მგლოვარება ჩემი
როგორ სიტყვას დავაყენებ დასაწყისში სიტყვათა ჩემი მგლოვარებისა? როგორ პირველ აზრს მწუხარე ჩემ აზრთაგან გამოვხატავ სიტყვით? – ყველა ისინი ერთნაირად მძიმენია: ყოველი, როდესაც წარუდგება გონებას, ეჩვენება უმძიმესად; ყოველი ჩანს მტკივნეული გულისათვის როდესაც კოდავს, გამსჭვალავს მას. გოდებანი შეგროვდა მკერდში ჩემსაში, მიიწევენ მასში, სურთ ამოინთხენ; მაგრამ, გაფრთხილებული ერთი მეორეთი ბრუნდებიან მკერდში, წარმოშობენ მასში უცნაურ მერყეობას. მივაქცევ კი მზერათ გონებისას განვლილ დღეებს ჩემებს? ეს ჯაჭვა ცდუნებებისა, ჯაჭვია ცოდვებისა, ჯაჭვი დაცემებისა! – შევხედავ კი იმ ნაწილს ცხოვრებისას, რომელიც კიდებ მომელის მე ასპარეზზე მიწიერი მოგზაურობისა? მომიცავს მე თავზარი: მას წარმოშობს უძლურება ჩემი, დადასტურებული ჩემთვის აურაცხელი გამოცდილებებით. შევხედავ კი სულს ჩემსას? – არაფერია მანუგეშებელი! მთლად იგი ცოდვილ წყლულებშია; არაა ცოდვა რომლისაც იგი არ იყოს თანაზიარი; არაა დანაშაული, რომლითაც მას თავი არ აღებეჭდოს! – „სხეულო“ ჩემო, საწყალო სხეულო! ვიყნოსავ სიმყრალეს შენი ხრწნილებისას. „ხრწნილებამან უხრწნელებაი ვერ დაიმკვიდროს“ ( 1კორ. 15:50 ). ხვედრი შენი – სიკვდილის შემდეგ საპყრობილეშია სამარისაში, აღდგომის შემდეგ – საპყრობილეში ჯოჯოხეთისა! როგორი ხვედრი ელოდება ჩემს სულს, განშორების შემდეგ მისი სხეულთან? სიკეთე იქნებოდა თუკი წარუდგებოდა მას ანგელოზი მშვიდობისა და ნათელი, აღფრენდა მასთან ერთად ნეტარ სავანეებში ედემისა. მაგრამ რისთვის იგი წარუდგება? როგორ სათნოებას, როგორ ღვაწლს იპოვის მასში, ღირსს ზეცის მცხოვრებთა? არა! უმალ შემოეხვევა მას ურდო ბნელი დემონებისა, ანგელოზებისა დაცემულთა, იპოვიან მასში მსგავსებას თავისთან, თავიანთ დაცემულობასთან, თავიანთ თვისებასთან ცოდვილთან, თავიანთ ნებასთან ღვთისსაწინააღმდეგოსთან, – წაიყვანენ, წაათრევენ მას თავიანთ საცხოვრებელში, საცხოვრებელში მარადიული, სასტიკი მწუხარებისა, საცხოვრებელში მარადიული წყვდიადისა და ამასთან ცეცხლისა ჩაუქრობელისა, საცხოვრებელში სატანჯველებისა და გოდებისა განუწყვეტელთა, დაუსრულებელთა.
ასეთად ვხედავ ჩემს თავს, და ვქვითინებ. ხან ჩუმად ღარიბული წვეთები ცრემლთა, მსგავსნი წვეთებისა ცვრისა, მხოლოდ რწყავენ გუგებს თვალთა ჩემთას; ხან მსხვილი ცრემლთა წვიმა მიგორავს ღაწვებზე ტანსაცმელზე, ანდად სარეცელზე; ხან ცრემლები საერთოდაც ქრება, – მხოლოდ მტკივნეული მგლოვარება მოიცავს სულს. ვმგლოვარებ გონებით ვმგლოვარებ გულით, ვმგლოვარებ სხეულით, ვმგლოვარებ მთელი არსებით ჩემით; შევიგრძნობ მგლოვარებას არა მხოლოდ მკერდში ჩემსაში, – მთელ ნაწილებში სხეულისა ჩემისა. ისინი უცნაურად და გამოუთქმელად მონაწილეობენ მგლოვარებაში, მტკივნეულობენ მისგან.
სულო ჩემო! მანამ სანამ დამდგარა გადამწყვეტი, გარდაუვალი დრო გადასვლისა მომავალში, იზრუნე შენზე, მიაშურე, მიეწებე უფალს ჭეშმარიტი გამუდმებული სინანულით, – ცხოვრებით ღვთისმოსავით მისი ყოვლადწმინდა მცნებების მიხედვით. უფალი მრავალმოწყალეა, მოწყალე უსასრულოდ: იგი იღებს ყველა მიმმართველს მისდამი, წმენდს ცოდვებს ცოდვილთა, კურნავს ფესვგადგმულ, აყროლებულ, მომაკვდინებელ წყლულებს, ანიჭებს ნეტარებას ყველა მორწმუნეს მასში და დამორჩილებულს მისდამი. განიხილე მოგზაურობა შენი მიწიერი თვით მისი დასაწყისიდან, განიხილე დიდი წყალობები, გადმოღვრილი შენზე ღვთისაგან, მას ანდე ბედი შენი, ეძიე დანერგო შენში მისი წმინდა ნება, დამორჩილდი მის ყოვლადკეთილ და ბრძნულ განსაზღვრებებს. შეამჩნევს მოციქული „უკუეთუმცა თავთა თვისთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“ ( 1კორ. 11:31 ).
არავინ, არავინ უწინარეს ჩემი შექმნისა არ მშუამდგომლობდა წინაშე შემოქმედისა ჩემისა, რათა მას გამოვეძახე მე ყოვლისშემძლე ბრძანებით არსებობაში არარაობისაგან, ერთადერთი შუამდგომელი ჩემი წინაშე ღვთისა იყო მისი, თანამარადიული მისი, სიკეთე. მე დავიბადე, არ ვიცოდი რა რომ მე ვარსებობ, – დავიწყე არსებობა, როგორც არარსებულმა. ვაი რომ მე დავიბადე დაცემული, მე დავიწყე ცხოვრება უკვე მკვდარმა: „უშჯულოებათა შინა მიუდგა“ და სიკვდილში ცოდვილში “მშვა მე დედამან ჩემმან“ ( ფს. 50:7 ). სიცოცხლე და სიკვდილი იყო ერთად საწყისიც ჩემი არსებობისა. მე არ ვიცოდი, სავსებით არ მესმოდა, რომ მე ვცხოვრობ, რომ ცხოვრებისას – მკვდარი ვარ, არსებობისას – დაღუპული.
რაა ასეთი საიდუმლო – დაბადება ადამიანისა ცოდვაში? როგორ არ მცხოვრები – უკვე მოკვდა? არ მავალი – დაეცა? არაფრის მაკეთებელმა – შესცოდა? როგორც ბავშვები მუცელში პირველმშობლისა, დაშორებული მისგან ათასწლეულებით, – მონაწილეა მისი ცოდვისა? მოწიწებით უყურებს გონება ჩემი ბედისწერას ღვთისას; ვერ იგებს მათ; გამოცდას ვერ ბედავს; მაგრამ ხედავს, ოცდება მისით, – და ადიდებს მიუწვდომელს, გამოუკვლეველს ღმერთს.
ჩემი შობა ცოდვაში იყო უბედურება, უარესი თავად არარსებობაზე! როგორ არაა უბედურება – იშვა მწუხარებებისათვის სწრაფმდინარეებისათვის მიწიერი ცხოვრებისა, შემდეგ მარადიულად იარსებო წყვდიადში და სატანჯველებში ჯოჯოხეთისა! არაა ჩემთვის შუამდგომელნი; თავად არ მაქვს ძალები ამოვიდე უფსკრულიდან დამღუპველისა. ამომიყვანს მე იქიდან მარჯვენა ღვთისა ჩემისა. მშვა რა მე მშობლების მიერ ჩემებისა არსებობისათვის, იგი მშობს თავისი თავის მიერ ხსნისათვის: რეცხს ცოდვიანი სიბილწისაგან, აახლებს სულით წყლებში ნათლობისა, იღებს აღთქმებს ერთგულებისას ჩემისას ბაგეებიდან ჩემი ნათლიისა, მიწოდებს თავის სახელს, აღმბეჭდავს თავისი ბეჭდით, მხდის მე ზიარად ღვთაებისა თავისი, მემკვიდრედ თავისი სასუფევლისა. აღესრულება ჩემზე საოცრებები, იღვრება ჩემზე გამოუთქმელი წყალობები იმ დროს, როდესაც მე არაფერს ვგრძნობ, არაფერს ვიგებ, ვერ ვიგებ თვით არსებობას ჩემსას. მომხედე შენ მე, უფალო ჩემო, როდესაც მე ვიყავი მუნჯი ჩვილი! შეხვეული სახვევებით, გონების გარეშე, შესაძლებლობების გარეშე საქმიანობისათვის, რა მოგიტანე მე შენ? როგორ მიიღე შენ აღთქმები ჩემნი? როგორ, მიღებით მათისა, შენ გადმოღვარე საჩუქრები შენნი? ცქერით მიუწვდომელი სიკეთისადმი შენისა, მოვდივარ გაოცებაში! და ახლა არ შემიძლია გავაკეთო არაფერი მეტი, ვიდრე რამდენსაც ვაკეთებდი მყოფი მცირეწლოვან ჩვილად მდუმარებაში ენისა და გონებისა, მომაქვს შენდამი ჩვილებრივი მგლოვარება და ცრემლები გარეშე ყოველგვარი აზრისა.
განა რა მივუზღე ამდენი წყალობისათვის, გადმოღვრილისა ჩემზე იმ დროს, როდესაც მე ვერ ვიგებდი მათ? – მე ვაგრძელებდი ვერ გაგებას მათსას, არ ცოდნას მათსას. მზერანი ჩემნი მიიმართა ამა სოფლისადმი; სიამეები, მსახურებისა დროებითისა შორის მისსა, მეჩვენებოდნენ მე ქონებად, დანიშნულებად ადამიანისა. სიკვდილი არ არსებობდა ჩემთვის! მიწიერი ცხოვრება წარმომიდგებოდა მე მარადიულად: ასე აზრი სიკვდილზე იყო უცხო გონებისათვის ჩემისა. მარადისობა!... განუჭვრეტელ სიშორეში მისაში ვერ იჭრებოდა ჩემი მზერანი! – მე ვიცოდი დოგმატები და სწავლება წმინდა აღმოსავლეთის ეკლესიისა, მწამდა ისინი, მაგრამ ცოდნა ჩემი და რწმენა იყო მკვდარი. რაში მდგომარეობდა დაცცემულობა ადამიანისა, რაში მდგომარეობს ხსნა მისი, როგორია მისი ნიშნები, როგორია დასტურები? – მე არ მქონდა მასზე არავითარი გამოცდილებითი, ცოცხალი ცოდნა. მე ვთვლიდი მცნებებად ღვთისებად მხოლოდ ძველი აღთქმის ათსიტყვაობას, ხოლო მცნებებს მხსნელისას ჩემსას, ყოვლადწმინდა სიტყვებს მისსას – მხოლოდ ზნეობრივ დარიგებად, მიდევნა რომლისაც კიდეც სასარგებლოა და საქებარი, მაგრამ არაა მოვალეობა აუცილებელი. ასეთნაირად გამოუთქმელი ნიჭი მადლისა, მოცემული ნათლობისას, იყო შეხვეული, როგორც ტალანტი სახარებისეული სუდარში უცოდინრობისა, დაფლული, ღრმად დაფარული მიწაში, – საზრუნავებში საძიებლად წარმავლი ცოდნებისა წარმავალი ამა სოფლისა; ზემოდან დაყრილი როგორც მიწით, ფიქრებით წარმატებაზე და სიამოვნებებზე დროებითზე, მსახურებაზე ამაოებისადმი და ბნელი ნათლისადმი ამაო საუკუნისა.
ბავშვობა ჩემი იყო აღსავსე მწუხარებებით. აქ ვხედავ ხელს შენსას, ღმერთო ჩემო! მე არ მყავდა ვინმე ვისთვისაც გავხსნიდი ჩემს გულს: დავიწყე გადმოღვრა მისი წინაშე ღვთისა ჩემისა, დავიწყე კითხვა სახარებისა და ცხოვრებისა წმინდათა შენთა. ფარდა, ხანდახან შეღწევადი, იდო ჩემთვის სახარებაზე; მაგრამ პიმენებმა შენმა, შენმა სისოებმა და მაკარებმა წარმოშვეს ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება. აზრმა, ხშირად მოლივლივემ ღვთისადმი ლოცვით და კითხვით დაიწყო ცოტ-ცოტათი მოტანა მშვიდობისა და სიმშვიდისა სულში ჩემსაში. როდესაც მე ვიყავი თხუთმეტი წლის ახალგაზრდა, გამოუთქმელმა მდუმარებამ დაბერა გონებაში და გულში ჩემსაში. მაგრამ მე ვერ ვიგებდი მას, მე ვთვლიდი, რომ ეს – ჩვეულებრივი მდგომარეობაა ყველა ადამიანისა.
ასეთად შევაბიჯე მე სამხედრო და ამასთან სასწავლებელ სამსახურში, არა საკუთარი არჩევანით და სურვილით. მაშინ მე არ მქონდა, არ ვიცოდი მესურვა რაიმე: იმიტომ რომ არ მეპოვა ჯერ კიდევ ჭეშმარიტება, ჯერ კიდევ არ დამენახა იგი აშკარად, რათა მესურვა იგი! მეცნიერებები ადამიანურნი, გამონაგონნი დაცემული ადამიანური გონებისა, გახდნენ საგანი ჩემი ყურადღებისა: მათდამი მე გავეშურე მთელი ძალებით სულისა; გაურკვეველი დაკავებულობები და შეგრძნებები რელიგიურნი რჩებოდნენ გვერდით. გაიარა თითქმის ორმა წელმა დაკავებულობაში მიწიერთაში; იშვა და უკვე გაიზარდა სულში ჩემსაში როგორიღაც საშინელი სიცარიელე, წარმოიშვა შიმშილი, წარმოიშვა სევდა აუტანელი – ღმერთზე. მე დავიწყე დატირება დაუდევრობისა ჩემისა, დატირება იმ დავიწყებისა, რომელსაც მე მივეცი რწმენა, დატირება ტკბილი სიჩუმისა, რომელიც მე დავკარგე, დატირება იმ სიცარიელისა, რომელიც მე შევიძინე, რომელიც მე მამძიმებდა, მაძრწუნებდა, გავსებით შეგრძნებით ობლობისა, ჩამორთმებით სიცოცხლისა! და ზუსტად – ეს იყო წვალება სულისა, განშორებულისა ჭეშმარიტი სიცოცხლისაგან თავისისა, ღვთისა. ვიხსენებ: მივდივარ ქუჩებში პეტერბურგისაში მუნდირში იუნკერისა, და ცრემლები სეტყვასავით იღვრება თვალთაგან!.. რატომ ახლა არ ვმგლოვარებ ასე! ახლა უფრო მესაჭიროება მე ცრემლები! მე გავანახევრე სიცოცხლე ჩემი: უფრო სწრაფად გაიარეს დღეებმა, თვეებმა და წლებმა; – მიიმართებიან სამარისაკენ, საიდანაც არაა დასაბრუნებელი, რომლის მიღმაც არაა სინანული და გამოსწორება.
წარმოდგენები ჩემნი იყო უკვე უფრო მწიფენი; მე ვეძიებდი რელიგიაში განსაზღვრულობას. ანგარიშმიუცემელი შეგრძნებები რელიგიურნი მე არ მაკმაყოფილებდა; მე მსურდა დამენახა სარწმუნო, აშკარა, ჭეშმარიტება. იმ დროს სხვადასხვაგვარი რელიგიური იდეებით იყო დაკავებული და აღელვებდა დედაქალაქს ჩრდილოეთისას, კინკლაობდა, იბრძოდა ერთმანეთს შორის. არც ის, არც მეორე მხარე არ მოსწონდა ჩემს გულს; იგი არ ენდობოდა მათ, მას ეშინოდა მათი. მკაცრ ფიქრებში გავიხადე მე მუნდირი იუნკერისა და ჩავიცვი მუნდირი ოფიცერისა. მე დავინანე იუნკერული მუნდირი: მასში შესაძლებელი იყო, მისული ტაძარში ღვთისაში, დადგომა ბრბოში ჯარისკაცთა, ბრბოში უბრალო ხალხისა, გელოცა და გექვითინა რამდენიც სულს მოესურვებოდა. არ ჰქონდა საქმე სასიხარულოდ, არა გასართობად ახალგაზრდას! სოფელი წარმომიდგენდა მე არავითარ მიმზიდველს: მე ვიყავი მისდამი ისე ცივი, ისე თითქოს სოფელი ყოფილიყოს საერთოდაც გარეშე საცდურთა! ზუსტად – ისინი არ არსებობდნენ ჩემთვის: ჩემი გონება იყო სრულად ჩაღრმავებული მეცნიერებებში, და ამასთან იწვოდა სურვილით გაეგო, სად იმალება ჭეშმარიტი რწმენა, სად იმალება ჭეშმარიტი სწავლება მასზე, უცხო ცდომილებათა დოგმატურებისაგანაც და ზნეობრივთაგანაც.
მათ შორის წარმოუდგა მზერათა უკვე საზღვრები ცოდნისა ადამიანურისა მაღალ, საბოლოო მეცნიერებებში. მოსული საზღვრებთან ამათთან, მე ვეკითხებოდი მეცნიერებებს: „ თქვენ რას აძლევთ საკუთრებად ადამიანს? ადამიანი მარადიულია, და საკუთრება მისი საჭიროა იყოს მარადიული. მაჩვენეთ მე ეს მარადიული საკუთრება, ეს სიმდიდრე უტყუარი, რომელიც მე შემეძლებოდა წამეღო ჩემთან ერთად ზღვარს მიღმა სამარისა! აქამდე მე ვხედავ მხოლოდ ცოდნებს, მოცემულს, ერთი სიტყვით, დროებით, დამთავრებულს მიწით, ვერშემძლებელთ იარსებონ განშორების შემდეგ სულისა სხეულთან. – რას ემსახურება შესწავლა მათემატიკისა? საგანი მისი – ნივთიერია. იგი ამჟღავნებს ცნობილ სახეს კანონებისას ნივთიერებისას, ასწავლის დათვლასა და გაზომვას მისსას, გამოყენებას გამოთვლებისას და გაზომვებისას მოთხოვნებისადმი მიწიერი ცხოვრებისა. მიუთითებს იგი არსებობას სიდიდეებისა უსასრულოებისას, როგორც იდეისას, ზღვარს მიღმა ნივთიერისა. ზუსტი შემეცნება და განსაზღვრა ამ იდეისა ლოგიკურად შეუძლებელია ყოველი გონიერი, მაგრამ შეზღუდული არსებისათვის. მიუთითებს მათემატიკა რიცხვებზე და ზომებზე, რომელთაგანაც ერთნი მნიშვნელოვანი სიდიდით თავისით, სხვანი უკიდურესი სიმცირით, ვერ შეძლებენ დაექვემდებარონ გამოკვლევას ადამიანისას, მიუთითებს იგი არსებობას შემეცნებისა, რომლისადმიც ადამიანს აქვს თანდაყოლილი მისწრაფება, მაგრამ რომლისადმიც ასაყვანად მისი არ აქვს საშუალებები მეცნიერებას. მათემატიკა მხოლოდ აკეთებს მინიშნებას არსებობისადმი საგნებისა, გარეთ მოცულობისა ჩვენი გრძნობებისა. – ფიზიკა და ქიმია ააშკარავებენ სხვა სახეს კანონთა ნივთიერებისა. მეცნიერებამდე ადამიანმა თვით არ იცოდა არსებობის შესახებ ამ კანონთა. გაცხადებულმა კანონებმა გამოაჩინეს არსებობა სხვა უსასრულო კანონებისა, ჯერ კიდევ დაფარულთა. ერთნი მათგანნი არაა ახსნილი, მიუხედავად ძალისხმევისა ადამიანისა ახსნისადმი, სხვანი კიდევაც არ შესაძლოა იყვნენ ახსნილნი მიზეზით შეზღუდულობისა ძალათა და შესაძლებლობათა ადამიანისა. ჩანს, გვეუბნებოდა ჩვენ მჭევრმეტყველი და ჭკვიანი პროფესორი სოლოვიოვი 544 , წარმოთქმისას შესავლისა ქრიმიისა, ჩვენ იმისთვის სწორედ ვსწავლობთ ამ მეცნიერებას, რათა გავიგოთ, რომ ჩვენ არაფერი ვიცით, და არ შეგვიძლია ვიცოდეთ: ისეთ უშველებელ სარბიელს შემეცნებისას აღებს იგი წინაშე მზერათა გონებისა! ისე ათვისებულნი ჩვენგან შემეცნებები ამ ასპარეზზე უმნიშვნელონია! იგი ხელშესახებად აშკარად ადასტურებს და არწმუნებს, რომ ნივთიერება, თუმც მას, როგორც ნივთიერებას, უნდა ჰქონდეს თავისი საზღვრები, არ შეიძლება იყოს ჩაწვდომილი და განსაზღვრული ადამიანისაგან, სიფართოვის გამოც მისი, და ბევრი სხვა მიზეზების გამოც. ქიმია თვალს ადევნებს თანდათანობით დახვეწას ნივთიერებისას, მიჰყავს იგი სითხელემდე, თითქმის მიღწევადზე შეგრძნებებისადმი ადამიანურისა, ამ თხელ მდგომარეობაში ნივთიერებისა კიდევ თვალს ადევნებს სირთულეს და შესაძლებლობას დაშლისადმი შემადგენელ ნაწილებად, მეტად წვრილებად, თუმც თავად დაშლა უკვე შეუძლებელია. ადამიანი ვერ ხედავს დასასრულს დაწვრილებისას ნივთიერებისას, როგორც ასევე გაზრდას რიცხვთას და საზომთას. იგი წვდება რომ უსასრულო უნდა იყოს კიდეც უნივთო; საწინააღმდეგოდ ამისა ყველა საბოლოო უნდა აუცილებლობის მიხედვით იყოს კიდეც ნივთიერი. მაგრამ ეს – იდეა გაურკვეველია; განსაზღვრულია მისი არსებობა. შემდეგ ფიზიკა და ქიმია ტრიალებენ მხოლოდ ნივთიერში, აფართოებენ შემეცნებას გამოყენებისას მისი დროებითი, მიწიერი საჭიროებებისათვის ადამიანისა და ადამიანური საზოგადოებისა. ნაკლებად დადებითია, ვიდრე ნახსენები მეცნიერებები, ფილოსოფია, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობს დაცემული ადამიანი. ბუნებრივი მეცნიერებები გამუდმებით ეყრდნობა ნივთიერ გამოცდილებას, მისით ადასტურებს სისწორეს მიღებული მისით თეორიებისას, რომლებსაც გარეშე ამ დასტურისა არ აქვთ ადგილი მეცნიერებაში. ფილოსოფია მოკლებულია გადამწყვეტ საშუალებას გამუდმებითი დარწმუნებულობისადმი გამოცდილებით. მრავალი განსხვავებული სისტემები, არა თანახმა შორის ერთიმეორისა, საწინააღმდეგონი, ერთი მეორისადმი, უკვე ამხილებენ ადამიანურ სიბრზნისმოყვარეობას უცოდინრობაში დადებითი ცოდნისა ჭეშმარიტებისა. როგორიც მიცემულია ფილოსოფიაში სივრცე თვითნებობისათვის, მეოცნებეობისათვის, გამონაგონისათვის, ენაწყლიანი ბოდვისადმი, აუტანელისა მეცნიერებისადმი ზუსტისა, განსაზღვრულისა! ყველაფერ ამასთან ფილოსოფია ჩვეულებრივ ძალიან დაკმაყოფილებულია თავისი თავით. მაცდუნებელი ნათლით მისით შემოდის სულში გადაჭარბებული თვითწარმოდგენა, ქედმაღლობა, განდიდება, პატივმოყვარეობა ზიზღი მოყვასისადმი. ბრმა სოფელი ავსებს მას, როგორც თავისს, შექებებით და პატივებით. დაკმაყოფილებული შემეცნებებით, მოტანილით ფილოსოფიისაგან, არა მხოლოდ არ იღებს სწორ წარმოდგენებს ღმერთზე, საკუთარ თავზე, სამყაროზე სულიერზე; არამედ, საწინააღმდეგოდ ამისა, ავადდება წარმოდგენებით დამახინჯებულებით, გამხრწნელებით გონებისა, გამხდელით მისი ვერ შემძლებლად როგორც დაავადებულისა და დაზიანებულისა სიცრუით, ურთიერთობისადმი ჭეშმარიტებასთან ( 2ტიმ. 3:8 ). „ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თვისითა ღმერთი“ ( 1კორ. 1:21 ), ამბობს მოციქული „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს,... ზრხვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც“ ( რომ. 8:6-7 ), იმიტომ რომ ეს არაა თვისობრივი მისთვის. „„ ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენელ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ, რამეთუ მას შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი“ ( კოლ. 2:8, 3 ). ფილოსოფია, მყოფი ნაშობად დაცემულობისა ადამიანურისა, აამებს ამ დაცემულობას, ნიღბავს მას, იცავს და კვებავს. იგი შიშობს სწავლებას ჭეშმარიტებისას, როგორც სასიკვდილე განაჩენს საკუთარი თავისათვის ( 1კორ. 3:18 ). მდგომარეობა, რომელშიც მოყვანილია ფილოსოფიით სული ჩვენი, არის მდგომარეობა თვითცდუნებულობისა, სულის დაღუპვისა, რაც სრულად აშკარაა ზემოთმოყვანილი სიტყვებიდან მოციქულისა რომელიც ავალებს ყველას, მსურველს მოიხვეჭოს ჭეშმარიტი შემეცნება ღვთისაგან, უარყოს ცოდნა, მოტანილი სიბრძნის მოყვარეობისაგან დაცემული კაცობრიობისა. „ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებნ. – ამბობს იგი, – უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თჳსი თქუენ შორი ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ. ( 1კორ. 3:18 ). ჭეშმარიტი ფილოსოფია (სიბრძნისმოყვარეობა) აღესრულება მხოლოდ სწავლებით ქრისტესით. „ქრისტე არს – ღმრთისა სიბრძნე“ ( 1კორ. 1:24, 30 ). „გარეშე ქრისტესი არაა სიმართლე, არაა განწმენდა, არაა გადარჩენა, და ყოველგვარი სიბრძნე გარეშე ქრისტესი სისულელე არს. ყველა ბრძენი გარეშე ქრისტესი უგუნურია ყოველგვარი მართალი – ცოდვილია, ყოველგვარი სუფთა უწმინდური არს... რაა ჩვენი საკუთარი? – უძლურება, გახრწნა, წყვდიადი, ბოროტება, ცოდვები“ 545 . ვინც ეძიებს სიბრძნეს გარეთ ქრისტესი, იგი უარიყოფა ქრისტესაგან, უარყოფს სიბრძნეს, იძენს და ითვისებს თავის თავში ცრუდ მქონე მეცნიერებას, საკუთრებას სულთა უარყოფილთა. გეოგრაფიაზე, გეოდეზიაზე ენათმეცნიერებაზე, და ლიტერატურაზე, სხვა მეცნიერებებზე ყველა ხელოვნებაზე ხსენებაც არ ღირს: ყველა ისინი მიწისათვის არიან საჭიროება მათში ადამიანისათვის სრულდება დასრულებით მიწიერი ცხოვრებისა, – უმეტეს წილად გაცილებით უწინ. თუკი ყველა დროს მიწიერი ცხოვრებისას გამოვიყენებ ძიებისათვის ცოდნათა, დასრულებულისა ცხოვრებით მიწიერით: რას წავიღებ ჩემთან ერთად მიღმა უხეში ნივთიერებისა?... „მეცნიერებებო! მომეცით მე, თუკი შეგიძლიათ მოცემა, რაიმე მარადიულისა, დადებითისა, მომეცით არაფრით არ წართმევადი და სარწმუნო ღირსი წოდებად საკუთრებად ადამიანისა!“ – მეცნიერებები დუმდნენ.
დამაკმაყოფილებელი პასუხისათვის, პასუხისათვის არსებითად საჭიროსი, სასიცოცხლოსი, ვუბრუნდები რწმენას. მაგრამ სად იმალები შენ, რწმენავ ჭეშმარიტო და წმინდაო? მე ვერ შევძელი შენ მეცანი ფანატიზმში, რომელიც არ იყო აღბეჭდილი სახარებისეული სიმშვიდით; იგი სუნთქავდა განხურებით და განდიდებით! მე ვერ შევძელი შენ მეცანი სწავლებაში თვითნებურში, განცალკევებულში ეკლესიისაგან, შემადგენელში თავისი ახალი სისტემისა ამაოდ და ზვიადად გამომაცხადებელისა შენაძენისა ახლისა, ჭეშმარიტი რწმენისა ქრისტიანულისა, განმავლობაში თვრამეტი საუკუნისა განხორციელებიდან ღვთისა სიტყვისა 546 . ახ! როგორ მძიმე გაოცებაში ცურავდა სული ჩემი! როგორ იგი იტანჯებოდა საშინლად! როგორი მასზე აღდგებოდნენ ტალღები ეჭვისა, შობილნი უნდობლობისაგან საკუთარი თავისადმი, უნდობლობისაგან ყველაფრისადმი, რაც ხმაურობდა, ტიროდა გარშემო ჩემსა, – უცოდინრობისაგან, უხილველობაა ჭეშმარიტებისა.
და დავიწყე მე ხშირად ცრემლებით, ვედრება ღვთისადმი, რათა მას არ მივეცი მე მსხვერპლად გზააბნეულობისადმი, რათა ეჩვენებინა მე სწორი გზა, რომელზედაც მე შემეძლო წარმემართა მისდამი უხილავი სვლა გონებით და გულით. მოულოდნელად წარმომიდგება მე აზრი... გული მისდამი როგორც ჩახუტებულობაშია მეგობრისა. ამ აზრმა ჩამაგონა შემესწავლა რწმენა წყაროებში – წერილებისა წმინდა მამებისა. „მათი სიწმინდე, – მეუბნებოდა იგი მე, – თავდებობს მათი ერთგულებისათვის; ისინი აირჩიე თავისთვის ხელმძღვანელებად“. – ვმორჩილდები, ვპოულობ საშუალებას მიღებისას თხზულებათა წმინდა სათნომყოფელთა ღვთისათა; წყურვილით ვიწყებ კითხვას მათსას, ღრმად შესწავლას. წაკითხვისას ერთთა, ხელში ვიღებ მეორეებს, ვკითხულობ, გადავიკითხავ, შევისწავლი. რაც უწინარეს ყოვლისა განმგმირა მე წერილებში მამებისა მართლმადიდებელი ეკლესიისა? – ესაა მათი თანხმობა, თანხმობა საოცარი, დიდებული. თვრამეტი საუკუნე, ბაგეებში მათში, მოწმობენ ერთხმად ერთიან სწავლებას, სწავლებას საღვთოს! როდესაც შემოდგომის, ნათელ ღამეს შევხედავ სუფთა ზეცას, მოფენილს აურაცხელი ვარსკვლავებით; ამდენად სხვადასხვა ზომისებს, გამომცემებისა საერთო ნათლისა, მაშინ ვამბობ ჩემთვის: ასეთებია წერილები მამათა. როდესაც ზაფხულის დღეს ვუყურებ ფართო ზღვას, დაფარულს მრავალი სხვადასხვა გემებით მათი აშვებული იალქნებით, მსგავსთა თეთრი გედის ფრთებისა, გემებს, გაქცეულებს ერთი ქარის ქვეშ, ერთი მიზნისაკენ, ერთი ნავმისადგომისაკენ, მაშინ ვამბობ ჩემთვის: ასეთია წერილები მამათა. როდესაც მესმის მოხდენილი მრავალრიცხოვანი გუნდი, რომელშიც სხვადასხვა ხმები მოხდენილი ჰარმონიით მღერენ ერთიან სიმღერას საღვთოს, მაშინ ვამბობ ჩემთვის: ასეთია წერილები მამათა. როგორ სხვათა შორის სწავლებას ვპოვებ მათში? – ვპოულობ სწავლებას, გამეორებულს ყველა მამების მიერ, სწავლებას, რომ ერთადერთი გზა ხსნისაკენ, – მიდევნაა მტკიცე დარიგებებიადმი წმინდა მამებისა. „გინახავს კი შენ, – ამბობენ ისინი, – ვინმე მოხიბლული ცრუსწავლებით, დაღუპული არასწორი არჩევისაგან ღვაწლთა – იცოდე: იგი გაყვა თავის თავს, თავის გონებას, თავის აზრებს, ხოლო არა სწავლებას მამებისას“ 547 , რომლებისგანაც შედგება დოგმატური და ზნეობრივი გადმოცემა ეკლესიისა. მისით იგი, როგორც ფასდაუდებელი ქონებით, კვებავს შვილებს თავისას.
ეს აზრი გამოგზავნილია ღვთისაგან, რომლისგანაც ყოველგვარი წყალობაა კეთილი, რომლისგანაც აზრიც კეთილია, – საწყისი ყოველგვარი სიკეთისა, ასე ამტკიცებენ მამები, ასე აშკარაა თავად არსიდან საქმისა 548 . ეს აზრი იყო ჩემთვის პირველი თავშესაფარი ქვეყნად ჭეშმარიტებისა. აქ სულმა ჩემმა იპოვა მოსვენება ღელვისაგან და ქარებისა. აზრი კეთილი, გადამრჩენელი აზრი – ნიჭი შეუფასებელი ყოვლადკეთილი ღვთისა, მსურველისა ყველა ადამიანთა გადარჩენა და მოსვლა შემეცნებაში ჭეშმარიტებისა! ეს აზრი გახდა ქვა საძირკვლისა სულიერი შემოქმედებისა სულისა ჩემისა! ეს აზრი გახდა ჩემი ვარსკვლავი მეგზური! მან დაიწყო გამუდმებით კურთხევა ჩემთვის მრავალძნელი და მრავალმწუხარებიანი ვიწრო, უხილავი გზისა გონებისა და გულისა ღვთისადმი. – შევხედე რელიგიურ სამყაროს ამ აზრიდან, და დავინახე: მიზეზი ყველა ცდომილებისა შედგება უცოდინრობაში დავიწყებაში უქონლობაში ამ აზრისა.
ასეთია ქველის საქმე რომლითაც გამამდიდრა მე ღმერთმა ჩემმა! ასეთია უხრწნელი საუნჯე დამმოძღვრავი ნეტარი მარადისობისათვის გადმოსული ჩემთვის ზემოდან ზეციერი საყდრიდან საღვთო მოწყალებისა და სიბრძნისა. რითი გადავუხდი მადლობას კეთილისმყოფელს? – განა მხოლოდ იმით, რომ გადავეგები შემეცნებისათვის და ძიებისათვის მისი, მსახურებისათვის მისი, მთელ მიწიერ ცხოვრებას ჩემსას! მაგრამ ამით მივაგებ განა მადლიერებას? – მხოლოდ გავიკეთებ ჩემთვის ახალ, უდიდეს სიკეთეს. ღმერთმა, თავად ღმერთმა, აზრით კეთილით უკვე გამომაცალკევა მე ამაო ამა სოფლისაგან. მე ვცხოვრობდი შორის ამა სოფლისა, მაგრამ არ ვიყავი საერთო, ფართო გასწორებულ გზაზე: აზრმა კეთილმა წამიყვანა მე განცალკევებული გზით, ცოცხალი, გრილი წყაროებისაკენ წყალთა, ქვეყნებში ნაყოფიერებში, ადგილებში ფერწერულში, მაგრამ ხშირად ველურში, საშიშში, დასერილში უფსკრულებით, უკიდურესად განცალკევებულში. მასზე იშვიათად მოგზაურობს მგზავრი.
სწავლებამ მამათამ სრული სიაშკარავით დამარწმუნა მე, რომ ხსნა წიაღში რუსული ეკლესიისა უეჭველია, რისადმიც მოკლებულნი არიან რელიგიები დასავლეთის ევროპისა, როგორც არ შემნარჩუნებელი სიმრთელეში არც დოგმატური, არც ზნეობრივი სწავლებისა პირვანდელი ეკლესიისა ქრისტესი. მან გამიცხადა მე, რა გააკეთა ქრისტემ კაცობრიობისათვის; რაში მდგომარეობს დაცემულობა ადამიანისა, რატომ აუცილებელია გამომსყიდველი, რაში მდგომარეობს ხსნა, მონიჭებული და მონიჭებადი გამომსყიდველის მიერ. იგი მიმტკიცებდა მე: საჭიროა გაღვივება, შეგრძნება, დანახვა საკუთარ თავში ხსნისა, გარეშე მისსა რწმენა ქრისტეში – მკვდარია, ხოლო ქრისტიანობა – სიტყვა და დასახელება გარეშე ხორცშესხმისა მისი! მან მასწავლა მე ყურება მარადისობისადმი როგორც მარადისობისადმი, რომლის წინაშეც უმნიშვნელოა კიდეც ათასწლოვანი მიწიერი ცხოვრება, არა მხოლოდ ჩვენი, გაზომვადი როგორიღაც ნახევარიასწლეულით. მან მასწავლა მე, რომ ცხოვრება მიწიერი უნდა გაატარო მომზადებაში მარადისობისათვის, როგორც კარიბჭეში ემზადებიან შესვლისათვის დიდებულ სამეფო დარბაზებში. მან მაჩვენა მე, რომ ყველა მიწიერი დაკავებულობა, სიამოვნება, პატივები, უპირატესობანი – ცარიელი სათამაშოებია, რომლებითაც თამაშობენ და რომლითაც აგებენ ნეტარებას მარადიულობისას მოწიფული ბავშვები. რას ნიშნავს წინაშე ქრისტესი ყველაფერი მიწიერი? წინაშე ქრისტესი, ყოვლისშემძლე ღვთისა, რომელიც იძლევა თავის თავს საკუთრებაში, მარადიულ საჩუქრად და საკუთრებად მტვრისადმი – ადამიანისადმი?... არ ღირს ხილული სამყარო, რათა ემსახურო მას, და მისით დაკავდე! რითი იგი აჯილდოვებს მსახურთ თავისებს? თავიდან სათამაშოებით; შემდეგ სამარით, ხრწნადობით მიწიერი უცოდინრობით მომავლისა, ქვითინით მოყვასთა და მალე დავიწყებით მათგან. სხვა ჯილდოებია მსახურთა ქრისტესთა: ისინი ატარებენ აწინდელ ცხოვრებას შესწავლაში ჭეშმარიტებისა, განათლებაში თავისა მისით. გადაქცეული მისით, – აღიბეჭდებიან წმინდა სულით, შეაბიჯებენ მარადისობაში, უკვე მოკლედ გაცნობილნი მარადისობასთან, მომზადებით თავისათვის ნეტარებისა მასში შეტყობინებულისა ხსნაში: „სული – ამბობს მოციქული, – ყოველსავე გამოეძიებს, და სიღრმესაცა ღმრთისასა. ( 1კორ. 2:10 ): ცოდნას მათსას იგი ატყობინებს თავის თანაზიართ. ამას სრული სიაშკარავით გადმოსცემენ წმინდა მამანი თავიანთ წმინდა წერილებში.
გაცივდა გული ამა სოფლისადმი, მისი სამსახურისათვის, მისი დიდებულისადმი, მისი საამოსადმი! მე გადავწყვიტე მიმეტოვებინა სოფელი, ცხოვრება მიწიერი მიმეძღვნა შემეცნებისათვის ქრისტესი, ათვისებისათვის ქრისტესადმი. ამ განზრახვით დავიწყე დათვალიერება სამონაზვნო და ერული სულიერებისა. და აქ შემხვდა მე შრომა; მას ზრდიდა ჩემთვის ახალგაზრდობა ჩემი და გამოუცდელობა. მაგრამ მე ვხედავდი ყველაფერს უფრო ახლოს და, შებიჯებისას მონასტერში, ვერ ვიპოვე ვერაფერი ახალი, მოულოდნელი. რამდენი იყო წინააღმდეგობა ამ შებიჯებისათვის! – მივატოვებ გახსენებას ყველასი; თავად სხეული გოდებდა ჩემთვის „სად მიგყავარ მე? მე ასე სუსტი ვარ და ავადმყოფი. შენ ხედავდი მონასტრებს, შენ მოკლედ გაეცანი მათ: ცხოვრება მათში შენთვის აუტანელია კიდეც ჩემი უძლურების გამო, და აღზრდის გამო შენი, და ყველა სხვა მიზეზით“. გონება ადასტურებდა საბუთებს სხეულისას. მაგრამ იყო ხმა ხმა გულში, ვფიქრობ, ხმა სინდისისა, ანდა, შესაძლოა ანგელოზისა მფარველისა, მოლაპარაკესი ჩემდამი ნებისა ღვთისა: იმიტომ რომ ხმა იყო გადამწყვეტი და ბრძანებითი. იგი მეუბნებოდა მე; ამის გაკეთეა – შენი მოვალეობაა, მოვალეობა უცილობელი! ისე ძლიერი იყო ხმა, რომ წარმოდგენა გონებისა, საბრალონი, საფუძვლიანნი, ერთი შეხედვით დარწმუნებულობა სხეულისა ჩანდა წინაშე მისსა უმნიშვნელო. გარეშე დაქროლისა, გარეშე სიცხისა, როგორც მონა, წათრეული გადაულახავი გულისმიერი გრძნობით, როგორიღაც მიუწვდომელი და გამოუთქმელი მოწოდებით, შევაბიჯე მე მონასტერში.
შევაბიჯე მე მონასტერში, როგორც მივარდება ხოლმე გაოცებული, დახურვით თვალთა და გადადებით ფიქრისა, ცეცხლში ანდა მორევში – როგორც მივარდება მეომარი წათრეული გულით, ბრძოლაში სისხლიანში, აშკარა სიკვდილზე. ვარსკვლავი, ხელმძღვანელი ჩემი, აზრი კეთილი, მოვიდა გაენათებინა ჩემთვის განმარტოვებაში, მდუმარებაში, ანდა უფრო სწორედ წყვდიადში, ქარიშხლებში სამონასტროში. სწავლების მიხედვით მამათა, ცხოვრება სამონაზვნო, ერთადერთად შესაფერისი ჩვენი დროისათვის არის ცხოვრება ხელმძღვანელობის ქვეშ მამათა ნაწერებისა რჩევით წარმატებულთა თანამედროვე ძმათა; ეს რჩევა კვლავ უნდა შემოწმდეს წერილებით მამებისა. მამები პირველი საუკუნეთა ეკლესიისა განსაკუთრებით ურჩევენ ძიებას ხელმძღვანელისას ღვთივშთაგონებულისა მისდამი მიცემას სრულ, უპირობო მორჩილებაში, უწოდებენ ამ გზას, როგორიც იგი კიდეც არის, უმოკლესად უმტკიცესად, უღვთისთვის მოსაწონესად. მამები, განცალკევებულნი დროისაგან ქრისტესგან ათასწლეულებით, გამეორებისას რჩევისა მამათასი წინაპართა, უკვე ჩივიან იშვიათობაზე ღვთივშთაგონებული მოძღვრებისა, წარმოშობილ მრავალ ცრუსწავლებაზე, და სთავაზობენ ხელმძღვანელად საღვთო წერილს და მამათა წერილებს. მამები, ახლონი ჩვენს დროსთან, უწოდებენ ღვთივშთაგონებულ ხელმძღვანელებს საკუთრებად სიძველისა, და უკვე გადაჭრით უანდერძებენ ხელმძღვანელად წმინდა და წმინდა წერილს, შემოწმებულს ამ წერილებით, მიღებულ უდიდესი წინდახედულობით და სიფრთხილით რჩევას თანამედროვე და თანამცხოვრები ძმათა. მე ვისურვებდი ვყოფილიყავი ხელმძღვანელობის ქვეშ მოძღვრისა; მაგრამ არ მომიწია მე მეპოვნა ხელმძღვანელი როელიც სრულად დამაკმაყოფილებდა მე, რომელიც იქნებოდა ცოცხალი სწავლება მამათა. თუმც მე მესმოდა ბევრი სასარგებლო, ბევრი არსებითად საჭირო, გადაქცეული ძირითად საწყისად ჩემი სულის დარიგებისა. დაე განუსვენოს უფალმა ადგილზე მართალთა, ადგილზე გრილზე, ადგილზე ნათლისა და ნეტარებისა განსვენებულთ კეთილისმყოფელთ სულისა ჩემისა! დაე მიანიჭოს მეტი სულიერი წარმატება და დასასრული მშვიდობიანი აწინდელ კიდევ სარბიელზე მიწიერზე მოგზაურთ და მშრომელთ!
ვიტყვი აქ მონასტრებზე რუსულებზე ჩემს საბრალო სიტყვას, სიტყვას – ნაყოფს მრავალწლიანი დაკვირვებისას. შესაძლოა დაწერილი ფურცელზე იგი წაადგება ვინმეს! – დასუსტდა ცხოვრება სამონაზვნო, როგორც საერთოდ ქრისტიანული; დასუსტდა სამონაზვნო ცხოვრება იმიტომ, რომ იგი იმყოფება განუყოფელ კავშირში ქრისტიანულ სამყაროსთან, რომელიც, გამოყოფს რა მონაზვნობისათვის სუსტ ქრისტიანებს არ შეუძლია მოითხოვოს მონასტრებისაგან ძლიერი მონაზვნები, მსგავსნი ძველთა, როდესაც ქრისტიანობაც, მცხოვრები შორის ერისა, უხვობდა სათნოებებით და სულიერი ძალით. მაგრამ კიდევ მონასტრები, როგორც დაფუძნებები წმინდისა სულისა, გამოსცემენ სხივებს ნათლისას ქრისტიანობაზე; კიდევ არის იქ საკვები ღვთისმოსავთათვის; კიდევ არის იქ დაცვა სახარებისეული მცნებებისა; კიდევ იქ – მკაცრი და დოგმატური და ზნეობრივი მართლმადიდებლობაა; იქ, თუმც იშვიათად, უკიდურესად იშვიათად, მოიპოვება ცოცხალი დაფები წმინდისა სულისა. შესანიშნავია, რომ ყველა სულიერი ყვავილები და ნაყოფები გაიზარდა იმ სულებში, რომლებიც, მოცილებულობისაგან ნაცნობობისა გარეთ და შიგნით მონასტრისა, ამუშავებდნენ თავს კითხვით წერილებისა და წმინდა მამებისა, რწმენისას და ლოცვისას, გასულიერებულისას მდაბალი, მაგრამ ძლევამოსილი სინანულით. სადაც არ იყო ეს დამუშავება, იქ – უნაყოფობაა.
რაში მდგომარეობს ვარჯიში მონაზონთა, რომლებისთვისაც – თავად მონაზვნობაა? იგი მდგომარეობს შესწავლაში ყველა მცნებებისა, ყველა სიტყვისა გამომსყიდველისა, ათვისებაში მათისა გონებით და გულით. მონაზონი ხდება მხილველი ორი ბუნებისა ადამიანურისა: ბუნებისა დაზიანებულისა ცოდვილით, რომელსაც იგი ხედავს თავის თავში, და ბუნებით განახლებულით, წმინდით რომელსაც იგი ხედავს სახარებაში. ათსიტყვაობა ძველი აღთქმისა აცილებდა უხეშ ცოდვებს; სახარება კურნავს თავად ბუნებას, სნეულს ცოდვით, ამთვისებელს დაცემულობით თვისებისა ცოდვილისა. მონაზონმა უნდა შუქზე სახარებისა შეაბიჯოს ბრძოლაში საკუთარ თავთან, აზრებთან თავისებთან, გულისმიერ შეგრძნებებთან შეგრძნებებთან და სურვილებთან სხეულისა, ამა სოფელთან, მტრულთან სახარებისადმი, სოფლისმპყრობლებთან, მცდელობელებთან შეაკავონ ადამიანი თავის ძალაუფლებაში და ტყვეობაში. ყოვლადძლიერი ჭეშმარიტება ათავისუფლებს მას ( ინ. 8:32 ); გათავისუფლებულს მონობისაგან ცოდვილ ვნებათა აღბეჭდავს, აახლებს, შეჰყავს შთამომავლობაში ახალი ადამისა, ყოვლადკეთილისა სულისა წმინდისა. სრულყოფილება ქრისტიანობისა მიიღწევა მონაზვნობაში, და მონაზონნი ემსახურებიან ნათელს ძმებისათვის თავიანთისა, მცხოვრებთა შორის ერისა, დაკავებულთა, გართობილი საზრუნავებით და მსახურებებით მისით, არ შემძლებელთა არც ღრმად ჩაუკვირდნენ სახარებას, არც გააცოცხლონ იგი თავიანთ თავში სათანადო განვითარებაში და სავსებით. ის მხოლოდ შეძლებს ადვილად, ანდა არად ჩაგდებით იფიქროს მონაზვნობაზე, ვისაც, წოდებული ქრისტიანად, აქვს წარმოდგენა ქრისტიანობაზე სრულად ზედაპირული, მკვდარი.
რათა გამაგრდეს და დავაჟკაცდეს მონაზონში სახარებისეული თვისებები, საჭიროა გამუდმებით მწუხარებები და განსაცდელები. სიმშვიდე მისი უნდა იყოს გამოცდილი; სიმდაბლე მისი უნდა იყოს გამოცდილი; მოთმინება და რწმენა – გამოცდილნი. უნდა იყოს გამოცდილი – უფრო ღირებულია კი მისთვის სახარება, სიტყვა და მცნებები ქრისტესები, რომლებშიც სიცოცხლეა საუკუნო უფრო ღირებულია კი ისინი უპირატესობებზე, მოხერხებულობებზე და ჩვევებზე ამა სოფლისაზე, უფრო ღირებულია კი თავად სიცოცხლეზე? მძიმედ თავიდან წარმოიდგინება შესვლა განსაცდელებში; მაგრამ გარეშე მათსა შეუძლებელია ისწავლო მიტევება ყველა წყენებისა, სიყვარული მტრისადმი, ხედვა ყველაში განგებულებისა ღვთისა, ამ უდიდესი საბოლოო მიმართებაში მოყვასთან, მცნებებისადმი სახარებისა. თუკი შინაგანი ადამიანი არ იქნება განათლებული ყველა მცნებებით; მაშინ იგი ვერ შეძლებს გახდეს საცხოვრებელი წმინდისა სულისა. „მოვიღე სული, – ამბობს წმინდა დავითი, – რამეთუ მცნებათა შენთა მსურდა.“ ( ფს. 118:131 ). გარეშე გადმოსვლისა სულისა, არაა ქრისტიანული სრულყოფილება. მწუხარებები და განსაცდელები მიიჩნევა წმინდა წერილისაგან და მამებისაგან უდიდეს ნიჭად ღვთისად, ემსახურებიან წინასწარშემზადებას შესასწავლად განმხოლოვებისა, რომელშიც მონაზონი აღწევს უზუსტეს განწმენდას, და ამიტომ უუხვეს განათლებასაც. მამები ადარებენ მწუხარებებს მონაზვნისას, წინამორბედთ შესვლისა განმხოლოვებაში, ჯვრის წინა ტანჯვებს ქრისტესას, ხოლო განმხოლოვებას – ჯვარცმას ჯვარზე და დაფლვას, რომელსაც მოჰყვება აღდგომა.
ეს გავიგე მე დროულად წერილიდან მამებისა. წმინდა წესრიგი, წმინდა სისტემა, რომლებიც საღვთო განგებულებამ მოხაზა მსახურთათვის ღვთისა, მაოცებდა მე გაკვირვებით. მივიზიდებოდი მე გულისმიერი სიყვარულით საჭვრეტად საოცარი სისტემისა. განსაკუთრებით მომწონდა მე სწავლება ამ საგანზე ბარსანუფი დიდისა. მე მეჩვენებოდა რომ იგი წარმოითქმებოდა ჩემთვის: იგი თავის თავად ეთვისებოდა სულს ჩემსას. „ყურადღება სიტყვებისადმი მოციქულისა: „ყოველსაშინა ჰმადლობდეთ“ ( 1თეს. 5:18 ), მოემზადე მადლიერებისათვის ყველაფრისათვის“ – წერდა დიდი ერთ მოწაფეთაგანს თავისას, რომელსაც იგი ამზადებდა ქურაში საერთოსაცხოვრებლისა საცხოვრებლად დაყუდებაში – „და იქნები კი მწუხარებებში თუ საჭიროებებში, ანდა შევიწროებაში, ანდა სნეულებებში და შრომებში ხორციელში, ყველაფრისთვის მოწევნულისა შენთვის უმადლოდე ღმერთს. ვიმედოვნებ რომ შენც მიაღწევ „განსვენებას“ მისსას ( ებრ. 4:3 ): რამეთუ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა“ ( საქმ. 14:22 ). ასე რომ, არ დაეჭვდე სულით შენით, და არ მოდუნდე გულით შენით არც რომელიმე მიზეზით, არამედ გახსოვდეს მოციქულებრივი სიტყვა: „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ.“ ( 2კორ. 4:16 ). თუკი არ დაითმენ ტანჯვებს, მაშინ ვერ შეძლებ ახვიდე ჯვარზე. როდესაც გადაიტან თავიდან ტანჯვებს, მაშინ შეხვალ თავშესაფარშიც სიმშვიდისა, და განმხოლოვდები გარეშე ყოველგვარი საზრუნავისა, ქონით სულისა, განმტკიცებულისა უფალში და ყოველთვის მიწებებული მისდამი“ 549 . სხვა ძმამ გამოხატა წინაშე დიდისა თავისი სურვილი განმხოლოვებისა. უპასუხა მას დიდმა: „ძმაო! ადამიანი მქონე საკუთარ თავზე ვალებისა, თუკი უწინ არ გადაიხდის ვალებს, დარჩება ყოველგან მოვალე, სადაც კი იგი არ წასულიყოს, სადაც კი იგი მოთავსდებოდეს ცხოვრებისათვის, ქალაქში კი ეს იქნება ანდა სოფელში. არსად არ აქვს მას შესაძლებლობა იცხოვროს მშვიდად. როდესაც კი მიზეზით თავისი ვალებისა, იგი დაექვემდებარება შეურაცხყოფებს ადამიანთაგან, და, შერცხვენილი, საიდანაც კი ეს არ ყოფილიყოს მოიპოვებს ფულს და გადაიხდის ვალებს: მაშინ, გამხდარი თავისუფალი, გამბედავად, ბევრი კადნიერებით იგი შეძლებს ანდა მყოფობას შორის ადამიანთა საზოგადოებისა, ანდა ცხოვრებას განმარტოვებაში. ასეა მონაზონიც, როდესაც შეეცდება ძალებით თავისით დაითმინოს შეურაცხყოფა, ძაგება, ზარალი: მაშინ დაისწავლის მდაბლად ღვაწლსაც სულიერსაც. სიმდაბლისათვის მისი და ღვაწლისა ეპატიება მას შეცოდებანი მისნი, როგორც მოწმობს წერილი: „იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“ ( ფს. 24:18 ). იფიქრე, რამდენი შეურაცხყოფა და ძაგება დაითმინა მეუფემ ჩვენმა იესო ქრისტემ უწინარეს ჯვრისა: დათმენით მათით, იგი ავიდა უკვე ჯვარზე. მსგავსად ამისა ვერავინ შეძლებს მიაღწიოს ჭეშმარიტ და ნაყოფიერ განმხოლოვებას, ვერავინ შეძლებს ავიდეს წმინდა განსვენებაში სრულყოფილებისა, თუკი უწინ არ ევნება ქრისტესთან ერთად და არ დაითმენს ყველა ტანჯვას მსსას, გახსენებით დარიგებისა მოციქულისა „უკუეთუ მის თანა ვევნოთ მის თანაცა ვიდიდნეთ.“ ( რომ. 8:17 ). არ მოიხიბლო: სხვა გზა ხსნისაკენ, გარეშე ამისა, – არაა. უფალი დაე შეგეწიოს შენ, ნებისამებრ თავისისა, დასადებად მტკიცე საძირკვლისა შენი შენობისათვის მყარ ქვაზე, როგორც მან გამცნო სახარებაში. „კლდე... – იყო ქრისტე“ ( 1კორ. 10:4 )” 550 . დაუყოვნებლივ შებიჯებისა ჩემისა მონასტერში დამესხა მე მწუხარებები, როგორც წყალი განმწმენდი. ხან იყო შინაგანი ბრძოლანიც, და შემოსევა ავადმყოფობებისა, და ჩაგვრა საჭიროებებით, და შერყევა საკუთარი უცოდინრობისაგან, გამოუცდელობისაგან, არაკეთილგონიერებისაგან; მწუხარებები ადამიანთაგან იყო ზომიერი. რათა გამომეცადა ისინი, საჭირო იყო განსაკუთრებული სარბიელი. მიუწვდომელი ბედისწერით განგებულებისა მე მოვთავსდი იმ სავანეში, მეზობელში ჩრდილოეთის დედაქალაქისა, რომელშიც, როდესაც ვცხოვრობდი დედაქალაქში, არ მსურდა თვით დანახვაც, ვთვლიდი მას ყველაფრით შეუსაბამოდ ჩემი მიზნებისადმი სულიერისა. 1833 წელს მე გამომიძახეს სერგის უდაბნოში, და გამხადეს მის წინამძღვრად. არასტუმართმოყვარედ მიმიღო მე სავანემ – სერგის უდაბნომ. პირველივე წელს მისვლიდან მასში, მე დავსნეულდი მძიმე დაავადებით, მეორე წელს მეორეთი, მესამეში მესამეთი: მათ წაიღეს ნარჩენნი ღარიბული ჯანმრთელობისა ჩემისა და ძალებისა, გამხადეს მე ღონემიხდილი, გამუდმებით ტანჯული. აქ აღიმართა და აშიშინდა შური, ავსიტყვაობა, ცილისწამება; აქ მე დავექვემდებარე მძიმე ხანგრძლივ დამამცირებელ სასჯელებს, გარეშე სამსჯავროსი, გარეშე უმცირესი გამოძიებისა, როგორც უსიტყვო ცხოველი, როგორც კერპი უგრძნობი; აქ მე დავინახე მტრები, განწყობილნი შეურიგებელი ბოროტებით და წყურვილით დაღუპვისა ჩემისა; აქ გულმოწყალე უფალმა მაღირსა მე შემეცნო გამოუხატველი სიტყვებით სიხარული და მშვიდობა სულისა; აქ მაღირსა მან მე მეგემა სულიერი სიყვარული და სიტკბოება იმ დროს, როდესაც მე ვხვდებოდი მტერს ჩემსას, მაძიებელს თავისა ჩემისა, – და გახდა სახე ამ მტრისა თვალებში ჩემსა, როგორც სახე ნათელი ანგელოზისა. გამოცდილებითად შევიცანი მე საიდუმლოებრივი მნიშვნელობა მდუმარებისა ქრისტესი წინაშე პილატესი და მღვდელმთავართა იუდეველთა. როგორი ბედნიერებაა იყო მსხვერპლი მსგავსად იესოსი! ანდა არა! როგორი ბედნიერებაა იყო ჯვარცმული ახლოს მხსნელისა, როგორც იყო როდესღაც ჯვარცმული ნეტარი ავაზაკი და ამ ავაზაკთან ერთად დარწმუნებულობიდან სულისა, ვაღიარო: ღირსი რომელი ვქმენით მოგუეგების:... მომიჴსენე მე უფალო,... ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა“ ( ლკ.23:41-42 ).
მიღწეული ორმოცი წლის ასაკს, განადგურებული სნეულებებით, შერყეული მრავალი მწუხარებით, ღონემიხდილი ვერშემძლებელი თავად დაცარიელების გამო ხორციელი ძალებისაგან ცხოვრებისადმი ქმედითისა, რას ვიტყვი ხვედრზე ჩემსაზე? – ვერ ვხედავ წინაშე ჩემსა ადამიანს, რომლის ხვედრიც ყოფილიყოს ჩემთვის ნანატრი და საშურველი. მე – ცოდვილი ვარ, ღირსი ტანჯვებისა, დროებითებისაც და მარადიულებისაც; მაგრამ არასახარბიელოა ჩემთვის ხვედრი არავისი ადამიანთაგან. როდესაც შევხედავ ცოდვებს ჩემსას, ისინი მაყენებენ მე თავზარს; მაგრამ საშინელი ცოდვილებისათვისაც არის გამომსყიდველი.
მეუფენო დედამიწისანო, მწყემსნო ეკლესიისანო მამანო და ძმანო! მე უკვე მეტად უსარგებლო ვარ მსახურებისათვის თქვენისა. როგორი მსახურებისათვის შემძლებელია შებოჭილი ავადმყოფობებით მიჯაჭვული მათით სარეცელზე, შეკავებული გამოუსვლელად კელიაში? გადმომანთხიეთ მე გადმომანთხიეთ როგორც მონა უხმარი, მსახური მხოლოდ დამძიმებისათვის თქვენთვის! მე არ შეგაწუხებთ თქვენ არავითარი თხოვნებით, არავითარი საზრუნავით ჩემზე. მე არ მჭირდება ბაღი საუცხოო ჩრდილით და კეთილსურნელოვანი ყვავილებით; არ მჭირდება ბევრი მსახურნი; მომემსახურება მე სახელისათვის ქრისტესი მონაზონი მდაბალი, მომიტანს მე საკვებს და ტანსაცმელს ქრისტესმოყვარე; არ მჭირდება მე პალატი ფართო, არ მჭირდება მე არავითარი გამხიარულება არავითარი გართობა მიწიერნი. გამიშვით მე, გამიშვით სნეული, არაგრისთვის შემძლებელი! ვპოვებ ჩემთვის განშორებულს ხმისაგან დედაქალაქისა, განშორებულ ქალაქებისგან და სოფლებისაგან მცირედნაცნობ თავშესაფარს, განმარტოვებულს და ჩუმს: იქ მარტოობაში წავათრევ სამარემდე დღეებს ჩემსას. სნეულებულობა ჩემი ხდის სიჩუმეს განმარტოვებისას აუცილებელს ჩემთვის. თქვენ ისურვებთ ცოდნას, განა სულში ჩემსაში არ იმალება რაიმე სურვილი? – შემიძლია დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა. მე – ცოდვილი ვარ: მწყურია სინანული.
მივატოვებ ადამიანებს: ისინი – ბრმა იარაღნია ყოვლისშემძლე მარჯვენაში განგებულებისა; მოჰყავთ მოქმედებაში ის, რასაც იგი დაავალებს, ანდა დაუშვებს. მიბრუნებისას ადამიანებისაკენ მე მსურდა მიმეძღვნა ხარკი სიყვარულისა და პატივისცემისა მოყვასისადმი, ხარკი უსასიამოვნესი, უდამატკბობლესი გულისათვის მოტანილისა. სამყარო, დაკავებული თავისი ამაოებით, თავისი საზრუნავებით, გართობებით და წარმატებებით, თვით არ მოაპყრობს ყურადღებას სიტყვებს ჩემსას: მისთვის არაა გასაგები, უცნაურია ხმა სულისა, შემგრძნებისა საჭიროებისა სინანულში და განმხოლოვებაში.
მიუწვდომელო, ყოვლადძლიერო, ყოვლადკეთილო, ყოვლადბრძენო ღმერთო და უფალო ჩემო შემოქმედო და მხსნელო! ცრემლებით და ნაცრით წინაშე შენსა უმნიშვნელო მტვრის ნამცეცი – მე, შენ მიერ მოწოდებული არსებობისათვის, შეგრძნებისათვის, დაშვებული აზროვნებისათვის სურვილისათვის! შენ ხედავ გულს ჩემსას; შენ ხედავ, თუმც კი დაფარულ სიღრმეში მისაშI დაცულია სიტყვა, რომელსაც განვიზრახავ წარმოვთქვა გონებით და ბაგეებით! შენ ხედავ უწინ ჩემი თხოვნისა, რა მსურს მე შეგეკითხო; ბედისწერაში შენსაში გადაწყვეტილია უკვე, შეასრულებ კი ანდა უარყოფ ჩემს თხოვნას. მაგრამ შენ მომანიჭე მე თვითუფლებრიობა, და მე ვბედავ მოტანას წინაშე შენსა, წარმოვთქვა წინაშე შენსა სურვილი ჩემი უბადრუკი, ჩემი გაჭირვებულისა, ჩემი დაწყლულებულისა გულისა! არ უგდო ყური ჩემს გულს, არ უგდო ყური სიტყვებს ლოცვისას ჩემსას, არ აღასრულო ნებისამებრ ჩემისა; არამედ აღასრულე ის, რაც შენ გესათნოვება, რასაც აირჩევს და დააწესებს ჩემთვის ყოვლადწმინდა, ბრძენი ნება შენი. თუმც ვიტყვი სურვილს ჩემი გულსას; გამოვხატავ სიტყვით სწრაფვას ჩემი თვითმპყრობელობისას!... „სინანულის კარი გამიღე მე, კაცთმოყვარევ“! სიძვით გავატარე მე ცხოვრება ჩემი, მივაღწიე მეათერთმეტე საათს; ყველა ძალები ჩემნი გამოილია; მე შემიძლია აღვასრულო მცნებები და მსახურებები დასუსტებული ჩემი სხეულით: მომანიჭე მე მოგიტანო შენ თუნდაც სინანული, რათა არ მომიწიოს მე წასვლამ სასტუმროდან ამა სოფლისა უცხოდ ყველანაირი იმედისა. შენ ხედავ ჩემს უძლურებას, უძლურებას სულისას და სხეულისას! არ შემიძლია ვიდგე წინააღმდეგ პირისა ვნებათა და საცდურთა! გამიყვანე მე განმარტოვებაში და განმხოლოვებაში, რათა იქ შევძლო მე ჩავიძირო სრულად, გონებითაც, და გულითაც, და სხეულითაც, სინანულში... სინანული მწყურია!... გულმოწყალე უფალო, დააკმაყოფილე ჩემი დაუკმაყოფილებელი მჭამელი ჩემი წყურვილი; მომანიჭე მე სინანული! გადმომღვრელო ჩემზე ამდენი, აღურაცხელი წყალობებისა, დაასრულე და აღავსე ისინი მონიჭებით სინანულისა! მეუფეო ყოვლადწმინდაო! არ დამტოვო გარეშე ნიჭისა მიღებას რომლისაც უგუნურებაში ჩემსაში, ამდენი ხანია გევედრები შენ, არ ცოდნით, რას ვითხოვ, არ ცოდნით, შემძლებელი ვარ კი მიღებისადმი ნიჭისა, არ ცოდნით შევინარჩუნებ კი მას, თუკი მივიღებ. ერთმა მსახურთაგან შენსა, განწმენდილმა და განათლებულმა სულით წმინდით, თქვა „გარეთ განმხოლოვებისა არაა ჭეშმარიტი სინანული“ 551 . განგმირა ამ სიტყვამ ცოდვილი ჩემი სული, განმტკიცდა მეხსიერებაში, განმსჭვალავს მე, როგორც მახვილით, ყოველ ჯერზე, როგორც კი განახლდება მოგონებით. არ ხედვით საკუთარ თავში სინანულისა მოვდივარ გაცბუნებაში; ვაძალებ თავს სინანულისათვის მაგრამ ვხვდები უნებლიედ მზრუნველობებს, გართობებს, – ისინი მტაცებენ მე სინანულს. არ შემიძლია შევინარჩუნო იგი შორის ხმაურისა და შეცბუნებისა: მიდის, სხლტება მიმატოვებს მე სიცარიელით და უსასოობით. მრავალმოწყალე უფალო! მომანიჭე მე სინანული, მონიჭებული განმხოლოვებით, სინანული გამუდმებული, სინანული, შემძლებელი განწმინდოს სიბილწენი სულისანი და სხეულისანი, სინანული, რომელიც შენ მოანიჭე ყველას, ვინც აირჩიე და მოუხმე შენთან, ვისი სახელებიც დანიშნულნია შენსატანად წიგნში სიცოცხლისა, ვისაც განუსაზღვრე მარადიულად ხედვიდენ დიდებას შენსას და მარადიულად ადიდებდნენ წყალობას შენსას. ნიჭი სინანულისა ჩემთვის უფრო ძვირფასია და სასურველი საგანძურზე მთელი მსოფლიოსი. განწმენდილი სინანულით, დაე განვჭვრეტ ნებას შენსას უმწიკვლოს, გზა შენდამი შეუცდომელია, და დაე ვაუწყებ მათდამი ძმებს ჩემსას! – თქვენ, ჭეშმარიტნო მეგობარნო ჩემნო, შეერთებულნო ჩემთან კავშირებით მეგობრობისა უფალში, არ იჩივლოთ ჩემზე, არ იწუხოთ ჩემს გამგზავრებაზე. მივდივარ სხეულით რათა მოგიახლოვდეთ სულით; ერთი შეხედვით ვიკარგები თქვენთვის არსით თქვენ მიძენთ მე. მიმანდეთ მე სინანულს: იგი თქვენ დაგიბრუნებთ ჩემს თავს განწმენდილს, განათლებულს, და გაუწყებთ თქვენ სიტყვას ხსნისას, სიტყვას ღვთისას. – „სინანულისა კარი განმიღე მე“, კაცთმოყვარეო უფალო, მომანიჭე მე ხსნა მარადიული ყველა მეგობრით ჩემით, შენში შემყვარებელთა ჩემი, დაე ყველა მარადიულ ნეტარებაში, სიხარულში და სიამოვნებაში გამოუთქმელში ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა ღმერთსა ერთსა და სამჰიპოსტასიანსა გამომჩენისა მოდგმისადმი ადამიანთა სიყვარულისა და წყალობისა, აღმატებულისა სიტყვაზე, აღმატებულისა შეგნებისა ამინ.
1847 წელს, იანვარს მეშშვიდე დღისა ამ დროს არქიმანდრიტი ეგნატე, სრულად მოშლილი ჯანმრთელობის გამო, ითხოვდა დათხოვნას თანამდებობიდან წინამძღვრისა სერგის უდაბნოსი და გადაადგილებას ნიკოლაევის ბაბაევის მონასტერში მოსასვენებლად, მაგრამ იყო დათხოვილი შვებულებაშI და გაატარა ათი თვე ნახნენებ მონასტერში.