დამოკიდებულება ქრისტიანისა ვნებებთან მისსა
რომელიღაც დიდმა მოღვაწემ თქვა: „საჭიროა ვითმენდეთ საკუთარ ნაკლულოვანებებს ზუსტად ისევე, როგორც ვითმენთ ნაკლულოვანებებს სხვათას, და შეიწყნარო სული შენი მის უძლურებებში და არასრულყოფილებებში. ამასთან არ უნდა მივეცეთ დაუდევრობას: უნდა ვიზრუნოთ გულმოდგინედ გამოსწორებისათვის და გაუმჯობესებისათვის საკუთარი თავისა“ 521 .
„არ აღშფოთდე, არ მოხვიდე გაცბუნებაში, თქვა რომელიღაც წმინდა მამამ, როდესაც დაინახავ საკუთარ თავში მოქმედებას როგორიღაც ვნებისას. როდესაც აღდგება ვნება, იღვაწე წინააღმდეგ მისი, შეეცადე ალაგმო და ამოძირკვო იგი სიმდაბლით და ლოცვით“ 522 .
შეცბუნება და გაოცება, განცხადებული მოქმედებისაგან ვნებისა, წარმოადგენს დასტურს, რომ ადამიანს არ შეუცვნია საკუთარი თავი 523 .
შუქზე სიტყვისა ღვთისა განვიხილოთ დამოკიდებულება ჩვენი ვნებებისადმი და უძლურებებისა ჩვენისა, რათა მივიღოთ სწორი წარმოდგენა საკუთარ თავზე და, საფუძველზე სწორი წარმოდგენისა საკუთარი თავის შესახებ, სწორად განვკარგოთ საკუთარი თავნი.
ადამიანი ურჯულოებებში ისახება, იბადება ცოდვებში: ( ფს. 50:7 ) მაშასადამე ვნებები ანდა ცოდვილი სნეულებები სულისა და სხეულისა თვისობრივია ჩვენი დაცემული ბუნებისათვის.
ვნებები საწინააღმდეგონია უბიწო ბუნებისათვის ჩვენისა, როგორითაც იგი არის შექმნილი; საწინააღმდეგონია ვნებები ბუნებისათვისაც განახლებულისა; ისინი ბუნებრივია დაცემული ბუნებისადმი. ისე ბუნებრივია ყოველგვარი ხორციელი სნეულებები თვისებებისათვის ამ სენისა; ისე ბუნებრივნია სნეულებები და სიკვდილი ჩვენი სხეულისადმი, დამკარგველისა უკვდავებისა და თვისებისა უკვდავებისა. დაცემამდე უკვდავება იყო ბუნებრივი ჩვენი სხეულისადმი, – სნეულებები და სიკვდილი იყო არაბუნებრივნი.
ვნებები – სხვაგვარად არის „ცოდვა“, ფართო მნიშვნელობით ამ სიტყვისა. მოციქული, როდესაც ამბობს „ცოდვაზე, მცხოვრებზე ადამიანში“ ( რომ. 7:14, 7:20 ), მოიაზრებს სიტყვის ქვეშ ცოდვისა სენს ბოროტებისას მთელი ბუნებისას ადამიანისას, მოიაზრებს ვნებებს. ეს მდგომარეობა იწოდება ასევე მდგომარეობად „ხორციელად“ ( რომ. 7:14, 8:8 ) და „სიკვდილად“ ( რომ. 7:24, 8:2 ).
ადამიანს, გამოსყიდვამდე მოდგმისა ჩვენისა მხსნელისაგან, არ შეეძლო შეწინააღმდეგება ვნებებისადმი, თუმც კი კიდეც სურვებოდა: ისინი ძალდატანებით იტაცებდნენ მას; ისინი მბრძანებლობდნენ მასზე წინააღმდეგ ნებისა მისისა. ქრისტიანი, მეშვეობით წმინდისა ნათლობისა, გადააგდებს საკუთარი თავისაგან უღელს ვნებებისას; იგი იღებს ძალას და შემძლებლობას შესაწინააღმდეგებლად ვნებებისადმი, გასათელად მათისა 524 . მაგრამ გამოსყიდულ ადამიანსაც, ადამიანს განახლებულსაც, მოთავსებულს სულიერ სამოთხეში – ეკლესიაში – მინდობილი აქვს თავისუფლება: ნება-მყოფელობაზე თავისაზე, მას შეუძლია ანდა შეეწინააღმდეგოს ვნებებს და გაიმარჯვოს მათზე უფალში, ანდა დაემორჩილოს და დაემონოს მათ. ასეა გრძნობად სამოთხეშიც მინდობილი იყო ნება-მყოფელობას პირველქმნილი ადამიანისათვის ანდა დამორჩილებოდა მცნებას ღვთისას, ანდა ეურჩა მისდამი.
ყოველი შეწინააღმდეგება, გაწეული მოთხოვნისადმი ვნებისა, ასუსტებს მას; გამუდმებული შეწინააღმდეგება ამხობს მას. ყოველი გატაცება ვნებით აძლიერებს მას, გამუდმებული გატაცებულობა ვნებით ამონებს ვნებებს გატაცებულს მათით.
შეწინააღმდეგება ქრისტიანისა ვნებებისადმი უნდა გავრცელდეს ჯვარცმამდე „ჴორცნი ვნებითურთ და გულის თქუმით“ ( გალ. 5:24 ); იგი უნდა გავრცელდეს რჩეულ სულიერ მებრძოლებში დაღვრამდე სისხლისა: გაეცი სისხლი და მიიღე სული 525 . მხოლოდ „რომელმან-იგი ივნო ჴორცითა დაცხრომილ არს ცოდვისაგან“ ( 1პეტ.4:1 ). ეს ნიშნავს: მხოლოდ ტანჯული სხეულით ნებაყოფლობითი ანდა უნებლიე ღვაწლებში შემძლებელია წინ აღუდგეს ცოდვილ სურვილებს ხორცისას, ჩაახშოს და ჩაკლას ისინი საკუთარ თავში. სხეული მოსვენებული და ლოლიავებული სხვადასხვაგვარი ნებივრობით და ამებით მისდამი – სათავსია ვნებებისა.
ტანჯული და ჯვარცმული ჩვენთვის ღმერთკაცი მოითხოვს მოწაფეთაგან და მიმდევართაგან თავისი, რათა ისინი ჰბაძავდნენ მას ტანჯვებით, რათა სწირავდნენ ყველაფერს დროებითს მარადიულისათვის, ხრწნადს უხრწნელისათვის, რათა იყვნენ მოწაფეები და მიმდევარნი ღმერთკაცისა თავად ცხოვრებით.
აუცილებელია ღვაწლი ქრისტიანისაგან; მაგრამ არა ღვაწლი ათავისუფლებს ქრისტიანს მბრძანებლობისაგან ვნებებისა: ათავისუფლებს მას მარჯვენა მაღლისა, ათავისუფლებს მას მადლი წმინდისა სულისა.
ალაგმვით და მოკვდინებით ხორცისა, შრომებით ღვთისმოსაობისა გულდასმითი დაცვისას სახარებისეული მცნებებისა მოიპოვება ქრისტიანისათვის ჭეშმარიტი სიმდაბლე. ჭეშმარიტი სიმდაბლე მდგომარეობს სრულ თვითუარყოფაში, სრულ მიცემულობაში ღვთისადმი, გამუდმებულ მსახურებაში ღვთისადმი. ასეთი სიმდაბლე იზიდავს სულში საღვთო მადლს. საღვთო მადლს, მომცველს სულისას, ასწავლის მას სულიერ შეგრძნებებს, – და ვნებები, ეს შეგრძნებები და გატაცებები ხორციელნი და ცოდვილნი, რჩებიან უქმებად 526 .
მოქმედება ვნებებისა, დამატკბობელი ადამიანისა ხორციელისა, მძიმეა, მტანჯველი ადამიანისათვის სულიერისა, – აღძრავს მასში უძლიერეს ზიზღს. უმცირესი გამოვლენისას ანდა აღძვრისას ვნებებისა, გარბის იგი მათგან, როგორც მტაცებელი, სასტიკი მხეცისაგან, როგორც მკვლელისაგან, გარბის საფარქვეშ ლოცვისა; საფარქვეშ სახარებისეული სწავლებისა, საფარქვეშ ღვთისა.
სული, არ დამუშავებული სახარებისეული მცნებებით, და სხეული, არ დამუშავებული შრომებით ღვთისმოსაობისა, არ არიან შემძლებელნი იყვნენ ტაძარი საღვთო მადლისა, ტაძარი წმინდისა სულისა.
არსი ღვაწლისა მდგომარეობს აღსრულებაში მცნებებისა. არ ამლაგმავი საკუთარი სხეულისა შრომებით, მარხვით, მღვიძარებით, ლოცვითი დგომებით, და ამიტომ ნებადამრთველი იმეფოს საკუთარ თავში ხორცის ზრახვამ, მკვებავი და შემანარჩუნებელი საკუთარ თავში ვნებებისა, ვერ შეძლებს გახდეს აღმსრულებელი მცნებებისა.
სიკვდილი, მხოლოდ სიკვდილი სრულად ათავისუფლებს თვით წმინდათა ღვთისათა გავლენისაგან მათზე ცოდვისა. უსირცხვილონი არიან ვნებები: შეუძლიათ აღდგნენ ისინი კიდეც მწოლარეში სასიკვდილო სარეცელზე. თვით სასიკვდილო სარეცელზე შეუძლებელია შეწყვეტა სიფხიზლისა საკუთარი თავის მიმართ. დაუჯერე უვნებობას სხეულისას შენისას მაშინ, როდესაც იგი ჩაწვება სამარეში.
ვნებები, არიან რა ქრისტიანში, გამუდმებით აიძულებენ მას იყოს საგუშაგოზე, გამუდმებით იწვევენ მას საბრძოლველად, შეეწევიან მის სულიერ წარმატებას. ბოროტება, ბრძნული მოწყობისაგან საღვთო განგებულებისა, შეეწევა სიკეთეს განზრახვით არაკეთილით: თქვა ეს ღირსმა მაკარი დიდმა 527 .
ხისტი და მძიმე დოლაბი ფქვავს მარცვლებს ხორბლისას ფქვილად, ხორბალს ხდის შესაძლებელს გამოსაცხობად მისგან პურისა. მძიმე ბრძოლა ვნებებთან ფქვავს გულს ადამიანისას, ცვლის ქედმაღალ სულს მისსას, აიძულებს გამოტყდეს მდგომარეობაში დაცემულობისა, გამოცდილებითად გამოაჩენს რა ამ მდგომარეობას, – აიძულებს გამოტყდეს აუცილებლობაში გამომსყიდველისა, ანადგურებს იმედს საკუთარ თავზე, გადაყავს მთელი იმედი გამომსყიდველზე,
საჭიროა რწმენა, რომ პირველქმნილ ცოდვაში მდგომარეობს თესლი ყველა ვნებებისა, რომ ჩვენ ვიბადებით მიდრეკილებებით ყველა სახის ცოდვისა: და ამიტომ არაა საჭირო გაოცება გამოვლენისას და აღდგომისას არც ერთი ვნებისა, როგორც რაიმე არაჩვეულებრივისა და უცნაურისა.
თვისებების მიხედვით სულისა და სხეულისა გავლენის მიხედვით გარემოებებისა ერთ ადამიანში მოქმედებს და ვითარდება განსაკუთრებული ძალით ერთი ვნება, მეორეში – მეორე: სხვაში შეიმჩნევა განსაკუთრებული მიდრეკილება ვერცხლისმოყვარეობისადმი სხვაში ნაყროვანებისა; ერთი გაიტაცება ხორციელი გულისთქმით, სხვა წყურვილით ამაო პატივისა. მოუხიბლავმა როგორიღაცა თუნდაც ვნების მიერ არ უნდა იფიქროს, რომ არაა მასში ეს ვნებები: მხოლოდ არ ყოფილა შემთხვევა გამოვლენისადმი მისი.
გამუდმებულად საჭიროა ვიყოთ მზად წინააღმდეგობისადმი ყველა ვნებებისა. განსაკუთრებით უნდა ვიფხიზლოთ წინააღმდეგ ვნებისა გაბატონებულისა, გამოვლენილისა უფრო ხშირად სხვა ვნებებზე, მეტად შემაწუხებელზე ადამიანისა.
ვნებები, თვისობრივი დაცემული ბუნებისა, განსხვავდება უდიდესი განსხვავებით ვნებებისაგან, ათვისებულთა ნებაყოფლობით ყოველი ადამიანისაგან. ძალა მეორეთა შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანია ძალაზე პირველთა. მაგრამ სინანული, როგორც ყოვლისშემძლე კურნება მოცემული ყოვლისშემძლე ექიმისაგან – ღვთისა, მკურნალობს ადამიანს, მსურველს გამოიყენოს კანონიერად ეს კურნება, კურნავს მთელი დამაკმაყოფილებლობით ყველა ცოდვილი სენისაგან.
ზოგიერთი ვნებები წარმოადგენენ საწყისს და მიზეზს სხვა ვნებებისადმი; ასეთებია: ნაყროვანება; ნებივრობა, გართობები, სიამაყე, ვერცხლისმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, ურწმუნოება. შედეგები მათი: ავხორცობა, სევდა, მრისხანება, ავმეხსიერება, შური, სიამაყე, დავიწყება ღვთისა, მიტოვება სათნო ცხოვრებისა.
სულიერ ღვაწლში უნდა უპირატესად შევიარაღდეთ წინააღმდეგ საწყისი ვნებებისა: შედეგები მათი განადგურდება თავის თავად. უარმყოფელი ხორციელი სიამოვნებებისა, ადამიანური დიდებისა, მომხვეჭველობისა, გაფანტული ცხოვრებისა, არ მიეცემა მრისხანებას და სევდას, არ მოიცავს მას არც სიამაყე, არც შური; დაუბრჯოლებრივ განაგრძობს იგი სვლას გზაზე მცნებებისა ღვთისა ხსნისაკენ, ფართო ღვთის შემეცნებისაკენ ხელმისაწვდომისა მხოლოდ წმინდათათვის გულით.
ბელადი ყველა ვნებათა – ურწმუნოებაა. იგი უღებს შესასვლელს სულში ვერცხლისმოყვარეობასაც, და პატივმოყვარეობასაც და ბილწ გულისთქმებსაც და მრისხანებასაც, და სევდასაც, და აღსავსეს ბოროტებისა – სასოწარკვეთასაც.
ბელადი და კარი ყველა ჭეშმარიტი ქრისიანული სათნოებისა – რწმენაა.
ვნებები ცხოვრობენ საიდუმლოდ ხალხში, გამტარებელთაში გაფანტული, უყურადღებო ცხოვრებისა; უმეტეს წილად ისინი კმაყოფილდებიან მათ მიერ, უმეტეს წილად არ შეიმჩნევა მათ მიერ, უმეტეს წილად მართლდებიან, – ხშირად მიიჩნევიან უწმინდეს, უაღმატებულეს სათნოებებად.
ერთადერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი, გამუდმებით ყურადღებიანი საკუთარი თავის მიმართ, შემსწავლელი რჯულისა უფლისა დღე და ღამე, მმცდელობელი აღსრულებისა სახარებისეული მცნებებისა მთელი მონდომებით, შეძლებს დაინახოს საკუთარი ვნებები. რაც მეტად იგი იწმინდება და წარემატება: მით მეტად ვნებები მჟღავნდება წინაშე მისსა. საბოლოოდ წინაშე მზერათა გონებისა, განკურნებულისა სახარების მეშვეობით იხსნება საშინელი უფსკრული დაცემულობისა ადამიანურისა. ქრისტიანი ხედავს საკუთარ თავში დაცემულობას კაცობრიობისას, იმიტომ რომ ხედავს საკუთარ ვნებებს. ვნებები – ნიშანია ცოდვიანი მომაკვდინებელი სნეულებისა, რომლითაც დაზიანებულია მთელი კაცობრიობა.
როგორ მდგომარეობაში მოჰყავს ქრისტიანი ხედვას ვნებებისას საკუთარისას, საკუთარი დაცემულობისას? – მოჰყავს მგლოვარებაში საკუთარ თავზე, მგლოვარებაში მწარეში, უნუგეშოში. ვერავითარი მიწიერი სიხარული ვერ შეძლებს შეაჩეროს, გაწყვიტოს ეს მგლოვარება. ერთადერთი საღვთო მადლი აჩერებს მას დროდადრო, გადასცემს რა მგლოვარეს და დაფლეთილს გულს იმედს გადარჩენისას, სულიერ განსვენებას და ზეციერ სიამოვნებას, გამომდინარეს მშვიდობისაგან ქრისტესი.
როგორ მდგომარეობაში მოჰყავს ქრისტიანი განცხადებულ მასში მოქმედებას ვნებებისას? – იგი აღიყვანს მას გაძლიერებულ ბრძოლამდე წინააღმდეგ ვნებებისა. მოღვაწე ქრისტესი აძლიერებს თავის ლოცვებს, თავის მარხვას, თავის მღვიძარებას, თავის მუხლდრეკებს, და აჩვენებს რა გონებრივად უბედურებას თავისას ღმერთს, შუამდგომლობს გამოუთქმელი შემუსვრილებით და ტკივილით გულისა შეწყალებისათვის „მე კი, – ამბობს საღვთო დავითი, – რაჟამს იგინი მაჭირვებდნენ მე, შევიმოსი ძაძა და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს. მგლოვარე და მწუხარე ეგრე დავმდაბლდი“ ( ფს. 34:13-14 ).
რითი ცხადდება ვნებები? – გულისთქმებით, ოცნებებით და შეგრძნებებით ცოდვილებით. გულისთქმები და ოცნებები ზოგჯერ მოულოდნელად ცხადდებიან გონებისათვის, ზოგჯერ ქურდულად მიიპარებიან მასთან; მსგავსად ამისა წარმოიშვება და შეიგრძნობა გულში და სხეულში. ცოდვილი გულისთქმები, ოცნებები და შეგრძნებები ეზიდებიან აღსასრულებლად ცოდვისა თავად საქმეში, ანდა, უკიდურესად, დატკბობისათვის და დასამონებლად ცოდვიანი გულისთქმებით, ოცნებებით, შეგრძნებებით, აღსასრულებლად ცოდვისა წარმოსახვაში და შეგრძნებაში.
მოღვაწე ქრისტესი უნდა განეშოროს არა მხოლოდ აღსრულებას ცოდვისას საქმით, არამედ კიდეც აღსრულებისაგან მისი წარმოსახვაში და გრძნობაში. ყოველი ვნება ძლიერდება დატკბობისაგან მისით, აღსრულებისაგან უკანონო მოთხოვნებისა და წარმოდგენებისა მისი საიდუმლო სულიერი მოძრაობებით. ვნება, აღსრულებული თავად საქმეში, ანდა დანერგილი სულში ხანგრძლივი თანაგრძნობით მისდამი და კვებით მისით, იღებს ბატონობას ადამიანზე. საჭიროა ბევრი დრო, საჭიროა სისხლიანი ღვაწლი, საჭიროა განსაკუთრებული საღვთო გულმოწყალება, განსაკუთრებული საღვთო შემწეობა, რათა ჩამოიგდოს უღელი ვნებებისა, მიღებული ნებაყოფლობით, მიმღები ძალაუფლებისა ადამიანზე, ანდა დაცემისაგან ადამიანისა სასიკვდილო ცოდვაში, ანდა დანაშაულებრივი, ნებსითი სიამოვნებისაგან ცოდვით დაფარულ სულიერ სასახლეში, კუთვნილში ქრისტესადმი.
შეუძლებელია, რომ ვნებები, მცხოვრებნი შიგნით ადამიანისა, არ გამომჟღავნდნენ მის ფიქრებში სიტყვებში და ქმედებებში. ეს გამომჟღავნებები ვნებათა, როდესაც თანხლდებიან როგორიც არ უნდა იყოს გატაცებით, იწოდება და მიიჩნევა დაცემებად 528 ასპარეზზე ჭეშმარიტი ქრისტიანული მოღვაწეობისა, მისწრაფებულისა სრულყოფილებისაკენ. იმკურნალება ისინი დაუყოვნებლივი სინანულით.
ასეთი დაცემები – განუყრელი კუთვნილებანია სიძველისა ძველი ადამისა: ადამიანური ბუნებისა, დაცემული და დასნეულებულისა ცოდვით. განსაკუთრებით ახალბედა მოღვაწე ვერ შეძლებს არ გატაცდეს ცოდვიანი გულისთქმებით, ოცნებებით და შეგრძნებებით; იგი ვერ შეძლებს არ შესცოდოს ცოდვილი გულისთქმებით, ოცნებებით და შეგრძნებებით; იგი ვერ შეძლებს არ შესცოდოს სიტყვით და თავად საქმით. შეცოდებები ესენი იმკურნალება დაუყოვნებლივი სინანულით. არაა ლაპარაკი აქ დაცემებზე სასიკვდილო ცოდვით და ნებაყოფლობით ცოდვიან ცხოვრებაზე, რომელიც სრულად – დაცემაა: აქ ლაპარაკია დაცემებზე მსუბუქებზე უძლურებისაგან, წოდებულებად ცოდვებად საპატიოებად, რომლებისგანაც თვით მართლებიც არ იყვნენ სრულად თავისუფალნი.
მოწმობს წერილი: „შვიდგზის ღათუ დაეცეს მართალი, აღ-ვე-დგეს,“ სინანულით ( იგ. 24:16 ). შესაბამისად განწმენდისა სინანულით მცირდება გატაცებები, მაგრამ ამასთან ისინი ხდება უფრო ფაქიზნი, უფრო შეუმჩნეველნი, აცდუნებენ და ატყუებენ ზოგჯერ კაცებს, აღსავსეებს საღვთო მადლით ( 1par.21:1 ). გატაცებები ესენი გვიცავენ განდიდებისაგან, წარმოადგენენ მიზეზს სიმდაბლისას, აკავებენ მხსნელ საძოვარზე სინანულისა 529 .
ყურებით საკუთარი თავისადმი ასეთი შემეცნებისაგან საკუთარი თავისა, უნდა დავიცვათ მშვიდობა სულიერი, არაფრით არ შევცბუნდეთ და არ გავიტეხოთ გული, არ მოვიდეთ გაცბუნებაში, როდესაც გაიხსნება ჩვენში მოქმედება ვნებებისა. ზოგჯერ მოქმედება ეს არის ხოლმე მსუბუქი, ზოგჯერ ძალიან ძლიერი. მამაცურად შევეწინააღმდეგოთ ვნებებს.
არ შეწყვეტენ ისინი აღდგომას და თავდასხმას ჩვენზე სამარის ფიცრამდე! და ჩვენ შევემზადოთ სამუდამო შეწინააღმდეგობისათვის მათდამი, მყარ დარწმუნებულობაში რომ ვერ შევძლებთ ვიყოთ მუდმივი გამარჯვებულნი ვნებებზე, რომ ბუნებრივი აუცილებლობით ჩვენ უნდა დავექვემდებაროთ უნებლიე დამარცხებებს, რომ თავად ეს დამარცხებანი შეეწევა წარმატებას, როდესაც ინარჩუნებენ და აძლიერებენ ჩვენში სინანულს და წარმოშობილს მისგან სიმდაბლეს.
არ ვენდოთ ჩვენს გამარჯვებებს ვნებებზე, არ მოვიდეთ აღტაცებაში ამ გამარჯვებებით. ვნებები, მსგავსად გამომყენებელი მისი დემონებისა, მზაკვრებია: ისინი წარმოდგებიან დამარცხებულებად, რათა ჩვენ განვდიდდეთ, და რათა მიზეზით, ჩვენი განდიდებისა გამარჯვება ჩვენზე იყოს მეტად მოსახერხებელი და გადამწყვეტი.
შევემზადოთ ვუყუროთ ჩვენს გამარჯვებებს და დამარცხებებს ერთნაირად: მამაცურად, ცოვსისხლიანად, მიუკერძოებლად.
გაგიტაცა განა შენ ოცნებებმა ცოდვილებმა, დატკბი კი ცოდვილი გულისთქმებით, წარმოთქვი განა უქმი, უგუნური სიტყვა, გამოიყენე განა ბევრი საკვები, ანდა გააკეთე რამე სხვა, მსგავსი ამისი, – არ აღშფოთდე, არ ისულმოკლეო, არ დაურთო ზიანი ზიანს 530 . შეინანე დაუყოვნებლივ წინაშე გულთამხილველისა – ღვთისა, შეეცადე გამოსწორდე და სრულიქმნე დარწმუნდი აუცილებლობაში უმკაცრესი ზედამხედველობისა საკუთარი თავისადმი, და შენარჩუნებით სიმშვიდისა სულისა, სიმტკიცით და დაჟინებულობით გააგრძელე სულიერი გზა შენი.
ხსნა ჩვენი – ღმერთია ჩვენი, არა ჩვენი საქმეები. საქმეებით რწმენისა, ესე იგი აღსრულებით სახარებისეული მცნებებისა, ჩვენ ვამტკიცებთ ჭეშმარიტებას ჩვენი რწმენისას და ერთგულებას ჩვენისას ღმერთისადმი.
არ მიაქციო ყურადღება გულისთქმებს ცრუ სიმდაბლისას, რომელიც გატაცებით და დაცემულობით შენით შთაგაგონებს შენ, რომ შენ შეუქცევლად განარისხე ღმერთი შენი, რომ ღმერთმა მიაქცია სახე თავისი შენგან, მიგატოვა, დაგივიწყა შენ. შეიცნე წყარო ამ გულისთქმებისა ნაყოფებით მათით. მათი ნაყოფებია: გულგატეხილობა, მოდუნება სულიერ ღვაწლში, ხოლო ხშირად კიდეც მიტოვება მისი სამუდამოდ ანდა გახანგრძლივებული დროით.
თუკი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია შემეცნება, რომ ყოველ მოღვაწეს განგრძობით და ფრიადძნელ ასპარეზზე სულიერი ღვაწლისა აუცილებლად მოუწევთ გამარჯვებებიც და დამარცხებებიც, რომ შეუძლებელია შეზღუდულობა, უძლურება ცოდვილობისა ჩვენისა არ გამოიხატოს გამოხატულებებით: მით მეტად იცის ეს შემოქმედმა ჩვენმა ად დამდგენმა ღვაწლისამ – ღმერთმა. გულმოწყალებით უყურებს იგი შებრკოლებებს თავისი მოღვაწისა, და დიდსულოვანი მუდმივობისათვის და ერთგულებისათვის უმზადებს მას გვირგვინს სიმართლისას, გამარჯვებისას, დიდებისას.
სასურველისა სისუფთავე გულსია და სხეულისა! მისით იხილვება ღმერთი ( მთ. 5:8 ). სისუფთავე ეს შეიძინება გამუდმებული და ფრიადძნელი ღვაწლით წინააღმდეგ უწმინდურებისა. შებიჯებისათვის ღვაწლში წინააღმდეგ უწმინდურებისა აუცილებელია, რათა იგი გაიხსნას წინაშე მზერათა გონებისა. იხსნება იგი გულისთქმებით, ოცნებებით, შეგრძნებებით ხორციელით. არასოდეს მებრძოლი წინააღმდეგ უწმინდურობისა, უცოდნელი მისი, მიმჩნევი თავისა სუფთად, იმყოფება ძალიან საშიშ თვითცდუნებულობაში, შემძლებელია მოულოდნელად თავისი თავისათვის და უეცრად ჩავარდეს უფსკრულში სასიკვდილო შეცოდებათა: უწმინდურობა არის განუშორებელი კუთვნილება დაცემულისა ბუნებისა, ხოლო სისუფთავე – ნიჭია მადლისა ღვთისა, მოზიდული სწორი შრომით ადამიანისა განწმენდისადმი თავისა.
უდიდესი განსხვავებაა – შეცოდება განზრახ, განწყობილობის მიხედვით ცოდვისადმი, და შესცოდო გატაცებით და უძლურებით, განწყობილობაში ესათნოვო ღმერთს. უდიდესი განსხვავებაა – გატარებაში ცოდვილი ცხოვრებისა, გატარება ცხოვრებისა დაკმაყოფილებით ყველა სურვილისადმი, ყველა ვნებისადმი საკუთარისა, და შებრკოლებაში მიზეზით უძლურებისა, შეზღუდულობისა, მიზეზით ცოდვილი სენისა, სვლისას გზაზე ღვთისაზე.
საშიშია ნაადრევი უვნებობა! საშიშია ნაადრევი მიღება სიამოვნებისა საღვთო მადლით. ნიჭებმა ზებუნებრივებმა შესაძლოა დაღუპონ მოღვაწე, დაუსწავლელი უძლურებისა თავისი დაცემებით, გამოუცდელი ცხოვრებაში, დაუხელოვნებელი ბრძოლაში ცოდვილ გულისთქმებთან გაუცნობელი დაწვრილებით მზაკვრობისადმი და ბოროტებისადმი დემონებისასთან, ადვილადცვალებად ადამიანურ ბუნებასთან. ადამიანი თავისუფალია არჩევაში სიკეთისა და ბოროტებისა; თუმც კი ეს ადამიანი კიდეც იყოს ჭურჭელი საღვთო მადლისა: მან შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს თავად მადლი ღვთისა. მიზეზით მისი იგი სესაძლოა განდიდდეს მოყვასზე; მიზეზით მისით იგი შესაძლოა დაექვემდებაროს თვითმოიმედეობას, შედეგი თვითმოიმედეობისა ჩვეულებრივ არის ხოლმე დაუდევრობა, მოდუნება ღვაწლში, მიტოვება მისი. კვალად დაუდევრობისა მოულოდნელად, მძვინვარედ აღდგება ხორციელი გულისთქმა სულში და სხეულში განწმენდილებში, გაიტაცებს მსგავსად ქარბუქიანი ნაკადისა, ამხობს უფსკრულში სიძვის დაცემებისა, ხშირად თავად სიკვდილში სულიერში.
კაცთმოყვარე – ღმერთი, „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭესმარიტებისასა მოსლვაჲ ( 1ტიმ. 2:4 ), დაუშვა მსახურებზე თავისაზე, დაუშვა საყვარლებზე თავისებზე, მთელ დროს მიწიერი მოგზაურობისა მათისა, ბრძოლა გარეგან და შინაგან მწუხარებებთან. ბრძოლა ვნებებთან და ტანჯვა წარმოშობილი ამ ბრძოლიდან, შეუდარებლად უფრო მძიმეა ყველა საცდურზე გარედან. წვალება და ღვაწლი, რომელშიც აღიწევა ქრისტიანი უხილავი, შინაგანი ბრძოლით, ადის მნიშვნელობით თავისით ღვაწლამდე მოწამეებისაზე. „გაეცი სისხლი და მიიღე სული“, ვიმეორებთ გამონათქვამს მამებისას, გაცნობილებისას გამოცდილებით ამ ბრძოლასთან. უღელს ასეთი ღვაწლისას ატარებენ მხოლოდ გულდასმითი აღმსრულებელნი მცნებებისა სახარებისა, მხოლოდ ჭეშმარიტნი მსახურნი ქრისტესნი. „აღსრულება მცნებებისა ასწავლის ადამიანს მის უძლურებებს“, თქვა ღირსმა სვიმონმა 531 . შემეცნებაზე და აღიარებაზე უძლურებისა შენდება მთელი შენობა გადარჩენისა.
უცნაური მდგომარეობაა საქმისა ზედაპირული შეხედულებით! აღსრულება მცნებებისა ასწავლის ადამიანს თავის უძლურებას“. მაგრამ ეს – სიტყვებია გამოცდილებისა. მხოლოდ გულმოდგინე აღსრულებაში მცნებებისა ქრისტესი ადამიანს შეუძლია დაინახოს მრავალი ვნებები თავისი; მხოლოდ გულდასმითი აღსრულებისას მცნებებისა ქრისტესი ადამიანი შეძლებს დარწმუნდეს სრულ უძლურებაში ძველი ადამისა საქმიანობისადმი ახლისა, სამართლიანია განსაზღვრულობა, წარმოთქმული სულიერი კანონით, განსაზღვრულობა რომ ეს კანონი შესაძლოა იყოს აღსრულებული მხოლოდ გულუხვობებით ქრისტესით 532 .
ყოვლისშემძლე მარჯვენაში განგებულებისა თავად ცოდვა, მცხოვრები შიგნით ადამიანისა, მომცველი მთელი არსებისა მისი, მომცველი მთელი ასოებისა სულისა და სხეულისა, შეეწევა მის წარმატებას, თუკი ეს ადამიანი – ჭეშმარიტი ქრისტიანია.
სიგლახაკე სულისა, აღიარება საკუთარი დაცემულობისა, აღიარება აუცილებლობისა გამომსყიდველში, სწრაფვა მთელი არსებით აღსრულებისათვის გამომსყიდველი ჩვენი ძისადმი ღვთისა და ღმერთისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – ნაყოფებია ბრძოლისა ვნებებთან. ეს ნაყოფები – წინდია მარადული ნეტარებისა.
სიგლახაკე სულიერი, დაცემულობა კაცობრიობისა, ცოცხალი აღიარება გამომსყიდველისა უცნობია ძისათვის საუკუნისა ამის. იგი ემსახურება ვნებებს, მიიჩნევს თავის თავში სიუხვეს ღირსებებისას, ხედავს სათნოებებს, – და, ანდა არაფერს არ მოელის ზეცაში, არ ფიქრით არასოდეს ზეცაზე, ანდა ელოდება იქ ჯილდოებს, როგორც ვალს ელის მიზეზით ღრმა უცოდინრობისა ერთადერთ სათნოებაზე, დაჯილდოვებულზე ზეცაში სათნოება ეს – ქრისტიანობაა.
მონა ღვთისა, აღსრულებით სახარებისეული მცნებებისა, მეტად და მეტად ააშკარავებს თავის თავში ვნებებს, და იმ დროს, როგორც მადლი წმინდისა სულისა წარმოშობს მასში ნეტარ სულიერ მდგომარეობებს, სიგლახაკეს სულისას, მგლოვარებას, სიმშვიდეს, მოწყალებას, მთელცნობობას სულიერ გონებას, იგი მიიჩნევს თავის თავს ცოდვილად ცოდვილთა შორის, არ აღმსრულებლად არავითარი სიკეთისა, დამნაშავედ აურაცხელ შეცოდებებში, ღირსად მარადიული სატანჯველისა გეენაში ცეცხლისა გამუდმებული დარღვევისათვის მცნებათა ღვთისა.
წმინდა მამები ხედავდნენ რა თავიანთ თავში გაღვივებულ ნაყოფს სულიერს ბრძოლისაგან ვნებებთან, არ სურდათ შეწყვეტა ამ ბრძოლისა; ისინი ისურვებდნენ დაეთმინათ მასში მამაცურად, სულგრძელად 533 . ნეტარნი! ისინი არ ეძებდნენ სხვა სრულყოფილებას, გარდა სრულყოფილებისა სიმდაბლეში; ისინი არ ეძებდნენ მოპოვებას იმედისა ხსნისა რაიმე თავისაში, ეძებდნენ მოპოვებას მისსას ქრისტეში. სადაც არაა სიმდაბლე, იქ არაა ქრისტიანული სათნოებები, ხოლო სადაც ჭეშმარიტი სიმდაბლეა, იქაა ყველა სათნოებები მთელ სისრულეში მათსა; იქაა – ქრისტე; იქაა ვნებები და მპყრობელი მათი „მტერი“ ეშმაკი „არა ირგოს“ მსახურზე ქრისტეზე „და შვილმან უსჯულოებისამან“, ცოდვამ „ვერ შესძინოს“, ცოდვამ, „ვერ შესძინოს ვნებად მისა“ ( ფს. 88:23 .).
გავყვეთ ნაბიჯებს მამათას, – და მივაღწევთ ნავმისადგომში მარადიული ნეტარებისა. ამინ.
Next