Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 18

Previous

მოგზაური 332

საიდან არსებობ? სადაა შენი ჩვეული სოფელი? სად იყავი შენ აქამდე? რატომ აქამდე მტოვებდი მე მარტოობაში, ობლობაში, სიღარიბეში, სიკვდილში საშინელში? შეგიცანი რა შენ, მე შევიცანი, რომ შენ გარეშე ასეთი იყო ჩემი მდგომარეობა! ასე იყო იგი გაჭირვებული! მე ვიდექი კარიბჭეში ბნელი ჯოჯოხეთისა, მე ვიყავი ჩაგდებული ღრმა, გამოუსვლელ უფსკრულში. არ მიმატოვო მე! არ შემიძლია ვიყო შენ გარეშე! თუკი მიმატოვებ – კვლავ ვიქნები მე კარიბჭესთან ჯოჯოხეთისა, კვლავ უფსკრულში, კვლავ უბედურებაში აუტანელში და გამოუხატველში.

შენ მოდიხარ! მე ვერ ვხედავ სახეს სვლისა შენისა; ვხედავ შენს მოსვლას, ვხედავ არა ხორციელი თვალებით – შეგრძნებით. შენ იძლევი არც დროს, არც გზას განვსაჯო – ვინ ხარ შენ? მოულოდნელად ცხადდები სულში, უხილავი და მიუწვდომელი ცხადდები გამოუთქმელი სიჩუმით და სიფაქიზით, ამასთან ძალაუფლებით და ძალით შემოქმედისა, იმიტომ რომ ცვლი მთელს ადამიანს: ცვლი, გარდაქმნი, ხელახლა ქმნი, განაახლებ გონებასაც, და გულსაც, და სხეულსაც! შენ – ძლიერი – შედიხარ სახლში, კრავ ძლიერს, დაიტაცებ ჭურჭელს სახლისას, დაიტაცებ არა დასაღუპად – სახსნელად! სახლიცა და ჭურჭელიც იყო უწინ შენნი, შენ ისინი მოაწყვე, მოაწყვე შენთვის, ისინი თავად მიეცნენ მწარე ტყვეობას მტაცებლისას. და იყვნენ ისინი აქამდე – გონება ჩემი, სული ჩემი, სხეული ჩემი – ძალაუფლებაში სასტიკი მბრძანებლისა, მოქმედებდნენ მისი გავლენის ქვეშ. შენ მოდიხარ: ისინი ამიერიდან ექცევიან შენს განკარგულებაში, იწყებენ მოქმედებას შენი გავლენის ქვეშ, წმინდისა, ნეტარისა. რას გიწოდებ შენ? რას ვეტყვი შენზე ძმებს ჩემსას?

როგორ გადავცემ მათ სახელს მოგზაურისას, მიდრეკილისა თავშესაფარქვეშ სულისა ჩემისა, თავშესაფარქვეშ დაძველებულისა, მოსულისა საბოლოო განადგურებაში, გახსნილისა ქარებისათვის მკვეთებლებისა, წვიმისათვის და თოვლისა – თავშესაფარქვეშ, მხოლოდ ვარგისისა სადგომისათვის უსიტყვოთა? რა იპოვე შენ გულში ჩემსაში, რომელთანაც მოდიოდა მონაცვლეობით სხვადასხვა ცოდვილი აზრები, შედიოდა მასში დაუბრკოლებლად, ჰპოვებდნენ მასში, როგორც ბაგაში, როგორც გობში ღორებისა, ნუგბარ საკვებს სხვადასხვაგვარი ვნებიანი გრძნობებისა? მე მეჩვენება, მე ვიცი სახელი სტუმრისა ჩემისა! მაგრამ, ვუმზერ რა უწმინდურებას ჩემსას, ვშიშობ წარმოვთქვა სახელი. ერთ მოურიდებელ წარმოთქმას დიდი და ყოვლადწმინდა სახელისას შეუძლია დამაქვემდებაროს განკითხვას! რამდენად საშინელია თავად თანდასწრება წოდებულისა! მაგრამ შენ ესწრები! შენმა უსაზღვრო სიკეთემ მოგიყვანა შენ ბილწ ცოდვილთან, რათა ცოდვილმა შეცნობით ღირსებისა და დანიშნულებისა ადამიანისა, გემებით თავად გამოცდილებით, დანახვით შეგრძნებით, „რამეთუ ტკბილ არს უფალი“ ( ფს. 33:9 ), მიატოვოს გზები უკანონონი, მიატოვოს შეყვარებული მისთვის ჭაობი – .) მყრალი ვნებები, იზრუნოს მოსახვეჭად სისუფთავისა სინანულით, გახდეს შენი ტაძარი და საცხოვრებელი.

რა ვუწოდო დადგრომილს ჩემთან, დადგრომილს ჩემში მოგზაურს? რა ვუწოდო უცხო სტუმარს, მოსულს მანუგეშოს მე ჩემს გამოძევებაში, განმკურნოს სენისაგან განუკურნებელისა, ამომიყვანოს უფსკრულიდან ბნელიდან, გამომიყვანოს ველზე უფლისა მწუანვილოვანზე, დამაყენოს გზაზე სწორზე და ნათელზე, მოსულს მომაცილოს გაუვალი ფარდა, რომელიც აქამდე გაჭიმული იყო წინაშე თვალთა ჩემთა, ფარავდა ჩემგან დიდებულ მარადისობას და ღმერთს ჩემსას? რა ვუწოდო მოძღვარს, გამომაცხადებელს ჩემთვის სწავლებისა ღმერთის შესახებ, სწავლებისა ახლისა და ამასთან ძველისა, სწავლებისა საღვთოსი, და არა კაცობრივისა? ვუწოდო კი მოძღვარს ნათელი? მე ვერ ვხედავ ნათელს, მაგრამ იგი ანათლებს გონებას ჩემსას და გულს აღმატებულად ყოველგვარ სიტყვაზე, აღმატებულად ყოველგვარ მიწიერ სწავლებაზე, სიტყვების გარეშე, გამოუთქმელი სისწრაფით, როგორიღაც უცნაური – როგორ გამოვხატო გამოუთქმელი – შეხებით გონებაზე, ანდა მოქმედებით შიგნით თავად გონებისა. ვუწოდო კი მას ცეცხლი? მაგრამ იგი არ წვავს, საწინააღმდეგოდ ამისა – რწყავს სასიამოვნოდ და აგრილებს. იგი არის – რაღაც „ჴმაჲ წულილისა ნიავისა “ ( 1მეფ. 19:12 ); მაგრამ მისგან გარბის, როგორც ცეცხლისაგან ყოველგვარი ვნება, ყოველგვარი ცოდვილი გულისთქმა. იგი არ წარმოთქვამს რაიმე სიტყვას, არ წარმოთქვამს და ამასთან მეტყველებს, ასწავლის, გალობს საოცრად, საიდუმლოებრივად, გამოუთქმელი სიჩუმით, სიფაქიზით, შეცვლით, განახლებით გონებისა და გულისა, მიყურადებულისა მისდამი განმხოლოვებაში, სულიერ საუნჯეში. მას არ აქვს რაიმე სახე, არც გარეგნობა, არაფერია მასში გრძნობითი. იგი სრულად უნივთოა, უხილავი, უკიდურესად ფაქიზი: უეცრად, მოულოდნელად, გამოუთქმელი სიჩუმით ცხადდება გონებაში, გულში, თანდათან ეფინება მთელ სულს, მთელ სხეულს, ეუფლება მათ, აშორებს მათ ყველაფერს ცოდვილს, აჩერებს მოქმედებას ხორცისას და სისხლისას, აერთებს გაპობილ ნაწილებს ადამიანისას ერთად, წარმოადგენს მთლიანობაში ჩვენს ბუნებას, რომელიც დაიშალა საშინელი დაცემულობისგან, როგორც იმსხვრევა დაცემისგან ჭურჭელი თიხისა. ხედვისას ხელახლა შექმნისა, ვერ შეიცნობს ხელებს შემოქმედისას, ერთადერთისას მქონესი ძალაუფლებისა შექმნას და ხელახლა შექმნას?

აქამდე ვსაუბრობ მხოლოდ მოქმედებაზე, არ ვასახელებ რა, ვინაა მოქმედი. დასახელება მე მისი – მეშინია! დამათვალიერეთ მე, ძმებო! გაარჩიეთ აღსრულებული ჩემში! მეტყვით რა აღესრულება ჩემში? მეტყვით ვინაა აღმასრულებელი? ვგრძნობ, შევიგრძნობ ჩემში თანდასწრებას მოგზაურისას. საიდან მოვიდა იგი, როგორ გამოცხადდა ჩემში – არ ვიცი. გამოცხადებული, იგი რჩება უხილავად, სრულად მიუწვდომლად. მაგრამ იგი იმყოფება, იმიტომ რომ მოქმედებს ჩემში, იმიტომ რომ მფლობს მე, არ ანადგურებს რა ჩემს თავისუფალ ნებას, მიჰყავს იგი თავისი ნებისაკენ გამოუთქმელი სიწმინდით თავისი ნებისა. უხილავი ხელით აიღო მან გონება ჩემი, აიღო გული, აიღო სული, აიღო სხეული ჩემი. როგორც კი მათ შეიგრძნეს ეს ხელი, გაცოცხლდნენ! გამოცხადდა მათში ახალი შეგრძნება, ახალი მოძრაობა – შეგრძნება და მოძრაობა სულიერნი! მე არ ვიცნობდი აქამდე ამ შეგრძნებებსა და მოძრაობებს, კიდეც არ ვიცოდი, არ ვვარაუდობდი არსებობას მათსას. ისინი გამოცხადდნენ, და გამოცხადებისგან მათი დაიფარნენ ანდა შეიბოჭნენ შეგრძნებები და მოძრაობები ხორციელნი და ფშვინვიერნი; ისინი გამოცხადდნენ, როგორც სიცოცხლე – და გაქრა, როგორც სიკვდილი, უწინდელი მდგომარეობა. შეხებისაგან ხელისა მთელი არსებისადმი ჩემისა გონება, გული და სხეული შეერთდნენ ერთმანეთში, შეადგინეს რაღაც მთლიანი, ერთიანი; შემდეგ ჩაიძირნენ ღმერთში, იმყოფებიან იქ, სანამ მათ აკავებს იქ უხილავი, მიუწვდომელი, ყოვლისშემძლე ხელი. როგორი გრძნობა მომიცავს მე იქ? მოიცვება მთელი არსება ჩემი ღრმა, საიდუმლოებრივი მდუმარებით, გარეშე ყოველგვარი აზრისა, გარეშე ყოველგვარი ოცნებისა, გარეშე ყოველგვარი ფშვინვიერი მოძრაობისა, წარმოშობილისა სისხლით; შაბათობს და ერთიანად მოქმედებს მთელი არსება ჩემი მმართველობაში წმინდისა სულისა. ეს მმართველობა აუხსნელია სიტყვით. ვარ როგორც აღტაცებული, ვივიწყებ ყველაფერს, ვიკვებები მიუწვდომელი, უხრწნელი საკვებით, ვიმყოფები გარეთ ყოველივე გრძნობითისა, არეში უნივთოში, არეში, რომელიც აღმატებულია არა მხოლოდ ნივთიერზე, აღმატებულია ყოველგვარ აზრზე, ყოველგვარ წარმოდგენაზე: ვერ ვგრძნობ თავად სხეულს ჩემსას. თვალები ჩემნი უყურებენ და ვერ უყურებენ, ხედავენ და ვერ ხედავენ, ყურებს ესმით და ვერ ესმით; ყველა ასო ჩემი აღტაცებულია – და მე ვბარბაცებ ფეხებით ჩემით, ვეჭიდები რაიმეს ხელებით, რათა არ დავეცე, ანდა ვწევარ, დაგდებული სარეცელზე, როგორც თითქოს ავადმყოფობაში უმტკივნეულოში და მოუძლურებაში, წარმოშობილში გადაჭარბებისაგან ძალისა. „სასუმელი“ უფლისა, სასუმელი სულისა მათრობს „ურწყულად“ ( ფს. 22:5 ). ასე ვატარებ დღეებს, კვირებს!.. და მოკლდება დრო!.. მდუმარება საოცარი, მომცველი გონებისა, გულისა, სულისა გამართულისა მთელი ძალით თავისით ღვთისაკენ და დაკარგულისა – ესე ვთქვათ – უსასრულო მოძრაობაში უსაზღვროსკენ, მდუმარება ესაა – ამავდროულად საუბარიცაა, მაგრამ – უსიტყვო, ყოველგვარი სხვადასხვაობის გარეშე, აზრების გარეშე, აღმატებული აზრებზე. მოგზაურს, აღმასრულებელს ყველაფერი ამისას, აქვს ხმაც და სიტყვაც უჩვეულო, სიტყვების გარეშე და ხმისა მოსაუბრეებისა და გაგონებულებისა საიდუმლოებრივად. ვეძებ წერილში, სადაც ნათქვამი იქნებოდა ასეთ მოქმედებაზე, რათა შევიცნო საოცარი მოგზაური, და უნებლიედ ვჩერდები წინაშე სიტყვებისა მხსნელისა: „სულსა, ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან“ ( ინ. 3:8 ). რაღა ვუწოდოთ თავად მოქმედებას? იგი არიგებს, აერთებს ადამიანს საკუთარ თავთან, ხოლო შემდეგ ღმერთთან: შეუძლებელია ვერ შეცნობა ამაში მოქმედებისა ქროლისა მადლისმიერი მშვიდობისა ღვთისა, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.“ ( ფილ. 4:7 ), მიცემულისა მოსულის მიერ ადამიანისადმი, განმაახლებელისა ადამიანისა წმინდა სულით. ზუსტად! ამ მოქმედებისას გონება და გული ხდება სახარებისეული, ხდება ქრისტესი; ადამიანი ხედავს სახარებას გამოსახულს თავის თავში, დაფებზე სულისა, თითით სულისა.

ღვთაებრივი მოგზაური მიდის, იმალება ისევე შეუმჩნევლად, როგორც შეუმჩნევლადაც მოდის და ცხადდება. მაგრამ იგი ტოვებს მთელ არსებაში ჩემსაში სურნელს უკვდავებისას, უნივთოს, როგორც თავად იგია უნივთო, სურნელს სულიერს, მაცოცხლებელს, შეგრძნებულს ახალი შეგრძნებით, რომელიც მან დანერგა ანდა აღადგინა ჩემში. გაცოცხლებული, ნაკვები ამ კეთილსურნელებით, ვწერ და ვეუბნები სიტყვას სიცოცხლისას ძმებს ჩემებს. როდესაც განილევა ეს კეთილსურნელება, მაშინ გავრცელდება სულში ჩემსაში სუნი სიკვდილისა ვნებებისა, მაშინ სიტყვაც ჩემი – უსიცოცხლოა, დაავადებულია სიმყრალითა და ხრწნილებით!..

თუკი ვინმე, მოსმენისას ბაგეებიდან ცოდვილისა სიტყვისა დიდებულისა მოქმედებების შესახებ სულისა, მერყეობს ურწმუნოებით, ცბუნდება აზრით, ფიქრობს რა, რომ ნაუწყები მოქმედება არის მოქმედება ხიბლისა ეშმაკეულისა, მან დაე განაგდოს აზრი მგმობარი. არა, არა! არა ასეთია მოქმედება, არა ასეთნია თვისებები ხიბლისა! თქვი, ჩვეულია განა ეშმაკისათვის, მტრისა, მკვლელისა ადამიანთა, გახდეს ექიმი მათი? ჩვეულია განა ეშმაკისათვის შეაერთოს ერთად გაკვეთილი ცოდვით ნაწილები და ძალები ადამიანისა, გამოიყვანოს ისინი დამონებულობისაგან ცოდვისა თავისუფლებაზე, გამოიყვანოს მდგომარეობიდან წინააღმდეგობისა, ბრძოლისა შინაომისა, მდგომარეობაში საღმრთო უფალში მშვიდობისა? ჩვეულია განა ეშმაკისათვის ამოიყვანოს ღრმა უფსკრულიდან უცოდინარობისა ღვთისა და მიანიჭოს ცოცხალი, გამოცდილებითი ღვთისშემეცნება, უკვე არ მსაჭიროები რაიმენაირი დასტურებისა გარედან? ჩვეულია განა ეშმაკისათვის იქადაგოს და დაწვრილებით განმარტოს გამომსყიდველი, იქადაგოს და განმარტოს მიახლოვება გამომსყიდველთან სინანულით? ჩვეულია განა ეშმაკისათვის აღადგინოს ადამიანში დაცემული ხატება, მოიყვანოს წესრიგში დარღვეული მსგავსება? ჩვეულია განა მოიტანოს გემება სიგლახაკისა სულიერისა და ამასთან აღდგომისა, განახლებისა, შეერთებისა ღმერთთან? ჩვეულია განა ეშმაკისათვის აზიდოს სიმაღლეზე ღვთისმეტყველება რომელშიც ადამიანი არის როგორც არაფერი, აზრების გარეშე, სურვილების გარეშე, მთლიანად ჩაძირული საოცარ მდუმარებაში? ეს მდუმარება არის გამოლევა ყველა ძალისა არსებისა ადანმიანისა, მისწრაფებულისა ღმერთისკენ, და, ასე ვთქვათ, გაქრობილისა წინაშე უსასრულო დიდებულებისა ღვთისა ( იობ. 42:6 ). სხვაგვარად მოქმედებს ხიბლი, და სხვაგვარად ღმერთი, უსაზღვრო მეუფე ადამიანებისა, რომელიც იყო და ახლაც არის მათი შემოქმედი. იგი, ვინც შექმნა და ხელახლა ქმნის, არ მყოფობს განა შემოქმედად? მაშ ასე, მოისმინე, უსაყვარლესო ძმაო, მოისმინე, რითი განსხვავდება მოქმედება ხიბლისა მოქმედებისაგან საღვთოსი! ხიბლი, როდესაც მიეახლება ადამიანს, აზრით თუ ანდა ოცნებით, ანდა ფაქიზი ჰგონებულობით, ანდა როგორიღაც მოვლენით, დანახვადით გრძნობითი თვალებით, ანდა ხმით ცისქვეშეთიდან, მოსმენადით გრძნობადი ყურებით – მიეახლება ყოველთვის არა როგორც შეუზღუდავი მბრძანებელი, არამედ როგორც მაცდური, მაძიებელი ადამიანში თანხმობისა, თანხმობისგან მისი მიმღები ძალაუფლებისა მასზე. ყოველთვის მოქმედება მისი, შიგნითაა თუ იგი, ანდა გარეთ ადამიანისა, არის მოქმედება გარედან; ადამიანს შეუძლია უკუაგდოს იგი. ყოველთვის გვხვდება ხიბლი თავდაპირველად რომელიღაც ეჭვით გულისა; არ ეჭვობენ მასზე ისინი, რომელნიც მან გადამწყვეტად დაძლია. არასოდეს აერთებს ხიბლი გაკვეთილს ცოდვით ადამიანს, არ აჩერებს მოძრაობას სისხლისას; არ ჰმოძღვრის მოღვაწეს სინანულში, არ აკნინებს მას წინაშე მისსა თავად, საწინააღმდეგოდ ამისა აღძრავს მასში მეოცნებეობას, მოჰყავს მოძრაობაში სისხლი, მოაქვს მისთვის როგორიღაც უგემური, შხამიანი სიამოვნება, ასე აამებს მას, შთააგონებს თვითწარმოდგენას, დგამს სულში კერპს „მე“.

საღვთო მოქმედება – უნივთოა: არ იხილვება, არ ისმინება, არ მოილოდინება, წარმოუდგენელია, აუხსნელია რაიმე შედარებით, ნასესხებით ამ საუკუნიდან; მოდის, მოქმედებს საიდუმლოებრივად. თავიდან აჩვენებს ადამიანს ცოდვას მისსას, ზრდის თვალებში ადამიანისა ცოდვას მისსას, განუწყვეტლივ უჭირავს საშინელი ცოდვა წინაშე მისი თვალებისა, მოჰყავს სული თავის განკითხვაში, უცხადებს მას დაცემულობას ჩვენსას, ამ საშინელ, ბნელ, ღრმა უფსკრულს დაღუპვისას, ორმელშიც ჩავარდა მოდგმა ჩვენი შეცოდებით ჩვენი წინაპრისა; შემდეგ ცოტ-ცოტათი სჩუქნის გაძლიერებულ ყურადღებას და შემუსვრილებას გულისას ლოცვისას. შემზადებით ასეთნაირად ჭურჭლისა, უეცრად, მოულოდნელად, უნივთოდ ეხება გაკვეთილ ნაწილებს, და ისინი ერთდება ერთად. როგორ შემეხო? არ შემიძლია ავხსნა: მე არაფერი მინახავს, არაფერი მომისმენია, მაგრამ ვხედავ ჩემს თავს შეცვლილად, მოულოდნელად შევიგრძენი თავი ასეთად მოქმედებისაგან თვითმპყრობელისა. შემოქმედმა იმოქმედა ხელახლა შექმნისას, როგორც მოქმედებდა იგი შექმნისას. თქვი: გამოძერწილ მიწისგან სხეულს ადამისას, როდესაც იდო კიდევ გაუცოცხლებელი სულისაგან წინაშე შემოქმედისა, შეეძლო განა ჰქონოდა წარმოდგენა სიცოცხლეზე, შეგრძნება მისი? როდესაც მოულოდნელად გაცოცხლდა სულით, შეეძლო განა უწინ განესაჯა, მიეღო კი სული, ანდა უარი ეთქვა მასზე? შექმნილმა ადამმა მოულოდნელად შეიგრძნო თავი ცოცხლად, მოაზროვნედ, მსურველად! ასეთივე მოულოდნელობით აღესრულება ხელახლა შექმნაც. შემოქმედი იყო და არის შეუზღუდავი მეუფე – მოქმედებს თვითმპყრობლურად, ზებუნებრივად, აღმატებულად ყოველგვარ აზრზე, ყოველგვარ შეგნებაზე, უსასრულოდ ფაქიზია, სულიერად სავსებით უნივთო.

მაგრამ შენ კიდევ მერყეობ ეჭვით! მიყურებ მე და, ხედავ რა წინაშე შენსა მხოლოდ ცოდვილს, უნებლიედ კითხულობ: ნუთუ ამ ცოდვილში, რომელშიც მოქმედება ვნებებისა ასე აშკარაა და ძლიერი – ნუთუ მასში მოქმედებს სული წმინდა? სამართლიანი შეკითხვაა! და მე მას მოვყავარ გაცბუნებაში, საშინელება! ვიხიბლები, ვცოდავ, ვმრუშობ ცოდვასთან, ვღალატობ ღმერთს ჩემსას, ვყიდი მას საძაგელ ფასად ცოდვისა. და მიუხედავად ჩემი მუდმივი გამცემლობისა, ჩემს ქცევაზე მოღალატურზე, მუხანათურზე, იგი მყოფობს უცვლელი. უბოროტო, იგი ელის მრავალმთმენად ჩემს სინანულს, ყველა საშუალებით მიზიდავს მე სინანულისაკენ, გამოსწორებისაკენ. შენ გესმოდა, რას ამბობს სახარებაში ძე ღვთისა? „არა უჴმს – ამბობს იგი, – ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა “ ( მთ. 9:12-13 ). ასე ამბობდა მხსნელი: ასეც მოქმედებდა. ინახით იჯდა იგი მეზვერეებთან, ცოდვილებთან, შეჰყავდა ისინი მოქცევით რწმენაში და სათნოებაში სულიერ ნათესაობაში აბრაამთან და სხვა მართლებთან. შენ გაოცებს, განცვიფრებს უსასრულო სიკეთე ძისა ღვთისა? იცოდე, რომ იმდენადვე კეთილია ყოვლადწმინდა სულიც, იმდენადვე სწყურია ხსნა ადამიანური, იმდენადვე მშვიდია, უბოროტო, მრავალმთმენი, მრავალმოწყალე სული – ერთ-ერთი სამ თანასწორ პირთაგან ყოვლადწმინდა სამებისა, შემადგენელთა შეურევნელად და განუყოფლად, ერთიანი საღვთო არსებისა, მქონეთა ერთი არსებისა.

და სწორედ ცოდვა იზიდავს წმინდა სულს ადამიანთან! იზიდავს მას ცოდვა, არა განხორციელებული აღსრულებით, არამედ დანახული საკუთარ თავში, აღიარებული, დატირებული! რაც მეტად ადამიანი ჩააცქერდება ცოდვას თავისსას, მით მეტად მიეცემა მგლოვარებას საკუთარი თავისადმი, მით იგი საამურია, მისაწვდომია სული წმინდისათვის, რომელიც, როგორც ექიმი, მიეახლება მხოლოდ მცნობელთ თავისა სნეულებად, საწინააღმდეგოდ ამისა პირს იბრუნებს „მდიდრებისაგან“ ამაო თავიანთი თვითწარმოდგენით ( ლკ 1:53 ). უყურე და ჩააცქერდი ცოდვას შენსას! არ მოაცილო მას მზერანი! უარყავი შენი თავი, „არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი“ ( საქ. 20:24 ). მთლიანად მიეცი ხედვას ცოდვისა შენისა, მგლოვარებას მასზე! მაშინ, თავის დროს, დაინახავ ხელახლა შექმნას შენსას მიუწვდომელი, მით მეტად აუხსნელი მოქმედებით წმინდისა სულისა. იგი მოვა შენთან, როდესაც შენ არ ელოდები მას – იმოქმედებს შენში, როდესაც შენ აღიარებ შენს თავს სრულად უღირსად მისი!

მაგრამ თუკი შენში დაფარულია მოლოდინი მადლისა – გაფრთხილდი: შენ საშიშ მდგომარეობაში ხარ! ასეთი მოლოდინი მოწმობს ფარულ ღირსად მიჩნევაზე თავისა, ხოლო ღირსად მიჩნევა მოწმობს დამალულ თვითწარმოდგენაზე, რომელშიცაა სიამაყე. სიამაყეს მოხერხებულად მოჰყვება, მას მოხერხებულად ეწებება ხიბლი. ხიბლი არის გადახრა ჭეშმარიტებისაგან და ხელის შემწყობი ჭეშმარიტბისა წმინდისა სულისაგან, გადახვევა ცოდვისაკენ და თანამოქმედი სიცრუისა სულებისაკენ უარყოფილთა. ხიბლი არსებობს უკვე თვითწარმოდგენაში, არსებობს ღირსად მიჩნევაში თავისა, თავად მოლოდინში მადლისა. ეს მისი თავდაპირველი სახეებია, როგორც კვირტი, ყვავილი, ჩანასახი – თავდაპირველი სახეებია მწიფე ნაყოფისა. ცრუ წარმოდგენებისაგან ცხადდება ცრუ შეგრძნებები. ცრუ წარმოდგენებისაგან და შეგრძნებებისა შედგება თვითცდუნებულობა. მოქმედებას თვითცდუნებულობისა უერთდება მაცდუნებელი მოქმედება დემონთა. დემონები პირველობენ და უფროსობენ არეში სიცრუისა: ნებაყოფლობით დამორჩილებული დემონებისადმი შედის ძალმომრეობით გავლენაში მათსა. როგორც დაბნელებული და ცდუნებული სიცრუით, მიჩნეულით მის მიერ ჭეშმარიტებად, იგი კარგავს თვითმპყრობელობას, ვერ ამჩნევს რა ამას. ასეთი მდგომარეობა – მდგომარეობაა ხიბლისა. მასში შევდივართ, მასში ვვარდებით სიამაყის გამო ჩვენი და თავმოყვარეობისა. რომელსა უყვარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი“ ( ინ. 12:25 ). ამინ.

Next