საშჯელი მშჳდობითი სიმართლით საჯეთ ბჭეთა შორის თქუენთა... და ფიცი ცრუჲ ნუ გიყუარსყე; იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი. ზაქ. 8:16-17
„ბჭეთა“: ეს ბჭენია სულისა, მეშვეობით რომელთაც შედის მასში სხვადასხვა აზრები და შთაბეჭდილებები. „თქუენი“: მხოლოდ ეს ბჭენი საკუთრივ ეკუთვნის ადამიანს. „საჯეთ“: მსაჯული, მჯდომარე ბჭეებთან და მაწარმოებელი სამსჯავროსი – გონებაა ჩვენი 319 : იგი აწყობს გარჩევას, ანდა დათვალიერებას აზრებისას და შთაბეჭდილებებისას, როდესაც ისინი მოდიან ბჭეებთან სულისა, რათა შეუშვას ტაძარში სულისა ისინი, ვინც საჭიროა მასში იმყოფებოდნენ, და არ შეუშვას ისინი, რომლებიც არ უნდა იმყოფებოდნენ. „საშჯელი მშჳდობითი სიმართლით საჯეთ ბჭეთა შორის თქუენთა“: გონებამ, მსაჯულმა მჯდომარემ და განმსჯელმა ბჭეებთან სულისა, უნდა გარჩევისას აზრებისა და შთაბეჭდილებებისა მიიღოს ერთადერთი ჭეშმარიტნი. ჭეშმარიტი აზრი, ჭეშმარიტი შთაბეჭდილება, ესე იგი, გამომდინარე უფლისაგან რომელიც ერთია – „ჭეშმარიტება“, მოაქვთ თავისთან ერთად სულში გამოუთქმელი მშვიდობა და სიწყნარე, ამ მიზეზით შეიცნობა, რომ ისინი ჭეშმარიტებისგან არის ქრისტესგან, მიმცემელისა მოწაფეთათვის თავისთა მშვიდობისა, ანდა რაც – იგივეა სიმდაბლისა, რათა არ შეძრწუნდეს გული მათი არავითარი მიწიერი უბედურებისაგან. პირიქით ამისა „გულისთქმები, გამომდინარენი დემონებისაგან, ამბობს დიდი ბარსანუფი, უწინარეს ყოვლისა არის აღვსებული შეცბუნებით და მწუხარებით, ჩაითრევენ მათ კვალდაკვალ დაფარულად და ფაქიზად: მტრები იმოსებიან ტანსაცმლით ცხვართა, ესე იგი, ჩააგონებენ აზრებს, როგორც ჩანს სამართლიანს, შინაგან კი არიან „მგელ მტაცებელ“ ( მთ. 7:15 ), ესე იგი, აღტაცებაში მოჰყავთ და „აცთუნნიან გულნი უმანკოთანი.“ ( რომ. 16:18 ) იმით, რაც ჩანს კარგი, ხოლო სინამდვილეში მავნეა. წერილი ამბობს გველზე რომ იგი უბრძენესია ამიტომაც განუწყვეტლივ თვალი ადევნე თავს მისსას ( დაბ. 3:1, 15 ), რათა მან ვერ იპოვოს შენში სორო, და, დავანებულმა მასში, არ წარმოშოს მოოხრება 320 . თავი გველისა – საწყისია მისი გულისთქმისა ანდა ოცნებისა. „ფიცი ცრუჲ ნუ გიყუარსყე“. ეშმაკის გულისთქმა, მოსვლისას ბჭეებთან სულისა, ცდილობს მიიღოს სახე მართლობისა მოაქვს გონებისათვის, ამ მოსამართლისათვის, მჯდომარისა და განმსჯელისა ბჭეებთან, აღურაცხელი გამართლება, რათა მიიღოს შესვლა სულში. მაგრამ ცრუ ამ ღწმუნებებს, ამ ფიცს ცრუს წინასწარმეტყველი არ ბრძანებს გვიყვარდეს. არა მხოლოდ არ უნდა მივიღოთ ასეთი გულისთქმები და დავეთანხმოთ მათ, არამედ კიდეც არ უნდა ვისაუბროთ მათთან, ხოლო დაუყოვნებლივ თვით თავდაპირველ წარმოშობისას ცოდვიანი გულსთქმისა, მივმართოთ ლოცვით უფალ ღმერთს, რათა მან გააგდოს მტერი ბჭეებიდან სულიერთა. 321 . ამინ.
Next