ხედვა ქრისტესი
გინდა კი იხილო უფალი იესო ქრისტე? – „მოვედ და იხილე“ ( ინ. 1:46 ), ამბობს მისი მოციქული.
უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა აღთქმა ყოფილიყო მოწაფეებთან თავისა „ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ ( მთ. 28:20 ). იგი – მათთანაა: წმინდა სახარებაში და საიდუმლოებებში ეკლესიურში მღვდელმოწამე პეტრე დამასკელი ამბობს: „ქრისტე დაფარულია სახარებაში. მსურველმა რომ იპოვოს იგი, უნდა გაყიდოს მთელი ქონება თავისი, და იყიდოს სახარება, რათა არა მხოლოდ იპოვოს ქრისტე კითხვით, არამედ რათა მიიღოს იგი თავის თავში მიბაძვით მყოფობისადმი მისი ამა სოფელში. მძებნელმა ქრისტესამ, ამბობს წმინდა მაქსიმე, უნდა იგი ეძებოს არა გარეთ, არამედ შიგნით თავისში, ანუ, სხეულითა და სულით იყოს, როგორც ქრისტე, უცოდველი შეძლებისდაგვარად ადამიანისა“ 10 ). იგი არაა მათთვის, რომლებსაც არ სწამთ სახარებისა: ისინი ვერ ხედავენ მას, დაბრმავებულნი ურწმუნოებით.
გნებავს კი მოუსმინო ქრისტეს? – იგი გესაუბრება შენ სახარების მეშვეობით. არ უგულებელყო მისი მხსნელი ხმა: თავი აარიდე ცოდვიან ცხოვრებას, და უსმინე ყურადღებით სწავლებას ქრისტესას, რომელიც – სიცოცხლეა საუკუნო.
გნებავს კი, რომ შენ გამოგეცხადოს ქრისტე? იგი გასწავლის შენ, როგორ მიაღწიო ამას. „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“ ( ინ. 14:21 ).
შენ ნაშვილები ხარ ღვთისგან საიდუმლოებით წმინდა ნათლისღებისა, შენ შეხვედი უმჭიდროეს ერთობაში ღმერთთან საიდუმლოებით წმინდა ზიარებისა: შეინარჩუნე ნაშვილებულობა, შეინარჩუნე ერთობა. სიწმინდე და განახლება, მონიჭებული წმინდა ნათლობით, აღადგინე სინანულით, ხოლო ერთობა ღმერთთან კვებე ცხოვრებით სახარებისეულით და შეძლებისდაგვარად ხშირი ზიარებით წმინდა ქრისტეს საიდუმლოებებისადმი. „დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა“ ( ინ. 15:4 ), თქვა უფალმა. „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა“ ( ინ. 15:10 ). „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“ ( ინ. 6:56 ).
თავი დაიცავი მეოცნებეობისაგან, რომელსაც შეუძლია შენ წარმოგიდგინოს, რომ შენ ხედავ უფალ იესო ქრისტეს, რომ შენ მას ეხები, მოიცავ. ესაა – ცარიელი თამაში გაბღენძილი, ამაყი მაღალი თვითწარმოდგენისა! ესაა – დამღუპველი თვითცდუნებულება! ამ სახეს თვითცდუნებულებისას წმინდა ასკეტი მწერლები უწოდებენ „ჰგონებულობას“ წმინდა იოანე კარპათელი განმარტავს ჰგონებულობას ასე: „ჰგონებულობა არის გამოკვება სულისა პატივმოყვარეობით და ამაო ტყუება გონებისა“ 11 ). ამ სახეზე თვითცდუნებულობისაზე წმინდა მოციქული პავლე ამბობს: ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაჲთა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ განლაღებული გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა“ ( კოლ. 2:18 ). თქვა წმინდა გრიგოლ სინელმა: „მოლაპარაკენი თავიანთი გულისთქმებისგან, სიწმინდემდე მოიხიბლნენ სულითა „ჰგონებულობითა“. ასეთებს მიეკუთვნებათ სიტყვები იგავთა: „თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს“ ( იგ. 26:12 ). 12 . აღასრულე მცნებები უფლისა – და სასწაულებრივად დაინახავ უფალს საკუთარ თავში, საკუთარ თვისებებში. ასე ხედავდა საკუთარ თავში უფალს წმინდა მოციქული პავლე: იგი მოითხოვდა ამ ხედვას ქრისტიანებისგან; მათ, რომლებიც მას არ ფლობდნენ, უწოდებდა მიუღწევლებს მდგომარეობისა აუცილებელისა ქრისტიანისათვის.
თუკი შენ ატარებ ცხოვრებას ცოდვიანს, იკმაყოფილებ ვნებებს, და ამასთან ფიქრობ, რომ გიყვარს უფალი იესო ქრისტე: მაშინ მარადიული მოწაფე მისი, მიყრდნობილი მკერდზე მისაზე საიდუმლო სერობის დროს, გამხილებს შენ თვითცდუნებულობაში. იგი ამბობს: „რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუვარ არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ხოლო რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს მის თანა“ ( 1ინ. 2:4–5 ).
თუკი შენ აღასრულებ ცოდვიან ნებას შენსას, და ამით არღვევ სახარებისეულ მცნებებს: მაშინ უფალი იესო ქრისტე გაკუთვნებს შენ რიცხვს უყვარულებისას მისი. „რომელსა არა უყუარდე მე, – ამბობს იგი, – სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ ( ინ. 14:24 ).
არ გაემართო უგუნურად, არ განხილვით საგულდაგულოდ სამოსლისა შენისა, ძველ, აყროლებულ ძონძებში, ქორწილში ძისა ღვთისა, შესაერთებლად მასთან, თუნდაც შენ კიდევაც მიწვეული ხარ ამ ქორწილში, რომელზეც მიწვეულია ყოველი ქრისტიანი. ჰყვანან ისეთი მსახურები ამ სახლის პატრონს, რომლებიც შეგიკრავენ შენ ხელებს და ფეხებს, და განგაგდებენ ბნელეთის გარესკნელში, გაუცხოვებულში ღვთისაგან ( მთ. 22:11–13 ).
მსახურნი, ხელმწიფებაში რომელთაშიც მიეცემა თავხედი, განუწმენდავი სინანულის მეშვეობით, გაბღენძილი დიდი თვითწარმოდგენით და ამპარტავნებით მაძიებარი სიყვარულისა და სხვა ამაღლებული სულიერი მდგომარეობებისა,-დემონებია, ანგელოზები უარყოფილნი. ბნელი გარესკნელი – სიბრმავეა სულისა ადამიანისა, მდგომარეობა ვნებიანი, ხორციელი. ცოდვა და დაცემული სულები ხელმწიფებენ ადამიანში, მყოფში ამ მდგომარეობაში. იგი მოკლებულია ზნეობრივ თავისუფლებას: ხელები და ფეხები მისი შეკრულია. შეკვრით ხელებისა და ფეხებისა გამოიხატება დაკარგვა შესაძლებლობისა ღვთივსათნო ცხოვრების მიმართ და სულიერი წარმატებისადმი. ამ მდგომარეობაში იმყოფება ყველა თვითცდუნებული. ამ გაჭირვებული მდგომარეობიდან გამოდის ადამიანი აღიარებით თავისი გზააბნეულობისა, უარყოფით მისისა, შებიჯებით მხსნელ ასპარეზზე სინანულისა.
ძნელია გამოსვლა თვითცდუნებულობიდან. კარებთან დგას მცველი; კარები დაკეტილნია მძიმე მტკიცე საკეტებით და ბოქლომებით; დადებულია მათზე ბეჭედი ჯოჯოხეთური უფსკრულისა. საკეტები და ბოქლომები – სიამაყეა თვითცდუნებულებისა, ღრმად დამალული გულში, სიამაყე მათი, შემადგენელი საწყისი მიზეზისა საქმიანობისა მათისა, თვალთმაქცობა და მზაკვრობა, რომლებითაც ინიღბება სიამაყე და პატივმოყვარეობა, რომლებითაც იმოსებიან ისინი ნიღბით კეთილგანზრახულობისა, სიმდაბლისა, სიწმინდისა. ბეჭედი შეუმუსრავი არის – აღიარება მოქმედებისა თვითცდუნებულობისა მოქმედებებად მადლისმიერად.
შესაძლოა კი მყოფი თვითცდუნებულობაში, არეში სიცრუისა და მოტყუებულობისა, იყოს აღმსრულებელი მცნებებისა ქრისტესი, რომლებიც ჭეშმარიტებანია ჭეშმარიტებისგან – ქრისტესგან? თანამგრძნობი სიცრუისა, დამტკბარი სიცრუით, შემთვისებელი თავის თავში სიცრუისა, შეერთებული სიცრუესთან სულში, შეძლებს კი თანაუგრძნოს ჭეშმარიტებას? არა! მას სძულს იგი, ხდება გაშმაგებული მტერი მისი და მდევნელი.
როგორი იქნება თქვენი მდგომარეობა; უიღბლო მეოცნებეებო, მგონებელნო საკუთარ თავზე, რომ თქვენ გაატარეთ მიწიერი სიცოცხლე, ჩახუტებულობაში ღმერთთან, როდესაც განგგმირავთ თქვენ გამონათქვამი მხსნელისა: „არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ ( მთ. 7:23 ).
ნამდვილო მეგობარო ჩემო უფალში! მიდი უფალ იესო ქრისტესთან, მიუახლოვდი მას გზით სახარებისეული მცნებებისა; მათით შეიცანი იგი; აღსრულებით მათით გამოხატე და დაამტკიცე სიყვარული შენი უფალი იესოს მიმართ. იგი თვითონ გაგიცხადებს თავს შენ, განგიცხადებს დღეს და საათს, ცნობილს მხოლოდ მისთვის. ამ გამოცხადებასთან ერთად ჩაღვრის გულში შენსაში გამოუთქმელ სიყვარულს თავის მიმართ. საღვთო სიყვარული – არაა რაღაც, საკუთრივ მიკუთვნებული დაცემული ადამიანისადმი: იგი – საჩუქარია წმინდა სულისა ( რომ. 5:5 ), გამოგზავნილი მხოლოდ ღვთისაგან ჭურჭლებში, განწმენდილებში სინანულით, ჭურჭლებში სიმდაბლისა და მთლიანსიბრძნეობისა.
ანდე თავი უფალს, ხოლო არა საკუთარ თავს: ეს გაცილებით საიმედოა. ის – შემოქმედია შენი. როდესაც შენ განიცადე მწარე დაცემა, მან შენთვის მიიღო ადამიანობა საკუთარი თავი მისცა შენთვის სატანჯველად, შენთვის დაღვარა სისხლი თავისი, თავისი ღვთაება მოგაწოდა შენ: რას კიდევ იგი არ გააკეთებს შენთვის? მოემზადე საჩუქრებისთვის მისი განწმენდით საკუთარი თავისა: ესაა შენი საქმე. ამინ.
Next