ბადეები სოფლისმპყრობელისა
ნიშნის ქვეშ წმინდისა ჯვრისა წაგიყვანთ თქვენ, ძმებო, სულიერი სანახაობისაკენ. ხელმძღვანელი ჩვენი დაე იყოს დიდი სათნომყოფელებს შორის ღვთისა ანტონი მეუდაბნოე ეგვიპტელი.
მან მოქმედების შედეგად საღვთო გამოცხადებისა, დაინახა როდესღაც ბადეები სატანისა, გაფენილნი მთელ მსოფლიოში დასაჭერად ადამიანთა დასაღუპად. დაინახა რა, რომ ეს ბადეები აურაცხელად ბევრია, მგლოვარებით შეეკითხა იგი უფალს: „უფალო! ვინ შეძლებს თავი აარიდოს ამ ბადეებს და მიიღოს ხსნა“? 419
ვიძირები ჩაფიქრიანებული დათვალიერებისათვის ბადეებისა ეშმაკისა. ისინი დადგმულია გარეთ და შიგნით ადამიანისა. ერთი ბადე ახლოს შეერთებულია მეორესთან სხვა ადგილებში ბადეები დგანან რამდენიმე მწკრივად; სხვაში გაკეთებულია ფართო ხვრელები, მაგრამ რომლებიც მიიმართებიან ძალიან მრავალრიცხოვან ხვეულებამდე ბადეებისა, გათავისუფლება რომელთაგანაც ჩანს უკვე შეუძლებელი. ყურებისას მრავალხლართული ბადეებისადმი, ვგოდებ მწარედ! უნებლიედ მეორდება ჩემში კითხვა ნეტარი მეუდაბნოესი: „უფალო! ვინ შეძლებს თავი დააღწიოს ამ ბადეებს“?
დაგებულია ბადეები გონებისათვის ჩემისა სხვადასხვა წიგნებში, მწოდებელთაში თავისი თავისა ნათლად, ხოლო შემცველი თავის თავში სწავლება ბნელეთისა, დაწერილი აშკარა, ანდა შეფარული გავლენის ქვეშ ბნელი და ყოვლადბოროტი სოფლისმპყრობელისა წყაროდან – გონებისა, დაზიანებულისა ცოდვით დაცემისაგან სივერაგითა კაცთაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა ( ეფ. 4:14 ), გამოხატულების მიხედვით მოციქულისა, მწერლებისა, რომლებიც ამაოდ განლაღებული გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა ( კოლ. 2:18 ). მოყვასი ჩემი, სიყვარულში რომლისადმი მე უნდა ვეძებო ხსნა, ხდება ჩემთვის ბადე, დამჭერი ჩემი დასაღუპავად, როდესაც გონება მისი შეპყრობილია ბადეებით სწავლებისა, სიბრძნისა მცდარისა და პირმოთნესი. ჩემი საკუთარი გონება ატარებს თავის თავზე ბეჭედს დაცემულობისას, დაფარულია საფარველით წყვდიადისა, დაავადებულია შხამით სიცრუისა: თავად იგი, ცდუნებული სოფლისმპყრობელის მიერ, აგებს თავისთვის ბადეებს. ჯერ კიდევ სამოთხეში მიისწრაფოდა იგი განურჩევლად და გაუფრთხილებლად მოსახვეჭად ცოდნისა, მისთვის დამღუპველისა, მომაკვდინებელისა! დაცემის შემდეგ იგი გახდა უფრო ვერ გამრჩეველი, უფრო წინდაუხედავი: თავხედობით თვრება თასით ცოდნისა შხამიანისა, და ამით გადაჭრით ანადგურებს საკუთარ თავში გემოვნებას და ჟინს საღვთო ფიალისადმი ცოდნისა გადამრჩენელისა.
გულისათვის ჩემისა რამდენი ბადეებია! ვხედავ ბადეებს უხეშებს და ბადეებს ფაქიზებს. რომელ მათგანთ ვუწოდო მეტად საშიში მეტად საშინელი? ვერ გადამიწყვეტია. მონადირე დახელოვნებულია – და ვინც გასხლტება ბადისაგან უხეშისა, მას იგი იჭერს ბადით ფაქიზით. ბოლო ჭერისა – ერთია: დაღუპვა. ბადეები შეფარულია ყოველგვარად, შესანიშნავი ოსტატობით. დაცემა შემოსილია ყველა სახეში ზეიმისა: კაცთმოთნეობაში პირმოთნეობაში პატივმოყვარეობაში – ყველა სახეში სათნოებაში. სიცრუე, ბნელი ხიბლი, ატარებენ ნიღაბს სულიერისა, ზეციერისა. სიყვარული მშვინვიერი, ხშირად ბიწიერი, შეფარულია გარეგნობით სიყვარულისა წმინდასი; სიტკბოება ცრუ, მეოცნებეური თავს აჩვენებს სიტკბოებად სულიერად. სოფლისმპყრობელი მთელი ძალებით ცდილობს შეაკავოს ადამიანი მის დაცემულ ბუნებაში: და ეს საკმარისია, უხეში ცოდვითდაცემების გარეშე, რათა გახადოს ადამიანი უცხო ღვთისათვის. ცოდვითდაცემანი უხეშნი სრულად შეიცვლება, სარწმუნო გათვლების მიხედვით მონადირისა, ამაყი წარმოდგენით საკუთარ თავზე ქრისტიანისა, დაკმაყოფილებულისა სათნოებებით დაცემული ბუნებისა და მიცემულისა თვითცდუნებულებას, – ამით გაუცხოებულისა ქრისტესაგან.
სხეულისათვის რამდენი ბადეებია! იგი თავად – როგორი ბადეა! როგორ იყენებს მას სოფლისმპყრობელი! მეშვეობით სხეულისა, შეწყნარებით მისი დამამცირებელი მიდრეკილებებისა და სურვილებისა, ჩვენ ვუახლოვდებით მსგავსებას პირუტყვისა უსიტყვოთა. როგორი უფსკრულია! როგორი დაცილებულობა, როგორი დაცემულობა საღვთო მსგავსებისაგან! ამ ღრმა საშინლად შორეული ღვთისაგან უფსკრულში ჩვენ ვცვივდებით, როდესაც მივეცემით უხეშ ხორციელ სიამოვნებებს, წოდებულებს, მათი ცოდვიანი სიმძიმის მიხედვით, დაცემებად. მაგრამ მცირედაც უხეში ხორციელი სიამოვნებაც არაა ნაკლებად დამღუპველი. მათ გამო მიიტოვება მზრუნველობა სულზე, ივიწყება ღმერთი, ზეცა, მარადისობა, დანიშნულება ადამიანისა. სოფლისმპყრობელი ცდილობს შეგვინარჩუნოს ჩვენ გამუდმებულ გართობაში, დაბნელებაში, მეშვეობით სიამოვნებისა ხორციელთა! მეშვეობით გრძნობისა, ეს კარები სულში, რომლებითაც იგი ურთიერთობს ხილული სამყაროსთან, მას გამუდმებით შეჰყავს მასში შეგრძნებითი სიამოვნება, განუშორებელი მასთან ცოდვა და ტყვეობა. გუგუნებს ცნობილ მიწიერ კონცერტებში მუსიკა, გამომხატველი და აღმძვრელი სხვადასხვა ვნებებისა; ეს ვნებები წარმოდგენილია მიწიერ თეატრებში, აღელვებული მიწიერ გართობებში: ადამიანი ყველა შესაძლო საშუალებით მოიყვანება სიამოვნებისადმი მომკვლელში მისი ბოროტების მიერ. აღტაცებაში მისით იგი ივიწყებს გადამრჩენელ მის სიკეთეს საღვთოს და სისხლს ღმერთკაცისას, რომლითაც ჩვენ ვართ გამოსყიდულნი.
აი სუსტი მონახაზი ბადეებისა, გაწყობილთა სოფლისმპყრობელის მიერ დასაჭერად ქრისტიანთა. მოხაზულობა სუსტია, მაგრამ თითქმის მას არ მოუგვრია თქვენზე ძმანო, სამართლიანი თავზარი, თითქმის კი სულებში თქვენსა არ შობილიყოს შეკითხვა: „ვინ განა შეძლებს თავიდან აირიდოს ეს ბადეები“?
სურათი საშინელი ჯერ არ დასრულებულა! კიდევ, კიდევ აღიძრება ფუნჯი ჩემი, აღძრული სიტყვით ღვთისათი, ფერწერისათვის.
რას იუწყება სიტყვა ღვთისა? იგი იუწყება წინასწარმეტყველებას, ახდენილს თვალთათვის ჩვენსა, წინასწარმეტყველება, რომ დროს უკანასკნელს, მიზეზით „განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“ ( მთ. 24:12 ). უტყუარი სიტყვა ღვთისა, მეტად მტკიცე ვიდრე ზეცა და მიწა, იუწყება ჩვენდამი გამრავლების შესახებ უკანასკნელ დროში ბადეებისა ეშმაკისა და გამრავლებას რაოდენობისა დაღუპულთა ამ ბადეებში.
ზუსტად! ვუყურებ სამყაროს, – ვხედავ: ბადეები ეშმაკისანი გამრავლდნენ შედარებით დროებისა პირველი ეკლესიისა ქრისტესი, გამრავლდა უსასრულობამდე. გამრავლდნენ წიგნები, შემცავნი ცრუსწავლებათა; გამრავლდნენ გონებანი, შემცველნი და შემატყობინებელნი სხვებისადმი ცრუსწავლებებისა; შემცირდა შემცირდა უკიდურესობამდე მიმდევერნი წმინდისა ჭეშმარიტებისანი; გაძლიერდა დაფასება სათნოებებისა ბუნებრივებისა, მისაწვდომთა იუდეველთა მიერ და წარმართთა; გამოჩნდა პატივისცემა სათნოებებისადმი პირდაპირ წარმართულებისა, საწინააღმდეგოსი თავად ბუნებისადმი, მხედველისათვის მათზე, როგორც ბოროტებისადმი; შემცირდა წარმოდგენა სათნოებებისადმი ქრისტიანულისადმი არ ვამბობ უკვე როგორ შემცირდა, თითქმის განადგურდა, აღსრულება მათი თავად საქმით; გაღვივდა ცხოვრება ნივთიერი; ქრება ცხოვრება სულიერი; სიამოვნება და საზრუნავები ხორციელნი შთანთქავენ მთელ დროს; აღარც კი რჩება დრო ხსოვნისათვის ღმერთის. და ეს ყველაფერი გადაიქცევა მოვალეობად, კანონად. „განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“, და მათიც, ვინც შენარჩუნდებოდნენ კი სიყვარულში ღვთისადმი, თუკი ბოროტება არ იქნებოდა ასე საყოველთაო თუკი ბადეები ეშმაკისანი არ გავრცელებულიყოს ასეთ აურაცხელობამდე.
სამართლიანი იყო დაღონება ნეტარი ანტონისა. მით უფრო სამართლიანია დაღონება ქრისტიანისა აწინდელი დროისა, ხედვისას ბადეებისა ეშმაკისა; საფუძვლიანია სავალალო შეკითხვა: „უფალო! ვინ ადამიანთაგან შესაძლოა გვერდი აუვაროს ამ ბადეებს დად მიიღოს შველა“?
შეკითხვაზე ღირსი მეუდაბნოესი მოჰყვა უფლისაგან პასუხი: „სიმდაბლე გვერდს აუვლის ამ ბადეებს, და ისინი ვერ შეძლებენ თვით შეხებასაც მისდამი“.
ღვთიური პასუხია! ისე რომ იგი აშორებს გულიდან ყოველგვარ იჭვნეულობას, გამოსახავს მოკლე სიტყვებში სარწმუნო საშუალებას გამარჯვებისა მოწინააღმდეგეზე ჩვენსა, საშუალებას დარღვევისა, განადგურებისა მრავალხლართული მისი ხრიკებისა, მოწყობილთა მეშვეობით მრავალწლიანი და ღვარძლიანი მისი გამოცდილებიდან.
შემოვსაზღვროთ სიმდაბლით გონება, არ დავუშვათ იგი მიისწრაფოდეს განურჩევლად, აჩქარებულად მოსახვეჭად ცოდნისა, თითქოს სიახლე მისი და მნიშვნელოვნება მისი სათაურისა არ იქცევდეს ჩვენს ცოდნისმოყვარეობას. დავიცვათ იგი გამოცდისაგან ცრუსწავლებისა, შეფარულთა სახელის ქვეშ და ნიღბით ქრისტიანული სწავლებისა. დავამდაბლოთ იგი მორჩილებით ეკლესიისა, დამხობით ყოველგვარი აზრისა, ამაღლებულისა გონებაზე ქრისტესაზე ( 2კორ. 10:5 ), მეცნიერებაზე ეკლესიისა. სამწუხაროა თავიდან გონებისათვის ვიწრო გზა მორჩილებისა ეკლესიისა; მაგრამ მას გამოჰყავს ფართობზე და თავისუფლებაში გონებისა სულიერისა, წინაშე რომლისაც ქრება ყველა მოჩვენებითი შეუსაბამობანი, ნაპოვნი ხორციელი და სულიერი გონების მიერ ზუსტ მორჩილებაში ეკლესიისა. არ დავუშვათ იგი წაიკითხოს სულიერი საგნების შესახებ სხვა, თუ არა წიგნებში დაწერილებში მწერლების მიერ ჭეშმარიტი ეკლესიისა, რომლებზეც თავად ეკლესიამ დაამოწმა, რომ ისინი – ორგანოებია წმინდისა სულისა. მკითხველნი წმინდისა მწერალთა შეუმჩნევლად ეზიარება მცხოვრებს მათში და მეტყველს მათ მიერ წმინდა სულს; მკითხველი შემოქმედებისა ერეტიკულთა, თუმც კი ისინი თავისი ერეტიკული კრებულით კიდეც შემკულნი არიან წოდებით წმინდანთა, ეზიარება მზაკვარ სულს ხიბლისას 420 : დაუმორჩილებლობის მიღმა ეკლესიისა, რომელშიც – ამპარტავნებაა, იგი ვარდება ბადეებში სოფლისმპყრობელისა.
როგორ მოვიქცეთ გულის მიმართ? – დავამყნოთ ამ ველურ ზეთისხილზე რტო ზეთისხილისა ნაყოფიერისა, დავამყნოთ მასზე თვისება ქრისტესი, დავასწავლოთ იგი სიმდაბლეს სახარებისეულს, დავაძალოთ ძალდატანებით მისაღებად ნებისა სახარებისა. დავინახავთ რა მის უთანხმოებას სახარებასთან, გამუდმებულ უთანხმოებას, დაუმორჩილებლობას სახარების მიმართ, დავინახავთ ამ უკუქმედებაში როგორც სარკეში, ჩვენს დაცემულობას. დავინახავთ რა დაცემულობას ჩვენსას, ვიგლოვოთ მისდამი წინაშე უფლისა, შემოქმედისა ჩვენისა და გამომსყიდველისა, მტკივნეულად ვიდარდებთ გადამრჩენელით; იქამდე ვიქნებით მყოფნი ამ სევდაში, ვიდრე არ ვიხილავთ კურნებას ჩვენსას. „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ ( ფს. 50:19 ), მიცემით მისი დასაჭერად მტრისადმი. ღმერთი – არის შემოქმედი ჩვენი და სრული მბრძანებელი: მას შეუძლია თავიდან შექმნას გული ჩვენი, – და გადააქცევს იგი გულს, განუშორებლად მებრძოლს მისდამი გოდებით და ლოცვით, გულისაგან ცოდვისმოყვარესი გულად ღვთისმოყვარედ, წმინდად.
დავიცვათ ხორციელი გრძნობები ჩვენნი, არ შეშვებით გავლით მათსა ცოდვისა კუნჭულში სულისაში. ავლაგმოთ ცნობისმოყვარე თვალი და ცნობისმოყვარე ყური; დავადოთ სასტიკი აღვირი მცირე ასოს სხეულისას, მაგრამ წარმომშობელს ძლიერი რყევისა, ენას ჩვენსას; დავამდაბლოთ უსიტყვო მისწრაფებები სხეულისანი თავშეკავებით, სიფხიზლით, შრომებით, ხშირი ხსოვნით სიკვდილზე, ყურადღებიანით, გამუდმებული ლოცვით. როგორი ხანმოკლეა ხორციელი სიამოვნებები! როგორი სიმყრალით ისინი მთავრდებიან! საწინააღმდეგოდ ამისა სხეული, შემოსაზღვრული თავშეკავებით და დაცვით გრძნობათა, განბანილი ცრემლებით სინანულისა, განწმენდილი ხშირი ლოცვებით, შენდება საიდუმლოებრივად ტაძარში წმინდისა სულისა, გამხდელისა ყველა მცდელობათა მტრისა წინააღმდეგ ადამიანისა წარუმატებლად.
„მდაბალსიბრძნეობა თავს დააღწევს ყველა ბადეს ეშმაკისას, და ისინი კიდეც ვერ შეძლებენ შეეხონ მას“. ამინ
1846 წელი სერგის უდაბნო.
Next