Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 5

Previous

კითხვის შესახებ სახარებისა

კითხვისას სახარებისა არ ეძიო სიამოვნება, არ ეძიო აღტაცებები, არ ეძიო ბრწყინვალე აზრები: ეძიე დაინახო შეუცდომლად წმინდა ჭეშმარიტება.

არ დაკმაყოფილდე მხოლოდ უნაყოფო კითხვით სახარებისა; ეცადე აღასრულო მისი მცნებები, იკითხე იგი საქმეებით. ესაა – წიგნი სიცოცხლისა, და საჭიროა კითხვა მისი სიცოცხლით.

არ იფიქრო, რომ უმიზეზოდ უწმინდესი წიგნთა შორის, ოთხსახოვანი-სახარება, იწყება სახარებით მათესაგან, ხოლო მთავრდება სახარებით იოანესაგან. მათე ასწავლის უმეტესად, როგორ აღვასრულოთ ნება ღვთისა, და მისი დარიგებები განსაკუთრებით შეეფერება დამწყებთ გზისა საღვთოსი; იოანე გადმოსცემს ხატებას შეერთებისას ღვთისა ადამიანთან, განახლებულთან მცნებებით, რაც ხელმისაწვდომია მხოლოდ წარმატებულთათვის გზაზე საღვთოზე.

გადაშლისას წასაკითხად წიგნისა – წმინდა სახარებისა, გაიხსენე, რომ იგი გადაწყვეტს შენს მარადიულ ხვედრს. მის მიხედვით ჩვენ განვისჯებით, და მიხედვით იმისა, როგორი ვიყავით აქ დედამიწაზე მიმართებაში მასთან, მივიღებთ ხვედრად ან მარადიულ ნეტარებას, ან მარადიულ სატანჯველებს ( ინ. 12:48 ).

ღმერთმა გაუმხილა თავისი ნება უმნიშვნელო მტვრის ნამცეცს – ადამიანს! წიგნი, რომელშიც გადმოცემულია ეს დიდებული და ყოვლადწმინდა ნება – შენს ხელთაა. შენ შეგიძლია მიიღო, და უარყო კიდევაც ნება შემოქმედისა და მხსნელისა შენისა, მიხედვით იმისა, როგორც შენ გესათნოვება. შენი მარადიული სიცოცხლე და მარადიული სიკვდილი ხელთა შენთაა: განსაჯე აბა, რამდენად საჭიროა შენთვის იყო ფრთხილად, კეთილგონივრულად. არ ითამაშო შენი ხვედრით მარადიულით!

ილოცე შემუსვრილებით სულისა უფლის მიმართ, რათა მან აგიხილოს შენ თვალები დასანახად საოცრებათა, დაფარულთა რჯულში მისაში ( ფს. 118:18 ), რომელიცაა – სახარება. აღიხილება თვალები, – და დაინახება საოცარი კურნება სულისა ცოდვისაგან, აღსრულებული სიტყვით ღვთისა. კურნება ხორციელი სნეულებებისა იყო კიდეც მხოლოდ დასტური კურნებისა სულისა, დასტური ხორციელი ხალხისათვის, გონებებისათვის, დაბრმავებულებისათვის შეგრძნებითობით ( ლკ. 5:24 ).

იკითხე სახარება უკიდურესი მოწიწებით და ყურადღებით. მასში არ მიიჩნიო არაფერი ნაკლებადმნიშვნელოვნად, ნაკლებადღირსად განხილვისათვის. ყოველი იოტა მისი ასხივებს სხივს სიცოცხლისას. უგულებელყოფა სიცოცხლისა – სიკვდილია.

კითხვისას კეთროვნების, დავრდომილების, ბრმების კოჭლების და ეშმაკეულების შესახებ, რომლებიც განკურნა უფალმა, იფიქრე, რომ სული შენი, მატარებელი ფრიადმრავალფეროვანი წყლულებისა ცოდვისა, მყოფი ტყვეობაში დემონებისა, მსგავსია ამ სნეულთა. ისწავლე სახარებიდან რწმენა, რომ უფალი განმკურნავი მათი, განგკურნავს შენც, თუკი შენ გულმოდგინედ სთხოვ მას განკურნებას შენსას.

მოიპოვე ისეთი განწყობა სულისა, რომ შენ შემძლებელი იყო მიიღო კურნება. შემძლებელი მიღებისა მისი მაღიარებელია საკუთარი ცოდვილობისა, გადამწყვეტი მიატოვოს იგი ( ინ. 9:39, 41 ). მოამაყე მართალს, ესე იგი, ცოდვილს, ვერ მხედველს საკუთარი ცოდვილობისა, არ სჭირდება, გამოუსადეგარია მისთვის მხსნელი ( მთ. 9:13 ).

ხედვა ცოდვებისა, ხედვა იმ დაცემულობისა, რომელშიც იმყოფება მთელი მოდგმა კაცობრიობისა, არის განსაკუთრებული ნიჭი ღვთისა. გამოითხოვე შენთვის ეს ნიჭი, და უფრო გასაგები იქნება შენთვის წინგი ზეციერი ექიმისა – სახარება.

შეეცადე, რომ სახარება შეეთვისოს შენს გონებას და გულს, რათა გონება შენი, ასე ვთქვათ, ცურავდეს მასში, იცხოვროს მასში: მაშინ საქმიანობა შენი მოხერხებულად გახდება სახარებისეული. ეს შესაძლოა მიიღწეს გამუდმებული მოწიწებული კითხვით, შესწავლით სახარებისა.

ღირსმა პახუმი დიდმა , ერთ-ერთმა უგამოჩენილესმა ძველ მამათაგანმა, იცოდა ზეპირად წმინდა სახარება და ავალებდა მოწაფეებს თავისსას, გამოცხადების მიხედვით ღვთისა, აუცილებელ მოვალეობად შესწავლას მისსას. ასეთნაირად სახარება თან ახლდა მათ, ყველგან, მუდმივად ხელმძღვანელობდა მათ 13 .

და ახლაც რატომაც ქრისტიანულმა აღმზრდელებმა არ უნდა შეამკონ მეხსიერება უმანკო ბავშვისა სახარებით, ვიდრე დაანაგვიანონ იგი შესწავლით ეზოპეს არაკებისა და სხვა არარაობებისა?

როგორი სიხარულია, როგორი სიმდიდრეა – ათვისება სახარებისა მეხსიერებით! შეუძლებელია წინასწარგანჭვრიტო გადატრიალებები და უბედურებები, შემძლებელნი შეგვემთხვეს ჩვენ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. სახარება, კუთვნილი მეხსიერებისადმი, იკითხება ბრმის მიერ, პატიმარს თან ახლავს საპყრობილეში, საუბრობს მიწათმოქმედთან ველზე, მორწყულზე მისი ოფლით, მოძღვრავს მოსამართლეს თვით დასწრების დროს, ხელმძღვანელობს ვაჭარს ვაჭრობისას, ახალისებს სნეულს გამთანგველი უძილობისას და აუტანელი მარტოობისას.

არ გაბედო თავად განმარტო სახარება და სხვა წიგნები წმინდა წერილისა. წერილი გამოთქმულია წმინდა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ, წარმოთქმულია არა თვითნებურად, არამედ შთაგონებით წმინდა სულისა ( 2პეტ. 1:21 ). როგორ არაა უგუნური განმარტება მისი თვითნებურად?

წმინდა სულმა, წარმომთქმელმა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ სიტყვისა ღვთისა, განმარტა იგი წმინდა მამების მიერ. და სიტყვა ღვთისა და განმარტება მისი – ნიჭია წმინდისა სულისა. მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას იღებს წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია ! მხოლოდ ამ ერთ განმარტებას იღებენ მისი ჭეშმარიტი შვილები!

ვინც განმარტავს სახარებას და მთელ წერილს თვითნებურად: ის ამით თვით უარყოფს განმარტებას მისსას წმინდა მამების მიერ, წმინდისა მიერ სულისა. ვინც უარყოფს განმარტებას წერილისას წმინდისა მიერ სულისა; იგი ყოველგვარი ეჭვის გარეშე, უარყოფს თავად წმინდა წერილს.

და ხდება სიტყვა ღვთისა, სიტყვა ხსნისა, თავხედი განმმარტავებისათვის მისი, სიმყრალედ სიკვდილისა, მახვილად ორლესულად, რომლითაც ისინი იკოდავენ თავიანთ თავებს მარადიული დაღუპვისთვის ( 2პეტ. 3:16 , 2კორ. 2:15–16 ). მისით მოიკლეს თავი მარადიულად არიოზმა, ნესტორმა, ევტიქმა და სხვა ერეტიკოსებმა, ჩავარდნილებმა თვითნებური და თავხედური განმარტებით წერილისა ღვთისგმობაში.

„ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?“ ( ეს. 66:2 ), ამბობს უფალი. ასეთი იყავი მიმართებაში სახარებასთან და მყოფთან მასში უფალთან.

მიატოვე ცოდვილი ცხოვრება, მიატოვე მიწიერი სიყვარული და სიამოვნება, უარყავი სული თჳსი, მაშინ გახდება შენთვის ხელმისაწვდომი და გასაგები სახარება.

რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა“ თქვა უფალმა – სული, რომლისთვისაც დაცემის მიერ, ცოდვისმოყვარეობა გახდა როგორც ბუნებრივი, როგორც სიცოცხლე – „ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი“ ( ინ. 12:25 ).

მოყვარულისათვის სულისა თჳსისა, იმისთვის, ვინც არ გადაწყვეტს თვითუარყოფას, დახურულია სახარება: იგი კითხულობს ასოს; მაგრამ სიტყვა სიცოცხლისა, როგორც სული, რჩება მისთვის გაუვალი ფარდის მიღმა. როდესაც უფალი იყო დედამიწაზე ყოვლადწმინდა სხეულით, – ბევრი ხედავდა მას და, ამასთან ერთად ვერ ხედავდა. რაა სარგებელი, როდესაც ადამიანი იყურება ხორციელი თვალებით, საერთოთი მისი ცხოველისასთან, ხოლო ვერაფერს ვერ ხედავს თვალებით სულისათი – გონებით და გულით? და ახლა ბევრი ყოველდღე კითხულობს სახარებას, და ამასთან არასდროს არ წაუკითხავთ იგი, საერთოდაც არ იციან იგი.

სახარება, თქვა რომელიღაც ღირსმა მეუდაბნოემ, გონებით სუფთათი იკითხება; გაიგება ხარისხის მიხედვით აღსრულებისა მცნებებისა მისისა თავად საქმით. მაგრამ ზუსტ და სრულყოფილ გახსნას სახარებისას შეუძლებელია მიაღწიო შენში საკუთარი ძალისხმევით ეს – ნიჭია ქრისტესი 14 .

სული წმინდა, დამკვიდრებული ჭეშმარიტ და სანდო მსახურში თავისაში, აქცევს მას სრულყოფილ მკითხველადაცა და ჭეშმარიტ აღმასრულებლადაც სახარებისა.

სახარება არის გამოსახულება თვისებებისა ახალი ადამიანისა, რომელცაა – „უფალი ზეცით“ ( 1კორ.15:47 ). ეს ახალი ადამიანი – ღმერთია ბუნებით. წმინდა ტომს თავისას ადამიანებისას, მასში მორწმუნეებს და მასში ფერისცვალებულთ, იგი ხდის ღვთად მადლით.

თქვენ, რომლებიც გორავთ მყრალ და ჭუჭყიან ჭაობში ცოდვისა, პოულობთ მასში სიამოვნებას! წამოსწიეთ თავები თქვენნი, შეხედეთ სუფთა ცას: იქაა თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ თქვენ ღირსებას ღმერთებისას; თქვენ, უარყოფით ამ ღირსებისა, ირჩევთ თქვენთვის სხვას: ღირსებას ცხოველებისას, – და ყველაზე უწმინდურებისას. გონს მოდით! მიატოვეთ ჭაობი მყრალი; განიწმინდეთ აღსარებით ცოდვებისა; განიბანეთ ცრემლებით სინანულისა; შეიმკეთ ცრემლებით ლმობიერებისა; აღიმართეთ მიწიდან; ამაღლდით ზეცად: თქვენ აგიყვანთ იქ სახარება. „ვიდრე ნათელი გაქუს“ სახარება, რომელშიც დაუნჯებულია ქრისტე „გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის – ქრისტესი იყვნეთ.“ ( ინ. 12:36 ).

Next