ბაღი ზამთრისას
1829 წელს ვატარებდი მე ზამთარს პლოშჩანის უდანოში 100 . და ამ დრომდე იქ ბაღში დგას განცალკევებული, ხის კელია, რომელშიც მე ვცხოვრობდი ჩემს ამხანაგთან ერთად. ჩუმ ამინდში მზიან ნათელ დღეებში გამოვდიოდი მე პარმაღში, ვჯდებოდი სკამზე, ვუყურებდი ვრცელ ბაღს. სიშიშვლე მისი იფარებოდა თოვლის გადასაფარებლით; ირგვლივ ყველაფერი – ჩუმადაა, როგორიღაც მკვდარი და დიადი სიწყნარეა. ამ სანახაობამ დაიწყო ჩემთვის მოწონება: ჩაფიქრებული მზერანი უნებლიედ მიიმართებოდნენ, ეჯაჭვებოდნენ მას, როგორც თითქოს გამოძებნიდნენ მასში საიდუმლოებას.
ერთხელ ვიჯექი მე და ვუმზერდი დაჟინებით ბაღს მოულოდნელად ჩამოვარდა ფარდა თვალთაგან სულისა ჩემისა: წინაშე მათსა განცხადდა წიგნი ბუნებისა. ეს წიგნი მოცემული წასაკითხად პირველქმნილი ადამისათვის, წიგნი შემცველი თავის თავში სიტყვებისა სულისა, მსგავსია საღვთო წერილისა. როგორიღა სწავლება წავიკითხე მე ბაღში? – სწავლება აღდგომაზე მკვდრებისა, სწავლება ძლიერი, სწავლება გამოხატვით ქმედებისა, მსგავსისა აღდგომისა თუკი ჩვენ არ მივეჩვეოდით ხედვას გამოცოცხლებისა ბუნებისა ზაფხულში, მაშინ იგი მოგვეჩვენებოდა ჩვენ საკმაოდ სასწაულებრივად, წარმოუდგენლად არ ვოცდებით ვვეულებიდან გამომდინარე ვხედავთ რა სასწაულს, უკვე თითქოს ვერ ვხედავთ მას! ვუცქერ გაშიშვლებულ ტოტებს ხეებისას, და ისინი დამაჯერებლობით მეუბნებიან მე თავიანთი საიდუმლოებრივი ენით: ჩვენ გავცოცხლდებით, დავიფარებით ფოთლებით, სურნელს გამოვაფრქვევთ, დავმშვენდებით ყვავილებითა და ნაყოფებით განა არ გაცოცხლდებიან მშრალი ძვლები ადამიანურნი გაზაფხულზე თავიანთზე?“
ისინი გაცოცხლდებიან, შეიმოსებიან სხეულით; ახალი სახით შეაბიჯებენ ახალ სიცოცხლეში და ახალ სამყაროში. როგორც ხეები, ვერ გამძლებნი სისასტიკისა ყინვისა, დამკარგავნი წვენისა სასიცოცხლოსი, დადგომისას გაზაფხულისა მოიჭრებიან, გამოიტანებიან ბაღიდან საწვავისათვის: ისე ცოდვილნიც, დამკარგველნი სიცოცხლისა თავიანთისა – ღმერთისა, იქნებიან შეგროვებულნი საბოლოო დღეს ამ საუკუნისა, საწყისში მომავალი მარადიული დღისა, და ჩაყრილნი ცეცხლში დაუშრეტელში.
თუკი შესაძლებელი იქნებოდა გვეპოვნა ადამიანი რომელსაც არ ეცოდინებოდა გადაქცევანი, წარმოშობილნი ცვლილებებით დროებისა წლისა; თუკი მივიყვანდით ამ მოგზაურს ბაღში, დიდებულად განსვენებულში ზამთრისას ძილით სიკვდილისა, ვანახებდით მას გაშიშვლებულ ხეებს, და ვაუწყებდით იმ ფუფუნების შესახებ, რომელშიც ისინი შეიმოსებიან ზაფხულზე: მაშინ იგი ნაცვლად პასუხისა შეგხედავდათ თქვენ, და გაიღიმებდა – ისეთ აუხდენელ ზღაპრად მოეჩვენებოდა მას სიტყვები თქვენი! ასეა აღდგომაც მკვდრებისა ჩანს წარმოუდგენლად ბრძენთათვის, დახეტიალებულთათვის წყვდიადში მიწიერი სიბრძნისა, ვერშემცნობთათვის, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რომ მრავალფეროვანი სიბრძნე მისი შესაძლოა იქნეს ჭვრეტადი, მაგრამ ვერ ჩაწვდომადი გონებით ქმნილებისა. ღვთისათვის ყველაფერი შესაძლებელია: სასწაულები არაა მისთვის. სუსტია ფიქრი ადამიანისა: რასაც ჩვენ არ მივეჩვიეთ ვხედავდეთ, ის წარმოგვიდგება ჩვენ საქმედ აუხდენლად, სასწაულად შეუძლებლად. საქმენი ღვთისანი რომლებსაც გამუდმებით და უკვე გულგრილად ვუყურებთ – საქმეებია საკვირველნი, სასწაულები დიდებულნი, მიუწვდომელნი.
და ყოველწლიურად იმეორებს ბუნება წინაშე თვალთა მთელი კაცობრიობისა სწავლებას აღდგომაზე მკვდრებისა დახატვით მისი გარდამქმნელი, საიდუმლოებრივი მოქმედებით!
1843 წელი სერგის უდაბნო .
Next