სახარებისეული მცნებების შესახებ
მხსნელმა სოფლისამ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, შედგომილმა გადმოცემას თავისი ყოვლადწმინდა მცნებებისა, თქვა: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ ( მთ. 5:17 ).
როგორ უფალმა აღასრულა კანონი და წინასწარმეტყველნი? აღბეჭდვით პიველსახობრივი მსხვერპლთა მირთმევით თავისი თავისა მსხვერპლად კაცობრიობისათვის; შეცვლით ჩრდილთა და მკითხაობათა ძველისა აღთქმისა მადლით და ჭეშმარიტებით ახალი აღთქმისათი; დაკმაყოფილებით წინასწარმეტყველებებისა წინასწარმეტყველთა აღსრულებით მათით; შევსებით ზნეობრივისა კანონისა ამდენად აღმატებული დადგენილებებით, რომ კანონი ეს, დარჩენილი უცილობლად, ამასთან კიდეც შეიცვალა მიზეზით სიმაღლისა ახალი დადგენილებებისა. ასე იცვლება ბავშვი, მიმღწევი მამაკაცის ასაკისა, და დარჩენით იმავე ადამიანად.
დამოკიდებულება ძველი აღთქმისა ადამიანთან შეიძლება შედარდეს სულიერ ანდერძს მემკვიდრეობისათვის, რის დროსაც ჩვეულებრივ დაერთვება დაწვრილებითი აღწერა მემკვიდრეობისა მთელი საჭირო გაზომვებით და გამოანგარიშებებით, გეგმებით ადგილ-მამულისა ნახატებით შენობებისა; მიმართება ახალი აღთქმისა შესაძლოა შედარდეს შემოტანას მფლობელობაში მემკვიდრეობისა. იქ ყველაფერი გადმოცემულია და გამოსახული ქაღალდზე: აქ ყველაფერი მოიცემა არსობრივად, საქმეში.
რით განსხვავდება მცნებები სახარებისანი მცნებებისაგან მოსეს ათი მცნებისაგან? უკანასკნელნი არ დაუშვებდნენ დაცემული ადამიანისათვის ჩავარდნას მდგომარეობაში გადაჭრით არაბუნებრივში, არამედ კიდეც არ შეეძლოთ აეყვანათ იმ მდგომარეობამდე უბიწოებისა, რომელშიც ადამიანი იყო შექმნილი. მცნებები ათი მცნებისა იცავდნენ ადამიანში შემძლებლობას მისაღებად მცნებებისა სახარებისა ( ინ. 3:21 ). მცნებებს სახარებისას აჰყავთ უბიწოებაში, აღმატებულში იმისა, რომელშიც ჩვენ შექმნილნი ვართ: ისინი აშენებენ ქრისტიანს ტაძარში ღვთისაში ( ინ. 14:23 ); გახდით მისი ტაძრად ღვთისად, ინარჩუნებენ ამ მადლისმიერ, ზებუნებრივ მდგომარეობაში ( ინ. 15:10 ).
წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე იყვნენ ზუსტი აღმსრულებელნი კანონისა მოსესი განსაკუთრებული სიყვარულის გამო ღვთისადმი საქ. 10 და სხვ., ფილ. 3:5-6 ). სისუფთავემ მიმართულებისამ და უბიწოებამ ცხოვრებისამ გახადეს ისინი შემძლებელნი ერწმუნათ გამომსყიდველში, და ყოფილიყვნენ მისი მოციქულები. აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ხშირად შემძლებელნი რწმენისადმი აშკარა ცოდვილნი, დასულნი ცოდვებით თავიანთით მსგავსებაში პირუტყვთა და მხეცთა, მაგრამ მაღიარებელნი ცოდვებისა და გადამწყვეტნი მიეტანათ მათში სინანული. ყველაზე ნაკლებად შემძლებელნი აღმოჩნდენენ ის ცოდვილნი, რომლებიც თვითწარმოდგენით და სიამაყით დაემსგავსნენ ეშმაკებს, და, მსგავსად ეშმაკთა, უკუაგდეს აღიარება ცოდვილობისა ად სინანული ( მთ. 21:31-32 ).
უფალმა უწოდა ყველა სწავლებას თავისას, ყველა სიტყვას თავისას და ყველა სიტყვებს თავისას „მცნებები“ ( ინ. 14:21, 23 ). „სიტყუათა, – თქვა მან, – რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება“ ( ინ. 6:63 ). ისინი ხორციელ ადამიანს აქცევენ სულიერად, მკვდარს აღადგენენ, შთამომავალს ძველი ადამისას ხდიან შთამომავლად ახლისა ადამისა, ძისა კაცისასი ბუნებით – ძედ ღვთისად მადლით.
მცნება ახლისა აღთქმისა მომცველი ყველა სხვა კერძო მცნებათა – სახარებაა. „აღსრულებულ არს ჟამი, და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ“ ( მკ. 1:15 ).
უფალმა უწოდა თავის კერძო მცნებებს მცირეებად უბრალოებით და სიმოკლის გამო გადმოცემისა, მიზეზით რომლისაც ისინი ადვილადმისადგომია ყოველი ადამიანისათვის. წოდებით მათისა მცირეებად, უფალმა გამოაცხადა თუმც რომ დამრღვევი ერთი ასეთი მცნებისა მცირედ იწოდება სასუფეველში ზეცათაში“ ( მთ. 5:19 ), ე. ი. მოაკლდება ამ სასფეველს 509 .
შევუშინდეთ განსაზღვრულობას უფლისას! განვიხილოთ სახარება; შევამჩნევთ მასში ყველა მცნებებს უფლისას ჩვენისას, დავნერგოთ ისინი მეხსიერებაში გულდასმითი და უგამონაკლისო აღსრულებისათვის მათისა; ვირწმუნოთ ცოცხალი რწმენით სახარებაში.
პირველი მცნება, მიცემული განკაცებული უფლისაგან კაცობრიობისადმი, არის მცნება სინანულის შესახებ. წმინდა მამები ამტკიცებენ, რომ სინანული უნდა იყოს საწყისიც ღვთისმოსავი ცხოვრებისა, და სულიც მისიც, მთელ განმავლობაში მისი 510 . გარეშე სინანულისა შეუძლებელია არც ცნობა გამომსყიდველისა, არც მყოფობა აღსარებაში გამომსყიდველისა. სინანული არის აღიარება საკუთარი დაცემულობისა, გამხდელისა ბუნებისა ადამიანურისა გარყვნილად, შებილწილად, და ამიტომაც გამუდმებით მსაჭიროებისა გამომსყიდველში. გამომსყიდველისაგან, ყოვლადსრულყოფილისაგან და ყოლადწმინდისაგან იცვლება დაცემული ადამიანი, აღმსარებელი გამომსყიდველისა. „ეგრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ ( მთ. 5:16 ), უთხრა უფალმა მოწაფეებს თავისას, ამცნო რა მათ ამავდროულად აღესრულებინათ ყველა სათნოებანი ფარულად, და წინასწარ იუწყა, რომ ისინი იქნებოდნენ მოძულებულნი და ძაგებულნი ადამიანების მიერ ( მთ. 6:1-19 , ლკ, 21:17 ). როგორ აღვასრულოთ ჩვენ ეს მცნება უფლისა, აღსრულებით ჩვენი კეთილი საქმეებისა საიდუმლოდ? – ჩვენ მოვიხვეჭთ შემძლებლობას აღსრულებისას მისისა სწორედ მაშინ, როდესაც უარვყოფთ ძიებას საკუთარი დიდებისას, როდესაც უარვყოფთ მოჩვენებითად კეთილ მოქმედებას თავისი დაცემული ბუნებისას, საკუთარი თავიდან, ხოლო ვიმოქმედებთ დიდებისათვის ღვთისა, სახარებიდან 511 . „კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, – ამბობს წმინდა მოციქული პეტრე – ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი. რომელი იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა; რომელი ჰმსახურებდეს, ვითარცა ძალისაგან, რომელსა მისცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი იესუ ქრისტეს მიერ. რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე“ ( 1პეტ. 4:10-11 ). ისინი, ვინც, დაივიწყეს რა თავიანთი დიდება, მხოლოდ ეძიებენ იმას, რომ განდიდდეს ღმერთი, და იყოს შეცნობილი ადამიანებისაგან, იდიდებიან ღვთისაგან. „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“ ( 1სამ. 2:30 ), „უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.“ ( ინ. 12:26 ), თქვა უფალმა. აღმსრულებელნი საიდუმლოდ თავიანთი კეთილი საქმეებისა განსაკუთრებით მიზნით ღვთისთვის სათნოყოფისა განდიდდება დასამოძღვრად მოყვასთა მოწყობისათვის მასში განგებულებისა ღვთისა. უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. ( მთ. 5:20 ). სიმართლე მწიგნობართა და ფარისეველთა კმაყოფილდებოდა შესწავლით კანონისა ღვთისა წერილობით, რომელსაც არ მოყვებოდა შესწავლა მსიი ცხოვრებით, რომელსად საწინააღმდეგოდ მოჰყვებოდა ცხოვრება, საწინააღმდეგო რჯულისადმი ღვთისა. დარჩენილნი მხოლოდ შესწავლის ამარა კანონისა ღვთისა წერილობრივ ვარდებიან მიზეზით ასეთი ზედაპირული ცოდნით სიამაყეში და თვითწარმოდგენაში, როგორც შეამჩნევს ღირსი მარკოზ მოღვაწე 512 , და როგორც მოხდა მწიგნობრებთან და ფარისევლებთან. მცნებები ღვთისანი, რომლებიც არსობრივად ჩაიწვდება აღსრულებისაგან მათისა 513 , დარჩნენ დაფარულნი ფარისეველთათვის. სულიერი თვალები, განათლებულნი მცნებების მიერ ( ფს XVIII, 9 ), როდესაც ისინი აღსრულდება, არ განათლდნენ ფარისევლებისათვის. ისინი, საქმიანობისაგან საწინააღმდეგოსი კანონისა ღვთისა, მოიხვეჭეს რჯულზე ღვთისაზე გაუკუღმართებული წარმოდგენა, და მიზეზით რჯულისა ღვთისა, ჯეროვანისა მიეახლებინა და გაეთავისებინა მათთვის ღმერთი, განეშორნენ ღმერთს, გახდნენ მტრები ღვთისანი. ყოველი მცნება ღვთისა არის წმინდა საიდუმლოება: იხსნება აქ აღსრულებით მისი და ზომით აღსრულებისა მისი.
ძველი აღთქმა კრძალავდა უხეშ შედეგებს მრისხანებისას: უფალმა აკრძალა თვით გულისმიერი მოქმედება ვნებისა ( მთ. 5:21-22 ). აკრძალვა წარმოთქმულია უფლის მიერ, და ამიტომაც მას აქვს არაჩვეულებრივი ძალა. მხოლოდ ხსოვნისაგან მოკლე და უბრალო სიტყვებისა მცნებისა ვნებას ძალ-ღონე ეცლება. ასეთი მოქმედება შეიმჩნევა ყველა სახარებისეულ მცნებებში. უფალმა პირველი სიტყვები თავისი მიმართა წინააღმდეგ მრისხანებისა, როგორც მთავარი ცოდვიანი წყლულისადმი მთავარი ვნებისადმი, საწინააღმდეგოსი ორი მთავარი სათნოებისა: სიყვარულისა მოყვასისადმი და სიმდაბლისა. ამ ორ სათნოებაზე დაფუძნებულია მთელი შენობა ქრისტიანული საქმიანობისა. გახევება ვნებისა მრისხანებისა ადამიანში ართმევს მას მთელს შესაძლებლობას სულიერი წარმატებისადმი.
უფალმა გვამცნო მთელი ძალებით დაცვა მშვიდობისა მოყვასთან ( მთ. 5:24 ), როგორც მოციქულმაც თქვა: „უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით“ ( რომ. 12:18 ). არ იშრომო გამოსარკვევად, ვინაა მართალი და ვინაა დამნაშავე, შენ კი, ანდა მოყვასი შენი: შეეცადე დაადანაშაულო საკუთარი თავი, და შეინარჩუნებ მშვიდობას მოყვასთან მეშვეობით სიმდაბლისა.
რჯული მოსესი კრძალავდა სიძვას: უფალმა აკრძალა ხორციელი გულისთქმა ( მთ. 5:27 ). როგოტ ძლიერ მოქმედებს ეს აკრძალვა დაცემულ ბუნებაზე! გსურს კი თავი შეიკავო უწმინდური მზერებისაგან, გულითქმებისა და ოცნებებისაგან? გახსოვდეს, იმ დროს როდესაც ისინი დაიწყებენ მოქმედებას, გამონათქვამი უფლისა „ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა“ ხორციელი თვალებით, ანდა გონებით მის ხატებას, წარმოდგენილს ოცნებით, „გულის თამად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა“ ( მთ. 5:28 ).
შორის სხეულთა ორი სქესისა არსებობს ბუნებრივი ლტოლვა ერთი მეორისადმი. ეს ლტოლვა მოქმედებს არა ერთნაირად. ზოგიერთი სხეულისადმი მეორე სქესისა ადამიანი თითქმის საერთოდ არ გრძნობს მიდრეკილებას, სხვებთან სუსტს, რომელიღაცებთან საკმაოდ ძლიერს. უფალმა გვამცნო განშორება სიახლოვისაგან პირებთან, რომლების მიმართაც იგრძნობა განსაკუთრებული ბუნებრივი ლტოლვა, როგორც კი პიროვნებები არ იყვნენ ღირსნი მეგობრობისანი ჩვენი თავისი საქებარი სულიერი თვისებების მიხედვით, როგორც კი არ იყვნენ საჭირონი და სასარგებლონი ჩვენდამი. ასეთი მნიშვნელობა აქვს მცნებას ამოგდებისა მარჯვენისა, მაცდუნებელი თვალისა, და მოკვეთისა მარჯვენისა მაცდუნებელი ხელისა 514 .
უფალმა აკრძალა განქორწინება, დაშვებული რჯულით მოსესით, გამონაკლისად იმ შემთხვევებისა, როდესაც ქორწინება იქნება უკვე დარღვეული უკანონო სიმრუშით რომელიმე ნახევრის მიერ. ( მთ. 5:31-32 ).
დარღვევა ქორწინებისა შესაძლებელი იყო ადამიანური ბუნებისათვის დამცირებულისა დაცემულობით; განახლების შემდეგ კაცობრიობისა ღმერთკაცისაგან აღდგენილია კანონი, მიცემული ბუნებისათვის მის მდგომარეობაში უვნებობისა ( მთ. 19:4-9 ).
უფალმა აღადგინა ქალწულება, მინდობით შეენახათ იგი ნება სურვილის გამომხატველებს ( მთ. 19:11-12 ).
უფალმა აკრძალა გამოყენება ფიცისა. სამართლიანად შეამჩნევენ მამები, რომ არავინ არ იმსახურებს უფრო ნაკლებ ნდობას, როგორც ის, ვინც იყენებს ხშირად ფიცს; საწინააღმდეგოდ ამისა არავის იმდენად არ ენდობიან, თუ არა მუდმივად მოლაპარაკეს სიმართლისას, თუმც კი იგი კიდეც არ იყენებდეს ფიცს. ილაპარაკე სიმართლე, და არ იქნება მოთხოვნილება ფიცში, რომელიც, არის რა დარღვევა მოკრძალებისა ღმერთისადმი ეკუთვნის წამოწყებას სატანურს 515 .
უფალმა აკრძალა შურისძიება, რომელიც იყო დადგენილი მოსეს კანონით, და რომლითაც ბოროტებისათვის ეზღვეოდა მსგავსი ბოროტებით. იარაღი, მიცემული უფლის მიერ წინააღმდეგ ბოროტებისა – სიმდაბლეა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი.“ ( მთ. 5:39-40 ).
უფალმა უანდერძა სიყვარული მტრებისადმი, და მოსახვეჭად ამ სიყვარულისა დაავალა ეკურთხებინათ მაწყევარნი, გაეკეთებინათ კეთილი მოძულეებს და ელოცათ მომყენებლებისათვის თავდასხმებისა, დაქვემდებარებულებს დევნას ( მთ. 5:44 ). სიყვარულს მტრებისადმი მოაქვს გულისათვის სისრულე სიყვარულისა. ასეთ გულში საერთოდაც არაა ადგილი ბოროტებისათვის, და იგი ემსგავსება სიკეთით თავისით ყოვლადკეთილ ღმერთს. ამ მოხდენილი ზნეობრივი მდგომარეობისათვის მოციქული პატიჟობს ქრისტიანებს, როდესაც ამბობს შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ, თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ“ ( კოლ. 3:12-13 ). სრულყოფილი სიყვარულით მოყვასისადმი მოიცემა ნაშვილებულობა ღვთისადმი ( მთ. 5:45 ), ესე იგი მადლი წმინდისა სულისა მოიზიდება გულში, და ჩაიღვრება მასში ყოვლადწმინდა სიყვარული ღვთისადმი.
გული, დაავადებული ბოროტებით და ვერ შემძლებელი ნამცნები სახარების მიერ სიყვარული მტრების მიმართ, უნდა იმკურნალოს იმ საშუალებებით, რომლებზეც მიუთითა უფალმა: უნდა ილოცო მტრებისადმი, სრულადაც არ განიკითხო ისინი, არ დაუქვემდებარო ავსიტყვაობას, ილაპარაკო მათზე კეთილი, ძალების მიხედვით უმწყალობლო მათ. ამ ქმედებით აქრობენ სიძულვილს, როდესაც იგი აენთება გულში, ინახავენ მას მუდმივად ალაგმულად, მნიშვნელოვნად ასუსტებენ მას. მაგრამ სრული ამოძირკვა სიძულვილისა აღესრულება მოქმედებით საღვთო მადლისა.
გამცემებს მოწყალებისა უფალმა ამცნო გაეცათ იგი საიდუმლოდ; მოვარჯიშეებს ლოცვაში, დაავალა ელოცათ განმარტოებაში ჩაკეტილი კელიისა; მომარხულეებს დაავალა დაემალათ მარხვა ( მთ. 6:18 ). სათნოებები ესენი უნდა იყვნენ აღსრულებულნი ერთადერთი მიზნით სათნოყოფისა ღვთისა, მიზნით სარგებლისა მოყვასისა და სულისა საკუთარისა. არა მხოლოდ მზერებისაგან ადამიანურთა უნდა იყოს დაფარული ჩვენი სულიერი საგანძური, არამედ კიდევაც საკუთარი ჩვენი „მარცხენისაგან“ ( მთ. 6:3 ). შექება ადამიანური ძარცვავს ჩვენს სათნოებებს, როდესაც აღვასრულებთ მათ აშკარად, როდესაც არ ვცდილობთ დაფარვას მათსას, – და ჩვენ შეუმჩნევლად გაგვიტაცებს კაცთმოთნეობა, მზაკვრობა, თვალთმაქცობა. მიზეიზი ამისა – დაზიანებაა ჩვენი ცოდვით, ავადმყოფური მდგომარეობა სულისა ჩვენისა. როგორც სნეული სხეულით საჭიროებს სიფრთხილეს ქარებისაგან, სიცივისაგან. სხვადასხვა საჭმელთა და სასმელთა: ასე სნეული სულიც საჭიროებს მრავალსახოვან დაცვას. დაცვით ჩვენი სათნოებათა დაზიანებულობისაგან შექებებისაგან ადამიანურთა, ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი კიდეც მცხოვრები ჩვენში ბოროტებისაგან, ამ მარცხენისა ჩვენისა, არ გაგვიტაცოს გულისთქმებმა და ოცნებებმა პატივმოყვარულებმა, პატივმოყვარულმა სიხარულმა და პატივმოყვარულმა დატკბობამ, რომლებიც გამოცხადდებიან ჩვენში აღსრულების შემდეგ სათნოებისა, გვართმევენ ჩვენ ნაყოფს მისსას.
უფალმა გვამცნო ჩვენ მიგვეტევებინა მოყვასისათვის ჩვენისა შეცოდებები მათი წინააღმდეგ ჩვენისა: „უკუეთუ მიუტევნეთ – თქვა მან, – თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ ( მთ. 6:14-15 ). ამ სიტყვებიდან უფლისა გამომდინარეობს თავის თავად დასკვნა, რომ სარწმუნო ნიშანი მიტევებისა ჩვენთვის ცოდვათა მდგომარეობს იმაში, როდესაც ჩვენ შევიგრძნობთ გულში ჩვენსაში, რომ ჩვენ ზუსტად მივუტევეთ მოყვასს ყველა შეცოდებანი მათნი წინააღმდეგ ჩვენსა. ასეთი მდგომარეობა წარმოიშვება, და შესაძლოა იყოს წარმოშობილი ბუნებრივად საღვთო მადლით. იგი – ნიჭია ღვთისა. სანამ ჩვენ არ ვეღირსებით ამ ნიჭს, ანდერძის მიხედვით უფლისა, წინაშე ყოველი ლოცვისა ჩვენისა განვიხილოთ ჩვენი სინდისი, და პოვნით მასში ავმეხსიერებისა, ამოვძირკვოთ იგი ზემოთაღნიშნული მეთოდებით, ე. ი. ლოცვით მტრებისადმი, და კურთხევით მათით ( მკ. 11:25 ). როდესაც არ მოვიხსენებთ მტერს ჩვენსას – არ დავუშვათ საკუთარი თავისათვის არავითარი სხვა აზრი მასზე, თუ არა ლოცვა და კურთხევა.
უახლოეს მოწაფეებს და მიმდევრებს თავისებს უფალმა ამცნო უპოვარება. „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯესა ქუეყანასა ზედა“ ( მთ. 5:19 ). „განყიდეთ მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველის-საქმე და ყავთ თავისა თქუენისა საფასე რომელი არა დაძუელდეს და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის სადაცა ა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქვენი“ ( ლკ. 12:33-34 ). რათა მოვიხვეჭოთ სიყვარული საგნებისადმი სულიერებისა და ზეციერთა, უნდა უარვყოთ სიყვარული საგნებისადმი მიწიერისა; რათა შევიყვაროთ მამული, აუცილებელია უარვყოთ ავადმყოფური სიყვარული ქვეყნისადმი განდევნისა.
უფალმა გასცა მცნება დაცვისადმი გონებისა, მცნება, რომელზეც ადამიანები ჩვეულებრივ არ ზრუნავენ, თვით არ იციან არსებობის შესახებ მისი, მის აუცილებლობაზე და განსაკუთრებულ მნიშვნელოვნებაზე ( ლკ. 11:34-36 ). მაგრამ უფალმა უწოდა რა გონებას თვალი სულისა, გვაუწყა: „უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს.“ ( მთ. 6:22-23 ). სხეულად წოდებულია აქ ცხოვრება. ცხოვრება სესხულობს თავის თვისებას ხელმძღვანელი ცხოვრებისა სახისაგან აზრთა. ჩვენ ვიხვეჭთ სწორ სახეს აზრთას მიზეზით ჯანმრთელობისა, სიმრთელისა ანდა უბრალოებისა გონებისა ჩვენისა, როდესაც იგი მთლიანად მიჰყვება ჭეშმარიტებას, არ დაშვებით ათვისებაში თავის თავში არავითარი მინარევისა არედან სიცრუისა. სხვაგვარად: ჯანმრთელად შესაძლოა იწოდებოდეს მხოლოდ ის გონება, რომელიც დახმარებით და მოქმედებით წმინდისა სულისა, სრულად და გადაუდრეკლად შეუდგება სწავლებას ქრისტესას. მეტი ანდა ნაკლები გადახვევა სწავლებისაგან ქრისტესი ამხელს მეტსა თუ ნაკლებ ავადმყოფობას გონებისას, დამკარგველისა უბრალოებისა, დამშვებისა სირთულისა. სრული გადადრეკა გონებისა სწავლებიდან ქრისტესი არის სიკვდილი მისი. როდესაც ნათელი ეს მიიჩნევა ჩამქრალი შეწყვეტს იყოს ნათელი, ხდება სიბნელედ. საქმიანობა ადამიანისა მთლიანად დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზე რომელშიც იმყოფება გონება მისი: საქმიანობა გამომდინარე ჯანმრთელი გონებისაგან, სრულად ღვთისათვის სათნოა; საქმიანობა დამოკიდებული გონებაზე, დამშვებზე თავის თავში მინარევისა, ნაწილობრივ ღვთისთვის სათნოა, ნაწილობრივ საწინააღმდეგოა ღვთისათვის; საქმიანობა გონებისა დაბნელებულისა სწავლებით სიცრუისა, უკუმგდები სწავლებისა ქრისტესი, სრულად გარყვნილია და საძაგელი. „უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე??“ ( მთ. 6:23 ).
უფალმა აკრძალა ამაო საზრუნავები, რათა მათ არ გაგვფანტონ ჩვენ და არ დაასუსტონ არსებითად საჭირო საზრუნავი მოსახვეჭად ზეციერი სამეფოსი ( მთ. 6:24-34 ). ამაო საზრუნავი არისა არა რაიმე სხვა, თუ არა სენი სულისა, გამოხატვა მისი ურწმუნოებისა. სწორედ ამიტომ უფალმა კიდევაც თქვა: „მცირედ მორწმუნენო! ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ: ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ“ ( მთ. 6:30, 25 ). შეიძულე საძულველი ღვთისათვის უსაქმურობა, შეიყვარე შეყვარებული ღვთისაგან შრომა, მაგრამ სული შენი არ დაასუსტო ცარიელი მზრუნველობით, ყოველთვის უსარგებლოთი და ზედმეტით. რათა შენ იყო მტკიცე სულით და გულმოდგინე საქმეში ღვთისაში, საქმეში შენი გადარჩენისა, უფალმა მოგცა აღთქმა მოეწოდებინა შენთვის ყველაფერი, საჭირო დროებითი ცხოვრებისათვის თავისი ყოვლისშემძლე მარჯვენით, ესე იგი, თავისი საღვთო განგებულებით ( მთ. 6:33 ).
უფალმა აკრძალა არა მხოლოდ „განკითხვა“ მოყვასისა, არამედ კიდეც „განსჯა“ მათი ( ლკ. 6:37 ; მთ. 7:1 ), როდესაც არ წარმოგვიდგება აუცილებლობა მოხდენისა მსჯავრისა სწორისა საკუთარი და საზოგადო სარგებლისათვის. უკანასკნელი სახის „მსჯავრი“ არის „უმძიმესი შჯულისაჲ“ ( მთ. 23:23 ), განსაზღვრების მიხედვით უფლისა; გარეშე ასეთი მსჯავრისა სიკეთე ვერ შესაძლებელია იყოს განცალკევებული ბოროტებისაგან, ჩვენი საქმიანობა არ შესაძლებელია იყოს სწორი და ღვთისთვის სათნო. ეს მსჯავრი იშვიათად გვხვდება შორის ადამიანთა; მაგრამ მსჯავრად და განკითხვად აკრძალულად უფლის მიერ, ისინი დაკავებული არიან გამუდმებით. რომელი მიზეზით? მიზეზით სრული უყურადღებობისა საკუთარი თავის მიმართ, მიზეზით დავიწყებისა საკუთარი ცოდვილობისა, მიზეზით სრული არაფრად მიჩნევისა სინანულისა, მიზეზით თვითწარმოდგენისა და სიამაყისა. უფალი მოვიდა დედამიწაზე გადასარჩენად ცოდვილთა, ხოლო ამიტომ ყველა ადამიანისაგან უსათუოდ მოითხოვება აღიარება ცოდვილობისა; „განსჯა“ და „განკითხვა“ მოყვასისა არის უკუგდება ამ აღიარებისა და მითვისება არაკუთვნილი საკუთარი თავისათვის მართლობისა; სწორედ მისგან წარმოიშვება განსჯა და განკითხვა: სახელი თვალთმაქცისა ყოველი განმსჯელისა და განმკითხველისა მოყვასისა არის მათთვის ყველაზე თვისობრივი ( მთ. 7:5 ).
უფალმა გვამცნო გამუდმებული, ესე იგი, გახშირებული და მოუკლებელი ლოცვა. არ თქვა მან, რომ ჩვენ ერთ დროს ვითხოვოთ, შემდეგ შევწყვიტოთ თხოვნები, არამედ ბრძანა ვითხოვოთ გაძლიერებულად მოუკლებელად, შეაერთა ბრძანებასთან ვითხოვოთ აღთქმაც შეესმინა და აღესრულებინა ნათხოვარი 516 . „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს“ ( მთ. 7:7-8 ). ვითხოვოთ მოთმინებით და გამუდმებით, უარყოფით საკუთარი ნებისა და საკუთარი გონებისა, მინდობით ყოვლადწმინდა ნებას ღვთისას დროისაც, და საშუალებისაც აღსრულებისა, და თავად აღსრულებისა ნათხოვარისა. ჩვენ არ შეგვრცხვება: „ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა“ ( ლკ. 18:7 ), ესე იგი, დაყოვნებით შესრულებისა ნათხოვნისა მათი. დღეღამისეული ქვითინი უფლისადმი რჩეულთა გამოხატავს გამუდმებულ, მოუკლებელ, გამუდმებულ, გაძლიერებულ მათს ლოცვას.
შედეგების მიხედვით ლოცვისა, რომლებითაც იგი გვირგვინდება ღმერთისაგან შესაძლოა და საჭიროცაა დავასკვნათ საგნების შესახებ მისი. მახარებელი ლუკა ამბობს რომ „ღმერთმან ყოს შურის გება რჩეულთა თჳსთა,“, ესე იგი, გაათავისუფლებს მათ ტყვეობისაგან რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ვნებებისა და ეშმაკთა. მახარებელი მათე ამბობს რომ „მამამან... ზეცათამან მოსცეს კეთილი რომელი სთხოვდენ მას“ ( მთ. 7:11 ). სიკეთეები, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა,“ ( 1კორ. 2:9 ) 517 . კვლავ მოციქული ლუკა ამბობს: „მამამან, ზეცით მოსცეს სული წმინდაჲ რომელი სთხოვდენ მას“ ( ლკ. 11:13 ). საგნები ლოცვისანი ჩვენი უნდა იყოს სულიერი და მარადიულნი, ხოლო არა დროებითნი და ნივთიერნი. ძირითადი და თავდაპირველი ლოცვა უნდა შედგებოდეს თხოვნებისაგან მოტევებისა ცოდვათა 518 .
აყვანით ჩვენი აღსრულებამდე სიკეთისა, განგდებით ჩვენგან ბოროტებისა, უფალი, მბრძანებელი არ განვსაჯოთ და არ განვიკითხოთ მოყვასი, მივუტევოთ მოყვასს ყველა შეცოდებანი მათნი წინააღმდეგ ჩვენსა, აკანონებს კიდევ: „ყოველი, რომელი გინდეს თქუენ რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავთ მათა მიმართ, ( მთ. 7:12 ). ჩვენ გვიყვარს, რომ მოყვასნი ჩვენნი იყვნენ შემწყნარებელნი ჩვენი უძლურებებისა და ნაკლულევანებისა, რომ ისინი სულგრძელად გადაიტანდნენ ხოლმე ჩვენგან შეურაცხყოფას და წყენებს, რომ ისინი გვიწევდნენ ჩვენ ყოველგვარ სამსახურს და დახმარებებს: ვიყოთ ასეთნი მოყვასისადმი. როდესაც მივაღწევთ სისრულეს სიკეთისას, შესაბამისად რომლისაც მიიღებს განსაკუთრებულ ძალას ლოცვა ჩვენი; ძალა მისი ყოველთვის შეესაბამება ხარისხს სიკეთისას ჩვენისას. „მიუტევეთ, და მოგეტევნენ. მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგეცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ“ ( ლკ. 6:37-38 ), გულმოწყალესაგან და გულმოწყალებაშI თავისაში მართლმსაჯულისა ღვთისაგან. „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა“ ( მთ. 7:13 ).
ვრცელი ბჭე და ფართო გზა – ეს საქმიანობაა ნების მიხედვით და გონებისა დაცემულისა ბუნებისა. ვიწრო ბჭე – საქმიანობაა სახარებისეული მცნებების მიხედვით. უფალი ერთნაირად მაყურებელი აწინდელისადმი და მომავლისადმი, ხედავს რა როგორ ცოტა ადამიანები გაჰყვებიან მის წმინდა ნებას, გაცხადებულს მის მიერ სახარებისეულ მცნებებში, ამჯობინებენ ამ ნებას თვითმოთნეობას თქვა: „ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას!“ ( მთ. 7:14 ). გამხნევებით და ნუგეშისცემით თავისი მიმდევრებისა, მან დასძინა: ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი. ( ლკ. 12:32 ).
უფალმა ბრძანა გატარება ფხიზელი ცხოვრებისა. გამუდმებით სიფხიზლე და თვალყურის დევნება საკუთარი თავისადმი: იმიტომ რომ ერთი მხრივ უცნობია საათი მონახულებისა უფლისა, ასევე საათი სიკვდილისა ჩვენისა, ჩვენი მოწოდებისა სამსჯავროზე ღვთისაზე, – უცნობია როგორი განსაცდელი და როგორი მწუხარება შესაძლოა მოულოდნელად წარმოიშვას და დაგვატყდეს ჩვენ; მეორე მხრივ უცნობია, როგორი ცოდვილი ვნება შესაძლოა წარმოიშვას დაცემულ ბუნებაში ჩვენსა, როგორი მზაკვრობა და როგორი ბადე შესაძლოა მოაწყონ ჩვენთვის დაუძინებელნი მტრებმა ხსნისა ჩვენისამ – დემონებმა. “ იყვნენ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ. და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკდეს მეყსეულად განუყონ მას.“ ( ლკ. 12:35-36 ). „რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღვიძარე იყვენით“ ( მკ. 13:37 ). „ეკრძალენით, – გვიანდერძებს უფალი, – ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი.“ ( მთ. 7:15-16 ). ცრუ წინასწარმეტყველნი – ყოველთვის მზაკვრები არიან და ამიტომ უფალი გვამცნებს მიმართებაში მათთან განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებულ სიფრთხილეს 519 . ცრუ წინასწარმეტყველნი იცნობიან ნაყოფებით: ცხოვრებით თავიანთით, საქმეებით, შედეგებით გამომდინარეებით მათი საქმიანობიდან. არ იქნე გატაცებული მჭევრმეტყველებით და ტკბილი მეტყველებით თვალთმაქცებისა მათი ჩუმი ხმით, როგორც თითქოს გამოხატულებით სიმშვიდისა, სიმდაბლისა და სიყვარულისა; არ იქნე გატაცებული იმ ტკბილი ღიმილით, რომელიც თამაშობს მათს ბაგეებზე და სახეზე, იმ ალერსიანობით და მომმსახურებლობით, რომელიც ანათებს მზერათაგან: არ მოიხიბლო იმ ხმებით, რომლებსაც ისინი დახელოვნებულად ავრცელებენ თავიანთ თავზე შორის ადამიანთა, – იმ მოწონებებით, შექებებით, ხმამაღალი სახელებით, რომლებითაც ადიდებს მათ ეს სოფელი: ჩაუკვირდი ნაყოფებს მათსას.
ყურის მგდებელებზე სწავლებისა სახარებისა და მცდელობლებზე აღასრულონ სახარებისეული მცნებები, უფალმა თქვა, რომ ისინი „გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა“ ( ლკ. 8:15 ). მან წინასწარაუწყა მოწაფეებს თავისას სიძულვილი ამა სოფლისაგან, დევნა, თავდასხმები, აღუთქვა თავად დაუძინებლად ეფხიზლა მათ მიმართ, და დაეცვა ისინი, აკრძალა შიში და სულმოკლეობა, ბრძანა: „ მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ ( ლკ. 21:19 ). გამუდმებულ მოიმედეობაში ღმერთზე, უნდა დიდსულოვნად დავითმინოთ მწუხარებები ვნებებისაგან, წარმოშობილნი დაცემული ბუნებისაგან, ძმებისაგან – ადამიანთაგან, მტრებისაგან – დემონთაგან: „რომელმან დაითმინოს სრულიად იგი ცხონდეს“ ( მთ. 24:13 ).
მყოფნი მძიმე მონობაში ცოდვისა, მბრძანებლობაში გასასტიკებული, გულქვა ფარაონისა, გამუდმებული და მტანჯველი დარტყმების ქვეშ ულმობელი ზედამხედველებისა, გოდოლის შენებისას, განზრახულისა სიამაყით ამა სოფლისა! თქვენ მოგიწოდებთ მხსნელი სულიერი თავისუფლებისათვის „მოვედით ჩემდა, – ამბობს იგი, – ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“ ( მთ. 11:28-30 ). უღელი და ტვირთი ქრისტესი – „სახარებისეულ მცნებებია“. ისინი მოითხოვენ თვითუარყოფას, და ამიტომ წოდებულნია უღლად, მაგრამ ათავისუფლებენ და აცოცხლებენ სულს, აღავსებენ მას აღუწერელი სიმშვიდით და სიამოვნებით და ამიტომ წოდებულნია უღლად ტკბილად და მსუბუქად. ყოველი მათგანი კეთილსურნელებს სიმშვიდით და სიმდაბლით, გადასცემს ამ სათნოებებს აღმსრულებელს მცნებისას. ჩვევა აღსრულებისადმი სახარებისეული მცნებებისა ხდის სიმშვიდეს და სიმდაბლეს თვისებებად სულისად. მაშინ საღვთო მადლს შეჰყავს სულში სულიერი სიმშვიდე და სულიერი სიმდაბლე მოქმედებით აღმატებულისა გონებაზე მშვიდობით ქრისტესით.
ყველა კერძო მცნებები თავსი უფალმა შეაჯერა ორ მთავარში: მცნებაში სიყვარულისა ღვთისადმი და მცნებაში სიყვარულისა მოყვასისადმი. ეს მცნებები უფალმა გამოხატა ასე: „ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; და შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ და მეორე მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყუასი შენი ვითარცა თავი თჳსი“ ( მკ. 12:29-31 ). „ ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“ ( მთ. 22:40 ). ხდება ადამიანი შემძლებელი სიყვარულისადმი მოყვასისა აღსრულებისაგან სიყვარულისა მოყვასისადმი; მდგომარეობაში კი სწრაფვისა მთელი არსებით ღვთისადმი აიწევა ლოცვის მეშვეობით.
აღსრულება „სახარებისეული მცნებებისა“ გვირგვინდება შეერთებით ადამიანისა ღმერთთან. როდესაც მოწაფე ქრისტესი განიკურნება ბოროტებისაგან მოყვასის მიმართ, და მოქმედებით გონებისა და გულისმიერი ლოცვისა მიმართავს მთელ ძალებს სულისას და სხეულისას ღმერთისაკენ: მაშინ იგი მიიჩნევა მოყვარულად ღვთისა. „რომელსა უყუარდე მე, – ამბობს მხსნელი, – საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი. მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ.“ ( ინ. 14:21, 23 ).
პირობა მყოფობისა სიყვარულში ღვთისაში და შეერთებაში ღმერთთან მდგომარეობს დაცვაში სახარებისეული მცნებებისა. დარღვევით მათით წყდება პირობა: დამრღვევი განიგდება ჩაკონებისაგან სიყვარულისა და პირისაგან ღვთისა წყვდიადში გარესკნელისა – არეში ვნებებისა და ეშმაკთა „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, – თქვა უფალმა, – ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა. დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა: უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა განვარდეს გარეთ“ ( ინ. 15:10, 4, 6 ).
ძმანო! შევისწავლოთ ყოვლისშემძლე და მაცოცხლებელი მცნებები დიდისა ღვთისა ჩვენისა, შემოქმედისა და გამომსყიდველისა: შევისწავლოთ ისინი გაძლიერებული შესწავლით – წიგნში და ცხოვრებითაც. წმინდა სახარებაში ისინი იკითხება, მაგრამ გაიგება საზომის მიხედვით აღსრულებისა მათისა საქმეში. გავმართოთ ბრძოლა ჩვენს დაცემულ ბუნებასთან როდესაც იგი შეეწინააღმდეგება და გაშმაგდება, არ მოისურვებს რა დაემორჩილოს სახარებას. არ შევშინდეთ, თუკი ეს ბრძოლა იქნება მძიმე და შეუპოვარი. მით მეტი ძალისხმევით შევეცადოთ მოვიპოვოთ გამარჯვება. გამარჯვება უნდა მოხდეს აუცილებლად: ბრძოლა ნამცნებია, გამარჯვება აღთქმული უფლისაგან. „სასუფეველი ცათაჲ – თქვა მან, – იიძულების; და რომელნი აიძულებდენ ესე იგი მაიძულებელებმა საკუთარი ბუნებისებმა მიიტაცონ იგი.“ ( მთ. 11:12 ). ამინ.
Next