ჩვევების შესახებ.
ჩვევებს აქვთ ძალა, მსგავსი ბუნებრივი თვისებებისა: უნდა მიმდევარმა უფლისა იესო ქრისტესამ მოიხვეჭოს კარგი ჩვევები, და აიცილოს ჩვევები ცუდნი.
ყმაწვილო! იყავი კეთილგონიერი და წინდახედული: წლებში სიჭაბუკისა შენისა მიაქციე განსაკუთრებული ყურადღება მოპოვებას კარგი ჩვევებისა: წლებში მოწიფულობისა და მოხუცებულობაში შენსაში გაიხარებ სიმდიდრის გამო მოპოვებულისა უშრომელად წლებში სიჭაბუკისა. არ მიიჩნიო ნაკლებადმნიშვნელოვნად აღსრულება შენი სურვილებისა, ერთი შეხედვით თვით უმნიშვნელოთა: ყოველი აღსრულება სურვილისა უსათუოდ ტივებს თავის შთაბეჭდილებას სულზე. შთაბეჭდილება შესაძლოა იყოს ზოგჯერ ძალიან ძლიერი, და წარმოადგენს საწყისს დამღუპველი ჩვევისა.
იცოდა განა კარტის მოთამაშემ შემხებელმა პირველად კარტებთან, რომ თამაში იქნებოდა მისი ვნება? იცოდა განა დაქვემდებარებულმა სენისა ლოთობისამ, დალევისას პირველი სირჩისა, რომ იგი იწყებდა თვითმკვლელობას? ასე ვუწოდებ ამ უბედურ ჩვევას დამღუპველს სულისაც და სხეულისაც.
ერთი გაუფრთხილებელი მზერა ხშირად აყენებს წყლულს გულს; ამდენიმე განმეორებული მზერანი ისე აღრმავებდნენ ამ წყლულს, რომ იგი ძლივს იკურნებოდა მრავალწლიანი ლოცვებით, მრავალწლიანი ღვაწლით და მგლოვარებით.
აღმზრდელნო და მოძღვარნო! მიეცით ახალგაზრდობას კარგი ჩვევები, განაშორეთ იგი, როგორც დიდი უბედურებისაგან ჩვევებისაგან ბიწიერთა.
ბიწიერი ჩვევები არის – როგორც ბორკილები ადამიანზე ისინი გარეშე ტოვებენ მას ზნეობრივი თავისუფლებისა, ძალდატანებით აკავებენ მყრალ ჭაობში ვნებათა. დასაღუპად ადამიანისა საკმარისია ერთი ბიწიერი ჩვევა: იგი გამუდმებით გაუღებს შესასვლელს სულში ყველა ცოდვასა და ყველა ვნებას.
მიეჩვიე იყო მორიდებული არ დართო ნება თავს არავითარი კადნიერებისა, თვით არ დაანებო თავს შეეხოს მოყვასს უკიდურესი საჭიროების გარეშე, – და ჩვევა კადნიერებისა გახდის შენთვის მოსახერხებელს დიდ სათნოებას მთლიანსიბრძნეობისას. მოყვასნი შენნი, იგრძნობენ რა მცხოვრებ შენში წინდს მორიდებულობისას, იქნებიან წინაშე შენსა კადნიერების გარეშე, როგორც თითქოს მოწიწებულნი წინაშე კეთილსურნელებისა სიწმინდისა. არაფერი ისე არ არყევს მთლიანსიბრძნეობას როგორც ჩვევა კადნიერებისა, თავისუფალი მოქცევისა, უარმყოფელისა წესდებათა მოკრძალებისა.
მიეჩვიე იყო თავშეკავებული საკვებში: თავშეკავებით მოუტანო ჯანმრთელობა და სხეულს, ხოლო გონებას განსაკუთრებული სიფხიზლე, ასე საჭირო საქმეში ხსნისა, ძალიან სასარგებლო კიდეც მისიერი ვარჯიშისასაც.
ღორმუცელობა – არა რაიმე სხვა, თუ არა ცუდი ჩვევა, უგუნური, დაუკმაყოფილებელი დაკმაყოფილება დაზიანებული ბოროტად გამოყენებით ბუნებრივი სურვილისა. შეეჩვიე ყველაზე უბრალო საკვებს. იგი, მიმჩვევისადმი მისი, უფრო გემრიელია ყველაზე დახვეწილ საკვებებზე, – არ ვსაუბრობ უკვე იმაზე, რამდენად იგი მათზე ჯანმრთელია. როგორი თავისუფლება და ზნეობრივი ძალები მოაქვს ადამიანისათვის ჩვევა უბრალო საკვებისადმი, ჩვევა უჩინრად ამდენად უმნიშვნელო, მატერიალური! მისას ადამიანი საჭიროებს ყველაზე ცოტა დანახარჯებს სუფრისათვის, ყველაზე ცოტა დროს და ცოტა საზრუნავს მოსამზადებლად მისი. თუკი მიჩვეული უბრალო საკვებისადმი – ღარიბია: მაშინ იგი არ მძიმდება სიღარიბით თავისით.
მძიმეა გადასვლა ბრწყინვალე და დახვეწილი სუფრიდან უბრალო საკვებზე! ბევრს აიძულა გარემოებებმა ამ გადასვლისადმი, და ბევრმა, აღსრულებით მისი, დაკარგა ჯანმრთელობა, თვით შეირყა ზნეობრივად. ამ უბედურებისაგან დაიცავდა მათ კეთილგონიერი და დროული ჩვევა უბრალო საკვებისადმი.
განსაკუთრებით მსურველისთვის მიუძღვნას თავი მსახურებას ქრისტეს, ჩვევა უბრალო საკვებისადმი, შესაძლოა ითქვას, შეუფასებელია თავისი შედეგების გამო: იგი რთავს ნებას ამოსარჩევად საცხოვრებლად ყველაზე განმარტოვებული ადგილისა, ხდის უსარგებლოს ხშირ ურთიერთობებს ხალხთან, – ასეთნაირად, მოცილებით ყველა მიზეზისაგან გართობისადმი, მოაქვს შესაძლებლობა მთლად მიეცეს ღვთისმოაზროვნეობისადმი და ლოცვისადმი.
ყველა წმინდანი ძალიან ზრუნავდა არა მხოლოდ ჩვევაზე ზომიერი მოხმარებისადმი საკვებისა, არამედ ჩვევისადმი უბრალო საკვებისა. ყოველდღიური საკვები მოციქულისა პეტრესი ღირდა რამოდენიმე სპილენძის მონეტა.
საშინელი ნაკლია – ლოთობა! ესაა – ვნება, სენი, შესული სხეულის აგებულებაში მოდუნებულობით სურვილისა, მიმღები ჩვევისაგან ძალისა ბუნებრივი თვისებისა.
მსახური ქრისტესი უნდა თავს იცავდეს არა მხოლოდ დალევისაგან, არამედ კიდეც ჩვევისაგან ბევრჯერ გამოყენებისა ღვინისა, გამახურებელისა სხეულისა და აღმძრავისა მასში პირუტყვული სურვილებისა. „ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე,“ ( ეფ. 5:18 ), თქვა მოციქულმა. დაშვებულია გამოყენება ღვინისა საკმაოდ ცოტა რაოდენობით: ვისაც კი არ შეუძლია შეზღუდვა თავისა ზომიერი გამოყენებით, იგი უმჯობესს გააკეთებს, თუკი სრულად უარყოფს მას.
თქვა პიმენმა დიდმა : „მოღვაწისათვის ყველაზე უფრო საჭიროა ფხიზელი გონება“ 411 . ღვინო ართმევს ადამიანს შესაძლებლობას შეინარჩუნოს გონება სიფხიზლეში. როდესაც მოღვაწე დაექვემდებარება მოქმედებას ღვინისა, მაშინ მიადგებიან დასუსტებულ და დაბნელებულ გონებას მისი მტრები, და გონება უკვე არაა ძალებში იბრძოლოს მათთან. შეკრული მოქმედებით ღვინისა, იგი გაიტაცება უფსკრულში ცოდვისა! ერთ წამში იღუპება ნაყოფები დიდი ხნის ღვაწლისა: იმიტომ რომ სული წმინდა შორდება შებილწულს ცოდვით. აი რატომ თქვა ღირსმა ესაიამ, ეგვიპტელმა განდეგილმა, რომ მოყვარულნი ღვინისანი ვერასოდეს ვერ ეღირსებიან სულიერ საჩუქრებს 412 : ეს ძღვენნი, რათა დარჩეს ადამიანში, საჭიროებს გამუდმებულ სისუფთავეს, შესაძლებელს მხოლოდ გამუდმებული სიფხიზლისას.
ვერცხლისმოყვარეობა სიფიცხე, ქედმაღლობა, თავხედობა – არის ავთვისებიანი სნეულებები სულისანი, წარმოშობილი შეწევნისაგან ბიწიერი მისწრაფებებისა დაცემული ბუნებისა. ისინი ძლიერდება, მწიფდება, იმონებენ ადამიანს მეშვეობით ჩვევისა.
ამ ჩვევას მოჰყვება ხორციელი გულისთქმაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებრივია დაცემული ბუნებისადმი. ნეტარია ის ყმაწვილი, რომელიც გაიგებს პირველი გაჩენისას მასში მოქმედებისა გულისთქმისა, რომ ხორციელ გულისთქმებს არ უნდა დანებდე, რომ უნდა ალაგმო იგი კანონით ღვთისა და კეთილგონიერებით. ხორციელი გულისთქმა როდესაც იქნება ალაგმული პირველი სურვილებისას მისი, უფრო მოხერხებულად დაემორჩილება გონებას, და გამოამჟღავნებს მოთხოვნას უკვე სუსტს, იმოქმედებს როგორც მონა, დაბმული ჯაჭვებით. ხორციელი გულისთქმა დაკმაყოფილებული აძლიერებს მოთხოვნებს. ხორციელი გულისთქმა რომლის მიმართ გონება მისცემს ძალაუფლებას ადამიანზე დაკმაყოფილებით ხანგრძლივით და გამუდმებულით, უკვე მეფობს, როგორც ტირანი, სხეულზეც და სულზეც, ღუპავს სხეულსაც და სულსაც.
საერთოდ ყველა ვნებანი ღვივდება ადამიანში შემწყნარებლობით მათდამი; გამახშირებელნი შემწყნარებლობისანი აქცევს მიდრეკილებას ჩვევად ხოლო ჩვევა ხდის ვნებას ძალმომრეობით მბრძანებლად ადამიანზე. „გეშინოდეს ბოროტი ჩვევებისა, – თქვა ღირსმა ისააკ ასურმა, – მეტად ვიდრე ეშმაკებისა“ 413 .
როდესაც იმოქმედებს ჩვენში ცოდვიანი სურვილი, ანდა მისწრაფება, უნდა უარი ვუთხრათ მას. სხვა დროს იგი იმოქმედებს უკვე უფრო სუსტად, ხოლო საბოლოოდ კი სრულად მიჩუმდება. მაგრამ დაკმაყოფილებისას მისი იგი მოქმედებს ყოველ ჯერზე ახალი ძალებით, როგორც ამღები მეტი და მეტი ძალაუფლებისა ნება-მყოფელობაზე, საბოლოოდ წარმოშობს ჩვევას.
შეცოდებანი, რომლებიც ჩვენ მივეჩვიეთ აღვასრულოთ, ჩვენ გვეჩვენება მსუბუქნი, როგორც კი ისინი არ იყვნენ მძიმენი. შეცოდებანი სულისათვის ახალნი აძრწუნებს მას, და არა მალე იგი გადაწყვეტს აღასრულოს იგი.
ვნებანი – ბოროტი ჩვევებია; სათნოებები – ჩვევებია კარგნი. აქ ნათქვამია ვნებებზე და სათნოებებზე, ათვისებულებზე და შეთვისებულებზე ადამიანის მიერ მეშვეობით მისი საქმიანობისა, მეშვეობით მისი ცხოვრებისა. ზოგჯერ წერილებში მამათა იწოდებიან ვნებებად სხვადასხვა თვისებანი სენისანი, წარმოშობილნი ჩვენში დაცემის მეშვეობით, სხვადასხვა სახეები ცოდვილობისა, საერთო ყველა ადამიანისათვის; ამ ვნებებით ჩვენ ვიბადებით; სათნოებებად იწოდება ბუნებრივი, ბუნებითი, კარგი თვისებები ადამიანისა. ასეთი ვნებანი და ასეთი სათნოებანი არ ადებენ არავითარ გადამწყვეტ ბეჭედს ადამიანს; ადებს მას მიდრეკილება ათვისებული ნებაყოფლობით, ათვისებული გამუდმებული ანდა ხშირი დაკმაყოფილებით მისით, მუდმივი აღსრულებით მოთხოვნებისა მისი.
მსახური ქრისტესი უნდა იყოს რაც შეიძლება უფრო თავისუფალი ცუდი ჩვევებისაგან, რათა მათ არ შეუშალოს მას სვლა ქრისტესაკენ. იგი უნდა განეშოროს ჩვევებს, არა მხოლოდ პირდაპირ-ცოდვილებს, არამედ კიდეც ყველას, მიმყვანს ცოდვამდე, როგორიცაა ჩვევებისაგან ფუფუნებისა, განებივრებულობისაგან, გაფანტულობისაგან. ზოგჯერ უუმნიშვნელოესი ჩვევა კრავს ჩვენს ფეხებს, და გვტოვებს ჩვენ დედამიწაზე, მაშინ როცა ჩვენ უნდა ვიყოთ ზეცაში.
ყმაწვილო! გიმეორებ შენ რჩევას გადამრჩენელს: სანამ შენ იმყოფები ზნეობრივ თავისუფლებაში, აირიდე ბოროტი ჩვევები, როგორც ბორკილები და საპყრობილე; შეიძინე ჩვევები კარგნი, რომლებითაც იცვება, მტკიცდება აღიბეჭდება ზნეობრივი თავისუფლება.
თუკი ვინმე მოწიფულ ასაკში განეწყობა ემსახუროს ქრისტეს, და, უბედურებით, მოიხვეჭა უკვე ბევრი ბიწიერი ჩვევა, ანდა ჩვევანი ფუფუნებისადმი და განებივრებულობისადმი, რომლებიც ჩვეულებრივ შეიცავს სულს მდგომარეობაში მოდუნებისა: იგი არ უნდა მიეცეს სევდას და ორგულობას; იგი უნდა მამაცურად შევიდეს ბრძოლაში ბოროტ ჩვევებთან. გამარჯვება მათზე არაა შეუძლებელი, ღვთის შეწევნით. გადამწყვეტმა ნება-მყოფელობამ დაფარულმა და გამყარებულმა მადლით ქრისტესით, შესაძლოა დაამარცხოს თავად ფესვგადგმული ჩვევები.
ჩვევა თავიდან სასტიკად წინააღმდეგობას უწევს იმას, ვინც ინებებს ჩამოიგდოს უღელი მისი, თავიდან წარმოიდგინება დაუძლეველი; მაგრამ, დროდადრო გამუდმებული ბრძოლისას მასთან, ყოველი დაუმორჩილებლობისას მისდამი, ხდება უფრო სუსტი და უფრო სუსტი.
თუკი განმავლობაში ბრძოლისა მოგიხდა შენ როგორიღაცა მოულოდნელი გარემოებებით, იქნე დამარცხებული, არ დაიბნე, არ ჩავარდე უსასოობაში: ახლიდან დაიწყე ბრძოლა.
ძალმომრეობითი ბრძოლა წინააღმდეგ ბიწიერი ჩვევებისა შეირაცხება ღვთისაგან ადამიანისადმი მოწამეობად, და ამღები ამ ბრძოლაში გამარჯვებისა გვირგვინდება გვირგვინით აღმსარებელთა, როგორც მოღვაწე კანონისათვის ქრისტესი.
გულმოწყალე და ყოვლისშემძლე უფალი იღებს ყოველს მომსვლელს მასთან გაშლის მარჯვენას დახმარებისათვის უძლურებისა ჩვენისა. და ამიტომ თუნდაც კი შენ იყო სრულად ბოროტ ჩვევებში, როგორც მძიმე ჯაჭვებში, არ წარიკვეთო სასო მიღებისადმი თავისუფლებისა. შეაბიჯე უხილავ ბრძოლაში, იბრძოლე მამაცურად და გამუდმებულად, დიდსულოვნად გადაიტანე საკუთარი დამარცხებანი. დროდადრო გვტოვებს ღმერთი ჩვენ საკუთარ თავის მიმართ რათა ჩვენ გავიგოთ გამოცდილებითად, როგორი ჩვენ უძლურნი ვართ ჩვენს მარტოობაში, და მიზეზით ამ შემეცნებისა მოუკლებლად მოვეჭიდოთ ღმერთს, რომელიც მხოლოდ შეძლებს იყოს გამარჯვებული ცოდვაზე ჭეშმარიტად-მსურველთათვის დაინახონ თავიანთ თავში ცოდვა დამარცხებულად. ამინ.
Next