Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 36

Previous

სიტყვა ნუგეშისა მწუხარებაში მყოფი მონაზვნებისათვის

„შვილო, – ამბობს წერილი, – თუ უფალს მიეახლები სამსახურად განსაცდელისთვის გაამზადე თავი გული დაიმორჩილე მოთმინებით აღიჭურვე რაც შეგემთხვევა ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი“ ( სირ. 2:1-2,4 ).

მწუხარებანი იყო დასაბამიდან საუკუნისა ნიშანი რჩეულობისა ღვთისა. ისინი იყო ნიშანი ღვთისთვის სათნოყოფისა მამამთავრებისათვის, წინასწარმეტყველთათვის, მოციქულთათვის, მოწამეთათვის, ღირსთათვის. ყველა წმინდანმა გაიარა ვიწრო გზით განსაცდელისა და მწუხარებებისა, მოთმინებით მათით მიუძღვნეს თავნი კეთილსასურველ მსხვერპლად ღმერთს.

და ახლაც წმინდა სულებისათვის დაიშვება, ნებით ღვთისათა, სხვადასხვა თავდასხმები, რათა სიყვარული მათი ღვთისადმი განცხადდეს მთელი სიცხადით.

არაფერი ხდება ადამიანზე თანამოსურნეობის გარეშე და დაშვებისა ღვთისა.

ქრისტიანი, მსურველი იყოს მიმდევარი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და გახდეს მადლით ძე ღვთისა, შობილი სულისაგან, უწინარეს ყველაფრისა უნდა დაიდოს წესად, მიიჩნიოს თავისთვის აუცილებელ მოვალეობად, სულგრძელი მოთმინება ყველა მწუხარებისა: ხორციელი ტანჯვისაც, და წყენათაც ადამიანებისაგან, და შემოსევებისაგან დემონებისა, და თავად აღდგომისა საკუთარ ვნებათა.

ქრისტიანი, მსურველი ესათნოვოს ღმერთს, მეტად ყველაზე საჭიროებს მოთმინებას და მტკიცე იმედს ღმერთზე. მან უნდა განუწყვეტლივ ეჭიროს ეს იარაღი აზრობრივ მარჯვენაში: იმიტომ რომ მზაკვარი მტერი ჩვენი, ეშმაკი, თავისი მხრივ, იყენებს ყველა საშუალებებს, რათა მწუხარების დროს ჩაგვაგდოს ჩვენ გულგატეხილობაში და მოგვტაცოს ჩვენ სასოება უფალზე.

ღმერთი არასდროს უშვებს ჭეშმარიტ მონებზე თავისა განსაცდელებს, აღმატებულს მათ ძალებზე. სარწმუნო არს ღმერთი, – ამბობს წმინდა მოციქული პავლე, – რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს, ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა (ხსნა) რაჲთა შეუძლოდ დათმენად“ ( 1კორ. 10:13 ).

ეშმაკი, არის რა ქმნილება და მონა ღვთისა, აბოროტებს სულს არა იმდენად, რამდენადაც ნებავს, არამედ რამდენადაც დაშვებული ექნება ღვთისაგან.

თუკი ადამიანებისათვის არაა უცნობი, როგორი სიმძIმის ტვირთვას შეძლებს სხვადასხვა საპალნე პირუტყვი: მაშინ მით უმეტეს უსასრულო ღვთის სიბრძნემ იცის, როგორი საზომით განსაცდელი რიგიანია ყოველი სულისათვის.

მექოთნემ იცის, რამდენი დროით საჭიროა გააჩეროს ცეცხლში თიხის ჭურჭელი, რომლებიც, როდესაც იქნებიან სქჭიროზე მეტხანს გაჩერებულნი იბზარებიან, ხოლო როდესაც იქნებიან არასაკმარისად გაჩერებულნი უსარგებლო არიან გამოსაყენებლად: მით მეტად იცის ღმერთმა, როგორი ძალით და ხარისხით საჭიროა ცეცხლი განსაცდელებისა სიტყვიერი ჭურჭლებისათვის ღვთისა – ქრისტიანთა, რათა ისინი გახდნენ შემძლებელნი დასამემკვიდრებლად სასუფეველისა ზეციერისა.

ყრმა ვერშემძლებელია აღსრულებისა სამსახურისა სამყაროში: იგი ვერშემძლებელია მართვისა სახლისა, დამუშავებისა მიწისა და სხვა ყოველდღიური საქმიანობებისა. ასე ხშირად სულებიც, მყოფნი რა უკვე ზიარნი საღვთო მადლისა, მაგრამ არ გამოცდილნი მწუხარებებით, მოყენებულთა ბოროტი სულებისაგან, არ დამოწმებულნი ამ მწუხარებებით, იმყოფებიან ჯერ კიდევ სიყრმეში, და, ასე ვთქვათ, ვერ შემძლებელნი არიან სასუფევლისათვის ზეციერისა. „ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლისა, – ამბობს მოციქული, – რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ, და არა შვილნი. ( ებრ. 12:8 ).

გნსაცდელი და მწუხარებები გადმოგზავნილნი ადამიანისადმი მისი სარგებლისათვის: ჩამოყალიბებული მათით სული ხდება ძლიერი, საპატიო წინაშე ღვთისა თავისა. თუკი იგი დაითმენს ყველაფერს ბოლომდე მოიმედეობით ღმერთზე: მაშინ შეუძლებელია მისთვის გარეშე დარჩეს სიკეთეებისა, შეპირებულთა წმინდა სულისაგან, და სრულყოფილი გათავისუფლებისაგან ვნებებისაგან.

სულები, მიცემულნი სხვადასხვა მწუხარებებს, აშკარათა, მოყენებულთა ადამიანთაგან ანდა დაფარულთა, აღდგომისაგან გონებაში უწმაწური გულისთქმებისაგან, ანდა ხორციელ სნეულებათაგან, თუკი ყველაფერს ამას დაითმენს ბოლომდე: მაშინ ეღირსებიან ერთნაირ გვირგვინებს მოწამეების მსგავსად და მსგავსს მათთა კადნიერებას.

მოწამენი ითმენდნენ თავდასხმებს ადამიანთაგან. ისინი ხალისით მიეცემოდნენ სატანჯველებს, იჩენდნენ თავად სიკვდილამდე მამაცურ მოთმინებას. რაც უფრო სხვადასხვაგვარი და მძიმე იყო ღვაწლი მათი: მით დიდს იხვეჭდნენ ისინი დიდებას, მით დიდს იღებდნენ კადნიერებას ღვთისადმი. მონაზონნი ითმენენ თავდასხმებს ბოროტი სულებისაგან. რაც დიდ თავდასხმებს აყენებს მათ ეშმაკი: მით დიდ დიდებას ისინი იღებენ მომავალ საუკუნეში ღვთისაგან, მით დიდ ნუგეშს ისინი ეღირსებიან წმინდა სულისაგან აქ, დროში მიწიერი მოგზაურობისა შორის თავად ტანჯვისა თავიანთთა.

ვიწროა და სამწუხარო გზა, მიმავალი ცხოვრებისაკენ საუკუნოჲსა; ცოტაა მავალნი მასზე; მაგრამ იგი – განუშორებელი და გარდაუვალი საკუთრებაა ყველა ხსნილისათვის. არ უნდა გადავუხვიოთ მისგან! ყოველგვარი განსაცდელი, მოყენებული ჩვენდამი ეშმაკის მიერ, მოვითმინოთ სიმტკიცით და ურყეობით, ცქერით თვალით რწმენისა სასყიდლისადმი, გამზადებულისა ზეცაში.

როგორს თუნდაც არ დავექვემდებარებოდეთ ჩვენ მწუხარებებს დროში მიწიერი ცხოვრებისა, ისინი ვერანაირად ვერ შეძლებენ იყვნენ შედარებულნი სიკეთეებისადმი, აღთქმულთა ჩვენდამი მარადისობაში, ანდა ნუგეშინისცემასთან, რომელსაც გვაჩუქებს სული წმინდა კიდევაც აქ, ანდა გათავისუფლებასთან ბატონობისა ვნებებისა, ანდა მოტევებასთან სიმრავლისა ვალებისა ჩვენთა, – ამ გარდაუვალ შედეგებთან მადლისმიერი მოთმინებისა მწუხარებათა. „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი“, ე.ი. აწინდელი დროის ტანჯვა არაფერს ნიშნავს, ამბობს მოციქული, მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ.“, ე. ი. შედარებით დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენში განახლების შემდეგ ჩვენი წმინდა სულისაგან ( რომ. 8:18 ).

მამაცურად დავითმინოთ ყველაფერი უფლისათვის, როგორც ჯერ არს მოითმინონ გულადმა მეომრებმა, არ მოშიშართა სიკვდილისაც მეფისათვის თავიანთი.

რატომ ჩვენ არ ვექვემდებარებოდით ასეთ და ცოტაოდენ გულისტკივილებს, როდესაც ვმსახურებდით ამა სოფელს და საყოველდღეო მზრუნველობებს? რატომ ამჯერად, როდესაც შევუდექით მსახურებას ღვთისას, ვექვემდებარებით მრავალრიცხოვან უბედურებებს? – იცოდე: ქრისტესთვის იპნევა ჩვენზე ურვები, როგორც ისრები. უშვებს მათ ჩვენსკენ მტერი ჩვენი, ეშმაკი, რათა მათით შური იძიოს ჩვენზე მარადიული სიკეთეებისათვის, რომლებზეც ვიმედოვნებთ და ვცდილობთ მივიღოთ, – ამასთან, რათა დაასუსტოს ჩვენი სულნი მწუხარებით, გულგატეხილობით, სიზარმაცით, და ამით გარეშე დაგტოვოს ჩვენ მოლოდინებული ჩვენ მიერ ნეტარებისა.

ქრისტე უხილავად იბრძვის ჩვენთვის. ეს მტკიცე და უძლეველი ქომაგი ჩვენი არღვევს ყველა მზაკვრობას და მანქანებას მტრისა ჩვენისა.

თავად იგი, თავად იგი, უფალი და მხსნელი ჩვენი, მიდიოდა დროს მთელი მიწიერი ცხოვრებისა თავისისა ვიწრო და სამწუხარო გზაზე, – არა სხვა რომელიღაცით. იგი იყო გამუდმებით დევნილი, დაითმინა ბევრი ძაგება, დაცინვები და თავდასხმები, – საბოლოოდ უპატიო სიკვდილი ჯვარზე შორის ორი ავაზაკისა.

მივსდიოთ ქრისტეს! დავმდაბლდეთ მსგავსად მისისა! მსგავსად მისსა არ უარვყოთ სახელი გაგვივარდეს მლიქვნელთა და ჭკუაშეშლილთა: არ დავინდოთ ღირსება ჩვენნი, არ ვაქციოთ პირი ფურთხებისგან და ყვრიმალნი ხელის გარტყმისაგან; არ ვეძიოთ არც დიდებანი, არც სილამაზენი, არც სიამოვნებანი, კუთვნილნი სოფლისა ამისა; აღვასრულოთ მიწიერი მოგზაურობა როგორც მოგზაურებმა, რომელთაც არ აქვთ სად თავი მიიდრიკონ; მივიღოთ, მივიღოთ ძაგება, დამცირება და ზიზღი ხალხისაგან, როგორც ხელშეუვალი საკუთრებანი არჩეულისა ჩვენისა გზისანი; აშკარად და საიდუმლოდ ვიბრძოლოთ გულისთქმებთან სიამაყისა, გაძლიერებულად დავამხოთ ეს გულისთქმები ჩვენი ძველი ადამიანისა, მძებნელისა გააცოცხლოს თავისი „მე“, სხვადასხვა დამაჯერებელი საბაბებით. როდესაც ძე ღვთსა მთქმელი დავემკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის ( 2კორ.6:16 ), გამოცხადდება გულში ჩვენსა, და გვაჩუქებს ჩვენ ხელმწიფებას და ძალას შეკვრისას ძლიერისა, აჰყრის საჭურველს მისას, დათრგუნოს ასპიდი და ვასილისკოსი; გათელოს ისინი 396 .

უარვყოთ დრტვინვა, უარვყოთ ჩივილები ბედისწერაზე ჩვენსა, უარვყოთ გულისმიერი სევდა და ნაღველი, რომლებისგანაც სუსტი სულები იტანჯებიან მეტად, ვიდრე თავად მწუხარებებისაგან. უარვყოთ ყოველგვარი აზრი შურისძიებაზე და ზღვევაზე ბოროტებით ბოროტებაზე. „ჩემი არს შურის-გებაჲ და მე მივაგო,“, თქვა უფალმა ( რომ. 12:19 ).

გსურს განა გადაიტანო მწუხარებები მსუბუქად და მოხერხებულად? – სიკვდილი ქრისტესთვის დაე იყოს სასურველი შენთვის. ეს სიკვდილი დაე იყოს გამუდმებით წინაშე თვალთა შენთა. მოაკვდინე თავი ყოველდღიურად თავშეკავებით ყველა ცოდვიანი სურვილისათვის ხორცისა და სულისა; მოაკვდინე თავი უარყოფით საკუთარი ნებისა და უარყოფით თავის მართლებისა, მოტანილისა ცრუ გონებით და მზაკვარი სინდისით ძველი ადამიანისა; მოაკვდინე თავი, ანდა წარმოდგენით თავისათვის და ფერმწერულად აღწერისას გარდაუვალი სიკვდილისა შენისა. ჩვენ მოცემული გვაქვს მცნება შედგომისა ქრისტესი, აღებით ჯვრისა საკუთარისა. ეს ნიშნავს: ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის მზად სიხარულით და მხიარულებით მოვკვდეთ ქრისტესათვის. თუკი ასე მოვაწყობთ თავებს: მაშინ უფრო ადვილად გადავიტანთ ყოველგვარ მწუხარებას, ხილულსა და უხილავს.

მსურველი მოკვდეს ქრისტესთვის, როგორ თავდასხმას, როგორ შეურაცხყოფას არ დაითმენს სულგრძელად?

ჩვენ გვეჩვენება მძიმედ ჩვენი მწუხარებანი ზუსტად იმიტომ, რომ არ გვსურს სიკვდილი ქრისტესთვის, არ გვსურს მასში მხოლოდ მოვათავსოთ ყველა ჩვენი სურვილი, ყველა ჩვენი იმედნი, მთელი ჩვენი გონება, ყველა ჩვენი საკუთრება, ყველა საარსებო ჩვენი.

მისწრაფებული გაყვეს ქრისტეს და იყოს თანამემკვიდრე მისი უნდა იყოს გულმოდგინე მიმბაძველი ტანჯვისა მისისა. მოყვარულნი ქრისტესნი და მიმყოლნი მისი გამოაჩენენ და ადასტურებენ თავიანთ დაფარულ წინდს იმით, რომ ითმენენ ყოველგვარ გარდამომავალ მათზე მწუხარებას არა მხოლოდ სულგრძელად, არამედ კიდეც გულმოდგინედ, და გულმოდგინედ, და სიხარულით, და მადლიერად, დამყარებით ქრისტეზე მთელი იმედისა.

ასეთი მოთმინება – ნიჭია ქრისტესი.

ამ ნიჭს მიიღებს იგი, ვინც გამოითხოვს მას მდაბალი და გამუდმებული ლოცვით ქრისტესგან, დადასტურებით გულწრფელობისა სურვილისა მიიღებს შეუფასებელ სულიერ ნიჭს მოთმინებისას იძულებით და მტკივნეული ძალადობით არამსურველისა გულისა მოთმინებისათვის ყველა შემხვედრი და მომხდარი მწუხარებებისა და ცდუნებებისა 397 . ამინ.

ეს სტატია ნასესხებია უპირატესად მე-7 სიტყვიდან ღირსი მაკარი დიდისა . იხ. თავები 13-18.

Next