სიყვარულის შესახებ მოყვასის მიმართ
რა შეიძლება იყოს უფრო ლამაზი, უფრო სასიამოვნო ვიდრე სიყვარული მოყვასის მიმართ?
გიყვარდეს – ნეტარებაა; გძულდეს – სატანჯველი.
მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი თავს იყრიან სიყვარულში ღვთის მიმართ და მოყვასისა ( მთ. 22:40 ).
სიყვარული მოყვასის მიმართ არის გზა, მიმავალი სიყვარულისაკენ ღვთის მიმართ: რადგან ქრისტემ კეთილინება საიდუმლოებრივად შეემოსა ყოველი მოყვასი ჩვენი, ხოლო ქრისტეში – ღმერთია 1 ინ. 4:13, 15
არ იფიქრო, უსაყვარლესო ძმაო, რომ მცნება სიყვარულისა მოყვასის მიმართ იყოს ასე ახლო ჩვენს დაცემულ გულთან: მცნება – სულიერია, ხოლო ჩვენს გულს დაეპატრონნენ სხეული და სისხლი; მცნება – ახალია, ხოლო გული ჩვენი – ძველი.
ბუნებრივი სიყვარული ჩვენი დაზიანებულია დაცემით; იგი საჭიროებს მოკვდინებას – ბრძანებს ამას ქრისტე – და ამოვსებას სახარებისაგან წმინდა სიყვარულისა მოყვასის მიმართ, სიყვარულისა ქრისტესი.
თვისებები ახალი ადამიანისა საჭიროა იყოს სრულიად ახალი; არავითარი ძველი თვისება არ უხდება მას.
არ აქვს ღირებულება სახარების წინაშე სიყვარულს მოძრაობისაგან სისხლისა და გრძნობებისაგან სხეულისა.
და როგორი შესაძლოა მას ჰქონდეს ღირებულება, როდესაც გახურებულობისას სისხლისა იძლევა ფიცს დადოს სული უფლისათვის, ხოლო რამოდენიმე საათის შემდეგ, გაცივებისას სისხლისა, იძლევა ფიცს, რომ არ იცნობს მას? ( მთ. 26:33 35, 74 ).
სახარება უარყოფს სიყვარულს დამოკიდებულს მოძრაობაზე სისხლისა, შეგრძნებებზე ხორციელი გულისა. იგი ამბობს: ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული– დედისაგან თჳსისა და სძალი– დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.“ ( მთ. 10:34–36 ). დაცემამ დაუმორჩილა გული ბატონობას სისხლისას, და, საშუალებით სისხლისა, ბატონობას სოფლისმპყრობელისას. სახარება ათავისუფლებს გულს ამ ტყვეობისგან, ამ ძალადობისაგან, მიიყვანებს ხელმძღვანელობის ქვეშ წმინდისა სულისა.
წმინდა სული ასწავლის სიყვარულს მოყვასისას წმინდად. სიყვარული, ანთებული, ნასაზრდოები წმინდისა მიერ სულისა – ცეცხლია. ამ ცეცხლით ქვრება ცეცხლი სიყვარულისა ბუნებითისა, ხორციელისა, დაზიანებულისა ცოდვითდაცემისგან 25 .
„მოლაპარაკე, რომ შესაძლებელია იქონიო ისიცა და სხვა სიყვარულიც, აცდუნებს თავის თავს“, თქვა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა 26 .
როგორ დაცემულობაშია ჩვენი ბუნება? მან, ვინც ბუნებითად შემძლებელია მხურვალედ უყვარდეს მოყვასი, უნდა გაუკეთოს თავის თავს არაჩვეულებრივი დაძალება, რათა უყვარდეს იგი ისე, როგორც მოითხოვს უყვარდეს სახარება.
ცეცხლოვანი ბუნებრივი სიყვარული ადვილად გადაიქცევა ხოლმე ზიზღში, შეურიგებელ ვერ ატანაში ( 2სამ.13:15 ). ბუნებრივი სიყვარული გამოიხატებოდა ხანჯლითაც.
როგორ წყლულებშია – ჩვენი სიყვარული ბუნებითი! როგორი მძიმეა მასზე წყლული – ვნებიანი სიყვარული! მქონებელი ვნებიანი სიყვარულისა გული შემძლებელია ყოველგვარი უსამართლობისადმი ყოველგვარი უკანონობისადმი, ოღონდაც დაიკმაყოფილოს დაავადებული სიყვარული თავისი.
„უღელი ზაკული საძაგელ არს წინაშე უფლისა, ხოლო სასწორი სიმართლისა სათნო არს მისსა.“ ( იგ. 11:1 ).
ბუნებით სიყვარულს მოაქვს მოყვარულისთვის თავისისა მხოლოდ მიწიერი; ზეციერზე იგი არ ფიქრობს.
იგი იბრძვის ზეცის წინააღმდეგ და სულისა წმინდისა; იმიტომ რომ სული მოითხოვს ჯვარცმას სხეულისას.
იგი იბრძვის ზეცის წინააღმდეგ და სულისა წმინდისა: იმიტომ რომ იმყოფება მმართველობის ქვეშ სულისა მზაკვრისა, სულისა უწმინდურისა და დაღუპულისა.
შევუდგეთ სახარებას, უსაყვარლესო ძმაო, ჩავიხედოთ ამ სარკეში! ჩახედვისას მასში, დავამხოთ კვართნი ძველნი, რომლებითაც შეგვმოსა ჩვენ დაცემულობამ, დავმშვენდეთ კვართით ახლით, რომელიც გამზადებულია ჩვენთვის ღვთისაგან.
კვართი ახალი -ქრისტეა. „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ ( გალ. 3:27 ).
კვართი ახალი – სული წმინდაა. „შეიმოსოთ ძალი მაღლით“ ( ლკ. 24:49 ), თქვა ამ კვართზე უფალმა.
იმოსებიან ქრისტიანები თვისებებით ქრისტესებით, მოქმედების მეშვეობით ყოვლადკეთილი სულისა.
შესაძლოა ქრისტიანისთვის ეს შემოსილობა. „შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.“ ( რომ. 13:1 ), ამბობს მოციქული.
პირველად ხელმძღმძღვანელობისას სახარებით, განაგდე მტრობა, ავმეხსიერება, მრისხანება, განკითხვა და ყველაფერი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიყვარულს.
სახარება ბრძანებს ვილოცოთ მტრებისთვის, ვაკურთხოთ მაწყევარნი, გავუკეთოთ კეთილი მოძულეებს, მივუტევოთ მოყვასს ყველაფერი, რაც კი მას არ ჩაედინოს წინააღმდეგ ჩვენისა.
შეეცადე, მსურველო გაყვე ქრისტეს, შეასრულო ყველა ეს მცნებები თვით საქმით.
ძალიან არასაკმარისია: მხოლოდ სიამოვნებით წაიკითხო ნაბრძანები სახარების მიერ, და გაოცდე მაღალი მორალით, რომელსაც იგი თავის თავში შეიცავს. სამწუხაროდ, ბევრი ამით კმაყოფილდება.
როდესაც შეუდგები აღსრულებას ნაბრძანებისა სახარების მიერ: მაშინ შეუპოვრად შეეწინააღმდეგებიან ამ შესრულებას მბრძანებლები შენი გულისა. ეს მბრძანებლებია: შენი საკუთარი ხორციელი მდგომარეობა, რომელშიც შენ დამორჩილებული ხარ სხეულს და სისხლს, და დაცემული სულები, რომლებსაც ექვემდებარება ქვეყანა – ხორციელი მდგომარეობა ადამიანისა.
ხორცის ზრახვა, მისი სიმართლე და სიმართლე დაცემული სულებისა მოითხოვენ შენგან, რომ შენ არ დააგდო ღირსება შენი და სხვა ხრწნადი უპირატესობანი, დაიცვა ისინი. მაგრამ შენ სიმამაცით გაუძელი უხილავ ბრძოლას, წარმართულს სახარების მიერ, წარმართულს თავად უფლის მიერ.
უმსხვერპლე ყველაფერი შესრულებას სახარებისეული მცნებებისას. გარეშე ასეთი მსხვერპლშეწირვისა შენ ვერ შეძლებ იყო აღმსრულებელი მათი. უფალმა უთხრა მოწაფეებს თავისას: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი“ ( მთ. 16:24 ).
როდესაც შენთანაა უფალი, – იმედი გქონდეს გამარჟვებისა: უფალი არ შეიძლება არ იყოს გამარჯვებული.
გამოითხოვე შენთვის უფლისგან გამარჯვება; ითხოვე იგი გამუდმებული ლოცვით და მგლოვარებით. და მოვა მოულოდნელად მოქმედება მადლისა შენს გულში: შენ შეიგრძნობ მოულოდნელ უტკბეს თრობას სულიერი სიყვარულით მტრების მიმართ.
კიდევ მოგელის შენ ბრძოლა! კიდევ გესაჭიროება შენ იყო მამაცი! შეხედე საგნებს შენი სიყვარულისას: ისინი ძალიან მოგწონს? მათზე ძალიან მიჯაჭვულია შენი გული? – უარყავი ისინი.
ამ უარყოფას მოითხოვს შენგან უფალი, კანონმდებელი სიყვარულისა, არა იმიტომ, რათა გარეშე დაგტოვოს შენ სიყვარულისა და მოყვარულებისა, არამედ რათა შენ, უარყოფით სიყვარულისა ხორციელისა, შებილწულისა მინარევისგან ცოდვისა, გახდე შემძლებელი მიიღო სიყვარული სულიერი, სუფთა, წმინდა, რომელიც – მეთაური ნეტარებაა.
შემგრძნები სიყვარულისა სულიერისა, ზიზღით შეხედავს სიყვარულს ხორციელს, როგორც მახინჯ გამრუდებას სიყვარულისას.
როგორ უარვყოთ საგნები სიყვარულისა, რომლებიც თითქოს შეეზარდნენ თავად გულს? – უთხარი მათ შესახებ ღმერთს: „ისინი, უფალო, შენნი არიან; ხოლო მე – ვინ ვარ? უძლური ქმნილება, არ მქონე არავითარი მნიშვნელობისა“.
„დღეს მე კიდევ ვმოგზაურობ დედამიწაზე, შემიძლია ვიყო გამოსადეგი საყვარლების მიმართ ჩემებისა რაიმეთი; ხვალ, შესაძლოა, გავქრები პირისაბან მისისა, და მე მათთვის – არაფერი ვარ!“
„მინდა, არ მინდა, – მოდის სიკვდილი, მოდიან სხვა გარემოებები, ძალდატანებით მწყვეტენ მე იმათგან რომლებსაც მე ვთვლიდი ჩემებად, და ისინი უკვე – არაა ჩემები. ისინი არც ყოფილან თავისი არსით ჩემები; იყო როგორიღაც დამოკიდებულება ჩემსა და მათ შორის; მოტყუებული ამ დამოკიდებულებით, მე ვუწოდებდი, ვთვლიდი მათ ჩემებად. თუკი ისინი იქნებოდნენ ნამდვილად ჩემები, – მუდმივად დარჩებოდნენ კუთვნილებაში ჩემსაში“.
„ქმნილებები ეკუთვნიან მხოლოდ შემოქმედს: იგი – მათი ღმერთა და მეუფე. შენსას, უფალო ჩემო, გაძლევ შენ: ჩემს თავს მივაკუთვნე მე ისინი არასწორად და ამაოდ.
მათთვის სანდოა იყვნენ ღმერთისნი. ღმერთი მარადიულია, ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე, უსაზღვროდ კეთილი. მისთვის, ვინც მისია, იგი – ყველაზე სანდოა, ყველაზე საიმედო შემწეა და მფარველი.
საკუთარს ღმერთი აძლევს ადამიანს: და ხდებიან ადამიანისთვის ადამიანები თავისები, დროებით ხორციელად, მარადიულად სულიერად, როდესაც ღმერთი კეთილინებებს მისცეს ეს საჩუქარი ადამიანს.
ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის მიმართ დაფუძნებულია რწმენაზე ღვთისაზე: იგი – ღმერთშია. „ყოველნი ერთ იყვნენ – იუწყებოდა მხსნელი სოფლისა მამის მიმართ თჳსისა, – ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ“ ( ინ. 17:21 ).
სიმდაბლე და მინდობა ღვთისადმი კლავს ხორციელ სიყვარულს. ესე იგი: იგი ცხოვრობს დიდი თვითწარმოდგენით და ურწმუნოებით.
აკეთე, რაც შეგიძლია სასარგებლო და რის ნებასაც გრთავს რჯული, შენი საყვარელთათვის; მაგრამ ყოველთვის მიანდე ისინი ღმერთს, და ბრმა, ხორციელი, ანგარიშმიუცემელი სიყვარული შენი გადაიქცევა ცოტ-ცოტათი სულიერად, გონივრულად, წმინდად.
თუკი სიყვარული შენი – ვნებაა კანონსაწინააღმდეგო, მაშინ უარყავი ის, როგორც საზიზღრობა.
როდესაც გული შენი არაა თავისუფალი, – ეს ნიშანია ვნებიანი სიყვარულისა.
როდესაც გული შენი ტყვეობაშია, – ეს ნიშანია ვნებისა უგუნურისა, ცოდვისმიერისა.
წმინდა სიყვარული – სუფთაა, თავისუფალი, მთლად ღმერთშია.
იგია მოქმედება წმინდისა სულისა, მოქმედისა გულში, საზომის მიხედვით მისი განწმენდულობისა.
უარყოფით მტრობისა, უარყოფით ვნებისმიერი სიყვარულისა, უარყოფით ხორციელი სიყვარულისა, მოიხვეჭე სიყვარული სულიერი; „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ ( ფს. 33:15 ).
მიაგე პატივისცემა მოყვასს როგორც ხატს ღვთისას, – პატივისცემა სულში შენსაში, უხილავი სხვებისათვის, აშკარა მხოლოდ სინდისისთვის შენისა. საქმიანობა შენი დაე იყოს საიდუმლოებრივი შესაბამისად შენი სულიერი განწყობილებისა.
მიაგე პატივისცემა მოყვასს, არ გარჩევით ასაკისა, სქესისა, წოდებისა, – და თანდათანობით დაიწყება გამოცხადება გულში შენსაში წმინდა სიყვარულისა.
მიზეზი ამ წმინდა სიყვარულისა – არა ხორცი და სისხლია, არა გატაცება გრძნობებისა, – არამედ ღმერთია.
ჩამორთმეულთ დიდებისა ქრისტიანობისა არ აქვთ ჩამორთმეული სხვა დიდება, მიღებული შექმნისას: ისინი – ხატნი არიან ღვთისა.
თუკი ხატი ღვთისა ჩავარდება ალში საშინელი ჯოჯოხეთისა იქაც მე უნდა პატივი ვცე მას.
რა საქმე მაქვს ალთან, ჯოჯოხეთთან! იქ ჩააგდებენ ხატს ღვთისას მსჯავრით ღვთისათი: ჩემი საქმეა შევინარჩუნო პატივისცემა ხატისადმი ღვთისა, და ამით დავიცვა საკუთარი თავი ჯოჯოხეთისაგან.
ბრმის, და კეთროვანის, და დაზიანებული განსჯის უნარიანის, და ძუძუმწოვარი თოთოსი, და მძიმედ დამნაშავის, და წარმართის მიმართ გამოვიჩენ პატივისცემას, როგორც ხატის მიმართ ღვთისა. რა საქმე გაქვს მათ უძლურებებთან და ნაკლოვანებებთან! თვალი ადევნე საკუთარ თავს, რათა შენ არ გქონდეს უკმარისობა სიყვარულში.
ქრისტიანში მიაგე პატივისცემა ქრისტეს, რომლმაც თქვა დარიგებაში ჩვენ მიმართ და კიდევ იტყვის გადაწყვეტისას ჩვენი ხვედრისა მარადიულისა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ ( მთ. 25:40 ).
მოპყრობისას შენისა მოყვასისადმი იქონიე მეხსიერებაში ეს გამონათქვამი სახარებისა, და გახდები მესაიდუმლე სიყვარულისა მოყვასის მიმართ.
მესაიდუმლე სიყვარულისა მოყვასისადმი შედის მისით სიყვარულში ღვთისადმი.
მაგრამ თუკი შენ ფიქრობ, რომ გიყვარს ღმერთი, ხოლო გულში შენსაში ცხოვრობს არასასიამოვნო განწყობილება თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ: მაშინ შენ – მწარე თვითცდუნებულობაში ხარ.
„უკუეთუ ვინმე თქუეს, – ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, – ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს... ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი.“ ( 1ინ. 4:20–21 ).
გამოხატვა სულიერი სიყვარულისა მოყვასის მიმართ – ნიშანია განახლებისა სული წმინდის მიერ სულისა: „ჩუენ უწყით, – ამბობს კვლავ ღვთისმეტყველი – „რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს“ ( 1ინ. 3:14 ).
სრულყოფილება ქრისტიანობისა – სრულყოფილ სიყვარულშია მოყვასის მიმართ.
სრულყოფილი სიყვარული მოყვასის მიმართ – სიყვარულშია ღვთისადმი. რომლისთვისაც არაა სრულყოფილება, რომლისთვისაც არაა დასასრული წარმატებულობაში.
წარმატება სიყვარულში ღვთისადმი – უსასრულოა: იმიტომ რომ „სიყვარული“ არის უსასრულო „ღმერთი“ ( 1ინ. 4:16 ). სიყვარული მოყვასის მიმართ – საფუძველია შენობისა სიყვარულისა.
საყვარელო ძმაო! ეძიე გახსნა შენს თავში სულიერი სიყვარული მოყვასის მიმართ: შესვლისას მასში, შეხვალ სიყვარულში ღვთისადმი, ჭიშკარში აღდგომისა, ჭიშკარში სასუფევლისა ზეციერისა. ამინ.
Next