სინდისი
სინდისი არის – გრძნობა სულისა ადამიანისა, ფაქიზი, ნათელი, გამრჩევი სიკეთისა ბოროტებისაგან. ეს გრძნობა უფრო ცხადად არჩევს სიკეთეს ბოროტებისაგან, ვიდრე გონება. უფრო ძნელია შეცდენა სინდისისა, ვიდრე გონებისა. და ცდუნებულ გონებასთან, გამაგრებულით ცოდვისმოყვარეობისაგან ნებით, დიდ ხანს იბრძვის სინდისი.
სინდისი არის – ბუნებრივი რჯული 406 .
სინდისი ხელმძღვანელობდა ადამიანს რჯულამდე დაწერილამდე. დაცემული კაცობრიობა თანდათანობით ითვისებდა არასწორ სახეს აზრებისას ღმერთის შესახებ, სიკეთის შესახებ და ბოროტებისა: მცდარმქონე გონებამ გადასცა თავისი არასწორობა სინდისს. დაწერილი კანონი გახდა აუცილებლობა ხელმძღვანელობისათვის ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებისათვის და ღვთისთვის სათნო საქმიანობისთვის.
სწავლება ქრისტესი, აღბეჭდილი წმინდა ნათლობით, კურნავს სინდისს მზაკვრობისაგან, რომლითაც დაასნეულა იგი ცოდვამ ( ებრ. 10:22 ). დაბრუნებული ჩვენდამი, სწორი მოქმედება სინდისისა, მხარდაიჭირება, მაღლდება შედგომით სწავლებისადმი ქრისტესი.
ჯანმრთელი მდგომარეობა და სწორი მოქმედება სინდისისა შესაძლებელია მხოლოდ წიაღში მართლმადიდებელ ეკლესიაში, იმიტომ რომ ყოველგვარ მიღებულ არასწორ აზრს აქვს გავლენა სინდისზე: მიდრეკს მას სწორი მოქმედებისაგან.
აბნელებენ, აბლაგვებენ, ახშობენ, აძინებენ სინდისს – ნებაყოფლობითი შეცოდებანი. ყოველგვარი ცოდვა, არ განწმენდილი სინანულის მიერ, ტოვებს მავნე შთაბეჭდილებას სინდისზე. მუდმივი და ნებაყოფლობითი ცოდვილი ცხოვრება როგორც თითქოს კლავს მას. მოკვლა სინდისისა – შეუძლებელია. იგი წინ წაუძღვება ადამიანს საშინელ სამსჯავრომდე ქრისტესი: იქ ამხელს ურჩს თავისას.
განმარტების მიხედვით წმინდა მამებისა „წინამოსაჯული“ ადამიანისა ნახსენები სახარებაში, – არის სინდისი ( მთ. 5:25 ) 407 .
ზუსტად: იგია წინამოსაჯული! იმიტომ რომ ეწინააღმდეგება ყოველგვარ კანონსაწინააღმდეგო წამოწყებას ჩვენსას.
შეინარჩუნე მშვიდობა ამ წინააღმდეგთან გზაზე შენსა ზეცისაკენ, დროში მიწიერი სიცოცხლისა, რათა იგი არ გახდეს შენი მოწინააღმდეგე იმ დროს, როდესაც იქნება გადაწყვეტა მარადიული შენი ხვედრისა.
ამბობს წერილი: „იჴსნეს სულნი ბოროტისაგან მოწამემან სარწმუნომან“ ( იგ. 14:25 ). მოწამე სარწმუნო – უბიწო სინდისია: იგი იხსნის სულს, ყურის მთხოვებელი რჩევებისადმი მისი, შეცოდებებისაგან დადგომამდე სიკვდილისა და მარადიული სატანჯველებისაგან სიკვდილის შემდეგ.
როგორც პირი დანისა ილესება ქვით, ისე სინდისიც ილესება ქრისტეს მიერ: იგი ნათლდება შესწავლით და იწაფება აღსრულებით სახარებისეული მცნებებისა. განათლებული და გაწაფული სახარებით სინდისი დაწვრილებით და აშკარად აჩვენებს ადამიანს მის შეცოდებებს – და თვით ძალიან მცირეთაც.
არ აიძულო წინამოსაჯული – სინდისი! სხვაგვარად გარეშე დარჩები სულიერი თავისუფლებისაგან: ცოდვა დაგიმონებს შენ, და შეგბოჭავს. ჩივის წინასწარმეტყველი პირისაგან ღვთისა გამთელავთა მიმართ სინდისისა, მოწინააღმდეგეთა თავიანთი თავისადმი: „ჰმძლავრა ეფრემ მოსაჯულსა მისსა, დათრგუნა მსჯავრი, რამეთუ იწყო სვლად უკანა ამაოთასა“ ( ოს. 5:11 ).
პირი სინდისისა ძალიან სათუთია; იგი უნდა დაიცვას და დაიცვას. იცვება იგი, როდესაც ადამიანი აღასრულებს ყველა მოთხოვნებს სინდისისას, ხოლო დარღვევას რომელიმე თუნდაც მოთხოვნისა, უძლურების გამო ანდა გატაცებისა, ჩამორეცხავს ცრემლებით სინანულისა.
არ იფიქრო არც რომელიღაც ცოდვაზე, რომ იგი მცირედმნიშვნელოვანია ყოველგვარი ცოდვა არის დარღვევა კანონისა ღვთისა, შეწინააღმდეგება ნებისა ღვთისა, გათელვა სინდისისა. წვრილმანის გამო, უმნიშვნელო, ერთი შეხედვით, შეცოდებისაგან გადავდივართ თანდათანობით დიდ ცოდვითდაცემაში. რას ნიშნავს ეს? – დიდია განა ეს ცოდვა? – რაა ეს ასეთი ცოდვა? – ეს არაა ცოდვა! – ასე განსჯის დაუდევარი ხსნისადმი თავისისა, როდესაც იგი გარეშე რჩევა გემებისა აკრძალულისა რჯულისაგან ღვთისა ცოდვიანი საკვებისა. დაფუძნებით ასეთ უუსაფუძვლოეს მსჯელობაზე, იგი გამუდმებულად თელავს სინდისს.
პირი მისი ბლაგვდება, სინათლე მისი ბნელდება; სულში იღვრება წყვდიადი და სიცივე დაუდევრობა და უგრძნობობა. უგრძნობელობა ხდება საბოლოოდ ჩვეულ მდგომარეობად სულისა. ხშირად არის ხოლმე იგი დაკმაყოფილებული მისით; ხშირად მიიჩნევს მას მდგომარეობად სათნოდ ღვთსიადმი, სიმშვიდედ სინდისისა, ხოლო იგი – არის დაკარგვა შეგრძნებებისა საკუთარი ცოდვილობისა, დაკარგვა შეგრძნებებისა მადლისმიერისა, სულიერი ცხოვრებისა, დაძინება და სიბრმავე სინდისისა 408 .
ასეთი მდგომარეობისას საშინელი დაბნელებისას და უგრძნობელობისა, სხვადასხვა ცოდვანი თავისუფლად შედიან სულში, აწყობენ მასში ბუნაგს თავიანთთვის. ცოდვანი, დამყარებით სულში, იქცევიან ჩვევებად, იმდენადვე ძლიერებად, რამდენადაც ბუნება, ხოლო ხანდახან მეტად ძლიერად, ვიდრე ბუნება, ცოდვიანი ჩვევანი იწოდებიან ვნებებად. ადამიანი ვერ შეამჩნევს ამას, – ხოლო იგი შეუმჩნევლად შებორკილია ყველა მხრიდან ცოდვით, ტყვეობაშია მისი, მონობაში.
ვინც, არად ჩაგდებით გამუდმებულად შეხსენებებისა სინდისისა, დაუშვა თავისი თავის მიმართ ჩავარდნილიყო მონობაში ცოდვისა: იგი მხოლოდ უდიდესი შრომით, დახმარებით განსაკუთრებული შემწეობისა ღვთისა, შეძლებს დარღვევას ჯაჭვებისა ამ მონობისა, გამარჯვებას ვნებებისა, გადაქცეულთა თითქოს როგორც ბუნებრივ თვისებებად.
უსაყვარლესო ძმაო! ყოველგვარი ყურადღებით და გულმოდგინებით დაიცავი სინდისი. დაიცავი სინდისი მიმართებაში ღვთისა: შეასრულე ყველა მცნებანი ღვთისა, როგორც ხილულნი ყველასათვის, ისე ვერავისთვის ხილულნი, ხილულნი და ნაცნობი მხოლოდ ერთადერთი ღვთისადმი და შენი სინდისისათვის.
დაიცავი სინდისი დამოკიდებულებაში მოყვასისადმი: არ დაკმაყოფილდე მხოლოდ კეთილსახიერებით შენი ქცევისა მოყვასთან! ეძიე საკუთარი თავისაგან, რომ თავად სინდისი შენი დაკმაყოფილდეს ამ ქცევით. იგი იქნება მაშინ დაკმაყოფილებული როდესაც არა მხოლოდ საქმეები, მაგრამ კიდეც გული შენი დადგმული იქნება დამოკიდებულებაში მოყვასისადმი, ნამცნებში სახარების მიერ.
დაიცავი სინდისი საგნებისადმი, უარყოფით გადამეტებულობისა, ფუფუნებისა, დაუდევრობისა, ხსოვნით, რომ ყველა საგანი, რომელსაც შენ მოიხმარ – ქმნილებანია ღვთისა, საჩუქრები ღვთისა ადამიანისადმი.
დაიცავი სინდისი შენივე თავის მიმართ. არ დაივიწყო, რომ შენ – ხატი ხარ და მსგავსი ღვთისა, რომ შენ დავალებული ხარ წარუდგინო ეს ხატება, სისუფთავეში და სიწმინდეში, თავად ღმერთისთვის.
ვაი, ვაი! თუკი უფალი ვერ შეიცნობს თავის ხატებას, ვერ იპოვის მასში ვერავითარ მსგავსებას თავისთან. იგი გამოთქვამს მრისხანე განაჩენს: „არა გიცნი თქუენ“ ( მთ. 25:12 ). გარყვნილი ხატება იქნება ჩაგდებული ჩაუქრობელ ალში გეენისა.
უსასრულო სიხარული მოიცავს იმ სულს, რომელზეც შეხედვისას უფალი, ცნობს მასში მსგავსებას თავისთან, დაინახავს მასში იმ სილამაზეს, რომელიც მან, უსასრულო სიკეთის გამო თავისი, შეუთვისა მას შექმნისას, აღუდგინა და გაუმრავლა გამოსყიდვისას, რომელიც ამცნო დაეცვა უმწიკვლო სიმრთელეში განდგომით ყოველგვარი ცოდვისაგან, დაცვით ყველა სახარებისეული მცნებებისა.
გაუჩუმებელი მიუკერძოებელი მეთვალყურე და მომაგონებელი ასეთი განდგომისა და დაცვისა არის – სინდისი. ამინ.
Next