Eleos

შინაარსის ცხრილი

თავი 51

Previous

რწმენა და საქმეები

„შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ“ ( მკ. 1:15 ), შეგვაგონებს ჩვენ სახარება.

უბრალოა, ჭეშმარიტი, წმინდაა ეს შეგონება: საჭიროა შენანება, მიტოვება ცოდვილი ცხოვრებისა, რათა გახდე შემძლებელი მიეახლო სახარებას. რათა მიიღო სახარება, საჭიროა მასში ირწმუნო.

წმინდა მოციქულმა პავლემ მოათავსა არსი მთელი ქადაგებისა ქადაგებაში სინანულისა და რწმენისა. იგი აუწყებდა ყველას, იუდეველთაც, და ელინებსაც, “ ღმრთისა მიმართ სინანულსა, და სარწმუნოებასა უფლისა მიმართ ჩუენისა იესუ ქრისტესისა“ ( საქ. 20:21 ).

სახარება როგორც გამოცხადება ღვთისა, აღმატებული ყველა შეგნებაზე, მიუწვდომელია დაცემული გონებისათვის ადამიანურისა. უშველებელი გონება ღვთისა მოიცვება რწმენით: იმიტომ რომ რწმენამ შესაძლოა მიიღოს ყველაფერი, მიუწვდომელიც გონებისათვის და საწინააღმდეგოც გონებისათვის. რწმენისადმი შემძლებელია მხოლოდ ის სული, რომელიც გადამწყვეტი ნება-მყოფლობით განშორებით ცოდვისაგან, მიემართება მთელი ნებით და ძალით თავისით საღვთო სიკეთისაკენ. „მე ნათელი სოფლად მოვივლინე“ ( ინ.12:46 ), თქვა თავის თავზე უფალმა. ეს ნათელი წარუდგებოდა იუდეველებს შემოსილი სხეულით; ჩვენ წარგვიდგება იგი, შემოსილი სახარებაში.

წარგვიდგება ეს ნათელი წინაშე ჩვენსა, რაჲთა ყოველსა რომელსა რწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელსა რწმენეს მისი არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა რწმენეს, აწვე დასჯილ არს,“ ( ინ. 3:16,18 ).

ვის არ სწამს ძე ღვთისა? – არა მხოლოდ მას, ვინც ღიად, გადაჭრით უარყოფს მას, არამედ კიდეც ის, ვინც წოდებული ქრისტიანად, ატარებს ცოდვილ ცხოვრებას, მისდევს ხორციელ სიამოვნებებს; ის, ვისთვისაც ღმერთი – მუცელია; ის, ვისთვისაც ღმერთი – ვერცხლია და ოქრო; ის, ვისთვისაც ღმერთი – მიწიერი ძალაუფლებაა; ის, ვინც პატივი სცა მიწიერ სიბრძნეს, მტრულს ღვთისათვის, როგორც ღმერთს. „ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან“ ( ინ. 3:20-21 ).

გარეშე თვითუარყოფისა ადამიანი ვერ შემძლებელია რწმენისადმი; მისი დაცემული გონება ეწინააღმდეგება რწმენას, მოითხოვს რა კადნიერად ანგარიშს ღვთისაგან მის ქმედებებში და დასტურებს განცხადებულ მის მიერ ადამიანისადმი ჭეშმარიტებებში; დაცემულ გულს სურს იცხოვროს სიცოცხლით დაცემულობისა, მოკვდინებისათვის რომლისაც ისწრაფის რწმენა: ხორცსა და სისხლს მიუხედავად მომლოდინე მისდამი ყოველწუთიერად სამარისა, ასევე სურთ იცხოვრონ ცხოვრებით თავისათი, ცხოვრებით ხრწნილებისა და ცოდვისა.

ამიტომაც უფალმა გამოუცხადა ყველა მსურველს მიერიცხონ და გაყვნენ მას ცოცხალი რწმენით „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად წარიწყმიდოს იგი და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს მან პოოს იგი“ ( მთ. 16:24-25 ).

დაცემულობა იმდენად შეეთვისა მთელ არსებაში ადამიანურში რომ უარყოფა ამ დაცემულობისა გახდა უარყოფა როგორც თითქოს ცხოვრებისა. გარეშე ამ უარყოფისა შეუძლებელია მოხვეჭვა რწმენისა – წინდისა მარადიული, ნეტარი, სულიერი ცხოვრებისა; ვინც მოისურვებს გააცოცხლოს ვნებები გულისა ანდა სხეულისა, ისიამოვნოს მათით, მოისურვებს გააცოცხლოს თავისი გონება დაცემული, იგი განვარდება „რწმენისაგან“. „ცოცხალი რწმენა“ – არის სვლა სოფელში სულიერში, სოფელში ღვთისაში. არ შეუძლია ყოფნა მას იმაში, რაც მილურსმულია ამა სოფლისადმი მიწიერისადმი, სადაც მეფობს ხორცი და ცოდვა. „რწმენა“ – კარია ღმერთთან. არაა სხვა კარისა მასთან: „თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ“ ( ებრ. 11:6 ). ეს კარი თანდათანობით იღება წინაშე მათსა, ვინც წმენდს თავს გამუდმებული სინანულით; ფართოდ გახსნილია იგი წინაშე სუფთა გულისა; დახურულია იგი ცოდვისმოყვარესათვის.

მხოლოდ „რწმენით“ შესაძლებელია მიახლება ქრისტესთან; მხოლოდ „რწმენით“ შესაძლებელია გაყოლა ქრისტესი. „რწმენა“ – არის ბუნებრივი თვისება სულისა ადამიანისა, დანერგული მასში გულმოწყალე ღვთისაგან შექმნისას მისი 503 . ეს ბუნებრივი თვისება არჩეულია ღვთისაგან გამოსყიდვისას, როგორც ტოტი ტოტთა შორის ხისა, დასამყნობად მისდამი მადლისა.

სამართლიანად არჩეულია ღვთისაგან „რწმენა“ იარაღად გადარჩენისა ადამიანთა: ჩვენ დავიღუპეთ, დაჯერებით პირმოთნე სიტყვებისა მტრისა ღვთისასი და ჩვენისა. გაისმა როდესღაც სამოთხეში ხმაური სიტყვებისა ბაგეთაგან ბოროტმოქმედისა, მოუსმინეს მას ჩვენმა წინაპრებმა, დაუჯერეს – და გამოიყარნენ სამოთხიდან; ახლა, ჭირ-ვარამში გამოძევებისა, გაისმის შთამომავალთათვის მათი ხმა სიტყვათა ღვთისათა – სახარება – და კლავ შედიან სამოთხეში ისინი, ვინც შეისმენენ და „ირწმუნებენ სახარებას“.

ურწმუნოვ! მოიქეცი ურწმუნოებიდან შენისა. ცოდვილო! მოეცეცი ცოდვილი ცხოვრებიდან შენისა. ბრძენო! მოიქეცი მცდარი სიბრძნისაგან შენისა! მოიქეცით! თქვენი უბოროტობით და არამზაკვრობით გახდით მსგავსნი ბავშვთა, ბავშვური უბრალოებით ირწმუნეთ სახარებისა.

რწმენა მკვდარი, ცნობა ქრისტესი მხოლოდ უნებლიე გონებრივი დარწმუნებულობით, შესაძლოა იყოს საკუთრებაც ეშმაკთა! ასეთი რწმენა ემსახურება მორწმუნისათვის მხოლოდ მეტ განკითხვას მისსას სამსჯავროზე ქრისტესაზე. ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო!“, გაჰყვიროდა სული არაწმინდა უფლისადმი: მოსრულ ხარ შენ წარწყმედად ჩუენდა, გიცით შენ ვინ ხარ წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ ( მკ. 1:24 ). „რწმენა“ სახარებაში უნდა იყოს „ცოცხალი“; უნდა „ირწმუნო“ გონებით და გულით, „აღიარეთ რწმენა“ ბაგეებით, „გამოხატვით,, დაამტკიცო იგი“ სიცოცხლით. „მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა“ ( იაკ. 2:18 ), ამბობს მოციქული მაკვეხარისათვის მხოლოდ მკვდარი რწმენით, მხოლოდ შიშველი ცოდნით არსებობისა ღვთისა.

„რწმენა – თქვა ღირსმა სვიმონმა, ახალმა ღვთისმეტყველმა – ფართო მნიშვნელობით ამ სიტყვისა მოიცავს თავის თავში ყველა საღვთო ქრისტეს მცნებებს: იგი აღბეჭდილია დარწმუნებულობით, რომ მცნებებში არაა არც ერთი ხაზი, რომელსაც არ ექნებოდა მნიშვნელობა, რომ მათშია ყველაფერი, უკანასკნელ იოტამდე – ცხოვრება და მიზეზი ცხოვრებისა მარადიულისა“ 504 . „ირწმუნე“ დოგმატებში, ნაქადაგებში სახარებისაგან, მიხვდი და აღიარე ისინი ზუსტი სწავლებით მართლმადიდებელი აღმოსავლეთის ეკლესიისა, რომელიც მხოლოდ შეიცავს სახარებისეულ სწავლებას, მთელი სისუფთავით მისი და სისწორით. „ირწმუნე“ საიდუმლოებებში დადგენილში ეკლესიაში თავად უფლისაგან, დაცულში აღმოსავლეთის ეკლესიის მიერ მთელი სისრულით მათისა. „ირწმუნე“ წმინდა, მაცოცხლებელ სახარებისეულ მცნებებში, სწორი აღსრულება რომელთაც შეიძლება მხოლოდ წიაღში ჭეშმარიტისა ეკლესიისა, აღსრულება რომელთაც შეადგენს, ეგრეთ წოდებულ წმინდა მამების მიერ ქმედით „რწმენად ქრისტიანისად“ 505 .

დოგმატებში – ღვთისმეტყველებაა, გადმოცემული თავად ღვთისაგან. უარყოფაში დოგმატთა – ღვთის გმობა, წოდებული ურწმუნოებად; გამრუდებაში დოგმატთა – ღვთის გმობა წოდებული ერესად.

როდესაც გონება, კიდევ არ განწმენდილი სინანულით, კიდევ მოხეტიალე არეში და წყვდიადში დაცემულობისა, კიდევ არ განათლებული და არ ტარებული სულის მიერ წმინდისა, გაბედავს თავის თავად, საკუთარი სნეულებიანი ძალებით, წყვდიადიდან ამაყიდან, იმსჯელოს ღმერთზე: მაშინ იგი აუცილებლად ჩავარდება გზააბნეულობაში. ასეთი გზააბნეულობა – ღვთის გმობაა. ღმერთზე ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ მხოლოდ ის, რაც მან დიდი მოწყალებით თავისით გაგვიმხილა მან.

საიდუმლოებებით ქრისტიანული ეკლესიისათი, მორწმუნე მოიყვანება შეერთებაში ღვთაებასთან, რაშიც – არსებითი ხსნაა, აღბეჭდვაა „რწმენისა“ საქმით „რწმენისათი“, მიღება ამიერიდან წინდისა მარადიული სიკეთეთა.

უარმყოფელი ეშმაკისა, ცოდვისა და ამა სოფლისა, „რწმენისათვის“ ქრისტეში, კვდება ცხოვრებისათვის ბუნებისა დაცემულისა, რომლითაც იგი ცხოვრობდა აქამდე ურწმუნოებაში და ცოდვილობაში; ჩაძირვით ემბაზში ნათლობისა, იგი იმარხება ამ ცხოვრებისათვის; იგი გამოდის ემბაზიდან უკვე დაბადებული ახალი ცხოვრებისათვის, ცხოვრებისათვის ქრისტეში.

ნათლობით ქრისტიანი შეერთდება ქრისტესთან, იმოსება ქრისტეთი; ზიარებით წმინდა ქრისტეს საიდუმლოებათა ერთდება ქრისტესთან. ასეთნაირად, მეშვეობით საიდუმლოებათა, იგი არის სრულად ქრისტესი.

ნათელღებული ქრისტეში უკვე არ ცხოვრობს როგორც თვითმყოფი არსება, არამედ როგორც მსესხები მთელი სისრულისა სიცოცხლისა სხვა არსებისაგან – ქრისტესაგან. „არა ხართ თჳსთა თავთანი, – ეუბნება მოციქული ქრისტიანებს: რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ხორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ“ ( 1კორ. 6:19-20, 15 ).

აღსრულებით ცხოველმყოფელი მცნებებით სახარებისათი ნარჩუნდება შეერთება ქრისტიანისა ქრისტესთან ( ინ. 15:10 ). სხვაგვარად ვერ შეძლებს ნაწილი ქრისტესი დარჩეს ერთობაში ქრისტესთან, როგორც მოქმედებით მისი ნებისაგან, მისი გონებისაგან. ნებაც და გონებაც ქრისტესი გამოსახულია სახარებისეულ მცნებებში.

თვისობრივია ყოველი არსებისათვის იმოქმედოს, შიგნით და გარეთ საკუთარი თავისა, შესაბამისად ბუნებისა თავისისა. როგორც შემოსილისთვისაც ქრისტეში ახალი ადამიანსათვის თვისობრივია იფიქროს, შეიგრძნოს, მოქმედებდეს, როგორც ფიქრობს, გრძნობს, მოქმედებს ქრისტე. მეგობრობა აზრებთან, შეგრძნებებთან ძველი ადამიანისა, თუმც გარეგნულად კიდევაც კეთილებთან, მისთვის ბუნებისსაწინააღმდეგოა.

ხელმძღვანელი ქრისტიანისა უნდა იყოს სული წმინდა, როგორც ხელმძღვანელები ძველი ადამიანისა – სხეულია, სისხლი და სული მზაკვარი. „იყო პირველი კაცი ადამ სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ სულად განმაცხოველებლად.“ ( 1კორ. 15:45 ). ყველა ზრახვები, გრძნობები, ქმედებები ქრისტიანისა უნდა გამომდინარეობდეს წმინდა სულისაგან, ხოლო არ იყოს საკუთარი, სამშვინველისეული, ბუნების მიხედვით ძველი ადამისა. შენ მიაღწევ ამას, როდესაც მთლიანად დაალაგებ ცხოვრებას მცნებების მიხედვით სახარებისა, უწმინდესი სიტყვების მიხედვით მისი: „სიტყუათა, რომელთა გეტყჳ თქუენ, – ამბობს უფალი, – სულ არიან და ცხორება“ ( ინ. 6:63 ). „მართლმადიდებლური რწმენა“ ქრისტეში, აღბეჭდილი საიდუმლოებით ნათლობისა, ერთი საკმარისია სახსნელად, გარეშე საქმეთა, როდესაც აღსასრულებლად მათისა ადამიანს არ აქვს დრო: იმიტომ რომ „რწმენას“ უცვლის ადამიანს ქრისტეთი, ხოლო კეთილ საქმეებს ადამიანური დამსახურებებით ქრისტესათი.

მაგრამ გაგრძელებისას მიწიერი ცხოვრებისა, აუცილებლად საჭიროა საქმეები. მხოლოდ ის საქმეები ქრისტიანში მიიჩნევა საქმეებად კეთილებად, რომლებიც ემსახურებიან აღსრულებას სახარებისეული მცნებებისას, რომლებითაც იკვებება, ცხოვრობს მისი „რწმენა“, რომლებითაც ნარჩუნდება მისი ცხოვრება ქრისტეში: იმიტომ რომ ერთადერთ მოქმედად ქრისტიანში უნდა იყოს ქრისტე.

მონათლულს არ აქვს უფლება მოიქცეს სწრაფვის მიხედვით გულისმიერი გრძნობებისა, დამოკიდებულებისა გავლენაზე გულზე ხორცისა და სისხლისა, როგორც არ ჩანდნენ ეს შეგრძნებები კეთილებად: მისგან მიიღება მხოლოდ ის კეთილი საქმეები, აღსრულებისათვის რომელთაც აღძრავს გულს სული ღვთისა და სიტყვა ღვთისა, რომლებიც ეკუთვნიან ბუნებას, განახლებულს ქრისტეს მიერ. „მართალი სარწმუნოებით ცხონდეს“ ( ებრ. 10:38 ). ჭეშმარიტი რწმენა ქრისტეში არის ერთადერთი საშუალება გადარჩენისა, მაგრამ „რწმენა“ ცოცხალი გამოხატული მთელი არსებით ადამიანისა.

ამ „ცოცხალ რწმენას“ მოითხოვს ქრისტიანისაგან წმინდა მოციქული იაკობი, როდესაც იგი აცხადებს, რომ რწმენა გარეშე საქმეთა მკვდარია, რომ საქმეთაგან სრულყოფილი ხდება რწმენა ( იაკ. 2:17, 22 ).

საწინააღმდეგოდ საქმეთა „რწმენას“ ამხელს სხვა რწმენები, საიდუმლოდ და დანაშაულებრივად ჩაბუდებულნი გულში ადამიანში.

შექებით საქმისა მამამთავრისა აბრაამისა, წმინდა იაკობი აქებს საქმეს მისი „რწმენისას“, მირთმევას მსხვერპლად ძისა ბრძანების მიხედვით ღვთისა, საქმე პირდაპირ საწინააღმდეგო თვისებებისა ბუნებისა დაცემულისა, წოდებულად კეთილებად. ძალა აღსასრულებლად ამ საქმისა მისცა „რწმენამ“, ხოლო საქმემ გამოხატა ძალა „რწმენისა“: ასე აიხსნება არსი საქციელისა აბრაამისა, განმარტებულისა ორი მოციქულის მიერ იაკობისა და პავლესი ( იაკ. 2:21-23 ; რომ. 4:1, 3 ).

ბრმანი არიან ისინი, რომლებიც აფასებენ მნიშვნელოვნად ეგრეთ წოდებულ მათ მიერ, კეთილ საქმეებს ბუნებისას დაცემულისას. ამ საქმეებს აქვთ თავიანთი ქება, თავისი ღირებულება, დროში, შორის ადამიანთა, მაგრამ არა წინაშე ღვთისა, წინაშე რომლისაც „ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს;“ ( რომ. 3:12 ). მოიმედეებმა კეთილ საქმეებზე ბუნებისა დაცემულისა ვერ შეიცნეს ქრისტე, ვერ გაიგეს საიდუმლო გამოხსნისა, ეფლობიან ბადეებში საკუთარი ცრუმსჯელობისა, აღმართვით მოპირდაპირედ თავიანთი ნახევრადმკვდარი და მერყევი რწმენისა უაზრო შეპასუხებისა: „ნუთუ ღმერთი ასე არამართლმსაჯულია, რომ კეთილ საქმეებს აღსრულებულთ კერპთაყვანისმცემლების მიერ და ერეტიკოსების მიერ არ დააჯილდოვებს მარადიული ხსნით“? არასწორობა და უძლურება თავისი სამსჯავროსი ამ სამსჯავროებს გადააქვთ სამსჯავროზე ღვთისაზე.

როდესაც კი კეთილი საქმეები შეგრძნებებით გულისმიერით მოიტანდნენ ხსნას: მაშინ მოსვლა ქრისტესი იქნებოდა ზედმეტი, გამოსყიდვა კაცობრიობისა ტანჯვებით და ჯვრის სიკვდილით ღმერთკაცისა არასაჭირო, მცნებები სახარებისა იქნებოდა არა საჭირონი. აშკარაა, რომ მიმჩნევნი გადარჩენისა შესაძლებლად მხოლოდ საქმეებში დაცემული ბუნებისა, ანადგურებენ მნიშვნელობას ქრისტესი, უარყოფენ ქრისტეს.

უკანონოდ იარაღდებოდნენ წინააღმდეგ რწმენისა იუდეველები, ითხოვდნენ რა მორწმუნეებისაგან აღსრულებას წეს-ჩვეულებრივი დადგენილებებისა ძველი რჯულისა; უკანონოდ ძეები მტრული ღვთისადმი სამყაროსი, უცხონი საიდუმლოებრივისა და ამასთან არსებითი შემეცნებისა ქრისტესი, მოითხოვენ მორწმუნეებისაგან ქრისტეში კეთილ საქმეებს გონების მიხედვით და შეგრძნებებით ბუნებისა დაცემულისა.

მორწმუნესათვის ქრისტეში გაშიშვლებულია წინააღმდეგ გრძნობებისა გულისმიერისა მახვილი ქრისტესი, და იგი აიძულებს თავის გულს, მოჭრით მახვილით მორჩილებისათი ქრისტესი არა მხოლოდ აშკარა ბიწიერი ლტოლვებისა, არამედ კიდეც იმ მისწრაფებებისა რომლებიც, ერთი შეხედვით, ჩანან კეთილნი, თავისი არსით კი ეწინააღმდეგებიან სახარებისეულ მცნებებს. ხოლო ასეთია ყველა საქმიანობა ადამიანისა, მიმართული სწრაფვების მიხედვით ბუნებისა დაცემულისა.

საქმეები მოჩვენებითად კეთილნი სწრაფვის მიხედვით დაცემული ბუნებისა აღზრდიან ადამიანში მის „მეს“, ანადგურებენ რწმენას ქრისტეში, მტრულები არიან ღმერთისადმი; საქმეები „რწმენისანი“ აკვდინებენ ინდივიდუალურობას ადამიანში, აღზრდიან მასში „რწმენას“, აღაზევებენ მასში ქრისტეს. „აღ-თუ- იარო პირითა შენითა უფალი იესუ, – გვასწავლის მოციქული, – და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით სცხონდე. რამეთუ გულის გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად“ ( რომ. 10:9-10 ).

ჭეშმარიტ ცოცხალ რწმენას, როგორც კი ადამიანი აღიარებს მას ბაგეებით, მოაქვს მისთვის ხსნა. მოუტანა მან ხსნა ავაზაკს ჯვარზე; მოუტანა მან ხსნა, მეშვეობით სინანულისა, ბევრ ცოდვილს უკანასკნელ, სიკვდილისწინა წუთებში მათი ცხოვრებისა.

ისე მნიშვნელოვანია, აუცილებელია ხსნისათვის „აღიარება ბაგეებით რწმენისა“ გულისმიერისა და დარწმუნებულობისა სულიერისა, რომ წმინდა მოწამეები ყველა საუკუნეებისა ქრისტიანობისა, დაწყებით თავად მოციქულთაგან ქრისტესებისა, თანხმდებოდნენ უმჯობესად მოეთმინათ საშინელი და განგრძობითი ტანჯვები, დაეღვარათ სისხლი თავიანთი როგორც წყალი, ვიდრე გამოეთქვათ უარყოფა ქრისტესაგან, თვით მხოლოდ მოჩვენებითად, მხოლოდ ბაგეებით, გარეშე მონაწილეობისა გულისა.

ღმერთი მოითხოვს ადამიანისაგან მისი ხსნისათვის მხოლოდ „ცოცხალ, ჭეშმარიტ რწმენას“. იგი, როგორც წინდი ხსნისა და მარადიული ნეტარებისა, უნდა იყოს ქრისტიანისათვის უფრო ღირებული მის მიწიერ ცხოვრებაზე.

მოწაემეობა იყო ნაყოფი ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებისა, მონიჭებულისა რწმენის მიერ.

მოწამეობა იყო საქმე „რწმენისა“. ეს საქმე დაგმეს და გმობენ ისინი, ვინც დიდად აფასებენ საქმეს დაცემული ბუნებისას ადამიანისას: ისინი, დაბრმავებულობაში თავიანთში, უწოდებენ ამ სულგრძელ უწმინდეს ღვაწლს, მონიჭებულს ადამიანისადმი ღვთის მიერ შედეგს ჭკუაშეშლილობისას.

ისე მნიშვნელოვანია ყოველი აზრი ღვთისგან მოცემული დოგმატებისა. რომ წმინდა აღმსარებლებმა, მსგავსად მოწამეებისა, აღბეჭდეს მართლმადიდებლური აღმსარებლობა დოგმატებისა გამტანჯველი წამებით და ნაკადებით სისხლისა.

მნიშვნელობით რწმენისა საქმეში ხსნისა, ცოდვებსაც წინააღმდეგ მისა აქვთ განსაკუთრებული სიმძიმე სასწორზე მართლმსაჯულებისა ღვთისა: ყველა ისინი სასიკვდილოებია, ესე იგი მათთან შეერთებულია სიკვდილი სულისა, და მოჰყვება მათ მარადიული დაღუპვა, მარადიული სატანჯველი ჯოჯოხეთურ უფსკრულებში.

სასიკვდილო ცოდვაა – „ურწმუნოება“: იგი უკუაგდებს ერთადერთ საშუალებას ხსნისადმი – რწმენას ქრისტეში.

სასიკვდილო ცოდვაა – „უარყოფა ქრისტესი“: იგი ჩამოართმევს უარმყოფელს ცოცხალ რწმენას ქრისტეში, გამოხატულს და შენახულს აღსარებაში ბაგეებისაში.

სასიკვდილო ცოდვაა – „ერესი“: იგი შეიცავს თავის თავში ღვთისგმობას, და ხდის დაავადებულს მისით უცხოს ჭეშმარიტისა რწმენისა ქრისტეში.

სასიკვდილო ცოდვაა – „სასოწარკვეთა“: იგი – უარყოფაა ქმედითი, ცოცხალი რწმენისა ქრისტეში.

კურნება ყველა ამ სასიკვდილო ცოდვებისაგან: წმინდა, ჭეშმარიტი, ცოცხალი „რწმენაა“ ქრისტეში.

არსებითად მნიშვნელოვანია საქმეში რწმენისა აღიარება ბაგეთა: დიდმა კანონმდებელმა ისრაელიანთამ, ღვთისმხილველმა მოსემ, როგორც კი წარმოთქვა საქმეში რწმენისა, სიტყვა რამდენადმე ნიშანით ეჭვისა, რომ დაკარგა შესვლის უფლება მიწაზე აღთქმულზე ( რიცხ. 20:10-12 ).

მოწაფემ რომელიღაც ეგვიპტის მეუდაბნოესი, საუბარში ებრაელთან, როგორც კი გამოთქვა, უბრალოებით თავისით, ორმნიშვნელოვანი სიტყვა რწმენის შესახებ ქრისტიანობისა, და დაუყოვნებლივ განეშორა მისგან მადლი ნათლობისა 506 .

საეკლესიო ისტორია მოგვითხრობს, რომ პირველ დროებში ქრისტიანობისა, დროებში დევნისა, რომელიღაც წარმართნი თავის მოჩვენებით, ხუმრობით და დაცინვით, წარმოთქვამდნენ ბაგისმიერ აღსარებას ქრისტესას, და უეცრად მოიხილავდა მათ მადლი ღვთისა: ისინი წამიერად გადაიქცეოდნენ ხოლმე ფესვგადგმული წარმართებისაგან თავგამოდებულ ქრისტიანებად, და აღბეჭდავდნენ სისხლით იმ აღსარებას, რომელიც თავიდან წარმოთქმული იყო როგორც მკრეხელობა 507 .

ტანჯვები და სიკვდილი მცნებებისათვის სახარებისა – ასევე საქმეა ცოცხალი რწმენისა ქრისტეში, ასევე მოწამეობა 508 . და უპირატესად ეკუთვნით ეს მოწამეობა „წმინდა მონაზვნებს“.

სულჩადგმული ცოცხალი რწმენით, წმინდა მონაზვნები, მსგავსად აბრაამისა, მიატოვებდნენ ხოლმე მამულს და სახლს მშობლიურს, მსგავსად მოსესი არჩევდნენ მიწიერ სიამოვნებებს ტანჯვებს ქრისტეში, მსგავსად ელასი, ნახევრადშიშველნი, ირჩევდნენ ადგილებს საცხოვრებლად უდაბნოებს და ბუნაგებს, თვალებით რწმენისა ისინი უყურებდნენ ზეციურ სასყიდლისმიგებას.

უდაბნოებში თავისი, შორს ადამიანთაგან, შორს გართობისაგან და დაკავებულობისა ხრწნადისა, ისინი შეაბიჯებდნენ ღვაწლში წინააღმდეგ ცოდვისა, ამოანთხევდნენ მას ქმედებებიდან, აზრებიდან, შეგრძნებებიდან თავიანთისა, და სუფთა სულებში მათში ჩამოვიდა სული წმინდა, აღავსო ისინი ნიჭებით მადლისმიერით. ცოცხალი რწმენა ქრისტეში და სახარებაში სჩუქნიდა ღირსებს ძალას გაეძლოთ ღვაწლი წინააღმდეგ ცოდვისა, ხდიდა მათ ჭურჭლებად წმინდისა სულისა. „რწმენა“ – დედაა მოთმინებისა, დედაა სიმამაცისა, ძალა ლოცვისა, ხელმძღვანელი სიმდაბლისადმი, მომცემელი იმედისა, კიბე ტახტისაკენ სიყვარულისა. „რწმენა“ ქრისტეში, გამოჩენილი და აღსარებული ხილულად და უხილავად აღსრულებით მცნებებისა ქრისტესი, შეიცავს უვნებლად წინდს ხსნისას, ხოლო მათთვის, ვინც მიატოვა ეს სოფელი იმისათვის, რომ მთლიანად მიეძღვნათ თავი სახარებისეულ საქმიანობისათვის, მოაქვს ქრისტიანული სრულყოფილება.

მიმღწევებში ქრისტიანული სრულყოფილებისა გაძლიერებული რწმენა მოქმედებით წმინდისა სულისა, უყურებს განსაკუთრებული სიცხადით აღთქმებისადმი ღვთისა, როგორც თითქოს ხედავს, როგორც თითქოს ეხება მარადიულ სიკეთეებს. და არის ხოლმე იგი, სწავლების მიხედვით მოციქულისა, სრული მნიშვნელობით „მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა“ ( ებრ. 11:1 ).

გამდიდრებულები ცოცხალი რწმენით ქრისტეში იცვლებიან მიმართებაში ხილული სოფლისადმი და მიწიერი ცხოვრებისადმი: კანონი და მსჯავრი ხრწნისა, ცვლილებებისა და დასასრულისა ხორციელ საგნებში ხილული სოფლისა ხდება სუფთა მზერებისათვის მათისა აშკარა; მიწიერი უპირატესობანი როგორც მცირედროული, წინაშე ამ სუფთა მზერებისათვის უმნიშვნელოა.

გამდიდრებული ცოცხალი რწმენით ქრისტეში, გადაიფრენენ როგორც ფრთოვანნი, ზედა ყველა მწუხარებებისა, ზემოთ ყველა უძნელესი გარემოებებისა. აღტაცებულნი რწმენით ყოვლადძლიერ ღმერთში, ისინი შრომაში ვერ ხედავენ შრომას, სნეულებებში ვერ გრძნობენ სნეულებებს. ისინი მიიჩნევენ ერთადერთ მოღვაწედ სამყაროში ღმერთს. მათ გახადეს იგი „თავიანთად“ ცოცხალი რწმენით მისდამი.

მორწმუნე ქრისტესი, თუკი კიდეც მოკვდება სიკვდილით ცოდვილით, მაშინ კვლავ გაცოცხლდება სინანულით ( ინ. 11:25 ). და ვხედავთ ბევრს წმინდანთაგან, მწერლებს სიმაღლიდან სიწმინდისა უფსკრულში მძიმე ცოდვათა, შემდეგ დახმარებით რწმენისა და ჩაგონებული მისით სინანულისა, გამოთავისუფლებულნი სასიკვდილე და ბნელი უფსკრულიდან, აღსულნი კვლავ სიმაღლეზე სისუფთავისა და სიწმინდისა.

სასოწარკვეთა – არის მამხილებელი წინმოსწრაფე გულში ურწმუნოებისა თვითმოიმედეობისა: მორწმუნე საკუთარ თავში და მოიმედე საკუთარ თავზე ვერ აღდგება ცოდვისაგან სინანულით; აღდგება მისით მორწმუნე ქრისტეში, ყოვლადძლიერ გამომსყიდველში და მკურნალში. „სარწმუნოებაჲ სმენისაგან არს“ ( რომ. 10:17 ): მოუსმინე სახარებას, მოლაპარაკეს შენდამი, და წმინდა მამებს, განმმარტებლებს სახარებისას; მოუსმინე მათ ყურადღებით, და, ცოტ-ცოტათი დამკვიდრდება შენში „ცოცხალი რწმენა“, რომელიც მოითხოვს შენგან აღსრულებას სახარებისეული მცნებებისას, ამ აღსრულებისათვის დაგაჯილდოვებს იმედით უეჭველი ხსნისა. იგი გაგხდის შენ დედამიწაზე მიმდევრად ქრისტესი, თანამემკვიდრედ მისი ზეცაში. ამინ.

Next