სასაფლაო
შემდგომად ბევრი წლის არყოფნისა მოვინახულე მე ის ფერწერული სოფელი, რომელშიც მე დავიბადე. დიდი დიდი ხანია ეკუთვნის იგი ჩვენს ოჯახს. იქაა – დიდებული სასაფლაო დაბურვილი საუკუნეების ხეებით. ფართო გადაფენებს ქვეშ ხეებისა წვანან ფერფლნი მათი, რომლებიც ისინი დარგო. მე მივედი სასაფლაოზე. გაისმა საფლავებს ზემოთ გალობანი სამგლოვიარონი, გალობანი მანუგეშებელნი წმინდა პანაშვიდისანი. ქარი მიმოდიოდა წვერებზე ხეებისა; ხმაურობდნენ მათი ფოთლები; ხმა ეს ერწყმოდა ხმებს მგალობლებისას მღვდელმსახურთა.
გავიგონე მე სახელები განსვენებულთა – ცოცხალთა ჩემი გულისათვის. ჩამოითვლებოდა სახელები: ჩემი დედისა, ძმებისა და დებისა, ჩემი ბაბუებისა და დიდი ბაბუებისა წასულთა. როგორი განმარტოვებაა სასაფლაოზე! როგორი საოცარია, წმინდა სიჩუმე! რამდენი მოგონებაა! როგორი უცნაურია მრავალწლიანი სიცოცხლე! მე ყურად ვიღებდი შთაგონებულ, საღვთო საგალობლებს პანაშვიდისას. პირველად მომიცვა მე ერთმა გრძნობამ სევდისამ; შემდეგ მან იწყო შემსუბუქება თანდათან. დასასრულს პანაშვიდისა ჩუმმა ნუგეშმა ჩაანაცვლა ღრმა დარდი: ეკლესიის ლოცვებმა გააქარვეს ცოცხალი ხსოვნა გარდაცვლილებზე სულიერი დატკბობით. ისინი იუწყებოდნენ აღდგომას მომლოდინეს გარდაცვლილებისა! ისინი იუწყებოდნენ სიცოცხლეს მათსას იწვევდნენ ამ სიცოცხლისათვის ნეტარებას.
საფლავები პირველმშობელთა ჩემთა შემოსაზღვრულია ირგვლივ საუკუნოვანი ხეებით. ფართოდ გაწვდენილმა ტოტებმა წარმოქმნეს საბურველი საფლავებს ზემოთ: საბურველს ქვეშ განისვენებს მრავალრიცხოვანი ოჯახი. წვანან აქ ფერფლნი ბევრი თაობისა. მიწავ, მიწავ! იცვლებიან ზედაპირზე შენსაზე თაობები ადამიანურნი, როგორც ხეებზე ფოთლები. საყვარლად მწვანდებიან, მანუგეშებლად, უწყინრად ხმაურობენ ეს ფოთლები, მოსულნი მოძრაობაში ჩუმი სუნთქვით გაზაფხულის ქარისა. მოვა მათზე შემოდგომა: ისინი გაყვითლდებიან, ჩამოცვივდებიან ხეებიდან საფლავებზე, გაიხრწნებიან მათზე. დადგომისას გაზაფხულისა სხვა ფოთლები დაიწყებენ პრაჭვას ტოტებზე, და ასევე – მხოლოდ მოკლე რიგის განმავლობაში თავისი, ასევე დაჭკნებიან, გაქრებიან. რაა ჩვენი სიცოცხლე? თითქმის იგივე რაც სიცოცხლე ფოთლისა ხეზე!
20 მაისი 1844 წლისა. სოფელი პოკროვსკოე, ვოლოგოდის გუბერნიისა“ .
Next