისინი დაექვემდებარნენ ავადმყოფობებს შობისა და შრომებს აღზრდისას ( დაბ. 3:16-19 ); შვილები, ჩასახული წიაღში გახრწნისა და ცოდვაში ( ფს. 50:7 ), შედიან ყოფიერებაში მსხვერპლებით სიკვდილისა. მყოფობა ზედაპირზე დედამიწისა, შორის სხვადასხვაგვარი და მრავალრიცხოვანი ტანჯვებისა, მიცემულია ყოველი ადამიანისადმი სასწრაფო. გვერდზე ჩავლისას ვადისა, განსაზღვრულისა მიუწვდომელი ღვთისაგან, ყოველი ადამიანი უნდა გამოვიდეს მარადიულ საპყრობილეში ჯოჯოხეთში, წარმოშობილში ფართო შიგნეულით მიწიერი პლანეტისა. რაა ასეთი – კაცობრიობა, აღსავსე ამაყი ოცნებით საკუთარ თავზე, გაგიჟებული ამ ამაო და ცრუ ოცნებით? კაცობრიობა – ნაგავია, გამოუსადეგარი ზეცისათვის, გამოგვილი ზეციდან, დამხობილი პირველად პირთან უფსკრულისა, შემდეგ დამხობილი თანდათანობით, საზომის მიხედვით თავისი გამრავლებისა, თავად უფსკრულში. უფსკრული იწოდება უფსკრულად: ასეთია იგი მიმართებაში ადამიანებთან. არაა გამოსავალი მისგან: „მოქლონნი მისნი კლიტე საუკუნეებ“ ( იონა. 2:7 ), ამბობს წერილი.
ყურს ვუგდებ უწყებას საღვთო გამოცხადებისას და ვცნობ მას ჭეშმარიტად. შეუძლებელია არ ვცნო იგი სამართლიანად! უსასრულო ღმერთი არის სიკეთე სრულყოფილი; ადამიანი განსხვავდება მისგან უსასრულო განსხვავებით არსით, ხოლო თვისებებით და მიმართებით დადგა მდგომარეობაში წინააღმდეგობისა ღვთისადმი. თუკი ადამიანი, ამდენად უმნიშვნელო წინაშე ღვთისა, ამასთან მოწინააღმდეგეცაა ღვთისა, მაშინ როგორი მნიშვნელობა შეიძლება მას ჰქონდეს წინაშე სიწმინდისა და დიდებულებისა ღვთაებისა მნიშვნელობა საძაგელი უწმინდურობისა და სიბილწისა, მოწმობის მიხედვით წერილისა ( გამოცხ. 22:11, 15 ). იგი უნდა იყოს გაგდებული პირისაგან ღვთისა, როგორც დაფარული მზერათაგან ღვთისა.
საღვთო გამოცხადება ასწავლის ადამიანს, რომ იგი ქმნილებაა ღვთისა და მონა ღვთისა, მონა დამნაშავე, ქმნილება უარყოფილი, მხოხავი და დაღუპული დაცემულობაში თავისაში ( დაბ.2:7, 22, 3:11–12 . ფს. 118:125, 89:13, 16 , ფს. 37 და სხვა.). მოწამლული ურთიერთობით უფროსთან და მშობელთან ბოროტებისა, გაშმაგებული და შეუპოვარი მტრისა ღვთისა, ანგელოზთან დაცემულთან, ჩამორთმეული ბუნებრივი თავისუფლებისა დამორჩილებით ამ დიდად საზიანო სულისადმი, ადამიანმა დაამახინჯა თავისი ბუნებრივი მიმართება ღმერთისადმი, გახდა, მსგავსად ანგელოზისა დაცემულისა, მტერი ღვთისა ( რომ. 5:10 ). ერთნი ადამიანთაგან კმაყოფილდებოდნენ ამ მდგომარეობით, არ იგებდნენ და არ ვარაუდობდნენ მდგომარეობას სხვას, მპოვნელნი სიამოვნებისა სამსახურში ცოდვისადმი; სხვებმა, დამოძღვრილებმა ღვთისაგან და ნარჩენით თავისი კეთილი ნება მყოფლობისა, შეაბიჯეს გაძლიერებულ ბრძოლაში ცოდვასთან, მაგრამ ვერ შეძლეს გაეწმინდათ ბუნება ბუნებისსაწინააღმდეგო მინარევისგან, ბოროტებისაგან, ვერ შეძლეს დაერღვიათ ბორკილები მონობისა და ჩამოეგდოთ უღელი ცოდვისა და სიკვდილისა. აღდგენა ბუნებისა შეეძლო მხოლოდ შემოქმედს ბუნებისას.
იტანჯებოდა კაცობრიობა საშინელ მონობაში მეტად ხუთი ათასი წლისა, მიუწვდომელი სამართლის მიხედვით ღვთისა; იტანჯებოდა იგი მონობაში, უხვად ავსებდა დილეგებს ჯოჯოხეთისას, მიღებით ღვთისაგან აღთქმისა განთავისუფლებისა თვით საათს ჩავარდნისა მონობაში. „ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი, და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე“ ( 2პეტ. 3:8 ). აღთქმა წარმოთქმულია ერთად გამონათქვამისა სასჯელისა დანაშაულისათვის. ღირსებულია კაცობრიობა ეს აღთქმისა, იმიტომ რომ მიზეზი დაცემისა იყო ცდუნება და გატაცება, ხოლო არა განზრახვა განზრახული და მოფიქრებული. გავლისას ხუთი ათასწლეულისა ჩამოვიდა დედამიწაზე, გაძევებულებთან, ქვეყნად განდევნისა მათისა, გამომსყიდველი – განკაცებული ღმერთი. მან მოინახულა კარიბჭეც ჩვენი საპყრობილისა – ზედაპირი მიწისა, და თავად საპყრობილე – ჯოჯოხეთი. მან აჩუქა ხსნა ყველა ადამიანს, მინდობით თავისუფალ ნება მყოფელობას მათსას ანდა მიღება ხსნისა ანდა უარყოფა მისი.
მან გაათავისუფლა ყველა მორწმუნე მასში: ჩამწყვდეულნი მიწისქვეშა უფსკრულში მან აიყვანა ზეცაში, ხოლო მოგზაურნი მიწიერ ზედაპირზე შეიყვანა ურთიერთობაში ღმერთთან, დარღვევით მათი ურთიერთობისა სატანასთან. ღმერთკაცმა მიღებით თავის თავზე ყველა შედეგისა დაცემულობისა ადამიანურისა გარდა ცოდვისა, მიიღო სახეც მიწიერი ცხოვრებისა, შესაბამისი დაცემული და უარყოფილისა, დასჯილისა მართლმსაჯულებით ღვთისათი, შემგნებისა თავისი დაცემულობისა, აღმსარებელისა მართლმსაჯულებისა ღვთისა სათნო მოთმინებით ყველა დაშვებისა. მან გამოაჩინა საქმიანობაში თავისაში ნიმუში საქმიანობისათვის ყოველი ადამიანისა სარბიელზე მიწიერი ცხოვრებისა მისი.
ორ განმასხვავებელ ნაკვთს წარმოადგენს მზერათათვის ჩვენისა სახარება საქმიანობაში მხსნელისა: უზუსტეს აღსრულებას ნებისას ღვთისას საქმეებში, დამოკიდებულში ნებაზე, და სრულ მორჩილებას ნებისადმი ღვთისა ბედისწერებში ღვთისაში. გარდამოვჴედ ზეცით, – თქვა უფალმა, – არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ“ ( ინ, 6:38 ). „სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი“? ( ინ. 18,11 ). უზუსტესი აღსრულება ნებისა ღვთისა და მორჩილება ბედისწერებისადმი ღვთისა ღმერთკაცი გამოხატავდა მთელი სიცოცხლით თავისით. უდიდეს სათნოებას, საწყისს ყველა სათნოებისას, დაკარგულისა ადამის მიერ ზეცაში, სათნოება მორჩილებისა ღვთისადმი მოიტანა ღმერთკაცმა ზეციდან დედამიწაზე ადამიანებთან, ტანჯულებთან დაღუპვაში, მიყენებულში ურჩობით ღვთისა. განსაკუთრებით გაცხადდა ეს სათნოება მთელი დიდებულებით აღქმისას უფლის მიერ სასტიკი ტანჯვებისა. იგი, „ ხატი ღმრთისაჲ იყო“, არ შეუწყვეტავს ყოფილიყო ღმერთი, „თავი თჳსი დაიმდაბლა, და ხატი მონისაჲ მიიღო, მსგავს კაცთა იქმნა, და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; დაიმდაბლა თავი, თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე, და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. ( ფილ. 2:6-8 ). მიზეზით ასეთი ყოვლადსრულყოფილი მორჩილებისა ღვთისადმი, უფალი იყო ერთადერთი ჭეშმარიტი მონა ღვთისა ადამიანური ბუნებით თავისით 48 . იგი იყო ყოვლადსრულყოფილი მონა ღვთისა, არ გადამხვევი არასდროს აღსრულებისაგან ნებისა ღვთისა და მორჩილებისაგან ამ ნებას. არც ერთს მართალ ადამიანთაგან არ აღუსრულებია ეს უწმინდესი მოვალეობა ადამიანისა წინაშე ღვთისა დამაკმაყოფილებლად და უგამონაკლისოდ.
კრებულს იუდეველთას უფალმა განუცხადა: „არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.“ ( ინ. 5:30 ). უწინარეს გასვლისა მაცოცხლებელ მოდგმისათვის ადამიანთა ტანჯვებზე და ჯვარზე სიკვდილზე, უფალმა აჩვენა თავისში უძლურება დაცემული ადამიანისა წინაშე დამსჯელთა მისი ბედისწერებით ღვთისათი. მან დაიწყო მწუხარება და დარდი ( მთ. 26:37 ). ტანჯვა სულისა თავისისა მან კეთილინება განეცხადებინა რჩეული მოწაფეებისადმი: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; ( მთ. 26:38 ), – უთხრა მან მათ. შემდეგ მიმართა ლოცვას, ამ სანდო თავშესაფარს თავდასხმებისას და საცდურებში. იგი დავარდა „ პირსა ზედა თჳსსა“ ( მთ. 26:39 ), და აყვანილი იყო ადამიანობით ისეთ გაძლიერებულ ღვაწლში, რომ „იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ, გარდამომავალი ქუეყანასა ზედა“ ( ლკ. 22:44 ). მიუხედავად ასეთი დაძაბული მდგომარეობისა, რომელშიც მოყვანილი იყო ადამიანური ბუნება ღმერთკაცისა, ლოცვა მისი გამოხატავდა ერთად მყოფობასაც მასში ნებისა ადამიანურისა და სრულ მორჩილებასაც მასში ნებისა ადამიანური ნებით ღვთისაზე. ლოცვა ღმერთკაცისა, წარმოთქმული მათ მიერ უწინარეს გასვლისა ტანჯვებზე, არის სულიერი, ძვირფასი მემკვიდრეობა მთელი მოდგმისადმი ქრისტიანულისა; შემძლებელია იგი დაღვაროს ნუგეში სულში, ტანჯულში ტვირთის ქვეშ ძალიან მძიმე მწუხარებათა. „მამაო ჩემო – ამბობდა უფალი ლოცვაში თავისაში, – უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ ( მთ. 26:39 ); „ხოლო არა ვითარცა მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ “ ( ლკ 22:42 ). თასი უწოდა უფალმა ბედისწერებს ღვთისას. თასი ეს მიიცემა ღვთისაგან ადამიანისათვის ხსნისათვის მისი.
ჯვრის სიკვდილი და წინმსწრები მისდამი კიცხვა, წვალება, წამება ღმერთკაცმა კეთილინება მიეღო თავის თავზე თვითნებურად. როგორც ძემ ღვთისამ და ღმერთმა, მქონემ ერთი ნებისა მამასთან და სულთან, მან დაიდო სასჯელი თავის თავზე, უდანაშაულოზე ცოდვაში, ძისადმი კაცისა და ამასთან ძისადმი ღვთისა, გამოსყიდვისათვის დამნაშავისა ცოდვებში კაცობრიობისა. მცდელობელისა გამოეყენებინა საშუალება ადამიანური დასაცავად მისი, საწინააღმდეგოდ ბედისწერებისა ღვთისა, მან თქვა „მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი“, რომლებშიც გამოხატულია განსაზღვრება ღვთისა, „რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად“? ( მთ. 26, 52–54 ). 49 ასეთივე წარმოდგენა მოქმედების შესახებ უცილობელ ბედისწერებზე ღვთისაზე უფალმა გამოხატა წინაშე პილატესი. ამაყმა რომაელმა, შეურაცხყოფილმა მდუმარებით უფლისა, თქვა: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარ-ცუმად შენდა, და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა?“ უფალმა უპასუხა მას: „არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო.“ ( ინ. 19:10-11 ). მოქმედებს ბედისწერანი ღვთისანი, მოქმედებენ ძალაუფლებანი ღვთისანი: შენ – ვერ გამგები შენი თავისა იარაღი ხარ. მაგრამ იარაღი დასაჩუქრებულია გონებით და თავისუფალი ნებით: ამაში იგი დარწმუნებულია, გამოთქვამს ამას თავხედობით და პატივმოყვარეობით. იგი მოქმედებდა გარეშე ყოველგვარი გაგებისა ბედისწერებისა ღვთისა, მოქმედებდა თავისუფლად და თვითნებურად: ქმედება მისი ცხადდება ცოდვით, მქონეთი თავისი წონისა და საზომისა სამსჯავროზე ღვთისაზე ( ინ.19:11 ).
შეწინააღმდეგება ბედისწერათა ღვთისათა მიეკუთვნება წამოწყებებს სატანურებს. როდესაც უფალმა წინასწარ აუწყა მოწაფეებს მომლოდინე მისდამი ტანჯვებზე და ძალმომრეობით სიკვდილზე, – „მოუჴდა მას პეტრე, და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.“ ( მთ. 16:22-23 ). პეტრე იყო აღძრული, ერთი შეხედვით, კეთილი გრძნობით; მაგრამ მან იმოქმედა სახისაგან აზრთა და სიკეთისაგან, კუთვნილისაგან დაცემული ადამიანური ბუნებისა. მტრულისა ნებისადმი ღვთისა და ყოვლადწმინდა სიკეთისა, გამომავალისა ღვთისაგან, გონება და სიკეთე დაცემული ადამიანური ბუნებისა; გამკიცხავი და განმკითხველი მისით ბედისწერათა ღვთისა. გონება და ნება ადამიანურნი, სიბრმავეში თავისაში, მზად არიან წინ აღუდგნენ და შეეწინააღმდეგონ ბედისწერებს და განსაზღვრებებს ღვთისას, არ გაგებით იმისა, რომ ასეთი წამოწყება არის წამოწყება უაზრო, არის ბრძოლა უშეზღუდულესი, უმნიშვნელოესი ქმნილებისა ყოვლისშემძლე და ყოვლადსრულყოფილ ღმერთთან.
„არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა, ( საქ. 1:7 ), – უთხრა უფალმა მოციქულებს, როდესაც ისინი შეეკითხნენ მას დროის შესახებ რომელშიც უნდა წარმოშობილიყო სასუფეველი ისრაელისა. ეს პასუხი უფლისა არის პასუხი ყველა შეკითხვაზე ცნობისმოყვარეობისა და სიამაყისა ადამიანურისა ბედისწერაზე ღვთისაზე. „არა თქვენი არს“, ო ადამიანებო, „ცნობაჲ“ იმისა, „რომელნი იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა,“! თქვენთვის თვისობრივია გაგება, შესაბამისი გონებისადმი თქვენისა: არა თვისობრივია თქვენთვის გაგება აზრისა გონებისა უსაზღვროსი.
თქვენი საქმიანობა ადამიანებო, უნდა სრულად მდგომარეობდეს აღსრულებაში ნებისა ღვთისა. მაგალითი ამ საქმიანობისა ნაჩვენებია, წესები ამ საქმიანობისა დასწავლულია კაცობრიობისათვის სრულყოფილი ადამიანის მიერ, ღვთისგან, მიმღებისაგან თავის თავზე ადამიანობისა. მოძრავნო ძალით უსწორესი რწმენისა ღმერთში, მისდიეთ გულდასმით მცნებებს სახარებისას, და დამორჩილდით მოწიწებით ბედისწერებს ღვთისას.
რას მიჰყავს დარღვევასთან, გათელვასთან მცნებებისა ქრისტესი, წინააღმდეგობასთან ბედისწერებთან ღვთისა, წინააღმდეგობასთან ამაო ძალისხმევებით, დრტვინვით, გმობით, სასოწარკვეთილებით? დავიწყება მარადისობაზე, დავიწყება სიკვდილზე, დავიწყება იმისა, რომ ჩვენ – ხანმოკლე მოგზაურნი ვართ დედამიწაზე, უკუგდება აზრისა, რომ ჩვენ მასზე – გაძევებულნი ვართ სწრაფვა დაკმაყოფილებით ავხორცობებით და ვნებებით, სურვილისა სიამოვნებისა სიამოვნებით ხორციელით და ცოდვილით, დამღუპველი სიცრუეა და ცდუნება თავისა, მომხიბლაობის ქვეშ რომლებისაც ადამიანი უგუნურად ბოროტად იყენებს ხელისუფლებას საკუთარ თავზე და თავის ნება-მყოფელობას მოტანით საკუთარი თავისათვის სრულად მსხვერპლად მიწიერი ამაოებისადმი, მოკვლით თავისა ნეტარებისათვის, დაბრუნებულისათვის ვნებული ღვაწლით გამომსყიდველისა, მომზადებით საკუთარი თავისათვის ჯოჯოხეთში მარადიული სამარესი, სამარისა სხეულისათვისაც და სულისათვისაც.
„ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ“ ( ფილ. 2:5-8 ), შეაგონებს ქრისტიანებს მოციქული პავლე, ჩვენებით მორჩილებაზე ღმერთკაცისა ბედისწერათა ღვთისათა, მორჩილებაზე უცილობელზე, განვრცობილი მიღებამდე საკუთარ თავზე იმ ტანჯვისა, რომელსაც დაექვემდებარნენ ისინი სისხლის სამართლის დამნაშავენი ბარბაროსული ერებისგან, რომლისგანაც იყვნენ თავისუფალი დამნაშავენი მოქალაქეებიდან რომისა. „სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი 50 იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინაგანმზადებულსა მას ჩუენსა ღვაწლსა. და ვხედავდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა, დაითმინა ჯუარი, და სირცხვილი შეურაცხ-ყო 51 . გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართ იგი სიტყჳს-გებაჲ 52 , რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ. ( ებრ. 12:1-3 ). „იესუ,, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო. აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ“ ( ებრ. 13:12–13 ). გასვლით გარეთ ბანაკისა და გადადებით ყოველგვარი სიამაყისა იწოდება უარყოფა სოფლისმოყვარეობისა. მოციქული მოგვაგონებს საღვთო ნუგეშს, წარმოთქმულს ღვთისაგან იმ რჩეულთათვის მისი, რომლებიც მან იშვილა თავისთვის, და რომელთაც, დასამტკიცებლად ნაშვილებობისა, ინახულებს მწუხარებებით: „შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა. რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. ( ებრ. 12:5-6 ).
„ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს, – ამბობს წმინდა მოციქული პეტრე, – და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა“ ( 1პეტ. 2:21 ). „უკუეთუ კეთილსა იქმოდეთ და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან. და იჩინინითცა მებრ ამისთჳსვე,“ ( 1პეტ. 2:20-21 ). ასეთნია ბედისწერანი ღვთისანი! ასეთია განწესება ღვთისა! ასეთია მოწოდება ჭეშმარიტი ქრისტიანებისა ყველა დროს მიწიერი მოგზაურობისა მათი! საყვარელნო ღვთისანო და ზეცისანო ქრისტიანებო! არ გაოცდეთ, თითქოს როგორც თავგადასავალის მიმართ უცნაურისა, უჩვეულოსი, აღსრულებულისა გარეშე წესრიგისა, იმ ცეცხლოვანი განსაცდელის მიმართ, რომელიც გეგზავნებათ თქვენ გამოსაცდელად ( 1პეტ. 4:12 ). გიხაროდეთ შემოსევისას საცდურებისა! როგორც აქ, დედამიწაზე, თქვენ ხდებით მონაწილენი ქრისტეს ტანჯვებისა: ისე მომავალ ცხოვრებაში თქვენ გახდებით ზიარნი დიდებისა მისი და ზეიმისა ( 1პეტ. 4:13 ). სახლი ღვთისა დაქვემდებარებულია სამსჯავროს ღვთისას, საჭიროებს ამ სამსჯავროს ( 1პეტ. 4:17 ). სახლად ღვთისად იწოდება მთელი ეკლესია ქრისტესი და ყოველი ქრისტიანი. საჭიროებს ეს სახლი მონახულებას ღვთისას და განწმენდას, როგორც დაქვემდებარებული განუწყვეტელ შებილწვას და დაზიანებას. დიდი დახმარებისასაც კი მწუხარებებისაგან, დამამდაბლებელისა სულისა ადამიანისა, ამდენად მიდრეკილისა განდიდებისადმი, გაძნელებულია, ძალიან გაძნელებული ხსნა. „მართალი ძნიად განერეს,!“ ( 1პეტ. 4:8 ), თუკი ასეა, მაშინ რა ელით „მოწინააღმდეგეს ღვთის სახარებისას?“ ( 1პეტ. 4:17 ). „უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს?“ ( 1პეტ. 4:18 ). „მდაბალსიბრძნეობა მოიხვეჭეთ: იმიტომ რომ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ ( 1პეტ. 5:5 ). თქვენ შეიგრძნობთ მოსვლას მადლისას საუცხოო სიმშვიდით და ნუგეშით, რომელიც ჩაიღვრება გულებში თქვენსა, როდესაც თქვენ აღიარებთ მსჯავრს ღვთისას თქვენზე სამართლიანს, ხოლო თქვენს თავს ღირსად სასჯელისა, მსაჭიროებელისა მასში. შემოსევისას საცდურებისას არ მიეცეთ მწუხარებას, უსასოობას, გულგატეხილობას, დრტვინვას, ამ გამომჟღავნებისა სიამაყისა და ურწმუნოებისა: საწინააღმდებოდ ამისა, გაცოცხლებული და ფრთაშესხმულნი რწმენით, და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცისა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა. ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი“, ესე იგი, მთელი ზრუნვა და მთელი მზრუნველობა „მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს“ ( 1პეტ. 5:6-7 ). ტანჯულებო! იცოდეთ, რომ თქვენ იტანჯებით ნებისამებრ ღვთისა; იყავით დარწმუნებულნი, რომ გარეშე ნებისა ღვთისა, გარეშე დაშვებისა ღვთისა, არ შეგვეხებოდა ჩვენ არავითარი მწუხარება. მოგხედათ მოწყალედ თქვენ უფალმა, კეთილინება თქვენ შესახებ, ჩათვალა თქვენი გული და ბინადრობა სათნოდ თავისთვის, და ამიტომ გაიწოდა თქვენდამი ხელი დახმარებისა ბედისწერებში თავისაში. მან გამოგიგზავნათ ანდა დაუშვა თქვენდამი მწუხარებები განწმენდისათვის თქვენი, დაცვისათვის, საშუალებად მიღწევისა სრულყოფილებისა. ვნებულო ნებით ღვთისათი! შემოსევისას მწუხარებათა გადაეცით თავი სავსებით ნებას და წყალობას ღვთისას, და განსაკუთრებული გულმოდგინებით იმეცადინეთ აღსრულებაში მცნებებისა ღვთისა ( 1პეტ. 4:19 ). დრო მწუხარებისა არის ის ნეტარი დრო, რომელშიც ღმერთი აშენებს სულს საყვარელი რჩეულისა თავისისა გარემოდან ადამიანთა.
დადგენილია ღვთის მიერ ვიწრო და სამწუხარო გზა მიწიერი ცხოვრებიდან ზეცისაკენ: ნამცნებია სვლა ამ გზით ჯვრის ქვეშ; გზით ამით, ტვირთის ქვეშ ჯვრისა თავისისა, გაიარა ბელადმა ქრისტიანული მოდგმისა, განკაცებულმა ღმერთმა. ჯვარი არის – მოთმინება უფალში ყველა გულისტკივილისა და თავდასხმისა, რომლებიც იქნება დაშვებული განგებულებით ღვთისა. ასეთია სამსჯავრო ღვთისა. რაზეა იგი დაფუძნებული? – იმაზე, რომ ადამიანი დედამიწაზე – დამნაშავეა მითითებით ადგილზე. ამ დამნაშავეს მიცემული აქვს მოკლე ვადა მიწიერი ცხოვრებისა ერთადერთი იმისათვის, რათა მან დაინახოს თავისი მდგომარეობა დაცემულობისა და უარყოფისა, შეიგნოს აუცილებლობა ხსნისა, მოიხვეჭოს ხსნა მეშვეობით გამომსყიდველისა ადამიანთა, უფლისა ჩემისა იესო ქრისტესი. დამნაშავემ, მაღიარებელმა თავისა დამნაშავედ, მძებნელმა შეწყალებისა, უნდა თავად სიცოცხლით გამოხატოს აღსარება ცოდვილობაში. აღსარება არ შეიძლება იყოს მიჩნეული წრფელად, როდესაც იგი არაა დამოწმებული შესაბამისი ქცევით. დამნაშავე ვალდებულია დაადასტუროს ჭეშმარიტება მოქცევისა თავისი ღვთისადმი აღსრულებით ნებისა ღვთისა და მორჩილებით ამ ნებისა: იგი ვალდებულია მიუძღვნას წინაშე ღვთისა, მართლმსაჯულისა წყალობაშიც, მოთმინება სადამსჯელო დაშვებებში ღვთისაში, მიუძღვნას მდაბალი მოთმინება, როგორც გუნდრუკი სურნელოვანი, როგორც კეთილსასურველი მსხვერპლი, როგორც უტყუარი მოწმობა რწმენისა.
ყველა წმინდანნი, ყველა გამონაკლისის გარეშე, ეზიარნენ გზას მწუხარებებისას ( ებრ. 12:8 ). ყველა ისინი გადიოდნენ სარბიელს მიწიერი ცხოვრებისას მჩხვლეტავ ეკალში, კვებით უფუარობებით სხვადასხვაგვარი მოკლებისა, პკურებით მწარე ჰისოპით, შემსმელნი მუდმივად თასისა სხვადასხვა გამოცდებისა. ეს იყო აუცილებელი მათი ხსნისათვის და სრულყოფილებისათვის: მწუხარებები ემსახურებოდნენ მათ ამასთან საშუალებად ჩამოყალიბებისა სულიერისა, სამკურნალოსი, და სასჯელად. დაზიანებული ბუნება არც ერთ ადამიანში არ დარჩენილა გარეშე ჩვეული მის მიერ ნაყოფისგამოღებისა უმეტეს ანდა უმცირეს წილად; დაზიანებული ბუნება ჩვენი გამუდმებით საჭიროებს, როგორც შხამსაწინააღმდეგოს, მწუხარებებში: მისით ქვრება მასში თანაგრძნობა ცოდვილ შხამთან ვნებებისა, განსაკუთრებით სიამაყისა ( 1კორ. 12:7 ), ვნებისადმი, ყველაზე შხამიანისა და დამღუპველისა შორის ვნებათა: მათით გამოიყვანება მსახური ღვთისა გაბღენძილი, არასწორი აზრისაგან საკუთარ თავზე, მდაბალსიბრძნეობაში და სულიერ გონებაში. გაბღენძილი აზრი საკუთარ თავზე აუცილებლობით უნდა ართმევდეს სისწორეს და ღირსებას ცხოვრებისგან, წარმოდგენილისაგან გარეგნულად დამაკმაყოფილებლად 53 . „გულისჴმა-ვყავ, უფალო. – აღუარებს ღმერთს წმინდა წინასწარმეტყველი მისი, – რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტად დამამდაბლე მე “ ( ფს. 118:75 ). „სამართალნი შენნი – ტკბილ არიან“ ( ფს. 118:39 ), მიუხედავად მკაცრი გარეგნული სახისა მათი. შედეგები მათი სასიკეთონია, მაცოცხლებელია და დამატკბობელი ნაყოფი მათი. „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი“ ( ფს. 118:71 ). „გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ“ ( ფს. 118:30 ), „ სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციენ“ ( ფს. 118:102 ), იმიტომ რომ გარეშე მორჩილებისა მათი სათნოყოფა შენთვის – შეუძლებელია. მძიმე საცდურებში და თავდასხმებში, ვერ პოვნით არსაიდან შველისა, „მოვიჴსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო და ნუგეშინისმეცა მე“ ( ფს. 118:52 ). „ სამართალთა შენთა ვესავ!“ ( ფს. 118:43 ). „სამართალნი შენნი შემეწიენ მე!“ ( ფს. 118:175 ). „შვიდგზის დღესა შინა“, ესე იგი, გამუდმებით გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა“ ( ფს. 118:164 ): ქმედება ადამიანისა, შესაბამისი ქმედებისა ღვთისა მიუწვდომელ ბედისწერებში მისა, არის განუწყვეტელი ანდა შეძლებისდაგვარად ხშირი დიდება ღვთისა. დიდებით ღვთისა განიდევნება გულისთქმები ურწმუნოებისა, სულმოკლეობისა, დრტვინვისა, გმობისა, სასოწარკვეთისა, შემოდის გულისთქმები წმინდები, საღვთონი. ამბობს მოციქული გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განწვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ. ( 1კორ. 11:32 ). ამინ.
Next