Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 25

Previous

ცრემლების შესახებ

ცრემლები – ბუნებრივია დაცემული ადამიანური ბუნებისთვის. დაცემამდე მან არ იცოდა ცრემლები – იცოდა მან მხოლოდ უსუფთავესი სიამოვნება სამოთხისეული ნეტარებით. მან დაკარგა ეს ნეტარება მას დატოვებული აქვს ცრემლები, როგორც გამოხატულება თანაგრძნობისა ნეტარებისადმი, როგორც მოწმობა დაცემულობისა, როგორც მოწმობა მდგომარეობისა რისხვის ქვეშ მყოფობისა განრისხებული ღვთაებისა, როგორც იმედი დაბრუნებისა როდისღაც ნეტარებისა სარწმუნოა ეს იმედი: იმიტომ რომ თანაგრძნობა ნეტარებისადმი არაა წარხოცილი ბუნებისაგან. სარწმუნოა ეს იმედი: იმიტომ რომ წუხილი დაკარგვაზე ზეციერი ნეტარებისა არ შეიძლება იყოს დაკმაყოფილებული არავითარი დროებითი დაკმაყოფილებით იგი რჩება რა დაუკმაყოფილებლად, ელოდება დაკმაყოფილებას ქადაგებს არსებბობის შესახებ დაკმაყოფილებისა ცრემლებში საიდუმლოებრივად ცხოვრობს ნუგეში, და მგლოვარებაში – სიხარული ადამიანი, როგორშიც არ უნდა იყოს მიწიერ კეთილდღეობაში როგორ სიმაღლეზეც არ უნდა იდგეს, როგორ სიუხვეშიც არ ცურავდეს, ხვდება და განიცდის ისეთ წუთებს, საათებს და დღეებს, რომლებშიც საჭიროებს ნუგეშს, მოგვრილს ცრემლებით, – ნუგეშს სხვა ნუგეშში ვერ პოულობს. ყოველი ჩვენგანი შედის რა ქვეყნად ჩვენი განდევნისა და ტანჯვისა ქვეყნად ვნებულობისა და გლოვისა, რომ აღნიშნავს კიდეც ამ შესვლას, საწყისს თავისი არსებობისას, მგლოვიარე ტირილით. ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს“, აღნიშნული ცრემლებით ლოცვისას მისი! ასეთი უხილავი სულიერი აღსლვა გულსა თჳსსა დაიდვი, გავლისას ღელესა მის გლოვისასა – მიწიერი ცხოვრებისა, რომელიც შენ დაადგინე სინანულისათვის: რამეთუ კურთხევა მოსცეს, რომელმანცა შჯული დადვა“ ჩვენ მიმართ მგლოვარებისა და ცრემლებისა. განმწმენდნი თავიანთი თავებისა გლოვით და ცრემლებით, ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთა სიონს“ – სულში კაცობრივში, შემზადებულში მისაღებად ღვთისა ჭეშმარიტი სინანულით ( ფს. 83:6-8 ). რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ“. ისინი მისვლით“ გზით მიწიერი ცხოვრებისა, რომლებიც მივიდოდეს“ გზაზე ვიწრო და მწუხარებებისა, და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი ( ფს. 125:5-6 ) .

ცრემლები როგორც თვისება დაცემული ბუნებისა, დაავადებულია სენით დაცემულობისა, მსგავსად ყველა სხვა თვისებისა. ზოგი არის განსაკუთრებით მიდრეკილი ცრემლებისაკენ ბუნებითად და ყოველგვარი მარჯვე შემთხვევაში ღვრის ცრემლებს: ასეთი ცრემლები იწოდება ბუნებრივად. არის კიდევ ცოდვიანი ცრემლები. ცოდვისმიერ ცრემლებად იწოდება ცრემლები, დაღვრილი ცოდვიანი აღძვრით. ისეთი ცრემლები მრავლად და განსაკუთრებული სიადვილით იღვრება ხალხის მიერ, რომლებიც მიცემულნი არიან ავხორცობას; ცრემლებს მსგავსს ცრემლებისა ავხორცთა, ღვრიან მყოფნი თვითცდუნებულობაში და ხიბლში; იღვრება უხვად ცრემლები პატივმოყვარეობისაგან, პირმოთნეობისაგან, თვალთმაქცობისაგან, კაცთმოთნეობისაგან. საბოლოოდ, ღვრის მათ სიბოროტე: როდესაც მას ჩამოერთმევა შესაძლებლობა აღასრულოს ბოროტმოქმედება დაღვაროს ადამიანური სისხლი, მაშინ იგი ღვრის ცრემლებს. ეს ცრემლები ჰქონდა ნერონს, რომელშიც თანამედროვე ქრისტიანები, სისასტიკის გამო მისი და სიძულვილისა ქრისტიანთა მიმართ, ფიქრობდნენ ხედავდნენ ანტიქრისტეს 103 . ბუნებრივ ცრემლებს მიეკუთვნებათ ცრემლები განაწყენებისაგან; როდესაც განაწყენებას აქვს თვისება ცოდვიანი, მაშინ ცრემლები განაწყენებისა ხდებიან ცრემლებად ცოდვისმიერად. ბუნებრივიცა და ცოდვიანი ცრემლებიც, დაუყოვნებლივ წარმოშობისას მათი, გვევალება ჩვენ წმინდა მამების მიერ გარდავქმნათ ღვთისთვის სასურველად, ე. ი, შევცვალოთ გამომწვევი მიზეზი ცრემლებისა: მოვიყვანოთ ხსოვნაში ცოდვები ჩვენნი, გარდაუვალი და უცნობი სიკვდილი, სამსჯავრო ღვთისა, – და ვიგლოვოთ ამ მიზეზების გამო 104 .

საოცარია! ისინი, ვინც ბუნებითი მიდრეკილებით ღვრიდნენ ნაკადებს არასაძნელო უაზრო და უნაყოფო ცრემლებს, ასევე ისინი, რომლებიც ღვრიდნენ მათ ცოდვილი აღძვრით, როდესაც მოინდომებენ იგლოვონ ღვთისთვის სათნოდ მოულოდნელად ხედავენ საკუთარ თავში უჩვეულო სიმშრალეს არ შეუძლიათ მოიპოვონ თვალებიდან არც ერთი ცრემლის წვეთი, აქედან ვსწავლობთ რომ ცრემლები შიშისა ღვთისა და სინანულისა არის საჩუქარნი ღვთისა, რომ მისაღებად მათი საჭიროა ვიზრუნოთ პირველად მოსახვეჭად მიზეზთა მათისა.

მიზეზი ცრემლებისა – არის ხედვა და აღიარება საკუთარი ცოდვილობისა ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა – ამბობს წმინდა წინასწარმეტყველი დავითი, – რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი“ ( ფს. 118:136 ). მიზეზი ცრემლებისა – სიგლახაკეა სულისა: მყოფი თავის თავად ნეტარებად, იგი შობს სხვა ნეტარებას – მგლოვარებას ( მთ. 5:3-4 ), კვებავს, ხელს უწყობს, აძლიერებს მას. არა მგლოვარება წარმოიშვება ცრემლებისაგან, არამედ ცრემლები მგლოვარებისაგან თქვა ღირსმა იოანე წინასწარმეტყველმა თუკი ვინმე, მყოფი შორის საძმოსი, მოიკვეთს საკუთარ ნებას და არ აქცევს ყურადღებას სხვის ცოდვებს, მაშინ მოიპოვებს მგლოვარებას. ამის მეშვეობით შემოიკრიბებიან გულისთქმები მისი, და შეგროვდებიან რა ასეთი სახით, წარმოშობენ გულში სევდას მგლოვარებას) ღმერთისადმი, ხოლო სევდა შობს ცრემლებს“ 105 . ცრემლები როგორც საჩუქარნი ღვთისა წარმოადგენენ ნიშანს მოწყალებისა ღვთისას: ცრემლები ლოცვისას, – ამბობს წმინდა ისააკ ასური, – არის ნიშანი მოწყალებისა ღვთისა, რომელსაც ეღირსა სული თავისი სინანულით, და იმას, რომ იგი მიღებულია და დაიწყო შესვლა ასპარეზზე სიწმინდისა ცრემლებით. თუკი გულისთქმები არ მოწყდებიან საგნებს წარმავლებს, არ უკუაგდებენ თავისი თავისაგან იმედს ამ სოფელზე; თუკი არ აღიძვრება მათში ზიზღი მათზე, და ისინი არ დაიწყებენ მომზადებას გასასტუმრებელისა გასვლისათვის თავისისა; თუკი არ დაიწყებენ იმოქმედონ სულში აზრებმა საგნებზე, რომლებიც ეკუთვნის მომავალ საუკუნეს, მაშინ თვალები ვერ შეძლებენ წარმოშონ ცრემლები“ 106 .

მომხვეჭველმა ხედვისა საკუთარი ცოდვილობისა, მომხვეჭველმა შიშისა ღვთისა, მომხვეჭველმა შეგრძნებისა სინანულისა და მგლოვარებისა, უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან ნიჭი ცრემლებისა გულდასმითი ლოცვით. ასე ასქანმა, ასულმა ქალებისამ, მიცემული საცოლედ და მიმღებმა მზითვად ნაწილისა მიწისა, როდესაც დაჯდა ვირზე, რათა გამგზავრებულიყო სახლში ქმრისა, მაშინ გოდებითა და ქვითინით დაიწყო თხოვნა მამისაგან, რათა მას მოცემულს მისთვის ნაკვეთს მიემატებინა სხვაც, უხვად მქონე წყლისა. ქუეყანად სამხრით კერძო მშრალი) მიმეც მე და მეც მე საჴმარი წყალთა“ ( მსაჯ. 1:15 ). ქალებმა შეასრულა სურვილი ქალიშვილისა. წმინდა მამები პიროვნების ქვეშ ასქანისა განიხილავენ სულს, მჯდომს, როგორც თითქოს ვირზე უსიტყვო გატაცებებზე სხეულისა. მშრალი მიწა აღნიშნავს საქმიანობას წინამძღოლობით შიშისა ღვთისა ხოლო რომ ასქანმა დაიწყო გოდებითა და ქვითინით თხოვნა წყაროებისა წყლისა, ამით გამოიხატება უკიდურესი საჭიროებაა ცრემლებისა ყველა მოღვაწისათვის მსაჭიროვარისათვის ითხოვოს სულთქმებით და გულის ტკივილით ნიჭი ცრემლებისა ღვთისგან 107 . ლოცვისას მოსანიჭებლად ცრემლებისა, აუცილებელია საკუთარი ძალისხმევაც წარმოსაშობად მათისა. საკუთარი ძალისხმევა ანდა შრომა არის წინმსწერებნიც გადმოღვრისა ცრემლებისა და თანმდევნიც ამ დაღვრისა.

ძალისხმევა, წინმსწრები ცრემლებისა, მდგომარეობს კეთილგონივრულ თავშეკავებაში საკვებისა და სასმლისა, კეთილგონივრულ სიფხიზლეში, უპოვარებაში, მოცილებაში ყურადღებისა ყველაფრისაგან გარემომცველისა ჩვენისა თავმოყრაზე მისი საკუთარ თავზე. წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა თქვა სიტყვაში მგლოვარების შესახებ სინანული არის ნებაყოფლობით ჩამორთმევა საკუთარი თავისათვის ყოველგვარი ხორციელი ნუგეშისა“ 108 . წმინდა დავითი აღწერს მდგომარეობას მგლოვარესი ასე იწყლა, ვითარცა თივა, და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი. ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა. ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა ნანგრევებში). უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა. სახურავზე)... ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი“ ( ფს. 101:5-8,10 ). მოკვდინების გარეშე ამა სოფლისათვის შეუძლებელია მოპოვება მგლოვარებისა და ცრემლებისა: ვიხვეჭთ მათ საზომის მიხედვით მოკვდინებისა ამა სოფლისადმი.

ძალისხმევა თავად მგლოვარებისათვის და გადმოღვრისათვის ცრემლებისა მდგომარეობს იძულებაში საკუთარი თავისა მათ მიმართ, დიდსულოვან მოთმენაში სიმშრალისა და უწვიმრობისა, რომლებითაც ხანდახან შეურაცხიყოფა ნეტარი ღვაწლი რომელთა შემდგომაც ყოველთვის ჯილდოვდება მომთმენი მოქმედი უხვი გადმოღვრით ცრემლებისა. როგორც მიწა, დიდხანს მომლოდინე მორწყვისა და საბოლოოდ მიმღები მისი უხვად, უეცრად იფარება ნაზი ხასხასა ბალახით: ასე გულიც, მოუძლურებული სიმშრალით და შემდეგ გაცოცხლებული ცრემლებით, გამოსცემს საკუთარი თავისაგან მრავალ სულიერ აზრებსა და შეგრძნებებს დამშვენებულს საერთო ფერით სიმდაბლისა. საქმიანობა მგლოვარებისა, მყოფი განუყოფელად საქმიანობისაგან ლოცვისა, მოითხოვს იმავე პირობებს წარმატებისათვის, როგორებსაც საჭიროებს ლოცვა. იგი საჭიროებს მომთმენ, გამუდმებულ მყოფობას მასში: საჭიროებს მასში მგლოვარებაც. იგი საჭიროებს დაქანცვას სხეულისას, წარმოშობს უღონობას სხეულისას: წარმოშობს ამ უღონობას მგლოვარებაც, საჭიროებს იმიტომ, რათა იშვას, გარჯასა და დაქანცვაში სხეულისაში. დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, – ამბობს დიდი მოქმედი მგლოვარებისა, – დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო“ ( ფს, 6:7 ). იძულება თავისა და შრომა უნდა შევუფარდოთ ხორციელ ძალებს. ღირსი ნილოს სორელი გვირჩევს და ნეტარს უწოდებს მგლოვარებას და ცრემლებს. ესაა – გზა სინანულისა და ნაყოფი მისი, – ამბობს იგი. – ვინც ყოველგვარი თავდასხმისას, მოწევნულისა მის მიმართ დს ყველა მტრის გულისთქის წინააღმდეგ მგლოვარებს წინაშე სიკეთისა ღვთისა, რათა იგი დაეხმაროს მას, იგი მალე მოიპოვებს განსვენებას, თუკი ლოცულობს სულიერი გონებით“ 109 . თუმცა ეს ღირსიც მიმართა რა რჩევისთვის ხელმძღვანელობისათვის საქმიანობაში იმ მოძღვრებს, რომლებიც იმყოფებიან წიგნებში წმინდა იოანე კიბისაღმწერელისა და წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველისა, იძლევა გაფრთხილებას, სესხულობს რა მას წმინდა ისააკ ასურისაგან, რათა არ მოვიყვანოთ უძლური სხეული მოშლილობაში უსაზღვრო დაძალებით. მაშინ – ამბობს იგი, – არაა სასარგებლო აბრძოლო ბუნება. როდესაც უძლური სხეული დაძალდება საქმისათვის აღმატებულისათვის მისი ძალებისა: მაშინ ადგება სულს დაბნელება დაბნელებაზე, – იგი მოდის შეშფოთებულებაში“ 110 . მაგრამ, სუსტი სხეულის წყობისასაც და ჯანმრთელობისასაც რამდენადმე დაძალება, თანაზომიერად ძალებისა, აუცილებელია. თანაზომიერება ეს ადვილად შესაძლოა დაინახოს ცოტაოდენი გამოცდილებიდან. უძლურებმა უნდა მოიყვანონ თავი მგლოვარებაში და ცრემლებში უმეტესად ყურადღებიანი ლოცვით და შეეცადნონ მოსახვეჭად მგლოვარებისა სულში 111 , ამასთან იღვრება ჩუმი ცრემლები, და გულისმიერი ტკივილი არის არა ესოდენ ძლიერი. ყოველგვარი სულიერი საქმიანობა, მყოფი საკუთრივ ნიჭად ღვთისად ჩვენში, აუცილებლად საჭიროებს იძულებას ჩვენსას მათ მიმართ, იმიტომ რომ იძულება არის ქმედითი გამოვლენა და მოწმობა ჩვენი კეთილი ნება-მყოფლობისა, დაძალება განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც დაცემული ბუნებისაგან ანდა ბოროტმოქმედების შედეგად ეშმაკებისა წარმოიშვება ჩვენში როგორიღაც ცოდვიანი მისწრაფება ანდა აღშფოთება: მაშინ აუცილებელია წარმოვთქვათ სამგლოვიარო სიტყვები ლოცვისანი რამდენადმე ხმამაღლა. ნივთიერი, უნებლიე, ხმისმიერი, განსაკუთრებით იძულებითი და ძალდატანებითი მგლოვარება არ შეესაბამება უძლურთ, როგორც შემარყეველი სხეულისა და წარმომშობი მასში მტანჯველი წვალებისა და მტკივნეულობისა ეს წვალებანი და მტკივნეულობანი მიმსგავსებულია მამების მიერ ტკივილებს მშობიარესას 112 ; შედეგი მათი არის საგრძნობი ღონემიხდილობა თვით ძლიერ მოღვაწეებშიც კი. მოღვაწეებისათვის ძლიერი სხეულის წყობისათა შესაძლებელია და სასარგებლო მეტად გაძლიერებული იძულება მგლოვარებისადმი და ცრემლებისადმი; მათთვის საჭიროა, განსაკუთრებით დასაწყისში მათი ღვაწლისა, მანამ სანამ ისინი მოიპოვებენ მგლოვარებას სულისას, სიტყვები ლოცვისა წარმოთქვან მგლოვიარე ხმით, რათა სულმა, დაძინებულმა ძილით სიკვდილისათი აღტაცების გამო ცოდვისმიერისა, გაიღვიძოს ხმაზე მგლოვარებისაზე და თავად შეიგრძნოს გრძნობა მგლოვარებისა. ასე მგლოვარებდა ძლევამოსილი დავითი. ვჴმობდ სულთქმისა გულისა ჩემისათა“ ( ფს. 37:9 ), ამბობს იგი თავის თავზე, ვხმობდ“ მსგავსად ლომისა, ამახმიანებელისა უდაბნოსი გოდებით, რომელშიც საზარელია გამოხატულებაც ძალებისა, და გამოხატულებაც მწუხარებისა. ხმოვანი ლოცვისათვის და მგლოვარებისა აუცილებელია განმარტოვება, ყოველ შემთხვევაში, კელიური: ამ საქმიანობას არ აქვს ადგილი შორის ძმებისა. ცხოვრებიდან წმინდა მამებისა ჩანს, რომ ის მათგანნი რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, ეწეოდნენ ხმოვან გლოვას, უნებლიედ გახმოვანებულს ხანდახან კედლებს მიღმა კელიისა, თუმცა ისინი ზრუნავდნენ კიდეც მთელი გულმოდგინებით, რათა ყოველგვარი საქმიანობა მათი დარჩენილიყო საიდუმლოდ, ნაცნობად ერთადერთი ღვთისათვის. როგორც შეგროვება აირებისა ჰაერში განიმუხტება გრგვინვით უხვი წვიმის დროს, ასევე შეგროვება შეგრძნებებისა მგლოვარებისა სულში განიმუხტება ქვითინებით ტირილითა და უხვი ცრემლებით. ეს მოხდა მონაზონთან, რომლის ღვაწლიც აღწერილია წმინდა ისააკის მიერ მე-10 სიტყვაში მისაში. შემდგომად გრგვინვისა და წვიმისა არის ხოლმე განსაკუთრებული კეთილგანზავება ჰაერისა: და სული, შემმსუბუქებელი დარდისა თავისისა ქვითინით, გაგრილებული ცრემლებით, გემულობს განსაკუთრებულ სიჩუმეს და მშვიდობას რომელთაგანაც როგორც კეთილსურნელება არომატული ნივთიერებებისა, წარმოიშვება და მოქმედებს უსუფთავესი ლოცვა. – საერთოდ სასარგებლოა გაგება წმინდა წერილიდან და ნაწერებიდან მამათა სხვადასხვა საშუალებების შესახებ მონაზვნური საქმიანობისა, გამოცდა მათი, და არჩევა საკუთარი თავისათვის იმ საქმიანობისა, რომელიც აღმოჩნდება ყველაზე უფრო შესაბამისი. ადამიანები მოწყობილნი არიან ისე სხვადასხვაგვარად, შესაძლებლობები და თვისებები მათი ისე სხვადასხვაგვარია, რომ ერთი და იგივე საქმიანობა ანდა ხერხი, გამოყენებული სხვადასხვა მოღვაწის მიერ, მოქმედებს ყოველ მათგანში შესამჩნევი განსხვავებით. ამ მიზეზით აუცილებელია გამოცდილება, როგორც მოციქულიც გვირჩევს: ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ“ ( 1თეს. 5:21 ) .

ნიჭი მგლოვარებისა“ და ცრემლებისა“ არის ერთ-ერთი უდიდეს ნიჭთა შორის ღვთისა – ნიჭი, არსებითად საჭირო ჩვენთვის ჩვენი გადარჩენისათვის. ნიჭები წინასწარმეტყველებისა, მჭვრეტელობისა, სასწაულმოქმედებისა, არიან ნიშნები განსაკუთრებული სათნომყოფელობისა უფლისადმი და კეთილგანწყობისა ღვთისა, ხოლო ნიჭი ლმობიერებისა და ცრემლებისა არის ნიშანი მიღებული ანდა მიღებადი სინანულისა. დარდი აზრისა არის საპატიო საჩუქარი ღვთისა; მქონე მისი და დამცველისა როგორც საჭიროა, მსგავსია ადამიანისა, მქონესი თავის თავში სიწმინდისა. სხეულის ღვაწლნი თჳნიერ სევდისა აზრებისა მსგავსია სხეულისა გარეშე სულისა” 113 . ცრემლები, დაღვრილი ცოდვებისათვის, თავიდან არიან მწარენი, იღვრებიან ტკივილითა და ტანჯვით სულისა, რომლებსაც სული გადასცემს სხეულს. ცოტ-ცოტათი იწყებს შეერთებას ცრემლებთან ნუგეში, მდგომარე განსაკუთრებულ სოწყნარეში, შეგრძნებაში სიმშვიდისა და სიმდაბლისა; ამასთან ცრემლები, თანაზომიერად და შესაბამისად მოგვრილ ნუგეშთან, თავად იცვლებიან, კარგავენ შესამჩნევი ხარისხით სიმწარეს, მოედინებიან უმტკივნეულოდ ანდა მცირე ტკივილით. თავიდან ისინი არიან მწირნი, და მოდიან იშვიათად; შემდეგ ცოტ-ცოტათი იწყებენ მოსვლას უფრო ხშირად, და ხდებიან უფრო უხვნი. როდისაც კი ნიჭი ცრემლებისა გაძლიერდება ჩვენში ღვთის წყალობით, მაშინ ოკდება შინაგანი ბრძოლა, ჩუმდებიან გულისთქმები, იწყებს მოქმედებას განსაკუთრებული განვითარებით გონიერი ლოცვა ანდა ლოცვა სულისა, გაძღომითა და გახალისებით შინაგანი ადამიანისა. მაშინ გაეხდება საბურველი ვნებებისა გონებას, და იხსნება მისთვის საიდუმლოებრივი სწავლება ქრისტესი. მაშინ ცრემლები იცვლება მწარეებიდან ტკბილებად. მაშინ ფესვს იდგამს გულში სულიერი ნუგეში, რომლის მსგავსიც არაფერი არაა შორის სიხარულთა მიწიერთა, და რომელიც ცნობილია მხოლოდ მოვარჯიშეებისათვის ლოცვით მგლოვარებაში და მქონეებში ნიჭისა ცრემლებისა 114 . მაშინ ხდება აღთქმა უფლისა: ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ“ ( მთ. 5:4 ). მაშინ ესალმება საკუთარ თავს მოღვაწე შთაგონებით და დასტურით წმინდისა სულისა: დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ, რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაბან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბორკილისაგან“ ( ფს. 114:6-8 ). მაშინ მოღვაწე დაინახავს რა უძლურებას თავისი თავისადმი ცოდვილი გულისთქმებისა და შეგრძნებებისა, ამაოდ ძალისმხმეველთათა დაიმორჩილონ იგი თავანთი გავლენისადმი, კადნიერად ეუბნება მათ: განმეშორენით ჩემგან ყოველნი, მოქმედნი უსჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა ( ფს. 6:9-10 ).

ფერწერულად გამოიხატება მგლოვარებაში წმინდა წინასწარმეტყველისა იერემიასი სულიერი მდგომარეობა მონაზვნისა, დამნახავისა დაცემულობისა ბუნებისა ადამიანურისა, არ მოტყუებულისა ცდუნებებით წარმავალი სოფლისა, არამედ მთლიანად მიმართულისა მზერათა სულისა ამ დაცემულობისადმი და მიცემულისა ღრმა განმარტოებაში ღრმა მგლოვარებას 115 . და იქმნა, – ამბობს წერილი, – შემდგომად წარტყუენისა ისრაჱლისა და იერუსალჱმისა მოოჴრებისა, და ჯდა იერემია მტირალი. და გოდებდა გოდებასა ამას იერუსალიმსა ზედა“ ( გოდ. 1:1 ). ყველა შემწეობა იერუსალიმისთვის ამოწურულია, და ყველაფერი უკვე ამაოა: დარჩა მხოლოდ ქვითინი მასზე. წინასწარმეტყველი უქადაგებდა მას როდესღაც უქადაგებდა დაუდუმებელ საწინასწარმეტყველო სიტყვას; ახლა არავინაა უკვე მოსასმენად ამ სიტყვისა; არა მხოლოდ არაა ხალხი, – არაა ასევე შენობები; დარჩებოდნენ მხოლოდ ნანგრევები: მათზე შესაძლოა გაისმოდეს მხოლოდ ქვითინები. არავისთვისაა გასაგები ეს ქვითინები, და არაა საჭიროება ზრუნვისა, რათა ისინი იყვნენ გასაგებნი ვინმესთვის. მათით წინასწარმეტყველი გამოხატავს გამოუთქმელ მძიმე მწუხარებას თავისას; ისინი გაისმიან უდაბნოში ნანგრევებიდან; მათ ყურს უგდებს ზეციდან ღმერთი. როგორი მდგომარეობაა წინასწარმეტყველისა! იგი ერთია ვრცელ ნანგრევებში ქალაქისა; ის ერთია – ცოცხალი შორის აურაცხელი, მკვდარ ნიშანთა და მოწმეთა გავლილი ცსოვრებისა; იგი ერთია – ცოცხალი შორის არესი სიკვდილისა. როგორც ცოცხალი, იგი იძლევა ხმას მწუხარებისას დაკარგვის შესახებ ცსოვრებისა; იგი მოუწოდებს ამ სიცოცხლეს დაბრუნდეს მიტოვებულ მისგან საცხოვრებელში, კვლავ ჩაანაცვლოს საშინელი, არ შემგრძნები საკუთარი თავისა სიკვდილი. ვითარ დაჯდა მარტოჲ ქალაქი განმრავლებული ერითა? იქმნა, ვითარცა ქურივი განმრავლებული ნათესავთა შორის. მმთავრობაჲ სოფლებსა შორის იქმნა მოხარკედ“ ( გოდ, 1:1 ).

წინასწარმეტყველად გამოიხატება გონება მონაზვნისა, განათლებული გულახდილი სწავლებით ღვთისა; დიდი ქალაქი – ესაა მთელი ადამიანი, შექმნილი ღვთისგან; მცხოვრებნი ქალაქისა – თვისებანი სულისა და სხეულისა; წარმართნი – ეს არიან დემონები, რომლებიც იყვნენ დამცირებულნი წინაშე ადამიანისა მის დაცემამდე, გახდნენ მისი თავადები დაცემულობისას მისი. მდგომარეობაში დაცემისა იმყოფება თავად მონაზონიც, და ყველა ადამიანი: საგანი მგლოვარებისა მისი იგია და ყველა ადამიანი. მაგრამ გლოვობს მონაზონი მარტო, იმიტომ, რომ იგი ერთია შუქზე სიტყვისა ღვითისა ხედავს დაცემულობას კაცობრიობისას; დანარჩენი ადამიანები ვერ ხედავენ მას, ვერ იღებენ მონაწილეობას მგლოვარებაში, მგლოვარებას ვერ იგებენ, და მგლოვარეს თვლიან დამკარგავად გონებისა. მგლოვარებს მონაზონი მარტო პიროვნებისაგან თავისი და პირისაბან მთელი კაცობრიობისა, არ აქვს რა შესაძლებლობა გამოეყოს კაცობრიობას სიყვარულის გამო მისი და ნათესაობისა მისი; მგლოვარებს მონაზონი თავის თავზე და მთელს კაცობრიობაზე; დასტირის იგი დაცემულ ბუნებას, ყველასთვის საერთოს. მგლოვარებს იგი მარტო ნანგრევებში უგრძნობებში, შორის მიმოფანტულ და დადებულ გროვებისა ქვებისა: ნანგრევები და ქვები – სახეა კაცობრიობისა დაზიანებულისა უგრძნობელობით, კაცობრიობისა ვერ შემგრძნებისა და ვერ გამგებისა თავისი დაცემულობისა და მარადიული სიკვდილისა, სრულებითაც არ მზრუნველისა მათზე. მგლოვარებს მონაზონი მარტო, და მგლოვარება მისი გასაგებია ერთადერთი ღვთსადმი. მტირალი ტიროდა ღამე და ცრემლნი მისნი ზედა საკეთეთა, და არა იყო ნუგეშინისმცემელ მისსა ყოველთაგან მოყუარეთა მისთა. ყოველნი შემყუარებელნი მისნი განცრუვნეს მისდამი, იქმნნეს მისსა მტერებ. ( გოდ. 1:2 ). რათა ვიგლოვოთ გლოვით ღვთისათვის, უნდა დავცილდეთ ამა სოფელს და ადამიანებს, მოვკვდეთ ამა სოფლისათვის და ადამიანებისთვის, გულით და გონებით გავხდეთ მარტოსულნი. მიტოვება ყველა საზრუნავებისა დაგეხმარება შენ მიახლოვებაში ქალაქისადმი განმხოლოვებისა; თუკი არ დაიწყებ რამედ მიჩნევას საკუთარი თავისა, მაშინ დამკვიდრდები მასში; თუკი მოკვდები ყოველი ადამიანისათვის, მაშინ გახდები მემკვიდრე ქალაქისა და მისი საგანძურისა“, – უთხრა დიდმა ბარსანუფიმ მონაზონს, რომელსაც იგი შეამზადებდა განმხოლოებისათვის და განდეგილობისათვის საფლავ-კელიაში, ამ საყვარელ საცხოვრებელში ლოცვითი მგლოვარებისა 116 . იუდეველები, მყოფნი ტყვეობაში და მონობაში ბაბილონელებისა, გამოხატავენ ნებაყოფლობით მწუხარებებს, ესე იგი მოკლებასა და ღვაწლებს ხორციელებს, რომლებშიც იგდებს თავს მონაზონი სინანულის მიზნით, ასევე მწუხარებებს, დაშვებულთ მისთვის განგების მიერ ღვთისა განსაწმენდად ცოდვებისა. სულიერი ბელადი ღვაწლთა – მგლოვარება, უგზავნის მათ ნანგრევებიდან იერუსალიმისა, რომლებზეც იგი განმხოლოებულია მარტოობაში, წერილს, წერილში აუწყებს იგი ტყვეებს, გასვლის შემდეგ ვადიანი დროისა, გათავისუფლებას. მწარე მგლოვარებისათვის არის თავისი ვადა, და თასისათვის სიმწარისა ნებაყოფლობითისა და უნებლიეთისა არის თავისი საზომი. განისაზღვრება ეს წონა და საზომი ღვთისაგან 117 , როგორც წმინდა დავითმა თქვა: მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა“ ( ფს. 79:6 ), დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წიუაშე,“ როგორც საშუალება განწმენდისა ვითარცა აღმითქუ მე.“ ( ფს. 55:9 ) შეწყალება და ხსნა. იყო დღეები, რომლებშიც იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე“ ( ფს. 41:4 ); მათ მოსდევდა დღეები, რომლებშიც, შესაბამისად წინამდებარესი მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა“ ( ფს. 93:19 ). რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისა, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაჲ ჩუენი გალობითა“ ( ფს. 125:1-2 ). ხოლო შენ ნუ შეშინდები, მონაო ჩემო იაკობ!“ ქადაგებს შთაგონებული იერემია პირისაგან ღვთისა რჩეული ერისათვის, რომლისთვისაც დაშვებული იყო ცოდვების გამო მისი ტყვეობა ბაბილონში, ნუცა სწიწნეულობ, ისრაილ, მით, რამეთუ, აჰა, მე გიჴსნი შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობ და დაყუდნეს, და დაიძინოს, და არა იყოს მაშფოთებელი მისი.“ ( იერ. 46:27 ). მწუხარებები და ტკივილები სინანულისა შეიცავენ თავის თავში თესლს ნუგეშისას და კურნებისას. ეს საიდუმლოება იხსნება მგლოვარებით მოწაფისათვის მისი. – ყველა მონაზონი, განწმენდილნი ცოდვებისაგან, განიწმინდნენ მგლოვარებით, და ყველა მიმღწევი ქრისტიანული სრულყოფილებისათვის, მიაღწიეს მას მგლოვარებით. განსაკუთრებით ეს საქმიანობა განვითარებული იყო შორის მრავალრიცხოვანი განმხოლოებულებისა ქვემო ეგვიპტისა, უდაბნოში სკიტისა, მთაში ნიტრიისა, კელიებში და სხვა განმარტოებულ ადგილებში, მან სახენი და ლაშქრები მონაზონთა შეცვალა სახეებად და ლაშქრებად ანგელოზებისა. როდესაც დამაარსებელმა სამონაზვნო ცხოვრებისა უდაბნოში სკიტისა, ღირსმა მაკარი დიდმა , რომელსაც სხვა მეუდაბნოენიც მიიჩნევდნენ მამად მამათა, მიაღწია ღრმა მოხუცებულობას, მაშინ მონაზვნებმა მთისა ნიტრიისა, საკმაოდ ახლოს მყოფმა სკიტთან, სთხოვეს მას, რათა მან წასვლამდე თავისი ღმერთთან, მოენახულებინა ისინი. მაკარი მივიდა მთაზე; მრავალი მონაზონი განმხოლოებული მასზე, შეხვდა მას. ისინი სთხოვდნენ მას დარიგებას. მაკარიმ აცრემლებულმა, თქვა: ძმებო! ვიგლოვოთ. თვალებმა ჩვენმა დაე დაღვარონ ცრემლები წასვლამდე ჩვენი იქ, სადაც ჩვენი ცრემლები დაწვავენ ჩვენს სხეულებს“. ყველამ იტირა, დაეცნენ სახეებზე თავიანთზე და თქვეს: მამაო! ილოცე ჩვენთვის“ 118 . თავისი ნიჭიდან ცრემლებისა წმინდა მოძღვარმა წმინდა ძველი მონაზნებისა წარმოთქვა მოკლე სწავლება ცრემლების შესახებ, შეაერთა მასში ყველა სწავლება სამონაზვნო ცხოვრებაზე. მსმენელებმა გამოხატვით თავიანთი ნიჭისა ცრემლთა გამოხატეს, რომ მათ გაიგეს მნიშვნელობა და სიფართოვე სწავლებისა. ბევრი სიტყვა აქ იყო არა საჭირო.

ცრემლთა ნიჭი – ეს დაჩრდილვა მადლისა ღვთისა – უმეტესად ეწვევა მოღვაწეებს ყურადღებიანი ლოცვის დროს, არის ჩვეულებრივი ნაყოფი მისი; სხვათათვის მოდის იგი კითხვის დროს; სხვებისთვის, როგორიღაცა საქმის დროს. ასე ღირს კირილე ბელოეზერსკს მოსდიოდა ცრემლები დაკავებულობისას სამონაზვნო სამზარეულოში. ყურებისას ნივთიერი ცეცხლისათვის, იგი იხსენებდა დაუშრეტელ ცეცხლს მარადიული ტანჯვისა და ღვრიდა ცრემლებს. კირილი, იფიქრა რა, რომ განმხოლოებაში ლმობიერება მისი გაძლიერდებოდა, და ცრემლები გახშირდებოდა, სურდა განმარტოება კელიაში, განგებულებით ღვთის გარემოებებმა მიაღწევინეს მას სასურველს, და რა მოხდა? მოშორებისას მიზეზებისა, გამომწვევისა ლმობიერებისა და ცრემლებისა, გაიშვიათდნენ ცრემლები, და კირილემ ითხოვა წინამძღვრისაგან დაებრუნებინა იგი ცეცხლთან სამონასტრო სამზარეულოსი 119 . წმინდა მამები გვმოძღვრავენ ვიყოთ იმ საქმიანობაში, რომელშიც მოდიან ცრემლები: იმიტომ რომ ცრემლები – ნაყოფია, ხოლო მიზანი სამონაზვნო ცხოვრებისა – მიღწევა ნაყოფისა იმ საშუალებით, რომლითაც კეთილენებება ღმერთს მოგვგვაროს ნაყოფი. – ღირსი თეოდორე ენატელი ამბობდა, რომ იგი იცნობდა მონაზონს, განმხოლოებულს კელიაში და მქონეს ხელსაქმედ წვნა თოკებისა. როდესაც ეს მონაზონი იჯდა და წნავდა თოკებს, დაკავებული გონიერი ლოცვით, მაშინ მოდიოდა მასთან ცრემლები, როდესაც იგი დგებოდა ლოცვისათვის; მაგრამ ამასთან ცრემლები ჩერდებოდა. ძმა ჯდებოდა და შეუდგებოდა თოკს, შემოიკრებდა თავის თავში აზრებს, და ცრემლები კვლავ მოდიოდნენ. მსგავსად როდესაც იგი იჯდა და კითხულობდა მოდიოდა ცრემლები. იგი დგებოდა ლოცვისათვის, და ცრემლები დაუყოვნებლივ წყდებოდა. როგორც იყო იგი კვლავ შეუდგებოდა წიგნს, – ცრემლები ბრუნდებოდნენ“ ამის შესახებ ღირსმა თქვა: სამართლიანია გამონათქვამი წმინდა მამებისა, რომ მგლოვარება – მასწავლებელია. იგი ასწავლის ყოველ ადამიანს, იმას, რაც მისთვის სასარგებლოა 120 ”.

ღირსი თეოდორე ენატელი ამბობდა: ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან,, გარეშე ჴორცთა არს; ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს.“ ( 1კორ. 6:18 ), იმიტომ რომ სხეულისაგან გამოედინება ბილწება, შემბილწველი მისი: ასეა ყოველნაირი სათნოებაც გარეშე ჴორცთა არს“ ხოლო ყოველდღიურად მგლოვიარე წმენდს სხეულსაც: იმიტომ რომ ცრემლი, გამომავალი ზემოდან, რეცხს სხეულს უწმინდურებისაგან მისი“ 121 . ჭეშმარიტად მონანული აღიარებს, – სიტყვების მიხედვით წმინდა იოანე კიბისაღმწერელისა , – ყოველი დღე, რომელშიც იგი არ მგლოვარებდა, დაკარგულად საკუთარი თავისათვის, თუნდაც განმავლობაში მისა მან კიდევაც გააკეთა რამე კეთილი“ 122 . როგორი აღმატებულ ცხოვრებასაც არ ვეწეოდეთ ჩვენ, მაგრამ თუკი არ მოგვიპოვებია გული შემუსვრილი, მაშინ ეს ცხოვრება – მოჩვენებითია და უნაყოფო. შეშვენის, ჭეშმარიტად შეშვენის შებილწულს ემბაზის შემდეგ მეორედ შობისა შემდგომად წმინდა ნათლობისა) განწმინდონ საკუთარი ხელები გამუდმებული ცეცხლით გულისა და წყალობით ღვთისათი“ 123 . არ ვიქნებით ჩვენ დადანაშაულებულნი, ო მეგობრებო, გასვლისას სულისა ჩვენისა სხეულიდან, რომ ჩვენ არ ვიყავით სასწაულმოქმედნი, არ ვიყავით ღვთისმეტყველნი, არ გვქონდა სულიერი ხილვები; არამედ აუცილებლად მივცემთ ღმერთს პასუხს იმისათვის, რომ არ ვმგლოვარებდით განუწყვეტლივ“ 124 , ე. ი. არ ვიმყოფებოდით გამუდმებულ გადამრჩენელ დარდში შეცოდებების გამო და ცოდვილობისა ჩვენისა. თუმცა მგლოვარება თითქმის ყოველთვის გვირგვინდება მეტი თუ ნაკლები უხვი ცრემლებით; მაგრამ ზოგიერთი მოღვაწე – როგორც ჩანს ნუგეშიდან, რომელიც წარმოთქმულია მათთვის წმინდა მამებისაგან – იტანჯებიან, ან მთელი ღვაწლის განმავლობაში თავისი, ანდა მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში, უღლის ქვეშ მგლოვარებისა, არ იღებენ ცრემლებს შვებისათვის და გაგრილებისა. დაე იცოდნენ მათ, რომ არსი სინანულისა მდგომარეობს სიმდაბლეში და შემუსვრილებაში სულისა ჩვენისა ( ფს.50:19 ), როდესაც სული იგლოვებს სიმდაბლის მიზეზით. მგლოვარება სულისა, უკმარისობისას ხორციელი ძალებისა გამოსახატავად ხორციელი ღვაწლებით და ქმედებებით მოქმედი სულში სინანულისა, ცვლის ყველა ხორციელ ღვაწლს და ქმედებას, ხოლო მათ შორის ცრემლებსაც 125 . ამინ.

Next