ფიქრი ჩასვლისას მზისა
საუცხოო მნათობი დრისა, შეასრულა რა დღის გზა, მიუახლოვდა დაისს. გადახრილი თავად ზღვისაკენ, და როგორც თითქოს მერყევი მათ ზემოთ, იგი უშვებს დასამშვიდობებელ სხივებს დედამიწაზე მზადაა ჩაიძიროს ზღვაში დაუსრულებელში. ვუყურებ ამ დიდებულ სანახაობას ფანჯრებიდან ჩემი კელიისა, წიაღიდან ჩუმი მონასტრისა! წინაშე ჩემსა კრონშტადტიცაა, და მოპირდაპირე ნაპირიც ფინეთისა, და ზღვაც, აჭრელებული ზოლებით, ზღვის ზემოთ ტრიალებს შეწითლებული მზე, უკვე შეხებული განაპირა ზედაპირებს ზღვისას. ჩამავალი მზე დაუშვებს საყურებლად თავისი თავისთვის თვალისათვის ადამიანურისა, რომლისთვისაც იგი ხელმიუწვდომელია მთელ დროს დღიური გზისა თავისისა, დაფარული მისგან აუტანელი, თვალისმომჭრელი ნათებით.
როგორი მჭვრეტელობა იბადება ამ სანახაობისაგან მონაზვნისთვის განმმარტოვებულისათვის? როგორი შთაგონება ჩაიღვრება მკერდში ჩემსაში კითხვისას ამ ფურცლისა წმინდა წიგნისა, დაწერილისა თავად ღვთისაგან – ბუნებისა?
წიგნი ეს გამუდმებით იხსნება იმათთვის, რომლებიც არ წყვეტენ განწმენდას საკუთარი თავებისა სინანულით და განრიდებით ყოველგვარი ცოდვიანი წამოწყებისაგან, უხეშისა თუ ფაქიზისა. იგი იხსნება იმათთვის, ვინც უარყო სიამოვნება მიწიერი, ამაო გაფანტულობა. იგი იხსნება მიმდევართათვის და მოწაფეთათვის სახარებისა, მოყვარულთათვის დიდებისა ზეციერისა და სიამოვნებისა მარადიულთა, მოყვარულთათვის თავმდაბალი და ჩუმი განმარტოებისა, შემყვარებელთათვის განმარტოებისა იმიტომ, რათა მასში ეძიონ უხვი შემეცნება ღმერთისა განშორებით თავიანთი თავებისაგან ყველაფრისა, რაც ფარავს და განაშორებს ჩვენგან ღმერთს.
დიდებული წიგნი ბუნებისა დაბეჭდილია მკითხველთათვის უწმინდურთა, დაბნელებულთა ცოდვის მიერ, დამონებულებისათვის ცოდვისადმი, ჩაძირულთათვის სიამოვნებებში ხორციელში, თავგზა აბნეულებისათვის, დანისლიანებულთათვის ამაო გართობით. ამაოდ, სიამაყის გამო თავიანთი, ჰგონებენ ისინი თავიანთ თავზე, რომ ისინიც არიან – მკითხველები მისი! კითხულობენ ისინი მასში მკვდარ, ნივთიერ ასოს; არ ამოიკითხავენ – ღმერთს.
შიგთავსი წიგნისა ბუნებისა: ღმერთი აღუწერლად აღწერილია, ხოტბა შესხმულია ხმამაღალი საგალობლებით სულისა, გაუგონარით ყურის მიერ ხორციელით, მოხდენილით, წმინდათი, განმაცვიფრებელით და დამატყვევებელით სმენისა სულისა აღორძინებულისა.
წინაშე ამ წიგნისა დადგებიან სამსჯავროზე – სწავლების მიხედვით დიდებულისა მოციქულისა წარმართთა – დღეს საშინელი სამსჯავროსი ღვთისა, ტომები და ენები ყველა საუკუნისა სიცოცხლისა სამყაროსი, მყოფნი საწყალობელ სასაცილო კერპთაყვანისმცემლობაში უბედურ უცოდინრობაში ღვთისა, და იგი გაასამართლებს მათ. უხილავი დამოკიდებულებაში ღმერთთან ხორციელი თვალებით, როდესაც განიხილება ქმნილებაში მისა – ბუნებაში, იხილვება. „და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ“ ( რომ. 1:20 ).
არის წიგნი უფრო დიდი და უფრო ღვთაებრივი, უფრო ნეტარი და უფრო საშიში, ვიდრე წიგნი ბუნებისა: სახარება.
სახარებას მოჰყავს გამგები და კეთილგონიერი მკითხველი მკითხველი ამ წინისა ცხოვრებისა ცხოვრებით, თავად ღმერთამდე, აერთებს ადამიანს ღმერთთან; წიგნი ბუნებისა აყენებს თავის მკითხველს პირში ანგელოზთა, და ხდის მას მხედველად და მქადაგებლად დიდებისა ღვთისა. ანგელოზებმა, როდესაც დაინახეს წიგნი ხილული ბუნებისა, ახლადგამოცემული შექმნისას, – აღავლინეს გალობა ქებისა შემოქმედისადმი; მსგავსად მათი აღავლენს ადიდებს ღმერთს ადამიანი, განწმენდილით თვალით მაყურებელი ბუნებისადმი.
სახარება უფრო მკაცრად განსჯის მიუხვედრელობას მკითხველისას, ვიდრე ბუნება. „რაოდენ ჰგონებთ – ამბობს მოციქული, – უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწიდნა, და სული იგი მადლისაჲ აგინა?... ჩემი არს შურის-გებაჲ და მე მივაგო, იტყჳს უფალი“ ( ებრ. 10:29-30 ). ქრისტიანი განისჯება სახარების მიხედვით: ეს განგვიცხადა უფალმა: „სიტყუასა,, რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანაჲსკნელსა დღესა“. ( ინ. 12:48 ). წიგნში ბუნებისა, თუმც იკითხება ღმერთი, ყოვლისშემძლე, უბრძენესი, ყოვლადკეთილი, უსასრულოდ მაღალი ყოველ ქმნილებაზე, ღირსი თაყვანცემისა ქმნილებისაგან გონიერისა, როგორც შემოქმედი და კეთილისმყოფელი; მაგრამ იკითხება ღმერთი, არსებით თავისით მიუწვდომელი შეცნობისათვის, შექმნისათვის მასზე როგორიც არ იყოს განსაზღვრული შთაბეჭდილებისა, როგორც უფრო დიდი ყველანაირ შეგნებაზე და წარმოდგენაზე. სახარება გვიხსნის ჩვენ ღმერთს, არსით ერთს და სამჰიპოსტასიანს; გვიცხადებს საწყისს – მამას, გვიცხადებს შობილს მამისაგან, თანადაუსაბამო მამისას, ძეს, გვიცხადებს გამომავალს მამისაგან, მამასთან ერთად და ძესთან თაყვანცემულს და დიდებულს სულს, როგორც თანასწორს, ერთარსს მისსა; გვიცხადებს და გვახარებს გამომსყიდველს, მოჰყავს ადამიანი არა მხოლოდ თაყვანისცემამდე ჭეშმარიტამდე ღვთისა, არამედ კიდეც ნაშვილობამდე ღვთისათვის, შეერთებამდე ღმერთთან. წიგნი ბუნებისა განათებულია ხილული, დიდებული გოლიათით, დიდით და სხივოსანით – მზით; სახარებაში და სახარებიდან ანათებს მზე სიმართლისა – ღმერთი, დამდაბლებული განკაცებამდე, ბაგამდე და გამოქვაბულამდე, სატანჯველამდე დამნაშავეთამდე. პიმშო მკვდართაგან, მამა მომავალი საუკუნისა, მხსნელი ჩვენი, უფალი იესო ქრისტე. ბრმას არ შეუძლია იყოს მხილველი საოცრებათა ბუნებისა: დაბნელებული ცოდვის მიერ, მონა ამა სოფლისა და სოფლისმპყრობელისა ვერ შეძლებს შეიცნოს ქრისტე და მისი წმინდა სახარება. „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა... რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა. ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა“ ( ინ. 1:5, 3:20, 36 ; 1ინ, 2:23 ).
ჩასვენებული მზე ცოცხლად წარმოადგენს მდგომარეობას ქრისტიანობისას ჩვენი დროისა. ანათებს იგივე მზე სიმართლისა ქრისტე, იგი გამოსცემს იმავე სხივებს; მაგრამ ისინი უკვე ვერ ჩაღვრიან ვერც იმავე სინათლეს, ვერც იმავე სითბოს, როგორც დროს, ჩვენს წინმძღოლში. ეს იმიტომ, რომ სხივები არ გვეცემიან პირდაპირ ჩვენ არამედ მოედინება ჩვენკენ მხოლოდ დამრეცი, დაცურებული მიმართულებით. სხივები მზისა სიმართლენია, ქრისტესი – სული წმინდა: ნათელი და მომცემი ნათლისა ადამიანთათვის, ვის მიერაც მამა შეიცნობა, და ძე იდიდება და ყველასაგან შეიმეცნება 421 .
წმინდა სული ჰპოვებდა შორის პირველ ქრისტიანებში ბევრ ცოცხალ ჭურჭლებს, განსულიერებულ ტაძრებს, ღირსებს თავისი ჩასახლებისა, სუფევისა. ასეთნი იყვნენ მოციქულნი; ასეთი იყო პირველმოწამე სტეფანე; ასეთნი იყვნენ თითქმის ყველა წევრნი ეკლესიისანი, დაფუძნებულნი მოციქულთა მიერ; ასეთნი იყვნენ წმინდანი ყველა დროსი. სული წმინდა, ჰპოვებდა რა ქრისტიანს სარწმუნოდ ქრისტესადმი, გადმოვიდოდა ხოლმე მასზე, თავიდან ჰქმნიდა მას მსგავსების მიხედვით ახალი ადამისა, შეჰყავდა სულში და სხეულში მისაში უხრწნელი სიწმინდე ღმერთისაგან, აღავსებდა ტაძარს თავისას სულიერი ნიჭებით. სულის მატარებელი კაცები უხვად ავრცელებდნენ ქრისტეს სწავლებას ძალით სულიერი სიტყვისა, დამტკიცებულით ძალით ძღვენისა სულისა, მოჰქონდათ ძმებისათვის თავისისა სწრაფი და აღმატებული წარმატება, „ვასწავებთ, – ამბობს მოციქული, – ყოველსა კაცსა, და ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ“ ( კოლ. 1:28 ).
ახლა, როდესაც გამრავლდა მდიდარნი მეცნიერებებით, ხელოვნებებით, ყველაფრით ნივთიერით ახლა „მოაკლდა წმიდაჲ“ ( ფს. 11:2 ). წმინდა სული, მიხედვით ძეთათვის ადამიანთა, ეძიებს რა სანდო ჭურჭელს ამ დასში მწოდებელში თავისი თავისა განათლებულებისა, ნათლით აღვსილებისა, მართლმადიდებლებისა, წარმოთქვამს მათზე მწარე განაჩენს: „არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთაჲ პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა; შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა; და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა.“ ( რომ. 3:11-18 ).
აი მიზეზები, რომლის გამოც სული ღვთისა გვეუცხოვება ჩვენ, მათ შორის როგორც იგი – ჭეშმარიტია მონაპოვარია ჭეშმარიტი ქრისტიანებისა, ათვისებული ყველა ახალი ისრაელიანისადმი მათი ყოვლადწმინდა მამამთავრისაგან. სული ღვთისა – წმინდაა, და განისვენებს მხოლოდ წმინდანებში, ჯვარმცმელთაში თავიანთი თავისა ამა სოფლისათვის ჯვარმცმელთაში „ჴორცისა თჳსისა ვნებითურთ და გულის თქუმით“ ( გალ. 5:24 ). ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ნაუწყებია მის შესახებ: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვის მათისა ჴორც,“ ( დაბ. 6:3 ). და აი ყოვლადკეთილი სული, რომელიც პირველ ეკლესიაში გადმოვიდა დამოძღვრილზე მხოლოდ სიტყვით ჯვრისათი კორნილიოსზე, აღავსო იგი სხვადასხვა ნიჭებით სულიერებით – გვუცხოობს ჩვენ, უკვე განწმენდილთ ნათლობით, მგონებელთ ვიყოთ მორწმუნენი და მართლმადიდებელნი; გვუცხოობს თუმც მას, როგორც ღმერთს არა აქვს თვალღება; გვუცხოობს, რათა არ გაგვხადოს ჩვენ მეტად ცოდვილები დამატებით სხვა ცოდვებისადმი ჩვენისა მძიმე ცოდვისა: შეურაცხყოფისა, რომლითაც შეურაცხიყოფა და იიძულება განშორებისაკენ წმინდა სული ( ეფ. 4:30 ; 1თეს. 5:19 ).
არა პირდაპირ ადამიანებზე ეცემა ახლა სხივები მზისანი სიმართლისა! მიზეზით გაძლიერებისა ნივთიერი, ხორციელი ცხოვრებისა იშვიათად, იშვიათად მოიპოვება დედამიწაზე ცოცხალი ჭურჭელი წმინდისა სულისა. გული ადამიანისა გახდა ვერ შემძლებელი უწმინდურობის გამო თავისი უშუალო მიღებისათვის და ტარებისა ნაწერებისა მისისა; ამისთვის გახდნენ შემძლებელნი გულებზე მეტად, ხელთუქმნელი საწერნი, ნივთიერება უსიცოცხლო, უკიდურეს შემთხვევაში შეუბილწავი ცოდვის მიერ. სად ამჟამად განისვენებენ სიტყვები სულისანი? – წიგნებში წმინდა წერილისა და წმინდა სათნომყოფელებისა ღვთისა, წიგნებში დაწერილში შთაგონებით და გავლენის ქვეშ წმინდისა სულისა. სული წმინდა გადასცემდა რჩეულთ თავისთ სხვადასხვა ძღვენთ სულიერთ, უწესებდა მათ სხვადასხვა მსახურებებს. ხხვათ სცხებდა წინასწარმეტყველებისათვის, სხვათ მოციქულობისათვის, სხვებს მოძღვრობისათვის და მასწავლებლობისათვის, სხვებს მოწამეობისათვის ქრისტესათვის, სხვებს განწმენდისათვის თავისა ქრისტესათვის ღვაწლებით მონაზვნურებით. სხვადასხვაა წყალობანი, სხვადასხვაა მსახურებანი; მაგრამ საწყისი, წყარო-ერთია; სული წმინდა, დამაჯილდოვებელი ყოველისა ჯილდოთი, დამაწესებელი ყოველისათვის მსახურებისა თავისი ნების მიხედვით და ძალაუფლებისა, როგორც ღმერთი. და წიგნებიც წმინდათა ღვთისათა დაწერილნია სხვადასხვა ნიჭების მიხედვით სულისა ჭურჭლების მიერ სულისა, მქონეთაგან სხვადასხვა მსახურებისა, – დაწერილებია ყველა ანდა შთაგონებით, ანდა გავლენის ქვეშ წმინდისა სულისა. წმინდა სული უკვე აქედან უჩნენებს ხარისხს დიდებისას წმინდა ცოცხალი ტაძრებისას, ზოგისაგან ნათებით უფრო ნათლად, მეორისაგან ნათებით უფრო ზომიერად. როგორც ვარსკვლავები ხილული, ზეციერი სიმყარისანი „განსხვავდებიან“ ( 1კორ. 15:41 ) ერთი მეორეზე დიდებაში, ისე სხვადასხვაგვარია სულიერი წარმატებაც წმინდათა ღვთისათა, მანათობლებისა ზეცაში ეკლესიისაში. მათი სულიერი წარმატების მსგავსია ნათელიც, რომელსაც გამოსცემენ თავიანთი თავდან დაწერილნი მათ მიერ წიგნები: მაგრამ ყველა ისინი – ზეცაში არიან, ყველა ისინი გამოსცემენ ნათელს, კეთილსურნელებას წმინდისა სულისა. და ეს წიგნები სწორედ – არიან ნათელი სხივთა ჩამავალი მზისანი სიმართლისა, დანიშნულნი ყოვლადკეთილი ღვთის მიერ განათებისათვის უკანასკნელი საათებისა დღისა ქრისტიანულისა.
ძმანო! შევიცნოთ ნიშნები დროებისა, ანდერძის მიხედვით მხსნელისა, შეუცნობლობის გამო რომელთაც ფარისევლები იმხილებიან ღვთისაგან ( მთ. 16:3 ). მივაქციოთ სათანადო ყურადღება დარიგებას მხსნელისას, რომელიც ეუბნებოდა თანამედროვე მისდამი იუდევლებს: „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ ვიდრე ვალნ. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ( ინ. 12:35-36 ).
რწმენით ვივარჯიშოთ კითხვაში წიგნებისა, დაწერილთა წმინდა სათნომყოფელთა მიერ ღვთისა, ამოღებით მათგან განათლებისა და სიცოცხლისა სულისა. განვეშოროთ როგორც შხამს მომაკვდინებელს, წიგნებს, დაწერილთ წყაროდან ამღვრეულისა და მყრალისა, ავად მქონე გონებისაგან, ამ მონაპოვარს დაცემული ბუნებისა ადამიანურისა, დაცემის მეშვეობით თავისი დანათესავებულით ანგელოზებთან უარყოფილებისა. რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ – შეგვაგონებს ჩვენ მოციქული, – ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცთაჲთა, და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა, ( ეფ. 4:14 ).
მიდიან, მიდიან უფრო საშინლად ვიდრე ტალღები მსოფლიოს წარღვნისა, ამომწყვეტისა მთელი მოდგმისა კაცობრიობისა, მიდიან ტალღები სიცრუისა და სიბნელისა, გარს გვეხვევიან ყველა მხრიდან, მზად არიან ჩაყლაპონ სამყარო, ანადგურებენ რწმენას ქრისტესას, ანადგურებენ დედამიწაზე მის სამეფოს, ახშობენ მის სწავლებას, აზიანებენ ზნეს, აბლაგვებენ, ანადგურებენ სინდისს, ამყარებენ ბატონობას დიდად საზიანო სოფლისმპყრობელისას. საშუალებად ხსნისა ჩვენისა გამოვიყენოთ ნამცნები უფლისაგან გაქცევა ( მთ. 24:16 ).
სადაა ის ნეტარი კიდობანი, მსგავსი კიდობნისა ნოესი მართლისა, სად იქნებოდა შესაძლებელი გაქცევა ტალღებისაგან ყველა მხრიდან მომცველისა სად იქნებოდა შესაძლებლობა პოვნისა სანდო ხსნისა? კიდობანი – წმინდა ეკლესიაა , გაქროლებული ყველაზე ზემოთ ტალღებზე წარღვნისა ზნეობრივისა, და, ბნელ, ქარბუქიან, მრისხანე ღამეს, დიდსულოვნებით, სიმტკიცით ნახელმძღვანელებით გზაზე საკუთარზე მნათობებით ზეციერებით: ნაწერებით წმინდა სათნომყოფელებისა ღვთსია ნათებისა ამ მნათობთა ვერ შემძლებელია დაფაროს ვერავითარმა ბინდმა, ვერავითარმა ღრუბლებმა.
კიდობანი მიაღწევს თავშესაფარს ნეტარი მარადისობისა, მიიყვანს იქ წარმატებით ყველას, მიმნდობებს მისდამი თავიანთი ხსნისა.
ვინც უგულებელყოფს ამ კიდობნს, იფიქრებს ბრმა სიამაყით და თავის თავზე დიდი წარმოდგენით გადაცუროს საშინელი ტალღები დამპალი ნავით საკუთარი გონებისა, ვინც უგულებელყოფს მდაბალ დამორჩილებას ჭეშმარიტი ეკლესიისას, ვინც ჩაჯდება სხვა გემებში დაზიანებულში ცრუსწავლებით, გახვრეტილებში ხიბლით მზაკვარი გველისა, ვინც უარყოფს ხელმძღვანელობას წმინდისა სულისა, ანდა მხოლოდ სიცივით და ორგულებით იხელმძღვანელებს წმინდა წერილით, რომელშიც მხოლოდ სწავლებაა სულისა, – დაიღუპება. „ვიდრემდის ნათელი გაქუს გრწმენინ ნათელი რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ“. ამინ
სერგის უდაბნო 1846.
Next