Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 10

Previous

სიყვარულისა მიმართ ღვთისადმი.

გიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან გვამცნო გვიყვარდეს იგი, ხოლო არა ისე, როგორც ჰგონიათ უყვარდეთ იგი თვითცდუნებულ მეოცნებეებს.

არ შეითხზა აღტაცებები, არ მოიყვანო მოძრაობაში საკუთარი ნერვები, არ განიხურვო თავი ალით ნივთიერით, ალით სისხლისა შენისა. მსხვერპლი კეთილსასიამოვნო ღვთისათვის – სიმდაბლეა გულისა, შემუსვრილება სულისა. რისხვით პირს იბრუნებს ღმერთი მსხვერპლისგან, მირთმეულისა თვითმოიმედეობით, ამაყი წარმოდგენით საკუთარ თავზე, თუნდაც ეს მსხვერპლი იყოს ყოვლადდასაწველი.

სიამაყეს მოჰყავს ნერვები მოძრაობაში, ახურვებს სისხლს, აღძრავს მეოცნებეობას, აცოცხლებს ცხოვრებას დაცემულობისას; სიმდაბლე ამშვიდებს ნერვებს, აოკებს მოძრაობას სისხლისას, ანადგურებს მეოცნებეობას, კლავს სიცოცხლეს დაცემულობისას; აცოცხლებს სიცოცხლეს ქრისტე იესოში.

ფრიად უმჯობეს არს მსხუერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროს ცმელისა ვერძთასა“ ( 1სამ. 15:22 ), ეუბნებოდა წინასწარმეტყველი მეფეს ისრაელისას. გაკადნიერებულს მიეძღვნა ღვთისათვის არასწორი მსხვერპლი: მსურველმა მიუძღვნა ღმერთს მსხვერპლი სიყვარულისა, არ მიუძღვნა იგი თვითნებურად, სწრაფვის მიხედვით გაუაზრებელისა; მიუძღვენი სიმდაბლით, იმ დროს და იმ ადგილას, როდისაც და სადაც გამცნო უფალმა.

სულიერი ადგილი, რომელზეც მხოლოდ ნამცნებია მირთმევა სულიერი მსხვერპლისა – სიმდაბლეა 27 .

უფალმა დანიშნა უტყუარი და ზუსტი ნიშნებით მოყვარული და უყვარული. მან თქვა: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს... რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს;“ ( ინ. 14:23–24 ).

შენ გინდა ისწავლო სიყვარული ღვთისა? მოშორდი ყველა საქმეს, სიტყვას, აზრს, შეგრძნებას, აკრძალულს სახარების მიერ. მტრობით შენით ცოდვის მიმართ, ამდენად საძულველისა ყოვლადწმინდა ღვთისათვის, აჩვენე და დაამტკიცე სიყვარული შენი ღვთისადმი. ცოდვები, რომლებშიც მოგიწევს ჩავარდე უძლურების გამო, იმკურნალე დაუყოვნებლივი სინანულით.

მაგრამ უმჯობესია შეეცადე არ დაუშვა შენთვის ეს შეცოდებებიც მკაცრი სიფხიზლით საკუთარი თავის მიმართ.

შენ გინდა ისწავლო სიყვარული ღვთისა? გულმოდგინედ შეისწავლე სახარებაში მცნებები უფლისა და შეეცადე შეასრულო ისინი თავად საქმით, შეეცადე აქციო სახარებისეული სათნოებები ჩვევებად, თვისებებად შენი. თვისობრივია მოყვარულისთვის სიზუსტით შეასრულოს ნება საყვარელისა.

შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროს ოქროსა და ანთრაკისა; ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა მოვიძულე“ ( ფს. 118:127–128 ), ამბობს წინასწარმეტყველი. ასეთი ქცევა აუცილებელია დასაცავად ერთგულებისა ღვთისადმი. ერთგულება – აუცილებელი პირობაა სიყვარულისა. ამ პირობის გარეშე სიყვარული ირღვევა.

გამუდმებული თავის არიდებით ბოროტებისგან და აღსრულებით სახარებისეული სათნოებებისა – რაშიც მდგომარეობს მთელი სახარებისეული წესსწავლება – მივაღწევთ სიყვარულს ღვთისადმი. ამით კი თავად საშუალებით დავრჩებით სიყვარულში ღვთისადმი: უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა“ ( ინ. 15:10 ), თქვა მხსნელმა.

სრულყოფილება სიყვარულისა მდგომარეობს შეერთებაში ღმერთთან; წარმატება სიყვარულში დაკავშირებულია აღუწერელ სულიერ ნუგეშთან, სიამოვნებასთან და განათლებასთან. მაგრამ დასაწყისში ღვაწლისა მოწაფემ სიყვარულისა უნდა გაუძლოს სასტიკ ბრძოლას საკუთარ თავთან, ღრმად დაზიანებულ ბუნებასთან თავისი: ბოროტება, გაბუნებრივებული ცოდვით დაცემით ბუნებასთან, გახდა მისთვის კანონი, მებრძოლი და აღმშფოთებელი რჯულის წინააღმდეგ ღვთისა, რჯულის წინააღმდეგ წმინდა სიყვარულისა.

სიყვარული ღვთისადმი ეფუძნება სიყვარულს მოყვასის მიმართ. როდესაც წარიხოცება შენში ავმეხსიერება: მაშინ შენ ახლოსა ხარ სიყვარულთან. როდესაც გული შენი დაიფარება წმინდა, მადლისმიერი მშვიდობით მთელი კაცობრიობისადმი: მაშინ შენ თვით კარებთან ხარ სიყვარულისა.

მაგრამ ეს კარები იღებიან მხოლოდ სულისა მიერ წმინდისა. სიყვარული ღმერთისა არის საჩუქარი ღვთისა ადამიანში, მომმზადებელში საკუთარი თავისა მისაღებად ამ საჩუქრისა სისუფთავით გულისა, გონებისა და სხეულისა. ხარისხის მიხედვით მომზადებისა არსებობს ხარისხიც საჩუქრისა: იმიტომ რომ ღმერთი მოწყალებაშიც თავისაში – სამართლიანია.

სიყვარული ღვთის მიმართ სრულად სულიერია: შობილი იგი სულისაგან სული არს“ შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს“. ( ინ. 3:6 ): ხორციელ სიყვარულს, როგორც შობილს სხეულისგან და სისხლისგან, აქვს თვისებანი ნივთიერნი, ხრწნადნი. იგი დროებითია, ცვალებადია: ცეცხლი მისი სავსებით დამოკიდებულია ნივთიერზე.

მოსმენისას წერილისგან, რომ ღმერთი ჩვენი ცეცხლია ( ებრ. 12:29 ), რომ სიყვარული არის ცეცხლი, და შემგრძნები საკუთარ თავში ცეცხლისა სიყვარულისა ბუნებითისა, არ იფიქრო, რომ ეს ცეცხლი იყოს ერთი და იგივე არა! ეს ცეცხლები მტრობენ ერთი მეორეს და ქვრებიან ერთი მეორეთი 28 . ვჰმსახურებთ სათნოდ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებითა, რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს.“ ( ებრ. 12:28–29 ).

ბუნებითი სიყვარული, სიყვარული დაცემული, განახურვებს სისხლს ადამიანისას, მოჰყავს მოძრაობაში მისი ნერვები, აღძრავს მეოცნებეობას; სიყვარული წმინდა აგრილებს სისხლს, ამშვიდებს სულსაც და სხეულსაც, მიზიდავს შინაგან ადამიანს ლოცვისმიერ მდუმარებამდე, ფლავს მას აღტაცებაში სიმდაბლით და სიტკბოთი სულიერით.

ბევრი მოღვაწე მიღებით ბუნებითი სიყვარულისა ღვთიურად, განიხურეს სისხლი თავისი, განიხურეს მეოცნებეობაც. მდგომარეობა განხურვებისა გადადის ძალიან ადვილად მდგომარეობაში შეშლილობისა. მყოფნი განხურვებასა და შეშლილობაში ბევრმა მიიჩნია აღსავსეებად მადლითა და სიწმინდით, ხოლო ისინი უბედური მსხვერპლნი არიან თვითცდუნებულობისა.

ბევრი იყო ასეთი მოღვაწე დასავლეთის ეკლესიაში, იმ დროიდან რაც იგი ჩავარდა პაპიზმში, რომელშიც ღვთისმგმობად მიეწერებათ ადამიანს საღვთო თვისებები, და მიეგება ადამიანს თაყვანისცემა, შესაშვენი და შესაფერისი მხოლოდ ღმერთს; ბევრი ამ მოღვაწეებმა დაწერეს წიგნი თავისი განხურვებული მდგომარეობიდან, რომელშიც შეშლილი თვითცდუნება ეჩვენებოდათ მათ საღვთო სიყვარულდად, რომელშიც მოშლილი წარმოსახვა უხატავდა მათ მრავალ ხილვას, მაამებელს მათს თავმოყვარეობისა და სიამაყისა.

ძეო აღმოსავლეთის ეკლესიისო! თავი აარიდე კითხვას ასეთი წიგნებისა, თავი აარიდე მიდევნას დარიგებებისა თვითცდუნებულებისა. ხელმძღვანელობით სახარებით და წმინდა მამებით ჭეშმარიტი ეკლესიისა, ადი სიმდაბლით სულიერ სიმაღლეზე სიყვარულისა“ ღვთიურისა საქმეების მეშვეობით მცნებებისა ქრისტესი.

მტკიცედ იცოდე, რომ სიყვარული ღვთის მიმართ არის უმაღლესი ნიჭი წმინდისა სულისა, ხოლო ადამიანს მხოლოდ შეუძლია მოამზადოს თავი სისუფთავით და სიმდაბლით მისაღებად ამ დიდებული ნიჭისათვის, რომლითაც იცვლებიან გონება და გულიცა და სხეულიც. ამაოა შრომა, უნაყოფოა იგი და მავნე, როდესაც ჩვენ ვეძებთ წინსწრებით გაშლას საკუთარ თავში მაღალი სულიერი ნიჭებისა მათ იძლევა გულმოწყალე ღმერთი თავის დროს, გამუდმებული, მომთმენი მდაბალი აღმასრულებლებისთვის სახარებისეული მცნებებისა. ამინ.

Next