Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 19

Previous

საიდუმლოებრივი განმარტება 99ე ფსალმუნისა

„ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა“ ( ფს. 99:2 ). მიწად აქ წოდებულია ადამიანი. ეს დასახელება მიცემულია ადამიანისადმი თავად შემოქმედის მიერ მისი, ღვთისაგან. ღმერთმა უთხრა ადამს: „მიწაჲ ხარ“ ( დაბ. 3:19 ). თუმც მე განსულიერებული ვარ მაგრამ – მიწა ვარ: განსულიერებული ვარ მე სულით მკვდარით. მკვდარი სული მიწიერი ცხოვრების დროს დამარხულია მიწაში, ესე იგი, მოთავსებულია ვნებიან სხეულში, როგორც საპყრობილეში, როგორც ბორკილებში, და დამონებულია მისდამი; განშორებისას სხეულთან, იგი ჩადის წიაღში დედამიწისა. ხსნისათვის – აუცილებელია გაცოცხლება.

რათა მიწა გაცოცხლდეს, და შეჰღაღადოს ღმერთს, საჭიროა წინასწარი განადგურება მასში განცალკევებისა, წარმოშობილისა მასში დაცემულობით, საჭიროა შეერთება მისი საკუთარ თავთან და საკუთარ თავში. შეღაღადოს ღმერთს შეუძლია მხოლოდ „ყოველ ქუეყანას“: მხოლოდ მთელი მთლიანი, კვლავ გაერთიანებული თავის თავთან და თავის თავში არის ასრსება ადამიანისა, ნახელმძღვანელები გონებით, გაუძარცვავი და შეურყეველი ლოცვაში უცხო გულისთქმებით, შეძლებს გაემართოს მთელი ძალებით თავისით ღვთისაკენ; მხოლოდ ყველა ძვალს შეუძლია მიმართოს ცოცხალი სიტყვით ჭეშმარიტი ლოცვისა ღმერთს; ყველა ძვლად წოდებულია წერილში ყველა შემადგენელი ნაწილი ადამიანისა, შეკრებილნი და ხელახლა შექმნილნი უფლის მიერ, შეერთებულნი ერთად ერთმანეთში, შეერთებულნი ერთად უფალთან ( ფს. 34:10 ). მაშინ გაიგებს ადამიანი შინაგანი გამოცდილებიდან, აღსრულებულისგან სულში მისსაში, რომ იგი გაცოცხლდა სულიერად, რომ იქამდე იყო ტყვეობაში, ბორკილებში, სიკვდილში. ამ ნეტარი გამოცდილებიდან ღირსმა ეფრემმა თქვა: „გამრავლდა ჩემზე, უფალო, მადლი შენი, მოკლა შიმშილი ჩემი და წყურვილი ჩემი, განანათლა ჩემი დაბნელებული გონება, შეკრიბა მოხეტიალე გულისთქმები ჩემნი , აღავსო ჩემი გული. ახლა თაყვანს გცემ, გაგერთხმები, ვლოცულობ და გევედრები შენ, აღსარებით ჩემი უძლურებისა: შენი კაცთმოყვარეობის გამო, შეასუსტე ჩემში ტალღები მადლისა შენისა და შეინახე ის ჩემთვის, რათა კვლავ მომცე იგი საშინელ დღეს (მეორედ მოსვლისა შენისა ანდა დღეს სიკვდილისა ჩემისა). არ განრისხდე ჩემზე, კაცთმოყვარევ! ვერ ვითმენ ვიყო მის გარეშე, და ამიტომაც, უკუგდებით ყოველგვარი ეჭვისა, მოგმართავ შენ ლოცვით. აღმატებულად ზომისა გამრავლდა ჩემში მადლი შენი, და ენა ჩემი დაუძლურდა, არ მაქ რა საშუალება გამოვხატო იგი; გონება ჩემი მოვიდა გაცბუნებაში, ვერ უძლებს რა უამრავ ტალღას მისსას. ხატო და ბრწყინვალებავ კურთხეული მამისაო! შეანელე ჩემში ამჟამად ტალღები მისი, იმიტომ რომ იგი წვავს ასოებს ჩემსას და გულს, შეანელე აქ, რათა იქ კვლავ მომცე იგი. მიხსენი მე, მეუფეო, და გამხადე ღირსად სასუფევლისა შენისა. არ მოიხსენო უკანონობები ჩემნი, არც განრისხდე კადნიერებაზე ლოცვისა ჩემისა. მომანიჭე მე სათხოვარი ჩემი, და ჩასახლდი ჩემში, როგორც სამყოფელში ( ინ. 14:23 ), კურთხეულ მამასთან ერთად შენისა, დღეს გამოცხადებისა შენისა ( ინ. 14:21 ). ქრისტე! მომანიჭე მე ლოცვა ჩემი, იმიტომ რომ შენ ერთადერთი ხარ – მომცემი სიცოცხლისა. დაფარე უკანონობები ჩემნი მეგობრებისაგან ჩემთა! მიიღე ეს ცრემლები ჩემნი! დაე შეწყდეს წინაშე შენსა მგლოვარება ჩემი!“ 333 ( ფს. 38:14 ): ღვთის მოღვაწე მოგიწოდებს: შეანელე ჩემში ტალღები მადლისა შენისა“. სიტყვა 29, თ. 8. მდგომარეობაში, მსგავსში აღწერილისა აქ, მოვიდა ახალგაზრდა მონაზონი ზაქარია, რომლისთვისაც მინიჭებული იყო სიმდაბლისათვის მისი განსაკუთრებული, შეგრძნებითი მადლი წმინდისა სულისა. იხ. ღირსსახოვანი თქმულებები და ანბანური პატერიკი. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „ცეცხლი, ჩამოსული გულში, აღადგენს ლოცვას. როდესაც იგი აღდგება და ამაღლდება ზეცაში, მაშინ აღესრულება ჩამოსვლა ცეცხლისა ოთახში სულისა“. სიტყვა 27, თ. 45. სულიერი სითბოს შესახებ იხ. სიტყვაში იესოს ლოცვის შესახებ (ასკეტური გამოცდილებები, ტომი II). ეს სითბო არის სხვაგვარი დასაწყისში თავისი და სხვაგვარი მიუწვდომელ სისრულეში თავისაში.. ეს საუბარი – საუბარი აღტაცებულისა სულიერი წყალობით ღვთისა: იგია – ღაღადება.

„ჰმონებდით უფალსა სიხარულით, და შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით“ ( ფს. 99:2 ). სანამ ლოცვა დაიტაცება უცხო გულისთქმებით, მანამდე ღვაწლი ლოცვისა აღესრულება ძნელად, მწუხარებით, იძულებით და ძალდატანებით თავისა, მანამ მლოცველი არ დაიშვება წინაშე პირისა ღვთისა. როდესაც ლოცვა დაიწყებს წარმოითქვას მთელი არსებიდან, მაშინ ღვაწლი მისი აღივსება სულიერი სიამოვნებით. ამ სიამოვნებით მიიზიდება მოღვაწე ღვაწლთან, მხნევდება, მტკიცდება, კავდება ღვაწლში, ღვაწლი ლოცვისა ხდება უმთავრესი უწყვეტი ერთადერთი ღვაწლი მოღვაწისა. გამოუთქმელ სიხარულში მოქმედნი განუწყვეტელი ლოცვისა შედიან სულით წინაშე უხილავი პირისა ღვთისა და წარუდგებიან სახეს ღვთისას. წარუდგებიან ისინი ამ სახეს, იმიტომ რომ უცხო გულისთქმები და ოცნებები, შემადგენელნი შეუღწეველი ფარდისა, მოცილებულნია. არაა რაიმე წინაღობა ხედვისათვის! მაგრამ ღმერთი, აუხსნელად განჭვრეტილი სისუფთავით გულისა, იმყოფება უხილავად: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ ( ინ. 1:18 ; მთ. 5:8 ) მიზეზით უსასრულო სიფაქიზისა, სულიერებისა არსებისა მისისა. სრულყოფილება არსებისა ღვთისა წარმოადგენს მიზეზს მიუვალობისა ( 1ტიმ. 6:16 ) 334 , იხ. განმარტება იოანე ოქროპირისა . ასკეტური გამოცდილება, ტ. II, გვ. 751. მისისა არა მხოლოდ ხილვისაგან ქმნილებების მიერ, არამედ კიდეც გაგებისაგან: იგი – „ნისლი ქვეშე ფერჴთა მისთა“, იგი – „დადვა ბნელი, საფარველად მისა“, რომლითაც დაფარულია ღმერთი. „მოდრიკნა ცანი და გრდამოჴდა და აღჴდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, აღფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა“ ( ფს. 17:10-12 ). მოდრეკად ზეცისა და გარდამოხდომად მათგან წოდებულია აქ დამცრობა ღვთის მიერ სიდიადისა მისი, შეწყობა მისი თვისებებთან ქმნილებისა, ყოვლისშემძლეობის გამო მისი და გამოუთქმელი სიკეთისა. იგი თითქოს მცირდება, ჩამოდის სიმაღლიდან სრულყოფილებისა თავისი, რათა გახადოს საგრძნობელი ყოვლადწმინდა მოქმედება თავისი ქერუბიმებისათვის და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც აღმოჩნდებიან მსგავსად ქერუბიმებისა, შემძლებელნი ღვთის ტარებისა. მოქმედება სულისა ღვთისა მიმსგავსებულია მოძრაობას ქარისას ანდა მოძრაობას ფრთებზე ქარისა, რათა აჩვენოს, რომ ეს მოქმედება – უნივთოა, სრულად სულიერი.

სიხარული და მხიარულება ჩვეულია სულისათვის, შემგრძნებისა გაცოცხლებისა, შემგრძნებისა თავის დაღწევისა ტყვეობიდან, რომელშიც აკავებდნენ მას ცოდვა და დაცემული სულები, შემგრძნებისა დაფარვისა საღვთო მადლით, შემგრძნებისა, რომ მოქმედებით ამ მადლისა იგი წარდგომილია პირისახისადმი ღვთისა, აყვანილია უმწიკვლო და ნეტარ მსახურებაში ღვთისადმი. სიხარული და მხიარულება ისე ძლიერია, რომ წმინდა სული იწვევს შემგრძნებს მათსას ღაღადისაკენ . როგორ არ შეჰღაღადოს სიხარულისაგან განთავისუფლებულმა, გაცოცხლებულმა, შეფრთიანებულმა, აზიდულმა დედამიწიდან ზეცაში? შეღაღადება ეკუთვნის სულს ადამიანისას. იგი ძლიერია, მაგრამ სულიერი: ხორცსა და სისხლს არ აქვთ, და არ შეუძლიათ ჰქონდეთ მასში მონაწილეობა. თვითნებური მოქმედება მათი ჩამოშორდება: ისინი შედიან მორჩილებაში მოქმედი მადლისა ღვთისა, წარმოადგენენ იარაღს ჭეშმარიტ ღვაწლში და უკვე არ იტაცებენ ადამიანს არასწორ მდგომარეობებში და მოქმედებებში.

„უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ; ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოსა მისისანი.“ ( ფს. 99:3 ). მლოცველს ლოცვით უწმინდურით აქვს წარმოდგენა ღმერთზე მკვდარი, როგორც ღმერთზე უცნობზე და უხილავზე. როდესაც განთავისუფლებული დატაცებისაგან და დატყვევებისა გულისთქმებისადმი, იგი დაიშვება წინაშე უხილავი პირისახისა ღვთისა, მაშინ შეიცნობს ღმერთს შემეცნებით ცოცხალით, გამოცდილებითით. იგი შეიცნობს ღმერთს, როგორც ღმერთს 335 . მაშინ ადამიანი, მიქცევით მზერისა გონებისა საკუთარი თავისადმი, ხედავს თავს ქმნილებად, ხოლო არა არსებად თვითმყოფად, როგორადაც მაცდურად წარმოუდგება ხალხს თავიანთი თავი, ყოფნისას დაბნელებაში და თვითცდუნებულობაში; მაშინ აყენებს იგი თავს იმ მიმართებაში ღმერთთან, რომელშიც უნდა იყოს ქმნილება მისი, შემგნები თავისა ვალდებულად მოკრძალებით დაემორჩილოს ნებას ღვთისას და მთელი გულმოდგინებით აღასრულოს იგი. სამწყსო ღვთისა – ნებაა მისი, გაცხადებული ცხვრებისათვის მისისა საღვთო წერილში და გამოჩენილი მიუწვდომელ ბედისწერებში მისსა.

„შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა“ ( ფს. 99:4 ). საშუალება მისაღებად დაშვებისა წინაშე პირისახისა ღვთისა – სიმდაბლეა. სიმდაბლე – კარია ღვთისა, კარი სასახლისა ღვთისა, ხელთუქმნელი დარბაზისა და ტაძრისა ღვთისა, ტაძრისა გულისა, რომელშიც დამკვიდრებულია ღმერთი მეშვეობით საიდუმლოსი ნათლობისა. კარი ღვთისა ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს. ისინი – კარებია მისი; ისინი გაიღება მხოლოდ და მხოლოდ თითით ღვთისათი. უწინ გაღებისა მათისა მიინიჭება აღსარება, აღსარება გულისმიერი, აღსარება მთელი სულიდან. აღსარება არის მოქმედება სიმდაბლისა. აღსარება არის გამოხატვა ადამიანის მიერ აღიარებისა მისისა წინაშე ღვთისა. ეს აღიარება ცხადდება გაღებისას თვალებისა ჩვენისა ჩვენდამი თავად შეხებისაგან მადლისა თვალებთან სულისა, ამასთან გონება გადაიბერტყავს სიბრმავეს, აქამდე დამაბნელებელს მისსას და წამრთმევს სწორი, ღვთისთვის სათნო თვითშეფასებისა. ჩვენ ვაღიარებთ, ვაღიარებთ სისრულისაგან დარწმუნებულობისა, ისეთი სისრულისაგან დარწმუნებულობისა, როგორისგანაც წარმოითქმება და იღიარება სიმბოლო რწმენისა, რომ ჩვენ არსებანი ვართ დაცემულნი, დამძიმებულნი იმ ცოდვილობითაც, რომელიც ეკუთვნის მთელ ადამიანთა მოდგმას, და იმითაც, რომელიც ეკუთვნის ყოველ ჩვენგანს კერძოდ. ჩვენ ვუძღვნით დიდებას მართლმსაჯულებას ღვთისას, გამომყრელს დამნაშავე მოდგმისა ჩვენისა სამოთხიდან დედამიწაზე, განმწირავისა მთელი კაცობრიობისა შრომისათვის და ტანჯვისათვის, დამსჯელისა ყოველი ადამიანისა კერძო სასჯელით კერძო მისი შეცოდებისათვის. კვალად აღსარებისა ცხადდება განუბნეველი ლოცვა. იგი – ნიჭია ღვთისა. მარჯვენით ამ ნიჭისა აღიღება მლოცველი გარემოდან გარემომცველი და დამატყვევებელი გართობისა, წარიდგინება, გარეშე ყოველგვარი გართობისა, პირისახის წინაშე ღვთისა ხელთუქმნელ ღვთის ტაძარში. სრულყოფილი სიმდაბლისაგან და სრულყოფილი მორჩილებისა ნებისადმი ღვთისა იშვება უსუფთავესი, წმინდა ლოცვა. არ შეიძლება იგი იშვას სხვაგვარად და სხვა საქმიანობებისაგან: როგორც ყურძნისათვის ჩვეულია დაიბადოს მხოლოდ ლერწზე, არა რომელიმე სხვა ხეზე. ეს ლოცვა წოდებულია გალობად, იმიტომ რომ ლოცვა სულისა არის წმინდა, საიდუმლოებრივი საგალობელი, რომლითაც იდიდება ღმერთი. დიდმა პავლემ თქვა: „აღივსენით სულითა, ეტყოდეთ თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ ( ეფ. 5:18-19 ). „განმინათლე თვალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი, ზრახვად სიტყუათა შენთა, და გულისხმის-ყოფად გზათა შენთა, და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა!“ 336

„რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, და თესლითი თესლამდე არს ჭეშმარიტებაჲ მისი“ ( ფს. 99,5 ). შეცნობაში და აღსარებაში მართლმსაჯულებისა ღვთისა, გამართლებაში ბედისწერათა ღვთისათა ( ფს. 18:10 ) 337 . მოღვაწე ლოცვისა შედის შეცნობაში უსასრულო სიკეთისა ღვთისა, განუყოფელში მართლმსაჯულებასთან მიისა. კავშირში სიკეთისა ღვთისა მართლმსაჯულებასთან მისსა ცხადდება ყოვლადწმინდა ჭეშმარიტება მისი: „წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს-უყვეს. ( ფს. 84:11 ). ლოცვაში მლოცველისა ლოცვით სუფთით იღვრება შეგრძნებისაგან სიკეთისა ღვთისა სულიერი სიტკბო, ჩამძირავი სულისა ადამიანისა უფსკრულში სიმდაბლისა, ამასთან ამზიდავი მისი დედამიწიდან ზეცაში. ასეთი მლოცველი არის კიდეც განმარტოვებული განმხოლოვებული. ეს განმხოლოვებული იმყოფება განუწყვეტლივ ღმერთთან მოქმედებით მასში ღვთისა, გარეთ სამყაროსი, გარეშე აზრებისა წარმავალზე, გარეშე თანაგრძნობისა წარმავალისადმი. გული, გაცოცხლებული შეგრძნებით თავისით ღვთისათვის და ყველაფრისა, რაც ეკუთვნის ღმერთს, კვდება ამა სოფლისათვის, კვდება ყველაფრისათვის, რაც მტრულია ღვთისადმი და რაც უცხოა ღვთისადმი. ამ სიკვდილში – სიცოცხლეა, და ამ დაღუპვაში – ხსნა. ამინ

Next