Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 53

Previous

სახარებისეული ნეტარებების შესახებ.

ნასესხებია მამათა წერილებიდან, უპირატესად წიგნიდან მღვდელმოწამე პეტრე დამასკელისა. სათნოებათმოყვარეობა ნაწ. 3.

აღსრულებისაგან სახარებისეული მცნებებისა წარმოდგება სულში შეგრძნებები, უცხონი ბუნებისა დაცემულისა და უცნობნი მისდამი. „შობილი იგი სულისაგან სულ არს“ ( ინ. 3:6 ), ხოლო როგორც მცნებები ქრისტესანი „არიან სული“ ( ინ. 6:63 ), ისე შეგრძნებებიც, წარმოშობილნი მის მიერ, არის შეგრძნებები „სულიერნი“.

რომელი პირველი შეგრძნება ცხადდება სულში აღსრულებისაგან სახარებისეული მცნებებისა? – „სიგლახაკე სულისა“.

როგორც კი ქრისტიანი მოისურვებს განახორციელოს მოქმედებებში თავისაში, გარეგანში და შინაგანში, სახარებისეული მცნებები, რომ დაინახავს დაზიანებულ თავის ბუნებას, აღმდგარს წინააღმდეგ სახარებისა, შეუპოვრად შეწინააღმდეგებულს სახარებისადმი.

ქრისტიანი, შუქზე სახარებისა, ხედავს თავისში დაცემულობას კაცობრიობისას. ამ ხედვისაგან ბუნებრივად იშვება მდაბალი წარმოდგენა საკუთარ თავზე, წოდებული სახარებაში „სიგლახაკედ სულისა“ ( მთ. 5:3 ).

სიგლახაკე სულისა – ნეტარებაა, პირველი სახარებისეულ რიგში, პირველი რიგში სულიერი წარმატებისა, პირველი მდგომარეობა სულიერი, პირველი საფეხური კიბეზე სათნოებათა.

ყოველი შეგრძნება და მდგომარეობა, მიკუთვნებული ბუნებას განახლებულს, შეადგენს აუცილებლობის მიხედვით ნეტარებასაც, როგორც გამოვლინებას სულში ზეციერი სამეფოსი, როგორც წინდს ხსნისას, როგორც წინასწარგანცდას მარადიული ნეტარებისას.

სიგლახაკეზე სულისა თქვა წმინდა დავითმა: „მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ ( ფს. 50:19 ).

სიგლახაკე სულისა – მარილია ყველა სულიერი მსხვერპლისა და ყოვლადდასაწველისა. თუკი ისინი არ არიან დამარილებულნი ამ მარილით, – ღმერთი უარყოფს მათ. ხედვა დაცემულობისა საკუთარისა უკვე არის ნეტარება დაცემული ადამიანისათვის. მხედველმა დაცემულობისა თავისი შემძლებელია ცნოს აუცილებლობა გადარჩენისა, მხსნელისა, – შემძლებელია ირწმუნოს სახარებაში ცოცხალი რწმენით.

ასეთი მდგომარეობა – ნიჭია მადლისა, მოქმედებაა მადლისა, მისი ნაყოფი, ხოლო ამიტომ კიდევაც ნეტარება.

ღატაკისათვის თვისობრივია მწუხარებდეს სიგლახაკეზე თავისაზე. სიგლახაკე სულისა შობს შემდგომს მისსას ნეტარებას: „მგლოვარებას“. „მგლოვარება“ – ღვთისმოსავი მწუხარებაა ერთგული სულისა, მაყურებლისა სარკეში სახარებისაში, მხედველისა ამ სარკეში აღურაცხელი თავისი ცოდვიანი ლაქებისა.

ასეთი სული რეცხს თავის ლაქებს წმინდა წყლით – ცრემლებით; რეცხს ლაქებს წმინდა მწუხარებით.

გამოუთქმელი ნუგეში, გამოუთქმელი სიმსუბუქე იღვრება გულში შემდგომად ჩაღვრისა გადამრჩენელი ცრემლებისა ცოდვების შესახებ დაცემების შესახებ, – ცრემლები, გამოვლენილი მიზეზით შეგრძნებისა სიგლახაკისა სულიერისა.

თუკი აქ, დედამიწაზე, ღვთისმოსავ მგლოვარებას მოაქვს ასეთი შეუდარებელი სულიერი ნუგეში, – ასეთივეს იგი მოამზადებს ნეტარებას მომავალ საუკუნეში?

ქრისტემ წამოთქვა მსჯავრი ღვთისმოსავად მგლოვარეებზე: „ნეტარ არიან მგლოვარენი“ ( მთ. 5:4 ).

შენ ჩაიდინე ცოდვები? – დაღვარე ცრემლები

ვინც დაკავებულია ღრმა განხილვით საკუთარი თავისა, ვინც ხედავს თავს შებილწულად არუაცხელი ცოდვებით, ვინც სცნობს თავს ღირსად მარადიული სატანჯველისა, და უკვე დასტირის, როგორც მისჯილს მისდამი: იგი მცირედ ხედავს ანდა საერთოდაც ვერ ხედავს ნაკლოვანებებს მოყვასში, ადვილად ჰპატიობს იმ ნაკლოვანებებს, რომელსაც ხედავს, – ხალისიანად, გულიდან ჰპატიობს ყველა წყენას და შეურაცხყოფას.

მდგომარეობა სულისა, რომლის დროსაც განშორებულია მისგან მრისხანება, სიძულვილი, ავმეხსიერება და განკითხვა, არის ახალი ნეტარება: იგი იწოდება: „სიმშვიდედ“. „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, – გვაუწყა მხსნელმა, – რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ ( მთ. 5:5 ).

როგორია ეს ქვეყანა?... შემდგომად დაცემულობისა ღმერთმა უწოდა მიწა ადამს, ხოლო ადამში უწოდა მიწა მეც: „მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე.“ ( დაბ. 3:19 ).

მყოფი მიწად, მე ამასთან მოკლებულიც ვარ მფლობელობას ამ მიწისას: მტაცებენ მას ჩემგან სხვადასხვა ვნებები, განსაკუთრებით მოძალადეზე და გამტაცებელი ჩემი სასტიკი მრისხანება; მე მოკლებული ვარ მთელ ძალაუფლებას ჩემს თავზე. სიმშვიდე მიბრუნებს მე ამ ძალაუფლებას, შევყავარ მე მფლობელობაში ჩემი მემკვიდრეობისა, ჩემი მიწისა, ჩემი თავისა, ჩემი სხეულისა, ჩემი სისხლიდა, ჩემი აღტყინებებისა. „მშჳდთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და იშუებდენ მრავლითა მშჳდობითა.“ ( ფს. 36:11 ).

დაძლევით კვლავ მიწისა, ვიწყებ სურვილს ზეცისას: შევდივარ ახალ მდგომარეობაში, მოწყობილში ჩემში მადლის მიერ, ახალ ნეტარებაში: ვიწყებ „მშიოდეს და მწყუროდეს სიმართლე“ ღვთისა, – არა ფუჭისა, ადამიანურისა ( მთ. 5:6 ).

სიმართლე საღვთო გამოცხადდა კაცობრიობისათვის საღვთო გულმოწყალებაში, და დაგვავალა ჩვენ მივმსგავსებოდით ღმერთს სრული გულმოწყალებით ( მთ. 5:48 ), არა რომელიღაც სხვა სათნოებით.

გულმოწყალება არავის არ განიკითხავს, უყვარს მტრები, დებს სულს მეგობრებისათვის ხდის ადამიანს ღვთის მსგავსად. ეს მდგომარეობა – კვლავ „ნეტარებაა“ ( მთ. 5:7 ).

გული, მოცული მოწყალებით, ვერ შეძლებს ჰქონდეს ვერავითარი ფიქრები ბოროტებაზე; ყველა გულისთქმები მისი – სიკეთეებია.

ის გული, რომელშიც მოძრაობს მხოლოდ სიკეთე, არის გული სუფთა, შემძლებელი ღვთის ხილვისა. „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ ( მთ. 5:8 ).

რას ნიშნავს წმინდანი გულითა? შეეკითხნენ ერთ ერთს დიდ მოძღვარს ბერმონაზვნებისას მან უპასუხა: „გული,, მსგავსებით ღვთაებისა მოძრავი უსაზღვრო გრძნობით მოწყალებისა ყველა ქმნილებისადმი 520 ”.

სუფთა გულში ეშვება მშვიდობა ღვთისა, აერთებს აქამდე განცალკევებულ გონებას სულს და სხეულს, ხელახლა ქმნის ადამიანს, ხდის მას შთამომავლად ახლისა ადამისა. „მშვიდობა ღვთისა“ – ხვედრია წმინდათა ღვთისათა: მეშვეობით წმინდისა მშვიდობისა, ქრისტიანი, აღსრულებით სარბიელისა სინანულისა, ურიგდება ღმერთს, ყველა გარემოებებს, ყველა მოყვასს, თავის თავთან; იგი ხდება ძე ღვთისა მადლით ( მთ. 5:9 ).

მშვიდობა ღვთისა თან სდევს აშკარა თანამყოფობას ადამიანში წმინდისა სულისა; იგი – მოქმედებაა, ნაყოფია წმინდისა სულისა.

მომხვეჭი თავის თავში მშვიდობისა ღვთისა, შემძლებელია სხვა საბოლოო ნეტარებებისადმი: დიდსულოვანი დათმენისა, დათმენისა სიხარულით ლანძღვისა, ცილისწამებათა, განდევნისა და სხვა თავდასხმებისა.

მომხვეჭი მშვიდობისა ღვთისა არ შიშობს გარეგანი ტალღების გამო სასწორზე გულისა მისისა ნუგეშმა მადლისმიერმა გაანადგურა მთელი ღირებულება მიწიერი დიდებულისა და საამოსი, მთელი სიმძიმე მიწიერი სამწუხაროსი და მწარესი.

დაათვალიერე დიდებული სულიერი კიბე ნეტარებებისა სახარებისეულისა,, დაათვალიერე ყოველი საფეხური. კარგია ყოფნა სიმაღლეზე ამ კიბისა; მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარია ისიც, ვინც იმყოფება თუნდაც პირველ მის საფეხურზე.

ამ კიბეზე ნახტომი შეუძლებელია: აუცილებლად საჭიროა ასვლა საფეხურიდან საფეხურზე. აჰყავს მათზე საღვთო მადლს; აჰყავს ადამიანი მომდევნო საფეხურზე არა იმ დროს როდესაც იგი ჩათვლის თავს ამად, არამედ როდესაც იგი ჩათვლის მას ღირსად.

ღირსნი ამაღლებისანი – მდაბალნი არიან.

არ შეითხზა თავად ნეტარებები: ამაყი და სულელი თვითწარმოდგენამ შესაძლოა შეთხზას ადამიანისათვის ასეთი ნეტარება, და იგი განმავლობაში მთელი ცხოვრებისა მოგატყუებს შენ, გაამებს შენ, – გარეშე დაგტოვებს ჭეშმარიტი სიკეთეებისა დედამიწაზე და ზეცაში.

ეძიე სიგლახაკე სულისა. ძიება ამ ნეტარებისა ნებადართულია და საქებარი. იგი – საფუძველია, მომცემი ყველა სხვა ნეტარებათა. როდესაც შეირყევა საფუძველი: მაშინ ისიც, ვინც იდგა უმაღლეს ხარისხში სულიერი წარმატებისა, ჩამოინგრევა ქვემოთ, და ხშირად იმტვრევა სიკვდილამდე.

მოიპოვება სიგლახაკე სულისა შესწავლით სახარებისა, აღსრულებით მისი ბრძანებებისა შედარებით საკუთარი ქმედებებისა და თვისებებისა ნაბრძანებთან სახარებისა, იძულებით საკუთარი გულისა დიდსულოვანი გადატანისადმი წყენებისა, თავის ყვედრებით ლოცვით მისაღებად გულისა შემუსვრილისა და მდაბლისა.

თხოვნებს ამაყებს ღმერთი უარყოფს, არასაჭიროებს არ აღასრულებს, არამედ როდესაც მისი ქმნილება ითხოვს მისგან ნიჭს არსებითად სასარგებლოს და აუცილებელს, – იგი გარდამოუვლენს მას გაუღარიბებელი თავისი საგანძურიდან.

არსებითად სასარგებლო, აუცილებელი ადამიანისათვის სულიერი ნიჭი ღვთისაგან – „სიგლახაკეა სულისა“. ამინ.

Next