სიწმინდის შესახებ
ცოდვა იყო სიმრუშე, როდესაც სუფევდა ძველი აღთქმა; ცოდვა იყო იგი, როგორც უპატიოსნობა ბუნებისა, როგორც ავად გამოყენება მნიშვნელოვანი თვისებისა ბუნებისა, როგორც დარღვევა კანონებისა ბუნებისა. დანაშაული მიიჩნეოდა იმდენად მნიშვნელოვნად, რომ დამნაშავე მასში ისჯებოდა სასიკვდილე სასჯელით. ახალ აღთქმაში ამ ცოდვამ მიიღო ახალი სიმძიმე, იმიტომ რომ სხეულებმა ადამიანურებმა მიიღეს ახალი ღირსება. ისინი გახდნენ ასოებად სხეულისა ქრისტესი, და დამნაშავე სიწმინდისა აყენებს უკვე უპატიობას ქრისტეს, არღვევს ერთობას მასთან, „ასონი ქრისტესნი“ მის მიერ გადაიქცევა „ასოებად მეძვისად“ ( 1კორ. 6:15 ). მსიძავი ისჯება სიკვდილით სულიერით. ჩავარდნილისგან ცოდვაში სიძვისა განშორდება წმინდა სული; შემცოდე მიიჩნევა ჩავარდნილად სასიკვდილო ცოდვაში, ცოდვაში, წამრთმევში ხსნისა, ცოდვაში – წინდში უცილობელი დაღუპვისა და საუკუნო ტანჯვისა ჯოჯოხეთში, თუკი ეს ცოდვა არ იმკურნალება დროულად სინანულით.
რაა ასეთი – სიწმინდე? ესაა – სათნოება, საწინააღმდეგო სიძვის ვნებისა; ესაა – გაუცხოება სხეულისა ნამდვილი ჩავარდნისაგან ცოდვაში და ყველა ზეგავლენისაგან, რომელთაც მიჰყავთ ცოდვამდე, გაუცხოება გონებისა აზრებისაგან და ოცნებებისა სიძვისმიერისა, ხოლო გულისა შეგრძნებებისაგან და გატაცებებისა სიძვისმიერთა, შემდეგ მოჰყვება კიდეც გაუცხოვება სხეულისა ხორციელი გულისთქმისაგან.
ზოგიერთნი ამტკიცებენ, რომ ჩავარდნა სიძვის ცოდვაში სხეულით და ჩავარდნა მასში გონებით და გულით არის დანაშაული ერთნაირი სიმძიმისანი და მნიშვნელობისანი. ასეთ აზრს თავიანთსას ისინი აფუძნებენ სიტყვებზე მხსნელისა: „ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. ( მთ. 5:28 ). არასამართლიანი აზრია! ეს ნათქვამია შესავსებად ძველაღთქმისეული მცნებისა; ეს ნათქვამია მათ მიმართ, რომლებიც მიიჩნევდნენ ცოდვად მხოლოდ ხორციელ სიძვას, არ იგებდნენ რა, რომ „გულის-სიტყუანი ბოროტნი,“, რომლებშიც ითვლება გულის სიტყვანი სიძვისანი, „გამოვლენ გულისაგან, შეაგინებენ კაცსა“ ( მთ. 15:19-20 ), „განაშორებენ ღმერთს“ ( სიბრძნე. 1:13 ), ართმევენ სიწმინდეს – საშუალებას ღვთის ხედვისა. დატკბობა სიძვისმიერი გულისთქმებით და შეგრძნებებით არის სიძვა გულისა და შებილწვა ადამიანისა, გამხდელი მისი ვერშემძლებლად ურთიერთობისა ღმერთთან, ხოლო სიძვა სხეულისა არის შეცვლა მთელი ადამიანური არსისა შერევისაგან სხვა სხეულთან ( 1კორ. 6:16 ), არის სრული გაუცხოება ღმერთისაგან, არის სიკვდილი, არის დაღუპვა. გამოსასვლელად პირველი მდგომარეობიდან საჭიროა გამოფხიზლება; გამოსასვლელად მეორედან, საჭიროა აღდგომა, საჭიროა ახლიდან დაბადება სინანულით.
ზოგი ამტკიცებს, რომ ადამიანისათვის შეუძლებელია იყოს თავისუფალი დამონებისაგან სხეულისა, მით უმეტეს აზრებისაგან და შეგრძნებებისა სიძვისმიერთა, რომ ასეთი მდგომარეობა არაბუნებრივია. აკანონებს ღმერთი, მცოდნე შესაძლებლისა და შეუძლებლისა ჩვენთვის, მეტად ვიდრე ჩვენ: და ამიტომაც მიღწევა სიწმინდისა სხეულისა და გულისმიერისა შესაძლებელია ადამიანისათვის. აკანონებს ღმერთი, შემოქმედი ბუნებისა: და ამიტომ გულსმიერი სიწმინე არაა წინააღმდეგი ბუნებისა ადამიანურისა. იგი არაბუნებითია ბუნებისა დაცემულისა; იგი იყო ბუნებრივი ბუნებისადმი შექმნისას მისი, და შესაძლებელია გახდეს ბუნებრივი განახლებისას. იგი შეიძლება იყოს დამუშავებული და მოპოვებული: პური, ბოსტნეული, ნაყოფიერი ხეები არ იზრდება მიწაზე თავის თავად; მაგრამ როდესაც მიწა მომზადდება სათანადოდ, და სასარგებლო აღმონაცენნი ჩაირგვება და დაითესება, მაშინ ისინი აღმოაცენებენ განსაკუთრებული სიჭარბით გამოსაკვებად და სიამოვნებისათვის ადამიანთა. დაუმუშავებელი მიწა იძლევა მხოლოდ ღვარძლს, ანდა იძლევა მხოლოდ ბალახს, საკვებს პირუტყვთას, და არა ადამიანთას. საჭიროა ღვაწლი: საგანი ღვაწლისა ღირსია იმისა, რომ მისთვის მიღებული იქნას გაძლიერებული და ძნელი ღვაწლი რჩეულთა მიერ ღვაწლისათვის. სიწმინდე წოდებულია წერილის მიერ წმინდანობად: „ესე არს ნებაჲ ღმრთისჲ, სიწმინდე ეგე თქუენი, – ამბობს მოციქული, – განშორებად თქუენდა სიძვისაგან, ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით, ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა,“ ( 1თეს. 4:3-5 ).
სიწმინდე მცხოვრებთათვის ქორწინებაში მდგომარეობს ერთგულებაში მეუღლეთა ერთი მეორესთან. სიწმინდე ვაჟიშვილთა და ქალიშვილთა მითხოვებულთათვის ქრისტეს მდგომარეობს ერთგულებაში ქრისტესადმი. და მათთვისაა ზუსტად ჩემი უბადრუკი, მანუგეშებელი, გამამხნევებელი, უტყუარი სიტყვა, – სიტყვა, ნასესხები სწავლებიდან ჭეშმარიტებისა: ყოვლადწმინდა სიტყვისაგან ღვთისა, განმარტებულისა წმინდა მამების მიერ, მათი წმინდა სიტყვითა და გამოცდილებით.
როდესაც უფალმა აკრძალა თვითნებური განქორწინება, დაშვებული მოსეს რჯულის მიერ, და გამოაცხადა, რომ შეერთებული ღვთის მიერ არ შესაძლებელია იყოს განშორებული ადამიანისაგან სხვაგვარად, თუ არა მიზეზით უკვე აღსრულებული დარღვევისა ჩავარდნით სიძვაში ერთი ნახევრისაგან: მაშინ მოწაფეებმა უფლისამ წამოჭრეს შეკითხვა უქორწინებელ ცხოვრებაზე. ამაზე უფალმა თქვა: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს... რომელი შემძლებელ არს დატევნად დაიტიენ.“ ( მთ. 19:11-12 ). ვინაა ეს „შემძლებელნი დატევნად?“ როგორი ნიშნით უნდა ყოველმა ჩვენგანმა განსაჯოს და დაასკვნას საკუთარი შემძლებლობის შესახებ და შეუძლებლებლობის შესახებ უქორწინებელი ცხოვრებისადმი? პასუხს დავესესხებით ნაწერებისაგან წმინდა მამებისა: „სურვილის მიხედვით ჩვენისა“. „შემძლებლობა მიეცემა მთხოვნელთ მისი ღვთისაგან გულწრფელობიდან გულისა, ამბობს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი : „ითხოვდით, – თქვა უფალმა, – და მოგეცეს თქუენ... ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს“ ( მთ. 7:7-8 )” 364 . გულწრფელობა თხოვნისა დასტურდება ცხოვრებით, შესაფერისით თხოვნისა, და მუდმივობით თხოვნაში, თუმც კი აღსრულება თხოვნისა გადაიდებოდეს მეტად ანდა ნაკლებად განგრძობითი დროით, თუმც კი სურვილი ჩვენი თავდაისხმებოდეს სხვადასხვაგვარი განსაცდელებით. საკუთარი ღვაწლნი, რომლებითაც მონაზონი ძალას იხმევს გააღვიძოს და შეცვალოს თვისება დაცემული ბუნებისა, არის მხოლოდ მოწმე ჭეშმარიტი სურვილისა. გამარჯვება და შეცვლა ბუნებისა ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს. სადაც დამარცხებულია ბუნება, ამბობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი , იქ მიიჩნევა მოსვლა იმისა, ვინც უფრო მეტია ბუნებაზე“ 365 . ცვლის ბუნებრივ მისწრაფებას ღმერთი იმით, რომ მთელი დამოკიდებულით მასზე საშუალებებით ამტკიცებს თავის ჭეშმარიტ სურვილს, რო მისწრაფება ეს შეიცვალოს: მაშინ სული ღვთისა ეხება სულს ადამიანურს, რომელიც, შეიგრძნობს რა შეხებას თავისთან სულისა ღვთისა, მთლად, მთელი ფიქრებით და შეგრძნებებით, მიისწრაფება ღვთისკენ, დაკარგვით თანაგრძნობისა საგნებისადმი ხორციელი გულისთქმისა 366 . მაშინ ახდება სიტყვანი მოციქულისა: რომელი შეეყოს უფალსა ერთ სულ არს“ ( 1კორ.6:17 ). მაშინ თავად სხეული მიიზიდება იქით სადაც მიისწრაფის სული.
მიზეზით სურვილისა საკუთარისა, გამოცდილებითად დადასტურებულისა და დამოწმებულისა ბევრი არ შემცნობნი დედაკაცისა დარჩნენ ბოლომდე ცხოვრებისა ამ ნეტარ მდგომარეობაში, ანდა შეინარჩუნეს თავიანთი უბიწოება; სხვანი შემდგომად ქორწინებაში ცხოვრებისა შეინარჩუნეს შეუბღალავი ქვრივობა: სხვანი გადავიდნენ გარყვნილი ცხოვრებიდან ცხოვრებაში მთლიანსიბრძნეობითში და წმინდაში; საბოლოოდ ზოგნი, შეირყნენ რა სურვილში, კვლავ დაუბრუნდნენ მას, და დაიბრუნეს სინანულით დაკარგული მთლიანსიბრძნეობა. ყველა მათ არა მხოლოდ თავი შეიკავეს ჩავარდნისაგან სიძვაში სხეულით, არამედ კიდეც შეაბიჯეს ბრძოლაში აზრებთან და შეგრძნებებთან ვნებითებთან, შეეწინააღმდეგნენ მათ, გაიმარჯვეს მათზე მიიღეს ღვთისაგან თავისუფლება სიწმინდისა, რომელიც სრულადაც უცხოა კავშირისაგან ცოდვასთან, თუმც კი ის კიდეც არ წყვეტდეს თავდასხმას. ასე წყდება მოქმედება ავდრისა მგზავრზე, როდესაც იგი შევა კარგად მოწყობილ სახლში, თუმც კი ავდარი გრძელდებოდეს, ანდა მძვინვარებდეს კიდევ მეტად. – საყვარელნო ძმანო, მონაზონნო! არ ვისულმოკლეოთ და გული გავიტეხოთ. არ მივაქციოთ ყურადღება ეშმაკებს, შთამგონებლებს ჩვენდამი უნდობლობისა არჩეული ჩვენ მიერ გზისადმი; არ მივაქციოთ ყურადღება მსჯელობებს და რჩევებს ადამიანურებს, გამოთქმულებს უცოდინრობისაგან ანდა გარყვნილებისა და ბოროტგანზრახულობისაგან: დავუჯეროთ უფალს ღმერთს ჩვენსას, აღმთქმელს მოგვისმინოს ჩვენ, და დაგვეხმაროს ჩვენ, თუკი ჩვენ დავრჩებით ერთგულნი მისდამი. ერთგულება ეს დავამოწმოთ გამუდმებული მისწრაფებით მისდამი და გამუდმებული სინანულით ჩვენს გადახვევებში ამ მისწრაფებიდან. არაა შესაძლებელი არ დავექვემდებაროთ დიდ ანდა მცირე გადახვევებს, უძლურების გამოც ჩვენისა, და შეზღუდულობისაც და დაზიანებულობისაც ბუნებისა ცოდვით, და ავცბიერებისა გამო ჩვენი უხილავი მტრებისა, და გახშირებულისა გამო აურაცხელობამდე საცდურთა. არ დაგვრჩენია დიდი ხანი ჩვენ გარჯისათვის! არაა დიდი ხანი დარჩენილი ჩვენი ვნებისათვის ბრძოლაში საკუთარ თავთან! მალე ადგება საათი სიკვდილისა, რომელიც გამოგვგლეჯს ჩვენ ტანჯვისაგან ბრძოლისა და ხიფათისა ჩავარდნისა შეცოდებებში. ო! ნეტა მაშინ კი ამ დროს, კარიბჭეებში მარადისობისა, ჩვენ განგვეჭვრიტა გაშლილი ჩვენსკენ ჩასახუტებლად ხელები მამისა ზეციერისა, და გაგვეგონა მისი მანუგეშებელი ხმა: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ მრავალსა ზედა დაგადგინო შენ: შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.“ ( მთ. 25:23 ). ამ საათამდე ვიღვაწოთ მამაცურად, არაფრით არ ვენდოთ სხეულს ჩვენსას, არ ვენდოთ ჩვენს უვნებობას, არც მოჩვენებითს, არც ჭეშმარიტს. მოიმედე საკუთარ თავზე, მოკვდინებულობაზე სხეულისა თავისისა, საკუთარ უვნებობაზე და მადლისმიერ მდგომარეობაზე, დაექვემდებარნენ საშინელ განსაცდელებს.
თქვა წმინდა ისააკ ასურმა: „არ განშორებული მიზეზებისაგან ცოდვისა ნებაყოფლობით, ხდება საწინააღმდეგოდ ნებისა თავისისა წარტაცებული ცოდვით“ 367 . წესი ეს, კუთვნილი საერთოდ სამონაზვნო ცხოვრებისადმი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმათთვის, ვინც შეაბიჯეს ბრძოლაში თვისებასთან ბუნებისა, გაცხადებულთან მასში დაცემულოების შედეგად. ჩვენთვის სასარგებლოა საერთოდ არ ვხედავდეთ იმ ნაყოფს, გემებისაგან რომლისაც ჩვენ უარი ვთქვით. ამ მიზეზით წესებით წმინდა მამებისა აკრძალულია შესვლა მდედრობითი სქესისა მონასტრებში მამაკაცთა, რაც სრულადაც სრულდება წმინდა ათონის მთაზე. ცხოვრებაში წმინდა იოანე კიბისაღმწერელისა ნათქვამია, რომ იგი მეუდაბნოობით და განშორებით თავისა შეხედვისაგან სახეებზე საბოლოოდ ჩააქრო საკუთარ თავში ალი გულისთქმისა. ყველა წმინდა მამა ცდილობდა განშორებას შეძლებისდაგვარად ნაცნობობისა და ურთიერთობისა ქალებთან, და ასეთი ქცევა გადმოგვცეს ჩვენ წმინდა სულისგადამრჩენელ. ღვთივშთაგონებული წერილებით. მამები, იცოდნენ რა მარტივადმიდრეკადობა ადამიანისა, არ ენდობოდნენ არც სიწმინდეს თავიანთსას, არც სიჭარმაგის ასაკს და მის ვერშემძლებლობას ცოდვისადმი. ისინი ბოლომდე ცხოვრებისა, არ წყვეტდნენ განშორებას მიზეზებისაგან ცოდვისა: ასეთი განშორება არის უძლიერესი საშუალება გამარჯვებისათვის ცოდვაზე. როდესაც ღირსი სისოი დიდი ძლიერ მოხუცდა, მაშინ მოწაფემ მისმა, აბბა აბრაამმა, შესთავაზა მას მოთავსებულიყვნენ საცხოვრებლად უფრო ახლოს დასახლებასთან. ამაზე უპასუხა ოთხმოცდაათი წლის ბერმა: „მოვთავსდეთ იქ, სადაც არაა ქალები“. მოწაფე შეესიტყვა: „სადაა ადგილი, სადაც არ იყვნენ ქალები, უდაბნოს გარდა?“ ბერმა უთხრა: „მომათავსე ხოდა მე უდაბნოში, შვილო“ 368 . კეთილი სურვილი ადამიანისა მტკიცდება შორს საცდურებისაგან, იღებს არაჩვეულებრივ სიმტკიცეს და ძალას; საპირისპიროდ ამისა იგი, მიახლებული საცდურებთან, იწყებს ცოტ-ცოტათი მოსუსტებას, და საბოლოოდ სრულად შეირყვნება. როგორც ყინული ყინვაში მტკიცდება მეტად და მეტად; მაგრამ დაქვემდებარებული გავლენისადმი სითბოსი, დნება და ქრება. ძმებო! შეგვეფერება ჩვენ განშორება ნაცნობობისაგან ქალებთან, განსაკუთრებით ახლოსი, ხშირი შეხვედრებისაგან და საუბრისაგან მათთან. განმზრახველნო დაამარცხოთ ბუნება! გაიგეთ, რომ ეს გამარჯვება შეუძლებელია თუკი ჩვენ დავუქვემდებარებთ თავებს გამუდმებულად გავლენას ბუნებისას, და გავაღვივებთ საკუთარ თავებში მოქმედებას მისსას.
ღირსი პიმენ დიდმა უთხრა შებრძოლებულს სიძვის ვნებასთან: თუკი მონაზონი მოათვინიერებს კუჭს და ენას, და შეინარჩუნებს განმარტოვებას: მაშინ იგი არ მოკვდება“ 369 სიკვდილით სულიერით, მოწევნილისაგან ყველასადმი, დანთქმულთადმი სიძვაში. სიტყვა განმარტოვებაში იგულისხმება აქ განშორება გაფანტული ცხოვრებისაგან, თავისუფალი მოქცევისაგან, ბევრი და ახლო ნაცნობობისაგან, რომლებისგანაც ენთება ხორციელი გულისთქმა. – ღირსი ესაია განდეგილი ამბობს, რომ სიძვის ბრძოლა ძლიერდება შემდეგი ხუთი საბაბით: ამაოდმეტყველებისაგან პატივმოყვარეობისაგან, ბევრი ძილისაგან, შემკობისაგან თავისა ტანსაცმელით და ნაყროვანებისაგან 370 . მიზეზებისაგან გაღვივებისა სიძვის ვნებისა განსაკუთრებული ძალით და ზიანით მოქმედებს ორი: დარღვევა მწირობისა და ნაყროვანება. ძნელია გადაწყვეტა, რომელია მათგან უფრო დამღუპველი! დამღუპველია ერთიცა და მეორეც. დაქვემდებარებული და დამონებული ერთს მათგანს, ვერ შეძლებს გამაგრდეს ბრძოლაში წინააღმდეგ ბუნებისა თავისისა.
მისაღწევად სიწმინდისა აუცილებელია უარყოფა ორივე მიზეზისა. მიქცევით განსაკუთრებული ყურადღებისა დაცვაზე თავისა მთავარი მიზეზებისაგან, აღმძვრელთა გულისთქმისა, არ მივატოვოთ სათანადო ყურადღების გარეშე მეორეხარისხოვნებიც: დავიცვათ თავები მათგანაც. მცირე ძალის მიზეზიც იძენს განსაკუთრებულ ძალას ჩვევისაგან მისდამი, დაუდეფრობისაგან მის მიმართ. მაგალითად: ზოგი მარხულობს, ცხოვრობს განმარტოვებით და უპოვარად, ევედრება ღმერთს ალაგმვისათვის ავხორცობისა ბუნებისა თჳსისა; მაგრამ ამასთან ნებას რთავს თავს იავსიტყვაოს, გაკიცხოს, განიკითხოს მოყვასი, დასცინოს მათ, – და შემწეობა ღვთისა განეშორება მათ; ისინი მიეცემიან თავიანთ თავებს, და ვერ ჰპოვებენ ძალებს შეეწინააღმდეგონ ცოდვიან გულის წადილებს დაცემული ბუნებისა. რომელიღაც ზოგადსაცხოვრებელში ცხოვრობდა დაყუდებული სახელად ტიმოთე. ერთი ძმათაგანი ზოგადსაცხოვრებლისა ჩავარდა განსაცდელში. წინამძღვარმა, გაიგო რა ამაზე, შეეკითხა ტიმოთეს, როგორ მოქცეოდა იგი დაცემულ ძმას? განდეგილმა ურჩია გაეგდოთ შეცდენილი. როდესაც იგი გააგდეს, – ცდუნება დაცემული ძმისა გადავიდა ტიმოთეზე, და მიიყვანა იგი ხიფათამდე. ტიმოთემ დაიწყო ღაღადი ცრემლებით ღვთისადმი შემწეობისათვის და შეწყალებისათვის და გაისმა მისდამი ხმა: „ტიმოთე! იცოდე, რომ მე გამოგიგზავნე შენ საცდური ზუსტად იმიტომ, რომ შენ მოიძაგე ძმა შენი განსაცდელის დროს მისა“ 371 . ასოებთან ქრისტესი – ქრისტიანებთან – საჭიროა მოპყრობა ძალზედ ფრთხილად და კეთილგონივრულად საჭიროა თანავუგრძნოთ მათ სნეულებებში მათსა, და მოვიკვეთოთ მხოლოდ ისინი, რომლებიც, არ გამოსცემენ ნიშანს არავითარი იმედისა განკურნებისა, მხოლოდ ასნეულებენ სნეულებით თავიანთით სხვებს.
საკმაოდ მნიშვნელოვანია შენარჩუნება სხეულისა ჩავარდნისაგან სიძვაში: მაგრამ მხოლოდ ეს არასაკმარისია ღვთისმოსაწონი სიწმინდისათვის, რომლითაც იჭვრიტება ღმერთი. ჩვენზე გვაწვება უთუო მოვალეობა გაწმენდისა თვით სულისა აზრებისაგან, ოცნებებისა და შეგრძნებებისაგან ავხორცულისა, როგორც ეს გვიანდერძა ჩვენ მხსნელმა ჩვენმა „როგორც სხეული, ამბობს ღირსი მაკარი დიდი , შეერთებისაგან სხვა სხეულთან, სნეულდება სიბინძურით: ისე სულიც, შეერთებისას ბოროტ და ბილწ გულისთქმებთან, და დათანხმებით მათთან, იხრწნება. თუკი ვინმე გახრწნის სულს და გონებას, დათანხმებით ბოროტებასთან: იგი დამნაშავეა სატანჯველისათვის. საჭიროა დაცვა როგორც სხეულისა ხილული ცოდვისაგან, ისე სულისაც უემაწური გულისთქმებისაგან: ვინაიდან იგი – საცოლეა ქრისტესი 372 ”. განშორებით საკუთარი თავისგან მიზეზებისა ცოდვისა, როგორიცაა, ხშირი ურთიერთობა და ახლო ნაცნობობა მდედრობით სქესთან, თავისუფალი მოქცევა და გაფანტული ცხოვრება, დანაყრება და სიამოვნება საჭმლით და სასმლით, ფუფუნება და ზედმეტობა ტანსაცმელში და სხვა საგნებისადმი კელიურისა, განკითხვა მოყვასისა, ავსიტყვაობა, ხუმრობა, ყბედობა და მრავალსიტყვაობა, გადავწყვიტოთ განვეშოროთ სიამოვნებას ავხორცი გულისთქმებით, ოცნებებით და შეგრძნებებით. თავად არ გამოვიწვიოთ ისინი საკუთარ თავში და მამაცურად უკუვაგდოთ ისინი, როდესაც ისინი წარმოიშვება დაცემული ბუნებისაგან ჩვენისა, ანდა შემოითავაზებიან მტრებისაგან ხსნისა ჩვენისა – დემონებისაგან. ამბობს წმინდა ისიქი იერუსალიმელი : „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, – თქვა უფალმა, – შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ ( მთ. 7:21 ). ნება მამისა მისი არის ეს რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი;“ ( ფს. 96:10 ). ასე რომ: ვივარჯიშოთ ლოცვაში იესო-ქრისტესი, და შევიძულოთ მზაკვარი გულისთქმები. ასეთნაირად აღვასრულებთ ნებას ღვთისას 373 . „განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა“ ( 2კორ. 7:1 ), გვიანდერძებს ჩვენ მოციქული.
წმინდა მამები გვავალებენ „უმზირდე თავსა... გველისასა“ ( დაბ. 3:14-15 ), ესე იგი თვალი მივადევნოთ თვით საწყისს ცოდვილი გულისთქმისა, და განვაგდოთ იგი. ეს ეხება ყველა ცოდვიან გულისთქმას, მაგრამ უმეტესად სიძვისმიერს, რომელსაც ეხმარება დაცემული ბუნება, რომელსაც, ამ მიზეზით, აქვს ჩვენზე განსაკუთრებული გავლენა. ღირსი კასიანე რომაელი ამცნებს ახალბედა მონაზონს მოსული მისდამი ცოდვიანი გულისთქმა დაუყოვნებლივ აღიაროს ბერთან 374 . ეს ხერხი – ჩინებულია; იგი ახალბედასათვის – საუკეთესოა; მაგრამ წარმატებულისათვისაც არის ხოლმე ზოგიერთ შემთხვევებში უკიდურესად საჭირო და ყოველთვის სასარგებლო, როგორც გადაჭრით გამწყვეტი მეგობრობისა ცოდვასთან, რომლის მიმართაც მიიზიდება სნეული ბუნება. ნეტარია ვინც შეძლებს გამოიყენოს საქმეში ეს საშუალება! ნეტარია ახალბედა, მომპოვებელი ბერისა, რომლისთვისაც იგი შეძლებს გაუხსნას თავისი გულისთქმები! იმ მონაზვნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა გამუდმებით ეურთიერთონ ბერს, მამები რჩევას იძლევიან წარმოშობილი ცოდვიანი გულისთქმა დაუყოვნებლივ განაგდონ, არაფრით არ შევიდნენ მასთან საუბარში ანდა პაექრობაში, რომლისგანაც აუცილებლად შედეგად მოიწევა გატაცება ცოდვით, და მიაშურონ ლოცვას. ამ ხერხს იყენებდა უდიდესი წარმატებით და ნაყოფით ღირსი მარიამ ეგვიპტელი, რაც ჩანს ცხოვრებიდან მისი 375 . „თუკი ვინმე, – თქვა ღირსმა ნილოს სორელმა , – ყოველგვარი შემხვედრი თავდასხმისას, და ყოველგვარი აზრისას, მოტანილისა მტრისაგან, მგლოვარებით ღაღადებს შემწეობისათვის სახიერების მიმართ ღვთისა: იგი უმალ შეიგრძნობს მყუდროებას თუკი ილოცებს გონივრულად“ 376 . „როგორც თვისობრივია ცეცხლისათვის გაანადგუროს ბურბუშელა, ისე წმინდა ცრემლებისათვის თვისობრივია გაანადგუროს ყველა სიბილწე, სხეულისა და სულისა“, თქვა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა 377 .
როდესაც ვიმყოფებით მარტო, მაშინ თავდასხმისას სიძვისმიერი გულისთქმებისა და ოცნებებისა, არაჩვეულებრივი გაღვივებისას სხეულისა, საჭიროა დავარდნა მუხლებზე და სახეზე წინაშე წმინდისა ხატებისა, მიბაძვით საქმიანობისა დიდი მარიამ ეგვიპტელისა, და ცრემლებით ანდა მგლოვარებით ვედრება ღვთისადმი შეწყალებისათვის. არ დააყოვნებს გამოცდილებები დაადასტურონ სიახლოვე ჩვენთან ღვთისა და მისი სახიერებისა ჩვენს ბუნებაზე: ეს მოგვიტანს ჩვენ ცოცხალ რწმენას, ხოლო ცოცხალი რწმენა გაგვამხნევებს ჩვენ არაჩვეულებრივი ძალით, და მოგვიტანს გამუდმებულ გამარჯვებებს. არ გავოცდეთ, თუკი შემდეგაც განგრძობილი ბრძოლისა, რომლის შემდეგაც მოვიდა ასეთივე განგრძობითი სიმყუდროვე, მომყვანი აზრებამდე მოკვდინებისა შხამისა და სიკვდილისა სიძვისმიერი მიდრეკილებებისა ბუნებაში, კვლავ ამხედრდება სასტიკი ბრძოლა, და გაცოცხლდებიან სხეულში უშვერი მიდრეკილებები და მოძრაობები 378 . მტერი ჩვენი ურცხვია; იგი არ წყვეტს მიმართოს თავისი ისრები წინააღმდეგ უდიდესი წმინდანებისა ღვთისა: გამოცდილებებმა დაუდასტურეს მას, რომ მცდელობა ხდება ხოლმე ზოგჯერ წარმატებული, ამხობს და მუსრავს თვით ჭურჭლებს სულისას, როგორც ამას დაექვემდებარა სულშემოსილი, მოსეირნე საღამოს სახურავზე თავისი სამეფო სახლისა ( 2მეფ. 11:2 ). სხეული ჩვენი – მეგობარია ორგული: ნებავს სხვა სხეული არა მხოლოდ საკუთარი განზრახვით, არამედ კიდეც განზრახვით სხვისა, გამოწვევით დაცემული სულისა, მყოფს შებილწულობაში სხეულისა მისთვის არ კუთვნილისა, სიამოვნებისა თავისთვის. უეცრად წარმოუდგება მას უშვერი, თავხედი, გაძლიერებული მოთხოვნილება! ამ მიზეზით ღირსი პიმენი დიდი ამბობდა: „როგორც საჭურველთმტვირთველი მეფისა წარდგომილია მისდამი ყოველთვის მზადმყოფად ისე სულიც საჭიროა იყოს ყოველთვის მზადყოფნაში წინააღმდეგ ეშმაკისა სიძვისა“ 379 .
ცხოვრების მიმართ და საქმიანობისა ძველ მონაზონა მრავალი მიმართებით ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავოცდეთ, მაგრამ არაფრით არ მივბაძოთ; შეგვიძლია მხოლოდ განვჭვრიტოთ ისინი, როგორც ღვთის სასწაულნი, და განვადიდოთ მიზეზით მათით ღმერთი, მჩუქნელისა უძლური ადამიანისათვის მიუწვდომელი ძალა და სიწმინდე. ასეთ საქმიანობებს მიეკუთვნება საშუალება ბრძოლისა, რომელსაც იყენებდნენ წარმატებული მონაზვნები პირველი საუკუნეების მონაზვნობისა წინააღმდეგ სიძვის გულისთქმებისა და ოცნებებისა. ისინი თავდაპირველად არ ეწინააღმდეგებოდნენ გულისთქმას, არამედ დაუშვებდნენ ცოტათი ზეგავლენა მოეხდინათ, გამოხატულების მიხედვით მათი „შემოსულიყო“, და შემდეგ იბრძოდნენ მასთან. – ღირსი პიმენი დიდი , მანამ ვიდრე მიაღწია სრულყოფილებას, ცდილობდა დარიგებულიყო რჩევებით და დარიგებებით თანამედროვე მისდამი წმინდა ბერებისაგან. იგი ურთიერთობდა რჩევისთვის აბბა იოსებთანაც, განმხოლოვებულისა პანიფოსში. ერთხელ პიმენმა შეეკითხა აბბას: „როგორ მოვიქცე მე, როდესაც მოვლენ ჩემთან ავხორცობანი? შევეწინააღმდეგო განა მათ, ანდა დავუშვა შემოვიდეს?“ – ბერმა უპასუხა: „დაუშვი შემოვიდეს და იბრძოლე მათთან“. მიიღო რა ასეთი პასუხი, პიმენი დაბრუნდა სკიტში სადაც ის განმხოლოვდებოდა. შემდგომად ამისა მოვიდა სკიტში რომელიღაცა მონაზონი თებაიდიდან; იგი უყვებოდა ძმებს: „შევეკითხე მე აბბა იოსებს: თუკი მოვლენ ჩემთან ავხორცობანი, მაშინ შევეწინააღმდეგო განა მე მათ, თუ დავუშვა შემოვიდნენ?“ და მან მითხრა: „არაფრით არ დაუშვა ავხორცობების შემოსვლა, მაგრამ იმწამსვე მოიკვეთე ისინი“. აბბა პიმენმა, მოისმინა, რომ ასე უთხრა თებაიდელ მონაზონს მამა იოსებმა, მივიდა ისევ მასთან პანიფოსში, და უთხრა: „აბბბა! მე არ დავმალე შენგან აზრები ჩემნი, მაგრამ შენ მითხარი მე ერთი, ხოლო თებაიდელ მონაზონს სხვა“. ბერმა უპასუხა მას: „განა შენ არ იცი, რომ მე მიყვარხარ შენ?“. „ვიცი, – უპასუხა პიმენმა. არა შენ განა, გააგრძელა ბერმა, მეუბნებოდი მე, რომ მე მეთქვა შენთვის ის, რასაც ვეტყოდი საკუთარ თავს? როდესაც მოვლენ შენთან გულისთქმები, და შენ დაუშვებ მათ შემოსვლას, შემდეგ იბრძოლებ მათთან: მაშინ მეშვეობით ამისა გახდები უფრო დახელოვნებული მე გეუბნებოდი ამას შენ, როგორც საკუთარ თავს. მაგრამ როდესაც მოვლენ ავხორცობანი ახალბედებთან მაშინ მათთვის არაა სასარგებლო დაშვება მათი; მათ უნდა დაუყოვნებლივ განაგდონ ისინი მათგან“ 380 .
პასუხებიდან თავად პიმენი დიდისა , როდესაც უკვე იგი გახდა მოძღვარი მემონაზვნეებისა მსგავსი გარემოებებისას, ჩანს, რომ დაშვება საკუთარ თავში სიძვისმიერი გულისთქმებისა ეკრძალებოდათ მონაზვნებს, თანამგრძნობლებს ვნებისადმი, დაშვებული იყო გამტარებისათვის ცხოვრებისა ზეციურისა 381 . არსებობა ამ საქმიანობისა აიხსნება ამაღლებული სულიერი წარმატებით საერთოდ მონაზვნობისა იმ დროთა: აშკარაა, რომ ასეთი ღვაწლისათვის აუცილებელია მდგომარეობა უვნებობისა. მოგვიანებითი მამებისაგან ეს საქმიანობა, როგორც ძალზედ საშიში, და, ალბათ, შედეგად უბედური გამოცდილებებისა, აკრძალულია ყველა საერთოდ მონაზვნისთვის. „არ დაუშვა, – თქვა წმინდა ისააკ ასურმა, – გონებისთვის შენისა ცდუნდეს სიძვისმიერი გულისთქმებით ანდა ოცნებებით სახეების მიმართ, მქონეთა შენზე გავლენისა, მიჩნევით, რომ შენ არ დამარცხდები მათით; იმიტომ რომ ასეთნაირად ბრძენნი დაბნელდნენ და გახდნენ დასაცინნი“ 382 . ჩვენთვის აუცილებელია დგომა ამ დარიგებაში.
ცხოვრებიდან წმინდა სათნომყოფელებისა ღვთისა ვხედავთ, რომ ზოგიერთი მათგანი უძლებდა უძლიერეს და განგრძობით ბრძოლას სიძვისმიერ გულისთქმებთან და შეგრძნებებთან, გადასვლით მდგომარეობიდან ვნებითისა უვნებოში. ამას დაექვემდებარნენ არა მხოლოდ ისეთი მოღვაწენი, რომლებიც ატარებდნენ უწინ გარყვნილ ცხოვრებას, რომლებიცაა ღირსი მოსე შავი და მარიამ ეგვიპტელი, არამედ კიდეც უბიწონი, – სვიმონ ქრისტესთვის სალოსი, იოანე მრავალვნებული პეჩორელი და სხვანი. მძვინვარებამ ბრძოლისამ აიყვანა ისინი გაძლიერებულ ზებუნებრივ ღვაწლამდე. და როგორც ნიჭი საღვთო მადლისა ყოველთვის არის ხოლმე შესაბამისი და თანაზომიერი წინმძღოლი მწუხარებებისა და შრომისა: ისე ნახსენები წმინდანები ეღირსნენ, შესაბამისად არაჩვეულებრივი ღვაწლისა და სისასტიკისა დაშვებული მათზე ბრძოლისა, არაჩვეულებრივ მადლისმიერ ძღვნებს. ბრძოლაცა და ღვაწლიც მათი იყო განსაკუთრებული მოვლენები მოღვაწეობაში: ისინი არ შეიძლება გამოდგნენ სრულად სახელმძღვანელოდ ყველა მოღვაწისათვის. შესაძლოა და საჭიროც მიბაძვა შეძლებისდაგვარად ძალისა სურვილისა, გამბედაობისა, რწმენისა, თვითუარყოფისა ამ სათნომყოფელებისა ღვთისა; მაგრამ თავად ღვაწლი მათი რჩება მიუბაძავი. საერთოდ მიჩნეულია განსჯის უნარიანი მამებისაგან, რომ ბრძოლაში გულისთქმებთან ბუნებისა, თავშეკავება საკვებისაგან და სხვა ხორციელი ღვაწლნი საჭიროა იყოს კეთილგონივრული და ზომიერი, რომ ხორციელი გულისთქმა მხოლოდ აილაგმება ამ ღვაწლებით, რომ დაიძლევა იგი სიმდაბლით და ლოცვითი მგლოვარებით, მომზიდველებით მოღვაწისადმი საღვთო მადლისა, რომ გაძლიერებული ხორციელი ღვაწლნი უფრო მეტად საზიანონია, ვიდრე სასარგებლონი, როდესაც ისინი, ზედმეტად ასუსტებენ რა ხორციელ ძალებს, ეწინააღმდეგებიან დაკავებაში ლოცვით, მგლოვარებით და საქმეებით სიმდაბლისა. პატერიკში ვკითხულობთ შემდეგ მონათხრობს: „რომელიღაც ღვთისმოსავმა კაცმა ეგვიპტეში მიატოვა ცოლი და შვილები, უარყო ეს სოფელი, და განეშორა უდაბნოში. მასზე აღდგა ძლიერი ბრძოლა სიძვის ეშმაკისა, მომტანისა მისთვის ხსოვნისა ცოლისა მისისა. მან აღიარა ეს მამებთან. მათ, ხედავდნენ რა, რომ იგი მოღვაწეა, და ასრულებს ყველაფერს, ნამცნებს მისთვის, დაადეს მასზე გაძლიერებული ღვაწლი, ნასესხები მისი სხვადასხვა ცხოვრებიდან წმინდა მამებისა. ამ ღვაწლისგან იგი ისე დასუსტდა, რომ ჩაწვა საწოლში. განგებულებით ღვთისა მოვიდა იქ ბერი სკიტიდან ეგვიპტის სკიტში – ასე იწოდებოდა უნაყოფო და ველური უდაბნო, მდებარე ახლო მანძილზე ალექსანდრიიდან – ცხოვრობდნენ ღირსი მონაზვნები, განსაკუთრებით უხვად დაჯილდოვებულნი მადლისმიერი ნიჭებით და ნიჭით სულიერი განსჯისა. სკიტელმა მოინახულა სნეული, და შეეკითხა მას: აბბა! რის გამო ხარ შენ სნეული? მან უპასუხა მე ცოლიანთა შორისა ვარ ცოტა ხნის წინ მოვედი ამ უდაბნოში და მტერმა მომაყენა მე ბრძოლა მიზეზით ცოლისა ჩემისა. მე ვაღიარე ეს მამებთან. მათ დამაკისრეს მე სხვადასხვა ღვაწლნი, ისესხეს რა ისინი ცხოვრებებიდან წმინდა მამებისა. როდესაც მე დავიწყე აღსრულება მათი, მაშინ მოვედი ღონემიხდილობაში ხოლო ბრძოლა განსაკუთრებით გაძლიერდა სხეულში ჩემში. სკიტელმა ბერმა, მოისმინა რა ეს, დაღონდა, უთხრა მას: მამებმა, როგორც ძლიერებმა, სწორად დაგავალეს შენ მოქცეულიყავი ასე. მაგრამ, თუკი გსურს, მოისმინე ჩემი სიმდაბლე, და მიტოვებით აღსრულებისა ამ ღვაწლთა, მიიღე ზომიერი რაოდენობის საკვები თავის დროზე, აღასრულე ზომიერი კანონი და მიანდე უფალს ყველა დარდი შენი: იგი დაამარცხებს მტერს, მებრძოლს შენთან. საკუთარი ღვაწლით კი ვერ შეძლებ მიიღო გამარჯვება ამ ბრძოლაში. შებრძოლებულმა ძმამ დაიწყო მოქცევა რჩევის მიხედვით სკიტის ბერისა: გასვლის შემდეგ ცოტა დღეებისა მან იგრძნო შემსუბუქება სნეულებისაგან, და ბრძოლამ უკან დაიხია მისგან“ 383 . ცნობილს განსაკუთრებული ნიჭის მიხედვით სულიერი განსჯისა მონაზონს სკიტისას, ღირს აგათონის შეეკითხნენ სიძვის ვნებაზე. მან უპასუხა შემკითხველს: „წადი, დაამხე ძალა შენი ფერფლად წინაშე ღვთისა, და მოიპოვებ სიმშვიდეს“ 384 . მსგავს პასუხს ამ საკითხზე იძლეოდნენ სხვა დიდი მამანიც. სრულად სწორია და ზუსტი! თუკი შეცვლა ბუნებისა შეუძლია მხოლოდ ღმერთს: მაშინ აღიარება დაზიანებულობისა, წარმოშობილი ბუნებაში პირველშობილი ცოდვისაგან, და მდაბალი ლოცვა განკურნებისათვის და განახლებისათვის ბუნებისა შემოქმედის მიერ მისი, არის უძლიერესი, უძალისმქონესი იარაღი ბრძოლაში ბუნებასთან. იარაღი ეს სუსტდება მოიმედეობით საკუთარ თავზე, რისკენაც მიჰყავს ზედმეტ და არათანაშეზომილს ძალებთან ხორციელ ღვაწლს. ღირსი კასიანე რომაელი შენიშნავს, რომ ვნება გულისთქმისა საჭიროების მიხედვით ებრძვის სულს ისმ დრომდე, ვიდრე სული არ შეიმეცნებს, რომ ბრძოლა ეს აღემატება ძალებს მისსას, სანამ არ შეიცნობს, რომ შეუძლებელია მისთვის მიიღოს გამარჯვება საკუთარი შრომით და ძალისხმევით, თუკი არ იქნება შემწეობა და მფარველობა უფლისაგან“ 385 . ამ წმინდა მამამ გაატარა მნიშვნელოვანი დრო შორის სკიტის მამათა, და იყო დარწყულებული მათი სწავლებით.
საუბრისას სიწმინდეზე, ჩვენ მივიჩნევთ არსებითად საჭიროდ მივმართოთ ღარიბ სიტყვებს უცოდინრობის გამო ჩვენი დროისა, ასე მოამაყისა ცოდნით, და გაუწოდოს ხელი დახმარებისა მათ, ვინც იხრჩობა და იტანჯება უხერხულობაში, სევდაში და დარდში მიზეზის გამო უცოდინრობისა თავისი. საკმაოდ ბევრი, მსურველნი გაატარონ ღვთისმოსავი ცხოვრება, მოდიან სრულ გაოცებაში, როდესაც მათში აღდგებიან გულისთქმები და შეგრძნებები ხორციელი გულისთქმისა. ისინი უყურებენ ამას, როგორც რაღაც უცნაურს, ისეთს, რაც არ უნდა იყოს, მოდიან ამისგან სულიერ დაუძლურებაში და მოშლილობაში, ხშირად გადაწყვეტენ მიატოვონ სათნო ცხოვრება, მიიჩნევენ რა თავს ვერ შემძლებლად მისი. სრულად შემცდარი თვალსაზრისია საკუთარ თავზე! ჩვენი ბუნება – მდგომარეობაშია დაცემულობისა. მდგომარეობაში დაცემულობისა ხორციელი გულისთქმა მისთვის ბუნებრივია, და არ შეუძლია არ წარმოიქმნას მისგან. და ასე არ უნდა გავოცდეთ და მოვიდეთ გაოცებაში წარმოშობისას გულისთქმებისა, ოცნებებისა, შეგრძნებებისა გულისთქმისა: ესაა – ბუნებრივი აუცილებლობა. მისდამია დაქვემდებარებული ყოველი ადამიანი; დაქვემდებარებულნი იყვნენ მისდამი ყველა წმინდა ადამიანნი.
ეს ცოტაა. თვით წარმატებისთვის სულიერ ცხოვრებაში აუცილებლად საჭიროა, რათა წარმოიშვას, და ასეთნაირად გამომჟღავნდნენ ჩვენი ვნებები 386 . როდესაც ვნებები გამომჟღავნდებიან მოღვაწეში: მაშინ იგი შეაბიჯებს ბრძოლაში მათთან. შესული ბრძოლაში და მამაცურად მებრძოლი შეძლებს მოიპოვოს გამარჯვება და იყოს დაგვირგვინებული გვირგვინით გამარჯვებისა, წმინდა სულისაგან. წარმოგიდგენთ საყვარელ ძმებს განიხილონ გულისყურით ცხოვრება და ნაწარმოებები წმინდა მამებისა: ჩვენ დავინახავთ, რომ ყველა სათნომყოფელი ღვთისა დაექვემდებარნენ წამებას და შრომას ამ ბრძოლისა, გაიარეს შორის ცეცხლისა ვნებათა და წყლისა ცრემლთა, და ავიდნენ განსვენებაში უვნებობისა. ღირსი აბბა დოროთე , შესვლისას თავისი მონასტერში, ძალიან განიცდებოდა ხორციელი გულისთქმებით, და მიმართავდა ბრძოლაში ამაში რჩევებს და დარიგებებს ღირსი ბარსანუფი დიდისა 387 . პასუხები დიდი მამისა შეიცავენ თავის თავში ჩინებულ ხელმძღვანელობას მამაცი შეწინააღმდეგებისათვის მოთხოვნებისადმი უგუნური და გახრწნილი დაცემული ბუნებისა. ერთ ამ პასუხთაგანში ღირსი ბარსანუფი ამბობს თავის თავზე, რომ გიი იყო შენაბრძოლი სიძვის ვნებისაგან განმავლობაში ხუთი წლისა. „ბრძოლას, აღმდგარს სხეულის მიერ, თქვა მან, ალაგმავს ლოცვა მგლოვარებით“ 388 . ღირსი ანტონი დიდი , როგორც მოთხრობილია ცხოვრებაში მისაში, იყო გაძლიერებულად შებრძოლებული სიძვისმიერი გულისთქმებისაგან და ოცნებებისა. ბევრი წმინდანთაგან, უკვე განახლების შემდეგაც მათი წმინდა სულის მიერ და მიღწევის შემდეგ ნავსაყუდელში ნეტარი უვნებობისა, უეცრად დაექვემდებარებოდნენ ხოლმე უშვერ სურვილებს და გატაცებებს ბუნებისას, შემოსევას არაწმინდა გულისთქმებისას და ოცნებებისა, როგორც ეს მოხდა ღირსი მაკარი ეგვიპტელთან , იოანიკი დიდთან და სხვებთან. იმიტომ-რომ წმინდა მამებმა თქვეს, რომ სხეულს საკუთარს უნდა ენდო მხოლოდ მაშინ როდესაც იგი ჩაწვება საფლავში 389 .
ჩვენ იმისთვის შევაბიჯებთ კიდეც მონასტერში, რომ გამოცხადდეს ჩვენში დაფარული მცხოვრები ვნებანი და დამოკიდებულება ჩვენი ბუნებისა სულებისადმი ბოროტებისა, რომლებთაც დაემონა ნებაყოფლობით. იმისთვის ჩვენ ვწყვეტთ კავშირებს ამა სოფელთან, ვტოვებთ ურთიერთობას ადამიანებთან, ნათესავებთან, ქონებას, რათა დავინახოთ ჩვენი შინაგანი ბორკილები და დავარღვიოთ ისინი მარჯვენით უფლისა 390 . მეორე არ აღსრულდება თუკი უწინ არ აღსრულდება პირველი. მაშინ მხოლოდ ჩვენ შევძლებთ მოვიდეთ სიმდაბლეში სულისა, მაშინ დავინახავთ თავად ჩვენში დაცემას კაცობრიობისას, მის ტყვეობას, სასტიკ ბატონობას ჩვენზე დემონებისას და მარადიული სიკვდილისას; მხოლოდ მაშინ შევძლებთ შევღაღადოთ ღმერთს ლოცვით და მგლოვარებით სიღრმიდან გულისა, მთელი სულიდან, და ასეთი გოდებით, ასეთი შეგნებით საკუთარი დაღუპულობისა და უმწეო უძლურებისა მოვიზიდოთ ჩვენთან შემწეობისთვის საღვთო მადლი. ამ მიზეზით გაბატონებული ბრძოლები ჩვენში თავად ხელს უწყობენ ჩვენს სულიერ წარმატებას, თუკი ჩვენ ვიბრძვით მამაცურად, ხოლო არ ვნებდებით სულმოკლედ დამარცხებებს. ღირსი აბბა დოროთე ყვება, რომ მოწაფე რომელიღაც დიდი ბერისა დაექვემდებარა ხორციელ ბრძოლას. ბერმა, დაინახა რა შრომა მისი, უთხრა მას: გინდა კი, მს ვილოცებ ღვთისადმი, რათა მან შეგიმსუბუქოს შენ ბრძოლა? – მოწაფემ უპასუხა: მამაო ჩემო! თუმც მე კიდეც ვშრომობ, მაგრამ ვხედავ ჩემში ნაყოფს შრომისაგან: უმჯობესია ილოცე ღვთისადმი, რათა მან მომცეს მე მოთმინება ბრძოლაში. „ასეთია – ჭეშმარიტად მსურველი გადარჩეს!“ – წამოიძახებს ღირსი დოროთე დასასრულს მონათხრობისა 391 . ამბობდა ღირსი პიმენი დიდი დიდი სათნომყოფელის შესახებ ღვთისა, იოანე კოლოვზე, დასამოძღვრად და სანუგეშებლად ძმებისა, რომ იგი შეევედრა ღმერთს, და იყო გათავისუფლებული მოქმედებისაგან ვნებებისა, რის გამოც იყო დაურღვეველ სიმშვიდეში. მაშინ იგი მივიდა რომელიღაც საკმაოდ გამოცდილ სულიერ ცხოვრებაში ბერთან, და მოუყვა მას მომხდარი მასთან ბერმა უპასუხა: „წადი, ილოცე ღვთისადმი, რათა დაბრუნდეს შენთან ბრძოლები და ის შემუსვრილება და სიმდაბლე, რომლებიც შენ მანამდე გქონდა მიზეზით ბრძოლისა: იმიტომ რომ მეშვეობით მათით სული მოდის წარმატებაში“ 392 . არ მივეცეთ მაშ შეცბუნებას, გულგატეხილობას სულმოკლეობას, დაუძლურებას, როდესაც აღდგება ჩვენში მძვინვარე ტალღები გულისთქმისანი, და გულისთქმები, როგორც ძლიერი ტალღები, დაგვესხმიან ჩვენ! შევეწინააღმდეგოთ ცოდვას: ბრძოლით ამით გამოვიმუშავოთ ცოცხალი რწმენა ღმერთისა და ცოცხალი შემეცნება ღვთისა.
ბევრად და ხშირად ჩვენ ვვნებთ თავს, როდესაც ვითხოვთ ჩვენგან არათვისობრივს ჩვენთვის. ასე: ახლახან შემბიჯებელთ ღვაწლში კვებილთ, ასე ვთქვათ, და აღვსებულებს გულისთქმებით, სურთ რათა მათში არ იყოს თანაგრძნობა გულისთქმებისადმი, ოცნებებისადმი და შეგრძნებებისადმი ხორციელთა. იგ არსებობს; იგი ბუნებრივია; იგი არ შეიძლება არ იყოს უგუნურია – ძიება შეუძლებლისა. გულისთქმა აუცილებლობით უნდა წარმოიშვას დაავადებული მისით ბუნებაში; მაგრამ როგორც კი იგი წარმოიშვება როგორიც კი ის არ იყოს სახით, ჩვენ უნდა დაუყოვნებლივ ძალდატანებით თავზე, შევეწინააღმდეგოთ მას ზემოთაღნიშნული საშუალებებით. ჩვენ უნდა საწინააღმდეგოდ ძლიერი ნებისა მთელი ბუნებისა, მოქმედებით სუსტი ნებისა მხოლოდ გონებისა ( რომ. 7:23 ), ნახელმძღვანელებს სიტყვით ღვთისათი, გამოხსნას ჩვენი ტყვეობიდან, ჩვენი სიძველისაგან ჩვენი დაცემული ბუნებისაგან. „სასუფეველი ღმრთისა იიძულების“, უთხრა მათ უფალმა, და მხოლოდ ისინი, რომლებიც აიძულებენ თავს, დამარცხებით ცოდვიანი ნებისა თავისისა, „მიიტაცებენ მათ“ ( მთ. 11:12 ). როდესაც უკვე მადლი ღვთისა იწყებს აშკარად დახმარებას ჩვენთვის: მაშინ პირველი ნიშანი მისი შემწეობისა არი „ჩამოხსნილი გულისთქმა“, როგორც ამბობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი 393 : ესე იგი ცხადდება ცოტ-ცოტათი გონებაში უთანაგრძნობობა სიძვისმიერი გულისთქმების და ოცნებების მიმართ, მაგივრად უწინდელი თანაგრძნობისა, რისგანაც წარმოიშვებოდა გატაცება და დამარცხება ყოველ შემთხვევაში, როდესაც შეწინააღმდეგებისათვის არ იყო გამოყენებული განსაკუთრებული ძალისხმევა.
ქალწულებო, ესე იგი მათ, რომლებიც არ შესულხართ სიკვდილში სულიერში ნამდვილი დაცემით სხეულისა სიძვაში! დაიცავით თქვენი სიქალწულე, როგორც ძვირადღირებული საგანძური: სწორი მონაზვნური ცხოვრებით თქვენ არ დააყოვნებთ შეიგრძნოთ ეგრეთ წოდებული წმინდა მამების მიერ სულიერი მოქმედებისა 394 , ანდა მოქმედებისა წმინდისა სულისა სულზე, მოქმედება, რომელიც გადაედება სულით სხეულს, და გამოცდილებითად გვიდასტურებს ჩვენ, რომ სხეულები ჩვენნი შექმნილი არის სიამოვნებისათვის სულიერისა, რომ ისინი დაეშვნენ თანაგრძნობამდე სიამოვნებებისა პირუტყვულებისა მიზეზით დაცემისა, რომ მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ თანაგრძნობას სიამოვნებებისა სულიერთა მეშვეობით ჭეშმარიტი სინანულისა. ვაი რომ! თვით ცოდნა არსებობის შესახებ შესაძლებლობისა სხეულისა ადამიანურისა შეგრძნებისა სულიერისა დაკარგულია ადამიანების მიერ, გამყვირავთა მიერ თავიანთი მრავლისმცოდნეობაზე. გაცხადება ამ შესაძლებლობაზე მოისმინება უნდობლობით, როგორც სწავლება ახალი და უცნაური. არაა ახალი იგი, და არაა უცნაური! გაარჩიეთ წერილი წმინდა მამათა: თქვენ იპოვით მათში ამ სწავლებას. გაცნობით მათთან მოკლედ, თქვენ იპოვით მას წმინდა წერილში. გამოსყიდვა, მინიჭებული კაცობრიობისადმი ღვთისგან, აღვსილია გამოუთქმელი, არსებითი სიკეთეებით, მოწმდება მათით; მაგრამ ჩვენ, დაკმაყოფილებული ვართ რა ზედაპირული შემეცნებებით დაწერილის მიხედვით, არ გვსურს მოვიხვეჭოთ შემეცნებები გამოცდილებითნი, მსაჭიროებნი ჯვარცმისა ( გალ. 5:24 ), და ამიტომ თავს გარეშე ვტოვებთ შემეცნებებისა ცოცხალთა. იცვლება შეგრძნება გულისა, ნაზიარები სიამოვნებისადმი სულიერისა. ასეთი გული იწყებს კვებას ზიზღისა ავხორცობისა, გულმოდგინებით ეწინააღმდეგება სწრაფვას და ჩაგონებებს მისსას, მგლოვარებით ღაღადით ღვთისადმი გათავისუფლებისათვის ამ მყრალი წუმპიდან.
მოსულნო განგებულებისაგან ღვთისა მდგომარეობაში ქვრივობისა მსურველნო ანდა ჯერარსნი ტარებისა უღელისა ამ მდგომარეობისა არ შეჩერდეთ მიმართოთ სითბოთი და სიმდაბლით ლოცვით ღვთისადმი, და იგი მოგცემთ თქვენ გამარჯვებას ბუნებაზეც და ჩვევაზეც ჩვენსა, გამამაგრებელზე და შემანარჩუნებელზე ძალისა და უფლებისა ბუნებაზე. არ უარყოთ მოთმინება მცირედროული გაჭირვებისა ბრძოლისა თავთან: არაფერს არ ნიშნავს ეს გაჭირვება წინაშე ნუგეშთან, გამოცხადებულთან გამარჯვებისაგან; არაფერს არ ნიშნავს ეს მწუხარება წინაშე შეგრძნებისა თავისუფლებისა, რომელიც ცხადდება სულში კვალდაკვალ გამარჯვებისა.
მყოფნო უფსკრულში სიძვისა და გარყვნილებისა! მოისმინეთ ხმა, მომწოდებელი თქვენი სინანულისაკენ, და მიიღეთ ყოვლისშემძლე მკურნალისაგან, ღვთისა, შემოთავაზებული მის მიერ ყოვლისშემძლე მკურნალობა სინანული. მკურნალობა ეს უკვე გამოცდილია. მან გახადა მეძავნი მაგალითებად მთლიანსიბრძნეობისა და გარყვნილები წმინდანებად და მართლებად. მან გადააქცია ჭურჭლები ეშმაკისა ჭურჭლებად წმინდისა სულისა, – და ბევრმა მონანულმა ცოდვილმა ჩამოიტოვა შორს ასპარეზზე სულიერი წარმატებისა არშემცნობნი სასიკვდილე ცოდვისანი მოღვაწენი. ღირსებას ყოველი ქრისტიანისას წარმოადგენს გამომსყიდველი, და ის ადამიანთა შორის უფრო დიდია სხვებზე ღირსებით თავისით, ვინც უფრო არსებითად შეითვისა თავში გამომსყიდველი.
ბევრი წმინდა მამა, გამტარებელნი ცხოვრებისა ქალწულებრივისა, უწოდებდნენ თავს ბილწებს და მეძავებს; ცოტაა ეს! ზოგიერთნი მათგანი, მყოფი ცილისწამებულნი ცოდვაში მეძავებად, არ წარმოუთქვამთ არავითარი თავის მართლება, თუმც იგი იყო ძალიან მოსახერხებელი მათთვის, და დაუქვემდებარეს თავნი სასჯელს და მწუხარებებს, როგორც თითქოს ჭეშმარიტად დამნაშავეებმა. ასეთი ქცევა ზედაპირული შეხედულებით მასზე, შესაძლოა გვეჩვენოს უცნაურად: იგი აიხსნება თვისებით ღვაწლისა, რომლითაც გამომუშავდება წმინდა სიწმინდე, ამ ღვაწლით ისე აშკარად ცხადდება დაცემულობა ბუნებისა, რომ ხელშესახებად დასტურდება მოღვაწისათვის გარდაუვალი დამორჩილება მისი მოთხოვნისადმი დაცემული ბუნებისა, თუკი არედან ბუნებისა არ გამოეტაცა იგი მარჯვენას ღვთისას, რომ იგი არ შეძლებს არ მიიჩნიოს საკუთრივ თავი მეძავად. სიწმინდე მისი არის საქმე ღვთისა მასში, ხოლო სულაც არა თვისება ბუნებისა და არა ნაყოფი მისი ძალისხმევისა. ხანგრძლივობას დროისა ღვაწლისას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მდგომარეობაზე და ათვისებაზე ასეთ წარმოდგენაზე თავზე. უტყუარად შესაძლოა დადასტურება, რომ წმინდა ღვთისანი მიიჩნევენ თავს შებილწულებად სიძვით შეუდარებლად მეტად, ვიდრე ისინი, რომლებიც, ცხოვრობენ რა ცხოვრებით ხორციელით, განუწყვეტლივ იძირებიან სიძვაში. ასეთი თვითშშშფასებისაგან წმინდა ბასილი დიდმა , არქიეპისკოპოსმა კესარია კაბადოკიისამ, კაცმა, აღვსებულმა წმინდა სულისამ, წარმოთქვა თავის თავზე შემდეგი გამონათქვამი: „არ შემიცვნია მე ქალი, და მე – არა ვარ ქალწული“ 395 . როგორი ღრმა გრძნობა მგლოვარებისა ისმის ამ გამონათქვამისა!
უსაზღვრო წყალობამ ღვთისამ დაე მოგვანიჭოს ჩვენ მივუახლოვდეთ წმინდა სიწმინდეს წმინდა ღვთისებისას და მათ წმინდა სიმდაბლეს. ამინ.
Next