Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 3

Previous

შესახებ სინანულისა.

„შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ. შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ ( მკ. 1:15 , მთ. 4:17 ). ასეთი იყო პირველი სიტყვები ქადაგებისა ღმერთკაცისა. ამავე სიტყვევს აქამდე წარმოთქვამს იგი ჩვენ მიმართ სახარების მეშვეობით.

როდესაც ცოდვა უმეტესად გაძლიერდა სამყაროში, – ჩამოვიდა ყოვლადძლიერი ექიმი ამ სოფლად. იგი ჩამოვიდა ქვეყნად გამოძევებისა, ქვეყნად ტანჯვისა და ვნებისა ჩვენისა, წინამორბედისა მარადიული ტანჯვისა ჯოჯოხეთში, ახარებს ხსნას, შვებას, კურნებას ყველა ადამიანისას, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. შეინანეთ!“

ძალა სინანულისა დაფუძნებულია ძალაზე ღვთისაზე: ექიმი ყოვლისშემძლეა, – და კურნება, მოცემული მის მიერ, ყოვლისშემძლეა.

მაშინ – ქადაგების დროს თავისისა დედამიწაზე – უფალი მოუწოდებდა კურნებისთვის ყველა ავადმყოფს ცოდვით, არ მიაჩნდა არანაირი ცოდვა უკურნებლად. და ახლაც იგი აგრძელებს მოწოდებას ყველასი, ჰპირდება და სჩუქნის მიტევებას ყოველგვარი ცოდვისას, კურნებას ყოველგვარი ცოდვიანი სნეულებისას.

ო, მოგზაურნო მიწიერნო! ო, თქვენ ყველა, მისწრაფებულნო ან მიზიდულნო ფართო გზისკენ, დაუდუმებელ ხმაში მიწიერი საზრუნავებისა, გასართობებისა და სანახაობებისა, ყვავილებში, შერეულში მჩხვლეტავ ეკლებთან, მისწრაფებულნო ამ გზაზე დასასრულისკენ, ყველასთვის ნაცნობისკენ და ყველასგან დავიწყებულისკენ – ბნელი სამარისკენ, უფრო მეტად ბნელი და საშინელი მარადისობისკენ, შეჩერდით! ჩამოიბერტყეთ მომხიბვლელობა ამა სოფლისა, გამუდმებით რომელიც გინარჩუნებთ თქვენ ტყვეობაში! ყური მიუპყარით იმას, რასაც გიქადაგებთ თქვენ მხსნელი, მიაქციეთ სათანადო ყურადღება სიტყვებს მისას! „შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ“, გეუბნებათ იგი თქვენ, „შეინანეთ,: რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.“

უკიდურესად გესაჭიროებათ თქვენ, მიწიერნო მოგზაურნო, მიქცევა სრული ყურადღებისა ამ არსებითად სასარგებლო, მხსნელ შეგონებისადმი: სხვაგვარად თქვენ მიაღწევთ სამარეს, მიაღწევთ კიდესა და კარიბჭეს მარადისობისას, ვერ მოპოვებით ვერავითარი სწორი წარმოდგენისა ვერც მარადისობაზე, ვერც მოვალეობებზე შემსვლელთა მასში, მოუპოვებთ საკუთარ თავს მასში მხოლოდ სამართლიან სატანჯველებს თქვენი ცოდვების გამო. უმძიმესია ცოდვათა შორის – უყურადღებობა სიტყვების მიმართ მხსნელისა, უგულებელყოფა მხსნელისა. „შეინანეთ!!“

მლიქვნელურია, მომატყუებელი გზა მიწიერი ცხოვრებისა: დამწყებთათვის იგი წარმოიდგინება უსასრულო სარბიელად, აღსავსედ სინამდვილით; დამსრულებლებისთვის მისი – გზად ყველაზე მოკლედ, შემოფარგლულად ცარიელი სიზმრებით. „შეინანეთ!“

დიდებაცა და სიმდიდრეც, და ყველაფერი სხვა ხრწნადი შენაძენი და უპირატესობა, მოსახვეჭად რომლისაც იყენებს მთელ მიწიერ ცხოვრებას, მთელ ძალებს სულისას და სხეულისას, დაბრმავებული ცოდვილი, მან უნდა დატოვოს იმ წუთებში, რომლებშიც ძალდატანებით გაეხდება სულისაგან ტანსაცმელი მისი – სხეული, როდესაც სული წაიყვანება ულმობელი ანგელოზების მიერ სამსჯავროზე მართალი ღმერთისა, მის მიერ უცნობისა, უგულებელყოფილისა მის მიერ. „შეინანეთ!“

შრომობენ, ჩქარობენ ადამიანები გაიმდიდრონ თავები შემეცნებებით, მაგრამ მხოლოდ შემეცნებებით არასაჭიროებით, გამოსადეგარით მხოლოდ დროებით, ხელშემწყობებით დასაკმაყოფილებლად საჭიროებებისა, კომფორტებისა და ახირებებისა მიწიერი სიცოცხლისა. შემეცნებასა და საქმეს, არსებითად საჭიროებს რომლებისთვისაც მხოლოდ ნაჩუქარია ჩვენთვის მიწიერი სიცოცხლე – შეცნობა ღვთისა და შერიგება მასთან მეშვეობით გამომხსნელისა – ჩვენ საკმაოდ არად ვაგდებთ. „შეინანეთ!“

ძმებო! დავაკვირდეთ მიუკერძოებლად შუქზე სახარებისა, მიწიერ ცხოვრებას ჩვენსას. იგი უმნიშვნელოა! ყველა სიკეთენი მისი გვერთმევა სიკვდილის მეშვეობით, ხოლო ხშირად გაცილებით ადრე სიკვდილზე სხვადასხვა მოულოდნელი გარემოებებით. არაღირსნია ეს ხრწნადი, ასე ჩქარა გაქრობადი სიკეთეები, იწოდებოდეს სიკეთეებად! უფრო სწორედ, ისინი – ტყუილებია, ბადეებია. გაბმულები ამ ბადეებში, და გახლართულები მათში, ჭეშმარიტ, მარადიულ, ზეციერ, სულიერ სიკეთეებს აკლდებიან რომლებიც მოიხვეჭება რწმენით ქრისტეს მიმართ და მიდევნებით მისდამი საიდუმლოებრივ გზაზე ცხოვრებისა სახარებისეულისა. შეინანეთ!“

როგორ საშინელ დაბრმავებულებაში ვართ! როგორ აშკარად დასტურდება ამ დაბრმავებულობით ჩვენი დაცემულობა! ჩვენ ვხედავთ სიკვდილს ჩვენი ძმებისას; ჩვენ ვიცით, რომ ჩვენც აუცილებლად და, შესაძლოა ძალიან მალე მოგველის იგი, იმიტომ რომ არავინ ადამიანთაგან დარჩენილა მარადიულად დედამიწაზე; ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრს, და სიკვდილამდეც, უმუხთლებს ხოლმე მიწიერი კეთილდღეობა, რომ გადაიქცევა ხოლმე იგი ხშირად ავბედითობად, მსგავსად ყოველდღიური გემებისა სიკვდილისა. მიუხედავად ამისა, ამდენად აშკარა მოწმობისა თავად გამოცდილებისა, ჩვენ მიველტვით მხოლოდ დროებით სიკეთეებს, როგორც გამუდმებულებს, მარადიულებს. ამათზეა მხოლოდ მიმართული მთელი ჩვენი ყურადღება! დავიწყებულია ღმერთი! დავიწყებულია დიდებული და ამავდროულად მრისხანე მარადისობა! შეინანეთ!“

გვიმტყუნებენ, ძმებო, უთუოდ გვიმტყუნებენ ჩვენ ყველა ხრწნადი სიკეთენი: მდიდრებს უმტყუნებს მათი სიმდიდრე, დიდებულებს მათი დიდება, ახალგაზრდებს მათი ახალგაზრდობა, ბრძნებს მათი სიბრძნე. მხოლოდ ერთი მარადიული, არსებითი სიკეთე შესაძლოა მოიხვეჭოს ადამიანმა მოგზაურობის დროს მიწიერისა: ჭეშმარიტი ღვთივშემეცნება, შერიგება და შეერთება ღმერთთან, ნაჩუქარი ქრისტესგან. მაგრამ მისაღებად ამ მეთაური სიკეთეებისა საჭიროა დატოვებაც სიცოცხლისა ცოდვილისა, საჭიროა შეძულება მისი. „შეინანეთ!“ „შეინანეთ!“ რას ნიშნავს შენანება? ნიშნავს: აღიარებას, მონანიებას ცოდვებისას საკუთარისას, მიტოვებას ცოდვებისას საკუთარისას – პასუხობდა რომელიღაც დიდი წმინდა მამა ასეთ შეკითხვაზე – და უკვე მეტად არ დაბრუნებას მასთან 5 . ასე მრავალნი ცოდვილნი გადაიქცა წმინდანად, მრავალი ურჯულო მართლად. „შეინანეთ!“, განიშორეთ თქვენგან არა მხოლოდ აშკარა ცოდვები – მკვლელობა, ძარცვა, სიძვა, ცილისწამება, სიცრუე, არამედ დამღუპველი გართობაც, და სიამოვნებაც ხორციელი, და ოცნებანიც დანაშაულებრვი, და ფიქრიც უკანონო – ყველაფერი, ყველაფერი, აკრძალული სახარების მიერ. უწინდელი და ცოდვიანი ცხოვრება ჩამოიბანეთ ცრემლებით გულწრფელი შენანებისა.

არ უთხრა საკუთარ თავს დარდითა და დაუძლურებით სულიერით: „მე ჩავვარდი მძიმე ცოდვებში; მე მოვიხვეჭე დიდხნიანი ცოდვიანი ცხოვრებით ცოდვიანი ჩვევები: ისინი გადაიქცნენ დროდადრო როგორც ბუნების თვისებებად, გახადეს ჩემთვის სინანული შეუძლებელი“ 6 . ამ პირქუშ აზრებს შთაგაგონებს შენ მტერი შენი, ჯერ კიდევ შეუმჩნეველი და გაუგებარი შენ მიერ 7 : მან იცის ძლევამოსილების შესახებ სინანულისა, მას კიდევაც ეშინია, რომ სინანულმა არ გამოსტაცოს შენი თავი მისი ძალაუფლებისგან, – და ცდილობს განგაყენოს შენ სინანულისგან, მიაწერს რა ღვთის ყოვლისშემძლე კურნებას უძლურებას.

დამდგენელი სინანულისა – შემოქმედია შენი, შემქმნელი შენი არაფრისგან. მით უფრო მარტივად შეძლებს თავიდან შეგქმნას შენ, გარდაქმნას შენი გული: გახადოს გული ღვთისმოყვარე გულისაგან ცოდვისმოყვარესი, გახადოს გული სუფთა, სულიერი, წმინდა, გულისაგან გრძნობითისა, ხორციელისა, ბოროტგანმზრახველისა, ავხორცისა.

ძმებო! შევიცნოთ გამოუთქმელი სიყვარული ღვთისა დაცემული ადამიანთა მოდგმის მიმართ. უფალი განკაცდა, რათა განკაცების მეშვეობით გახადოს თავისთვის შესაძლებელი მიღება თავის თავზე სატანჯველებისა, დამსახურებულებისა ადამიანებისაგან, და ტანჯვით ყოვლადწმინდისა გამოისყიდოს დამნაშავეები სატანჯველებისაგან. რამ მოიზიდა იგი ჩვენთან აქ, დედამიწაზე, ქვეყანაზე ჩვენი განდევნისა? სიმართლეებმა განა ჩვენმა? არა! იგი მოიზიდა ჩვენთან იმ გაჭირვებულმა მდგომარეობამ, რომელშიც ჩაგვაგდო ჩვენ ჩვენმა ცოდვილობამ.

ცოდვილებო! გავმხნევდეთ. ჩვენთვის, სწორედ ჩვენთვის, უფალმა აღასრულა დიდებული საქმე თავისი განკაცებისა; ჩვენ სნეულებებს მოხედა მან მიუწვდომელი მოწყალებით. შევწყვიტოთ მერყეობა! შევწყვიტოთ უიმედობა და დაეჭვება! აღვსებულნი რწმენით, შემართებითა და მადლიერებით შევუდგეთ სინანულს: მისი საშუალებით შევურიგდეთ ღმერთს. „და უშჯულომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობაჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს. ყოველნი უსამართლოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, არა აღეჴსენნენ მას; სიმართლესა შინა მისსა, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს.“ ( ეზეკ. 18:21–22 ). ასეთ აღთქმას აძლევს ღმერთი ცოდვილს, ბაგეებით თავისი დიდებული წინასწარმეტყველისა.

შევესატუყვისოთ, ჩვენი სუსტი ძალებით, დიდ სიყვარულს ჩვენ მიმართ უფლისას, როგორც შეუძლიათ შეესატყვისონ სიყვარულს შემოქმედისას მისი ქმნილებები, და ქმნილებები დაცემულნი: შევინანოთ! შევინანოთ არა მხოლოდ ბაგეებით; დავამოწმოთ ჩვენი სინანული არა მხოლოდ ცოტაოდენი, მცირედროული ცრემლებით, არა მხოლოდ გარეგნული მონაწილეობით საეკლესიო ღვთისმსახურებაში, შესრულებით საეკლესიო წესებისა, რითაც კმაყოფილდებოდნენ ფარისევლები. გამოვიღოთ ცრემლებთან ერთად, გარეგნულ ღვთისმოსავობასთან ერთად, ნაყოფიც ღირსი სინანულისა: შევცვალოთ ცხოვრება ცოდვილი ცხოვრებით სახარებისეულით. „რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო?“ ( ეზეკ. 18:31 ). რატომ იღუპებით, ქრისტიანებო, ცოდვებისგან თქვენისა მარადიული სიკვდილით? რატომ ივსება თქვენით ჯოჯოხეთი. თითქოს არ იყოს დადგენილი ეკლესიაში ქრისტესაში ყოვლისშემძლე სინანული? მოცემულია ეს უსასრულოდ კეთილი ძღვენი სახლისათვის ისრაელისა – ქრისტიანებისათვის – და როგორიც არ უნდა იყოს დრო სიცოცხლისა, როგორიც არ უნდა იყოს ცოდვები, იგი მოქმედებს ერთნაირი ძალით: წმენდს ყოველგვარ ცოდვას, იხსნის ყველას, მიმმართველს ღმერთისადმი, თუნდაც ეს იყოს უკანასკნელი, სიკვდილისწინა წუთები.

„რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო?“ იმის გამო საბოლოოდ იღუპებიან ქრისტიანები მარადიული სიკვდილით, რომ მთელი დროის განმავლობაში ცხოვრებისა მიწიერისა დაკავებულნი არიან მხოლოდ დარღვევით აღთქმებისა ნათლობისა, მხოლოდ მსახურებით ცოდვისადმი, ისინი იღუპებიან იმის გამო, რომ არ აქცევენ მცირეოდენ ყურადღებასაც კი სიტყვას ღვთისას, უწყებულს მათთვის სინანულის შესახებ. თვით სიკვდილისწინა წუთებშიც მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ ყოვლისშემძლე ძალა სინანულისა! არ შეუძლიათ გამოიყენონ, იმიტომ რომ არ მიუღიათ ქრისტიანობაზე არავითარი წარმოდგენა, ან მიიღეს წარმოდგენა ძალიან არასაკმარისი და უთავბოლო, რომელიც უნდა იწოდებოდეს უფრო სწორედ სრულ უცოდინრობად, ვიდრე რამენაირ შემეცნებად.

„ცხოველ ვარ მე, - იტყჳს... უფალი“ თითქოს იძულებული გააძლიეროს დარწმუნებულობა წინაშე ურწმუნოთა, და აღძრას ყურადღება უყურადღებოებში – „ცხოველ ვარ მე, - იტყჳს... უფალი, რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი... რად მოჰკუდებით, სახლო ისრაჱლისაო?“ ( ეზეკ. 33:11 ).

უწყოდა ღმერთმა უძლურება ადამიანებისა, უწყოდა, რომ ისინი ნათლობის შემდეგაც ჩაცვივდებოდნენ ცოდვებში: ამ მიზეზით მან დააწესა ეკლესიაში თავისაში საიდუმლო სინანულისა, რომლითაც იწმინდება ცოდვები, ჩადენილნი შემდგომად ნათლობისა. სინანული უნდა თან სდევდეს რწმენას ქრისტეში, წინ უსწრებდეს ნათლობას ქრისტეში; ხოლო შემდგომად ნათლობისა იგი ასწორებს დარღვევებს მოვალეობებისას რწმენაში მოსულისას ქრისტეში და ნათელღებულისას ქრისტეში.

როდესაც ბევრი იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან იკრიბებოდა იოანესთან, მქადაგებელთან სინანულისა, იორდანეზე მოსანათლად, მაშინ აღიარებდა მასთან ცოდვებს თავისას, – აღიარებდა არა იმიტომ, შეამჩნევს რომელიღაც წმინდა მწერალი 8 , რომ წმინდა ნათლისმცემელს სჭირდებოდა სცოდნოდა ცოდვები მოსულებისა მასთან, არამედ იმისთვის, რომ სიმყარისათვის მათი სინანულისა საჭირო იყო შეერთება გრძნობებისათვის დანანებისა ჩავარდნისგან ცოდვებში აღიარება ცოდვებისა.

სული, რომელმაც იცის რომ იგი ვალდებულია აღიაროს ცოდვები თავისი – ამბობს იგივე წმინდა მამა, – ამავე თვით აზრით, თითქოს აღვირით, კავდება გამეორებისაგან უწინდელი შეცოდებებისა; საწინააღმდეგოდ ამისა უღიარებელი ცოდვები, როგორც ჩადენილნი წყვდიადში ადვილად მეორდება.

აღიარებით ცოდვებისა წყდება მეგობრობა ცოდვებთან. სიძულვილი ცოდვების მიმართ – ნიშანია ჭეშმარიტი სინანულისა, – გადაწყვეტილებისა წარმართვისა ცხოვრებისა სათნოდ.

თუ შენ მოიხვეჭე ჩვევა ცოდვებისადმი, მაშინ გაახშირე აღსარება მათი, – და მალე განთავისუფლდები ტყვეობისაგან ცოდვისმიერისგან, ადვილად და სიხარულით შეძლებ გაყვე უფალ იესო ქრისტეს.

ვინც გამუდმებით ღალატობს მეგობრებს თავისას, მისთვის მეგობრები ხდებიან მტრები, ჩამოშორდებიან მისგან, როგორც გამცემისგან, რომელიც ეძიებს მათს მარადიულ დაღუპვას: ვინც აღიარებს ცოდვებს თავისას, მისგან ჩამოშორდებიან ისინი, იმიტომ რომ ცოდვები ეფუძნებიან და ემაგრებიან სიამაყეს დაცემული ბუნებისას, ვერ იტანენ მხილებას და სირცხვილს.

ვინც იმედად სინანულისა უფლებას აძლევს თავს სცოდოს ნებაყოფლობით და განზრახ, იგი იქცევა მიმართებაში ღმერთთან ვერაგულად. მცოდავს ნებაყოფლობითა და განზრახულად იმედად სინანულისა, ამარცხებს მოულოდნელად სიკვდილი, და არ ეძლევა მას დრო, რომელსაც იგი ვარაუდობდა მიეძღვნა სათნოებისათვის 9 .

საიდუმლოებით აღსარებისათი გადაჭრით იწმინდება ყველა ცოდვა, ჩადენილნი სიტყვით, საქმით, აზრით. იმისთვის, რომ წარიხოცოს გულიდან ჩვევები ცოდვიანნი, ფესვგადგმულნი მასში დიდი დროით, საჭიროა დრო, საჭიროა გამუდმებული მყოფობა სინანულში, გამუდმებული სინანული მდგომარეობს გამუდმებულ შემუსვრილებაში სულისა, ბრძოლაში გულისთქმებთან და შეგრძნებებთან, რომლებითაც ამჟღავნებს თავს დაფარული გულში ცოდვიანი ვნება, ალაგმვაში ხორციელი გრძნობებისა და კუჭისა, მდაბალ ლოცვაში, ხშირ აღსარებაში.

ძმებო! ჩვენ დავკარგეთ ნებაყოფლობითი ცოდვით წმინდა უბიწოება, ხელშეუხებელი არა მხოლოდ საქმისაგან ცოდვილისა, არამედ შეცნობისაგანაც ბოროტებისა, – უბიწოება, სულიერ ბრწყინვალებაშიც რომლისაც ჩვენ გამოვჩნდით ყოფიერებაში ხელისაგან შემოქმედისა. ჩვენ დავკარგეთ ის უბიწოებაც, რომელიც მივიღეთ თავიდან შექმნისას ნათლობით; ჩვენ დავალაქავეთ გზაში ცხოვრებისა სხვადასხვა ცოდვებით ჩვენი კვართნი, გათეთრებულნი გამომსყიდველისგან. დაგვრჩა ჩვენ კიდევ ერთი წყალი განბანისათვის – წყალი სინანულისა. რა იქნება ჩვენს თავს როდესაც ჩვენ უგულებელვყოფთ ამ განსაბანსაც? მოგვიწევს ჩვენ წარვდგეთ ღვთის წინაშე სულით, გაუსახურებულით ცოდვით, – და მრისხანედ შეხედავს იგი სულს შებილწულს, გაასამართლებს მას ცეცხლისათვის გეენისა.

„განიბანენით, – ეუბნება ღმერთი ცოდვილებს, – წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა. და მოვედით და შევიტყუნეთ“. რით მთავრდება ეს სამსჯავრო ღვთისა, სამსჯავრო სინანულისა, რომელზეც ღმერთი გამუდმებით მოუწოდებს ცოდვილს, მისი მიწიერი ცხოვრების დროს? როდესაც ადამიანი აღიარებს ცოდვებს თავისას, გადაწყვეტს გულწრფელ სინანულს და გამოსწორებას: მაშინ გადაწყვეტს ღმერთი სამსჯავროს თავისას ადამიანთან შემდეგი გადაწყვეტილებით: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“ ( ეს. 1:16, ).

თუკი ქრისტიანი გამოიჩენს უგულებელყოფას ამ უკანასკნელ, მრავალმოწყალე მოწოდების მიმართ ღვთისა: მაშინ ეუწყება მას ღვთისაგან საბოლოო დაღუპვა. „სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ, – ამბობს მოციქული, – სინანულად მოგიყვანებს შენ“ ( რომ. 2:4 ). ღმერთი ხედავს შენს ცოდვებს: იგი მრავალმთმენად უყურებს შეცოდებებს, აღსრულებულს შენ მიერ მზერის წინაშე მისი, ჯაჭვს შეცოდებებისას, რომლებისგანაც აეწყო მთელი სიცოცხლე შენი; იგი ელოდება შენს სინანულს, და ამასთან ანდობს შენს თავისუფალ ნებას არჩევანს ხსნისას ან დაღუპვისას შენისას. და სიკეთითა და მრავლისმთმენლობით ღვთისა შენ ავადსარგებლობ! არაა შენში გამოსწორება! დაუდევრობა შენი ძლიერდება! ძლიერდება შენში უგულებელყოფა ღვთისაც და შენი საკუთარი, მარადიული ხვედრისაც! შენ ზრუნავ მხოლოდ გამრავლებაზე ცოდვებისა შენისა, ამატებ უწინდელ შეცოდებებს შეცოდებათა ახალთა და უარესებს! „შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღმრთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის, როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას: მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს; ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, გულისწყრომას და რისხვას. ჭირი მარადიული— და ვიწროება მარადიული— ყველა ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს“ ( რომ. 2:5–9 ). ამინ.

Next