სასმისი ქრისტესი
სთხოვდა უფალს ორი შეყვარებული მისგან მოწაფე ტახტებს დიდებისას, – მან მისცა მათ „სასმისი თვისი“ ( მთ. 20:23 ).
სასმისი ქრისტესი – ტანჯვაა.
სასმისს ქრისტესას მოაქვს დედამიწაზე ზიართათვის მისთა მონაწილეობას მადლისმიერ სამეფოში ქრისტესაში, ამზადებს მათთვის ზეცაში ტახტებს მარადიული დიდებისას.
ყველა ჩვენ პასუხმიუცემელნი ვართ წინაშე სასმისისა ქრისტესი; ვერავინ შეძლებს იჩივლოს მის მიმართ, უარი თქვას მასზე: იმიტომ რომ მცნების მომცემმა გემებისა მისი თავად მანამდე ყველაზე შესვა იგი.
ხევ შეცნობისავ სიკეთისა და ბოროტებისა! მოკალი შენ სამოთხეში დასაბამნი ნათესავთა ჩვენისა, შეცდენით მათი ხიბლებით გრძნობითი სიამოვნებისა და ხიბლებით გონებისა. ქრისტემ გამომსყიდველმა დაღუპულთა, მოიტანა დედამიწაზე, დაცემულ განდევნილებთან, თავისი მხსნელი სასმისი. სიმწარით ამ სასმისისა ნადგურდება გულში დანაშაულებრივი, მომაკვდინებელი სიამოვნება ცოდვიანი; სიმდაბლით, უხვად მისგან გამოჟონილით, მოკვდინდება ამაყი ხორციელი გონება; მსმელს მისსას რწმენით და მოთმინებით უბრუნდება ცხოვრება საუკუნო, წართმეული და წართმევადი ჩვენთვის გემებით ნაყოფისა აკრძალულისა. სასმისი ქრისტესი, „სასუმელი ცხორებისა მოვიღო!“ ( ფს. 115:4 ).
მიიღება სასმისი, როდესაც ქრისტიანი გადაიტანს მწუხარებებს მიწიერთ მდაბალსიბრძნეობით, ნასესხებით სახარებიდან.
წმინდა პეტრე გაემართა გაშიშვლებული ხმლით დასაცავად ღმერთკაცისა, გარშემორტყმულისა ბოროტმოქმედების მიერ: მაგრამ უმშვიდესმა უფალმა იესომ უთხრა პეტრეს: „დადევ მახჳლი ქარქაშსა, სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?“ ( ინ. 18:11 ). და შენ, როდესაც შემოგეხვევა შენ თავდასხმები; ილაპარაკე ნუგეშისათვის და გასამტკიცებლად სულისა შენისა: „სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?“
მწარეა სასმისი; მხოლოდ მზერით მისდამი იკარგება ყველა ადამიანური მოსაზრება, შეცვალე მოსაზრებები რწმენით, და შესვი მამაცურად მწარე სასმისი: მას გაძლევს შენ მამა ყოვლადკეთილი და უბრძენესი.
არა ფარისევლებმა არა კაიაფამ, არა იუდამ მოგიმზადა იგი, არა პილატე და მისი მეომრები გაძლევენ მას! „სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?“
ბოროტს იზრახავენ ფარისევლები, გასცემს იუდა, პილატე ბრძანებს უკანონო მკვლელობას, აღასრულებენ მას მებრძოლები ჰეგემონისა. ყველა მათ მოიმზადეს თავიანთთვის ზუსტი დაღუპვა ბოროტმოქმედებებით თავიანთით; შენ არ მოიმზადო შენთვის დაღუპვა, ამდენადვე ზუსტი, ავმეხსიერებით, სურვილით და ოცნებით შურისძიებისა, გულისწყრომით მტრების მიმართ შენისა.
მამა ზეციერი ყოვლისშემძლეა, ყოვლისმხედველი: იგი ხედავს შენს მწუხარებებს, – და თუკი ჰპოვებდა, რომ საჭიროა და სასარგებლო აერიდებინა შენგან სასმისი, მაშინ გააკეთებდა ამას აუცილებლად.
უფალი, – მოწმობს და წერილი და საეკლესიო ისტორია, – ბევრ შემთხვევებში დაუშვებდა ხოლმე მწუხარებებს შეყვარებულებისათვის თავისი, და ბევრ შემთხვევაში არიდებდა მწუხარებებს შეყვარებულებისაგან თავისა, შესაბამისად მიუწვდომელი განგებულებებისა თავისი.
როდესაც გამოცხადდება წინაშე შენსა სასმისი, – არ შეხედო ადამიანებს, რომლებიც იძლევიან მას შენთვის; აღმართე მზერები შენნი ზეცაში და თქვი: „სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან არა შევსუაა იგი?“ „სასუმელი ცხორებისა შოვიღო!“ არ შემიძლია უარვყო სასმისები – წინდისა ზეციერთა, მარადიული სიკეთეებისა. მმოძღვრის მე მოთმინებისათვის მოციქული ქრისტესი „მრავლითა ჭირითა – ამბობს იგი – ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა. ( საქ. 14:22 ). განა მე უნდა უარვყო სასმისი – საშუალება მოსაპოვებლად, განსავითარებლად საკუთარ თავში ამ სამეფოსი! მივიღებ სასმისს – საჩუქარს ღვთისას.
სასმისი ქრისტესი – ნიჭია ღვთისსა თქუენ მიგემადლა – სწერდა დიდებული პავლე ფილიპელებს, – ქრისტესათვის არა ხოლო მისა მიმართ სარწმუნოებაჲ, არამედ მისთჳს ვნებაჲცა“ ( ფილ. 1:29 ).
შენ იღებ სასმისს, ერთი შეხედვით ხელთაგან ადამიანურთა. რა საქმე გაქვს, სამართლიანად განა იქცევიან ეს ადამიანები, ანდა უკანონოდ? შენი საქმეა – მოიქცე მართლად, მოვალეობაში მიმდევრისა იესოსი: მადლიერებით ღვთისადმი, ცოცხალი რწმენით მიიღო სასმისი, და მამაცურად, ძირამდე შესვა იგი.
მიღებისას სასმისისა ხელთაგან ადამიანურთა, გაიხსენე, რომ იგი – სასმისია არა მხოლოდ უმანკოსი, არამედ ყოვლადწმინდასიც. გახსენებით ამისა, გაიმეორე შენზე და მსგავთაზეც შენსა ვნებულ ცოდვილებზე, სიტყვა ნეტარი და კეთილგონიერი ცოდვილისა, რომელიც მან წარმოთქვა, ჯვარცმულმა მარჯვენით ჯვარცმულისა ღმერთკაცისა: „„ჩუენ... სამართლად ღირსი რომელი ვქმენით მოგუეგების... მომიჴსენე მე უფალო ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა“ ( ლკ. 23:41-42 ).
შემდეგ, მიბრუნებით ხალხისაკენ, უთხარი მათ (თუკი ისინი არ არიან მდგომარეობაში გაიგონ და მიიღონ სიტყვები შენნი, მაშინ, არ დაყრით პატიოსნისა მარგალიტთა სიმდაბლისა წინაშე ფეხთა ვერშემძლეთა შეაფასონ ისინი, თქვი აზრით და გულით): „კურთხეული ხართ თქვენ, იარაღნო სიმართლისა და მოწყალებისა ღვთისანო, კურთხეული ამიერიდან და უკუნისამდე!“
ამით მხოლოდ აღასრულებ მცნებას სახარებისას, რომელიც ამბობს: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა“ ( მთ. 5:44 ).
ილოცე მათზე უფლისადმი, რათა მოყენებული შენთვის შეურაცხყოფებისათვის და წყენებისა იყოს ზღვეული მათდამი დროებითი და მარადიული ჯილდოებით, რათა აღსრულებული შენზე იყოს შერაცხილი აღმსრულებელთათვის სამსჯავროზე ქრისტესაზე სათნოებად.
თუმც გულს შენსას კიდეც არ სურდეს მოიქცეს ასე, დააძალე მას: იმიტომ რომ მხოლოდ მაიძულებელნი საკუთარი გულისანი აღსასრულებლად სახარებისეული მცნებებისა შეძლებენ დაიმკვიდრონ ზეცა ( მთ. 11:12 ).
თუკი არ გსურს ასე მოქცევა, მაშინ არ გსურს იყო მიმდევარი უფლისა იესო ქრისტესი. საგულდაგულოდ ჩაუკვირდი შენს თავს, და მიმოიხედე: არ გიპოვია კი შენ სხვა მასწავლებელი, არ დაქვემდებარებიხარ განა მას? მასწავლებელი სოძულვილისა – ეშმაკია.
საშინელი დანაშაულია – აწყენინო, შეავიწროვო მოყვასები; უსაშინლესი დანაშაულია – მკვლელობა. მაგრამ ვინც ვერ იტანს თავის მდევნელს, ცილისმწამებელს, გამცემს, მკვლელს, ავმეხსიერობს მათზე, შურს იძიებს მათზე, იმისი ცოდვა ძალიან ახლოა მათს ცოდვასთან. ამაოდ შენთვის და სხვებისათვის წარმოდგინდება იგი მართლად. ყუველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის მკლველი არს“ ( 1ინ.3:15 ), გვაუწყა საყვარელმა მოწაფემ ქრისტესმა.
ცოცხალი რწმენა ქრისტეში მოძღვრავს მისაღებად სასმისისა ქრისტესი: ხოლო სასმისი ქრისტესი ჩაღვრის გულში ზიართა თვისაში იმედს ქრისტესას; იმედს ქრისტეზე იძლევა გულისათვის სიმტკიცეს და ნუგეშს.
როგორი სატანჯველია, როგორი ჯოჯოხეთური სატანჯველი – ჩივილი, დრტვინვა წინასწარ განსაზღვრულ ზემოდან სასმისზე!
ცოდვილი წინაშე ღვთისა დრტვინვა, მოუთმენლობა, სულმოკლეობა, განსაკუთრებით სასოწარკვეთა – მახინჯი შვილებია დანაშაულებრივი ურწმუნოებისა.
ცოდვილია დრტვინვა მოყვასზე, როდესაც ისინი – იარაღია ჩვენი ტანჯვისა: მით ცოდვილია იგი, როდესაც სასმისი ჩამოდის ჩვენთან პირდაპირ ზეციდან, მარჯვენისაგან ღვთისა.
ვინც სვამს სასმისს მადლიერებით ღვთისადმი, კურთხევით მოყვასისა: მან მიაღწია წმინდა განსვენებას, მადლისმიერ მშვიდობას ქრისტესას, ამიერიდან უკვე ტკბება სულიერ სამოთხეში ღვთისა.
არაფერი ნიშნავს თავის თავად დროებითნი ტანჯვები: ჩვენ ვაძლევთ მათ მნიშვნელობას ჩვენი მიჯაჭვულობით მიწასთან და ყველაფერთან ხრწნადთან, ჩვენი სიცივით ქრისტესადმი და მარადისობისადმი.
შეინ ითმენ სიმწარეს და საძაგელ გემოს სამკურნალო შენარევებისას; ითმენ მტანჯველ ჭრას და წვას ასოთას; ითმენ გახანგრძლივებულ ტანჯვას შიმშილით, გახანგრძლივებულ ჩაკეტილობას ოთახში; ითმენ ყველაფერს ამას დასაბრუნებლად დაკარგული ჯანმრთელობისა სხეულისა, რომელიც, განიკურნება რა, კვლავ აუცილებლად დაავადდება, აუცილებლად მოკვდება და გაიხრწნება. მოითმინე სიმწარე სასმისისა ქრისტესი, მომტანისა კურნებისა და მარადიული ნეტარებისა უკვდავი სულისათვის შენი.
თუკი სასმისი გეჩვენება აუტანლად, მომაკვდინებლად – ამით იგი გამხელს შენ: წოდებით ქრისტესად შენ არ ხარ ქრისტესი.
ჭეშმარიტი მიმდევრებისათვის ქრისტესი სასმისი ქრისტესი – სასმისია სიხარულთა. ასე წმინდა მოციქულები, შემდგომად იმისა, რომ იყვნენ ნაცემნი წინაშე შესაკრებლისა მოხუცებულთა იუდეველთა, წარვიდეს პირისაგან მის კრებულსია და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნეს სახელისა მისისსათჳს გინებად. ( საქ. 5:41 ).
გაიგონა მართალმა იობმა მწარე ამბები. ამბები ამბებზე მოდიოდა დასარტყმელად მის მტკიცე გულზე. უკანასკნელი ამბებზე იყო უმძIმესი ბრძოლა ყველა ძეთა და ყველა ქალიშვილთა მისი ძალმომრეობითი, მოულოდნელი, სასტიკი სიკვდილით. ძლიერი სევდისაგან გახია კვართი თავისი მართალმა იობმა. დაიყარა ნაცარი თავზე, – მოქმედებისაგან მცხოვრებისა მასში მორჩილი რწმენისაგან დავარდა მიწაზე, მუხლი მოუდრიკა უფალს და თქვა: შიშუელი გამოვედ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშუელივე მივიქცე მუნვე ქუეყანად, უფალმანცა მომცა უფალმანცა მომიღო, ვითარცა უნდა ეგრეცა ქმნა იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.“ ( იობ. 1:21 ).
ერწმუნე უბრალოებით გულისა იმას, ვისაც თმებიც თავისა შენისა დათვლილი აქვს: მან იცის, როგორი სიდიდით უნდა იყოს მოტანილი შენთვის მაკურნებელი სასმისი.
უყურე ხშირად იესოს: იგი – წინაშე მკვლელთა თავისთა როგორც უხმო კრავია წინაშე მკრეჭავთა მისთა: იგი მიცემულია სიკვდილს, როგორც პასუხმიუცემელი ცხვარი დასაკლავად. არ მოაცილო მას თვალები – და გაქარვდება შენი ტანჯვები ზეციერი, სულიერი სიტკბოებით; წყლულებით იესოსით განიკურნება წყლულები შენი გულისა.
„შეჩერდით!“, თქვა უფალმა მსურველთ დაეცვათ იგი ბაღში გეთსიმანიისა, ხოლო მოსულს შესაპყრობად მისისა განუკურნა მოჭრილი ყური ( ლკ. 22:51 ). „ანუ ჰგონებთ, – შეეპასუხა უფალი ხელის აღმმართველს აეცილებინა მისგან სასმისი იარაღით, – ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ?“ ( მთ. 26:53 ).
დროს თავდასხმისა არ ეძიო დახმარება ადამიანური; არ დაკარგო ძვირადღირებული დრო, არ გამოფიტო ძალები სულისა შენისა საძიებლად ამ უძლური დახმარებისა. მოელოდე დახმარებას ღვთისაგან: მისი ხელის მოძრაობით თავის დროს მოვა ხალხი და დაგეხმარებიან შენ.
დუმდა უფალი წინაშე პილატესი და ჰეროდესი, არ წარმოუთქვამს არავითარი გამართლება. და შენ მიჰბაძე ამ წმინდა და ბრძენ მდუმარებას, როდესაც დაინახავ, რომ გასამართლებენ შენ მტრები შენნი განზრახვით განგსაჯონ უცილობლად, გასამართლებენ მხოლოდ იმისათვის, რომ ნიღბით სამსჯავროსი მიჩქმალონ თავიანთი ბოროტგანზრახულობა.
წინმძღოლი კი ანდა წინმსწრები თანდათანობით შეგროვებულ ღრუბლებად, ანდა მოულოდნელად, მავალი მძვინვარე გრიგლად, გამოჩნდება წინაშე შენსა სასმისი, ესაუბრე მასზე ღმერთს; „დაე იყოს ნება შენი“.
შენ მოწაფე ხარ, მიმდევარი და მსახური იესოსი. იესომ თქვა: „უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო მუნცა მსახური ჩემი იყოს“ ( ინ. 12:26 ). ხოლო იესო ატარებდა მიწიერ ცხოვრებას ტანჯვებში: იგი იყო დევნილი შობიდან სამარემდე: ბოროტებამ, თვით სახვევებიდან მისი, მოუმზადა მას სიკვდილი ძალმომრეობითი. მიღწევით მიზნისა, იგი ვერ გაძღა: თვით ხსოვნა მისი მან ძალა იხმარა აღმოეფხვრა პირისაგან მიწისა.
ალაგზე დროებითი ტანჯვებისა წავიდნენ ნეტარ მარადისობაში კვალად უფლისა ყველა რჩეულნი მისნი. შეუძლებელია ჩვენთვის, მყოფებმა ხორციელ სიამოვნებებში, ვიმყოფებოდეთ ამასთან მდგომარეობაში სულიერში. იმიტომაც უფალი გამუდმებით გადასცემს საყვარლებს თავისებს სასმისს თავისას, მისით ინარჩუნებს მათში მკვდარობას ამა სოფლისადმი და შემძლებლობას ცხოვრებისათვის ცხოვრებით სულისა. თქვა ღირსმა ისააკ ასურმა: „შეიცნობა ადამიანი რომელზეც განსაკუთრებით ზრუნავს ღმერთი, გამუდმებით მოგვრილი მისდამი მწუხარებებით“ 543 .
ევედრე ღმერთს, რათა განაშოროს შენგან ყოველი თავდასხმა, ყოველგვარი განსაცდელი. არაა საჭირო კადნიერად ჩავარდნა მორევში მწუხარებათა: ამაში თვითმოიმედეობაა ამაყი. მაგრამ როდესაც მწუხარებები მოვლენ თავის თავად, – არ შეუშინდე მათ, არ იფიქრო, რომ ისინი მოვიდა შემთხვევით, თავშეყრით გარემოებათა. არა, ისინი დაშვებულნია მიუწვდომელი განგებულებისაგან ღვთისა. აღსავსე რწმენით და შობილი მის მიერ სიმამაცით და სულგრძელებით იცურე უშიშრად შორის წყვდიადისა და მებრძოლი ქარებისა ჩუმი თავშესაფრისაკენ მარადისობისა: შენ უხილავად გხელმძღვანელობს თავად იესო.
ღვთისმოსავი ღრმა ფიქრით შეისწავლე ლოცვა უფლისა, რომელსაც იგი უძღვნიდა მამას ბაღში გეთსიმანიისა მძიმე საათებში, წინმძღოლში მისი ვნებებისა და ჯვარზე სიკვდილისა. ამ ლოცვით შეხვდი და დაამარცხე ყოველგვარი მწუხარება. „მამაო ჩემო, – ლოცულობდა მხსნელი, – უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ. ( მთ. 26:39 ).
ილოცე ღვთისადმი განსაშორებლად შენგან თავდასხმებისა, და ამასთან უარყავი საკუთარი ნება, როგორც ნება ცოდვილი, ნება ბრმა; მიანდე შენი თავი, შენი სული და სხეული, შენი გარემოებები აწინდელიც და მომავალიც მიანდე ახლობელთა გულისა მოყვასნი შენნი ნებას ღვთისას, ყოვლადწმინდას და ბრძენს. იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ.“ ( მთ. 26:41 ). როდესაც მოგიცავენ მწუხარებები, საჭიროა გაახშირო ლოცვები, რათა მოიხვეჭო შენთან განსაკუთრებული მადლი ღვთისა. მხოლოდ დახმარებით განსაკუთრებული მადლისა შეგვიძლია გავთელოთ ყველა დროებითი უბედურებები.
მიღებით ზემოდან ნიჭისა მოთმინებისა, ყურადღებით იფხიზლე შენს თავზე, რათა შეინარჩუნო შეაკავო შენთან მადლი ღვთისა. თუ არადა ცოდვა უსათუოდ შემოიპარება სულში ანდა სხეულში, და განდევნის ჩვენგან მადლს ღვთისას.
თუკი დაუდევრობით და გაფანტულობით შეუშვებ შენში ცოდვას, განსაკუთრებით იმას, რომლის მიმართაც ასე მიდრეკილია უძლური ხორცი ჩვენი, რომელიც ბილწავს სხეულსაც და სულსაც: მაშინ მადლი განდგება შენგან, მიგატოვებს შენ მარტოდ, გაშიშვლებულად. მაშინ მწუხარება დაშვებული შენი ხსნისათვის და სრულყოფისათვის, უწყალოდ დაგაწვება შენ, წარგხოცს შენ მწუხარებით, სევდით, სასოწარკვეთით, როგორც შემნახველს ნიჭისა ღვთისა გარეშე სათანადო მოკრძალებისა ნიჭისადმი. იჩქარე გულწრფელი და გადამწყვეტი სინანულით დაიბრუნო გულის სისუფთავე, ხოლო სისუფთავით ნიჭი მოთმინებისა: იმიტომ რომ იგი, როგორც ნიჭი სულისა წმინდისა, სუფევს მხოლოდ წმინდებში.
წმინდა მოწამენი უგალობნენ სამხიარულო გალობას შორის ღუმლისა ანთებულისა, დადიოდნენ რა ლურსმნებზე, პირზე მახვილებისა, იჯდნენ ქვაბებში მდუღარე წყლისა ანდა ზეთისა. ასევე შენი გულიც, მიმზიდველი თავისთან ლოცვით მადლისმიერი ნუგეშისა, დაცვით მისი თავისთან სიფხიზლით საკუთარი თავისათვის, იგალობებს, შორის უბედურებათა და უიღბლობათა სასტიკთა, სამხიარულო გალობას დიდებისას და მადლიერებისას ღვთისადმი.
გონება, განწმენდილი სასმისით ქრისტესით, ხდება მხილველი სულიერი ხედვებისა: იგი იწყებს ხედვას ყოვლისმომცველი, უხილავი ხორციელი გონებებისათვის განგებულებას ღვთისას, ხედვას კანონისა ხრწნილებისა ყველაფერში ხრწნადში, ხედვას ახლოს მყოფისა ყველასათვის უშველებელი მარადისობისა, ხედვას ღვთისა დიდ საქმეებში მისაში – შექმნაში და კვლავშექნაში სამყაროსი. სიცოცხლე მიწიერი წარმოდგება მისდამი მალედასრულებად მწირობად, მოვლენები მისი – სიზმრებად, სიკეთენი მისნი – ხანმოკლე ცდუნებებად თვალთა, ხანმოკლე დამღუპველ ცდუნებებად გონებისა და გულისა.
როგორია ნაყოფი დროებითი მწუხარებებისა, მოტანილი მისით მარადისობისათვის? როდესაც წმინდა მოციქულ იოანეს აჩვენეს ზეცა, ერთ ერთმა ზეცის მკვიდრმა შეეკითხა მას, ჩვენებით აურაცხელ შესაკრებელზე ნათლითშემოსილი თეთრსამოსიანთა, მოზეიმეთაზე წინაშე საყდრისა ღვთისა თავიანთი გადარჩენისა და ნეტარებისა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან? და ვარქუ მას: – ამბობს იოანე ღვთისმეტყველი: უფალო ჩემო შენ უწყი“. მაშინ უთხრა ღვთისმეტყველს ზეცის მკვიდრმა: „ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. ამისთჳს არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის. არღარა მოეშიოს მათ არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველი სიცხე, რამეთუ კრავი იგი რომელ არს შორის საყდარსა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თვალთაგან მათთა. ( გამოც. 7:13-17 ).
გაუცხოვება ღვთისაგან, მარადიული სატანჯველი ჯოჯოხეთში, მარადიული ურთიერთობა ეშმაკებთან და ეშმაკისმსგავს ხალხთან, ალი, სიცივ, წყვდიადი გეენისა – აი რაც ღირსია იწოდებოდეს მწუხარებად! ეს ზუსტდ – მწუხარებაა დიდი, საშინელი აუტანელი.
დიდ მარადიულ მწუხარებამდე მიჰყავთ მიწიერ სიამოვნებებს. ამ მწუხარებისაგან იცავს, იხსნის სასმისი ქრისტესი, როდესაც მსმელი მისი სვამს მადლიერებით ღვთისადმი, დიდებით ყოვლადკეთილისა ღვთისა, მომცემისა ადამიანისათვის მწარე სასმისში მწუხარებათა დროებითში უსაზღვრო, მარადიული თავისი წყალობისა.
Next