თავი 9
Previousმოყვასის მიმართ სიყვარულის შესახებ
რა შეიძლება იყოს უფრო შესანიშნავი, სასიამოვნო ვიდრე მოყვასისადმი სიყვარულია?
გიყვარდეს – ნეტარებაა; გძულდეს – სატანჯველი.
მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი თავს იყრიან სიყვარულზე ღვთისა და მოყვასის მიმართ (მთ. 22:40).
მოყვასისადმი სიყვარული არის გზა, მიმყვანებელი ღვთისადმი სიყვარულთან: იმიტომ, რომ ქრისტემ კეთილინება საიდუმლოებრივად შეემოსა ყოველი ჩვენი მოყვასი, ხოლო ქრისტეში ღმერთია (1 ინ. 4:13, 15).
არ იფიქრო, უსაყვარლესო ძმაო, რომ მოყვასის მიმართ სიყვარულის მცნება იყოს ასე ახლოს ჩვენს დაცემულ გულთან: მცნება სულიერია, ხოლო ჩვენს გულს დაეპატრონნენ ხორცი და სისხლი; მცნება ახალია ხოლო ჩვენი გული — ძველი.
ჩვენი ბუნებითი სიყვარული დაზიანებულია დაცემით; საჭიროა იგი მოიკლას — ამას გვავალებს ქრისტე — და წმინდა სიყვარულის ამოვსებას სახარებისგან მოყვასის მიმართ, სიყვარულისა ქრისტეში.
ახალი ადამიანის თვისებები მთლიანად უნდა იყოს ახალი; ვერავითარი ძველი თვისება ვერ უხდება მას.
სახარების წინაშე ფასი არ აქვს სიყვარულს წარმოშობილს სისხლის მოძრაობიდან და ხორციელი შეგრძნებებიდან.
და როგორი ფასი შეიძლება ჰქონდეს მას, როდესაც სისხლის გახურებისას იფიცებს, რომ სულს დასდებს უფლისათვის, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ, სისხლის გაგრილებისას, იფიცებს, რომ არ იცნობს მას? (მთ. 26:33,35,74).
სახარება უარყოფს სისხლის მოძრაობაზე დამოკიდებულ სიყვარულს, ხორციელი გულის გრძნობებზე დამოკიდებულს. იგი ამბობს: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.“ (მთ. 10:34–36).
დაცემამ დაუმორჩილა გული სისხლის განმგებლობას, და, სისხლის მეშვეობით, სოფლისმპყრობელის განმგებლობას. სახარება ათავისუფლებს გულს ამ ტყვეობისაგან, ამ ძალადობისაგან, შეჰყავს სული წმინდის ხელმძღვანელობაში.
სული წმინდა ასწავლის მოყვასის მიმართ წმინდა სიყვარულს.
სიყვარული ანთებული, სული წმინდით ნაკვები — ცეცხლია. ამ ცეცხლით ქრება ბუნებითი, ხორციელი, ცოდვით დაცემით დაზიანებული სიყვარულის ცეცხლი1.
„მოლაპარაკე იმისა, რომ შესაძლოა გქონდეს ერთიცა და მეორე სიყვარულიც, აცდუნებს საკუთარ თავს“, თქვა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა2.
როგორ დაცემულობაშია ჩვენი ბუნება? იმან, ვისაც ბუნებითად შეუძლია მხურვალედ უყვარდეს მოყვასი, უნდა უჩვეულო ძალდატანება გასწიოს საკუთარ თავზე, რომ უყვარდეს იგი ისე, როგორც მოითხოვს სახარება, რომ უყვარდეს.
ცეცხლოვანი ბუნებრივი სიყვარული ადვილად გადადის ზიზღში, შეურიგებელ სიძულვილში (2სამ.13:15). ბუნებრივი სიყვარული გამოიხატებოდა ხანჯლითაც.
როგორ წყლულებშია – ჩვენი ბუნებრივი სიყვარული! როგორი მძიმე წყლულია მასზე — თვალღება! თვალღების მქონეს შეუძლია ყოველგვარი უსამართლობა, ყოველგვარი უკანონობა, ოღონდაც კი დაიკმაყოფილოს თავისი ავადმყოფური სიყვარული.
„უღელი ზაკული საძაგელ არს წინაშე უფლისა, ხოლო სასწორი სიმართლისა სათნო არს მისსა.“ (იგ. 11:1).
ბუნებრივ სიყვარულს მოაქვს თავისი საყვარლისთვის მხოლოდ მიწიერი; ზეციერზე იგი არ ფიქრობს.
იგი იბრძვის ზეცისა და სული წმინდის წინააღმდეგ; იმიტომ, რომ სული მოითხოვს სხეულის ჯვარცმას.
იგი იბრძვის ზეცისა და სული წმინდის წინააღმდეგ: იმიტომ, რომ იმყოფება მზაკვარი სულის გამგებლობის ქვეშ, უწმინდური და დაღუპული სულისა.
შევუდგეთ სახარებას, უსაყვარლესო ძმაო, ჩავიხედოთ ამ სარკეში! მასში ჩახედვისას, დავამხოთ ძველი სამოსი, რომლითაც შეგვმოსა ჩვენ დაცემამ, დავმშვენდეთ ახალი სამოსით, რომელიც ჩვენთვის გამზადებულია ღვთისაგან.
ახალი სამოსი ქრისტეა. „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (გალ. 3:27).
ახალი სამოსი სული წმინდაა. „შეიმოსოთ ძალი მაღლით“ (ლკ. 24:49), თქვა ამ სამოსზე უფალმა.
იმოსებიან ქრისტიანები ქრისტეს თვისებებით, ყოვლადკეთილი სულის მოქმედებით.
შესაძლებელია ქრისტიანისთვის ეს შემოსვა. „შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.“ (რომ. 13:14), ამბობს მოციქული.
პირველად, სახარებით ხელმძღვანელობისას, განაგდე მტრობა, ავმეხსიერება, მრისხანება, განკითხვა და ყველაფერი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიყვარულს.
სახარება გვავალებს ვილოცოთ მტრებისათვის, დავლოცოთ მაწყევარნი, კეთილი ვუყოთ მოძულეებს, მივუტევოთ მოყვასს ყველაფერი, რაც არ უნდა ჩაიდინოს ჩვენ წინააღმდეგ.
შეეცადე, ქრისტეს გაყოლის მსურველო, შეასრულო ყველა ეს მცნება თავად საქმით.
ძალიან არასაკმარისია: მხოლოდ სიამოვნებით წაიკითხო სახარების დავალებები, და გაოცდე მაღალი წესიერებით, რომლებსაც ისინი თავის თავში შეიცავს. სამწუხაროდ, ბევრი ამითი კმაყოფილდება.
როდესაც შეუდგები სახარების მცნებების შესრულებას: მაშინ ჯიუტად შეეწინააღმდეგებიან ამ აღსრულებას შენი გულის მბრძანებლები. ეს მბრძანებლები: შენი საკუთარი ხორციელი მდგომარეობაა, რომელშიც შენ ემორჩილები ხორცსა და სისხლს, და დაცემულ სულებს, რომლებისთვისაცაა დამორჩილებული ქვეყანა — ადამიანის ხორციელი მდგომარეობა.
ხორცის ზრახვა, მისი სიმართლე და დაცემული სულების სიმართლე შენგან მოითხოვენ, რომ შენ არ გაუშვა ხელიდან შენი ღირსება და სხვა ხრწნადი უპირატესობები, დაიცვა ისინი. მაგრამ შენ სიმამაცით გაუძელი უხილავ ბრძოლას, სახარების მიერ წარმართულს, თავად უფლის მიერ წარმართულს.
გაიღე მსხვერპლად ყველაფერი სახარების მცნებების შესრულებისთვის. ასეთი მსხვერპლის გარეშე შენ ვერ შეძლებ იყო მათი აღმსრულებელი. უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი“ (მთ. 16:24).
როცა შენთანაა უფალი, — გამარჯვების იმედი გქონდეს: შეუძლებელია უფალი არ იყოს გამარჯვებული.
ითხოვე უფლისაგან შენთვის გამარჯვება; ითხოვე იგი გამუდმებული ლოცვითა და მგლოვარებით. და მოვა მოულოდნელად მადლის მოქმედება შენს გულში: შენ შეიგრძნობ უეცრად უტკბეს თრობას სულიერი სიყვარულით მტრების მიმართ.
კიდევ მოგიწევს ბრძოლა! კიდევ უნდა იყო მამაცი! შეხედე შენი სიყვარულის საგნებს: ძალიან მოგწონს ისინი? მათზე ძალიანაა მიჯაჭვული შენი გული? — უარყავი ისინი.
ამ უარყოფას მოითხოვს შენგან უფალი, სიყვარულის კანონმდებელი, იმით კი არა, რომ სიყვარულისა და საყვარელი ადამიანების გარეშე დაგტოვოს, არამედ რათა შენ, ხორციელი სიყვარულის უარყოფით, რომელიც ცოდვის მინარევის შედეგად შერყვნილია, გახდე შემძლებელი მიიღო სულიერი სიყვარული, სუფთა, წმინდა, რომელიც უზენაესი ნეტარებაა.
სულიერი სიყვარულის შემგრძნები, ზიზღით დაიწყებს ყურებას ხორციელი სიყვარულისთვის, როგორც სიყვარულის მახინჯი გამრუდებისთვის.
როგორ უნდა უარყო სიყვარულის საგნები, რომლებიც თითქოს შეეზარდნენ თავად გულს? — უთხარი მათ შესახებ უფალს: „ისინი, უფალო, შენია; ხოლო მე ვინ ვარ? უძლური არსება, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა აქვს“.
„დღეს მე კიდევ ვმოგზაურობ დედამიწაზე, შემიძლია ვიყო საჭირო ჩემს საყვარელთათვის რაიმეთი; ხვალ, შესაძლოა, გავქრები მისი პირიდან, და მე მათთვის არაფერი ვარ!“
„მინდა, თუ არა, — მოდის სიკვდილი, მოდის სხვა გარემოებები, ძალადობით მაშორებენ მე იმათ, ვისაც მე ვთვლიდი ჩემებად, და ისინი უკვე ჩემები არ არიან. ისინი არც იყვნენ თავისი არსით ჩემები; იყო რაღაც დამოკიდებულება ჩემ და მათ შორის; ამ დამოკიდებულებით მოტყუებული მე ვუწოდებდი, ვაღიარებდი მათ ჩემებად. თუ ისინი იქნებოდნენ ნამდვილად ჩემები, — ყოველთვის დარჩებოდნენ ჩემს საკუთრებაში.“
„ქმნილებები ეკუთვნის მხოლოდ შემოქმედს: იგია მათი ღმერთი და მეუფე. შენსას, უფალო ჩემო, გაძლევ შენ: მე მივისაკუთრე ისინი არასწორად და ამაოდ.
მათთვის უფრო სანდოა, იყვნენ ღმრთისა. ღმერთი მარადიულია, ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე, უზომოდ კეთილი. იმისთვის, ვინც მისია, იგი ყველაზე სანდოა, ყველაზე საიმედო დამხმარეა და მფარველი.
თავისას ღმერთი აძლევს ადამიანს: და ხდებიან ადამიანისთვის ადამიანები თავისი, ხორციელად ყოფნის განმავლობაში დროებით, სულიერად ყოფნისას კი მარადიულად, როდესაც ღმერთი კეთილინებებს მისცეს ეს საჩუქარი ადამიანს.
ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის მიმართ ეფუძნება ღმერთის რწმენას: იგი ღმერთშია. „ყოველნი ერთ იყვნენ, — იუწყებოდა ქვეყნის მხსნელი მამის მიმართ — ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ“ (ინ. 17:21).
სიმდაბლე და ღმრთისადმი მინდობა კლავენ ხორციელ სიყვარულს. ეს ნიშნავს: იგი ცხოვრობს თვითწარმოდგენითა და ურწმუნოებით.
გაუკეთე, რა სასარგებლოც შეგიძლია და რის ნებასაც გრთავს რჯული, შენს საყვარელ ადამიანებს; მაგრამ ყოველთვის ანდე ისინი ღმერთს, და ბრმა, ხორციელი, ანგარიშმიუცემელი შენი სიყვარული გადაიქცევა ცოტ-ცოტათი სულიერად, გონიერად, წმინდად.
თუკი შენი სიყვარული რჯულის საწინააღმდეგო თვალღებაა, მაშინ უარყავი იგი როგორც საზიზღრობა.
როდესაც შენი გული თავისუფალი არაა, ეს თვალღების ნიშანია.
როდესაც შენი გული ტყვეობაშია, — ეს შეშლილი, ცოდვიანი ვნების ნიშანია.
წმინდა სიყვარული – სუფთაა, თავისუფალია, მთლიანად ღმერთშია.
იგი სული წმინდის მოქმედებაა, რომელიც მოქმედებს გულში, მისი განწმენდის ხარისხის მიხედვით.
მტრობის უარყოფით, ვნების უარყოფით, ხორციელი სიყვარულის უარყოფის შემდეგ, შეიძინე სულიერი სიყვარული; „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (ფს. 33:15).
მიაგე პატივისცემა მოყვასს, როგორც ღვთის ხატს, — პატივისცემა შენს სულში, სხვებისთვის უხილავი, აშკარა მხოლოდ შენი სინდისისთვის. საქმიანობა შენი, დაე, იყოს საიდუმლოდ შესატყვისი შენს სულიერ განწყობასთან.
მიაგე პატივი მოყვასს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, კლასისა, — და თანდათანობით დაიწყებს შენს გულში გამოცხადებას წმინდა სიყვარული.
ამ წმინდა სიყვარულის მიზეზი არა ხორცი და სისხლია, არა გრძნობების გატაცება, არამედ — ღმერთი.
ქრისტიანობის დიდებას მოკლებულნი არ არიან მოკლებულნი სხვა დიდებას, რომელიც მიიღეს შექმნისას: ისინი ღვთის ხატები არიან.
თუ ღმრთის ხატი იქნა ჩაგდებული ჯოჯოხეთის საშინელ ალში, მე მას იქაც კი უნდა მივაგო პატივი.
რა საქმე მაქვს ალთან, ჯოჯოხეთთან! იქ ჩააგდებენ ღვთის ხატს ღვთის მსჯავრის შესაბამისად: ჩემი საქმეა, ღვთის ხატის მიმართ პატივისცემა შევინარჩუნო, და ამით დავიცვა თავი ჯოჯოხეთისგან.
ბრმასაც, კეთროვანსაც, დაზიანებული განსჯის უნარის მქონესაც, ძუძუმწოვარა ჩვილსაც, სისხლის სამართლის დამნაშავესა და წარმართსაც მივაგებ პატივს, როგორც ღვთის ხატს. რა გესაქმება მათს უძლურებასა და ნაკლოვანებებთან! შენ თავს ადევნე თვალი, რათა სიყვარულში დანაკლისი არ გქონდეს.
ქრისტიანში პატივი მიაგე ქრისტეს, რომელმაც გვითხრა ჩვენს დასამოძღვრად და კიდევ იტყვის ჩვენი მარადიული ხვედრის გადაწყვეტისას: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25:40).
შენი მოყვასთან მოპყრობის დროს მეხსიერებაში იქონიე სახარების ეს გამონათქვამები, და გახდები მოყვასისადმი სიყვარულის მესაიდუმლე.
მოყვასისადმი სიყვარულის მესაიდუმლე მისით შედის ღმრთისადმი სიყვარულში.
მაგრამ თუ ფიქრობ, რომ გიყვარს ღმერთი, ხოლო შენს გულში ცხოვრობს უსიამოვნო განწყობა თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ: მაშინ შენ — უმწარეს თვითცდუნებულობაში ხარ.
„უკუეთუ ვინმე თქუეს, — ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, — ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს… ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი.“ (1ინ. 4:20–21).
მოყვასისადმი სულიერი სიყვარულის გამოხატვა — ნიშანია სულის განახლებისა სული წმინდის მიერ: „ჩუენ უწყით, — ამბობს ისევ ღვთისმეტყველი, — რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს“ (1ინ. 3:14).
ქრისტიანობის სრულყოფილება მოყვასისადმი სრულყოფილ სიყვარულშია.
სრულყოფილი სიყვარული მოყვასისადმი ღვთისადმი სიყვარულშია, რომლისთვისაც არ არის სრულყოფილება, რომლისთვისაც არ არსებობს წარმატებულებაში დასასრული.
წარმატება ღვთისადმი სიყვარულში უსასრულოა: იმიტომ, რომ „სიყვარული“ არის უსასრულო „ღმერთი“ (1ინ. 4:16). მოყვასისადმი სიყვარული — საფუძველია სიყვარულის შენობაში.
საყვარელო ძმაო! ეძებე გააღვივო შენში მოყვასისადმი სულიერი სიყვარული: მასში შესვლით შეხვალ ღვთისადმი სიყვარულში, აღდგომის კარიბჭეში, ზეციური სამეფოს კარიბჭეში. ამინ.
- კიბე. სიტყვა XV. თავი 3.
- სიტყვა III, თავი 16