Eleos

შინაარსის ცხრილი

ასკეტური გამოცდილებები ტომი 1

თავი 14

Previous

რვა მთავარი ვნება მათი ქვედანაყოფებით და განშტოებებით

ნასესხებია წმინდა მამათა წერილებიდან

1.ღორმუცელობა

ღორმუცელობა, დათრობა, არშენახვა და გახსნილება მარხვებისა, ჩუმად ჭამა, ტკბილეულობის სიყვარული, საერთოდ დარღვევა თავშეკავებისა. არასწორი და გადამეტებული სიყვარული სხეულისა, მისი მუცლისა და განსვენებისა, რისგანაც შედგება თავისმოყვარეობა, რისგანაცაა არდაცვა ერთგულებისა ღვთსადმი ეკლესიისადმი, სათნოებისა და ხალხისადმი.

მრუშობა

სიძვის წვა, სიძვისეული შეგრძნებები და სურვილები სხეულისა, სიძვის შეგრძნებები და სურვილები სულისა და გულისა ღიტინი), მიღება არაწმინდა გულისთქმებისა, საუბარი მათთან, ტკბობა მათით, მოწონება მათი, დაყოვნება მათში. სიძვის ოცნებები და დამონება. შებილწვა გამონადენით. არდაცვა შეგრძნებებისა, განსაკუთრებით შეხებისა, რაშიცაა მოურიდებლობა დამღუპველი ყველა სათნოებისა. ბილწსიტყვაობა და კითხვა ავხორცი წიგნებისა. ცოდვები სიძვისა ბუნებრივნი: მრუშობა და სიძვა. ცოდვები სიძვისა ბუნებისსაწინააღმდეგონი: ჩუკენობა, მამათმავლობა, ზოოფილია და მათი მსგავსნი.

ვერცხლისმოყვარეობა

სიყვარული ფულისა, საერთოდ სიყვარული ქონებისა მოძრავისა და არამოძრავისა. სურვილი გამდიდრებისა. ფიქრი საშუალებებზე გამდიდრებისა. ოცნება გამდიდრებისა. შიში მოხუცებულობისა, მოულოდნელი სიღარიბისა, სნეულებულობისა, გაგდებულობისა. სიძუნწე. ანგარება. ურწმუნოება ღვთისადმი, არიმედოვნება მისი განგებულებისადმი. მიდრეკილება ანდა ავადმყოფური მეტისმეტი სიყვარული სხვადასხვა ხრწნადი საგნებისადმი, წამრთმევებისა სულისათვის თავისუფლებისა. გატაცება ამაო საზრუნავებით. სიყვარული საჩუქრებისა. მითვისება სხვისისა. მევახშეობა. გულქვაობა ღარიბი ძმებისადმი და ყველა მხაჭიროებელისადმი. ქურდობა. ძარცვა.

მრისხანება

სიფიცხე, მიღება მრისხანების გულისთქმებისა; ოცნება მრისხანებისა და შურისძიებისა, აღშფოთება გულისა გამძვინვარებით, დაბნელება მისით გონებისა: უხამსი ყვირილი, კამათი. სალანძღავი მკაცრი და გესლიანი სიტყვები, დარტყმა, ბიძგება, მკვლელობა. ავმეხსიერება, სიძულვილი, მტრობა, შურისძიება, ცილისწამება, განკითხვა, აღშფოთება და წყენინება მოვასისა.

მწუხარება

დანაღვლიანება, სევდა, გადაწურვა იმედისა ღმერთისა, ეჭვი აღთქმების მიმართ ღვთისა, არამადლიერება ღვთისადმი ყველაფრისათვის რაც ხდება, სულმოკლეობა, მოუთმენლობა, არათავისბრალობა, მწუხარება მოყვასის მიმართ, დრტვინვა, უარყოფა ჯვრისა, მცდელობა ჩამოხვიდე მისიდან.

მოწყენილობა

სიზარმაცე ყოველგვარი კეთილი საქმისადმი, განსაკუთრებით ლოცვისადმი. მიტოვება საეკლესიო და კელიის კანონისა. მიტოვება გამუდმებული ლოცვისა და სულისსასარგებლო კითხვისა. უყურადღებობა და აჩქარება ლოცვისას. დაუდევრობა. უკრძალველობა. უსაქმურობა. გადამეტებული დასვენება ძილით, წოლითა და ყოველგვარი ნებივრობით. გადასვლა ადგილიდან ადგილზე. ხშირი გამოსვლები კელიიდან, სეირნობები და მონახულება მეგობრებისა. ამაოდმეტყველება. ხუმრობები. მკრეხელობები. მიტოვება მეტანიებისა და სხვა ღვაწლთა ხორციელთა. დავიწყება ცოდვათა თჳსთა. დავიწყება მცნებებისა ქრისტესა. დაუდევრობა. დატყვევება. დაკარგვა შიშისა ღვთისა. გასასტიკება. უგრძნობელობა. სასოწარკვეთა.

პატივმოყვარეობა

ძიება დიდებისა კაცობრივისა. კვეხნა. სურვილი და ძებნა მიწიერი პატივისა. სიყვარული ლამაზი ტანსაცმლისა, ეკიპაჟებისა, მოსამსახურეებისა და კელიის საგნებისა. ყურადღება სილამაზის მიმართ საკუთარი სახისა, სასიამოვნეობისა ხმისა და სხვა თვისებებისა სხეულისა. კეთილგანწყობა მეცნიერებათა მიმართ ხელოვნების მიმართ დაღუპვადი ამ საუკუნისა, ძიება წარმატებისა მათში შესაძენად დროებითი, მიწიერი დიდებისა. სირცხვილი აღიარო ცოდვანი საკუთარნი. დამალვა მათი ხალხის წინაშე და მამისა სულიერისა. მზაკვრობა. თავის მართლება. შეპასუხება. შედგენა საკუთარი გონებისა. პირმოთნეობა. სიცრუე. პირფერობა. კაცთმოთნეობა. შური. დამცირება მოყვასისა. ცვალებადობა ზნისა. თვალთმაქცობა. უსინდისობა. ზნე და ცხოვრება ეშმაკეულნი.

სიამაყე

არად ჩაგდება მოყვასისა. მჯობინება საკუთარი თავისა ყველას. თავხედობა. დაბნელება დონდროხობა გონებისა და გულისა. მილურსმვა მათი მიწიერზე. გმობა. ურწმუნოება. ხიბლი. ცდუნებული გონება. დაუმორჩილებლობა რჯულისა ღვთისა და ეკლესიისა. მიყოლა საკუთარ ხორციელ ნებას. კითხვა წიგნებისა ერეტიკულებისა, გახრწნილთა და ამაოთა. დაუმორჩილებლობა ხელისუფლებისა. გესლიანი დამცინავობა. მიტოვება ქრისტესმიმბაძველი სიმდაბლისა და მდუმარებისა. დაკარგვა უბრალოებისა. დაკარგვა სიყვარულისა ღვთისადმი და მოყვასისადმი. მცდარი ფილოსოფია. ერესი. უღმერთობა. უვიცობა. სიკვდილი სულისა.

ასეთებია სნეულებები, ასეთებია წყლულები, შემადგენელნი დიდი წყლულისა, სიძველისა ძველი ადამისა, რომელიც წარმოიქმნა მისი დაცემულობისაგან. ამ დიდ წყლულზე ამბობს წმინდა წინასწარმეტყველი ესაია: ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი“ ( ეს. 1:6 ). ეს ნიშნავს, განმარტების მიხედვით მამებისა, რომ წყლული 95 – ცოდვა – არა ნაწილობრივი, არა ერთ რომელიღაცა ასოზე, არამედ მთელ არსებაზე: მოიცვა სხეული, მოიცვა სული, დაეუფლა ყველა თვისებას, ყველა ძალას ადამიანისას, ამ დიდ წყლულს ღმერთმა უწოდა სიკვდილი, როდესაც აუკრძალა ადამს და ევას ჭამა ხისგან ცნობისა სიკეთისა და ბოროტებისა, უთხრა: რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ ( დაბ. 2:17 ). იმწამს ჭამისას ნაყოფისა აკრძალულისა, პირველმშობლებმა იგრძნეს მარადიული სიკვდილი: მზერის წინაშე მათსა განცხადდა შეგრძნება ხორციელი; მათ დაინახეს, რომ ისინი შიშვლები არიან. შეცნობაში სიშიშვლისა სხეულისა აირეკლა გაშიშვლება სულისა, დამკარგველისა სილამაზისა უბიწოებისა, რომელზეც განისვენებდა სული წმინდა. მოქმედებს თვალებში ხორციელი შეგრძნება, ხოლო სულში სირცხვილი, რომელშიც შეერთებაა ყველა ცოდვილი შეგრძნებისა: სიამაყისაც, უწმინდურობისაც, მწუხარებისაც, მოწყენილობისაც, სასოწარკვეთისაც! დიდი წყლული – სიკვდილია სულიერი; გამოუსწორებელია სიძველე, გამომავალი დაკარგვის შემდეგ საღვთო მსგავსებისა! დიდ წყლულს მოციქული უწოდებს შჯული ცოდვისაჲ, ჴორცი სიკუდილისაჲ“ ( რომ. 7:23-24 ), იმიტომ რომ მოკვდინებული გონება და გული სრულად მიიმართა მიწისკენ, ემსახურებიან მონურად ხრწნად სურვილებს სხეულისას, დაბნელდნენ, დამძიმდნენ, თავად გახდნენ ხორცი. ეს ხორცი უკვე ვერშემძლებელია ურთიერთობისა ღმერთთან! ( დაბ. 6:3 ). ეს სხეული არაა შემძლებელი დაიმკვიდროს ნეტარება მარადიული, ზეციერი! ( 1კორ. 15:50 ). დიდი წყლული მოეფინა მთელ მოდგმას კაცობრიობისას, გახდა ქონება ბედკრული ყოველი ადამიანისათვის.

ყურებისას დიდი ჩემი წყლულისადმი, ხედვისას მოკვდინებისა ჩემისა, ვივსები მწარე მწუხარებით! ვცბუნდები, რა მქნა? – მივყვები კი მაგალითს ძველი ადამისას, რომელიც, დაინახა რა სიშიშვლე თავისი, ისწრაფა დამალულიყო ღვთისაგან? დავიწყებ კი, მსგავსად მისსა, თავის მართლებას გადაბრალებით ბრალეულობისადმი ცოდვისა? ამაოა – დაფარვა ყოვლის მხედველისაგან! ამაოა – თავის მართლება წინაშე იმისა, ვინც ყოველთვის იმარჯვებს სჯასა მისსა“ ( ფს. 50:6 ).

შევიმოსები უკვე ნაცვლად ლეღვის ფოთლებისა ცრემლებით სინანულისანით; ნაცვლად თავის მართლებისა მოვიღებ ჭეშმარიტ გამოტყდომას. შემოსილი სინანულში და ცრემლებში, წარვდგები წინაშე ღვთისა ჩემისა. მაგრამ სად ვიპოვი ღმერთს ჩემსას? სამოთხეში განა? მე გამოგდებული ვარ იქიდან, – და ქერუბიმი, მდგარი შესასვლელთან, არ შემიშვებს მე! თვით სიმძიმით სხეულისა ჩემისა მე მილურსმული ვარ მიწას, ჩემს საპყრობილეს!

ცოდვილო შთამომავალო ადამისავ, გამხნევდი! გამოანათა სინათლემ საპყრობილეში შენსაში: ღმერთი ჩამოვიდა მიწიერ ქვეყანაში შენი გამოძევებისა, რათა აგიყვანოს შენ დაკარგულ შენ მიერ შენს ზეციურ მამულში. შენ გინდოდა გცოდნოდა სიკეთე და ბოროტება: იგი გიტოვებს შენ ამ ცოდნას. შენ გინდოდა გამხდარიყავი ვითარცა ღმერთი“, და ამის გამო გახდი სულით მსგავსი ეშმაკისა, სხეულით მსგავსი საქონლისა და მხეცებისა: ღმერთმა, შეგაერთა რა შენ თავისთან, გხდის შენ ღმერთად მადლით. იგი გპატიობს შენ ცოდვებს. ეს ცოტაა! იგი გამოიღებს ფესვს ბოროტებისას სულისაგან შენისა, თავად სენს ცოდვიანს, შხამს, ჩაგდებულს სულში ეშმაკის მიერ, და გჩუქნის შენ კურნებას მთელ გზაზე შენი მიწიერი ცხოვრებისა, კურნებისათვის ცოდვისაგან, რამდენჯერაც კი შენ არ დაავადებულიყავი მისით, უძლურების გამო შენი. ეს კურნება – აღიარებაა ცოდვებისა. გნებავს კი გაიხადო ძველი ადამი, შენ, რომელიც წმინდა ნათლობით უკვე შემოსილი ხარ ახალ ადამში, მაგრამ საკუთარი ურჯულოებებით მოასწარი გაგეცოცხლებინა შენში სიძველე და სიკვდილი, ჩაგეხშო სიცოცხლე, გაგეხადა იგი ნახევრადმკვდარი? გნებავს კი შენ დამონებულო ცოდვას, მიზიდულო მისკენ ძალადობით ჩვევისა, დაიბრუნო თავისუფლება და მართლობა? – ჩაიძირე სიმდაბლეში! დაამარცხე პატივმოყვარული სირცხვილი. მასწავლელი შენთვის პირმოთნედ და მზაკვრულად თავი მოაჩვენო მართლად და ამით შეინახო, გაამყარო საკუთარ თავში სიკვდილი სულიერი. ამოანთხიე ცოდვა, შედი მტრობაში ცოდვასთან გულწრფელი აღსარებით ცოდვისა. ეს კურნება უნდა წინ უსწრებდეს ყველა დანარჩენს; მის გარეშე კურნება ლოცვით, ცრემლებით, მარხვით და ყველა სხვა საშუალებებით იქნება არასაკმარისი, არადამაკმაყოფილებელი, არამყარი. მიდი, ამაყო, სულიერ მამასთან შენსა, – ფეხებთან მისა იპოვე გულმოწყალება მამისა ზეციერისა! ერთი, ერთი აღსარება გულწრფელი და ხშირი შეძლებს გაგათავისუფლოს ცოდვიანი ჩვევებისგან, გახადოს სინანული ნაყოფიერი, გამოსწორება მყარი და ჭეშმარიტი.

ხანმოკლე წუთებში ლმობიერებისა რომლებშიც იღება თვალები გონებისა თვითშემეცნებისათვის, რომელიც მოდის ასე იშვიათად, დავწერე მე ეს სამხოლებლად თავისა, შესაგონებლად, შესახსენებლად, დასარიგებლად. ხოლო შენ, ვინც რწმენით და სიყვარულით ქრისტესი წაიკითხავ ამ სტრიქონებს და, შესაძლოა იპოვი მათში რაიმეს სასარგებლოს შენთვის, გაიღე გულის ამოოხვრა და ლოცვა სულისათვის, ბევრად ვნებულისათვის ტალღებისაგან ცოდვისა, მხედველისათვის ხშირად წინაშე თვისა ჩაძირვისა და დაღუპვისა. მპოვნელისათვის მოსვენებისა ერთ ნავსაყუდელში: აღიარებაში საკუთარი ცოდვითდაცემებისა.

Next