ჭეშმარიტ და ცრუ მდაბალსიბრძნეობაზე
„ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა“ ( კოლ. 2:18 ), თქვა წმინდა მოციქულმა პავლემ.
ჭეშმარიტი სიმდაბლე მდგომარეობს მორჩილებაში და მიმდევრობაში ქრისტესადმი ( ფილ. 2:5-8 ).
ჭეშმარიტი მდაბალსიბრძნეობა – სულიერი გონებაა. იგი – ნიჭია ღვთისა; იგი – მოქმედებაა საღვთო მადლისა გონებაში და გულში ადამიანისა.
შესაძლოა იყოს ნებაყოფლობითი მდაბალსიბრძნეობაც: მას თხზავს საკუთარი თავისათვის სული პატივმოყვარე, სული ცდუნებული და მოტყუებული ცრუსწავლებით, სული, ლაქუცა საკუთარი თავისადმი, სული მაძიებარი მლიქვნელობისა ამა სოფლისაგან, სული, სრულად მისწრაფებული მიწიერი წარმატებისაკენ და მიწიერი სიამოვნებებისაკენ, სული, დამვიწყებელი მარადისობის შესახებ, ღმერთზე.
ნებაყოფლობითი საკუთარი შეთხზული მდაბალსიბრძნეობა შედგება აურაცხელი სხვადასხვაგვარი ხრიკისაგან, რომლებითაც ადამიანური სიამაყე ცდილობს დაიჭიროს დიდება მდაბალსიბრძნეობისა ბრმა ამა სოფლისაგან, ამა სოფლისაგან მოყვარულისა თავისისა, სოფლისაგან, განმადიდებლისა ნაკლისა, როდესაც ნაკლი შემოსილია ნიღბით სათნოებისათი, სოფლისაგან, მოძულესი სათნოებისა, როდესაც სათნოება წარუდგება მზერებს მისსას წმინდა უბრალოებაში თავისაში, წმინდა და მყარ მორჩილებაში სახარებისადმი.
არაფერი ასე არაა მტრული სიმდაბლის მიმართ ქრისტესისა, როგორც მდაბალსიბრძნეობა თვითნებური, განმგდები უღლისა მორჩილებისა ქრისტესადმი, და საფარ ქვეშ პირმოთნე მსახურებისა ღვთისადმი სიწმინდეთმტაცებლურად მსახური სატანისადმი.
თუკი ჩვენ გამუდმებით შევხედავთ ცოდვას საკუთარს, თუკი შევეცდებით იმას, რომ დავათვალიეროთ იგი დაწვრილებით: მაშინ ვერ ვპოვებთ საკუთარ თავში ვერავითარ სათნოებას, ვერ ვპოვებთ მდაბალსიბრძნეობასაც.
ჭეშმარიტი სიმდაბლით იფარება ჭეშმარიტი, წმინდა სათნოება: ასე ფარავს სრულმცნობელი ქალწული საფარველით სილამაზეს თავისას; ასე იფარება წმინდა წმინდათა ფარდით მზერებისაგან ერისა.
ჭეშმარიტი მდაბალსიბრძნეობა – თვისებაა სახარებისეული, ზნეა სახარებისეული, სახეა აზროვნებისა სახარებისეული.
ჭეშმარიტი სიმდაბლე – საღვთო საიდუმლოებაა: იგი მიუღწეველია შეგნებისათვის ადამიანურისა. არის რა უმაღლესი სიბრძნე, იგი წარმოიდგინება სისულელედ ხორციელი გონებისათვის.
საღვთო საიდუმლოებას სიმდაბლისას უცხადებს უფალი იესო სარწმუნო მოწაფეს თავისას, გამუდმებით მჯდარს ფეხებთან მისსა და მსმენელს მისსას მაცოცხლებელი მეტყველებით. გაცხადებულიც, იგი რჩება დაფარულად: იგი გამოუთქმელია სიტყვით და ენით მიწიერით. იგი ხორციელი გონებისათვის მიუწვდომელია; მიუწვდომლად ჩაიწვდება გონების მეშვეობით სულიერით, და, შაწვდომილი იმყოფება ჩაუწვდომლად.
სიმდაბლე – ცხოვრებაა ზეციური დედამიწაზე
მადლისმიერი, საოცარი ხედვა დიდებულებისა ღვთისა და აურაცხელ წყალობებისა ღვთისა ადამიანისადმი, მადლისმიერი შემეცნება გამომსყიდველისა, მიდევნება მისდამი თვითუარყოფით, ხედვა დამღუპველი უფსკრულისა, რომელშიც ჩავარდა მოდგმა ადამიანთა, – აი უხილავი ნიშნები სიმდაბლისანი, აი თავდაპირველნი სასახლეები ამ სულიერი პალატისა, შექმნილისა ღმერთკაცის მიერ.
სიმდაბლე ვერ ხედავს თავს მდაბლად. საწინააღმდეგოდ ამისა იგი ხედავს საკუთარ თავში მრავალ სიამაყეს. იგი ზრუნავს იმაზე, რომ მოიძიოს ყველა მისი რტო; მოძიებით მათისა, ხედავს, რომ კიდევ საჭიროა ძებნა ძალიან ბევრი.
ღირსმა მაკარი ეგვიპტელმა , წოდებულმა ეკლესიის მიერ დიდად, უპირატესობების გამო თავისი სათნოებებისა, განსაკუთრებით ღრმა სიმდაბლისათვის, მამამ წარჩინებულმა და სულიერმა თქვა თავის ამაღლებულ წმინდა, საიდუმლოებრივ საუბრებში, რომ ყველაზე სუფთა და სრულყოფილ ადამიანს აქვს თავისში რაღაც ამაყი 534 .
ამ სათნომყოფელმა ღვთისამ მიაღწია უმაღლეს ხარისხს ქრისტიანული სრულყოფილებისას, ცხოვრობდა დროებში, უხვში წმინდანებით, ხედავდა უდიდესს წმინდანთა შორის მონაზონთა ანტონი დიდს , – და თქვა რომ იგი ვერ ხედავდა ვერც ერთს ადამიანს, რომელიც სრულად და ზუსტი მნიშვნელობით სიტყვისა შესაძლოა იყოს წოდებული სრულყოფილად 535 .
ცრუ სიმდაბლე ხედავს „საკუთარ თავს“ მდაბლად: სასაცილოდ და საბრალოდ თავს ინუგეშებს ამ მომატყუებელი სულისდამღუპველი სანახაობით.
სატანა იღებს სახეს ნათელი ანგელოზისას; მისი მოციქულნი იღებენ სახეს მოციქულთა ქრისტესთა ( 2კორ. 11:13-14 ); მისი სწავლება იღებს სახეს სწავლებისას ქრისტესას; მდგომარეობა წარმოშობილი მისი ცდუნებებით, იღებს სახეს მდგომარეობისა სულიერისა, მადლისმიერისა: სიამაყე მისი და პატივმოყვარეობა, წარმოშობილი მისით თვითცდუნებულობა და ხიბლი იღებენ სახეს სიმდაბლისა ქრისტესი.
ახ! სად იმალება უბედური მეოცნებეებისაგან, მეოცნებეებისაგან, გაჭირვებულად კმაყოფილთაგან თავიანთი თავით, თავიანთი მდგომარეობებით თვითცდუნებულობისა მეოცნებეებისაგან, მაფიქრალთა ისიამოვნონ და ინეტარონ, სად იმალება მათგან სიტყვა მხსნელისა „ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ,“, და „ვაი თქუენდა, განმაძღარნო აწ, ვაი თქუენდა, რომელი იცინით აწ“ ( ლკ. 6:21, 25 ).
შეხედე უფრო დაჟინებულად შეხედე მიუკერძოებლად სულს შენსას, უსაყვარლესო ძმაო! არაა უფრო სანდო განა მისთვის სინანული, ვიდრე სიამოვნება! არაა სანდო უფრო განა მისთვის იგლოვოს დედამიწაზე, ამ ჭირ-ვარამში სიმწარისა, განკუთვნილში სწორედ გლოვისათვის, ვიდრე შეთხზა საკუთარი თავისათვის უდროო, მაცდუნებელი, შეუსაბამო, დამღუპველი სიამოვნებები!
სინანულსა და მგლოვარებას ცოდვებზე მოაქვთ მარადიული ნეტარებანი: ეს ცნობილია; ეს სარწმუნოა; ეს ნაუწყებია უფლის მიერ. რატომ შენ არ უნდა ჩაიძირო ამ წმინდა მდგომარეობებში, არ იმყოფებოდე მათში, არამედ შეთხზა შენთვის სიამოვნებები, გაძღე მათით, დაკმაყოფილდე მათით, მათით გაანადგურო შენს თავში ნეტარი შიმშილი და წყურვილი სიმართლისა ღვთისა, ნეტარი და გადამრჩენელი სევდა ცოდვების გამო შენისა და ცოდვილობაზე.
შიმშილი და წყურვილი სიმართლისა ღვთისა – მოწმეებია სიგლახაკისა სულისა: მგლოვარება – გამოხატულებაა სიმდაბლისა, მისი ხმა. არარსებობა მგლოვარებისა, გაძღომა საკუთარი თავით და სიამოვნება საკუთარი, მოჩვენებითად სულიერი მდგომარეობით ამხელენ სიამაყეს გულისას
შეშინდი, რომ უსარგებლო, მაცდუნებელი სიამოვნებისათვის, არ დაიმემკვიდრეო მარადიული დარდი, შეპირებული ღვთისაგან, გამაძღრებისათის აწ თვითნებურად, საწინააღმდეგოდ ნებისა ღვთისა.
პატივმოყვარეობა და შვილები მისი – მცდარი სიამოვნებანი სულიერნი, მოქმედნი სულში, არ გამსჭვალულნი სინანულით, წარმოქმნიან აჩრდილს სიმდაბლისას. ამ აჩრდილით იცვლება სულისათვის ჭეშმარიტი სიმდაბლე. აჩრდილი ჭეშმარიტებისა, დამკავებელი შენობისა სულისა, ღობავს თავად ჭეშარიტებისათვის ყველა შესასვლელს სულიერ შენობაში.
ვაი, სულო ჩემო, ღვთის შექმნილო ტაძარო ჭეშმარიტებისავ! – მიღებით საკუთარ თავში აჩრდილისა ჭეშმარიტებისა, თაყვანისმცემელი სიცრუისა ნაცვლად ჭეშმარიტებისა, შენ ხდები საკერპე!
საკერპეში აღმართულია კერპი: „ჰგონებულობა“ სიმდაბლისა. „ჰგონებულობა სიმაბლისა“ – უსაშინლესი სახეა სიამაყისა. ძნელად გაძევდება სიამაყე, როდესაც ადამიანი კიდეც სცნობს მას სიამაყედ; მაგრამ როგორ იგი განდევნის მას, როდესაც იგი ეჩვენება მას მის სიმდაბლედ?
ამ საკერპოში სამწუხარო საძაგელ მოოხრებისა! ამ საკერპოში ეფინება საკმეველი კერპთმსახურებისა, იგალობება საგალობლები, რომლებითაც მხიარულდება ჯოჯოხეთი. იქ გულისთქმები და გრძნობები სულიერნი გემულობენ აკრძალულ საკვებს ნაკერპავისა, თვრებიან ღვინით, შერეულით საწამლავთან მომაკვდინებელთან. საკერპო, საცხოვრებელი კერპთა და ყოველგვარი უწმინდურებისა, მიუღწეველია არა მხოლოდ საღვთო მადლისადმი, ნიჭებისაგან სულიერისა, – მიუღწეველია არც რომელიმე ჭეშმარიტი სათნოებისათვის, არც რომელიმე სახარებისეული მცნებისათვის.
მცდარი სიმდაბლე ისე აბრმავებს ადამიანს, რომ აიძულებს მას არა მხოლოდ იფიქროს თავის თავზე, მიანიშნოს სხვებს, რომ იგი მდაბალია, არამედ ღიად ამბობდეს ამას, ხმამაღლა ქადაგებდეს 536 .
სასტიკად დაგვცინის ჩვენ სიცრუე, როდესაც მოტყუებულნი მისით, ჩვენ მივიცნევთ მას ჭეშმარიტებად.
მადლისმიერი სიმდაბლე უხილავია, როგორც უხილავია – მომცემი მისი ღმერთი. იგი დაფარულია მდუმარებით, უბრალოებით, გულწრფელობით, ძალდაუტანლობით, თავისუფლებით.
ცრუ სიმდაბლე – ყოველთვის შეთხზულ გარეგნობასთან ერთადაა: მისით იგი თავის თავს აქვეყნებს.
ცრუ სიმდაბლეს უყვარს სცენები: მათით იგი ატყუებს და ტყუვდება. სიმდაბლე ქრისტესი შემოსილია ქიტონში და ანაფორაში ( ინ. 19:24 ), ტანსაცმელში, სრულად უბრალოში: დაფარული ამ ტანსაცმლით, იგი ვერ შეიცნობა და ვერ შეიმჩნევა ადამიანების მიერ. სიმდაბლე – წინდია გულში, წმინდა, უსახელო გულისმიერი თვისება, საღვთო ჩვევა, შობილი შეუმჩნევლად სულში, აღსრულებისაგან სახარებისეული მცნებებისა 537 .
მოქმედება სიმდაბლისა შესაძლოა შედარდეს მოქმედებას ვნებისას ვერცხლისმოყვარეობისას. დაავადებული სენით რწმენისა და სიყვარულისა ხრწნადი საგანძურისადმი, რაც მეტად აგროვებს მათ, მით ხდება მათდამი უფრო ხარბი და უფრო გაუმაძღარი. რაც იგი მეტად მდიდრდება: მით საკუთარი თავისათვის წარმოუდგება უფრო ღარიბად, არასაკმარისად. ასე ტარებული სიმდაბლისგანაც, რაც მეტად მდიდრდება სათნოებებით და სულიერი ნიჭებით, მით ხდება უფრო ღარიბი, უფრო უმნიშვნელო წინაშე საკუთარი მზერებისა.
ეს – ბუნებრივია. როდესაც ადამიანს არ უგემია კიდევ უმაღლესი სიკეთე, მაშინ საკუთარ მის სიკეთეს, შებილწულს ცოდვით, აქვს წინაშე მისსა ფასი. როდესაც კი იგი ეზიარება სიკეთეს საღვთოს, სულიერს; მაშინ ღირებულების გარეშეა წინაშე მისსა მისი სიკეთე საკუთარი, შეერთებული, შერეული ბოროტებასთან.
ძვირფასია ღატაკისათვის ქისებისა სპილენძის მონეტებისა, შეგროვებულისა მის მიერ განგრძობით დროში შრომითა და დაქანცვით. მდიდარმა მოულოდნელად ჩაყარა მის წიაღში უთვალავი რაოდენობა სუფთა თუმნიანები, და ღარიბმა დატოვა არაფრად ჩაგდებით ქისები სპილენძის მონეტებისა, როგორც ტვირთი, მხოლოდ დამამძიმებელი მისი.
მართალი მრავალვნებული იობი, დათმენის შემდეგ სასტიკი საცდურებისა, ეღირსა ღვთის ხილვას. მაშინ მან უთხრა ღმერთს შთაგონებულ ლოცვაში: „ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ, და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. როგორი ნაყოფი აღმოცენდა სულში მართლისა ღვთის ხილვისაგან? „ამისთჳს“, აგრძელებს და ასრულებს იობი თავის ლოცვას: „განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად“ ( იობ. 43:5-6 ).
გსურს კი მოიხვეჭო სიმდაბლე? – აღასრულე სახარებისეული მცნებები: ამასთან ჩასახლდება გულში შენსაში, შეთვისდება მისდამი, წმინდა სიმდაბლე, ე. ი. თვისება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
საწყისი სიმდაბლისა – სიგლახაკეა სულისა; – შუაგული წარმატებისა მასში – აღმატებული ყოველგვარ გონებაზე და შეგნებაზე მშვიდობაა ქრისტესი; დასასრული და სრულყოფილება – სიყვარული ქრისტესი.
სიმდაბლე არასოდეს მრისხანებს, არ კაცთმოთნეობს, არ მიეცემა სევდას, არაფრის ეშინია.
შესაძლოა კი მიეცეს სევდას ის, ვინც წინასწარ მიიჩნია თავი ღირსად ყოველგვარი მწუხარებისა?
შესაძლოა კი შეუშინდეს უბედურებებს ის, ვინც წინასწარ შეიმოსა თავი მწუხარებებით, ვინც უყურებს მათ, როგორც საშუალებას თავისი ხსნისას.
შეიყვარეს სათნომყოფელებმა ღვთისებმა სიტყვა კეთილგონიერი ავაზაკისა, რომელიც იყო ჯვარცმული ახლოს უფლისა. ისინი მწუხარებების დროს თავიანთისა დაეჩვიენ ლაპარაკს: „სამართლად ღირსი რომელი ვქმენით, მოგუეგების, მომიჴსენე მე უფალო... ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ ( ლკ. 23:41-42 ). ყოველგვარ მწუხარებას ისინი ხვდებიან აღიარებით რომ ისინი ღირსნი არიან მისი 538 .
წმინდა მშვიდობა შედის გულებში მათსაში სიტყვების კვალდაკვალ სიმდაბლისა! მას მოაქვს სასმისი სულიერი სწავლებისა სარეცელზეც კი სნეულისა, და საპყრობილეშიც პატიმართან მასში, და დევნილთანაც ადამიანთაგან, და დევნილთანაც ეშმაკების მიერ.
სასმისი ნუგეშისა მოიტანება ხელით სიმდაბლისა ჯვარცმულთანაც ჯვარზე; ამა სოფელს შეუძლია მოუტანოს მას მხოლოდ „ძმარი ნავღლითა აღზავებული“ ( მთ. 27:34 ).
მდაბალი ვერშემძლებელია ჰქონდეს ჯავრი და სიძულვილი: მას არ ჰყავს მტრები. თუკი ვინმე ადამიანთაგან მიაყენებს მას წყენას, – იგი ხედავს ამ ადამიანში იარაღს მართლმსაჯულებისას, ანდა განგებულებისა ღვთისა.
მდაბალი აძლევს თავს სრულად ნებას ღვთისას. მდაბალი ცხოვრობს არა თავისი საკუთარი ცხოვრებით, არამედ ღმერთით. მდაბალი უცხოა თვითმოიმედეობისა, და ამიტომ იგი გამუდმებულად ეძიებს შემწეობას ღვთისას, გამუდმებით იმყოფება ლოცვაში.
ტოტი ნაყოფიერი იხრება მიწისაკენ, მიზიდული სიმრავლისაგან და სიმძიმისაგან ნაყოფთა თავისთა. ტოტი უნაყოფო იზრდება ზემოთ, გამრავლებით თავისი უნაყოფო ყლორტებისა.
სული, მდიდარი სახარებისეული სათნოებებით, უფრო ღრმად და უფრო ღრმად იძირება სიმდაბლეში, და სიღრმეებში ამ ზღვისა ჰპოულობს ძვირადღირებულ მარგალიტებს: ნიჭებს სულისას.
სიამაყე – სარწმუნო ნიშანია ფუჭი ადამიანისა, მონისა ვნებათა, ნიშანია სულისა, რომლისთვისაც სწავლებამ ქრისტესმა ვერ ჰპოვა ვერავითარი მისადგომი.
არ განსაჯო ადამიანზე გარეგნობის მიხედვით მისი; გარეგნობით არ დაასკვნა მასზე, რომ იგი ამაყია, ანდა მდაბალი. „ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ ( ინ. 7:24 ; მთ. 7:16 .). უფალმა ბრძანა შეგვეცნო ადამიანები ქმედებებისაგან მათისა, ქცევისაგან, შედეგებისაგან, რომლებიც გამომდინარეობს მათი ქმედებებისაგან. „მე უწყი ამპარტავანება ეგე შენი და სიბოროტე,“ ( 1სამ. 17:28 ), ეუბნებოდა დავითს მოყვასი მისი; მაგრამ ღმერთმა დაამოწმა დავითზე: „ვპოე დავით მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას“ ( ფს. 88:21 ). « „არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღMერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს“ ( 1სამ. 16:7 ).
ბრმა მსაჯულნი ხშირად სცნობენ მდაბლად თვალთმაქცს და დაბალ კაცთმოთნეს: იგი – უფსკრულია პატივმოყვარეობისა.
საწინააღმდეგოდ ამისა ამ უბირი მსაჯულებისათვის წარმოუდგებათ ამაყად არ მაძიებარი შექებებისა და ჯილდოებისა ადამიანთაგან, და ამიტომ არ ქვემძრომი წინაშე ადამიანთა, ხოლო იგი – ჭეშმარიტი მსახურია ღვთისა; მან შეიგრძნო დიდება ღვთისა, განცხადებული მხოლოდ მდაბალთათვის, შეიგრძნო სიმყრალე დიდებისა ადამიანურისა, და უკუაქცია მისგან თვალებიცა და საყნოსელიც სულისა თავისისა.
რას ნიშნავს გწამდეს? შეეკითხნენ ერთ დიდ მესათნოვეს ღვთისას. მან უპასუხა: „გწამდეს – ნიშნავს იმყოფებოდე სიმდაბლეში და მოწყალებაში“ 539 .
სიმდაბლე იმედოვნებს ღმერთზე – არა საკუთარ თავზე და არა ადამიანებზე: და ამიტომ იგი ქცევაში თავისაში უბრალოა, პირდაპირი, მტკიცე, დიდებული. დაბრმავებული ძეები ამა სოფლისა უწოდებენ ამას სიამაყეს.
სიმდაბლე არ აძლევს არანაირ ღირებულებას მიწიერ სიკეთეებს, თვალებში მისაში – დიდია ღმერთი, დიდია – სახარება. იგი ისწრაფის მათკენ, არ თვლის ღირსად ხრწნასა და ამაოებას არავითარი ყურადღებისა, არავითარი შეხედულებისა. წმინდა სიცივეს ხრწნილებისადმი და ამაოებისადმი ძენი ხრწნილებისანი, მსახურნი ამაოებისანი, უწოდებენ სიამაყეს.
არსებობს წმინდა თავის დაკვრა სიმდაბლისაგან, პატივისცემისაგან მოყვასისადმი, პატივისცემისაგან ხატებისადმი ღვთისა, პატივისცემისაგან ქრისტესადმი მოყვასში. და არის თავის დაკვრა ბიწიერი, თავის დაკვრა ანგარებიანი, თავის დაკვრა კაცთმოთნე და ამასთან კაცთმოძულე, თავის დაკვრა ღვთისსაწინააღმდეგო და ღვთისთვის საძაგელი: მას ითხოვდა სატანა ღმერთკაცისაგან, სთავაზობდა რა მისთვის მთელ სამეფოს ამა სოფლისას და დიდებას მათსას ( ლკ. 4:7 ).
რამდენია ახლაც თაყუანის-მცემელნი მისაღებად მიწიერი უპირატესობებისა! ისინი, ვისაც ისინი თავს უკრავენ, აქებენ მათს სიმდაბლეს.
იყავი ყურადღებით, თვალი ადევნე: თაყვანისმცემელი შენდამი, თაყვანს გცემს კი პატივისცემისაგან ადამიანისადმი, გრძნობისაგან სიყვარულისა და სიმდაბლისა? ანდა მისი თავის დაკვრა მხოლოდ ანუგეშებს შენს სიამაყეს, გამოგტყუებს შენგან როგორიღაცა სარგებელს დროებითს.
დიდო დედამიწისაო! ჩაუკვირდი: წინაშე შენსა ქვეძვრება პატივმოყვარეობა, პირფერობა, უნამუსობა! ისინი, როდესაც მიაღწევენ თავიანთ მიზანს, შენზე დაცინვას დაიწყებენ, გაგცემენ შენ პირველივე შემთხვევაში. ხელგაშლილობები შენი არასოდეს არ გადმოღვარო პატივმოყვარეზე: პატივმოყვარე რამდენადაც დაბალია წინაშე უმაღლესებზე თავისა, იმდენად თავხედია, კადნიერი, არაადამიანური დაბლებზე თავისი 540 . შენ შეიცნობ პატივმოყვარეს განსაკუთრებული შემძლებლობით მისი პირფერობისადმი, თავაზიანობისადმი, სიცრუისადმი, ყველა უნამუსო და მდაბლისადმი.
პილატე განაწყენდა ქრისტეს მდუმარებით, რომელიც მას ეჩვენებოდა ამაყად. მე განა, თქვა მან, არ მპასუხობ? ანდა არ იცი, რომ მაქვს ძალაუფლება გაგათავისუფლო შენ და ძალაუფლება ჯვარს გაცვა შენ ( ინ. 19:10 ). უფალმა ახსნა თავისი მდუმარება გამოხატვით ნებისა ღვთისა, რომლისაც პილატე, მაფიქრალი ემოქმედა თვითნებურად, იყო მხოლოდ ბრმა იარაღი. პილატე საკუთარი სიამაყით იყო ვერშემძლებელი გაეგო, რომ მას წარუდგებოდა ყოვლადსრულყოფილი სიმდაბლე: განკაცებული ღმერთი.
მაღალი სული, სული იმედით ზეციერით, არად ჩაგდებით ხრწნადი სიკეთეებისა ამა სოფლისა, ვერ შემძლებელია წვრილმანი კაცთმოთნეობისადმი და დაბლადთავისდრეკისა. შეცდომით უწოდებ შენ ამ სულს ამაყს, იმიტომ რომ იგი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ვნებათა შენთა. ამან! პატივი ეცი კურთხეულ, ღვთისთვის სათნო სიამაყეს მარდოქეასი! ესა, თვალში შენში სიამაყე – წმინდა სიმდაბლეა 541 .
სიმდაბლე – სწავლებაა სახარებისეული, სახარებისეული სათნოება, საიდუმლოებრივი ტანსაცმელი ქრისტესი, საიდუმლოებრივი ძალა ქრისტესი. შემოსილი სიმდაბლეში ღმერთი გამოეცხადა ადამიანებს და ვინც ადამიანთაგან შეიმოსება სიმდაბლეში, გახდება ღვთის მსგავსი 542 . „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, – აცხადებს წმინდა სიმდაბლე; უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.“ ( მთ. 16:24 ). სხვაგვარად შეუძლებელია იყო მოწაფე და მიმდევარი იმისა, ვინც დამდაბლდა სიკვდილამდე, სიკვდილამდე ჯვრისამდე. იგი დაჯდა მარჯვენით მამისა. იგი ახალი ადამია, მამამთავარი წმინდა ტომისა რჩეულთა. რწმენა მასში ჩაგწერს რიცხვში რჩეულთაში: რჩეულობა მიიღება წმინდა სიმდაბლით, აღიბეჭდება წმინდა სიყვარულით. ამინ.
Next