გაყოლაზე უფლისადმი ჩვენისა იესო ქრისტესი
„უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ“; ( ინ. 12:26 ), თქვა უფალმა. ყოველმა ქრისტიანმა, აღთქმებით, წარმოთქმულით წმინდა ნათლობის დროს, აიღო თავის თავზე მოვალეობა ყოფილიყო მონა და მსახური უფალი იესო ქრისტესი: გაყოლა უფალი იესო ქრისტესი უსათუოდ აუცილებელია ყველა ქრისტიანისთვის.
უწოდა რა თავის თავს მწყემსი ცხვრებისა, უფალმა თქვა, რომ „ცხვრები ხმას ამ მწყემსისას ისმინიან,… და ცხოვარნი მას შეუდენ, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.“ ( ინ. 10:3–4 ). ხმა ქრისტესი – სწავლებაა მისი; ხმა ქრისტესი – სახარებაა; სვლა კვალზე ქრისტესი გზაზე მიწიერი მოგზაურობისა – საქმიანობა, მთლიანად მიმართული მცნებების მიხედვით მისი.
რათა გაყვე ქრისტეს, საჭიროა უწყოდე ხმა მისი. შეისწავლე სახარება, და შეძლებ ცხოვრებით შენით მიდევნას ქრისტესას.
ვინც, შობილი ხორციელად, შევა „მეორედ შობისაჲთა“ ( ტიტ. 3:5 ) მეშვეობით წმინდა ნათლობისა, და შეინარჩუნებს მდგომარეობას, მოგვრილს ნათლობით, მეშვეობით ცხოვრებისა სახარების მიხედვით: იგი „ცხონდეს“. იგი „შევიდეს“ ღვთივსათნო ასპარეზზე მიწიერი ცხოვრებისა სულიერი შობით, „და გამოვიდეს“ ამ ასპარეზიდან ნეტარი აღსასრულით, და მარადისობაში მარადიული, უუხვესი, უტკბესი, სულიერი „საძოვარი პოვოს“ ( ინ. 10:9 ).
„უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.“ ( ინ. 12:26 ). სად იმყოფებოდა უფალი, როდესაც მან წარმოთქვა ეს სიტყვები? ადამიანობით, შეერთებულით ღვთაებასთან იგი იმყოფებოდა შორის ადამიანებისა, დედამიწაზე, ჭირ-ვარამში მათი განდევნისა და ვნებულობისა, იმყოფებოდა ღვთაებრიობით კი იქაც, სადაც იმყოფებოდა დაუსაბამო საწყისიდან. „სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა“ ( ინ. 1:1 ) და ღმერთში. ამ სიტყვამ იუწყა თავისი თავის შესახებ:: „მამაჲ ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა“ ( ინ. 10:38 ). იქ აღწევს მიმდევარიც ქრისტესი: „რომელმან აღიაროს“ ბაგეებით, გულით და საქმეებით, ვითარმედ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ ( 1ინ. 4:15 ).
„უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.: რომელმან სძლოს“ ამა სოფელსა და ცოდვას, მიმდევარს შემსას მიწიერ ცხოვრებაში, „მივსცე“ საუკუნო სიცოცხლეში „დაჯდომაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა-იგი მე ვსძლე და დავჯედ მამისა ჩემისა თანა საყდარსა მისსა“ ( გამოცხ. 3:21 ).
უარყოფა ამა სოფლისა წინ უძღვის გაყოლას ქრისტესას, მეორეს არ აქვს ადგილი სულში, თუკი არ აღსრულდება მასში წინასწარ პირველი. „რომელსა უნებს – თქვა უფალმა, – შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრინებაჲ წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი“ ( მკ. 8:34–35 ). „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ ( ლკ. 14:26–27 ).
ბევრი მიეახლება უფალს – ცოტანი გადაწყვეტენ გაყოლას მისას. ბევრი კითხულობს სახარებას, ტკბება, აღტაცებაში მოდის სიდიადით და სიწმინდით სწავლებისა მისი, – ცოტა გადაწყვეტს მიმართოს ყოფაქცევა თავისი წესების მიხედვით, რომლებსაც აკანონებს სახარება. უფალი, ყველა მიმსვლელს მასთან და მსურველს შეეთვისოს მას, განუცხადებს: „რომელი მოვალს ჩემდა“ და არ უარყოფს ამა სოფელს და თავის თავს, ვერ ჴელ–ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“.
„ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე“, ამბობდნენ სწავლებაზე მხსნელისა თვით ისეთი ადამიანებიც, რომლებიც გარეგნულად იყვნენ მიმდევრები მისი, და ითვლებოდნენ მოწაფეებად მისა: „ვის ჴელ–ეწიფების სმენად მისა?“ ( ინ. 6:60 ). ასე განსჯის სიტყვის შესახებ უფლისა ხორცის ზრახვა გაჭირვებული განწყობილებიდან თავისი. სიტყვა ღვთისა – „ცხორება“-ა ( ინ. 6:63 ), სიცოცხლე საუკუნო, სიცოცხლე არსებითი. ამ სიტყვით მოკვდინდება „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ“ ( რომ. 8:6 ), ნაშობი მარადიული სიკვდილისაგან, შემნარჩუნებელი ადამიანებში მარადიული სიკვდილისა: სიტყვა ღვთისა, დაღუპულებისათვის ხორცის ზრახვისაგან და ნებადამრთველთათვის დაიღუპონ მისგან, „სიცოფე არს“. იგი „ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს“ ( 1კორ. 1:18 ).
ცოდვა იმდენად შეგვეთვისა ჩვენ მეშვეობით დაცემისა, რომ ყველა თვისება, ყველა მოძრაობა სულისა გაჟღენთილია მისით. უარყოფა ცოდვისა, დანათესავებულისა სულთან, გადაიქცა უარყოფად სულისა. ასეთი უარყოფა სულისა აუცილებელია სახსნელად სულისა. უარყოფა ბუნებისა, წაბილწულისა ცოდვით, აუცილებელია შეთვისებისათვის ბუნებისა, განახლებულისათვის ქრისტეს მიერ. ყრიან ჭურჭლიდან მთელ საჭმელს, როდესაც იგი მოწამლულია საწამლავით; ჭურჭელს საგულდაგულოდ რეცხავენ, შემდეგ უკვე ათავსებენ მასში საჭმელს, განკუთვნილს მოსახმარებლად. საჭმელი, მოწამლული საწამლავით, მთელი სამართლიანობით თავადაც იწოდება შხამად.
რომ შევუდგეთ ქრისტეს, წინასწარ უარვყოთ ჩვენი გონება და ჩვენი ნება. გონებაც და ნებაც დაცემული ბუნებისა საკმაოდ დაზიანებულია ცოდვით; ისინი ვერანაირად შეურიგდებიან გონებასა და ნებას ღვთისას. ხდება შემძლებელი შეთვისებისა საკუთარ თავში გონებისა ღვთისა ის, ვინც უარყოფს თავის გონებას; ხდება შემძლებელი აღსრულებისა ნებისა ღვთისა ის, ვინც უარყოფს აღსრულებას თავისი ნებისას.
რათა გავყვეთ ქრისტეს, „ავიღოთ ჯვარი თჳსი“. აღებად ჯვრისა თჳსისა წოდებულია ნებაყოფლობითი, ღვთისმოშიში მორჩილება მსჯავრისა ღვთისა, ყველა მწუხარების დროს, მოვლენილთა და დაშვებულთა განგებულებისაგან ღვთისა. დრტვინვა და აღშფოთება მწუხარებების დროს და თავდასხმებისა არის უარყოფა ჯვრისა. გაყოლას ქრისტესას შეძლებს მხოლოდ „ამღები ჯვრისა თჳსისა“; მორჩილი ნებისა ღვთისა, სიმდაბლით მაღიარებელი საკუთარი თავისა ღირსად სამსჯავროსი, გასამართლებისა, სასჯელისა.
უფალი, მცნების მომცემი ჩვენთვის თვითუარყოფისა, უარყოფისა ამა სოფლისა და ტარებისა ჯვრისა, გვაძლევს ჩვენ ძალას შევასრულოთ მცნებები მისი. გადამწყვეტი შესრულებისა ამ მცნებისა და მმცდელობელი შესრულებისა მისი, დაუყოვნებლივ დაინახავს აუცილებლობას მისას. სწავლება, წარმოდგენილი სასტიკად ზედაპირული და მცდარი შეხედულების დროს ხორცის ზრახვისგან, წარმოადგენს ყველაზე გონივრულს, აღსავსეს სიკეთით; იგი მოუწოდებს დაღუპულებს ხსნისკენ, მოკლულებს – სიცოცხლისკენ, დამარხულებს ჯოჯოხეთში – ზეცისკენ.
ვერგადამწყვეტნი ნებაყოფლობით უარყოფისა საკუთარი თავისა და ამა სოფლისა, ძალდატანებით იიძულებიან შეასრულონ ერთიცა და მეორეც. როდესაც მოვა ულმობელი და უცილობელი სიკვდილი: მაშინ ისინი განეშორებიან ყველაფერს რასაც იყვნენ მიჯაჭვულნი: თვითუარყოფას გაიწვდიან იქამდე, რომ იშორებენ საკუთარი თავისგან თვით სხეულს თავიანთსას, ამხობენ მას, ტოვებენ მიწაზე შესაჭმელად მატლებისა და ხრწნილებისაგან.
თავმოყვარეობა და მიჯაჭვულობა დროებითთან და ამაოსთან – ნაყოფებია თვითცდუნებულობისა. დაბრმავებულობისა, სულიერი სიკვდილისა. თავმოყვარეობა არის შერყვნილი სიყვარული საკუთარი თავისა. უგუნურია და დამღუპველი ეს სიყვარული. თავმოყვარე, მიკერძოებული ამაოსა და წარმავალისადმი, ცოდვიანი სიამოვნებებისადმი – მტერია საკუთარი თავისა. იგი – თვითმკვლელია: მაფიქრალი უყვარდეს საკუთარი თავი და ესათნოვოს საკუთარ თავს, მას ეზიზღება და ღუპავს საკუთარ თავს, კლავს საკუთარ თავს მარადიული სიკვდილით.
მიმოვიხედოთ, გართობილებმა, დაბინდულებმა, მოტყუებულებმა ამაოებით! გონს მოვეგოთ, აღტაცებულებმა ამაოებით, მოკლებულებმა მისით სწორ თვითშშშფასებას! გავუმკლავდეთ გამოცდილებებს, რომლებიც განუწყვეტლივ აღესრულება წინაშე თვალთა ჩუენთა. აღსრულებულნი წინაშე ჩუენსა აუცილებლად აღსრულდება ჩვენზეც.
ის, ვინც გამოიყენა მთელი სიცოცხლე ძიებაში პატივისა, წაიღო კი ის თავისთან მარადისობაში? არ დატოვა განა აქ ხმამაღალი ტიტულები, ნიშნები წარჩინებულობისა, მთელი ბრწყინვალება, რომლითაც იგი გარშემოირტყავდა საკუთარ თავს? არ წავიდა განა მარადისობაში მარტოდ ადამიანი საქმეებით მისით, ათვისებული ღირსებებით დროში ამქვეყნიური ცხოვრებისა?
ის, ვინც გამოიყენა ცხოვრება მოსაპოვებლად სიმდიდრისა, ვინც დააგროვა მრავალი ფული, შეიძინა ფართო სივრცეები მიწისა თავის საკუთრებად, მოაწყო სხვადასხვაგვარი დაწესებულებანი, მომცემი უხვი შემოსალისა, ცხოვრობდა დარბაზებში, მბრწყინავებში ოქროთი და მარმარილოთი, მიმოდიოდა შესანიშნავი ეტლებით და ცხენებით, – წაიღო კი ეს მარადისობაში? არა! მან დატოვა ყველაფერი მიწაზე, დაკმაყოფილებულმა უკანასკნელი საჭიროებისათვის სხეულისა უმცირესი ნაკვეთით მიწისა, რომელსაც ერთნაირად საჭიროებენ რომლითაც ერთნაირად კმაყოფილდებიან ყველა განსვენებულნი.
ვინც დაკავებული იყო განმავლობაში მიწიერი ცხოვრებისა ხორციელი გასართობებით და სიამოვნებებით, ატარებდა დროს მეგობრებთან თამაშებში და სხვა გასართობებში, ნადიმობდა საუცხოო ტრაპეზით, – ჩამოშორდება საბოლოოდ თავად აუცილებლობის მიერ ჩვეული წესისგან ცხოვრებისა. დგება დრო სიბერისა, ავადმყოფობისა, ხოლო მას შემდეგ დრო განშორებისა სულისა სხეულისაგან. მაშინ შეიტყობა, მაგრამ გვიან, რომ მსახურება ახირებებისა და ვნებებისადმი – თვითცდუნებულობაა. რომ სიცოცხლე სხეულისათვის და ცოდვისათვის – სიცოცხლეა უაზრო.
მისწრაფება მიწიერი წარმატებისადმი, როგორი უცნაურია, როგორი საზარელია! იგი ეძებს გაშმაგებით. როგორც კი იპოვის, ნაპოვნი კარგავს ღირებულებას და ძებნა აღიძვრება ახალი ძალით. არაფერი აწინდელითაა იგი კმაყოფილი: იგი ცხოვრობს ერთადერთი მომავლით, მას სწყურია მხოლოდ – ის, რაც არ აქვს. საგნები სურვილისა იტყუებენ თავისთან გულს მაძებარისას ოცნებით და იმედით დაკმაყოფილებისა: მოტყუებული, გამუდმებით ცდუნებული, იგი მისდევს მათ ყველა სარბიელზე მიწიერი ცხოვრებისა, სანამ არ შეიპყრობს მას მოულოდნელი სიკვდილი. როგორ და რითი ავხსნათ ეს მაძიებლობა, მომქცევი ყველას მიმართ არაადამიანური გამცემივით, და ყველას მფლობელი, მომხიბლავი ყველასი. სულებში ჩვენში ჩარგულია მისწრაფება დაუსრულებელი სიკეთეებისა მიმართ. მაგრამ ჩვენ დავეცით, და დაბრმავებული დაცემით გული ეძებს დროში და დედამიწაზე იმას, რაც არსებობს მარადისობაში და ზეცაში.
ხვედრი, რომელიც ეწიათ მამებს და ძმებს ჩემსას, მეწევა მეც. განისვენეს მათ; განვისვენებ მეც. დავტოვებ კელიას ჩემსას, დავტოვებ მასში წიგნებსაც ჩემსას, და ტანსაცმელს ჩემსას, და საწერ მაგიდას ჩემსას, რომელთანაც ვატარებდი მე მრავალ საათებს; დავტოვებ ყველაფერს, რაც მესაჭიროებოდა ან მეგონა მესაჭიროებოდა დროში მიწიერი ცხოვრებისა. გაიტანენ ჩემს სხეულს ამ კელიებიდან, რომლებშიც ვცხოვრობ, როგორც კარიბჭეში სხვა ცხოვრებისაკენ და ქვეყნისაკენ; გაიტანენ ჩემს სხეულს, და მიაბარებენ მიწას, მომმსახურებელს საწყისად სხეულისა ადამიანისა. ზუსტად იგივე გეწევათ თქვენც, ძმებო, რომლებიც კითხულობთ ამ სტრიქონებს. განისვენებთ თქვენც: დატოვებთ დედამიწაზე ყველაფერს მიწიერს; ერთადერთი სულებით თქვენით შეაბიჯებთ მარადისობაში.
სული ადამიანისა იხვეჭს თვისებებს, შესაბამისს თავისი საქმიანობისას. როგორც სარკეში გამოისახება საგნები, მოპირდაპირედ რომლისაც იგი იქნება დადგმული: ასე სულიც აღიბეჭდება შთაბეჭდილებებით შესაბამისად თავისი საქმიანობებისა და საქმეებისა, შესაბამისად თავისი მდგომარეობისა. სარკეში უგრძნობში გამოსახულებები ქრება მოცილებისას საგნებისა სარკისგან; სიტყვიერ სულში შთაბეჭდილებები რჩება. ისინი შესაძლოა იქნენ წაშლილი და ჩანაცვლებული სხვებით, მაგრამ ამისთვის საჭიროა შრომაცა და დროც. შთაბეჭდილებები, შემადგენელი ქონებისა სულისა საათს სიკვდილისა მისისა, რჩებიან ქონებად მისად მარადიულად ემსახურებიან საწინდარს ან მისი მარადიული ნეტარებისას, ან მისი მარადიული უბედურებისას.
„ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.“ ( მთ. 6:24 ), უთხრა მხსნელმა დაცემულ ადამიანებს, რითაც გამოააშკარავა წინაშე ადამიანებისა ის მდგომარეობა რომელშიც ისინი მოსულნი არიან დაცემის მეშვეობით. ასე ექიმი უხსნის ავადმყოფს მდგომარეობას რომელშიც ის მოსულია სნეულების მეშვეობით და რომლისაც თავად ავადმყოფი გაცნობიერებას ვერ შეძლებს. მიზეზით სულიერი მოშლილობისა ჩვენისა, ჩვენთვის აუცილებელია ხსნისათვის დროული თვითუარყოფა და უარყოფა ამა სოფლისა. „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს.“ ( მთ. 6:24 ).
გამოცდილებები გამუდმებით ამტკიცებენ სამართლიანობას იმ შეხედულებისა ზნეობრივი სნეულებულობისადმი ადამიანებისა, რომელიც გამოხატა ყოვლადწმინდა ექიმმა მოყვანილ ჩვენ მიერ სიტყვებში, თქმულში გადამწყვეტი გარკვეულობით: დაკმაყოფილებას ამაო და ცოდვისმიერი სურვილებისას ყოველთვის მოჰყვება გატაცება მისით; გატაცებას მოჰყვება ტყვეობა, მოკვდინება ყველაფერი სულიერის მიმართ. დამშვებნი საკუთარი თავისადმი მიდევნებოდა თავის სურვილებს და ხორცის ზრახვას მოიხიბლნენ მათით, დაემონნენ მათ, დაივიწყეს ღმერთი და მარადისობა, გაფლანგეს მიწიერი სიცოცხლე ამაოდ, დაიღუპნენ დაღუპვით მარადიულით.
არაა შესაძლებელი აღსრულება ერთდროულად ნებისა საკუთარისა და ნებისა ღვთისა: აღსრულებისგან პირველისა აღსრულება მეორისა შეირყვნება, ხდება გარყვნილი. ასე კეთილსურნელოვანი ძვირადღირებული მირონი კარგავს ღირსებას თავისას უმნიშვნელო მინარევისგან სიმყრალისა. მაშინ მხოლოდ, აცხადებს ღმერთი მეშვეობით დიდებული წინასწარმეტყველისა, „კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ“, როდესაც ნებაყოფლობით ისმინოთ ჩემი. ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ“ ( ეს. 1:19–20 ).
არაა შესაძლებელი მოპოვება გონებისა ღმერთისა, მყოფობისას ხორცის ზრახვაში. „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ, – თქვა მოციქულმა, – სიკუდილ არს,... ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ – მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც.“ ( რომ. 8:6–7 ). რა არის ხორცის ზრახვა? – სახე აზროვნებისა, წარმოშობილი მდგომარეობიდან, რომელშიც მოყვანილია ადამიანები დაცემისაგან, მიმმართველი მათი იმოქმედონ დედამიწაზე, თითქოს ისინი იყვნენ მარადიულები მასზე, განმადიდებელი ყველაფერი ხრწნადისა და დროებითისა, დამამცირებელი ღმერთისა და ყველაფრისა, რომელიც ეხება ღვთის სათნოყოფას, წამრთმევი ადამიანებისთვის ხსნისა.
უარვყოთ სულნი ჩვენნი, ანდერძის მიხედვით მხსნელისა, რათა შევიძინოთ სულნი ჩვენნი! უარვყოთ ნებაყოფლობით მანკიერი მდგომარეობა, რომელშიც ისინი მოყვანილნი არიან ნებაყოფლობითი უარყოფით ღვთისა, რათა მივიღოთ ღვთისგან წმინდა მდგომარეობა განახლებული ადამიანური ბუნებისა განკაცებული ღვთისგან! ნება საკუთარი და ნება დემონებისა, რომელსაც დაემორჩილა და რომელსაც შეერწყა ჩვენი ნება, შევცვალოთ ნებითა ღვთისათა, განცხადებულით ჩვენთვის სახარებაში; ზრახვა ხორცისა, საერთო დაცემული სულებისადმი და ადამიანებისადმი, შევცვალოთ გონებითა ღვთისათა, მბრწყინავით სახარებიდან.
უარვყოთ ქონება ჩვენი, რათა მოვიპოვოთ შესაძლებლობა გავყვეთ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს! უარყოფა ქონებისა აღესრულება საფუძველზე სწორი წარმოდგენისა მასზე. სწორი წარმოდგენა ნივთიერ ქონებაზე მოიწევა სახარების მეშვეობით ( ლკ. 16:1–31 ); როდესაც იგი მოიწევა, მაშინ გონება ადამიანური უნებლიედ აღიარებს მთელ სისწორეს მისას. მიწიერი ქონება არ არის ჩვენი საკუთრება, როგორც შეცდომით ფიქრობენ არასდროს მაფიქრალნი ამ საკითხის შესახებ: სხვაგვარად იგი ყოველთვის იქნებოდა, და ყოველთვის დარჩებოდა ჩვენად. იგი გადადის ხელიდან ხელში, და ამით თავად თავის თაზე მოწმობს, რომ მოცემულია მხოლოდ დროებით. ღმერთს ეკუთვნის ქონება; ადამიანი არის მხოლოდ ვადიანი განმკარგავი ქონებისა. სარწმუნო განმკარგავი სიზუსტით აღასრულებს ნებას მიმნდობისას მისთვის განსაკარგავისა. და ჩვენ, ვმართავთ რა, მოცემულს ვადით, ნივთიერ საკუთრებას, შევეცსდოთ განვკარგოთ ისინი ნებითა ღვთისათა. არ გამოვიყენოთ იგი საშუალებად დასაკმაყოფილებლად ჩვენი ახირებებისა და ვნებებისა, საშუალებად ჩვენი მარადიული დაღუპვისა: გამოვიყენოთ სასიკეთოდ კაცობრიობისა, ასე ბევრად მსაჭიროებელისა, ამდენად დატანჯულისა, გამოვიყენოთ იგი საშუალებად ხსნისა ჩვენისა. მსურველნი ქრისტიანული სრულყოფილებისა სრულადაც ტოვებენ მიწიერ შენაძენს ( მთ.19:16–30 ); მსურველებმა ხსნისა უნდა გასცენ შეძლებისდაგვარი მათ მიერ მოწყალება ( ლკ.11:41 ), და თავი შეიკავონ ავად გამოყენებისგან შენაძენისა.
უარვყოთ დიდებისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა! არ გამოვედევნოთ პატივსა და ხარისხებს, გამოყენებით მოსახვეჭად მათი საშუალებებისა დაუშვებელთა და დამამცირებელთა, დაკავშირებულთა ფეხქვეშ გათელვასთან რჯულისა ღვთისა, სინდისისა, სიკეთისა მოყვასისა. ასეთი საშუალებები უპირატესად გამოიყენება შესაძენად მიწიერი დიდებისა მძებნელთაგან მათი. დაავადებული და მოხიბლული სიამაყით, გაუმაძღრად მაძიებელი ადამიანური დიდებისა, ვერშემძლებელია რწმენისა ქრისტესი: „ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად,“ უთხრა ქრისტემ თანამედროვე მისსა პატივმოყვარეებს, დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ.“ ( ინ. 5:44 ). თუკი განგებულებამ ღვთისამ გვარგუნა ჩვენ მიწიერი ძლიერება და ძალაუფლება: მაშინ გავხდეთ მეშვეობით მათით კეთილისმყოფელები კაცობრიობისა. განვაგდოთ სასტიკი შხამი, ასე საშიში სულისათვის ადამიანისა: უგუნური და საზიზღარი ეგოიზმი, გარდამქმნელი ადამიანებისა, დაავადებულებისა მისით, ცხოველებად და დემონებად, მქცეველი ამ ადამიანებისა ჭირებად კაცობრიობისა, ბოროტმოქმედებად საკუთარი თავებისადმი.
შევიყვაროთ ყველაზე მეტად ნება ღვთისა; ვამჯობინოთ იგი ყველაფერს; ყველაფერი, საპირისპირო მისი, შევიძულოთ სიძულვილით ღვთისმოსავითა და ღვთივსათნოთი. როდესაც ამხედრდება დაზიანებული ცოდვით ბუნება ჩვენი წინააღმდეგ სახარების სწავლებისა, გამოვხატოთ სიძულვილი ბუნების მიმართ უგულებელყოფით სურვილებისა და მოთხოვნებისა ბუნებისა. გამოხატვა სიძულვილისა რაც იქნება გადამწყვეტი, მით გადამწყვეტი იქნება გამარჯვება ცოდვაზე და ბუნებაზე, რომელსაც ფლობს ცოდვა; მით სულიერი წარმატება ჩვენი იქნება უფრო სწრაფი და უფრო მტკიცე.
როდესაც ხალხი, ახლობლები ჩვენნი ხორციელად, დააპირებენ განგვაყენონ ჩვენ მიდევნისგან ნებისა ღვთისა, გამოვიჩინოთ მათ მიმართ წმინდა სიძულვილი, მსგავსი იმისა, როგორსაც იჩენენ მგლების მიმართ კრავები, არგარდამქცევნი მგლებად და ართავდამცველნი მგლებისგან კბილებით 3 . წმინდა სიძულვილი ახლობლების მიმართ მდგომარეობს შენარჩუნებაში ერთგულებისა ღმერთის მიმართ, არათანანებელობაში მანკიერ ნებასთან ადამიანებისა, თუნდაც ეს ადამიანები იყვნენ უახლოესი ნათესავები, დიდსულოვან მოთმენაში შეურაცხყოფისა მოყენებულისა მათგან, ლოცვაში გადარჩენისათვის მათი, – სულაც არა ავსიტყვაობაში და არა ერთგვაროვანთა ავსიტყვაობასთან ქმედებებში, რომლებითაც გამოიხატება სიძულვილი ბუნებისა დაცემულისა, სიძულვილი ღვთივსაწინააღმდეგო.
„ნუ ჰგონებთ, – თქვა მხსნელმა – ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული— დედისაგან თჳსისა და სძალი— დედამთილისაგან თჳსისა.“ ( მთ. 10:34–35 ). „მოვედ“ – განმარტავს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი მოყვანილ სიტყვებს უფლისას – „განყოფად“ ღვთისმოყვარეებისა ამასოფლისმოყვარეებისგან; ხორციელებისა სულიერებისგან; დიდებისმოყვარეებისა მდაბლებისგან: „სათნოეყოფა ღმერთს განყოფით და განშორებით, როდესაც იგი აღესრულება სიყვარულის გამო მისისა“ 4 .
წინასწარმეტყველმა უწოდა დედამიწას ადგილი მწირობისა ჩემისასა.“ ( ფს. 118:54 ), ხოლო თავის თავს მწირი და ხიზანი მასზე: „რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე“, თქვა მან ლოცვაში თავისაში ღვთის წინაშე, „და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი“ ( ფს. 38:13 ). აშკარა, ხელშესახები ჭეშმარიტებაა! ჭეშმარიტება, დავიწყებული ადამიანებისგან, მიუხედავად სიცხადისა თავისისა! მე – „მსხემ ვარ“ და დედამიწაზე: შემოვედი დაბადების მეშვეობით; გავალ სიკვდილის მეშვეობით. მე – „ხიზანი ვარ“ დედამიწაზე: გადმოსახლებული მასზე სამოთხიდან, დადაც მე შევბილწე და დავამახინჯე საკუთარი თავი ცოდვის მეშვეობით. გადავსახლდები დედამიწიდანაც, ამ ვადიანი გამოძევების ადგილიდანაც ჩემისა, რომელშიც მე მოთავსებული ვარ ღვთისა ჩემისა მიერ, რათა მე გონს მოვიდე, განვიწმინდო ცოდვილობისაგან, კვლავ გავხდე უნარის მქონე ცსოვრებისათვის სამოთხეში. მედგარი, საბოლოო გამოუსწორებლობისათვის მე კი უნდა ჩავვარდე სამარადისოდ ბნელ სანახებში ჯოჯოხეთისა. მე – „მწირ“ ვარ დედამიწაზე: მოგზაურობას ვიწყებ აკვნიდან, ვამთავრებ სამარით: და ვმოგზაურობ ასაკობრივად ბავშვობიდან მოხუცებულობამდე, ვმოგზაურობ სხვადასხვა გარემოებების და მდგომარეობების მიწიერის მიხედვით. მე – „მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.“ მამა-პაპანი ჩემნი იყვნენ მოგზაურები და ხიზნები დედამიწაზე: შეაბიჯეს რა მასზე დაბადებით, ისინი გაქრნენ პირისაგან მისისა სიკვდილით. გამონაკლისები არ ყოფილა: არავინ ადამიანებიდან დარჩენილა სამუდამოდ დედამიწაზე. წავალ მეც. უკვე ვიწყებ გამგზავრებას, ვღარიბდები ძალებით, ვემორჩილები სიბერეს. წავალ, წავალ აქედან გარდაუვალი კანონის და ძლევამოსილი დადგენილაბის მიხედვით შემოქმედისა და ღმერთისა ჩემისა.
დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ – მოგზაურნი ვართ დედამიწაზე. მხოლოდ ამ დარწმუნებულობიდან ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ გაანგარიშება და განმგებლობა შეუცდომელი მიწიერი ცსოვრებისა ჩვენისათვის; მხოლოდ ამ დარწმუნებულობიდან შევძლებთ მივცეთ მას მიმართულება ზუსტი, გამოვიყენოთ იგი მოსაპოვებლად ნეტარი მარადისობისა, არა უსარგებლოსი და ამაოსი, არა დასაღუპად საკუთარი თავისა. დაგვაბრმავა და გვაბრმავებენ ჩვენ დაცემანი ჩვენნი! და იძულებულნი ვართ ჩვენ ძალით, განმავლობაში ხანგრძლივი დროისა ვარწმუნოთ საკუთარი თავი უცხადეს ჭეშმარიტებებში, არმსაჭიროვანთა, სიცხადითა თჳსითა, დარწმუნებულობაში.
მოგზაური, როდესაც გაჩერდება გზაში, უცხოთმიმღებ სახლში, არ აქცევს ამ სახლს განსაკუთრებულ ყურადღებას. რა საჭიროა ყურადღება, როდესაც იგი შეეკედლა სახლს უმოკლესი დროით? იგი კმაყოფილდება ერთადერთი აუცილებელით; ცდილობს არ დახარჯოს ფული, რომელიც მას სჭირდება გასაგრძელებლად გზისა და სარჩოდ იმ დიდებულ ქალაქში, რომელშიც იგი მიეშურება; ნაკლულოვანებებს და უხერხულობებს ითმენს დიდსულოვნად, იცის რა რომ ისინი – შემთხვევითობებია, რომლებიც ეწევა ყველა მოგზაურს, რომ დაურღვეველი სიმშვიდე ელოდება მას იმ ადგილას, სადაც იგი მიეშურება. არ მიეჯაჭვება იგი გულით არანაირ საგანს სასტუმროში, როგორადაც საგანი არ უნდა ჩანდეს მიმზიდველი. არ კარგავს იგი დროს გარეშე საქმიანობებისთვის: მას სჭირდება ის შესასრულებლად ფრიადძნელი მოგზაურობისა. მუდმივად ჩაღრმავებულია იგი ფიქრებში დიდებული სამეფო დედაქალაქის შესახებ, რომელშიც მიეშურება, იმ მნიშვნელოვან წინააღმდეგობების შესახებ, რომლებიც უნდა გადალახოს, საშუალებების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გაადვილება მოგზაურობისა, ავაზაკთა ჩასაფრებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გზას, უიღბლო ხვედრთა შესახებ მათი, რომლებმაც ვერ შეძლეს დასრულება ამ გზისა წარმატებით, უბედნიერეს მდგომარეობების შესახებ დამსრულებლებისა მისი სასურველი წარმატებით. დაყოფის შემდეგ საჭირო დროისა სასტუმროში, იგი ჰმადლობს მეპატრონეს მისი გაწეული მისთვის სტუმართმოყვარეობისთვის, და, წასული, ივიწყებს სასტუმროს შესახებ ან ახსოვს მის შესახებ ზედაპირულად, რადგან ცივი იყო მისდამი გული მისი.
მოვიხვეჭოთ ჩვენც ასეთი დამოკიდებულება დედამიწის მიმართ. არ დავხარჯოთ უგუნურად შესაძლებლობები სულისა და სხეულისა; არ შევწიროთ ისინი მსხვერპლად ამაოებასა და ხრწნას. თავი დავიცვათ მიჯაჭვულობისაგან დროებითზე და ნივთიერზე, რათა იგი არ შეგვეწინააღმდეგოს ჩვენ მოვიპოვოთ მარადიული, ზეციური. თავი დავიცვათ დაკმაყოფილებისაგან ჩვენი დაუკმაყოფილებელი და გაუძღომელი ახირებებისა, რომლის დაკმაყოფილებისაგანაც ვითარდება ჩვენი დაცემა და აღწევს საშინელ საზომებს. თავი დავიცვათ ზედმეტობებისგან, დაკმაყოფილებით მხოლოდ აუცილებლად-საჭიროთი. მივმართოთ მთელი ყურადღება მომლოდინე ჩვენი სამარისმიღმიერი ცხოვრებისკენ, არ მქონესაკენ უკვე დასასრულისა. შევიცნოთ ღმერთი, მცნებად მომცემი ჩვენდამი შევიცნოთ იგი და მჩუქნელი ამ შეცნობისა თავისი სიტყვით და თავისი მადლით. შევეთვისოთ ღმერთს მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. მან გვარგუნა ჩვენ უმჭიდროესი შეერთება თავისთან, და მოგვცა აღსასრულებლად ამ უდიდესი საქმისა დრო – მიწიერი ცხოვრება. არაა სხვა დრო, გარდა დროისა, განსაზღვრულისა მიწიერი ცხოვრებით, რომელშიც შესაძლო იქნებოდა შემდგარიყო სასწაულებრივი შეთვისება: თუკი იგი არ აღსრულდება ამ დროში, მაშინ არ აღსრულდება არასოდეს. შევიძინოთ მეგობრობა ზეცის მკვიდრებთან, წმინდა ანგელოზებთან და განსვენებულ წმინდა ადამიანებთან, რათა მათ მიგვიღონ „საუკუნეთა მათ საყოფელთა“ ( ლკ. 16:9 ). შევიძინოთ შეცნობის უნარი სულთა დაცემულთა, ამ სასტიკი და ვერაგი მტრებისა მოდგმისა ადამიანთა, რათა თავიდან ავირიდოთ ხრიკები მათი და თანაცხოვრება მათთან ალში ჯოჯოხეთისაში. ლამპარი ცხოვრებისეულ გზაზე ჩვენსაზე დაე, იყოს სიტყვა ღვთისა ( ფს. 118:105 ). განვადიდოთ და ვმადლობდეთ ღმერთს უხვი სიკეთეებისთვის, რომლებითაც აღსავსეა, დასაკმაყოფილებლად საჭიროებებისა ჩვენისა, დროებითი თავშესაფარი ჩვენი – დედამიწა. სისუფთავით გონებისა ჩავწვდეთ მნიშვნელობას ამ სიკეთეებისას: ისინი – სუსტი ხატებანი არიან სიკეთეებისა მარადიულისა. მარადიული სიკეთეები გამოიხატებიან მათით ისე სუსტად და არასაკმარისად, როგორც გამოისახებიან ჩრდილით საგნები, რომლებისგანაც იგი ეცემა. გვჩუქნის რა ჩვენ მიწიერ სიკეთეებს, ღმერთი საიდუმლოდ გვაუწყებს: ადამიანებო! დროებითი თავშესაფარი თქვენი მომარაგებულია მრავალფეროვანი, აურაცხელი სიკეთეებით, დამამონებლებით, აღმტაცებელით მზერისა და გულისა, დამაკმაყოფილებლებით გადაჭარბებამდე მოთხოვნილებებისა თქვენისა: დაასკვენით აქედან სიკეთეების შესახებ, რომლებითაც მომარაგებულია თქვენი მარადიული საცხოვრებელი. მიხვდით უსასრულო, მიუწვდომელი სიკეთის შესახებ ღვთისა თქვენ მიმართ, და, პატივის მიგებით მიწიერი სიკეთეების მიმართ ღვთისმოსავი გაგებით და ჭვრეტით მათით, არ მოიქცეთ უგუნურად: არ დაუმონოთ საკუთარი თავი მათ, არ დაიღუპოთ საკუთარი თავი მათით. გამოყნებით მათისა რამდენადაც საჭიროა და აუცილებელი, მთელი ძალებით მიისწრაფეთ მოსახვეჭად სიკეთეებისა ზეციერისა“.
აღმოვფხვრათ ჩვენგან ყველა ცრუ სწავლება და საქმიანობა მათ მიხედვით: ცხვრები ქრისტესნი „უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის“ ( ინ. 10:5 ). გავეცნოთ გარკვევით ხმას ქრისტესას, რათა დაუყოვნებლივ ვიცნოთ იგი, როდესაც გავიგებთ, და დაუყოვნებლივ გავყვეთ მის ნებას. მოპოვებით სულში თანაგრძნობისა ამ ხმისადმი, ჩვენ მოვიპოვებთ სულში გაუცხოებას უცხო ხმისადმი, რომელიც გამოიცემა ხორცის ზრახვით სხვადასხვაგვარ ხმებში. როგორც კი გავიგებთ უცხო ხმას – გავიქცეთ, გავიქცეთ მისგან, თვისების მიხედვით ცხვრებისა ქრისტესა, რომლებიც შველიან თავს უცხო ხმისგან გაქცევით: გადამწყვეტი უყურადღებობით მის მიმართ. ყურადღება მის მიმართ უკვე საშიშია: ყურადღების კვალდაკვალ შემოიპარება ცდუნება, ცდუნები კვალდაკვალ – დაღუპვა. დაცემა პირველმშობელთა ჩვენთა დაიწყო ყურადღებით პირველდედისა უცხო ხმისადმი.
ჩვენი მწყემსი არა მხოლოდ მოგვიწოდებს ჩვენ ხმით, არამედ კიდევაც გვხელმძღვანელობს თავისი წესით ცხოვრებისა: იგი „წინაშე ცხვრებისა თავისისა ვიდოდის“ ( ინ. 10:4 ). მან მცნებად დაგვიდო ჩვენ უარყოფა ამა სოფლისა, უარყოფა თავისა თჳსისა, აღება და ტარება ჯვრისა თჳსისა: მან კიდევაც აღასრულა ყველაფერი ესენი წინაშე მზერათა ჩვენთა. „ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა“ ( 1პეტ. 2:21 ). კეთილსასურველია მისთვის მიეღო თავის თავში ადამიანობა, თუმცა ტომიდან სამეფოსი, მაგრამ დასული მდგომარეობით თავისით თანრიგზე უბრალო ხალხისა. შობა მისი აღესრულა მოგზაურობის დროს მისი უწმინდესი დედისა, რომლისთვისაც არ მოიძებნა ადგილი სახლებში ადამიანთა. შობა აღსრულდა ბაგაში, რომელშიც თავსდებოდა შინაური საქონელი; აკვნობა ახალშობილისთვის გასწია ბაგამ. მხოლოდ ახლა გავრცელდა ამბავი შობის შესახებ, რომ შემუშავდა შეთქმულება მკვლელობის შესახებ. ახალშობილი უკვე იდევნება! ახალშობილი იძებნება მოსაკლავად! ახალშობილი გარბის უდაბნოს გავლით ეგვიპტეში გააფთრებული მკვლელისგან! ბავშვობა თავისი ღმერთკაცმა გაატარა მორჩილებაში მშობლებისა, წოდებული მამისა და ბუნებითი დედისა, აჩვენა რა მაგალითი სიმდაბლისა ადამიანებს, დაღუპულთ სიამაყით და გამოწვეულით მის მიერ დაუმორჩილებლობით. წლები კაცობისა უფალმა მიუძღვნა ქადაგებას სახარებისას, მოგზაურობით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, არ ჰქონდა საკუთარი თავშესაფარი. ტანსაცმელს მისსას შეადგენდა კვართი და გარეთა შესამოსელი. იმ დროს, როდესაც იგი აუწყებდა ადამიანებს ხსნას, და აფრქვევდა მათზე საღვთო ქველის საქმეებს, ადამიანებმა შეიძულეს იგი, განიზრახეს და არა ერთხელ შეეცადნენ მოეკლათ იგი. საბოლოოდ მათ აწამეს იგი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე. მან დაუშვა ისინი ჩაედინათ უსაშინლესი ავაზაკობა, რომელიც სწყუროდა მათს გულებს. რადგან ინება წამებით ყოვლადწმინდისა გამოეხსნა წყევლისაგან და ტანჯვისაგან მარადიულისა დამნაშავე მოდგმა ადამიანთა. ტანჯული იყო მიწიერი სიცოცხლე ღმერთკაცისა: დასრულდა იგი ტანჯული აღსასრულით. კვალდაკვალ უფლისა შევიდნენ ნეტარ მარადისობაში ყველა წმინდანნი, შევიდნენ გზით ვიწროთი და საჭირველით, უარყოფით დიდებისა და სიამოვნებებისა ამა სოფლისა, ალაგმვით ხორციელი სურვილებისა ღვაწლით, ჯვარცმით სულისა ჯვარზე ქრისტესაზე, რომელსაც შეადგენენ დაცემული ადამიანური სულისთვის მცნებები სახარებისა, განცდით სხვადასხვა დანაკლისებისა დევნილნი სულებისგან ბოროტთა, დევნილნი საკუთარ ძმათაგან – ადამიანებისაგან, გავყვეთ ქრისტეს და დასს წმინდანებისას, მიმდევრებს მის უკან! ღმერთკაცმა „თავისა მიერ თჳსისა განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა;“ ( ებრ. 1:3 ). იქ მოუწოდებს იგი მიმდევრებს თავისას: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“ ( მთ. 25:34 ). ამინ.
Next