Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 23

Previous

ხმა მარადისობიდან ფიქრი საფლავზე

ფიქრი საფლავზე

ბინდში ჩუმი ზაფხულის საღამოსი ვიდექი მე ჩაფიქრებული და მარტოდმარტო, საფლავზე ჩემი მეგობრისა. იმ დღეს აღსრულებულ იყო მოსახსენიებელი მასზე; იმ დღეს ოჯახი მისი დიდხანს დარჩა საფლავზე თითქმის არ ისმოდა სიტყვები შორის დამსწრეთა: ისმოდა ერთადერთი ქვითინები ქვითინები წყდებოდა ღრმა მდუმარებით; მდუმარება წყდებოდა ქვითინებით. და დიდხანს იცვლებოდნენ ქვითინები მდუმარებით მდუმარება ქვითინებით.

ვიდექი მე ჩაფიქრებული და მარტოდმარტო, საფლავზე; ვიდექი დაჩრდილული შთაბეჭდილებებით დღისა. მოულოდნელად მომიცვა მე მოულოდნელმა, საოცარმა შთაგონებამ. თითქოს გავიგონე მე ხმა განსვენებულისა! – საიქიო სიტყვა მისი, საიდუმლოებრივი საუბარი, საოცარი ქადაგება როგორადაც აისახა იგი სულში ჩემსაში, ვჩქარობ ჩავწერო მოკანკალე ხელით.

მამა ჩემო დედავ ჩემო მეუღლევ ჩემო! დებო ჩემნო! შავ ტანსაცმელებში, შემოსილნო ღრმა სევდაში სხეულითა და სულით თავი მოიყარეთ თქვენ ჩემს მარტოხელა საფლავზე – დახრილი თავებით, გარშემოეხვიეთ მას უსიტყვოდ, ერთადერთი ფიქრებით და შეგრძნებებით თქვენ საუბრობთ მდუმარე მცხოვრებთან სამარისა. გულნი თქვენნი – ფიალებია განუკურნებელი ნაღველისა. ნაკადები ცრემლებისა იღვრება თვალთაგან თქვენთა; კვალდაკვალ ნაკადებისა დაღვრილთა იბადებიან ახალი ცრემლის ნაკადები: დარდს არა აქვს ფსკერი, ცრემლებს არა აქვთ დასასრული“.

ყრმანო – შვილებო ჩემნო! თქვენც აქ ხართ ქვასთან სამარისა, ქვასთან საფლავისა! და თქვენს თვალებზე მოგადგათ ცრემლები, ხოლო გულმა თქვენმა არ იცის რაზე ტირიან თვალები, მიმბაძველნი თვალებისა მამისა ჩემისა თვალებისა ჩემი დედისა. თქვენ ტკბებით ქვით საფლავისათი, ქვით მბრწყინავით, გრანიტით სარკისებურით; თქვენ ტკბებით წანაწერით ასოებისაგან ოქროსისა; ხოლო ისინი – ეს გრანიტი და ეს წანაწერი – მაუწყებელია თქვენი ნაადრევი ობლობისა“.

მამავ ჩემო! დედავ ჩემო! მეუღლევ ჩემო! ნათესავებო და მეგობრებო ჩემნო! რას დგახართ თქვენ ასე დიდხანს ჩემი საფლავის თავზე ცივი ქვის თავზე, ცივად მდგარისა საგუშაგოზე საფლავისა? კარგა ხანია უკვე გაცივდა ჩემი უსულო სხეული; განაჩენის მიხედვით ყოვლისშემძლე შემოქმედისა იგი უბრუნდაება თჳს მიწას, დაიშლება მტვრად. როგორი მძიმე ფიქრები მოგიცავთ თქვენ გაკავებენ საფლავზე ჩემსაზე?... მსახურნმა საკურთხევლისანმა მოიტანეს მასზე ლოცვა განსვენებისათვის ჩემისა გამომიცხადეს მე მარადიული ხსოვნა გადამრჩენელსა და განმასვენებელ ჩემს ღმერთში. ისინი წავიდნენ საფლავიდან მდუმარენი წადით თქვენც თქვენ გჭირდებათ განსვენება ფარჯის შემდეგ სულისა და სხეულისა, გატანჯულისა გაწვალებულისა მწუხარებით“.

თქვენ არ მიდიხართ!... თქვენ აქ ხართ!... თქვენ მიეჯაჭვეთ ადგილს ჩემი დაკრძალვისა! დუმილში, მთქმელში უფრო მეტისა, ვიდრე რამდენიც შეუძლია ვთქვას ყველაზე მედიდურმა მჭევრმეტყველებამ, – სულით რომლისთვისაც არაა ახსნა, – გულით რომელშიც სიჭარბით შეგრძნებებისა შთაინთქმება განსაზღვრულობა გრძნობებისა თქვენ არ იხევთ უკან საფლავიდან, დაბეჭდილიდან მრავალი საუკუნეებით ქვისგან – ძეგლისაგან უგრძნობელისა. რა გინდათ თქვენ?... არ ელით კი თქვენ ქვემოდან ქვისა, წიაღიდან საფლავისა ბნელისა, ჩემის ხმას?“

არაა ეს ხმა! ვქადაგებ ერთადერთი მდუმარებით. მდუმარება, სიჩუმე დაურღვეველი – საკუთრებაა სასაფლაოსი თვით საყვირამდე აღდგომისა. ფერფლნი მკვდრებისა ლაპარაკობენ ბგერების გარეშე, რომლებსაც საჭიროებს სიტყვა მიწიერი: ხრწნით განხორციელებულით ისინი აცხადებენ ხმამაღალ ქადაგებას, უდამაჯერებლეს შეგონებას მშფოთავი, მოხმაურე დედამიწის ზედაპირზე მძებნელთათვის ხრწნისა“.

და მაქვს კიდევ მე ხმა! და ვსაუბრობ თქვენთან და გპასუხობთ თქვენს გამოუთქმელ ფიქრებს, თქვენს გამოუთქმელ და გამოუხატავ შეკითხვებს. ისმინეთ ჩემი! გაარჩიეთ ჩემი ხმა საერთო ხმაში, რომლითაც საუბრობს მარადისობა დროსთან – ხმა მარადისობისა ერთია, – შეუცვლელი, გარდაუვალი. მასში არაა მერყეობა, ცვალებადობა: მასში დღე – ერთია, გული – ერთი, აზრი – ერთი. შემაერთებელი ყველაფრისა ერთად – ქრისტეა. იქიდან ხმა – ერთია“.

ამ ხმაში, რომელშიც ლაპარაკობს მარადისობა, ამ ხმაში მდუმარეში და ამასთან მსგავსში გრგვინვისა, გაარჩიეთ ჩემი ხმა! განა თქვენ, ნათესავებო ჩემნო, ვერ სცნობთ ჩემის ხმას? ჩემს ხმას საერთო, ერთიან ხმაში მარადისობისა, აქვს თავისი განცალკევებული ხმა, როგორც ხმას სიმისას საერთო აკორდში მრავალსიმიანი ფორტეპიანოსი“.

გვიქადაგებდა ყველას ჩვენ ხმა მარადისობისა, გვიქადაგებდა დროიდან მოვლენისა ჩვენისა ყოფიერებაში. გვიქადაგებდა იგი ჩვენ როდესაც ჩვენ ვიყავით ჯერ კიდევ უუნარონი შეგვესმინა მისი; გვიქადაგებდა იგი ჩვენ სიმწიფის ასაკშიც ჩვენისა, როდესაც ჩვენ უკვე შეგვეძლო და ვალდებულიც ვიყავით შეგვესმინა მისი, გაგვეგო მისი ხმაო მარადისობისავ!... ვაი რომ!... ცოტაა ყურადღების მიმქცევი შენდამი ხმარურიან მიწიერ სასტუმროში! ხან ეწინააღმდეგება მოსმენას შენსას ყრმობა ჩვენი; ხან ეწინააღმდეგებიან მოსმენას შენსას საზრუნავები, გართობა ყოველდღიურნი. მაგრამ შენ არ ჩუმდები. ლაპარაკობ, ლაპარაკობ, – და, საბოლოოდ, მრისხანე დესპანის მეშვეობით – სიკვდილისა, მოითხოვ ყურადღებიანი და უყურადღბო მსმენელისგანაც ანგარიშს ყურადღებისათვის და მორჩილებისთვის დიდი სიტყვებისა მარადისობისა“.

რათა ხმას მარადისობისას ჰქონდეს თქვენთვის განსაკუთრებული გამოძახილი განსაკუთრებით შემძლებელი შეაღწიოს თქვენს გულში, მიიზიდოს სიტყვისაკენ ხსნისა გონება თქვენი – ღმერთმა მიმაკუთვნა მე მოლაპარაკეებს მარადისობიდან. ჩემი ხმა შეერთო მწყობრი თანხმობით საერთო ხმას ფართო უხილავი ზღვისას ყველა მოგზაურისათვის დედამიწისა მე – მკვდარი ვარ უსიტყვო, როგორც ყველა განსვენებულნი, მაგრამ თქვენთვის მე – ცოცხალი ვარ, და მკვდარი, ვსაუბრობ სიტყვას ხსნისას უფრო გახსნილად, უფრო ძლიერად ვიდრე როგორც ვიტყოდი მას რომ დავრჩენილიყავი თქვენ შორის და მედევნა თქვენთან ერთად აჩრდილებისათვის სიკეთეებისა რომლებითაც ხრწნა ატყუებს და ღუპავს განდევნილებს სამოთხიდან, მოთავსებულთ მოკლე დროით დედამიწის სასტუმროში შესარიგებლად განრისხებულისადმი მათ მიერ ღვთისა“.

ღმერთი – მოწყალეა, მოწყალეა უსასრულოდ. თუკი იქნებოდა საჭირო და გამოსადეგი, – მოულოდნელად წყვდიადიდან სამარისა, ქვემოდან მძიმე ქვისა გამოგეხმაურებოდით მე თქვენ ზეცამ სცნო კერძო ხმა მარადისობიდან ზედმეტად... და როგორი ხმა მარადისობიდან უკვე არაა ზედმეტი, როდესაც ღმერთმა კეთილინება, რომ არა მხოლოდ ანგელოზთა მსგავსნი ადამიანები, არამედ თავად მხოლოდშობილ ძეს მისსას ეუწყებინა სამყაროსათვის ნება მისი, ეუწყებინა წმინდა და მკაცრი განწესებები – ნეტარი მორჩილთათვის, საშინელი ურჩთათვის – მარადისობისა? ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტყუელნი, მათი ისმინედ.“ ( ლკ.16:29 ), პასუხი იყო ზეცისა მთხოვნელთათვის ხმისა გარდაცვლილებისა ქადაგებისათვის მცხოვრებთათვის დედამიწაზე ხორციელი ცხოვრებით, მოკლულთათვის სულიერი მარადიული სიკვდილით. უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ“ ( ლკ. 16:31 ).

ამხანაგო ჩემო – გარდაცვლილო, მაგრამ კიდევ ცოცხალი სიტყვით ბაგეებზე! მიიღე ჩემგან დავალება და შეასრულე იგი.

აი მამა ჩემი! აი დედა ჩემი! აი მეუღლე ჩემი! აი ნათესავები ჩემნი! არ შემიძლია ვილაპარაკო მათთან სხვაგვარად, თუ არა საერთო ხმით მარადისობისა. ამ ხმაში ისინი ისმენენ ხმას ჩემი ხმისასაც... ხო, მათ ესმით მისი!... მაგრამ არა მაქვს მე განცალკევებული, კერძო, ჩემი სიტყვა... ამხანაგო ჩემო! იყავი ჩემი სიტყვა; საერთო ჩვენი საგანძურიდან, წმინდა მარადისობიდან, უთხარი მათ ჩემ მაგივრად მოკლე, უსაჭიროესი მათთვის სიტყვა: მიწიერი ცხოვრება – წამიერი მაცდუნებელი სიზმარია. მარადისობა – გარდაუვალია. არის სალმობიერი მარადისობაც!... მოიხვეჭეთ უკვე მარადისობა ნეტარი ყურადღებით, მორჩილებით ყოვლადწმინდისა რჯულისა ყოვლადწმინდისა ღვთისა, – და მოდით ჩემთან უტყუარ, დაუსრულებელ სიამოვნებაში, ყოველი თავისაში, თავად და ერთადერთი ღვთის მიერ დადგენილ დროს!“

1848 წელი სერგის უდაბნო ფიქრი დაწერილია გარდაცვალებისას კ. ფ. ო-ნა სი, მყოფისა ახალგაზრდობის წლებიდან ახლო ურთიერთობაში არქიმანდრიტ ეგნატე ბრიანჩანინოვთან .

Next