Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 15

Previous

სათნოებების შესახებ საპირისპიროებისა რვა მთავარი ცოდვილი ვნებებისა

. თავშეკავება

შეკავება გადამეტებული მოხმარებისაგან საკვებისა და სასმლისა, განსაკუთრებით მოხმარებისაგან გადამეტებულად ღვინისა. შენახვა ზუსტად მარხვებისა, დადგენილებისა ეკლესიის მიერ. ალაგმვა სხეულისა ზომიერი და გამუდმებულად ერთნაირი მოხმარებით საკვებისა, რისგანაც იწყება შესუსტება საერთოდ ყველა ვნებისა, ხოლო განსაკუთრებით თავისმოყვარეობისა, რომელიც მდგომარეობს უსიტყვო სიყვარულში სხეულისა, მუცლისა და განსვენებისა მისისა.

. მრთელცნობობა

თავის არიდება ყველანაირი სიძვისმიერი საქმისა. თავის არიდება ავხორცი საუბრებისაგან და კითხვისაგან, წარმოთქმისაგან ბილწი, ავხორცი, ორაზროვანი სიტყვებისა. დაცვა გრძნობებისა, განსაკუთრებით მხედველობებისა და სმენისა, სა კიდევ უფრო მეტად შეხებისა. მორიდებულობა. უარყოფა აზრებისა და ოცნებებისა სიძვისა. მდუმარება. განმხოლოება. მსახურება ავადმყოფებისა და დაშავებულებისა. ხსოვნა სიკვდილისა და ჯოჯოხეთისა. საწყისი მრთელცნობობისა – არამერყევი გონება სიძვის გულისთქმებისაგან და ოცნებებისაგან: სრულქმნილება მთელცნობობისა – სისუფთავე მხედველი ღვთისა.

. უპოვარება

დაკმაყოფილება თავისა ერთადერთი აუცილებლით. სიძულვილი ფუფუნებისა და ნებივროვისა. გულმოწყალება ღარიბების მიმართ. სიყვარული სიგლახაკისა სახარებისეულისა. მოიმედეობა განგებულებისადმი ღვთისა. მიყოლა ქრისტეს მცნებებისადმი. სიმშვიდე და თავისუფლება სულისა. უზრუნველობა. სირბილე გულისა.

. სიმშვიდე

თავის არიდება მრისხანე გულისთქმებისაგან და აღშფოთებისაგან გულისა მძვინვარებისაგან. მოთმინება. მიდევნა ქრისტესი, მომხმობისა მოწაფისა თავისა ჯვარზე. მშვიდობა გულისა. სიწყნარე გონებისა. სიმტკიცე და სიმამაცე ქრისტიანულნი. უგრძნობელობა შეურაცხყოფისა. უბოროტობა.

. ნეტარი მგლოვარება

შეგრძნება დაცემულობისა, საერთოსი ყველა ადამიანისა, და საკუთარი სიგლახაკისა სულიერისა. წუხილი მათზე. მგლოვარება გონებისა. მტკივნეული შემუსვრილება გულისა. აღმოცენებული მათგან სიმსუბუქე სინდისისა, მადლისმიერი ნუგეში და სიხარული. იმედი გულმოწყალებაზე ღვთისაზე. მადლიერება ღვთისადმი მწუხარებებში, მორჩილად მათი გადატანა ხედვისაგან მრავალი ცოდვებისა საკუთარისა. მზაობა მოთმენისა. განწმენდა გონებისა. შემსუბუქება ვნებებისაგან. მოკვდინება ამა სოფლისადმი. სურვილი ლოცვისა, განმარტოვებისა, მორჩილებისა, სიმდაბლისა, აღსარებისა ცოდვათა საკუთართა.

. სიფხიზლე

გულმოდგინება ყველანაირი კეთილი საქმისადმი. დაუზარელი შესრულება ეკლესიური და კელიის კანონისა. ყურადღება ლოცვისას. გულმოდგინე დაკვირვება ყველა საქმისადმი, სიტყვისადმი, და ფიქრისადმი საკუთარისა. უკიდურესი უნდობლობა საკუთარი თავისადმი. გამუდმებული მყოფობა ლოცვაში და სიტყვაში ღვთისაში. მოწიწება. გამუდმებული სიფხიზლე საკუთარი თავისადმი. დაცვა თავისა ბევრი ძილისაგან, განაზებულობისაგან, ამაოდმეტყველებისაგან, ხუმრობებისაგან და მახვილი სიტყვებისაგან. სიყვარული ღამის სიფხიზლისა, მეტანიებისა და სხვა ღვაწლთა, მომტანთა მხნეობისა სულისათვის. იშვიათი, შეძლებისდაგვარად, გამოსვლა კელიიდან. გახსენება მარადიული სიკეთეებისა, სურვილი და მოლოდინი მათი.

. სიმდაბლე

შიში ღვთისა. შეგრძნება მისი ლოცვისას. შიში წარმოშობილი განსაკუთრებით სუფთა ლოცვისას, როდესაც განსაკუთრებით ძლიერ შეიგრძნობა დასწრებისა და სიდიადისა ღვთისა, რომ არ გაქრე და არ იქცე არაფრად. ღრმა შემეცნება საკუთარი არარაობისა. შეცვლა შეხედულებისა მოყვასზე, რომლის დროსაც ისინი, ყოველგვარი დაძალების გარეშე ჩანან როგორც დამდაბლებულისათვის, აღმატებულნი მასზე ყველა მიმართებაში. გამოვლენა გულუბრყვილობისა ცოცხალი რწმენისაგან. სიძულვილი შექებისა კაცობრივისა. გამუდმებული დადანაშაულება და ყვედრება თავისა. სიმართლე და წრფელობა უთვალღებობა. მკვდრობა ყველაფრისადმი. ლმობიერება. შეცნობა საიდუმლოსი, დაფარულისა ჯვარში ქრისტესაში. სურვილი ჯვარს აცვა საკუთარი თავი სოფლისათვის და ვნებებისათვის, სწრაფვა ამ ჯვარცმისაკენ. უარყოფა და დავიწყება მლიქვნელური ჩვევებისა და სიტყვებისა, მოკრძალებულთა ძალდატანებით ანდა განზრახ. ანდა ჩვევის გამო თავმოჩვენებისა. აღქმა სისულელისა სახარებისეულისა. უარყოფა სიბრძნისა მიწიერისა, როგორც უსარგებლოსი ზეცისათვის. უგულებელყოფა ყველაფრისა, რაც ადამიანში მაღალია და საძაგელ არს წინაშე ღვთისა ( ლკ. 16:15 ). მიტოვება თავისმართლებისა. მდუმარება წინაშე მწყენინებლებისა, შესწავლილი სახარებაში. გადადება ყველა საკუთარი მსჯელობებისა და მიღება გონებისა სახარებისეულისა. დამხობა ყოველგვარი გულისთქმისა, აღმდგარზე გონებაზე ქრისტესაზე. სიმდაბლე, ანდა სულიერი განსჯა. შეგნებული ყველაფერში მორჩილება ეკლესიისა.

. სიყვარული

შეცვლა ლოცვის დროს შიშისა ღვთისა სიყვარულად ღვთისად. ერთგულება უფლისა, დამტკიცებული გამუდმებული უარყოფით ყოველგვარი ცოდვისმიერი გულისთქმისა და შეგრძნებისა. გამოუთქმელი საამო სწრაფვა მთელი ადამიანისა სიყვარულით უფალთან იესო ქრისტესთან და თაყვანცემულ წმინდა სამებასთან. ხედვა მოყვასში ხატებისა ღვთისა და ქრისტესი; გამომდინარე ამ სულიერი ხედვიდან მჯობინება საკუთარ თავისადმი ყველა მოყვასისა და მოკრძალებული პატივისცემა მათი უფალში. სიყვარული მოყვასისადმი ძმური, სუფთა, ყველას მიმართ თანასწორი, თვალუღებელი, მხიარული, ცეცხლოვანი ერთნაირად მეგობრების მიმართ და მტრებისა. აღტაცება ლოცვაში და სიყვარული გონებისა, გულისა და მთელი სხეულისა. გამოუთქმელი სიამოვნება სხეულისა სიხარულით სულიერით. აღტაცება სულიერი. მოდუნება ხორციელი ასოებისა სულიერი ნუგეშისას 96 . უმოქმედობა ხორციელი შეგრძნებებისა ლოცვისას. გათავისუფლება სიმუნჯისგან გულის ენისა. შეწყვეტა ლოცვისა სულიერი სიტკბოსაგან. მდუმარება გონებისა. განათლება გონებისა და გულისა. ლოცვითი ძალა, მძლეველი ცოდვისა. მშვიდობა ქრისტესი. უკუქცევა ყველა ვნებისა. შთანთქმა ყველა შეგნებისა აღმატებული გონებით ქრისტესით. ღვთისმეტყველება. შემეცნება არსებათა უხორცოთა, უძლურება ცოდვიანი გულისთქმებისა, ვერ შემძლებლებისა აისახონ გონებაში. სიტკბოება და უხვი ნუგეში განსაცდელებში. ხედვა მოწყობისა ადამიანისა. სიღრმე სიმდაბლისა და უდამცირებულესი საკუთარ თავზე შეხედულება…

დასასრული უსასრულოა!

Next