Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 11

Previous

მარხვის შესახებ

თავი სათნოებებისა – ლოცვაა; მათი საფუძველი – მარხვა.

მარხვა არის გამუდმებული ზომიერება საჭმელში კეთილგონივრული გამრჩეველობით მასში.

ამაყო ადამიანო! შენ ოცნებობ ასე ბევრს და ასე მაღლად გონების შესახებ შენისა, ხოლო ის – სრულ და განუწყვეტელ დამოკიდებულებაშია კუჭზე.

კანონი მარხვისა, მყოფი გარეგნულად კანონი კუჭისათვის, არსით არის კანონი გონებისათვის.

გონებას, ამ მეფეს ადამიანში, თუკი სურს დაიცვას უფლებები თავისი თვითმპყრობელობისა და შეინარჩუნოს ისინი, უნდა უპირველეს ყოვლისა დაემორჩილოს კანონს მარხვისას. მხოლოდ მაშინ იგი იქნება გამუდმებულად ფხიზელი და ნათელი; მხოლოდ მაშინ იგი შეძლებს იმბრძანებლოს სურვილებზე გულისა და სხეულისა; მხოლოდ გამუდმებული სიფხიზლისას ის შეძლებს შეისწავლოს მცნებები სახარებისეული და გაჰყვეს მათ. საფუძველი სათნოებებისა – მარხვაა.

ხელახლა შექმნილ ადამიანს შეყვანილს სამოთხეში, მიცემული აქვს ერთადერთი მცნება, მცნება მარხვის შესახებ. რა თქმა უნდა მიცემულია ერთი მცნება იმიტომ, რომ იგი იყო საკმარისი შესანარჩუნებლად პირველქმნილი ადამიანისა მის უბიწოებაში.

მცნება არ საუბრობდა რაოდენობაზე საკვებისა, არამედ კრძალავდა მხოლოდ ხარისხს. დაე დადუმდნენ ისინი, რომლებიც სცნობენ მარხვას მხოლოდ რაოდენობრივად საკვებისა, ხოლო არა ხარისხობრივად. ჩაღრმავებისას გამოცდილებითად შესწავლაში მარხვისა, ისინი დაინახავენ მნიშვნელობას ხარისხისა საკვებისა.

ისე მნიშვნელოვანია მცნება მარხვისა, განცხადებული ღვთისაგან ადამიანის მიმართ სამოთხეში, რომ, მცნებასთან ერთად, წარმოთქმულია მუქარა დასჯისა დარღვევისათვის მცნებისა. სასჯელი მდგომარეობდა განგმირვაში ადამიანებისა მარადიული სიკვდილით.

და ახლა ცოდვისმიერი სიკვდილი აგრძელებს განგმირვას დამარღვევლებს წმინდა მცნებისა მარხვისა. არადამცველი ზომიერებისა და საჭირო გამრჩეველობისა საკვებში, ვერ შეძლებს შეინარჩუნოს ვერც ქალწულება, ვერც მთლიანსიბრძნეობა, ვერ შეძლებს ალაგმოს მრისხანება, მიეცემა სიზარმაცეს, უიმედობას და მწუხარებას, ხდება მონა პატივმოყვარეობისა, საცხოვრებელი სიამაყისა, რომელიც შეყავს ადამიანში მის ხორციელ მდგომარეობას, განცხადებული უმეტესად საუცხოო და ნაყროვანი ტრაპეზისგან.

მცნება მარხვისა განახლებულია ანდა დადასტურებულია სახარებით. ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა“ ( ლკ. 21:34 ), ბრძანა უფალმა. მაძღრობა და დათრობა გადასცემს დონდროხობას არა მხოლოდ სხეულს, არამედ გონებას და გულს, ე.ი. შეჰყავს ადამიანი სულით და სხეულით ხორციელ მდგომარეობაში.

საწინააღმდეგოდ ამისა, მარხვას შეჰყავს ქრისტიანი მდგომარეობაში სულიერში. განწმენდილი მარხვით – მდაბალია სულითა, მთლიანბრძენი, მოკრძალებული, მდუმარე, ფაქიზი გრძნობებით გულისმიერით და აზრებით, მსუბუქია სხეულით, შემძლებელი სულიერი ღვაწლის მიმართ და გონებრივი ჭვრეტებისა, შემძლებელი მიღებისა საღვთო მადლისა.

ხორციელი ადამიანი მთლიანად ჩაფლულია ცოდვისმიერ სიამოვნებებში. იგი ავხორცია სხეულითაც, და გულითაც, და გონებითაც, იგი არაა შემძლებელი არა მხოლოდ სულიერი სიამოვნების მიმართ და მისაღებად საღვთო მადლისა, არამედ სინანულის მიმართაც. იგი ვერშემძლებელია საერთოდ სულიერი საქმიანობებისადმი: იგი მილურსმულია მიწას, დაიხრჩო ნივთიერობაში, ცოცხლად – მკვდარია სულით.

ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის“ ( ლკ. 6:25 ). ასეთია გამონათქვამი სიტყვებისა ღვთისა დამრღვევთათვის მცნებისა წმინდა მარხხვისა. რით გამოიკვებებით მარადისობაში, როდესაც ისწავლეთ აქ მხოლოდ დანაყრება ნივთიერი საკვებებით და ნივთიერი სიამოვნებებით, რომლებიც არაა ზეცაში? რით გამოიკვებებით მარადისობაში, როდესაც თქვენ არ გიგემიათ არც ერთი ზეციერი სიკეთე? როგორაა შესაძლებელი თქვენთვის იკვებოთ და ისიამოვნოთ ზეციერი სიკეთეებით, როდესაც თქვენ არ მოგიპოვებიათ მათ მიმართ არავითარი თანაგრძნობა, მოიპოვეთ ზიზღი?

არსობის პური ქრისტიანისა – ქრისტეა. გაუმაძღარი გაძღომა ამ პურით – აი გაძღომა და სიამოვნება გადამრჩენელი, რომელზეც დაპატიჟებულია ყველა ქრისტიანი.

გაუმაძღრად გაძეხი სიტყვითა ღვთისათა; გაუმაძღრად გაძეხი აღსრულებით მცნებებისა ქრისტესი; გაუმაძღრად გაძეხი ტრაპეზით, განმზადებულით წინაშე მაჭირვებელთა შენთა“, და დათვერი ურწყული სასუმელისგან“ ( ფს. 22:5 ).

რისგან დავიწყოთ ჩვენ, ამბობს წმინდა მაკარი დიდი 29 , არასდროს დაკავებულებმა გამოკვლევით გულებისა ჩვენისა? დგომით გარეშე, დავიწყებთ კაკუნს ლოცვით და მარხვით, როგორც უფალმა ბრძანა: ირეკდით, და განგეღოს თქუენ.“ ( მთ. 7:7 ).

ეს ღვაწლი, რომელსაც გვთავაზობს ჩვენ ერთ-ერთი უდიდეს მოძღვართა შორის მონაზვნობისა, იყო ღვაწლი წმინდა მოციქულებისა. გარემოდან მისი ისინი ღირსნი ხდებოდნენ ესმინათ ბრძანება სულისა. ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა – ამბობს მწერალი მათი საქმეებისა, – და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს.“ ( საქ. 13:2–3 ). გარემოდან ღვაწლისა, რომელშიც შეერთებული იყო მარხვა და ლოცვა, გაისმა ბრძანება სულისა მოწოდებაზე წარმართებისა ქრისტიანობაზე.

საოცარი შეერთებაა მარხვისა ლოცვასთან! ლოცვა – უნაყოფოა, თუკი არაა დაფუძნებული მარხვაზე, და მარხვა – უნაყოფოა, თუკი მასზე არაა წარმოქმნილი ლოცვა 30 .

მარხვა განაყენებს ადამიანს ხორციელი ვნებებისგან, ხოლო ლოცვა იბრძვის სულიერ ვნებებთან, და, გამარჯვებით მათთან, შეაღწევს მთელ შემადგენლობაში ადამიანისა, წმენდს მას; განწმენდილ სიტყვიერ ტაძარში მას შეჰყავს ღმერთი.

ვინც, დაუმუშავებლად მიწისა, თესავს მასზე: ის ღუპავს მარცვალს, და ხორბლის ნაცვლად იწევს ეკალს. ასე ვართ ჩვენც, თუკი ვთესავთ თესლს ლოცვისას, დაუუძლურებლად სხეულისა: მაშინ ნაცვლად სიმართლისა ნაყოფად მოვიმკით ცოდვას. ლოცვა დაიწყებს განადგურებას და წარტაცებას სხვადასხვა ამაო და მავნე აზრებით და ოცნებებით, შებილწვას შეგრძნებებით ავხორცულებით. სხეული ჩვენი წარმოიშვა მიწისგან, და, თუკი არ დამუშავდა იგი როგორც მიწა, არასდროს არ შეძლებს მოიღოს ნაყოფი სიმართლისა 31 .

საპირისპიროდ, თუკი ვინმე დაამუშავებს მიწას დიდი მონდომებით და დანახარჯებით, მაგრამ დატოვებს მას დაუთესავად: მაშინ იგი მჭიდროდ იფარება ღვარძლით. ასე, როდესაც სხეული დაუძლურდება მარხვით, ხოლო სული არ დამუშავდება ლოცვით, კითხვით, სიმდაბლით: მაშინ მარხვა ხდება მშობელი მრავალრიცხოვანი ღვარძლისა – სულიერი ვნებებისა: ამპარტავნებისა, პატივმოყვარეობისა, სიანჩხლისა 32 .

რაა ასეთი – ვნება მაძღრობისა და დათრობისა? დამკარგველი სისწორისა. ბუნებრივი მოთხოვნილება საჭმლისა და სასმლისა, მსაჭიროები გაცილებით მეტი რაოდენობისა და მრავალფეროვანი ხარისხისა მათისა, ვიდრე რამდენიც საჭიროა ხელშესაწყობად სიცოცხლისა და ძალებისა ხორციელისა, რომლებზეც ზედმეტი კვება მოქმედებს უარყოფითად თავისი ბუნებრივი დანიშნულებისა მოქმედებს საზიანოდ, დაუძლურებითა და განადგურებით მათისა.

სურვილი საკვებისა გამოსწორდება უბრალო ტრაპეზით და თავშეკავებით დანაყრებისაგან და სიამოვნებისაგან საკვებით. თავიდან საჭიროა მიტოვება დანაყრებისა და სიამოვნებისა: ამით დაიხვეწება სურვილი საჭმლისა, და მიიღებს სისწორეს. როდესაც კი სურვილი გახდება სწორი: მაშინ იგი კმაყოფილდება უბრალო საკვებით.

საწინააღმდეგოდ ამისა სურვილი საჭმლისა, დაკმაყოფილებული დანაყრებით და სიამოვნებით, ჩლუნგდება. აღძვრისათვის მისი ჩვენ მივმართავთ სხვადასხვანაირ გემრიელ საჭმელებს და სასმელებს. სურვილი თავიდან ჩანს დაკმაყოფილებული; შემდეგ ხდება უფრო წუნია, და, საბოლოოდ, იქცევა ავადმყოფურ ვნებად, მძებნელად გამუდმებული სიამოვნებისა და დანაყრებისა, გამუდმებულად მყოფად დაუკმაყოფილებლად.

განზრახვისას მივუძღვნათ თავი მსახურებას ღვთისას, დავუდოთ საფუძვლად ღვაწლს ჩვენსას მარხვა. არსებითი თვისება ყოველი საფუძვლისა უნდა იყოს ურყევი სიმტკიცე: სხვაგვარად შეუძლებელია დაფუძნდეს მასზე შენობისა, როგორი შენობაც თავის თავად არ იყოს მყარი. და ჩვენც არანაირად, არასდროს, არანაირი საბაბით, არ დავრთავთ ნებას თავს დაარღვიოს მარხვა დანაყრებით, განსაკუთრებით კი დათრობით.

საუკეთესო მარხვად მიიჩნევენ წმინდა მამები მოხმარებას საკვებისას ერთხელ დღეში არა დანაყრებამდე, ასეთი მარხვა არ ასუსტებს სხეულს გახანგრძლივებული უჭმელობით და არ ამძიმებს მას ზედმეტობით საკვებისა, ამასთან ინახავს მას შემზლებლად სულისგადამრჩენელი საქმიანობის მიმართ. ასეთი მარხვა არ წარმოადგენს არავითარ ნათელ განსაკუთრებულობას, და ამიტომაც მმარხველს არ აქვს მიზეზი განდიდებულობისა, რომლის მიმართაც ასე მიდრეკილია ადამიანი საბაბით თავად სათნოებისა, განსაკუთრებით როდესაც იგი მკვეთრად წინ წამოიწევა.

ვინც დაკავებულია ხორციელი ჯაფებით ან ისე სუსტია სხეულით, რომ არ შეუძლია დაკმაყოფილდეს მოხმარებით საკვებისა ერთხელ დღეში: მან უნდა ჭამოს ორჯერ. მარხვა ადამიანისთვისაა, ხოლო არა ადამიანი მარხვისთვის.

მაგრამ ყოველგვარი მოხმარებისას საკვებისა, იშვიათისაც და ხშირისაც, მკაცრად იკრძალება დანაყრება: იგი ხდის ადამიანს ვერშემძლებელს სულიერი ღვაწლისადმი, და უღებს კარს სხვა ხორციელ ვნებებს.

უზომო მარხვა, ე.ი. ხანგრძლივი ზედმეტი თავშეკავება საკვებისაგან, არაა მოწონებული წმინდა მამების მიერ: უზომო თავშეკავებისგან და გამოწვეული მისგან ღონემიხდილობისაგან ადამიანი ხდება ვერშემძლებელი სულიერი ღვაწლის მიმართ, ხშირად მიუბრუნდება გაძღომას, ხშირად ვარდება ვნებაში განდიდებისა და სიამაყისა.

ფრიად მნიშვნელოვანია ხარისხი საკვებისა. აკრძალული სამოთხის ნაყოფი, თუმცა იყო თვალწარმტაცი შესახედავად და გემრიელი, მაგრამ იგი დამღუპველად მოქმედებდა სულზე: გადასცემდა მას შემეცნებას სიკეთისა და ბოროტებისა, და ამით ანადგურებდა უბიწოებას, რომელშიც იყვნენ შექმნილნი ჩვენი პირველმშობელნი.

და ამჟამად საკვები აგრძელებს ძლიერად მოქმედებას სულზე, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია გამოყენებისას ღვინისა. ასეთი მოქმედება საკვებისა დაფუძნებულია სხვადასხვაგვარ მოქმედებაზე მისი სხეულსა და სისხლზე, და იმაზე, რომ ორთქლები მისი და აირები კუჭიდან ადიან ტვინში და აქვთ გავლენა გონებაზე.

ამ მიზეზით ყველა მათრობელა სასმელი, განსაკუთრებით პურეული, იკრძალება მოღვაწისათვის, როგორც წამრთმეველნი გონებისაგან სიფხიზლისა, და ამით გამარჯვებისა გონიერ ბრძოლაში. დამარცხებულ გონებას, განსაკუთრებით ავხორცი გულისთქმებით, დამტკბარს მათით, ერთმევა სულიერი მადლი; მოპოვებული ბევრი და დიდი ხნის შრომებით იკარგება რამდენიმე საათში, რამდენიმე წუთში.

მონაზონმა საერთოდაც არ უნდა მოიხმაროს ღვინო, თქვა ღირსმა პიმენი დიდმა 33 . ამ წესს უნდა მიყვეს ყოველი ღვთისმოსავი ქრისტიანი, მსურველი შეინარჩუნოს თავისი ქალწულება და მთლიანსიბრძნეობა. წმინდა მამები მიყვებოდნენ ამ წესს, ხოლო თუ მოიხმარდნენ ღვინოს, ისიც საკმაოდ იშვიათად და უდიდესი ზომიერებით.

გასახურებელი საკვები უნდა იყოს განდევნილი ტრაპეზიდან თავშეკავებულისა, როგორც აღმძვრელი სხეულის ვნებებისა. ასეთებია პილპილი, ჯანჯაფილი, და სხვა სანელებლები.

ყველაზე ბუნებრივი საკვები – ისაა, რომელიც დადგენილია ადამიანისათვის შემოქმედისგან დაუყოვნებლივ შექმნისა – საკვები სამეფოდან მცენარეულისა: უთხრა ღმერთმა პირველმშობლებს ჩვენსას: აჰა მიგცე თქვენ ყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად.“ ( დაბ. 1:29 ). უკვე შემდგომად წარღვნისა ნებადართულია მოხმარება ხორცთა ( დაბ. 9:3 ).

მცენარეული საკვები არის ყველაზე საუკეთესო მოღვაწისათვის იგი ყველაზე ნაკლებად განახურებს სისხლს, ყველაზე ნაკლებად აპოხიერებს სხეულს; ორთქლები და აირები, გამოყოფილი მისგან და აღმავალნი ტვინში, ყველაზე ნაკლებად მოქმედებს მასზე; საბოლოოდ იგი – ყველაზე ჯანმრთელია, როგორც ყველაზე ნაკლებად წარმომქმნელი ლორწოებისა კუჭში. ამ მიზეზების გამო, მოხმარებისას მისი, განსაკუთრებული მოსახერხებულობით ნარჩუნდება სისუფთავე და სიმხნევე გონებისა, ხოლო მასთან ერთად მისი ძალაუფლება მთელ ადამიანზე; მოხმარებისას მისი უფრო სუსტად მოქმედებს ვნებები, და ადამიანი მეტად შემძლებელია დაკავდეს ღვაწლით ღვთისმოსაობისა.

თევზეული საკვები უპირატესად მომზადებული მოზრდილი ზღვის თევზებისგან, უკვე სრულად სხვა თვისებისაა: ისინი უფრო საგრძნობად მოქმედებენ ტვინზე, ასუქებენ სხეულს, ახურებენ სისხლს, ავსებენ კუჭს მავნე ლორწოებით, განსაკუთრებით ხშირი და გამუდმებული გამოყენებისას.

ეს ქმედებები შეუდარებლად ძლიერია მოხმარებისაგან ხორცეული საკვებისა: იგი უკიდურესად აპოხიერებენ სხეულს აწვდიან მას განსაკუთრებულ დონდროხობას, ახურებს სისხლს; ორთქლები და აირები მისი ძალიან ამძიმებენ ტვინს ამ მიზეზით იგი საერთოდაც არ გამოიყენება მონაზვნების მიერ; იგი – საკუთრებაა ხალხისა მცხოვრებისა შორის ერისა, ყოველთვის დაკავებულებისა გაძლიერებული ხორციელი ჯაფებით. მაგრამ მათთვისაც გამუდმებული მოხმარება მისი მავნეა.

როგორ! წამოიძახებენ აქ მოჩვენებითი გონიერები: ხორცეული საკვები დაშვებულია ადამიანისათვის ღვთის მიერ, და თქვენ კრძალავთ მოხმარებას მისსას? – ამაზე ჩვენ ვპასუხობთ სიტყვებით მოციქულისა: ყოველივე ჯერ-არს ჩემდა ე.ი. ყველაფერი ჩემთვის ნებადართულია), არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს“ ( 1კორ. 10:23 ). ჩვენ თავს ვარიდებთ მოხმარებას ხორცისა არა იმიტომ, რომ ვთვლით მათ არაწმინდად, არამედ იმიტომ, რომ ისინი წარმოშობენ განსაკუთრებულ დონდროხობას მთელ ჩვენს შემადგენლობაში, ეწინააღმდეგებიან სულიერ წარმატებას.

წმინდა ეკლესიამ ბრძნული განწესებებით და დადგენილებებით თავისით, ნებადართვით ქრისტიანებისთვის, მცხოვრებთათვის შორის ერისა, მოხმარება ხორცთა, არ დაუშვა გამუდმებული მოხმარება მათი, მაგრამ განყო დროები ხორცის ჭამისა დროებისგან თავშეკავებისა ხორცთაგან, დროებისაგან, რომლებზეც გამოფხიზლდება ქრისტიანი თავისი ხორცის ჭამისგან. ასეთი ნაყოფი მარხვათა შეძლებს შეიცნოს თავის თავზე გამოცდილებით ყოველმა დამცველმა მათი.

მონაზვნებისთვის აკრძალულია მოხმარება ხორცისა, დაშვებულია მოხმარება რძისეული საჭმლისა და კვერცხისა დროების განმავლობაში ხორცის ჭამისა. განსაზღვრულ დროებში და დღეებში მათ ეხსნილებათ მოსახმარად თევზისა. მაგრამ ყველაზე მეტი დროის განმავლობაში მათ შეუძლიათ მოიხმარონ მხოლოდ მცენარეული საკვები.

მცენარეული საკვები თითქმის განსაკუთრებით მოიხმარება ძალიან გულმოდგინე მოღვაწეების მიერ ღვთისმოსაობისა, უპირატესად შემგრძნებების მიერ თავის თავში სვლისა სულისა უფლისა ( 2კორ. 6:17 ), ზემოთაღნიშნული ხელსაყრელობის გამო ამ საკვებისა და მისი სიიაფისა. სასმელად ისინი მოიხმარენ მხოლოდ წყალს, თავიდან ირიდებენ არა მხოლოდ გამახურებელ და მათრობელა სასმელებს, არამედ ნოყიერთაც, როგორებიცაა ყველა პურეული სასმელი 34 .

წესები მარხვისა დადგენილნია ეკლესიის მიერ მიზნით შეწევნისა შვილებისა მისისა, როგორც სახელმძღვანელო მთელი ქრისტიანული საზოგადოებისათვის. ამასთან დაწესებულია ყოველმა გასინჯოს თავი გამოცდილი და გამსჯელი სულიერი მამის დახმარებით, და არ დაიდოს თავზე მარხვა, აღმატებული ძალებისა: იმიტომ რომ, ვიმეორებთ, მარხვა ადამიანისთვისაა, ხოლო არა ადამიანი მარხვისთვის; საჭმლით მოცემულით დასაცავად სხეულისა, არ უნდა გაანადგურო იგი.

თუ შეაკავებ კუჭს, თქვა წმინდა ბასილი დიდმა , მაშინ ახვალ სამოთხეში; თუკი ვერ დააკავებ, მაშინ იქნები მსხვერპლი სიკვდილისა“ 35 . სახელის ქვეშ სამოთხისა აქ უნდა გაგებულ იქნას მადლისმიერი ლოცვის მდგომარეობა, ხოლო სახელის ქვეშ სიკვდილისა მდგომარეობა ვნებიანი. მადლისმიერი მდგომარეობა ადამიანისა, მყოფობის დროს მისი დედამიწაზე, ემსახურება საწინდარს მარადიული ნეტარებისა მისი ზეციურ ედემში; დაცემა ძალაუფლებაში ცოდვისა და მდგომარეობაში სულიერი სიკვდილისა ემსახურება საწინდარს დაცემისა ჯოჯოხეთურ უფსკრულში მარადიული ტანჯვისათვის. ამინ.

Next