Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 24

Previous

სწავლება მგლოვარების შესახებ ღირსი პიმენი დიდისა 102

ძმა შეეკითხა აბბა პიმენს იმის შესახებ თუ, როგორი უნდა ჰქონდეს მონაზონს საქმიანობა. აბბამ უპასუხა: აბრაამმა, როდესაც მივიდა აღთქმულ მიწაზე, იყიდა თავისთვის სამარე, და სამარედან დაიწყო სვლა დასაუფლებლად აღთქმული მიწისა“. ძმამ ჰკითხა, რა მნიშვნელობა აქვს სამარეს“. აბბამ უპასუხა: ეს – ადგილია გლოვისა და ქვითინისა“.

შემდგომი გამონათქვამი ასევე ეკუთვნის აბბა პიმენს: მგლოვარება – ორმხრივია: იქმს და ინახავს“.

ძმა შეეკითხა აბბა პიმენს რა ვუქნა ვნებებს ჩემებს, აღმაშფოთებლებს ჩემისას?“ ბერმა უთხრა მას: გაძლიერებულად ვიგლოვოთ წინაშე სიკეთითა ღვთისა, სანამ იგი არ გვიყოფს წყალობას ჩვენ“.

ძმა შეეკითხა აბბა პიმენს რა ვუქნა ცოდვებს ჩემსას?“ ბერმა უთხრა: მსურველი თავი დააღწიოს მცხოვრებისაგან მასში ცოდვებისა, მგლოვარებით თავს აღწევს მათ, და მსურველი არ ჩაცვივდეს ხელახლა ცოდვებში, მგლოვარებით თავიდან ირიდებს ჩავარდნას მათში. ესაა – გზა სინანულისა, მოცემული ჩვენთვის წერილითა და მამების მიერ, რომლებმაც თქვეს: იგლოვეთ! სხვა გზა გარდა მგლოვარებისა არაა“.

ერთხელ აბბა პიმენმა, გავლისას ეგვიპტეში, დაინახა ქალი, მჯდარი საფლავზე და მგლოვიარე მწარედ. ამასთან მან თქვა: თუკი მთელი მსოფლიოდან თავს მოიყრიან მასთან მანუგეშებლები, მაშინაც კი ვერ განაშორებენ სულს მისსას მგლოვარებისაგან. ისევე მონაზონსაც უნდა გამუდმებით ჰქონდეს თავის თავში მგლოვარება“.

ერთხელ ღირსი პიმენი მიდიოდა აბბა ანუბთან ერთად არემარე ქალაქისა დიოლკისა. დაინახა რა იქ ქალი, ტანჯული და მწარედ მგლოვარე საფლავის თავზე, ისინი გაჩერდნენ მოესმინათ მისი. შემდეგ რამდენადმე მოცილებულები, შეხვდნენ გამვლელს, და ჰკითხა მას წმინდა პიმენმა: რა დაემართა ამ ქალს? იგი ასეა მწარედ გლოვობს“. გამვლელმა უპასუხა: მას მოუკვდა ქმარი, ძე და ძმა“. მაშინ აბბა პიმენმა, მიუბრუნდა რა აბბა ანუბს, თქვა: გეუბნები შენ: თუკი ადამიანი არ მოაკვდინებს ყველა ხორციელ სურვილებს თავისას და არ მოიხვეჭს ასეთ მგლოვარებას, მაშინ ვერ შეძლებს იყოს მონაზონი. მთელი ცხოვრება მონაზვნისა – მგლოვარებაა“.

თქვა ბერმა: მგლოვარება შეადგენს სწავლებას სულიერ საქმიანობას, სულიერ ღვაწლს) მონაზვნისას. თუკი არაა მგლოვარება, მაშინ შეუძლებელია თავის დაცვა მოშლილობისა და შეცბუნებისაგან“. მე ვუპასუხე: როდესაც მე კელიაში ვარ, მაშინ მგლოვარებაა იმყოფება ჩემთან; თუკი ვინმე მოვა ჩემთან ანდა მე გავალ კელიიდან, მაშინ უკვე ვერ ვპოვებ მას“. ამაზე ბერმა თქვა: ეს იმიტომ, რომ მგლოვარება არ შეგეთვისა შენ, მაგრამ თითქოს მოცემულია სესხად“. მე ვითხოვე აეხსნა ჩემთვის ეს სიტყვები. ბერმა თქვა: თუკი ადამიანი გაირჯება მთელი ძალით მოსახვეჭად მგლოვარებისა, მაშინ ჰპოვებს მას მსახურებისათვის თავისა, როდესაც კი მოისურვებს“.

ძმამ ჰკითხა აბბა პიმენს: რის მიმართ უნდა იყოს მიმართული ყურადღება განმხოლოებულისა კელიაში? ბერმა უპასუხა: მე – მსგავსი ვარ ადამიანისა, ჩაფლულისა ჭაობში ყელამდე, მქონესი ტვირთისა ყელზე, და მგოდებელისა ღმერთისადმი შეიწყალე მე!“ შეიწყალე მე! ესაა – გამოხატულება დანერგილისა სულში მგლოვარებისა. მგლოვარება, როდესაც მიაღწევს განვითარებას, ვერ შეძლებს შეიმოსოს მრავალაზროვნებაში და მრავალმეტყველებაში იგი კმაყოფილდება გამოსახატავად უსაზღვრო სულიერი შეგრძნებისა ყველაზე მოკლე ლოცვით.

ძმამ ჰკითხა აბბა პიმენს მონაზვნურ საქმიანობაზე. ბერმა თქვა: როდესაც ღმერთი მოგვინახულებს ჩვენ მოწოდებით მარადისობაში: მაშინ რა შეგვაწუხებს ჩვენ?“ – ძმამ უპასუხა: ცოდვები ჩვენნი“. ბერმა უთხრა: ასე რომ! შევიდეთ კელიაში ჩვენსაში; განვმარტოებით მათში, გავიხსენოთ ცოდვები ჩვენნი, და უფალი შეისმენს ჩვენსას“. აქ უნდა გაგებულ იქნას არა ზედაპირული, ცივი გახსენება ცოდვებისა და ცოდვილობისა საკუთარისა, არამედ გახსენება შეერთებული სინანულთან, მგლოვარებასთან.

როდესაც აღესრულა აბბა არსენი დიდი , წმინდა პიმენმა უწყების მიღებისას აღსრულებისა დიდისა, აცრემლებულმა, თქვა: ნეტარი ხარ შენ აბბა არსენი! იმიტომ რომ შენ მგლოვარებდი შენს თავზე ცხოვრებაში ამაში. არ მგლოვარე აქაა მარადიულად იგლოვებს. შეუძლებელია არ იგლოვო, ან აქ ნებაყოფლობით ან უნებლიედ იქ სატანჯველებში“.

Next