ლოცვა დევნილისა ადამიანებისგან
გმადლობ შენ უფალო და ღმერთო ჩემო ყველაფერი მოხვდომილისა ჩემზე! გმადლობ შენ ყველა მწუხარებებისათვის და განსაცდელებისა, რომლებსაც მიგზავნიდი შენ მე განწმენდისათვის შებილწული ცოდვებით განკურნებისათვის დაწყლულებულისა ცოდვებით ჩემებით სულისა და სხეულისა!
შეიწყალე და იხსენი ის იარაღნი, რომლებსაც შენ იყენებდი ჩემი მკურნალობისათვის: ის ხალხი რომლებმაც მომაყენეს მე შეურაცხყოფა. დალოცე ისინი ამ და მომავალ საუკუნეში! ჩაუთვალე მათ სათნოებაში ის, რასაც ისინი აკეთებდნენ ჩემთვის! დაუწესე მათ მარადიული შენი საგანძურიდან უხვი ჯილდოები.
რას გწირავდი შენ? როგორ კეთილსასურველ მსხვერპლებს? – მე გწირავდი მხოლოდ ცოდვებს მხოლოდ დარღვევებს შენი საღვთო მცნებებისა. მაპატიე მე, უფალო, მაპატიე დამნაშავეს წინაშე შენსა და წინაშე ადამიანებისა! მაპატიე უპასუხოს! მომანიჭე მე დავრწმუნდე და გულწრფელად ვაღიარო რომ მე ვარ ცოდვილი! მომანიჭე მე უარვყო მზაკვრული თავის მართლებები! მომანიჭე მე სინანული! მომანიჭე მე შემუსვრილება გულისა! მომანიჭე მე სიმშვიდე და სიმდაბლე მომანიჭე სიყვარული მოყვასის მიმართ, სიყვარული უმწიკვლო, ერთნაირი ყველას მიმართ ნუგეშისმცემელის მიმართაც და შეურაცხმყოფელის მიმართაც ჩემისა! მომანიჭე მე მოთმინება ყველა განსაცდელში ჩემსაში! მომაკვდინე მე ამა სოფლისათვის! მომაცილე ჩემგან ჩემი ცოდვილი ნება და დარგე გულში ჩემსაში შენი წმინდა ნება; დაე აღვასრულო იგი ერთადერთი საქმეებითაც, და სიტყვებითაც და ფიქრებითაც, და შეგრძნებებითაც ჩემებით.
შენ ყველაფრისათვის გშვენის დიდება! შენ ერთადერთს გეკუთვნის დიდება! ჩემი ერთადერთი ქონებაა – სირცხვილი სახისა და მდუმარება ბაგეებისა. წარდგომილ ვარ რა საშინელი სამსჯავროს წინაშე შენისა ბეჩავ ლოცვაში ჩემსაში ვერ ვპოვებ საკუთარ თავში არც ერთ კეთილ საქმეს, არც ერთ ღირსებას, და წარდგომილი ვარ, მხოლოდ მოცული ყოველმხრივ აურაცხელი სიმრავლით ცოდვებისა ჩემებისა, როგორც თითქოს ხშირი ღრუბლით და ბურუსით, ერთადერთი ნუგეშით სულში ჩემსაში სასოებით შეუზღუდავი წყალობის მიმართ და სიკეთისა შენისა. ამინ.
Next