Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 7

Previous

განშორებისაგან კითხვისა წიგნებისა, შემცველებისა თავის თავში ცრუსწავლებისა

კვლავ გწირავ შენ, სანდო ძეო აღმოსავლეთის ეკლესიისავ, სიტყვას რჩევისას გულწრფელს, კეთილს. ეს სიტყვა არ მეკუთვნის მე: იგი წმინდა მამებისაა. იქიდანაა ყველა ჩემი რჩევა.

დაიცავი გონება და გული სწავლებისაგან სიცრუისა. არ ისაუბრო ქრისტიანობის შესახებ ხალხთან, დაავადებულთან ცრუ აზრებით; არ იკითხო წიგნები ქრისტიანობაზე; დაწერილები ცრუმასწავლებლების მიერ.

ჭეშმარიტებას თან ახლავს სული წმინდა: იგი – სულია ჭეშმარიტებისა. სიცრუეს თან ახლავს და თანაქმედებს სული სატანისა, რომელიც – სიცრუეა და მამა სიცრუისა.

მკითხველი წიგნებისა ცრუმასწავლებლებისა, ეზიარება უდავოდ მზაკვარ, ბნელ სულს სიცრუისას. ეს დაე ნუ მოგეჩვენება შენ უცნაურად, წარმოუდგენლად: ასე ამტკიცებენ მნათობები ეკლესიისა – წმინდა მამები. ნურავინ დაე ნუ წაიკითხავს, თქვა მღვდელმოწამე პეტრე დამასკელმა , არ მომსახურეს სათნოყოფისა ღვთისა. თუკი კიდეც წაიკითხავს როდესმე ასეთს უცოდინრობით: მაშინ დაე იღვაწოს სასწრაფოდ ამოშალოს იგი მეხსიერებისგან კითხვით საღვთო წერილებისა და მათგან სწორედ იმათის, რომლებიც უმეტესად ემსახურება გადარჩენას სულისა მისისა, იმ მდგომარების მიხედვით, რომელსაც მან მიაღწია… საწინააღმდეგო ამისა წიგნებს ნურანაირად დაე ნუ წაიკითხავს. რა საჭიროებაა მიიღო სული უწმინდური, სულის ნაცვლად წმინდისა? ვინც როგორ სიტყვაშიც ვარჯიშობს, ის იღებს თვისებას იმ სიტყვისას, თუმც ამას ვერ ხედავდნენს გამოუცდელები, როგორც ხედავენ მქონენი სულიერი გამოცდილებისა“.) 17 .

თუკი გონებაში შენსაში და გულში არაფერია ჩაწერილი, – დაე ჭეშმარიტებამ და სულმა დაწერონ მათზე მცნებები ღვთისა და მისი სწავლება სულიერი.

თუკი შენ ნება დართე ჩაწერილიყო და ჩაჯღაბნილიყო დაფები სულისა სხვადასხვაგვარი შეხედულებებითა და შთაბეჭდილებებით; გარჩევის გარეშე კეთილგონივრულად და ფრთხილად – ვინაა მწერალი, რას წერს იგი: მაშინ ამოწმინდე ჩაწერილნი მწერლებისაგან უცხოსი; ამოწმინდე სინანულითა და უარყოფით ყველაფერი ღვთივსაწინააღმდეგოსი.

მწერალი შენს დაფებზე დაე იყოს მხოლოდ თითი ღვთისა.

მოამზადე ამ მწერლისათვის სისუფთავე გონებისა და გულისა ღვთისმოსავი, მთლიანსიბრძნეობითი ცხოვრებით: მაშინ ლოცვებისსას შენისა და კითხვისას წმინდა წიგნებისა, შეუმჩნევლად, საიდუმლოებრივად დაიწყებს გამოსახვას დაფებზე სულისა კანონი სულისა.

მხოლოდ ის წიგნები რელიგიაზე დაშვებულია შენთვის წასაკითხად, რომლებიც დაწერილია წმინდა მამების მიერ მსოფლიო აღმოსავლეთის ეკლესიისა. ამას მოითხოვს აღმოსავლეთის ეკლესია შვილებისაგან თჳსისა 18 .

თუკი შენ განსჯი სხვაგვარად, და მიიჩნევ დარიგებას ეკლესიისას ნაკლებად საფუძვლიანად ვიდრე განსჯას შენი და სხვათა თანახმათა შენთან: მაშინ შენ უკვე არ ხარ შვილი ეკლესიისა, არამედ მოსამართლე მისი.

შენ მიწოდებ მე ცალმხრივს, არა საკმაოდ განათლებულს, რიგორისტს? – მომანდე მე ცალმხრივობა ჩემი და ყველა სხვა ნაკლოვანება: ვისურვებ უმჯობესია ამ ნაკლოვანებებთან ერთად ვიყო მორჩილი აღმოსავლეთის ეკლესიისა, ვიდრე ყველა წარმოსახვით სრულყოფილებასთან ერთად ვიყო უფრო გონიერი ვიდრე იგი, და ამიტომ ნება დავრთო საკუთარ თავს დაუმორჩილებლობა მისი, და განცალკევება მისგან. ჭეშმარიტი შვილებისთვის აღმოსავლეთის ეკლესიისა მოსაწონი იქნება ხმა ჩემი.

მათ იციან, რომ მსურველმა მიიღოს ზეციერი სიბრძნე, უნდა მიატოვოს თავისი საკუთარი, მიწიერი, როგორიც კი იგი დიდი არ უნდა იყოს, უარყოს იგი, ჩათვალოს იგი, როგორიც იგი კიდევაც არის, სიშლეგედ“ ( 1კორ. 3:19 ).

მიწიერი სიბრძნე – მტრობაა ღვთისა: იგი კანონს ღვთისას არ ემორჩილება, და არ შეუძლია დაემორჩილოს ( რომ. 8:7 ). დასაბამიდან ასეთია მისი თვისება; ასეთად დარჩება იგი დასასრულამდე თავისი, – როდესაც ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი“, ხოლო მასთან ერთად მიწიერი სიბრძნეც, დაიწუნენ“ ( 2პეტ. 3:10 ).

წმინდა ეკლესია ნებას რთავს წაკითხვისა წიგნებისა ცრუმასწავლებლებისა მხოლოდ იმ თავის წევრებს, რომლების აზრებიც და გულის შეგრძნებები განკურნებულია და განათლებულია წმინდა სულის მიერ, რომლებსაც შეუძლიათ ყოველთვის განასხვავონ ჭეშმარიტი სიკეთისაგან ბოროტება, თავისმომჩვენებელი სიკეთედ და შენიღბული საფარველით სიკეთისა.

დიდებული სათნომყოფელები ღვთისა, შემცნობნი უძლურებისა საერთოსი ყველა ადამიანისა, შიშობდნენ შხამის მიმართ ერესისა და სიცრუისა და ამიტომ ყველანაირი გულმოდგინებით გაურბოდნენ საუბარს ხალხთან, დაავადებულთან ცრუსწავლებით და კითხვით ერეტიკული წიგნებისა 19 . ჰქონდათ რა წინაშე თვალთა დაცემა უგანათლებულესი ორიგენესი , გაწაფული კამათისმოყვარეობაში არიოზისა, მჭევრმეტყველი ნესტორისა და სხვა მდიდართა სიბრძნით ამსოფლიურითა, დაღუპულთ თვითმოიმედეობით და დიდი თვითწარმოდგენით, ისინი ეძებდნენ ხსნას და მიაგნეს მას გაქცევაში ცრუსწავლებისგან, უზუსტეს მორჩილებაში ეკლესიისა.

სულიერი, წმინდა მწყემსები და მასწავლებლები ეკლესიისა კითხულობდნენ ნაწერებს ღვთისმგმობი ერეტიკოსებისას იძულებულნი ასეთი კითხვისთვის აუცილებელი საჭიროებით მთელი ქრისტიანული საზოგადოებისა. ისინი სიტყვით ძლიერით, სიტყვით სულიერით ამხელდნენ გზააბნეულობას, აუწყეს მთელ შვილებს ეკლესიისა ფარული საშიშროების შესახებ ერეტიკოსების ნაწერებში, შეფარული ბრწყინვალე დასახელებებით სიწმინდისა და ღვთისმოსავობისა.

მაგრამ მე და შენ მოგვეთხოვება თავი დავიცვათ კითხვისგან წიგნებისა, შემთხზართა ცრუმასწავლებლებისაგან. ყველას, არ მიკუთვნებულს აღმოსავლეთის ეკლესიას, ერთიანს წმინდას, მწერალს ქრისტეს შესახებ, ქრისტიანულ რწმენაზე და მორალზე, ეკუთვნის სახელი ცრუმასწავლებლისა.

მითხარი: როგორაა შესაძლებელი ნება დართო საკუთარ თავს კითხვისა ყოველგვარი წიგნისა, როდესაც ყოველ წაკითხულ შენ მიერ წიგნს, მიჰყავხარ შენ სადაც უნდა, – გარწმუნებს დაეთანხმო ყველაფერს, რაზეც სჭირდება მას შენი თანხმობა, უარყო ყველაფერი, რაც მას სჭირდება რომ შენ უარყო?

გამოცდილება ადასტურებს, როგორი დამღუპველია შედეგები განურჩეველი კითხვისა. რამდენჯერ შეიძლება შეგვხვდეს შვილებს შორის აღმოსავლეთის ეკლესიისა წარმოდგენები ქრისტიანობაზე ყველაზე უთავბოლო, არასწორი, წინააღმდეგი სწავლებისა ეკლესიისა, განმკიცხველი ამ წმინდა სწავლებისა, – წარმოდგენები, ათვისებულნი კითხვით წიგნებისა ერეტიკულებისა!

არ დადარდიანდე, მეგობარო ჩემო, ჩემს გაფრთხილებაზე, შთაგონებულზე სურვილით შენთვის ჭეშმარიტი სიკეთისა. მამა, დედა, კეთილი აღმზრდელი არ დაიწყებს განა მოშიშობას უცოდველი, გამოუცდელი თოთო ბავშვის გამო, როდესაც იგი მოისურვებს შეუფერხებლად შევიდეს ოთახში, სადაც შორის საკვები მასალებისა მრავალი შხამიცაა?

სიკვდილი სულისა უფრო დამღუპველია სიკვდილზე სხეულისა: მკვდარი სხეული აღდგება, და ხშირად სიკვდილი სხეულისა ხდება ხოლმე მიზეზი სიცოცხლისა სულისათვის; საწინააღმდეგოდ ამისა სული, მოკვდინებული ბოროტებით – მსხვერპლია მარადიული სიკვდილისა. სული შეუძლია მოკლას ერთმა აზრმა, შემცველმა თავის თავში როგორიღაც სახე ღვთისგმობისა, ნაზი, საერთოდაც ვერ შესამჩნევი უცოდინართათვის.

იქნება დრო, წინასწარიუწყა წმინდა მოციქულმა, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურობასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თჳსისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა; და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თჳსნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცენ.“ ( 2ტიმ. 4:3–4 ).

არ მოიხიბლო ხმამაღალი სათაურით წიგნისა, რომელიც ჰპირდება ასწავლოს ქრისტიანული სრულყოფილება მას, ვინც საჭიროებს ჯერ კიდევ საკვებს თოთოებისას: არ მოიხიბლო არც ბრწყინვალე გამოცემით, არც ფერწერით, ძალით, მშვენიერებით სიტყვისა, არც იმით, რომ მწერალი – თითქოს წმინდანია, თითქოს დაადასტურა თავისი სიწმინდე მრავალრიცხოვანი სასწაულით.

ცრუსწავლება არ ჩერდება არც წინაშე რაიმენაირი გამონაგონისა, არც წინაშე რაიმენაირი სიცრუისა, რათა არაკებს თავისას მისცეს გარეგნობა ჭეშმარიტებისა, და მით მოსახერხებლად მოშხამოს მისით სული.

ცრუსწავლება თავის თავად – უკვე სიცრუეა. მისით მოტყუებულია მკითხველამდე მწერალი ( 2ტიმ .3:13 ).

ნიშანი წიგნისა ჭეშმარიტისა, არსებითად სულისსასარგებლოსი – წმინდა მწერალია; წევრი აღმოსავლეთის ეკლესიისა, მოწონებული, მიღებული წმინდა ეკლესიის მიერ. ამინ.

Next