ლოცვის შესახებ სტატია
გლახაკებისთვის დამახასიათებელია ითხოვონ, ხოლო დაგლახაკებულისა ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანისათვის დამახასიათებელია ილოცონ.
ლოცვა – მიმართვაა დაცემული და მონანიე ადამიანისა ღვთისადმი. ლოცვა – გლოვაა დაცემული და მონანიე ადამიანისა წინაშე ღვთისა. ლოცვა – გადმოღვრაა გულისმიერი სურვილებისა, თხოვნებისა, კვნესისა დაცემული, მოკლული ცოდვის მიერ ადამიანისა წინაშე ღვთისა.
პირველი გამოვლენა, პირველი მოძრაობა სინანულისა – მგლოვარებაა გულისა. ესაა – ლოცვითი ხმა გულისა, წინმსწრები ლოცვისა გონიერისა. და მალე გონება, გატაცებული ლოცვით გულისა, იწყებს წარმოშობას ლოცვისმიერ აზრებს.
ღმერთი არის ერთადერთი წყარო ყველა ჭეშმარიტი სიკეთისა. ლოცვა არის დედა და თავი ყველა სათნოებისა 36 , როგორც საშუალება და მდგომარეობა ურთიერთობისა ადდამიანისა ღმერთთან. იგი სესხულობს სათნოებებს წყაროდან სიკეთეებისა – ღვთისგან, – უთვისებს მათ იმ ადამიანს, რომელიც ლოცვით ცდილობს იმყოფებოდეს ურთიერთობაში ღმერთთან.
გზა ღმერთამდე – ლოცვაა. განაზომი განვლილი გზისა – სხვადასხვა ლოცვითი მდგომარეობაბი, რომლებშიც თანდათანობით შედის მლოცველი სწორად და გამუდმებით.
ისწავლე ილოცო ღვთის მიმართ სწორად. სწავლის შემდეგ ილოცო სწორად, ილოცე გამუდმებით, – და მოხერხებულად იმემკვიდრებ გადარჩენას. გადარჩენა გამოჩნდება ღვთისაგან თავის დროზე, უდავო გულისმიერი ცნობობით საკუთარი თავის შესახებ, მლოცველის მიმართ სწორად და გამუდმებით.
სისწორისათვის ლოცვისა საჭიროა, რომ იგი მიიძღვნებოდეს გულიდან, სავსე სიგლახაკისა სულისა; გულიდან შემუსვრილისა და მდაბალისა. ყველა სხვა მდგომარეობები გულისა, განახლებამდე მისი სულისა მიერ წმინდისა, ჩათვალე – როგორნიც ზუსტადაც იგინი არიან – უჩვეულოებად მონანული ცოდვილისათვის, მავედრებელისა ღვთის მიმართ მიტევებისათვის ცოდვებისა თავისისა და განთავისუფლებისათვის – როგორც საპყრობილიდან და ბორკილებისგან – დამონებულობისაგან ვნებების მიერ.
მოსეს რჯულით დაწესებული იყო ისრაელიანებისათვის მხოლოდ ერთ, დაწესებულ ღვთისაგან ადგილას მიძღვნა ყველა მათი მსხვერპლისა. და რჯულით სულიერით დაწესებულია ქრისტიანებისათვის ერთი სულიერი ადგილი მისაძღვნელად ყველა მათი მსხვერპლისა, განსაკუთრებით მსხვერპლისა მსხვერპლთა შორის – ლოცვისა. ეს ადგილი – სიმდაბლეა 37 .
არ სჭირდება ღმერთს ჩვენი ლოცვები! მან იცის, თხოვნამდეც ჩვენისა, რა საჭიროებაც გვაქვს; იგი, უგულმოწყალესია, და არმთხოველთათვისაც მის მიმართ აფრქვევს უხვ გულუხვობას. ჩვენთვისაა აუცილებელი ლოცვა: იგი შეათვისებს ადამიანს ღმერთს. მის გარეშე ადამიანი უცხოა ღვთისათვის, ხოლო რაც მეტად ვარჯიშობს ლოცვაში, მით მეტად უახლოვდება ღმერთს.
ლოცვა – ზიარებაა სიცოცხლესთან. მიტოვებას მისას მოაქვს სულისათვის უხილავი სიკვდილი.
რაცაა ჰაერი სიცოცხლისათვის სხეულისა, ისაა სული წმინდა სიცოცხლისათვის სულისა. სული ლოცვის მეშვეობით სუნთქავს ამ წმინდა, საიდუმლოებრივი ჰაერით.
როდესაც აღდგები ძილისაგან, – პირველი აზრი შენი დაე იყოს ღმერთის შესახებ; თვით საწყისი აზრებისა შენისა, ჯერ კიდევ არაღბეჭდული არავითარი ამაო შთაბეჭდილებით, მიართვი ღმერთს. როდესაც მიდიხარ დასაძინებლად, როდესაც ემზადები ჩაიძირო ამ ხატში სიკვდილისა, – საბოლოო შენი აზრები დაე იყოს მარადისობაზე და მსუფევზე მასში ღმერთზე.
ანგელოზმა გამოუცხადა რომელიღაც წმინდა მონაზონს შემდეგი რიგი აზრებისა ლოცვაში, კეთილსასურველი ღვთისთვის: საწყისი ლოცვისა უნდა შედგებოდეს დიდებით ღვთისა, მადლიერებისაგან ღვთისადმი აღურაცხელი წყალობისათვის მისი; შემდეგ ჩვენ უნდა მივუძღვნათ ღმერთს გულწრფელი აღიარება ცოდვებისა ჩვენისა, შემუსვრილებით სულისა, დასასრულს შეგვიძლია შემოგთავაზოთ, თუმცა დიდი სიმდაბლით, თხოვნები უფალს ჩვენი საჭიროებების შესახებ სულიერისა და ხორციელისა, მინდობით მოკრძალებულად აღსრულებისა და არაღსრულებისა ამ თხოვნებისა მის ნებას“ 38 .
საწყისი მიზეზი ლოცვისა – რწმენაა: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე" ( ფს. 115:1 ) ლოცვით ჩემით გულმოწყალე ღვთისადმი, კეთილმნებებელისა აღთქმა მოეცა ჩემთვის ლოცვისა და მომცემისა აღთქმისა შეესმინა იგი.
ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.“ ( მკ. 11:24 ), გვაუწყა უფალმა. და ამიტომ, უკუგდებით ყოველგვარი ეჭვისა და ორჭოფობისა, დაჟინებით იმყოფებოდე ლოცვით უფალთან, რომელმაც ბრძანა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის“ ( ლკ. 18:1 ) ე.ი. არ მოვიდეთ გულგატეხილობაში სივიწროვისგან ლოცვისმიერისა, რომელიც, განსაკუთრებით თავიდან, მძიმეა, გაუსაძლისია გონებისათვის, მიჩვეულისათვის დაეხეტებოდეს ყველგან.
ნეტარია სული, რომელიც ლოცვით გამუდმებით აკაკუნებს კარზე გულმოწყალებისა ღვითისა, და საჩივრებით წინამოსაჯულზე“ თავისა ( ლკ. 18:3 ) – მოძალადეზე მასზე ცოდვაზე – განუწყვეტლივ ღლის მოუქანცავს 39 : იგი გაიხარებს თავის დროს სისუფთავის შესახებ თავისი და უვნებობისა თავისი.
ზოგჯერ დაუყოვნებლივ შეისმინება ხოლმე ჩვენი თხოვნები; ხანდახან კი, სიტყვების მიხედვით მხსნელისა, ღმერთი სულგრძელ არს მათ ზედა“ ( ლკ. 18:7 ), ე. ი. ნელა აღასრულებს თხოვნებს ჩვენ მიერ: იგი ხედავს, რომ საჭიროა შეაჩეროს დროებით ეს აღსრულება ჩვენი სიმდაბლისათვის, რომ საჭიროა ჩვენთვის მოვიქანცოთ, დავინახოთ ჩვენი უძლურება, რომელიც ყოველთვის გამოვლინდება ძალიან მკვეთრად, როდესაც ჩვენ ვართ მიცემული საკუთარ თავს.
ლოცვა, როგორც საუბარი ღმერთთან, თავის თავად – დიდი სიკეთეა, ხშირად გაცილებით მეტი იმისა, რასაც ითხოვს ადამიანი, – და გულმოწყალე ღმერთი, არ აღასრულებს რა თხოვნებს, ტოვებს მთხოვნელს მისი ლოცვის ამარა, რათა მან არ დაკარგოს იგი, არ მიატოვოს ეს უდიდესი სიკეთე, როდესაც მიიღებს თხოვნილ სიკეთეს, გაცილებით მცირეს.
თხოვნებს, აღსრულებაც რომელთა დაკავშრებულია მავნე შედეგებთან, ღმერთი არ აკმაყოფილებს; არ აკმაყოფილებს იგი იმ თხოვნებსაც, რომლებიც ეწინააღმდეგება მის წმინდა ნებას, ეწინააღმდეგება მის ბრძნულ, მიუწვდომელ ბედისწერას.
საწინააღმდეგოდ დადგენილებისა ღვთისა ითხოვდა დიდი მოსე ღვთისმხილველი, რომ ჰბოძებოდა მას შესვლა მიწაზე აღთქმულზე, და არ იქნა შესმენილი ( რჯლ. 3:26 ); ლოცულობდა წმინდა დავითი, გაძლიერებით ლოცვისა მარხვით, ნაცრითა და ცრემლებით, შესანარჩუნებლად სიცოცხლისა დაავადებული ძისა მისისა; მაგრამ არ იყო შესმენილი ( რჯლ. 3:26 ). და შენც, როდესაც თხოვნები შენნი არ იქნება აღსრულებული ღვთისაგან, დამორჩილდი მოწიწებით ნებას ყოვლადწმინდა ღვთისას, რომელმაც, მიუწვდომელი მიზეზების გამო დატოვა შენი თხოვნა აღუსრულებლად.
ძეებისათვის სოფლისა, მთხოვნელებისა ღვთისაგან მიწიერი სიკეთეებისა დასაკმაყოფილებლად ხორციელი გულისთქმებისა ქადაგებს წმინდა მოციქული იაკობი: ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმათა შინა თქუენთა განილინეთ“ ( იაკ. 4:3 ).
როდესაც გვსურს წარვუდგეთ მეფეს მიწიერს, მაშინ ვემზადებით ამისთვის განსაკუთრებული მონდომებით: ვსწავლობთ, როგორი უნდა იყოს საუბრისას მასთან განწყობა ჩვენი გულის გრძნობებისა, რომ აღტყინების შედეგად როგორიღაცა გრძნობისა არ ვიქნეთ გატაცებული სიტყვით ან მოძრაობით მეფისათვის არამოსაწონით; წინდაწინ მოვიფიქრებთ, რა ვუთხრათ მას, რათა ვილაპარაკოთ მხოლოდ მოსაწონი, და ამით გული მოვიგოთ მისი ჩვენ მიმართ; ვზრუნავთ იმაზე, რომ თვით გარეგნულმა გამომეტყველებამ ჩვენმა მიიქციოს მისი ყურადღება ჩვენკენ. მით უმეტეს ჩვენ უნდა შესაფერისად მოვემზადოთ, როდესაც გვსურს წარვუდგეთ მეფეს მეფეთას, და შევიდეთ ლოცვით საუბარში მასთან.
კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს“ ( 1სამ. 16:7 ); მაგრამ ადამიანში განწყობილება გულისა ყველაზე უფრო შეესაბამება მდგომარეობას სახისას მისისას მის შესახედაობას. და ამიტომ მიეცი ლოცვისას ყველაზე მოკრძალებული მდგომარეობა სხეულს. იდექი, როგორც გასამართლებული, დახრილი თავით, არ გაბედვით ახედვისა ზეცისაკენ, დაშვებულით ქვევით ხელებით ანდა დაწყობით მათი უკან, როგორც თითქოს შეკვრისაგან თოკით, როგორც ჩვეულებრივ არიან შეკრულნი დაჭერილნი ადგილზე დანაშაულისა დამნაშავენი. ხმა ხმისა შენისა დაე იყოს საბრალო ხმა გლოვისა, კვნესისა მოწყლულისა სასიკვდილო იარაღით ანდა გატანჯულისა სასტიკი სნეულებით.
ღმერთი გულთმეცნიერი არს“ იგი ხედავს ყველაზე იდუმალ, ყველაზე ფაქიზ აზრებს და შეგრძნებებს ჩვენსას; ხედავს მთელს წარსულს და მთელს მომავალს ჩვენსას. ღმერთი – ყველგანმყოფია. და ამიტომ იდექი ლოცვაზე შენსაზე, როგორც თითქოს შენ იდგე წინაშე თვით ღვთისა. ზუსტად შენ დგახარ წინაშე მისსა! შენ დგახარ წინაშე მსაჯულისა შენისა და სრულძალაუფლებიანი მეუფისა, რომელზეც დამოკიდებულია შენი ხვედრი დროში და მარადისობაში. გამოიყენე შენი წარდგომა წინაშე მისისა მოსაწყობად შენი კეთილდღეობისა; არ დაუშვა, რომ ეს წარდგომა, უღირსების გამო შენისა, ემსახუროს შენთვის მიზეზს სატანჯველებისას დროებითისა და მარადიულისა. განზრახვისას მირთმევისა ღვთისადმი ლოცვისა, უარყავი ყველა აზრი და საზრუნავი მიწიერი. არ დაკავდე აზრებით, რომლებიც მაშინ მოვლენ შენთან როგორიც ისინი არ ჩანდნენ მნიშვნელოვანნი, ბრწყინვალენი, საჭირონი. მიეცი ღვთისა ღმერთს, ხოლო საჭიროს დროებითი სიცოცხლისათვის მოასწრებ მისცე თავის დროზე. არაა შესაძლებელი ერთ და იმავე დროს ემსახურო ღმერთს ლოცვით, და დააკავო გონება აზრებით და საზრუნავებით გარეგანით.
ლოცვამდე აკმიე გულში შენსაში გუნდრუკით შიშისა ღვთისა და წმინდა მოკრძალებისა; იფიქრე, რომ შენ განარისხე ღმერთი აღურაცხელი შეცოდებებით, რომლებიც მისთვის უფრო აშკარაა, ვიდრე თვით სინდისისათვის შენისა: შეეცადე გული მოულბო მსაჯულს სიმდაბლით. გაფრთხილდი! არ აღძრა მისი გულისწყრომა დაუდევრობითა და კადნიერებით: მას კეთილნებავს რომ თვით უახლოესი მასთან, უწმინდესი ანგელოზებრივი ძალები წარდგებოდნენ მის წინაშე მთელი მოწიწებით და უწმინდესი შიშით ( ფს. 88:8 ).
შესამოსელი სულისა შენისა უნდა ბრწყინავდეს სითეთრით უბრალოებისა. არაფერი არ უნდა იყოს აქ რთული! არ უნდა გაერიოს მზაკვრული გულისთქმები და შეგრძნებები პატივმოყვარეობისა, პირმოთნეობისა, თვალთმაქცობისა, კაცთმოთნეობისა, ქედმაღლობისა, ავხორცობისა – ამ ბნელი და მყრალი ლაქებისა, რომლებითაც აჭრელებულია სულიერი ტანსაცმელი მლოცველი ფარისევლებისა.
მარგალიტების მაგივრად და ალმასებისა, ოქროს მაგივრად და ვერცხლისა, შეიმკე თავი მთლიანსიბრძნეობით, მდაბალსიბრძნეობით, ცრემლებით სიმშვიდისა და სულიერი გონებისა, ხოლო მანამ სანამ მიიღებ ამ ცრემლებს, ცრემლებით სინანულისა; შეიმკე თავი ჩვილებრივი, ანგელოზებრივი უბოროტებით: აი, ძვირადღირებული ჭურჭელი! როდესაც დაინახავს მეფე მეფეთა სულზე ამ ჭურჭელს: მიიდრიკება სულისაკენ – მისი მოწყალე მზერანი.
თხოვნა ყველა, ყველა გამონაკლისის გარეშე წყენებისა, და ყველაზე უმძიმესებისაც – აუცილებელი პირობაა წარმატებისა ლოცვაში. და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, – ბრძანებს უფალი, – მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.“ ( მკ, 11:25-26 ). ლოცვანი ავმეხსიერთა – ნათესნია ქვაზე“, თქვა ღირსმა ისააკ ასურმა 40 .
ზომიერი, კეთილგონიერი, გამუდმებული თავშეკავება საკვებისა და სასმელისაგან ხდის სხეულს მსუბუქს, წმენდს გონებას, აძლევს მას სიფხიზლეს, ხოლო ამიტომ ემსახურება ასევე მომზადებას ლოცვისათვის. თავშეუკავებლობა კუჭისა ხდის სხეულს მძიმეს, დონდროხას, ასასტიკებს გულს, აბნელებს გონებას მრავალი ანაორთქლითა და აირებით, ამავალით კუჭიდან ტვინში. როგორც კი დადგება დანაყრებული ან გამაძღარი ლოცვაზე, – მძინარობა და სიზარმაცე დაესხმიან მას მრავალი უხეში ოცნება იხატება მის წარმოსახვაში, გული მისი არაა შემძლებელი მოვიდეს ლმობიერებაში..
რამდენადაც მავნეა თავშეუკავებლობა, იმდენად მავნეა, ანდა უფრო მეტადაც, გადაჭარბებული მარხვა 41 . სისუსტე სხეულისა, წარმოშობილი ცოტა ჭამისაგან არ იძლევა საშუალებას შესრულდეს ლოცვები საჭირო რაოდენობით და საჭირო ძალით.
რაოდენობა ლოცვისა განისაზღვრება თითოეულისათვის სახით ცხოვრებისა მისისა და რაოდენობით ძალებისა სულიერისა და ხორციელისა. ორი მწულილი ქვრივისა, შეწირული მის მიერ ეკლესიაში და შემადგენელი მთელი ქონებისა მისისა, აღმოჩნდა სასწორზე მართლმსაჯული ღმერთისა მეტი, ვიდრე მნიშვნელოვანი შეწირულობები მდიდრებისა სიჭარბისაგან მათი. ასე განსაჯე ლოცვის შესახებაც: დაიწესე რაოდენობა მისი შესაბამისად ძალებისა შენისა, გახსოვდეს ბრძნული დარიგება დიდი მოძღვრისა მოღვაწეებისა: თუკი შენ აიძულებ სხეულს უძლურს საქმეებს, აღმატებულს ძალებისა მისისა, მაშინ ამით დებ სულში შენსაში დაბნელებას, და მოგაქვს მისთვის უხერხულობა, ხოლო არა სარგებელი 42 ”.
ახოვანი და ძლიერი წარმოსადეგობისაგან მოითხოვება შესაბამისი ლოცვა ყოველნაირი ლოცვა, თქვა იმავე დიდმა მამამ, რომლის დროსაც არ გაირჯება სხეული, ხოლო გული არ მოვა შემუსვრილებაში, ჩაითვლება ვერ მომწიფებულ ნაყოფად: იმიტომ რომ – ასეთი ლოცვა – სულის გარეშეა“ 43 .
მყოფი დაკავებულობაში საზოგადოებრივი ვალდებულებებით, ხოლო თუ შენ ბერი ხარ, მაშინ მორჩილებებით, და არ გაქვს შესაძლებლობა გამოუყო ლოცვას იმდენი დრო, რამდენიც შენ მოგესურვებოდა, არ შეცბუნდე ამით: კანონიერად და სინდისიერად წარმართული მსახურება ამზადებს ადამიანს გულმოდგინე ლოცვისათვის, და ცვლის ხარისხით რაოდენობას. არაფერი ისე არ უწყობს ხელს წარმატებას ლოცვაში, როგორც სინდისი, დაკმაყოფილებული ღვთივსათნო საქმიანობით. აღსრულება სახარებისეული მცნებებისა მომართავს გონებასა და გულს სუფთა“ აღვსებულს ლმობიერებით ლოცვისათვის, ხოლო ჭეშმარიტი ლოცვა წარმართავს ფიქრისათვის, გრძნობისათვის, ქმედებისათვის, მცნებების მიხედვით სახარებისა.
გულმოწყალება მოყვასისადმი და სიმდაბლე წინაშე მათსა, გამოხატული გარეგნული საქმეებით და ნაკვები სულში, შეერთებულ სისუფთავესთან გულისა, უპირატესად სიძვის გულისთქმებისაგან და შეგრძნებებისაგან, შეადგენს საფუძველს და ძალას ლოცვისას 44 . ისინი – თითქოს როგორც ფრთებია“ ( ფს. 54:7 ) მისი, რომლებითაც იგი აღფრენს ზეცაში. გარეშე მათსა ლოცვა ვერ შეძლებს აღიწიოს მიწიდან, ე, ი. აღმოცენდეს ხორცის ზრახვისაგან: იგი კავდება მისით, როგორც ბადით ან მახით; იგი ღელდება, შეიბილწება, ნადგურდება მისით.
სული ლოცვისა – ყურადღებაა 45 . როგორც სხეული სულის გარეშე მკვდარია, ისე ლოცვაც ყურადღების გარეშე – მკვდარია. ყურადღების გარეშე წარმოთქმული ლოცვა გადაიქცევა ყბედობად, და მლოცველი ასე მიითვლება მომღებებს სახელი ღვთისა ამაოსა ზედა“.
წარმოთქვი სიტყვები ლოცვისა ნელა; არ დართო ნება გონებას დახეტიალობდეს ყველგან, მაგრამ ჩაკეტე იგი სიტყვებში ლოცვისა 46 . ვიწროა და საჭირველი ეს გზა გონებისათვის, მიჩვეულისა მოგზაურობდეს თავისუფლად სამყაროში; მაგრამ გზას ამას მიჰყავს ყურადღებასთან. ვინც იგემებს დიდ სიკეთეს ყურადღებისას: ის შეიყვარებს შეავიწროვოს გონება გზაზე, მავალზე ნეტარი ყურადღებისაკენ.
ყურადღება არის თავდაპირველი ნიჭი ღვთიური მადლისა, გარდამომავალი მშრომელისათვის და მომთმენად წვალებულისა ღვაწლში ლოცვისაში 47 .
მადლისმიერ ყურადღებას უნდა წინ უძღვოდეს საკუთარი ძალისხმევა ყურადღებისათვის: უკანასკნელი უნდა იყოს საქმიანი მოწმობა გულწრფელი სურვილისა მისაღებად პირველისა. საკუთარი ყურადღება ღელდება გულისთქმებით და ოცნებებით, მერყეობს მათ მიერ; მადლისმიერი – აღვსილია სიმყარით.
აიკრძალე გაფანტულობა აზრებისა ლოცვისას, შეიძულე მეოცნებეობა, უკუაგდე საზრუნავები ძალით რწმენისა, დაარტყი გულში შიში ღვთისა, და მოხერხებულად ისწავლი ყურადღებას.
მლოცველი გონება უნდა იმყოფებოდეს მდგომარეობაში სავსებით ბუნებრივში. ოცნება, როგორიც არ იყოს მიმზიდველი და კეთილსახიერი, მყოფი საკუთრად, თვითნებურად შეთხზულად გონების მიერ, გამოჰყავს გონება მდგომარეობიდან საღვთოსაგან ჭეშმარიტისაგან, შეჰყავს მდგომარეობაში თვითცდუნებისა და მოტყუებულობისა, ხოლო ამიტომ იგი უკუიგდება ლოცვისას.
გონება ლოცვის დროს, საჭიროა იქონიოს და მთელი გულმოდგინებით შეინახოს შესახედაობის არმქონედ უკუგდებით ყველა ხატებისა, დახატულისა უნარში წარმოსახვისა: იმიტომ რომ გონება ლოცვისას წარუდგება უხილავ ღმერთს, რომლისაც შეუძლებელია წარმოდგენა არავითარი ნივთიერი ხატებით. ხატებანი, თუკი მათ დაუშვებს გონება ლოცვაში, ხდებიან გაუვალ ფარდად, კედლად შორის გონებისა და ღმერთისა. ისინი, რომლებიც ლოცვებში თავიანთსაში არ ხედავენ არაფერს, ხედავენ ღმერთს“, თქვა ღირსმა მელეტი აღმსარებელმა 48 .
თუკი ლოცვის დროს შენისა წარმოგედგინა შენ შეგრძნებითად ან გამოისახა თავის თავად შენში გონებრივად, გარეგნობა ქრისტესი, ანდა ანგელოზისა ან რომელიღაც წმინდანისა, – ერთი სიტყვით, როგორიც კი ის არ იყოს ხატება, – არანაირად არ მიიღო ეს მოვლენა როგორც ჭეშმარიტი, არ მიაქციო მას არავითარი ყურადღება, არ შეხვიდე მასთან საუბარში 49 . სხვაგვარად უთუოდ განიცდი მოტყუებულობას და უძლიერეს დაზიანებულობას სულიერს, რაც კიდევაც დაემართათ მრავალს, ადამიანი, განახლებამდე მისი წმინდა სულით, ვერ შემძლებელია ურთიერთობისა წმინდა სულებთან. იგი, როგორც მყოფი კიდევ არეში სულთა დაცემულთა, ტყვეობაში და მონობაში მათსაში, შემძლებელია ხედავდეს მხოლოდ მათ, და ისინი ხშირად, შეამჩნევენ რა მასში მაღალ აზრს საკუთარ თავზე და თვითცდუნებულობას, წარმოუდგებიან მას სახით ანგელოზებისა ნათლისა, სახით თვით ქრისტესი, დასაღუპად სულისა მისისა.
წმინდა ხატები მიღებულია წმინდა ეკლესიის მიერ აღსაძვრელად ღვთისმოსავი მოგონებებისა და გრძნობებისა, ხოლო სულაც არა აღსაძრავად მეოცნებეობისა. დგომისას წინაშე ხატისა მხსნელისა, იდექი როგორც თითქოს წინაშე თვით უფლისა იესო ქრისტესი, ყველგანმყოფისა ღვთაებრიობით. და ხატით თავისით დამსწრესი იმ ადგილას, სადაც იგი იმყოფება. დგომისას წინაშე ხატისა ღვთის დედისა, იდექი როგორც თითქოს წინაშე თვით ყოვლადწმინდა ქალწულისა; მაგრამ გონება შენი შეინახე უხილველად: უდიდესი განსხვავებაა იყო თანამყოფობაში ღმერთისა და წარმდგარი უფლის წინაშე, ან წარმოიდგინო უფალი. შეგრძნებას თანამყოფობისას უფლისას ჰგვრის სულს გადამრჩენელ შიშს, შეჰყავს მასში გადამრჩენელი გრძნობა მოწიწებისა, ხოლო წარმოსახვა უფლისა და წმინდათა მისთა გადასცემს გონებას როგორც თითქოს ნივთიერობას, მოჰყავს იგი მცდარ, ამაყ წარმოდგენაში საკუთარ თავზე, – სული მოჰყავს მცდარ მდგომარეობაში, მდგომარეობაში თვითცდუნებულობისა 50 .
დიდი მდგომარეობაა – შეგრძნება დასწრებისა ღვთისა! მისით კავდება გონება საუბრისაგან უცხო გულისთქმებთან, ავად მომხსენებლებისა ლოცვიდა; მიზეზით მისით უხვად შეიგრძნობა არარაობა ადამიანისა; მიზეზით მისით გამოცხადდება განსაკუთრებული სიფხიზლე საკუთარი თავისადმი მცველი ადამიანისა ცოდვებისაგან, თვით უმცირესებისაგანაც. შეგრძნება დასწრებისა ღვთისა მიიღწევა ყურადღებიანი ლოცვით. ბევრად ხელს უწყობს მოპოვებას მისსას მოწიწებული წარდგომა ჭინაშე წმინდა ხატებისა.
სიტყვები ლოცვისა, სულჩადგმული ყურადღებით, აღწევენ ღრმად სულში, მოწყლავენ, გამსჭვალავენ, ასე ვთქათ, გულს, და წარმოქმნიან მასში ლმობიერებას. სიტყვები ლოცვისა, აღსრულებულისა გაფანტულობით, ეხება თითქოს მხოლოდ ზედაპირს სულისას, არ წარმოქმნის მასზე არავითარ შთაბეჭდილებას.
ყურადღება და ლმობიერება მიიჩნევა ნიჭებად წმინდისა სულისა. მხოლოდ სულს შეუძლია შეაჩეროს ტალღები გონებისა, გაქცევ-გამოქცეულისა ყველგან, თქვა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა 51 . სხვა ღირსნეტარმა მამამ თქვა: როდესაც ჩვენთან ლმობიერებაა, მაშინ ჩვენთანაა ღმერთი“ 52 .
მიმღწეველმა გამუდმებული ყურადღებისა და ლმობიერებისა ლოცვებში თავისაში, მიაღწია მდგომარეობას ნეტარებებისა, წოდებულს სახარებაში სიგლახაკედ სულისა“ და მგლოვარებად გულისა“. მან გაგლიჯა უკვე მრავალი ჯაჭვი ვნებებისა, უკვე შეიყნოსა სუნი თავისუფლებისა სულიერისა, უკვე ატარებს წიაღში თავისაში წინდს გადარჩენისას. არ მიატოვო სივიწროვენი ჭეშმარიტი ლოცვითი გზისა – და მიაღწევ საღმრთო განსვენებას, საიდუმლოებრივ შაბათს: შაბათს არ აღესრულება არავითარი მიწიერი საქმე, აიცილება ბრძოლა და ღვაწლი; ნეტარ უვნებობაში, გაფანტულობის მიღმა, სული სუფთა ლოცვით წარუდგება ღმერთს. და განისვენებს მასში რწმენით დაუსრულებელ სიკეთეში მისაში, მინდობით მის ყოვლაწმინდა ნებას.
მოღვაწეში ლოცვისა წარმატება ლოცვაში პირველად იწყებს გამოვლენას განსაკუთრებული მოქმედებით ყურადღებისა: დროდადრო იგი მოულოდნელად მოიცავს გონებას, ჩაკეტავს მას სიტყვებში ლოცვისა. შემდეგ იგი ხდება გაცილებით გამუდმებული და განგრძობითი: გონება როგორც თითქოს მიეწებება სიტყვებს ლოცვისას, მიიზიდება მისით შესაერთებლად გულთან. საბოლოოდ ყურადღებასთან ერთად მოულოდნელად შეეწყობა ლმობიერება, და ხდის ადამიანს ტაძრად ლოცვისა, ტაძრად ღვთისა.
მიართვი ღმერთს ლოცვები ჩუმნი და მდაბალნი, ხოლო არა მგზნებარე და ცეცხლოვანნი. როდესაც გახდები საიდუმლოებრივი მღვდელმსახური ლოცვისა: მაშინ აღხვალ ღვთის კარავში, და იქიდან აღავსებ წმინდა ცეცხლით სასაკმევლეს ლოცვისას. ცეცხლი არაწმინდა – ბრმა, ნივთიერი განხურვება სისხლისა – აკრძალულია მისართმევად წინაშე ყოვლადწმინდა ღმერთისა.
სამღვდელო ცეცხლი ლოცვისა, ნასესხები საღვთო კარვიდან – წმინდა სიყვარულია, გადმოღვრილი ჭეშმარიტ ქრისტიანებში სული წმინდის მიერ ( რომ. 5:5 ). მლამობელი შეაერთოს ლოცვა ცეცხლთან სისხლისა, ჰგონებს თვითცდუნებულობით თავისით, მოტყუებული აზრით საკუთარ თავზე, აღუსრულოს მსახურება ღმერთს, ხოლო სინამდვილეში განარისხებს მას.
არ ეძიო ლოცვაში სიამოვნებები: ისინი სულაც არაა ჩვეულნი ცოდვილისათვის. სურვილი ცოდვილისა შეიგრძნოს სიამოვნება არის უკვე თვითცდუნებულობა. ეძიე, რათა გაცოცხლდეს შენი მკვდარი, გაქვავებული გული, რათა იგი გაიხსნას შეგრძნებისათვის ცოდვილობისა თავისისა, თავისი დაცემულობისა, თავისი არარაობისა, რათა მან დაინახოს ისინი, გამოტყდეს მათში თვითუარყოფით. მაშინ გამოცხადდება შენში ჭეშმარიტი ნაყოფი ლოცვისა: ჭეშმარიტი სინანული. შენ გოდებას დაიწყებ წინაშე ღვთისა, და დაიწყებ ტირილს მის წინაშე ლოცვით გაჭირვებული მდგომარეობიდან სულისა, შენთვის მოულოდნელად გამომჟღავნებულისაგან; დაიწყებ ტირილს, როგორც დილეგიდან, როგორც სამარიდან, როგორც ჯოჯოხეთიდან.
სინანული შობს ლოცვას, და გაძლიერებული რაოდენობით იშვება ასულისაგან თავისი.
სიამოვნება ლოცვაში – გამონაკლისი ხვედრია წმინდა რჩეულთა ღვთისათა, განახლებულთა წმინდა სულით. ვინც გატაცებული აღტყინებებით სისხლისა, გატაცებული პატივმოყვარეობით და ავხორცობით, ითხზავს თავად სიამოვნებებს: ის იმყოფება მწარე თვითცდუნებულობაში. ასეთი შეთხზვის მიმართ ძალიან შემძლებელია სული, დაბნელებული ცხოვრებით ხორცისმიერით, სული, მოტყუებული და ტყუებული თავისი სიამაყით.
შეგრძნებები, შობილნი ლოცვისაგან და სინანულისაგან, მდგომარეობენ შემსუბუქებაში სინდისისა, მშვიდობაში სულიერში, შერიგებაში მოყვასთან და გარემოებებთან ცსოვრებისა, მოწყალებაში და თანაგრძნობაში კაცობრიობისადმი, თავშეკავებაში ვნებებისაგან, სიცივეში სოფლისადმი, მორჩილებაში ღვთისადმი, ძალაში ბრძოლისას ცოდვისმიერ გულისთქმებთან და მიდრეკილებებთან. ამ შეგრძნებებით – რომლებშიც თუმცა კი გემოს ხილვაა იმედისა გადარჩენისა – იყავი კმაყოფილი. არ ეძებო ნაადრევად აღმატებული სულიერი მდგომარეობები და ლოცვითი აღტაცებები. ისინი საერთოდაც არ არიან ასეთები სინამდვილეში, როგორიც წარმოუდგება ჩვენს წარმოსახვას: მოქმედება წმინდისა სულისა, რომლისგანაც გამოცხადდებიან ამაღლებული ლოცვითი მდგომარეობები, მიუწვდომლად გონებისათვის ხორციელისა 53 .
ისწავლე ილოცო მთელი გონებით შენით, მთელი სულით შენით, მთელი ძალით შენით. იკითხავ: რას ნიშნავს ეს? – ამისი შეუძლებელია სხვაგვარად გაგება, თუ არა გამოცდილებით. შეეცადე გამუდმებით დაკავდე ყურადღებიანი ლოცვით: ყურადღებიანი ლოცვა მოგიტანს შენ გადაჭრას შეკითხვისას ნეტარი გამოცდილებით.
მძიმედ მოსაწყენად, მშრალად წარმოუდგება ლოცვითი ღვაწლი გონებას, მიჩვეულს დაკავებული იყოს მხოლოდ ხრწნადი საგნებით. ძნელად შეიძინება ჩვევა ლოცვისა; როდესაც კი შეიძინება ეს ჩვევა, მაშინ იგი ხდება წყარო გამუდმებული სულიერი ნუგეშისა.
ლოცვა, როგორც უკვე ნათქვამია ზემოთ, დედაა ყველა სათნოებისა: მოიპოვე დედა! მასთან ერთად მოვლენ შვილებიც მისი სახლში სულისა შენისა, გახდიან მას ტაძრად ღვთისად.
დაწყების წინ ყოველგვარი საქმისა მიართვი ლოცვა ღმერთს; მისით მიიზიდე კურთხევა ღვთისა საქმეებზე შენსაზე, და მისით განსაჯე საქმეები შენი: ფიქრი ლოცვის შესახებ აჩერებს საქმიანობებისაგან, საწინააღმდეგოთაგან მცნებებისა ღვთისა.
ვინც ყოველგვარ საქმემდე და სიტყვამდე მიმართავს ლოცვით ღმერთს შეგნებინებისათვის, შეწევნისა და კურთხევისათვის: ის აღასრულებს ცხოვრებას თავისსას თითქოს როგორც მზერის ქვეშ ღვთისა, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ. ჩვევა ასეთი ქცევის მიმართ მოსახერხებელია; არაფერია უფრო სწრაფი გონებისა, თქვა დიდმა ბარსანუფიმ, არაფერია უფრო მოსახერხებელი, ვიდრე აღმართო, ყოველი შემხვედრი საჭიროებისას, გონება ღმერთისკენ 54 .
ძნელ ვითარებებში ცხოვრებისა გაახშირე ლოცვები ღვთის მიმართ. უფრო საიმედოა მიმართო ლოცვებს, ვიდრე ცარიელ მოსაზრებებს სუსტი ადამიანური გონებისა, მოსაზრებებს, რომლებიც უმეტესად აღმოჩნდებიან განუხორციელებელნი.
უფრო სანდოა დაყრდნობა რწმენით და ლოცვით ყოვლადძლიერ ღმერთზე, ვიდრე – მერყევ მოსაზრებებითა და ვარაუდებით – საკუთარ უძლურ გონებას.
არ იყო უგუნური თხოვნებში შენსაში, რათა არ განარისხო ღმერთი სულელობით შენით: მთხოვნელი მეფისაგან მეფეთა რაიმე უმნიშვნელოს აკნინებს მას. ისრაელიანებმა, მიატოვეს ყურადღების გარეშე სასწაულები ღვთისა, აღსრულებულნი მათთვის უდაბნოში, ითხოვდნენ აღსრულებას სურვილებისა კუჭისა – იყოღა საჭმელი პირსა მათსა, და რისხვა ღმრთისაჲ აღჴდა მათ ზედა,“ ( ფს. 77:30-31 ) 55 .
მიართვი ღმერთს თხოვნები, შესაბამისნი დიდებულებისა მისისა. ითხოვდა მისგან სოლომონი სიბრძნეს; მიიღო იგი, და მასთან მრავალი სხვა სიკეთე: იმიტომ რომ ითხოვდა კეთილგონივრულად. ითხოვდა მისგან ელისე მადლს წმინდისა სულისა, ძლიერს წინაშე დიდისა მასწავლებლისა თავისისა, და თხოვნა მისი იქნა მიღებული.
მძებნელი ლოცვაში თავისაში ხრწნადი მიწიერი სიკეთეებისა აღძრავს საკუთარი თავის წინააღმდეგ გულისწყრომას ზეციერი მეფისას. ანგელოზები და მთავარანგელოზები – ეს დიდებულები მისი – გიყურებენ შენ ლოცვის დროს შენი, უყურებენ რას ითხოვ შენ ღვთისაგან. ისინი ოცდებიან და ხარობენ როდესაც ხედავენ მიწიერს, მიმტოვებელს თავისი მიწისა და მიმრთმეველს თხოვნებისა მისაღებად რაღაც ზეციერისა; ისინი წუხან, საწინააღმდეგოდ ამისა, მიმტოვებელზე უყურადღებოდ ზეციერისა, და მთხოვნელზე თავისი მიწისა და ხრწნისა.
ჩვენ ნამცნები გვაქვს ვიყოთ ყრმები ბოროტებისათვის, ხოლო არა გონებით ( 1კორ. 14:20 ). ლოცვისას უკუიგდება გონება სოფლისა ამისა, სიტყვამრავალი და ზვიადი: აქედან არ გამომდინარეობს, რომ მიიღებოდეს, მოითხოვებოდეს მასში ჭკუანაკლებობა. მასში მოითხოვება გონება სრულყოფილი, გონება სულიერი, აღვსებული მდაბალსიბრძნეობით და უბრალოებით, გამოხატულით ხშირად ლოცვაში არა სიტყვებით, არამედ უაღმატებულესით სიტყვებზე ლოცვითი მდუმარებით. ლოცვითი მდუმარება მაშინ მოიცავს გონებას, როდესაც მოულოდნელად წარმოუდგებიან მას ახალი, სულიერი ცნებები, გამოუხატავნი სიტყვებით ამა სოფლისა და საუკუნისა, როდესაც გამოცხადდება განსაკუთრებით-ცოცხალი შეგრძნება თანდამსწრე ღმერთისა. ზეციერი სიდიადის წინაშე ღვთაებისა დუმდება მისი უძლური ქმნილება – ადამიანი.
მრავალსიტყვაობა ( მთ. 6:7-8 ), გასამართლებული ღვთისაგან ლოცვებში წარმართებისა, მდგომარეობს მრავალრიცხოვან თხოვნებში დროებით სიკეთეებზე, რომლებითაც აღსავსეა ლოცვები წარმართებისა, იმ გადმოცემაში ორატორულში რომელშიც ისინია წარმოდგენილნი 56 – ისე თითქოს რიტორიკულ შემკობებს, ნივთიერ ჟღერადობას და ძალას სიტყვისას შეუძლიათ ზუსტად ისევე იმოქმედონ ღმერთზე, როგორც ისინი მოქმედებენ სმენაზე და ნერვებზე ხორციელი ხალხისა. განკითხვით ამ მრავალმეტყველებისა, უფალი სულაც არ განიკითხავს ხანგრძლივ ლოცვებს, როგორც წარმოედგინათ ზოგიერთ ერეტიკოსს: მან თვითონ განწმინდა ხანგრძლივი ლოცვა, მყოფობით დიდი ხნით ლოცვაში. და იყო... და ღამესა ათევდა“ ე.ი. იმყოფებოდა მთელი ღამე) ლოცვითა ღმრთისა მიმართ“ ( ლკ. 6:12 ), მოგვითხრობს უფალზე სახარება.
ხანგრძლივობა ლოცვისა სათნომყოფელებისა ღვთისა – არაა მრავალმეტყველებისაგან, არამედ ჭარბი სულიერი შეგრძნებებისაგან, რომლებიც ცხადდებიან მათში ლოცვის დროს, სიჭარბით და ძალით ამ შეგრძნებებისა ნადგურდება, ასე ვთქვათ, დრო, ამიერიდან გარდაქცევით წმინდათათვის ღვთისათა მარადისობად.
როდესაც მოქმედი ლოცვისა მიაღწევს წარმატებას თავის ნეტარ ღვაწლში: მაშინ მრავალფეროვნება აზრებისა ფსალმუნებში და სხვა ლოცვის სიტყვებში ხდება შეუსაბამო მისი წყობისათვის. ლოცვა მეზვერისა და სხვა უმოკლესი ლოცვანი უფრო დამაკმაყოფილებლად გამოხატავენ გამოუთქმელ, ფართო სურვილს გულისას, და ხშირად სათნომყოფელნი ღვთისანი ასეთ ლოცვაში ატარებდნენ ბევრ საათს, დღეს ან წელს, არ შეიგრძნობდნენ საჭიროებას მრავალფეროვნებისას აზრებისას ძლიერი, შემოკრებილ ლოცვისათვის თავიანთისა მღვდელმონაზონმა სერაფიმე საროველმა , ბერმა განსაკუთრებით წარმატებულმა ლოცვაში, გაატარა ათასი დღე და ათასი ღამე, მდგარმა ქვაზე და მღაღადებელმა ღვთისადმი: ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას!“) 57 .
ლოცვები შეთხზულნი ერეტიკოსების მიერ, საკმაოდ მსგავსნია ლოცვებისა წარმართებისა: მათში მრავალმეტყველებაა; მათში მიწიერი სილამაზეა სიტყვისა; მათში განხურვებაა სისხლისა; მათში უკმარისობაა სინანულისა; მათში სწრაფვაა ქორწილში ძისა ღვთისა პირდაპირ საროსკიპოდან ვნებებისა; მათში თვითცდუნებულობაა. უცხონი არიან ისინი სულისა წმინდისა: ქრის მათგან მომაკვდინებელი სენი სულისა ბნელისა, სულისა მზაკვარისა, სულისა სიცრუისა და დაღუპვისა.
დიდია დაკავებულობა ლოცვით! წმინდა მოციქულებმა ლოცვისათვის და მსახურებისათვის სიტყვისა უარი თქვეს მსახურებაზე მოყვასისადმი ხორციელი მათი საჭიროებებისათვის. არა სათნო არს ჩუენდა, – თქვეს მათ, – დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა... ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ.“ ( საქ. 6:2,4 ), ე. ი. საუბარში ღმერთთან ლოცვით და საუბარში ღმერთზე მოყვასთან, ქადაგებით მათთვის სამჰიპოსტასიანი ღმერთისა და განკაცებულისა ღმერთისა-სიტყვისა.
დაკავებულობა ლოცვით არის უმაღლესი საქმიანობა გონებისათვის ადამიანისა; მდგომარეობა სიწმინდისა, უცხო გართობისა, მიღწეული გონევბისათვის ლოცვით, არის უმაღლესი მისი ბუნებრივი მდგომარეობა; აღტაცება მისი ღმერთთან, რისი საწყისი მიზეზიცაა – სუფთა ლოცვა, არის მდგომარეობა ზებუნებრივი 58 .
ზებუნებრივ მდგომარეობაში ადიან მხოლოდ წმინდა სათნომყოფელები ღვთისანი, განახლებულნი წმინდისა მიერ სულისა, გამხდელნი ძველი ადამისა, შემმოსველნი ახლისა, შემძლებელნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად“ მოქმედებით სულისა უფლისათა ( 2კორ. 3:18 ). დიდ ნაწილს საღვთო გამოცხადებებისას ისინი იღებენ ვარჯიშის დროს ლოცვისა, როგორც ისეთ დროს, რომელშიც სული არის განსაკუთრებით მომზადებული, განსაკუთრებით განწმენდილი, განწყობილი საუბრისათვის ღმერთთან 59 . ასე წმინდა მოციქულმა პეტრემ ლოცვის დროს დაინახა დაშვებული ზეციდან მნიშვნელოვანი ტილო ( საქ. 10:11 ). ასე კორნილიოს ასისთავს ლოცვის დროს გამოეცხადა ანგელოზი ( საქ. 10:3 ). ასე, როდესაც მოციქული პავლე ლოცულობდა ტაძარში იერუსალიმისა, გამოეცხადა მას უფალი, და უბრძანა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა იერუსალიმი: წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ“ ( საქ. 22:21 ), უთხრა მან მას.
ლოცვა ნამცნებია უფლისაგან, ისე როგორც სინანული. დასასრული ლოცვისა, ისე როგორც სინანულისა, მითითებულია ერთი: შესვლა სასუფეველსა ცათასა, სასუფეველში ღვთისაში, რომელიც – შიგნითაა ჩვენში. შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ ( მთ. 4:17 ). სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს“ ( ლკ. 17:21 ). ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს... მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.“ ( ლკ. 11:9-10,13 ). ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე,“ და მომჩივანთათვის ძალადობისათვის მიყენებულისა მათთვის ცოდვიანი სენით და ეშმაკების მიერ? გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე“ ( ლკ. 18:7-8 ). შესვლა სასუფეველში ზეციერში, რომელიც წმინდა ნათლობით ჩარგულია გულში ყოველი ქრისტიანისა, არის განვითარება ამ სამეფოსი მოქმედებით წმიდისა სულისა.
იჩქარე ლოცვით, მწყურვალო გადარჩენისა სულო, იჩქარე კვალდაკვალ მხსნელისა, თანხლებულისა აურაცხელი მოწაფეებით. უხმე კვალდაკვალ მისა ლოცვით მსგავსად დედაკაცისა ქანანელისა ( მთ. 15:22-28 ); არ დანაღვლიანდე ხანგრძლივი უყურადღებობით მისით; მოითმინე დიდსულოვნად და მდაბლად მწუხარებები და დამცირებები, რომლებსაც იგი დაუშვებს შენზე ლოცვის გზაზე. წარმატებისათვის ლოცვაში უსათუოდ საჭიროა შეწევნა საცდურებში. რწმენის მიხედვით შენისა, სიმდაბლისათვის შენისა, განუშორებლობით ლოცვასთან შენისასთან, იგი ნუგეშს გცემს შენ განკურნებით ეშმაკეულისა მოქმედებისაგან ვნებებისა ქალიშვილისა შენისა – განკურნებით შენი ზრახვებისა და შეგრძნებებისა, გარდაქმნით მათი ვნებიანთაგან უვნებოებად, ცოდვიანთაგან წმინდებად, ხორციელთაგან სულიერებად. ამინ.
Next