ხე ზამთარში ფანჯრებწინ კელიისა
ზამთარი 1828 წლისა მე გავატარე მონასტერში ღირსი ალექსანდრე სვირელისა . წინაშე ფანჯრებისა ჩემი კელიისა იდგა ხე, გაშიშვლებული ყინვებისაგან, როგორც ჩონჩხი, გაშიშვლებული სიკვდილის მიერ. განმარტოვება ამახვილებს შეგრძნებებს, ამახვილებს ფიქრს; წრე ქმედებებისა მათი ფართოვდება. მათ შორის ზღვა, რომელზეც წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ იგი აუცილებლად უნდა აღელვებულიყო, ღელავდა 101 . გაშიშვლებული ხე ემსახურებოდა ჩემთვის ნუგეშს: იგი მანუგეშებდა მე იმედით განახლებისა სულისა ჩემისა ჴმითა ჩემითა,“ ხმით გონებისა ჩემისა. ხმით გულისა ჩემისა. ხმით სხეულისა ჩემისა ავადმყოფისა, ხმით უძლურებათა ჩემთა, ხმით დაცემებისა ჩემთა ღაღად-ვყავ“ ( ფს. 141:2 ). უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ( ფს. 142:1 ), მოხედენ ვედრებასა ჩემსა“ ( ფს. 141:7 ), რომელსაც აღმოგიგზავნი შენ გარემოდან ბრძოლებისა, შემარყევლებისა გონებისა ჩემისა და გულისა, გარემოდან სნეულებებისა გამტანჯველისა და დამაუძლურებლისა სხეულისა ჩემისა გარემოდან მრავალი უძლურებათა მომცველთა მთელი არსებისა ჩემისა, გარემოდან აურაცხელი დაცემებისა, რომლებითაც აღსავსეა ცხოვრება ჩემი. გამგონებელო იონისაო, მლოცველისა მუცელში ვეშაპისა, გამიგონე მეც, მგოდებელისა მუცლიდან უშჯულოებათა ჩემთა, მუცლიდან ჯოჯოხეთისა. სიღრმიდან, უფსკრულიდან ცოდვებისა უფსკრულიდან დაცემებისა და განსაცდელებისა ჩემთა ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო!“ უფალო ისმინე ხმისა ჩემისა! გამოიყვანე საპყრობილით ვნებებისა სული ჩემი“ ჩაღვარე მასში ნათელი მადლისმიერი! ( ფს.141:8 ). როდესაც ჩაღვრი მასში ამ ნათელს, ნათელს ნათელსა, და მხიარულს, და მაცოცხლებელს, მაშინ დაიწყებს იგი აუარო სახელსა შენსა“ ( ფს. 141:8 ). მოქმედებს სულში აღიარება, აღძრული მადლით, აღმატებული გონებასა და ჩამძირავი მისი გამოუთქმელ სიტკბოში თავისაში; იგი, ჩამოსული გულის საკუჭნაოში, გამოკეტილი მასში უყურადღებობით ყველაფერი გრძნობადისადმი წარმოთქვამს სახელს შენსას, თაყვანს სცემს სახელს შენსას იკვებება სახელით შენით, მოიცავს სახელს შენსას და მოცულ იქნება მისით. სახელი შენი სიტყვაო ღვთისაო და ღმერთო, ხდის მისთვის ზედმეტს ყველა სხვა სიტყვას! მიჴსენ მე მდევართა ჩემთაგან“ ეშმაკეული გულისთქმებისგან და წამოწყებებისაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს“ ( ფს. 141:7 ), უფროს ნება-მყოფლობისა სულისა ჩემისა, უფროს შეგნებისა გონებისა ჩემისა! მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი“ ( ფს. 142:4 ). გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე“ ( ფს. 114:3 ).
უფალო! არა ჩემს ძალებზე ვიმედოვნებ: დაცემანი ჩემნი მასწავლიან მე შეცნობას უძლურებისას ჩემისას. შენ ხარ, უფალო, სასოება ჩემი მაშინ მხოლოდ შემიძლია ვიყო სოფელსა შინა ცხოველთასა.“ ( ფს. 114:8 ), სოფელში წმინდა სიმართლისა შენისა, როდესაც შენ უფალო გარდამოავლენ გულში ჩემსაში მადლს შენსას როდესაც დამკვიდრებული გულში ჩემსაში იქნები ნაწილ... მკჳდრობისა ჩემისა“ ( ფს. 15:5 ), ჩემი ერთადერთი ქონება და საგანძური! გაიხარებენ წმინდა ანგელოზები შენნი, გაიხარებენ სახენი სათნომყოფელთა შენდამი ადამიანებისა დაინახავენ რა ხსნას ჩემსას მე მელიან მართალნი, ვიდრემდის მომაგო მე“ ( ფს. 141:8 ) წყალობა შენი არა სიმრავლის მიხედვითაა ცოდვებისა ჩემთა, არამედ სიმრავლის მიხედვით შენი კაცთმოყვარეობისა. ამინ.
Next