Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 43

Previous

ფიქრი სიკვდილის შესახებ

ხვედრო ყველა ადამიანისა დედამიწაზე, ხვედრი გარდაუვალი არავისათვის – სიკვდილია. ჩვენ ვშიშობთ მისადმი, როგორც ულმობელესი მტრისადმი, ჩვენ მწარედ დავტირით მოტაცებულებს მის მიერ, ხოლო ვატარებთ ცხოვრებას ისე, როგორც თითქოს სიკვდილი საერთოდ არ ყოფილიყოს, როგორც თითქოს ჩვენ ვიყოთ მარადიულნი დედამიწაზე.

სამარევ ჩემო! რატომ მე გივიწყებ შენ? შენ მელოდები მე, მელოდები, – და მე უდავოდ ვიქნები შენი მცხოვრები: რატომ მე შენ გივიწყებ, და ვიქცევი ისე, როგორც თითქოს სამარე ყოფილიყოს ხვედრი მხოლოდ სხვა ადამიანთა, სრულადაც არა ჩემი?

ცოდვამ წამართვა და მართმევს მე შემეცნებას და შეგრძნებას ყოველგვარი ჭეშმარიტებისა: იგი მტაცებს მე, ამოშლის ჩემი ფიქრებიდან მოგონებებს სიკვდილის შესახებ, ამ მოვლენაზე, ამდენად ჩემთვის მნიშვნელოვანზე, შეხებითად-უტყუარზე.

რათა გვახსოვდეს სიკვდილი, უნდა გავატაროთ ცხოვრება შესაბამისად მცნებებისა ქრისტესა. მცნებები ქრისტესნი წმენდენ გონებას და გულს, კლავენ მათ ამა სოფლისათვის, აცოცხლებენ ქრისტესათვის: გონება, განშორებული მიწიერი მიდრეკილებებისაგან, იწყებს ხშირად მიაპყროს მზერანი საიდუმლოებრივ გადასვლას თავისას მარადისობაში – სიკვდილში; განწმენდილი გული იწყებს წინათგრძნობას მისსას.

განშორებულნი ამა სოფლისაგან გონება და გული ისწრაფიან მარადისობისაკენ. შეყვარებით ქრისტესი, მათ დაუცხრომელად სწყურიათ წარუდგნენ მას, თუმც კიდეც ძრწიან სიკვდილის საათზე, ჭვრეტით დიდებულებისა ღვთისა და თავიანთი არარაობისა და ცოდვილობისა. სიკვდილი წარმოუდგება მათ როგორც ღვაწლად საშინლად, ისე სანუკვარ განთავისუფლებად მიწიერი ტყვეობიდან.

თუკი ჩვენ არ ვართ შემძლებელნი ვისურვოთ სიკვდილი სიცივის გამო ჩვენი ქრისტესადმი და სიყვარულის გამო ხრწნისადმი: მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, გამოვიყენოთ მოგონებანი სიკვდილის შესახებ, როგორც მწარე კურნება წინააღმდეგ ჩვენი ცოდვილობისა: იმიტომ რომ „სიკვდილის ხსოვნა“ – როგორც წმინდა მამები უწოდებენ ამ ხსოვნას – ათვისებული სულისაგან, კვეთს მეგობრობას მისსას ცოდვასთან, ყველა სიამოვნებებთან ცოდვიანებთან.

მხოლოდ ის, ვინც დაენათესავა აზრს აღსასრულზე თავისაზე, თქვა რომელიღაც ღირსმა მამამ, შეძლებს დაუდოს დასასრული ცოდვებს თავისას“ 414 . „გახსოვდეს უკუანაჲსკნელი შენი, – ამბობს წერილი, – და საუკუნოდ არ შესცოდებ“ ( სირ. 7:39 ).

ადექი სარეცელიდან შენი, როგორც აღდგომილი მკვდართაგან; დაწექი სარეცელზე შენსა, როგორც თითქოს საფლავში: ძილი არის გამოსახულება სიკვდილისა, ხოლო სიბნელე ღამისა – არის მომასწავებელი სიბნელისა სამარისა, შემდეგ რომლისაც აღმობრწყინდება სასიხარულო მონებისათვის ქრისტესი და საშინელი მტერთათვის მისი სინათლე აღდგომისა.

სქელი ღრუბლით, თუმც იგი შედგება მხოლოდ ფაქიზი ორთქლისაგან, იფარება სინათლე მზისა, – და ხორციელი სიამოვნებათა, გაფანტულობით, უმნიშვნელო საზრუნავებით მიწიერთა იფარება მზერისაგან სულისა დიდებული მარადისობა.

ამაოდ ბრწყინავს მზე სუფთა ციდან თვალებისათვის, დაზიანებულთა სიბრმავით, – და მარადისობა როგორც თითქოს არ არსებობს გულისათვის, შეპყრობილით თვალღებით მიწისადმი, მისი დიადისადმი, მისი დიდებულისადმი, მისი საამოსადმი. „სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს“ ( ფს. 33:22 ): მოდის მათთან იმ დროს, როდესაც ისინი საერთოდაც არ ელიან მას; მოდის მათთან, ხოლო მათ კიდევ არ გაუკეთებიათ არავითარი მომზადება არც მისდამი, არც მარადისობისადმი, თვით არ მოუხვეჭავთ არავითარი აშკარა წარმოდგენა არც იმაზე, არც მეორე საგანზე. და წარიტაცებს სიკვდილი მოუმზადებელ ცოდვილებს პირისაგან მიწისა, რომელზეც ისინი მხოლოდ არისხებდნენ ღმერთს, მისცემს მათ სამარადისოდ დილეგებს ჯოჯოხეთისას.

გსურს კი გახსოვდეს სიკვდილი? დაიცავი მკაცრი ზომიერება საკვებში, ტანსაცმელში, ყველა სახლის საგნებისადმი; თვალი ადევნე, რომ საგნები საჭიროებისანი არ გადავიდნენ საგნებში ფუფუნებისა, დაისწავლე კანონი ღვთისა დღე და ღამე, ანდა შეძლებისდაგვარად ხშირად – და გეხსომება შენ სიკვდილი. ხსოვნა მასზე შეუერთდება ნაკადებს ცრემლთას, შენანებას ცოდვებში, განზრახვასთან გამოსწორებისა, გულმოდგინე და ბევრ ლოცვებს.

ვინ ადამიანთაგან დარჩენილა სამუდამოდ საცხოვრებლად დედამიწაზე? – არავინ. და მეც წავალ კვალდაკვალ მამებისა, წინაპართა, ძმებისა და ყველა მოყვასისა ჩემისა. სხეული ჩემი განმარტოვდება ბნელ სამარეში, ხოლო ხვედრი სულისა ჩემისა დაიფარება დარჩენილ მცხოვრებთათვის დედამიწისა შეუღწეველ საიდუმლოებად.

იტირებენ ჩემზე თანამემამულენი და მეგობრები; შესაძლოა იტირებენ მწარედ; და შემდეგ – დამივიწყებენ. როგორც დატირებულნი არიან და დავიწყებულნი აურაცხელი ათასობით ადამიანი. აღრაცხილნი არიან ისინი, და მოიხსენებიან მხოლოდ ყოვლადსრულყოფილი ღვთის მიერ.

როგორც კი მე დავიბადე, როგორც კი მე ჩავისახე, რომ სიკვდილმა დამადო ბეჭედი თავისი. „იგი ჩემია“, თქვა მან, და დაუყოვნებლივ მოამზადა ჩემთვის ცელი. თავად საწყისიდან არსებობისა ჩემისა იგი იქნევს ამ ცელს. ყოველწუთიერად მე შესაძლოა გავხდე მსხვერპლი სიკვდილისა! იყო ბევრი აცილებანი: მაგრამ ზუსტი მოქნევა და დარტყმა – გარდაუვალია.

ცივი ღიმილით არად ჩაგდებისა უყურებს სიკვდილი მიწიერ საქმეებს ადამიანურებს. ხუროთმოძღვარი აშენებს კოლოსალურ შენობას, ფერმწერს არ დაუსრულებია მოხდენილი ნახატი თავისი, გენიოსმა შეადგინა გიგანტური გეგმები, სურს მოიყვანოს ისინი მოქმედებაში; მოდის მოულოდნელი და ულმობელი სიკვდილი, დიადს მიწიერს და ყველა განზრახვებს მისსას დაამხობს არარაობაში.

წინაშე მხოლოდ მონისა ქრისტესი მოწიწებულია მწყალო სიკვდილი, დამარცხებული ქრისტეს მიერ, იგი აფასებს მხოლოდ ერთადერთ ცხოვრებას ქრისტეში. ხშირად ზეციერი მაცნე ატყობინებს მომსახურეთ ჭეშმარიტებისა სწრაფი გადასახლების შესახებ მათი მარადისობაში და ნეტარების შესახებ მასში. მომზადებულნი სიკვდილისათვის სიცოცხლით, ნანუგეშებნი მოწმობითაც სინდისისა და აღთქმულით ზეციდან, ჩუმად სიცილით ბაგეებზე, იძინებენ ისინი ხანგრძლივი ძილით სიკვდილისა.

უნახავს კი ვინმეს სხეული მართლისა, მიტობებული სულისაგან? არაა მისგან სიმყრალე, არაა საშიში მიახლოება მისდამი; დაკრძალვისას მისი დამწუხრება გაზავებულია როგორი ღაც მიუწვდომელი სიხარულით. ნაკვთები სახისა, გაშეშებულნი ასეთად, როგორიც ისინი გამოისახნენ წუთებში გასვლისა სულისა, ზოგჯერ განისვენებენ უღრმეს სიწყნარეში, ხოლო ზოგჯერ ანათებს მათში სიხარული დამატკბობელი შეხვედრისა და კოცნისა – რა თქმა უნდა ანგელოზებთან და პირებთან წმინდანებისა, რომლებიც გამოიგზავნებიან ზეციდან სულებისათვის მართლებისა.

მომეხსენე მე სიკვდილო ჩემო! მოდი ჩემთან მწარევ, მაგრამ საკმაოდ სამართლიანო და სასარგებლო ხსოვნავ! განმაშორე მე ცოდვისაგან! დამმოძღვრე გზაზე ქრისტესი! დაე ხსოვნისაგან სიკვდილის შესახებ დასუსტდეს ხელები ჩემნი ყოველგვარი ფუჭისადმი, ამაოსადმი, ცოდვილი წამოწყებისადმი.

მომეხსენე მე სიკვდილო ჩემო! და გაიქცევა ჩემგან დამამონებელი ჩემი პატივმოყვარეობა და სიამეთმოყვარეობა. მე განვდევნი ტრაპეზიდან ჩემი ორთქლმოდებულ მდიდრულ საკვებს, გავიხდი თავიდან ტანსაცმელს ფაფუკს, შევიმოსები ტანსაცმელში გლოვისა, ცოცხლად დავიტირებ თავს – წოდებულს მკვდრად შობიდან ჩემისა.

„ასე! დაიხსომე და დაიტირე თავად თავი ცოცხლად, ამბობს „ხსოვნა სიკვდილისა“: მე მოვედი დაგამწუხრო შენ სასარგებლოდ, და მოვიყვანე ჩემთან ერთად გუნდი აზრებისა, ძალზედ სულის სასარგებლონი. გაყიდე მოჭარბებული შენი, და ღირებულება მათი მიეცი გლახაკებს, გააგზავნე ზეცაში საგანძურნი შენნი, ანდერძის მიხედვით მხსნელისა: ისინი შეხვდებიან თავად საკუთარ მფლობელს, გამრავლებით ათასჯერ. დაღვარე შენზე ცხელი ცრემლები და ცხელი ლოცვები. ვინ ასეთი მზრუნველობით და გულმოდგინებით გაგიხსენებს შენ შემდგომად სიკვდილისა, როგორც შენ თავად შეძლებ მოიხსენო თავი სიკვდილამდე? არ ანდო ხსნა სულისა შენისა სხვებს, როდესაც თავად შეგიძლია აღასრულო ეს არსებითად აუცილებელი შენთვის საქმე! რატომ უნდა გამოედევნებოდე შენ ხრწნილებას, როდესაც სიკვდილი აუცილებლად წაგართმევს შენ ყველაფერს ხრწნადს? იგი – აღმასრულებელია ბრძანებისა ყოვლადწმინდა ღვთისა: როგორც კი გაიგონებს ბრძანებას, – მიისწრაფებს სიჩქარით ელვისა აღსასრულებლად. არ დაიმორცხვებს იგი არც ღვთისას, არც დიდებულისას, არც გმირისას, არც გენიოსისას, არც დაინდობს ახალგაზრდობას, არც სილამაზეს, არც მიწიერ ბედნიერებას: გადაასახლებს ადამიანს მარადისობაში. და შეაბიჯებს სიკვდილის მეშვეობით მონა ღვთისა ნეტარებაში მარადისობისა, ხოლო მტერი ღვთისა მარადიულ სატანჯველში“.

„ხსოვნა სიკვდილზე – ნიჭია ღვთისა“ 415 , თქვეს მამებმა: იგი მიეცემა აღმსრულებელს მცნებებისას ქრისტესი, რათა სრულყოს იგი წმინდა ღვაწლში სინანულისა და ხსნისა.

მადლისმიერი ხსოვნა სიკვდილისა წინ გაიძღვება საკუთარი მცდელობით გვახსოვდეს სიკვდილზე. დააძალე თავი გახსოვდეს ხშირად სიკვდილი, დაარწმუნე თავი უსათუო ჭეშმარიტებაში, რომ შენ აუცილებლად, უცნობია როდის, მოკვდები – და დაიწყებს მოვიდეს თავის თავად, გამოეცხადოს გონებას შენსას ხსოვნა სიკვდილზე, ხსოვნა ღრმა და ძლიერი: იგი განგმირავს მომაკვდინებელი დარტყმებით ყველა შენს ცოდვიან წამოწყებებს.

უცხოა ამ სულიერი ნიჭისა ცოდვისმოყვარე: იგი კიდეც თვით აკლდამაში არ წყვეტს მიეცეს ცოდვიან ამებას სხეულისას, არაფრად არ ხსოვნით სიკვდილის შესახებ, მომლოდინისა მისი პირისპირ. საწინააღმდეგოდ ამისა მსახური ქრისტესი, ჩიმებულ სასახლეებშიც, იხსომებს მომლოდინე მისდამი სამარეს, დაღვრის სულზე თავისაზე უგადამრჩენლეს ცრემლებს. ამინ.

Next