ჯვარი საკუთარი და ჯვარი ქრისტესი
უფალმა უთხრა მოწაფეებს თავისას: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი, და აღიღენ ჯუარი თჳსი, და შემომიდეგინ მე ( მთ. 16:24 ).
რას ნიშნავს „ჯუარი თჳსი“, რატომ არის ეს „ჯუარი თჳსი“, ესე იგი ცალკე ყოველი ადამიანისა, ამასთან იწოდება კიდეც „ჯვრად ქრისტესად“?
ჯვარი „თჳსი“: მწუხარებებია და ტანჯვები მიწიერი ცხოვრებისანი, რომლებიც ყოველი ადამიანისათვის – თავისია.
ჯვარი „თჳსი“: მარხვაა, მღვიძარება და სხვა ღვთისმოსავი ღვაწლნი, რომლებითაც მდაბლდება სხეული და ემორჩილება სულს. ეს ღვაწლნი უნდა იყოს შესაბამისნი ძალებისა ყოველისა, და ყოველს ისინი – თავისი აქვს.
ჯვარი „თჳსი“: ცოდვიანი სენნია, ანდა ვნებანი, რომლებიც ყოველ ადამიანს – თავისი აქვს! ერთი მათგანით ჩვენ ვიბადებით, სხვებით ვსნეულდებით გზაზე მიწიერი ცხოვრებისა. „ჯვარი ქრისტესი“ – სწავლებაა ქრისტესი.
ამაოა და უნაყოფო „ჯუარი თჳსი“, როგორც კი იგი არ იყოს მძიმე, თუკი მიდევნების მეშვეობით ქრისტესი იგი არ გადაიქცევა „ჯვრად ქრისტესად“. „ჯვარი თჳსი“ ხდება მოწაფისათვის ქრისტესი „ჯვრად ქრისტესად“: იმიტომ რომ მოწაფე ქრისტესი მტკიცედ დარწმუნებულია, რომ მასზე დაუძინებლად ფხიზლობს ქრისტე, რომ ქრისტე უშვებს მისდამი მწუხარებებს, როგორც აუცილებელს და გარდაუვალ პირობას ქრისტიანობისას, რომ არანაირი მწუხარება არ მიუახლოვებოდა მას, თუკი არ იქნებოდა დაშვებული ქრისტესაგან, რომ მწუხარებებით ქრისტიანი ეთვისება ქრისტეს, ხდება ზიარი მისი ხვედრისა დედამიწაზე, ხოლო ამიტომ კიდევაც ზეცაში. „ჯვარი თჳსი“ ხდება მოწაფისათვის ქრისტესი „ჯვრად ქრისტესად“: იმიტომ რომ ჭეშმარიტი მოწაფე ქრისტესი თვლის აღსრულებას მცნებებისას ქრისტესას ერთადერთ მიზნად თავისი ცხოვრებისა. ეს ყოვლადწმინდა მცნებები ხდებიან მისთვის ჯვრად, რომელზეც იგი გამუდმებით ჯვარს აცვამს თავის ძველ ადამიანს „ ვნებითურთ და გულის თქუმით“ მისით ( გალ. 5:24 ).
აქედან აშკარაა – რატომ მისაღებად ჯვრისა წინასწარ საჭროა უარვყოთ თავნი თვით დაღუპვამდეც სულისა ჩვენისა.
ისე ძლიერად და უხვად შეეთვისა ცოდვა დაცემულ ბუნებას ჩვენსას, რომ სიტყვა ღვთისა არ ჩერდება უწოდოს მას სული დაცემული ადამიანისა.
რათა მივიღოთ ბეჭებზე ჯვარი, საჭიროა უწინ უარის თქმა სხეულისათვის მის ახირებულ სურვილებში, მინიჭებით მისთვის მხოლოდ აუცილებლისა არსებობისათვის; საჭიროა მივიჩნიოთ საკუთარი სიმართლე უსასტიკეს უმართლობად წინაშე ღვთისა, საკუთარი გონება – სრულ უგუნურებად, და საბოლოოდ მიცემულნი ღვთისადმი მთელი ძალით რწმენისა მიცემულნი გამუდმებით სწავლას სახარებისა, უარვყოთ ნება საკუთარი.
აღმსრულებელი ასეთი უარყოფისა საკუთარი თავისა შემძლებელია მისაღებად ჯვრისა თავისი. მორჩილებით ღვთისადმი, მოხმობით ღვთის დახმარებისა განმტკიცებისათვის საკუთარი უძლურებისა, იგი უყურებს შიშის გარეშე და უხერხულობისა მოახლოებულ მწუხარებას, ემზადება სულგრძელად და მამაცურად გადასატანად მისი, სასოებს, რომ მეშვეობით მისი იგი გახდება მონაწილე ტანჯვებისა ქრისტესი, მიაღწევს საიდუმლოებრივ აღსარებას ქრისტესას არა მხოლოდ გონებით და გულით, არამედ კიდეც თავად საქმით, თავად ცხოვრებით.
ჯვარი იქამდეა მძიმე, სანამ იგი იმყოფება ჯვრად ჩვენად. როდესაც კი იგი გადაიქცევა ჯვრად ქრისტესად, მაშინ იღებს არაჩვეულებრივ სიმსუბუქეს: „უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“, თქვა უფალმა ( მთ. 11:30 ).
ჯვარი დაედგმება ბეჭებზე მოწაფისა ქრისტესი, როდესაც მოწაფე ქრისტესი აღიარებს თავს ღირსად მწუხარებათა, გარდამოვლენილთ მისდამი საღვთო განგებულებისაგან.
მოწაფე ქრისტესი მაშინ ატარებს სწორად ჯვარს თავისას, როდესაც მიიჩნევს, რომ სწორედ გარდამოვლენილნი მისდამი მწუხარებები, ხოლო არა სხვანი, აუცილებელნი არის მისი განსწავლისათვის ქრისტეში და გადარჩენისათვის.
მოთმინებითი ტარება ჯვრისა თჳსისა არის ჭეშმარიტი ხედვა და აღიარება ცოდვისა საკუთარისა. ამ აღიარებაში არაა არავითარი თავის მოტყუება. არამედ მიმჩნევი თავისა ცოდვილად, და ამასთან მდრტვინავი და მტირალი ჯვრიდან თავისისა, ადასტურებს ამით, რომ იგი ზედაპირული აღიარებით ცოდვისა მხოლოდ აამებს თავს, ატყუებს თავს.
მომთმენი ტარება ჯვრისა საკუთარისა არის ჭეშმარიტი სინანული. ჯვარცმულო ჯვარზე! აღუარე უფალს სიმართლეში განგებულებათა მისთა. დადანაშაულებით თავისა გაამართლე სამსჯავრო ღვთისა, და მიიღებ შენდობას ცოდვათა თჳსთა.
ჯვარცმულო ჯვარზე! შეიცანი ქრისტე; – და გაიხსნება შენთვის ჭიშკარნი სამოთხისა.
ჯვრიდან შენისა ადიდე უფალი, განგდებით საკუთარი თავისაგან ყოველი გულისთქმისა ჩივილისა და დრტვინვისა, უკუგდებით მისით, როგორც დანაშაულისა და ღვთის გმობისა.
ჯვრიდან შენისა ჰმადლობდე უფალს შეუფასებელი საჩუქრისათვის ჯვრისათვის შენისა, – ძვირფასი ხვედრისათვის, ხვედრისათვის მიჰბაძო ქრისტეს ტანჯვებით შენით.
ჯვრიდან იღვთისმეტყველე: იმიტომ რომ ჯვარი არის ჭეშმარიტი და ერთადერთი სასწავლებელი, საცავი და ტახტი ჭეშმარიტი ღვთისმეტყველებისა. ჯვრისგან შორს არაა ცოცხალი შემეცნება ქრისტესი.
არ ეძიო ქრისტიანული სრულყოფილება სათნოებებში კაცობრივში. იქ არაა ის: იგი დაფარულია ჯვარში ქრისტესაში 398 .
ჯვარი შენი იცვლება „ჯვრად ქრისტესად“, როდესაც მოწაფე ქრისტესი ატარებს მას ქმედითი აღიარებით საკუთარი ცოდვილობისა, მსაჭიროებისა ტანჯვისა, – როდესაც ატარებს მას მადლიერებით ქრისტესი, დიდებით ქრისტესი. დიდებისმეტყველებიდან და მადლიერებიდან ცხადდება ტანჯულში სულიერი ნუგეში; მადლიერება და დიდებისმეტყველება ხდება უფრო უხვი წყარო მიუწვდომელისა, უხრწნელისა სიხარულისა, რომელიც მადლისმიერად დუღს გულში, გადმოიღვრება სულზე, გადმოიღვრება თავად სხეულზე.
ჯვარი ქრისტესი, მხოლოდ გარეგნობით თავისით, ხორციელი თვალებისთვის, არის სარბიელი სასტიკი. მოწაფისათვის და მიმდევარისა ქრისტესი იგი – ასპარეზია უმაღლესი სულიერი სიამოვნებისა. ისე დიდია ეს სიამოვნება რომ მწუხარება სრულად იხშობა სიამოვნების მიერ და მიმდევარი ქრისტესი შორის უსასტიკესი ტანჯვებისა შეიგრძნობს მხოლოდ სიამოვნებებს 399 .
ეუბნებოდა ახალგაზრდა მავრა ახალგაზრდა მეუღლეს თავისას ტიმოთეს, რომელიც ითმენდა უსაშინლეს ტანჯვებს, და იწვევდა მას მიეღო მონაწილეობა წამებაში: „მეშინია, ძმაო ჩემო, რომ მე არ შევშინდე, როდესაც მე დავინახავ საშინელ ტანჯვებს და გაშმაგებულ ჰეგემონს, რათა არ ძალ-ღონე გამომელიოს მე მოთმინებაში სიყრმისაგან ასაკისა ჩემისა“. მას პასუხობდა მოწამე: „ესასოვე უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს და იქნება შენთვის სატანჯველები ზეთი, გადმოდინებული სხეულზე შენსა, და სული ცვარისა ძვლებზე შენსაზე, შემამსუბუქებელი ყველა ტკივილებისა შენისა“ 400 .
ჯვარი – ძალაა და დიდება ყველა საუკუნის წმინდანთა.
ჯვარი მკურნალია ვნებათა, დამღუპველი დემონთა. მომაკვდინებელია ჯვარი მათთვის, რომლებსაც ჯვარი თავიანთი არ გადაუქცევიათ ჯვრად ქრისტესად, რომლებიც ჯვრიდან თავისი დრტვინავენ საღვთო განგებულების მიმართ აძაგებენ მას, მიეცემიან უიმედოვას და სასოწარკვეთას. არ მაღიარებელნი და არ შემნანებელნი ცოდვილები ჯვარზე თავიანთზე კვდებიან მარადიული სიკვდილით, კარგავენ რა მოუთმენლობით ჭეშმარიტ სიცოცხლეს, სიცოცხლეს ღმერთში. ისინი ჩამოიხსნებიან ჯვრიდან თავიანთი მხოლოდ იმისათვის რათა ჩავიდნენ სულებით მარადიულ კუბოში: ბნელ სანახებში ჯოჯოხეთისა.
ჯვარს ქრისტესას აჰყავს მიწიდან ჯვარცმული მასზე მოწაფე ქრისტესი. მოწაფე ქრისტესი, ჯვარცმული ჯვარზე თავისაზე ბრძნობს ზეცისას, გონებით და გულით ცხოვრობს ზეცაში, და ჭვრეტს საიდუმლოებებს სულისას ქრისტე იესოში, უფალში ჩვენსაში. „უკუეთუ ვისმე უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ – თქვა უფალმა, – უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“. ამინ.
Next