ფიქრი ნაპირას ზღვისა
ვისი მსგავსია ქრისტიანი გადამტანი მწუხარებებსა მიწიერი ცხოვრებისა, ჭეშმარიტი სულიერი გონებით? – იგი შეიძლება შევადაროთ მოგზაურს, რომელიც დგას ნაპირას მღელავი ზღვისა. მძვინვარედ ჭაღარა ტალღები მიადგებიან ფეხებს მოგზაურისას და დაჯახებულნი ქვიშას, დაიფანტებიან ფეხებთან მისი წვრილ შხეფებად. ზღვა კინკლაობაში გრიგალთან, ღრიალებს, აყენებს ტალღებს, როგორც მთებს, დუღს, თუხთუხებს. ტალღები წარმოშობენ და ღრღნიან ერთი მეორეს; თავები მათი დაგვირგვინებულია თოვლივით თეთრი ქაფით; ზღვა დაფარული მათით, წარმომიდგენს ერთ უშველებელ ხახას საშინელი ურჩხულისას, მოოჭვილს კბილებით. ამ მრისხანე სანახაობას მშვიდი ფიქრით უყურებს საიდუმლოებრივი მოგზაური. მხოლოდ თვალები მისი არის ზღვაზე, ხოლო სადაა ფიქრი მისი, სადაა გული? ფიქრი მისი – ბჭეებშია სიკვდილისა გული – სამსჯავროზე ქრისტესაზე. აქ იგი უკვე წარმდგარია გონებით აქ იგი წარმდგარია შეგრძნებით აქაა მისი საზრუნავები, აქაა შიში მისი: ამ შიშისაგან გარბის შიში მიწიერი განსაცდელებისა. მიწყნარდებიან ქარები, ჩადგება ზღვა. სადაც იბორცვებოდნენ მრისხანე ტალღები: იქ გაიშლება უძრავი ზედაპირი დაქანცულისა ქარიშხლისაგან წყლისა. შემდგომად გაძლიერებულისა განგაშისა ისინი დამშვიდდებიან მკვდარ სიჩუმეში; გამჭვირვალე სარკეში მათსაში აისახება საღამოს მზე, როდესაც იგი დადგება კრონშტადტის ზემოთ და დაუშვებს სხივებს თავისას გასწვრივ ფინეთის ყურისა, შემხვედრად ნაკადებისა ნევისა, პეტერბურგთან. ფერწერული სანახაობაა, ნაცნობი მცხოვრებთათვის სერგის უდაბნოსი! ამ ცას, ამ ნაპირს, ამ შენობებს რამდენი უნახავთ დაგვირგვინებული ქაფით ამაყი, მძვინვარე ტალღები? და ყველა ისინი წავიდნენ, ყველა დაიდვნენ სიჩუმეში სამარისა და საფლავისა. და მსვლელები გვერდზე მიდიან, განისვენებენ ასევე! რა ასეთი მერყევია, ასეთი არახანგრძლივი, როგორც გვირგვინნი ქაფისა სველისა!
მჭვრეტელი ჩუმი მონასტრის თავშესაფრიდან ცხოვრების ზღვისადმი, აღმართულისა ქარიშხლისაგან ვნებებისა, გმადლობ შენ, მეფეს და ღმერთს ჩემსას! მომიყვანე შენ მე ზღუდეში წმინდა სავანისა! დამფარე მე საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთასა“ დამფარე მე კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა“ ( ფს. 30:21 ). იმაზეა მხოლოდ დარდიანი სული ჩემი, იმაზე შეცბუნებული ვარ უცოდინარობით, რომ წავალ კი აქედან ნაპირიდან ცხოვრებისეული ზღვისა მორევიანისა, არასანდოსი, ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა ( ფს.41:5 ), დავსახლდები კი იქ უკუნითი უკუნისამდე? რაც შეეხება მწუხარებებს მიწიერებს, – ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან ( კაცმან ).
1843 წელი სერგის უდაბნო.
Next