ჭეშმარიტება და სული
არ ცდუნდე დიდი თვითწარმოდგენით და სწავლებით იმათი, ცდუნებულებისა დიდი თვითწარმოდგენით, რომლებიც, უგულებელყოფენ რა ჭეშმარიტებას ეკლესიისას და საღვთო გამოცხადებას, ამტკიცებენ, რომ ჭეშმარიტება შესაძლოა გესმოდეს შენში თავისთავად ხმების გარეშე სიტყვისა, და დაგმოძღვროს შენ თავისით; როგორი-ღაც გაურკვეველი და არააშკარა მოქმედებით. ესაა – სწავლება სიცრუისა და მისი მესაიდუმლეთა 20 .
ნიშნები სწავლებისა ცრუსი: სიბნელეა, გაურკვევლობა, ჰგონებულობა 21 და შემდგომი მისი, შობილი მისით მეოცნებეური, სისხლისმიერი და ნერვული სიამოვნება. იგი მოიცემა ფაქიზი მოქმედებით პატივმოყვარეობისა და ავხორცობისა.
დაცემული კაცობრიობა მიეახლება წმინდა ჭეშმარიტებას რწმენით; სხვა გზა მისკენ არაა. სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ— სიტყჳთა ღმრთისაჲთა“ ( რომ. 10:17 ), გვასწავლის ჩვენ მოციქული.
სიტყვა ღმრთისა – ჭეშმარიტებაა“ ( ინ. 17:17 ); მცნებები სახარებისა – ჭეშმარიტებაა“ ( ფს. 118:86 ); ყოველი კაცი – ცრუ არს.“ ( ფს. 115:2 ). ყველაფერი ეს დამოწმებულია საღვთო წერილით. როგორ იმისგან, ვინც – სიცრუეა, ფიქრობ მოისმინო ხმა წმინდა ჭეშმარიტებისა?
გსურს კი მოისმინო იგი, – მოისმინო სულიერი ხმა წმინდა ჭეშმარიტებისა? – ისწავლე იკითხო სახარება: მისგან მოისმენ ჭეშმარიტებას, მასში დაინახავ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება გაგიცხადებს შენ დაცემას შენსას და ბორკილებს სიცრუისას, ბორკილებს თვითცდუნებულობისას, რომლებითაც უხილავად შეკრული სული ყოველი ადამიანისა, არ განახლებული წმინდისა მიერ სულისა.
შენთვის სამარცხვინოა აღიარო, დაცემულო მოამაყევ, ამაყო თვით დაცემულობაში შენსაში, რომ შენ გესაჭიროება ეძიო ჭეშმარიტება გარეთ შენისა, რომ შესასვლელი მისთვის შენს სულში – სმენის და სხვა სხეულის შეგრძნებების მეშვეობითაა! მაგრამ ეს – უდავო ჭეშმარიტებაა, მამხელი როგორ ღრმაა ჩვენი დაცემულობა. ისეთი ღრმაა, ისეთი საშინელია დაცემულობა ჩვენი, რომ ამოსაყვანად ჩვენი დამღუპველი უფსკრულიდან, ღმერთ-სიტყვამ მიიღო თავის თავში ადამიანობა, რათა ადამიანები მოწაფეობისგან სატანისა და სიცრუისა გამხდარიყვნენ მოწაფეებად ღვთისა და ჭეშმარიტებისა, სიტყვისა და სულისა მიერ ჭეშმარიტებისა გათავისუფლებულიყვნენ ცოდვისმიერი მონობისგან, და ესწავლათ ყოველგვარი ჭეშმარიტება 22 .
ჩვენ ისეთი უხეშები ვართ, ისეთი შეგრძნებითნი, რომ საჭირო იყო, რომ წმინდა ჭეშმარიტებას განეცადა ჩვენი ხორციელი შეგრძნებები; საჭირო იყო არა მხოლოდ ხმები სიტყვისა, არამედ კიდეც კურნებანი სნეულთა, საგრძნობი ნიშნები წყლებზე, ხეებზე, პურებზე, რათა ჩვენ დარწმუნებულებს ხორციელი თვალებით, შეგვძლებოდა რამენაირად დაგვენახა ჭეშმარიტება. ისე დაბნელდა ჩვენი თვალები სულისა!
უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“ ( ინ. 4:48 ), საყვედურობდა უფალი ხალხს შეგრძნებითს, მთხოვნელებს მისგან კურნებას სხეულისას. და არ დაეჭვებულებს კიდეც, რომ სულები მათი იმყოფებიან შეუდარებლად უსაშინლეს სნეულებაში, და ამიტომ საჭიროებენ შეუდარებლად მეტად კურნებას და ზეციერ ექიმს, ვიდრე სხეულები.
და ადამიანმა აღიარა წინაშე უფლისა, რომ ნიშნებმა, ნანახმა ხორციელი თვალებით, მიიყვანეს იგი რწმენამდე, მიიყვანეს ხედვამდე გონებით. უწყით, – ეუბნებოდა იგი უფალს, – რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ,... უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა.“ ( ინ. 3:2 ). ხოლო ადამიანს ამას ჰქონდა ცოდნა მიწიერი.
ბევრი თვალებით ხედავდა მხსნელს, ხედავდნენ მის ღვთაებრივ ძალაუფლებას მთელ ქმნილებაზე ნამოქმედარ მის მიერ სასწაულებში; ბევრი ყურებით თავიანთით ისმენდნენ მის წმინდა სწავლებას, უსმენდნენ თავად ეშმაკებს დამმოწმებლებს მასზე; მაგრამ არ შეიცნეს იგი, შეიძულეს იგი, ხელი მიყვეს უსაშინლეს ბოროტმოქმედებას – ღვთისმკვლელობას. ისე ღრმაა ისე საშინელი ჩვენი დაცემულობა, ჩვენი დაბნელება.
ჩანს: საკმარისია წაკითხვა ერთი თავისა სახარებისა, რომ შეიცნოს მოლაპარაკე მასში ღმერთი. სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ“, უფალო და ღმერთო ჩვენო, გამოცხადებულო ჩვენთვის მდაბალი სახით ადამიანისა, და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“ ( ინ. 6:68–69 ).
იუწყება თავად – ჭეშმარიტება: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.“ ( ინ. 8:31–32 ). შეისწავლე სახარება, და მისგან გეუწყება შენ გაუყალბებელი, წმინდა ჭეშმარიტება.
შესაძლოა იუწყოს ჭეშმარიტება შიგნითაც ადამიანისა. მაგრამ როდისაა ეს? მაშინ, როდესაც, სიტყვის მიხედვით მხსნელისა, ადამიანი შეიმოსავს ძალას მაღლით“ ( ლკ. 24:49 ): ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა“ ( ინ. 16:13 ).
თუკი ცხადდად მოსვლამდე წმინდისა სულისა – ხვედრისა წმინდათა ღვთისათა – ვინც ჰგონებს ისმენდეს შიგნით თავისა მაუწყებელს ჭეშმარიტებისას, იგი აამებს მხოლოდ თავის სიამაყეს, იტყუებს თავს; იგი უმალ ისმენს ხმას მისას, ვინც ეუბნებოდა სამოთხეში: იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი“ ( დაბ. 3:5 ). და სწორედ ეს ხმა ეჩვენება მას ხმად ჭეშმარიტებისა!
შეცნობა ჭეშმარიტებისა სახარებიდან და წმინდა მამებიდან, კითხვის საშუალებით ეზიარო მცხოვრებს სახარებაში და წმინდა მამებში წმინდასა სულსა – დიდებული ბედნიერებაა.
უფრო დიდი ბედნიერებისა, – ბედნიერებისა მოვისმინო ჭეშმარიტება თავად ყოვლადწმინდისა სულისაგან მე არ ვარ ღირსი! მე არ ვარ შემძლებელი მისი არ ვარ შემძლებელი გავუძლო მას, დავიტიო იგი: ჭურჭელი ჩემი არაა მზად, არაა დასრულებული და არაა გამყარებული. ღვინო სულისა, თუკი იქნებოდა ჩასხმული მასში, გახეთქავდა მას, და თავად დაიქცეოდა ( მთ. 9:17 ), ხოლო ამიტომ ყოვლადკეთილი უფალი ჩემი, დაზოგვით უძლურებისა ჩემისა, მრავლისმთმენია ჩემ მიმართ ( ლკ. 18:7 ), და არ წარმომიდგენს მე საკვებად ძლიერ სულიერ საკვებს ( 1კორ. 3:2 ).
ასისთავმა მიიჩნია თავი უღირსად მიეღო უფალი სახლში თავისაში, ხოლო ითხოვა, რომ მისულიყო ამ სახლში ყოვლისშემძლე სიტყვა უფლისა, და განეკურნა ყრმა. იგი მოვიდა; აღსრულდა ნიშანი, აღსრულდა კურნება ყრმისა. უფალმა შეაქო რწმენა და სიმდაბლე ასისთავისა ( მთ. 8:8–13 ).
ეუბნებოდნენ ძეები ისრაელისა წმინდა ბელადს თავიანთსას და რჯულმდებელს, ეუბნებოდნენ სწორი წარმოდგენიდან დიდებულების შესახებ ღვთაებისა, წარმოდგენიდან, რომლიდანაც იშვება ადამიანში აღიარება და შეცნობა არარაობისა ადამიანობისა: შენ გუეტყოდე ჩუენ და ნუ იტყჳს ჩუენდა მომართ ღმერთი, რათა არა მოვკუდეთ“ ( გამ. 20:19 ). მდაბალნი და გადამრჩენელნი სიტყვები ესენი თვისობრივია ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის: თავს იცავს ქრისტიანი ასეთი გულისმიერი წინდით სულიერი სიკვდილისაგან, რითაც ამარცხებს თვითცდუნებულებს სიამაყე და თავხედობა მათი. საწინააღმდეგოდ ჭეშმარიტი ქრისტიანისა, ამ სულიერი ისრაელიანისა, ღაღადებს სიგიჟეში თვითცდუნებული: ძენი ისრაელისანი ეუბნებოდნენ როდესღაც მოსეს: გველაპარაკე შენ ჩვენ, და ჩვენ მოგისმენთ; უფალი კი დაე ნუ გველაპარაკება ჩვენ, რათა ჩვენ არ მოვკვდეთ. არა ასე, უფალო, არა ასე ვლოცულობ მე! დაე არ მელაპარაკოს მე მოსემ, ან სხვა ვინმე წინასწარმეტყველთაგან: მელაპარაკე შენ, უფალო ღმერთო, მიმნიჭებელო შთაგონებისა ყველა წინასწარმეტყველისადმი. შენ ერთმა მათ გარეშე, შეგიძლია სრულებით მასწავლო მე“ 23 .
უღირსია უფლისა, უღირსია მიბაძვისა ის, ვინც მთლად ბილწებაშია და უწმინდურობაში, ხოლო სულელი, ამაყი, მეოცნებეური აზრით ფიქრობს იყოს მკლავებში ყოვლადსუფთისა, ყოვლადწმინდისა, უფლისა, ფიქრობს იყოლიოს იგი თავისთან და მასთან ისაუბროს, როგორც მეგობართან 24 .
ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს მისა.“ ( ფს. 88:8 ), ამბობს წერილი; იგი საშიშია თვით მაღალი ზეციური ძალებისთვის. ექვსფრთიანი სერაფიმები ლივლივებენ გარშემო მისი საყდრისა, გახელებაში და თავზარში დიდებულებისაგან ღვთისა წარმოთქვამენ დაუდუმებლად ქება-დიდებას, ცეცხლოვანი ფრთებით იფარავენ ცეცხლოვან სახეებს: იხილა ეს საიდუმლოთმხილველმა ესაიამ ( ეს. 6 ). ადამიანო! მოწიწებით შემოიფარე სიმდაბლე.
საკმარისია, საკმარისია, თუკი სიტყვა ღვთისა, ჭეშმარიტება ამოვა სახლში სულისა მოსმენის მეშვეობით, ან კითხვისა, და განკურნავს ყრმას, ესე იგი, შენ, მყოფს კიდევ ჩვილობის ასაკში მიმართებაში ქრისტესთან, თუმც ასაკობრივად ხორციელისა შენ, შესაძლოა უკვე შემკული ხარ ჭაღარებით.
არაა სხვა მისასვლელი ჭეშმარიტებასთან! ვითარ-მე ჰრწმენეს, – ამბობს მოციქული, – რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა?. სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ— სიტყჳთა ღმრთისაჲთა.“ ( რომ. 10:14, ). 17 დადუმდნენ ცოცხალი ორგანოები წმინდისა სულისა: ქადაგებს – ჭეშმარიტებას გამოთქმული წმინდისა მიერ – სულისა
სარწმუნო ძეო აღმოსავლეთის ეკლესიისა! მოუსმინე რჩევას მეგობრულს, რჩევას გადამრჩენელს. შენ გინდა შეიცნო საფუძვლიანად გზა ღვთისა, მიხვიდე ამ გზით გადარჩენასთან მარადიულთან? – შეისწავლე წმინდა ჭეშმარიტება წმინდა წერილში, უპირატესად ახალ აღთქმაში, და ნაწერებში წმინდა მამებსა. უსათუოდ საჭიროა ამასთან ვარჯიშები და სისუფთავე ცხოვრებისა: რადგან მხოლოდ წმინდანი გულითა შეძლებენ იხილონ ღმერთი. მაშინ გახდები, თავის დროზე, საზომით ნაცნობით და სათნოთი ღვთისათვის, მოწაფე და მესაიდუმლე წმინდა ჭეშმარიტებისა, თანაზიარი განუყოფელისა მასთან, მიცემული მის მიერ წმინდისა სულისა. ამინ.
Next