ცვარი
ლურჯი უღრუბლო ზეცისას, ლამაზი ზაფხულის დღეს, საუცხოო მნათობი ასრულებდა ჩვეულ გზას თავისას. პრიალებდნენ ოქროს ჯვრები ტაძრისანი, ხუთთავიანი ტაძრისა, აღმართული თავში ყოვლადწმინდა ღმერთმთავარი სამებისა; ვერცხლისფერი გუმბათები მისი ირეკლავდა თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას სხივებისას მზისას. ჩრდილი უჩვენებდა დადგომას მეათე საათისას, რომელზეც ჩვეულებრივ იწყება საღვთო ლიტურგია. მრავალრიცხოვანი ბრბო ხალხისა იჩქაროდა დიდი გზიდან მშვიდობიანი მონასტრისკენ მონაზონთა: დღე იყო კვირა, ანდა სადღესასწაულო – არ მახსოვს.
გალავნის გარეთ იმ მონასტრისა, აღმოსავლეთის მხარეს, მდებარეობს ვრცელი მდელო მაშინ იგი იყო დაფარული ხშირი, ნაზი ბალახით, ნაირგვაროვანი ველური ყვავილებით, რომლებიც ყვაოდნენ და სურნელს აფრქვევდნენ უდარდელად თავისუფლებაში და გაშლილ ადგილას. იმ დღეს დადო მასზე უხვმა ცვარმა. აურაცხელი მისი წვეთები ჩანდა ყოველ ყვავილზე, ყოველ ღეროზე და წვრილ ფოთოლზე, ხოლო ყოველ წვეთში გამოისახებოდა გარკვეულობით მზე; ყოველი წვეთი ასხივებდა სხივებს, მსგავსს სხივებისა მზისა. მდელოს ჰქონდა გარეგნობა ფართოდ დაგებული ხავერდოვანი ხალიჩისა, რომელზეც ნათელ, ხშირ სიმწვანეში მდიდრული ხელი აბნევდა აურაცხელ სიმრავლეს სხვადასხვაფერ მდიდრულ ქვებს ჩინებული ბზინვით, ელვარებით, სხივებით და ნათებით.
იმ დროს მღვდელმონაზონი, გამზადებული აღსასრულებლად საღვთო ლიტურგიისა, გამოვიდა ღრმა ფიქრით გვერდითი, განცალკევებული ჭიშკრიდან მონასტრისა 401 , და გააკეთა რა რამოდენიმე ნაბიჯი, გაჩერდა წინაშე მდელოსი ფართოსი. სიჩუმე იყო მასთან გულზე; სიჩუმეს გულისას პასუხობდა ბუნება შთაგონებული სიჩუმით, იმ სიჩუმით, რომლითაც არის სავსე მშვენიერი დილა ივნისისა, რომელიც ასე ხელს უწყობს ჭვრეტას. წინაშე თვალთა მისსა – არის მზე ლაჟვარდიან სუფთა ცაზე, და აღურაცხელი ანაბეჭდები მზისანი აურაცხელ წვეთებში ცვრისა მდელოზე ფართოზე. ფიქრი მისი იკარგებოდა როგორიღაც უსასრულობაში, – გონება იყო აზრების გარეშე როგორც თითქოს განგებ მომზადებული, განწყობილი მისაღებად სულიერი შთაბეჭდილებისა. მღვდელმონაზონმა შეხედა ცას, მზეს, მდელოს, მბრწყინავ წვეთებს ცვრისას – და უეცრად გაიხსნა წინაშე თვალთა სულისა განმარტება უდიდესი საიდუმლოებებს შორის ქრისტიანულისა, ის განმარტება, როგორითაც შესაძლოა აიხსნას მიუწვდომელი და აუხსნელი, ახსნა ცოცხალი მსგავსებით, სურათით ფერწერულით, რომელიც იყო წინაშე მისი თვალებისა.
როგორც თითქოს უთხრა მას ვინმემ: „აი! – მზე სრულად გამოისახება ყოველ მდაბალ, მაგრამ სუფთა წვეთში ცვრისა: როგორც ქრისტეც, ყოველ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სავსებით დამსწრებია და შეითავაზება წმინდა ტრაპეზზე. იგი გადასცემს სინათლეს და სიცოცხლეს ზიარებს თავისას, რომლებიც შეერთებულნი საღვთო სინათლესთან და სიცხლესთან, თავად ხდებიან სინათლე და სიცოცხლე: როგორც წვეთები ცვრისანი მიღებით თავისში სხივებისა მზისა, იწყებენ თავად გამოცემას სხივებისას, მსგავსს სხივებისა მზისა. თუკი ნივთიერ და ხრწნად მზეს, შემოქმედებას შემოქმედისას, დამჯდარს მისთვის, რათა შემოსულიყო არსებობაში, ერთი უშრომელი მობერვისა მისი ნებისა, შეუძლია ერთ და იგივე დროს გამოისახოს აურაცხელ წვეთებში წყლისა: რატომ თავად შემოქმედი, ყოვლისშემძლე და ყველგანმყოფი, არ იმყოფებს მთლიანად ერთ და იმავე დროს თავისი ყოვლადწმინდა სხეულით და სისხლით, შეერთებულით მასთან ღვთაებრიობით, აურაცხელ ტაძრებში, სადაც მისი ბრძანებით და დადგენილებით მოიწოდება პურისათვის და ღვინისათვის სრულქმედითი, ყოვლადწმინდა სული შესასრულებლად უდიდესი, უგადამრჩენლესი უმიუწვდომლესი საიდუმლოებისა?...
ტარებით წიაღში ღრმა და ძლიერი სულიერი შთაბეჭდილებისა, დაბრუნდა მსახური საიდუმლოებისა კელიაში. შთაბეჭდილებამ გააგრძელა ცხოვრება სულში მისაში. გავიდნენ თვენი, გავიდნენ წლები, იგი ისევე ცოცხალია, როგორც კი დღეს პირვანდელი შთაბეჭდილებისა. გაზიარებისას მოყვასთან სარგებლისა და დარიგებისა, ახლა, შემდგომად ბევრი წლისა, გამოვხატავ მას სიტყვით და კალმით. ღარიბული გამოსახულებაა! კალამი და სიტყვა სუსტია სრული და ზუსტი გამოსახულებისა სულიერი საიდუმლოთმჭვრეტელობისა.
წმინდა საიდუმლოთმჭვრეტელობა! წმინდა ხედვა გონებისა! როგორი მოულოდნელი უეცრებით შენ ცხადდები ფერწერულ, საოცარ ნახატში წინაშე გონებისა, მომზადებულისა ხედვისათვის საიდუმლოებათა სინანულით და ყურადღებიანი, განმარტოებული ლოცვით! როგორ შეცნობილი შენ მიერ ცოდნა ძლიერია, აშკარაა, ცოცხალია! როგორით აღსავსეა უცილობელი, მიუწვდომელი დარწმუნებით! შენ დამოუკიდებლად ადამიანებისაგან: მოდიხარ იმასთან, ვისაც ირჩევ, ანდა ვისთანაც მიიგზავნები. ამაოდ ადამიანი მოისურვებდა შეღწევას სულიერ საიდუმლოებებში თავის თავად, მხოლოდ საკუთარი ძალებით! იგი იქნება მხოლოდ სუსტი მეოცნებე, მოხეტიალე ხელის ცეცებით წყვდიადში თავის მოტყუებისა, ვერ შეგრძნებით და ვერ შეცნობით ვერც სინათლისა, ვერც სიცოცხლისა. როგორც ჯაჭვები ჟღარუნებენ ხელებზე და ფეხებზე ტყვესი: ისე აზრებში და სიტყვებში მეოცნებესი გაისმება გამოძახილი ძალდატანებისა, სიყალბისა, ნაძალადეობისა მონობისა და სისაძაგლისა ცოდვიანისა. გზა სულიერი საიდუმლოთმხედველობისა – გამუდმებული მყოფობაა სინანულში, მგლოვარებაში და ცრემლებში ცოდვილობაზე თავისაზე. მგლოვარება და ცრემლები – არის ის საოლავი, რომლებითაც იკურნება სულიერი თვალები ( გამოცხ. 3:18 ).
სერგის უდაბნო, 1846 წელი.
Next